forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ამაღლება
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2602
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 21 Aug 2017, 20:51  #51186316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივის შემდგომ ჩაწერას დავარქვათ აღზევება, ხოლო იმის შემდგომს განათება.
ვინმემ ჩამკეტი გააკეთეთ, უსასრულოდ ხომარ გავაგრძელებთ ასე.

თვალით არ მინახავს ეგ ჩაწერა, შეიძლება სისულელეს ვამბობ : )

This post has been edited by Komponent on 21 Aug 2017, 20:52
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 21 Aug 2017, 22:31  #51186917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ამაღლება, ვშიშობ, უკვე დაკავებულია რელიგიის მამების მიერ.

მასე უამრავი სიტყვა შეიძლება იყოს დაკავებული, მაგალითად მართალი, ჭეშმარიტი, ...


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3624
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 00:57  #51187849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამაღლება, ვშიშობ, უკვე დაკავებულია რელიგიის მამების მიერ.

აღორძინება ვუწოდოთ

სანამ ასლანა მობრუნებულა


--------------------
დო'დოო
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 28 Aug 2017, 02:12  #51224009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
როცა ორიანს ვამრავლებთ რაიმე ნაცნობ რიცხვზე (ნუ ჩვენს შემთხვევაში ოთხზე) მაშინ 2*2*2*2=16 შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც
user posted image
ხომ ასეა? და ერთისგან მეორე (გამრავლებიდან ახარისხებაზე გადასვლა) იოლად გამომდინარეობს და პირიქით (ახარისხებიდან გამრავლებაზე გადასვლა):
user posted image
მაგრამ როცა a ხარისხად x გვაქვს, მაშინ? კი დავწერთ ხარისხში ამას:
user posted image
მაგრამ გამრავლებაში ცოტა მოუხერხებელი არ იქნება? a რამდენჯერ უნდა დავწეროთ კერძოდ?
ჰოდა იმის თქმა მინდა რომ გამრავლებიდან ახარისხებაზე გადასვლას კიდევ ის მნიშვნელობა აქვს რომ ხარისხის მაჩვენებელში x-ს მიუწერ და ეგაა, არ გჭირდება a-ების რაღაც გაურკვეველ რაოდენობაჯერ დაწერა.
ამაღლებაზეც იგივე ვარიანტია.


ახლა რაც შეეხება ლოგარითმს, ყველამ ვიცით რა არის იგი:
user posted image
ახლა ვცადოთ მისი ანალოგის შექმნა ამაღლებისთვის და მას სახელად „ლოგანომი“ (loganomy, აღნიშვნა „lgn“) („ლოგა-რითმი“ - „ლოგა-ნომი“. „ნომი“ (ბერძნული „nomos“)) დავარქვათ, ხომ კარგად ჟღერს?
user posted image
smile.gif



asphurcela
QUOTE
სხვა სიტყვებით, 2 ამაღლებული 16 ხარისხში როგორ გამოვთვალო ისე, რომ ისევ ძველებური წესი არ გამოვიყენო.
თუ გამოსათვლელად ისევ 2^(2^(2^2)) ჩანაწერი დამჭირდა, მაშინ შენი ახალი ოპერატორი მხოლოდ შემოკლებული ჩანაწერია და არა ახალი ოპერატორი.

აზრზე არ ვარ
თუმცა მე შემიძლია კონტრ-შეკითხვა დავსვა:

"2^4 როგორ გამოვთვალო ისე რომ არ დავწერო 2*2*2*2?"
რაიმე სხვა გზა არსებობს საამისოდ? მე მაგალითად ან ზეპირად (ნუ ასეთი მარტივი ოპერაციის შემთხვევაში მხოლოდ), ან კალკულატორით (მაგრამ ეს არ ითვლება) ან უბრალოდ - ახარისხებას (ისევე როგორც გამრავლებას) დავიყვან უფრო მარტივ და ბაზისურ ოპერაციამდე, ასე არ ხდება ზოგადად?

nforumi
QUOTE
გამრავლება კი დაიყვანება შეკრებაზე, მაგრამ გამრავლების წესიც არსებობს. 17*27 -ის გამოსათვლელადა არავინ დაწერს 27-ს 17-ჯერ (ნუ ბეთჰოვენს თუ არ ჩავთვლით).

ახლა ცოტა დავიბენი.............
ზოგადად გამრავლება დაფუძნებულია მიმატებაზე ხომ ასეა?
თუ რაიმე სხვაზეა დაფუძნებული და მე დამავიწყდა სკოლის დამთავრების მერე?

oleg-i
QUOTE
შენც უნდა გაბრაზდე და ჩამოწერო ამაღლების ოპერატორის რამდენიმე თვისება (ფორმულა) მაინც. მაგ:
1) ( a ამაღლებული m -ში ) * (b ამაღლებული m-ში) = ?????
2) ( a ამაღლებული m -ში ) * ( a ამაღლებული k-ში) = ????
3) ((( a ამაღლებული m -ში ) ამაღლებული k-ში) დადაბლებული p-ში) = ???
4) .......

ოოო, ამაზე ღირს დაფიქრება smile.gif
მაგალითად პირველი „( a ამაღლებული m -ში ) * (b ამაღლებული m-ში) = ?????“ ვცადოთ:
დაე a=3, b=4, m=2
ჰოდა აღმოჩნდა რომ:
ეს:
user posted image
და ეს:
user posted image
ერთიდაიიგივე არაა smile.gif
ანუ სულ ერთი არაა ჯერ a-ს და b-ს ცალკ-ცალკე ავამაღლებთ და მერე მათ „ამაღლების პროდუქტებს“ გავამრავლებთ ერთმანეთზე თუ ჯერ a-ს და b-ს ერთმანეთზე გავამრავლებთ და მერე ავამაღლებთ, სულ სხვადასხვა შედეგი გამოდის!

ახლა მეორე ვცადოთ:
„( a ამაღლებული m -ში ) * ( a ამაღლებული k-ში) = ????“
დაე a=4, m=2, k=3
ჯერ ცალკ-ცალკე ავამაღლოთ, გამოვა აი რა:
user posted image
ანუ ჯამში
3432398830065304857490950399540696608634717650071652704697231729592771591698828026061279820330727277488648155695740429018560993999858321906287014145557528576

ახლა ვნახოთ რა გამოვა მაშინ როცა a-ს ვამაღლებთ m და k-ის ჯამურ მაჩვენებელში:
user posted image
ბოლომდე ვერ მივიყვანე ეს გამოანგარიშება, უკვე Wolfram Alpha-ც ვერ მიწერდა რიცხვებს ისე როგორც მინდოდა, ჰოდა შევეშვი, მაგრამ წინასთან შედარებით გაცილებით დიდი რიცხვია აშკარად, ჰოდა ესე იგი უნდა დავასკვნათ რომ:
user posted image

მესამის:
„((( a ამაღლებული m -ში ) ამაღლებული k-ში) დადაბლებული p-ში) =“
გამკეთებელი ნაღდად არ ვარ, დანარჩენი თქვენ გააკეთეთ biggrin.gif

This post has been edited by არწივი9 on 28 Aug 2017, 02:15


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 28 Aug 2017, 08:11  #51224302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
ახლა ცოტა დავიბენი.............
ზოგადად გამრავლება დაფუძნებულია მიმატებაზე ხომ ასეა?
თუ რაიმე სხვაზეა დაფუძნებული და მე დამავიწყდა სკოლის დამთავრების მერე?

რა დაიბენი კაცო, რიცხვების ქვეშმიწერით გამრავლება არ იცი?

შემოთავაზება მაქვს:
3 ამაღლებული 2 თუ 27-ია (დავწეროთ: 3 ა 2 = 27) , მაშინ 4 ა 2 = 256

რაც შეეხება ფუნქციის თვისებების გამოკვლევას, სერიოზული საქმეა უკვე, მრათლა.
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 28 Aug 2017, 12:46  #51225194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
ხო, ამაზე:
QUOTE
1) ( a ამაღლებული m -ში ) * (b ამაღლებული m-ში) = ?????

დამავიწყდა დასკვნის მიწერა:
user posted image
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 30 Aug 2017, 20:53  #51240369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანუ გამოდის, რომ არაფერში ვარგია ეგ ამაღლება აზღევება.
მასზე გამარტივებული მათემატიკური ოპერაციები თუ არ მოქმედებს, ე.ი. არაფერში გამოდგება.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 30 Aug 2017, 21:52  #51240738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ანუ გამოდის, რომ არაფერში ვარგია ეგ ამაღლება აზღევება.
მასზე გამარტივებული მათემატიკური ოპერაციები თუ არ მოქმედებს, ე.ი. არაფერში გამოდგება.

ნამეტანი მალე გამოგაქვს განაჩენი wink.gif

მაგალითად: a^n+b^n <> (a+b)^n , მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ახარისხების ოპერაცია არაფერში ვარგა.

აი ერთი თვისება არწივის ფუნქციისათვის:
aაn^aაn=aა2n
ან კიდე:
aაn^aაm=aა(n+m)
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 30 Aug 2017, 23:22  #51241307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძაან კაი მაგას რა ჯობია.
smile.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2017, 07:25  #51242526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ძაან კაი მაგას რა ჯობია.

რომელი პრემიაა მათემატიკაში ყველაზე მაგარი, წილში არ გამიყვანს ნეტა არწივი?

biggrin.gif
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 31 Aug 2017, 13:24  #51244032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
nforumi
QUOTE
რაც შეეხება ფუნქციის თვისებების გამოკვლევას, სერიოზული საქმეა უკვე, მრათლა.

ჰოდა გამოიკვლიოს ვინმემ, მე მაგდენი მათემატიკა არ ვიცი და მაგას ვერ ვიზამ

QUOTE
aაn^aაn=aა2n

ეს მთლად ვერ გავიგე, აქ a n-ში აგყავს და მერე კიდევ დამატებით ხარისხში აგყავს?
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2017, 16:43  #51245633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
ეს მთლად ვერ გავიგე, აქ a n-ში აგყავს და მერე კიდევ დამატებით ხარისხში აგყავს?

მოგწერე ერთხელ, a ამაღლებული n-ში დავწეროთ მეთქი ასე: aაn

ეს ნიშანი კიდე '^' ისედაც გამოიყენება ახარისხების ნიშნად. ამაღლებული ამყავს კიდე ხარისხში.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0176 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]