არწივი9საქმე კიდევ იმაშია, რომ ხარისხის ჩანაწერისას ძირითადად 10 ობით სისტემას იყენებენ.
ხოლო თუ რიცხვი ძალიან იზრდება, შემოაქვთ ხოლმე ახალი აღნიშნვები.
მაგალითად არავინ წერს რამდენი მილიმეტრია აქედან ანდრომედამდე.
არადა თუ გინდა ჩაწერე (მაინც არავინ წაიკითხავს).
ამხელა რიცხვის თრევას რომ თავი აარიდონ შემოაქვთ სინათლის წელით გაზომილი მანძილები.
ხოდა ხომ ნახე რამხელა რიცხვი გამოდის ჯერ მარტო ორი ხარისხად ორი ხარისხად თექვსმეტი?
ამხელა რიცხვებს არავინ იყენებს. არაპრაქტიკულია.
ხოლო შენი შემოღებული აღნიშვნა დასაფასებელია.
ფაქტობრივად ოპერატორი გამოიგონე
სანახავია რა თვისებები აქვს მაგ ოპერატორს.
უნდა შესწავლო, ნახო რა თვისებები აქვს და თუ არის ცალსახობა დაცული.
სხვა სიტყვებით, 2 ამაღლებული 16 ხარისხში როგორ გამოვთვალო ისე, რომ ისევ ძველებური წესი არ გამოვიყენო.
თუ გამოსათვლელად ისევ 2^(2^(2^2)) ჩანაწერი დამჭირდა, მაშინ შენი ახალი ოპერატორი მხოლოდ შემოკლებული ჩანაწერია და არა ახალი ოპერატორი.
შეგახსენებ ოპერატორებია მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება, ინტეგრალი, წარმოებული....
* * *
გაგიკვირდება და ჩვენს ხილულ სამყაროში 10^78 დან 10^80 წყალბადის ატომი უნდა იყოს.
ასე, რომ ძალიან დიდ რიცხვებს არ იყენებენ გამოთვლებისას.
მითუმეტეს როცა ცდომილება დიდ ფარგლებშია.