Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ჩვილების დაავადებები

Posted by: ninuchia 14 May 2012, 15:09
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

Posted by: SBS777 14 May 2012, 15:22
ჩემს შვილს დაბადებისას ჰქონდა ლაქა, პედიატრმა ჰემანგიომააო, მაგრამ სხვებთან რომ გადავამოწმე უბრალოდ ლაქააო. ზოგადად მეც ვიცი რომ დიდი შანსია რომ გაიწოვოს, მთავარია არ გაიზარდოს, თუ რეგრესისკენ მიდის, არსებობს დიდ შანსი რომ გაქრეს

Posted by: ninuchia 14 May 2012, 15:31
ბევრ საიტზე (ძირითადად უცხოურზე) წავიკითხე რომ პირველი 6 თვის ან 1 წლის მანზილზე სისტემატურად იზრდება კავერნოზული ჰემანგიომა და შემდეგ ძირითადად წყვეტს ზრდას და იწყებს შემცირებას, რის შემდეგაც საერთოს ქრება.. მართალია ამა დიდი დრო სჭირდება (დაახლ. 8 წელი), მაგრამ ნამდვილად მირჩევნია დაველოდო და დავაკვირდე ვიდრე ოპერაცია გავუკეთო, თან სუსტი იმუნიტეტი აქვს საკმაოდ და კიდე ნარკოზის მეშინია ... მადლობა გამოხმაურებისთვის... იქნებ სხვებმაც გამიზიარონ გამოცდილებაა...

Posted by: qetuta2011 14 May 2012, 16:29
ჩემს გოგოსაც ქონდა მხარზე 3 თვისას შევამჩნიეთ. ონკოლოგიურში მყავდა კალმახელიძესთან და მითხრა ჯერ არაფერი არ უნდა თუ გაიზრდება გავუკეთებთ ოპერაციას თუ არადა თავისით გაიწოვსო, მართლაც 5 წლისაა და ოდნავღაეტყობა, ასე რომ ნუ აჩქარდები და დააკვირდი. წარმატებებიიიი

Posted by: ketketket 14 May 2012, 16:42
ninuchia ჩემს ბავშვს დაბადებიდან აქვს წელზე მოყავისფრო ლაქა ოდნავ ბეწვის სიხშირეც იყო იმ ადგილას, ჰემონგიომა აღმოჩნდა, ყველას ვაჩვენე ოპერაცია მირჩიეს, მაგრამ არ გაუკეთე, ჩემმა პედიატრმა მითხრა დააკვირდო თუ გაიზარდა მაგ შემთხვევაში გავაკეთოთო და აგერ უკვე 4 წლისაა და გაუქრა კიდეც 1 წლის მერე დაპატარავება დაიწყო, ერთდერთი ცხელი წყლით რო ვაბანავებ მაშინ უწითლდება ოდნავ ისე საერთოდ აღარ აქვს გაეწოვა. მე გირჩევ დააკვირდე, თუ მატება დაიწყო ზრდაში ალბათ ჯობს გაუკეთო

Posted by: KaTeRiN 14 May 2012, 17:13
ჩემს შვილს აქვს კაპილარული ჰემანგიომა მაჯაზე.

ქირურგმა რათქმაუნდა ოპერაციაზე გაგვიშვა და რაც შეიძლება მალეო, დღესვე თუ იქნება მთლად უკეთესიო. ისე გამანერვიულა რომ არ ვიცოდი რა მექნა.. ერთი თვისაც არ იყო მაშინ.
არ დავთანხმდი, ესე ვერ გადავწყვიტავ სხვა სპეციალისტებსაც უნდა ვანახომეთქი და წამოვედი.

მოკლედ ეხლა არის 1 წლის და თითქმის მესამედი უკვე გაიწოვა.
იმედია რომ 2 წლამდე გაიწოვს. ესე მითხრა ანგიოლოგმა და კიდევ ერთმა ქირურგმა. თუ ორ წლამდე არ გაიწოვა ლაზერით გავაქრობთო, არანაირი ოპერაციაო. იმათ უფრო ვენდე და ფაქტია რომ მესამედი უკვე აღარ აქვს.

Posted by: ninuchia 14 May 2012, 17:31
ყველას ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ...
მეც იმდენი შემთხვევა აღმოვაჩიენ უკვე ჰემანგიომის გაქრობის რომ, ვფიქრობ ჯობია მოვიცადო... არ მგონია ისეთი საჩქარო იყოს ეგ ოპერაცია, როგორც ონკოლოგი მეუბნება (თბილისში ვაჩვენე თენგიზ ზუხბაიას)... რაც მთავარია აშკარად ვატყობ რომ ზრდა შეაჩერა და პირიქით, მოკლებულიცაა ოდნავ...
გაიხარეთ ხალხნო, მადლობა love.gif
* * *
qetuta2011

მაინც სამი თვის შემდეგ (ანუ როცა პირველად შეამჩნიეთ) გაიზარდა? თუ ზრდა საერთოდ არ ყოფილა? ჩემს ბავშვსაც მხარზე აქვს, მარცხენა მხარზე და ზუხბაია (ონკოლოგი) მეუბნება, სახსართან რადგან ახლოსაა ჯობია დროულად ამოვჭრათო... მე კიდე ეხო გადავუღე და ეხოსკოპიამ აჩვენა რომ სახსარს არ ეხება საერთოდ... ცალკეა.. კალმახელიძე მეც მირჩიეს, მაგრა, ჯერ აღარავისთან მიმიყვანია ზუხბაიას მერე...

Posted by: qetuta2011 14 May 2012, 20:35
ზრდა არ ყოფილა უბრალოდ უფრო მუქდებოდა რამოდენიმე თვე. 7 თვიდან შეწყვიტა გამუქება, რაგაც პერიოდი და მერე ნელნელა გაღიავება დაიწყო. ეხლა თითქმის არ ეტყობა ამასაც მარცხენა მხარზე აქვს

Posted by: NAD 14 May 2012, 20:47
ninuchia

კავერნოზული ჰემანგიომა კაპილარულთან და ხვა დანარჩენ ფორმებთან შედარებით არის სისხლდენისკენ მიდრეკილი და შედარებით აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გააჩნია მის ზომას,მდებარეობას.

ჰემანგიომა იმდენად ონკოლოგის საქმე არაა, რამდენადაც ქირურგის(მიუხედავად მისი სახელისა).

პირადად მე პრაქტიკებს გავდიოდი ჟვანიას კლინიკაში (ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტშI) და უამრავ ჰემანგიომიანი ბავშვი მინახავს. ესევე რადიკალურ გზას, ქირურგიულ ჩარევას სანამ მიმართავენ, ჯერ უტარებენ ჰემანგიომის მასკლეროზირებელ თერაპიას. ანუ სპირტი შეჰყავთ ჰემანგიომაში. ხშირ შემთხვევაში ამ მეთოდს ემორჩილება ჰემანგიომა.მცირდება ზომაში და ზოგჯერ საერთოდ ქრება.

მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?

..................................................................

Posted by: **Azazelo** 15 May 2012, 01:56
QUOTE (ninuchia @ 14 May 2012, 15:09 )
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

ერთ-ერთი უსისხლო და ეფექტური არის ლაზერული თერაპია. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში არვიცი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Hემანგიომის სიღრმეს, რამდენად ვრცელ უბანზეა გავრცელებული და რამდენად კარგად იკვებება სისხლით. გაიკეთეთ ულტრა ბგერითი გამოკვლელვა.

* * *
QUOTE (NAD @ 14 May 2012, 20:47 )
ninuchia

კავერნოზული ჰემანგიომა კაპილარულთან და ხვა დანარჩენ ფორმებთან შედარებით არის სისხლდენისკენ მიდრეკილი და შედარებით აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გააჩნია მის ზომას,მდებარეობას.

ჰემანგიომა იმდენად ონკოლოგის საქმე არაა, რამდენადაც ქირურგის(მიუხედავად მისი სახელისა).

პირადად მე პრაქტიკებს გავდიოდი ჟვანიას კლინიკაში (ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტშI) და უამრავ ჰემანგიომიანი ბავშვი მინახავს. ესევე რადიკალურ გზას, ქირურგიულ ჩარევას სანამ მიმართავენ, ჯერ უტარებენ ჰემანგიომის მასკლეროზირებელ თერაპიას. ანუ სპირტი შეჰყავთ ჰემანგიომაში. ხშირ შემთხვევაში ამ მეთოდს ემორჩილება ჰემანგიომა.მცირდება ზომაში და ზოგჯერ საერთოდ ქრება.

მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?

..................................................................

გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია. თუ გემანგიომა დიდია და ღრმა სპირტის შეყვანა ძალიან არაეფექტურია. თან საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მაგ მეთოდს მგონი მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიმართვაენ. წინასაოპერაციოდ პრედნიზოლონითაც ამზადებენ, რაც უამრავ უკუჩვენებას იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში.

* * *
QUOTE (ninuchia @ 14 May 2012, 15:09 )
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

თუ მცირდება და გამოკვლებებიც ამაზე მიუთითებს. ანუ ზოგჯერ სიღრმეში იზრდება და ეს არ გამოგეპაროთ. ბავშვს არ უშლის ხელს. მაშინ ოპერაცია შეგიძლიათ გადასდოთ და თუ მართლა მცირდება უფრო პატარა უბანი იქნება შEმდეგ მოსაკვეთი. ოღონდ ექიმიც გირჩევდათ, რომ am ubans სასურველია mzis sxivebi ar xvdebodes.

Posted by: NAD 15 May 2012, 09:21
**Azazelo**
QUOTE
გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია. თუ გემანგიომა დიდია და ღრმა სპირტის შეყვანა ძალიან არაეფექტურია. თან საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მაგ მეთოდს მგონი მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიმართვაენ. წინასაოპერაციოდ პრედნიზოლონითაც ამზადებენ, რაც უამრავ უკუჩვენებას იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში.

ყბა-სახის ქირურგიაში, სადაც ხანდახან ჰემანგიომის ზომა თავის ნახევარი სიდიდის ტოლი ,იყო ქირურგიულ მეთოდს ვერ გამოიყენებ. ლაზერული არ მინახავს . დარჩა მასკლეროზებელი მეთოდი მხოლოდ. ნარკოზის ქვეშ აკეტებენ
yes.gif

Posted by: ninuchia 15 May 2012, 10:06
QUOTE (NAD @ 14 May 2012, 20:47 )
მკურნალობის ეს მეთოდი არ ითქვამს თქვენს ექიმს?

..................................................................

ონკოლოგმა მითხრა ეთილის სპირტი არ გამოდგება ასეთ შემთხვევაშიო, უნდა ამოიჭრასო.. თუმცა მე სანამ ონკოლოგს ვაჩვენებდი ბავშვს, მანამდე ქირურგთან მყავდა, რომელიც მაგ მეთოდით (ეთილის სპირტით) მკურნალობს ჰემანგიომას.. მოკლედ არ ვიცი.. ბევრი ისეთი შემთხვევა გავიგე უკვე, როცა ჰემანგიომა თავისით გადადის და არ მინდა ოპერაცია გავუკეთო ბავშვს თუკი არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ჰემანგიომა თავისით გადავიდეს.. ეს რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, მაგრამ მე ექიმებს ნამდვილად ვერ ვენდობი მასეთ საკითხში, სულ არ ადარდებთ ბავშვის ბედი... ჭირდება თუ არ ჭირდება დარწმუნებული ვარ ეს ონკოლოგი მაინც გაუკეთებს ოპერაციას, ამას უკვე კი მივხვდი...
* * *
QUOTE
ერთ-ერთი უსისხლო და ეფექტური არის ლაზერული თერაპია. რამდენად იყენებენ ამ მეთოდს საქართველოში არვიცი.

ლაზერით მკურნალობაზე მეც წავიკითხე, თუმცა საქართველოში ეგ მეთოდი ვერ დავადგინე არის თუ არა.. მითხრეს ესთეტიური სილამაზის ცენტრებსჰი გააკეთებენო... რატომღაც მაგ ტიპის დაწესებულებას ამ დიაგნოზით არ მინდა რომ მივმართო...

QUOTE
გააჩნია ჰემანგიომას, თუ ის ავთვისებიანი ქირურგი უძლურია.

მე ვიცოდი რომ ჰემანგიომა კეთილთვისებიანია მხოლოდ, ავთვისებიანიაო არავის უთქვამს პირიქით...

Posted by: **Azazelo** 15 May 2012, 13:28
QUOTE (ninuchia @ 15 May 2012, 10:06 )

სპირტით მცირე ზომის იკურნება.მაგრამ მტკივნეული პროცესია და როგორც წესი აღარ მიმართავენ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში მაგ მიმართულებით სპეციალისტები არ არიან. მე, მაინც ლაზერულ თერაპიას გირჩევდით, რომელიც მართლა ეფექტურია, განსაკუთრებით მსგავს სიტუაციებში. ლაზერით მკურნალობენ ევროპაში, დუსელდორფის ბავშვთა კლინიკა უშუალოდ მაგ მიმართულებით მუშაობს. ასევე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, და შესაძლოა უკრაინაშიც იყოს. შემიძლია დაგიზუსტოთ. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ესაუბროთ ექიმს. ორივე შემთხვევაში საჭირო ცნობებს მოგაწოდებთ, თუ დაგაინტერესებთ.

სამჭუხაროდ,ქირურგია არ არის ყოველთვის გამოსავალი. თორემ რა ჯობია, მოიკვეთებოდა ის ნაწილი და დამთავრდებოდა. ოპერაციის ასე რატომ გეშინიათ? თუ არ აქვს ისეთი სიღრმე და არც მოცულობა რატომ არ გინდათ რომ მოკვეთოთ? რაც მცირეა ასაკი მით მეტია შანსი იმ ადგილს არ დაეტყოს არაფერი და შემდეგში არ დასირდეს პლასტიკური ქირურგია. თუ ღმაა გემანგიომა მისი მოკვეთა რარაც გარკვეულ რისკებს უკავშირდება ადრეულ ასაკში. არ ყოფნით კანი რომ ნაკერი დაედოს და ა.შ.

Posted by: laliko 15 May 2012, 14:02
ჩემ შვილს აქვს კაპილარული ჰემანგიომა ქვედა ქუთუთოზე. ძალოიან აგრესიული იყო სწრაფად იზრდებოდა. ყოველდღიურად ვხედავდი როგორ მიდიოდა კაპილარები საღ კანზე. ჟვანაში გავუკეთე ვადაჭკორიასთან ოპერაცია სპირტი+ელექტროკოაგულაცია . 4 ჯერ დაჭირდა. პირველად 40 დღის იყო და ყოველ მესამე-მეოთხე კვირას ახლიდან ჭირდებოდა.
ეხლა აქვს ნაწიბური იმ ადგილას, მაგრამ ნელ ნელა უფერმკრთალდება. იმედი მაქვს რომ პლასტიკური არ დაჭირდება მარა შეიძლება დაჭირდეს. წითელ ლაქას (თან მთელ სახეზე მოდებულს )ნამდვილად ჯობია.
შემომთავაზეს სხვა მეთოდებიც მკურნალობის ჰორმონალური მკურნალობა, რენტგენის სხივით და ა. შ მაგრამ მაინც ეს მეთოდი ავირჩიე,.

Posted by: ninuchia 15 May 2012, 14:41
QUOTE
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ესაუბროთ ექიმს. ორივე შემთხვევაში საჭირო ცნობებს მოგაწოდებთ, თუ დაგაინტერესებთ.

ინტერნეტით არ დავკავშირებივარ რომელიმე ექიმს, თქვენ თუ იცით როგორ შემიძლია ეს გავაკეთო ან ვის მივმართო კონკრეტულად, ძალიან მადლიერი ვიქნები.. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.. მასეთ შემთხვევაში სურათებსაც ვაჩვენებდი ექიმს...

QUOTE
ოპერაციის ასე რატომ გეშინიათ?

კი არ მეშინია, თუ საჭიროა რა თქმა უნდა გავუკეთებ აუცილებლად... მაგრამ თუ არსებობს იმი რეალური შანსი რომ ისედაც გაიწოვს, მაშინ ხომ ტყულად უნდა გავუკეთო ოპეერაცია... ნარკოზი მაფიქრებს, ისედაც სუსტი იმუნიტეტის ბავშვია საკმაოდ და... რა ვიცი

Posted by: მარიამი 15 May 2012, 14:48
მე ოპერაცია გავუკეთე 7 თვისას. კალმახელიძესთან მყავდა ონკოლოგიურში. მშვენივრად გადაიტანა, ნაჭრილობევი აქვს მარტო დარჩენილი. ამას იმ შემთხვევისთვის გეუბნებით, თუ მაინც ოპერაცია დასჭირდა, არ შეგეშინდეთ. ნარკოზს არანაირი კვალი არ დაუტოვებია.

Posted by: **Azazelo** 15 May 2012, 15:16
QUOTE (ninuchia @ 15 May 2012, 14:41 )
QUOTE
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ესაუბროთ ექიმს. ორივე შემთხვევაში საჭირო ცნობებს მოგაწოდებთ, თუ დაგაინტერესებთ.

ინტერნეტით არ დავკავშირებივარ რომელიმე ექიმს, თქვენ თუ იცით როგორ შემიძლია ეს გავაკეთო ან ვის მივმართო კონკრეტულად, ძალიან მადლიერი ვიქნები.. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.. მასეთ შემთხვევაში სურათებსაც ვაჩვენებდი ექიმს...

QUOTE
ოპერაციის ასე რატომ გეშინიათ?

კი არ მეშინია, თუ საჭიროა რა თქმა უნდა გავუკეთებ აუცილებლად... მაგრამ თუ არსებობს იმი რეალური შანსი რომ ისედაც გაიწოვს, მაშინ ხომ ტყულად უნდა გავუკეთო ოპეერაცია... ნარკოზი მაფიქრებს, ისედაც სუსტი იმუნიტეტის ბავშვია საკმაოდ და... რა ვიცი

http://zhitnyi.ru/

ამ საიტზე შედით დაათვალიერეთ თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ გიპასუხებთ. თუ დაგაინტერესებთ მოგაწვდით ექიმის პირად ნომერს და შეგიძლიათ ესაუბროთ, გაუგზავნოთ თქვენი მონაცემები და დაგაკვალიანებთ.

თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ გიპასუხებთ. თუ გაინტერესებთ დუსელდორფის კლინიკის მონაცემებსაც მოგცემთ.

Posted by: NAD 16 May 2012, 13:15
laliko

QUOTE
ჟვანაში გავუკეთე ვადაჭკორიასთან

ჩემი ლექტორი love.gif

მაგ დარგში პროფესიონალია

Posted by: laliko 16 May 2012, 14:04
QUOTE
ჩემი ლექტორი 

მაგ დარგში პროფესიონალია

ხო და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. დარწმუნებული ვარ დაესწრებოდი ჩემი შვილიდ ერთ-ერთ ოპერაციას მაინც. პრაქტიკანტები როგორ ეფერებოდნენ ხოლმე

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:45
აფ---------------------------------------

Posted by: Ninnuca 3 Jul 2012, 00:17
რომ დაიბადა ჩემი შვილი, სამშობიაროში მიმაქცევინეს ყურადღება დუნდულაზე არსებულ ლაქაზე, რომელიც ერთ თვეში ორმაგად გაიზარდა და ჩამოყალიბდა ტიპიურ ჰემანგიომად. ბავშვი უკვე 2 თვის არის და ჩემი დაკვირვებით ზრდა შეწყვიტა, ოდნავ გამუქდა და შუაგულში უფრო მოთეთრო გახდა

ვიყავი ვიზიტზე ონკოლოგთან, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით ჩათვალა, რომ ჰემანგიომამ დაიწყო უკუგანვითარება და დამიბარა 4 თვეში, მითხრა რომ ხელი არ მოვკიდო.

ამის შემდეგ მაინც ვიყავი ცნობილ რბილი ქსოვილების ექიმთან (ჟვანიაში) და მან ეგრევე დაუძახა ქირურგს, რომელმაც ერთი თვალის გადავლებით, ყოველგვარი დეტალური დათვალიერების გარეშე მითხრა რომ ოპერაციაა საჭირო და ჰემანგიომის მოცილება

ამის მერე მივედი მეორე ცნობილ ექიმ-ქირურგთან (იაშვილში), და მან მითხრა რომ რადგან მე ვამბობ რომ ზრდა შეჩერებულია, ვცადოთ მკურნალობაო. გამიშვა კარდიოლოგთან, რომელმაც გადაუღო კარდიოგრამა, და რადგან ყველაფერი წესრიგშია დამინიშნეს პრეპარატი ობზიდანი და ანაპრილინი.

მე დედობრივი ინტუიციით, ვფიქრობ მივყვე ონკოლოგს, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა მისი საქმეა. თუმცა ძალიან მაშინებს 2 ფრაზა, რომელიც ამ ექიმებთან სიარულში მოვისმინე, როგორიც არის:
ერთია გარედან რამხელაა, მეორე შიგნიდან რამდენად ღრმა არის - მაინტერესებს არ არსებობს აპარატი, რომელიც საზღვრავს რამდენად ღრმა არის??? და მეორე ფრაზა - ხელი, ან ფრჩხილი რომ მოგიხვდეს, აუტყდება სისხლდენა, ეს მართალია?

გთხოვთ, დაწერეთ თქვენი ისტორიები, თუ თემა საინტერესო იქნება, მზად ვარ დავდო ფოტოები თავისი ცვლილებებით

Posted by: tako44 3 Jul 2012, 00:23
გარედსან შეიმჩნევა ჰემანგიომა თუ კანქვეშაა?

Posted by: laliko 3 Jul 2012, 00:43
თუ არ იზრდება ჰემანგიომა და მით უმეტეს კლება რამდენიმე თვეშია შესამჩნევი რაღატო უნიშნავენ მაგ წამლებს? მკურნალობის ეგ მეთოდი არც ისე გაომცდილია და არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. ასევე პრედნიზოლონით (ჰორმონალურ) მკურნალობას.
ჩემ ბავშვს ქვედა ქუთუთოზე აქვს კაპილარული ჰემანგიომა. სპირტით და ელექტროკოაგულაციით ვუმკურნალე. 4 ჯერ დაჭირდა ოპერაცია. როგორც ექიმი დამპირდა დარჩა მხოლოდ ნაზი ნაწიბური. დიდი იმედი მაქვს რომ კიდე უფრო გადაუვა. თუ არა და ბოლოს გავუკეთებ პლასტიკურს.

მაგრამ ოპერაციული ჩარევა მე იმიტომ გადავწყვიტე რომ ძალიან აგრესიული იყო ყოველდღე ახალი კაპილარები უჩნდებოდა ირგვლივ და უსწრაფესად იზრდებოდა.

თუმცა ვიცი ბევრი ბავშვი რომელსაც უმკურნალეს მაგ მედიკამენტებით და მშვენიერი შედეგიც მიიღეს. მე ვერ გავრისკე, რადგან ბავშვი ისედაც დღენაკლული იყო და ორგანიზმის ხარჯზე არ მიღირდა ლაქის მოშორება სახიდან

ჟვანიაში მიდი ვადაჭკორიასთან თუ არაა საოპერაციო ხელს არ მოკიდებს. და თუ საოპერაციოა დიდი ამბავი ეხლა პატარ შრამი დარჩეს ტაკოზე smile.gif) წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: khatia88 3 Jul 2012, 00:46
შეგიზლიათ სურათები დადოთ?

ჩემ ბიჭს აქვს კეფაზე დაბადებიდან, მგონი ეგაა რასაც წერთ, არც გაზრდილა და არც დაპატარავებულა. ექიმმა არ მიაქციო საერთოდ ყურადღებაო.

Posted by: laliko 3 Jul 2012, 00:59
khatia88
არსებობს კიდე ცრუ ჰემანგიომები, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აქვს და არაა საშიში. კეფაზე, თვალის ზედა ქუთუთოებზე და შუბბლზე. ასევე კუდუსუნთან. ეგ არაფერი არაა. საშიში მაშინაა როდესაც ტირილისას იბერება და მუქდება. ოღონდ ძაან თორე ტირილისას მეც კი ვწითლდები მთლიანად biggrin.gif
* * *
სურათებსაც დავდებ თუ გული არ გაგისკდებათ

Posted by: khatia88 3 Jul 2012, 01:11
laliko
ცრუ ჰემანგიომა იქნება. თვალის ზედა ქუთუთოზეც ჰქონდა პატარა და მაგან გაუარა. ახლა როცა ვაბანავებ ხოლმე, დავაკვირდი და ამდენი ხნის შემდეგ ისევ წამოუწითლდება ეგ ადგილი, ბანაობიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ უქრება. აი კისერთან რაც აქვს ეგ დარჩა.
ასევე თეთრი ლაქა აქვს მუცელზე და ზურგზე დაბადებიან. მთავარია არ გაიზარდოს და გაუმრავლდესო ექიმმა, როგორც ვიცი კანის კიბო ვიტილიგოა ეგ. ჯერჯერობით მშვიდობაა.

Posted by: laliko 3 Jul 2012, 01:13
khatia88
QUOTE
როგორც ვიცი კანის კიბო ვიტილიგოა ეგ.

და იქნებ უბრალოდ პიგმენტაციაა? უარესებზე რატო ფიქრობ.

Posted by: khatia88 3 Jul 2012, 01:15
laliko
მეც გადავუღებ სურათებს და განახებთ.
ლაქები აქვს თეთრად 2 ცალი და 2 კიდევ მუქი.

დადე სურათები, ნამდვილად არავის გაუსკდება გული smile.gif

Posted by: laliko 3 Jul 2012, 01:21
-------------------------------------------------------------------

წავშლი მაინც ვინმე არ შეშინდეს ამ შუა ღამეს smile.gif))

Posted by: tako44 3 Jul 2012, 01:21
laliko
დადე ფოტოები, მე მაინტერესებს smile.gif
უმკურნალეთ თუ როგორ მოხდა რეგრესი?

Posted by: laliko 3 Jul 2012, 01:26
პირველ სურათში 2 დღისაა. მეორეში 1 თვის, მესამე 2 თვის წინ დაახოლოვებით.

tako44
კი ვუმკურნალეთ ოპერაციები გავუკეთეთ სპირტი შეყავდათ და თან ელექტროკოალგულაციას უკეთებდნენ. რადგან სახეზე იყო |ძალიან მცირე დოზებით აკეთებდნენ რომ რაც შეიძლება ნაკლები შრამი დარჩენოდა. ამიტომ დაჭირდა 4 ჯერ გაკეთება. სხვა ადგილზე რო ყოფილიყო ერთ ოპერაციაში მოუწვავდნენ და დასრულდებოდა.

Posted by: tako44 3 Jul 2012, 01:30
აღარ ემჩნევა ფოტოში, კარგია, რომ გაუქრა smile.gif
ჯანმრთელი გიმყოფოთ ღმერთმა 2kiss.gif

Posted by: laliko 3 Jul 2012, 01:32
tako44
გაიხარე მადლობა smile.gif

Posted by: khatia88 3 Jul 2012, 01:32
laliko
ნამდვილად აღარ ემჩნევა smile.gif
არის იმის შანსი რომ კიდევ წამოვიდეს თუ მორჩა?

Posted by: laliko 3 Jul 2012, 01:37
khatia88
იცი რაარის მნიშვნელობა აქვს იმასაც საიდან მოხდა განვითარება. შეიძლება თანდაყოლილი იყოს შეიძლება შეძენილი და შეიძლება მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული. ჩემი მშობიარობის დროს ბებია ქალმა თვალში თითი ჩათხარა. პირაღმა დაიბადა და იმანაც ვერ მოზომა და ატაკა თვალში პირდაპირ თითი.

დედაჩემი ესწრებოდა ჩემ მშობიარობას და რო დაუყვირა ხელი აიღეო კი გამიკვირდა რა ხდება თქო და კი მივიღე ასეთი შედეგი. თვალში შიგნითაც ჩაქცევა ქონდა და ის გაიწოვა და ამან პირიქით ზრდა დაიწყო.
კვლევები რო ჩავურატეთ მაშინ გვითხრეს რომ ეს ანგიო დისპლაზიაა ანუ კაპილარის თუ სისხლძარღვის არასწორ ადგილას განვითარება ჩაქცევა და ა, შ,,,, და რას გაიგებ... შეიძლება სულ არაა ის ბებია ქალი დამნაშავე მარა შეიძლება იმისი ბრალიცაა....

Posted by: ell-lle 3 Jul 2012, 15:49
khatia88
QUOTE
როგორც ვიცი კანის კიბო ვიტილიგოა ეგ.

კიბო? no.gif

Posted by: khatia88 3 Jul 2012, 16:33
ell-lle
დავსერჩე ახლა და შენ დას აქვს ხო?
თავიდნავე ჰქონდა თუ მერე გაუჩნდა?

Posted by: QoniCo 3 Jul 2012, 19:24
laliko
შენ რაც დაწერე, ზუსტად მეც მშობიარობის გამო მაქვს (მქონდა) ჰემანგიომა შუბლზე, დედაჩემს ჭინთვები შეწყვეტია ჩემზე, უკვე თავი მქონდა გარეთ და უკან შევსულვარ, ბებია ქალმა ხელით გამომიყვანა, ეხლა ვკითხე და რამოდენიმე გქონდა სახეზეო და ყველა გაიწოვა შუბლის გარდა, დიდი წითელი, რომელიც ტირილის დროს ლურჯდებოდა. 2 წლის ვიყავი როცა ექიმთან მიმიყვანეს ჰემანგიომის გამო, ექიმმა არ გამიკეთა ოპერაცია გოგოა და შრამი დარჩებაო, ამიტომ პერეკისით მომიწვეს, უმნიშვნელოდ მეტყობა, არ ვმალავ და ბევრი ნაცნობი საკმაოდ გვიან ამჩნევს ხოლმე და მიმტკიცებენ ადრე არ გქონდაო. smile.gif

Posted by: ell-lle 4 Jul 2012, 00:08
khatia88
QUOTE
დავსერჩე ახლა და შენ დას აქვს ხო?
თავიდნავე ჰქონდა თუ მერე გაუჩნდა?

მოგვიანებით შევნიშნეთ, იქნებ დაბადებიდანაც ქონდა და ძალიან პატარა იყო ვერ გეტყვი.
თუმცა ამას გენეტიკური ვიტილიგო აქვს, მერე გავარკვიეთ რომ მამაჩემის მხრიდან ერთი-ორს ქონია.
ოღონდ ყავისფერი ლაქა არ აქვს, იმენა თეთრია,
შენ როდის შენიშნე?
და ეგ ჰემანგიომასთან კავშირში არაა

Posted by: natinati77 4 Jul 2012, 10:43
ell-lle
khatia88
ჩემ ბიჭსაც აქვს ეს თეთრი ლაქა ნეკნთან,მეორე მხარეს ნეკნთან მოყავისფრო,მონღოლურ ლაქას რომ ეძახიან,ვაკვირდები და ტიტქოს არ იზრდება

Posted by: ell-lle 4 Jul 2012, 11:44
natinati77
მონღოლოიდური ლაქა როგორც ვიცი უფრო ლურჯი ან მომწვანოა, ჩემსას აქვს ლურჯი ტერფზე და კუდუსუნთან პატარა.
შენ ექიმმა გითხრა რომ ეგ იყო.?

Posted by: natinati77 4 Jul 2012, 11:46
ჩემ დას აქვს კუდუსენზე ღია მოყავისფრო და ზუსტად მასეთი აქვს ბავშვს,საღმოს გადავუღებ სურათს და დავდებ,

Posted by: khatia88 4 Jul 2012, 14:24
ell-lle
ვიცი რომ ჰემანგიომასთან კავშირში არაა. პატარა კაპილარები ამოყრილი ჰქონდა კისერთან დაბადებისთანავე, რომელზეც ექიმმა მითრა ჰემანგიომაა, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, არაფერია, მთავარია არ გაიზარდოსო.
ეს თეთრი ლაქა მუცელზე და ზურგზე დაახლოებით 1 თვის იყო რომ შევამჩნიეთ, ახლა სახლში არაა, ხვალ; გადავუღებ სურათებს და დავდებ. მკრთალია, მაგრამ ახლა ცოტა რუჯი აქვს მიღებული ბიჭს და უფრო გამოეკვეთა smile.gif
ასევე აქვს 2 ლაქა ღია ყავისფერი, წვივზე და მხართა, ესენიც მკრთალი.
მოკლედ კოპლებიანი ბიჭი მყავს smile.gif

Posted by: ell-lle 7 Jul 2012, 17:11
ხო მართლა
ვიტილიგოს დროს სასტიკადაა აკრძალული ზღვა და ზაგარი
თუმცა ჩემს დას სწორედ მაგან უშველა, წამოუვიდა კანისფერი პიგმენტები თეთრ ლაქებზე და ეხლაა ვერც კი შეამჩნებ რომ ვიტილიგო აქვს.

ხალხო რაქიტის დიაგნოზი როდიდან ისმევა?

Posted by: ketina 7 Jul 2012, 22:42
ჩემ შვილს აქვს ფეხზე, უკანა მხარეს, ხაზივით, სტირიასავით თეთრი ლაქა, დამავიწყდა მეკითხა პედიატრისთვის, რა შეიძლება იყოს?

Posted by: ta-musia 20 Aug 2012, 23:13
ჩემს პატარას აქვს ფეხის გულზე, 2 თვის არის სადღაც ორი კვირის იყო რომ შევამჩნიე არ ვიცი დაბადებიდან ქონდა თუ მერე გაუჩნდა მაგრამ ოდნავ მომატებული და ამობურცული მეჩვენება, პედიატრმა ვაცადოთო იქნებ გაიწოვოსო და რავიცი აბა მივიყვანო მ აინც სადმე?

Posted by: GURO_STI 4 Oct 2012, 15:19
ჩემი დის შვილს რომელიც გუშინ შეგვეძინა აქვს სახის მარჯვენა მხარეზე, მარჯვენა ყურზე და კისერზე სიწითლე. როგორც სამშობიაროს ექიმმა სთქვა ეს არის ტიპიური ჰემანგიომა. ასევე თქვა, რომ პირის ღრუშიც აქვს. მითხრა რომ აქამდე ისრაელში მკურნალობდნენო და ეხლა საქარტველოშიც არის მაგის სპეციალისტიო ვადაჭკორია. არანაირი ოპერაცია არ დაჭირდებაო და მკურნალობით გაუვაო. იქნებ მირჩიოთ თქვენც მიღციოთ როგორ მოვიქცეტ და რამდენაად არის შანსი ამის მკურნალობის?

Posted by: madinka 4 Nov 2012, 16:35
ჩემს გოგონასაც აქვს თავზე გვირგვინთან,რამდენიმე დღის იყო რომ შევამჩნიე.თავიდან უბრალოდ კანი იყო წითელი ეხლა ამობურცულია...ზომაში მგონი არ მოუმატია უბრალოდ ამობურცულია და უფრო მუქი წითელი...კიდევ მუცელზე აქვს 2 წერტილი,ლოყასთანაც პაწაწინა და უკან ბეჭზწც ასევე პაწაწინა...ნუ ყველაზე მეტად თავზე რომაა ის მაფიქრებს..1 თვე დავაკვირდეთო ქირურგმა,თუ ზრდა შევამჩნიეთ ჯობია მოშორდეს დროულადო..თანაც აცრები არ უყვარსო ჰემანგიომებს...ჯერ 1 თვის ვართ,1 თვეში აცრები გვიწევს და რავიცი აბა მანამდე იმედია არ გაიზრდება ნამდვილად არ მინდა ასეთ ციცქნა ბავშვზე ოპერაცია და ნარკოზი sad.gif მიუხედავად იმისა რომ მარტივი ოპერაციაა.

Posted by: narkozeli 5 Nov 2012, 02:06
NAD
QUOTE
პირადად მე პრაქტიკებს გავდიოდი ჟვანიას კლინიკაში (ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტშI) და უამრავ ჰემანგიომიანი ბავშვი მინახავს

love.gif ფისოსთან,კობახიძესთან და ვადაჭკორიასთან smile.gif

ვგიჟდები მაგ კათედრაზე,გარემოზე და ყველა იმ ადამიანზე ვინც მანდ მუშაობს,ლია ძიძიგურის ჩათვლით biggrin.gif

laliko
QUOTE
პრაქტიკანტები როგორ ეფერებოდნენ ხოლმე

jump.gif

კიკიი სულ ვეფერებოდით პატარა მუცუცნულებს love.gif

**Azazelo**
QUOTE
მტკივნეული პროცესია და როგორც წესი აღარ მიმართავენ.

საქართველოში მიმართავენ დღესაც აქტიურად yes.gif მასკლეროზირებელი თერაპია ჟვანიაში დღესაც კეთდება ნარკოზით.

Posted by: tikusha 5 Nov 2012, 21:42
ჩემსასაც აქვს დაბადებიდან წელზე, წლის და 3 თვისაა, გაფერმკრთალდა მაგრამ ზომაში თავიდან 3 თვე მოიმატა და მერე აღარ გაზრდილა, ვის მივუყვანო ქირურგს თუ ონკოლოგს??

Posted by: NAD 17 Nov 2012, 19:58
narkozeli
QUOTE
,ლია ძიძიგურის ჩათვლით

ლია ფორევერ biggrin.gif

Posted by: Janiss 20 Nov 2012, 11:06
QUOTE
ჩემს გოგონასაც აქვს თავზე გვირგვინთან,

ჩემსასაც მანდ აღმოვუჩინე ამ ბოლოს ორი წვრილი წერტილი. sad.gif პედიატრმა გაუქრებაო.დაბადებიდან არ ქონია,მერე გამოუვიდა.არის შემტხვევა რომ არ გადაუვიდეს?

Posted by: laliko 21 Nov 2012, 16:18
QUOTE (GURO_STI @ 4 Oct 2012, 14:19 )
ჩემი დის შვილს რომელიც გუშინ შეგვეძინა აქვს სახის მარჯვენა მხარეზე, მარჯვენა ყურზე და კისერზე სიწითლე. როგორც სამშობიაროს ექიმმა სთქვა ეს არის ტიპიური ჰემანგიომა. ასევე თქვა, რომ პირის ღრუშიც აქვს. მითხრა რომ აქამდე ისრაელში მკურნალობდნენო და ეხლა საქარტველოშიც არის მაგის სპეციალისტიო ვადაჭკორია. არანაირი ოპერაცია არ დაჭირდებაო და მკურნალობით გაუვაო. იქნებ მირჩიოთ თქვენც მიღციოთ როგორ მოვიქცეტ და რამდენაად არის შანსი ამის მკურნალობის?

ვადაჭკორია მხოლოდ ოპერაციას აკეთებს. მედიკამენტოზურ მკურნალობას არ მიმართავს. ბავშვს დააკვირდით სანტიმეტრით გაზომეთ რომ ზუსტად გაიგოთ იზრდება თუ არა.
თუ არაა მზარდი დააცადეთ და შეიძლება გაუქრეს. მაგრამ თუ სწრაფად მზარდია სასწრაფოდ უნდა მიხედვა.
ოპერაციის გარდა არსებობს მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები, ჰორმონალური თერაპია.

* * *
tikusha
თუ გაფერმკრთალდა სავარაუდოდ 6 წლამდე საერთოდ გაუქრება, ასე რომ არ მოაკიდინო ხელი არავის.
Janiss
არსებობს ცრუ ჰემანგიომაც, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აქვს კეფაზე, ზედა ქუთუთოებზე და ა.შ

Posted by: NAD 21 Nov 2012, 16:45
QUOTE
არსებობს ცრუ ჰემანგიომაც, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აქვს კეფაზე, ზედა ქუთუთოებზე და ა.შ

++++

ჩემსას აქვს კეფაზე ორი კარგად მოზრდილი ლაქა. კანიდან ამოწეული არ არის და არ ვნერვიულობ. შუბლზეც ჰქონდა და გაუფერმკრთალდა უკვე

Posted by: madinka 5 Mar 2013, 03:20
hemangioma chemtvis zalian mtkivneuli temaa!:( hems bavshvs imdeni aqvs ar vici sad daagrova.arc travmuli mgonia,sakeisroti gavachine da yovelgari travmis gareshe amoiyvanes...me3dges gamoachnda tavze pirveli da yvelaze didi.15*10mm-ze iko da exla 5 mm momatebulia.garda magisa kefaze gauchnda 3 tveze metis iyo.exla 5tvisaa..kidev zurgze aqvs,tvalbudis qvemot aqvs,mucelze 2 aqvs da sasqesozec.da mgoni yelshic aqvs:(

Posted by: natia_m77 5 Mar 2013, 09:05
გაიხსნა

Posted by: GURO_STI 5 Mar 2013, 15:43
laliko
QUOTE

QUOTE (GURO_STI @ 4 Oct 2012, 14:19 )
ჩემი დის შვილს რომელიც გუშინ შეგვეძინა აქვს სახის მარჯვენა მხარეზე, მარჯვენა ყურზე და კისერზე სიწითლე. როგორც სამშობიაროს ექიმმა სთქვა ეს არის ტიპიური ჰემანგიომა. ასევე თქვა, რომ პირის ღრუშიც აქვს. მითხრა რომ აქამდე ისრაელში მკურნალობდნენო და ეხლა საქარტველოშიც არის მაგის სპეციალისტიო ვადაჭკორია. არანაირი ოპერაცია არ დაჭირდებაო და მკურნალობით გაუვაო. იქნებ მირჩიოთ თქვენც მიღციოთ როგორ მოვიქცეტ და რამდენაად არის შანსი ამის მკურნალობის?

ვადაჭკორია მხოლოდ ოპერაციას აკეთებს. მედიკამენტოზურ მკურნალობას არ მიმართავს. ბავშვს დააკვირდით სანტიმეტრით გაზომეთ რომ ზუსტად გაიგოთ იზრდება თუ არა.
თუ არაა მზარდი დააცადეთ და შეიძლება გაუქრეს. მაგრამ თუ სწრაფად მზარდია სასწრაფოდ უნდა მიხედვა.
ოპერაციის გარდა არსებობს მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები, ჰორმონალური თერაპია.

მალობა რჩევისთვის. ზომაში რა იმატებს პირიქით იკლებს და ფერიც ეკარგება
ეხალ უკვე 5 თვისაა და ძალიან გაუფერულდა თავზეც ჰქონდა თმებში და და ის საერთოდ გაუქრა.
1თვისuser posted image
ეს 5 თვისuser posted image

Posted by: madinka 5 Mar 2013, 18:58
ჩემსას ესეთი ლაქა კეფაზე აქვს და უმკრთალდება მაგრამ დანარჩენს რა ეშველება არ ვიცი ამობურცულია მუქი მუქი წითელი და ხორციანია.sad.gif თან იმდენი აქვს ....sad.gif http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 19:34
madinka
ვაიმე,ძალიან საყვარელია love.gif
ექიმი რას გეუბნება?
რა საინტერესოა რა იწვევს ამას.დავსერჩო უნდა.ისე ჩემსას ქონდა აი მანდ,გვირგვინდათ ორი უწვრილესი წერტილი და გაუქრა.
ახლა ენის წვერთან ვეჭვობ რომ აქვს.პედიატრმა ეგეც გაუქრებაო.ისე მეშინია sad.gif

Posted by: madinka 5 Mar 2013, 19:40
დოლორეს
კიდევ აქვს კეფაზე,ზურგზე,მუცელზე 2 ცალი და სასქესოზეც...მგონი ხახაშიც აქვს ადრე შევამჩნიე და ეხლა კაი ხანია ვეღარ ჩავხედე არ მაცდის. პედიატრმა ვაცადოთო,ოპერაციას ყოველთვის მოვასწრებთო.ბავშვიც ჯერ პატარააო და თუ ძალიან სწრაფად არ იზრდება შევეშვათ დროებითო. ვადაჭკორიამ გავუკეთოთო და არ ვიცი რა,ნარკოზისგან ვიკავებ თავს,ისედაც ჭირვეული ბავშვია და საერთოდ გაუნადგურებს ნერვულ სისტემას.sad.gif როგორც მე მჭირდა. ასეთი ამობურცულები ქონდა შენსასაც? ეჰ წერტილი რომ იყოს რა მიწირდა,რამხელაა ხომ ხედავ,თან ამობურცული.მართლა სიმსივნეა რაა

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 19:52
madinka
კარგი ნუ გეშინია,არაა დღეს ჰემანგიომის მოცილება ან მკურნალობა შეუძლებელი :* წლამდე თავისით ქრებაო ამბობენ და იმედია გაუქრება ყველა.თუ არადა ხო გეუბნებიან ექიმები რომ მერე გაუკეთებენ ოპერაციას.ასე,რომ დამშვიდდი.
ჩემსას ენაზე რომელიც აქვს(ოღონდ დაზუსტებით არ ვიცი ეგაა თუ არა)კანის ქვეშ ჩანს მოშავო-შინდისფერი ლაქა.თავზე რომ ქონდა მეჩვეებოდა რომ ცოტათი ხვდებოდა თითს მისი ზედაპირი.რა ვიცი ახლა აღარ აქვს.
ეგენი მზარდია?
გამომწვევი მიზეზი რა არისო რა გითხრეს ექიმებმა?

Posted by: laliko 7 Mar 2013, 11:12
GURO_STI
ძალიან კარგი შედეგი აქვს გაუქრება აუცილებლად...
madinka
ნუ ინერვიულებ და მოთმინებით დააკვირდი განიცდის თუ არა ცვლილებებს ჰემანგიომა... ისე ვადაჭკორიასან გირჩევდი მიყვანას კონსულტაციაზე.
სახეზე ერთი პატარა წერტილი აქვს არაფერი დაემჩნევა რომც გაუკეთო ოპერაცია.
ჩემსას ისე საშინლად ქონდა გული მისკდებოდა... მარა ეხლა აღარ ემჩნევა ისე ძაან

Posted by: madinka 7 Mar 2013, 11:53
laliko
ვიყავით ვადაჭკორიასთან.მაშინ სიყვითლე ქონდა და ჯერ უმკურნალეთ და მერე გავუკეთოთო ოპერაცია.იმის მერე კიდევ ახალი გაუჩნდა კეფაზე.მერე პედიატრმა თუ საგანგაშოდ სწრაფად არ იზრდება დაველოდოთო,იქნებ რა ხდებაო.თან ბავშვიც პატარა არის ცოდოა ნარკოზისთვისო.ჯერ კარგად მოძლიერდეს გაიზარდოსო...ხოდარავიცი ველოდები,იმდენი მესმის რომ გაიწოვაო მეც ველოდები სასწაულს იქნებ გაიწოვოს ესენიც....

Posted by: sali_saki 7 Mar 2013, 13:20
ninuchia
ჩემს გაბრიელს აქვს ხელზე. დაახლოებით ორი თვის იყო რომ შეწყვიტა ზრდა და დაიცყო გაღიავება. Mყავდა ვადაჭკორიასთან ჟვანიაში. შაქართველოში ყველაზე ძლიერია ამ საკითხთან დაკავშირებით. თან ბავშვთა. Dამამშვიდა და გამომიშვა იმ გარანტიით რომ გადაუვლის. Uბრალოდ დრო უნდა. შეიძლება ერთ წელზე გაუქრეს და შეიძლება 6წლამდე გაუგრძელდეს პროცესიო. ეხლა არის 4თვის და აშკარად აკლდება. Aრ ინერვიულო. მინიმუმ 4წლამდე დაელოდე და თუ აღარ გაუქრება მერე უკვე... მთავარია არ გაიზარდოს!! მზე არავითარ შემთხვევაში. Mასაჟებიც აგვიკრძალეს ამ ხელზე.სისხლის მიმოქცევის გამო. მოკლედ თუ არ იზრდება გაანებე თავი. ოპერაცია არც თუ ისე მარტივია. ამ ჰემანგეომებს აშორებენ სპირტის შეშვებით და ყოველი სპირტის შეშვება ნარკოზით კეთდებაsad.gif

Posted by: tatia dachi 8 Mar 2013, 05:13
გამარჯობათ, ჩემს შვილს დაახლოებით იყო 2 თვის, ყურთან შეუსივდა , პუნქციის შემდეგ გვითხრეს ლიმფანგიომა და ჰემანგიომა ერთად, რომლის ზრდის შემთხვევაში უნდა გაგვეკეთებინა ოპერაცია. ჩაუტარდა მასკლეროზირებელ თერაპია. შესიება დაცხრა,ოპერაცია არ გაუკეთდა, მაგრამ პერიოდულად ისევ სივდება. ეჩვი აქვთ რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაისვა , ბოლო დაახლოებით ერთი წელია არ შესიებულა,ეხლა იშვიათად , მაგრამ იტკიებს ხელის დადებით ყურთან , თუ შესივდა იმ მხარეს თავის დადება უჩირს წოლისას . შესიებისას სიმსივნე ჩვეულებრივ კანის ფერია, არანაირი ჩალურჯებით და შეწითლებებით. მაშინ თვეების იყო და ამბობდნენ მტკივნეული არ არისო. ეხლა არის 6წლის. იქნებ მიპასუხოთ მსგავსი გამოვლინებებით კიდევ რა შეიძლება იყოს , და ლიმფანგიომა - ჰემანგიომამ იცის ასე ტკივილი ? მადლობა წინასწარ

Posted by: madinka 10 Mar 2013, 02:45
me mqonda limfangioma igliashi,6 tvisas gamiketes operacia.kvercxisxela iko.mara mgoni ar mtkioda.yovel shemtxvevashi ar utqvamt chemebs rom mawuxebda eg..sxvastanac miiyvane aba.

Posted by: OnlyMercedes 8 Apr 2013, 22:16
**Azazelo**
გამარჯობათ გატყობთ გათვითცნობიერებული ხართ. ჩემს ბავშვს აქვს დაბადებიდან მკერდზე (ბავშვი გოგოა) თავიდან იზრდებოდა 3 თვისას გავუკეთეთ ჟვანიაში ოპერაცია. დავთესეთ, გვითხრეს საშიში არაფერიაო. ეხლა 8 თვისაა ცოტა მკერდი ისევ გაზრდილი გვეჩვენა და ისევ გადავუღეთ ექოსკოპია ისევ იმ ექიმთან ვინაც თავიდან ოპერაციამდე გადაუღო. სამწუხაროდ ზუსტად იგივე ზომის აღმოჩნდა როგორც ოპერაციამდე. (3 სანტიმეტრი დიამეტრში) ეხლა თქვენი დაწერილიდან დავშინდი როცა წავიკითხე რომ ავთვისებიანიც არსებობს. რაც შეეხება დუსელდორფის კლინიკას ძალიან დამაინტერესა, იქნებ საკონტაქტო მონაცემები მომცეთ თუ შეგიძლიათ. და საერთოდ რას მირჩევთ თქვენ როგორც ამ საკითხში ჩახედილი, მეორე ოპერაცია მიზანშეწონილია თუ არა.
მადლობთ წინასწარ.

Posted by: OnlyMercedes 13 Apr 2013, 16:59
ვინმემ თუ იცის თუ ჰემანგიომაზე ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს და 6 თვეში ისევ გაიზარდა, ისევ ოპერაციას აქვს აზრი თუ არა?

Posted by: laliko 21 May 2013, 14:32
OnlyMercedes
QUOTE
ვინმემ თუ იცის თუ ჰემანგიომაზე ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს და 6 თვეში ისევ გაიზარდა, ისევ ოპერაციას აქვს აზრი თუ არა?

ჩემსას ისეთი სწრაფად მზარდი ქონდა რომ 4 თვეში 4 ჯერ დაჭირდა გაკეთება

Posted by: მარიამი 21 May 2013, 14:58
ჩემსას ჰქონდა კეფაზე. ჯერ ლაქასავით იყო, მერე გაიზარდა და ამოიბურცა. ბურთივით დააჯდა. 7 თვისას გავუკეთე ოპერაცია ონკოლოგიურში. ძალიან კარგად გაუკეტა კალმახელიძემ. იმის მერე არც გამეორებია და არც არაფერი. 4 წლის ხდება ახლა. ნაიარევი კი აჩნია ცუდად, მაგრამ მეტი არაფერი.

Posted by: ZAZ :spy: 31 Oct 2013, 19:09
------------------------------------------------------------

Posted by: shore-ano 29 Dec 2013, 13:29
გამარჯობათ.მყავს 3 თვის გოგონა ლოყაზე აქვს ჰემანგიომა,თავიდან ძალიან მკრთალი იყო შემდეგ გაეზარდა ცოტა, გაუწილთლდა და ტუჩთან ოდნავ ამოებურცა. ონკოლოგიურში მყავდა კალმახელიძესთან და გვირჩია 70%იანი ეთილის სპირტის პროცედურა, მაინტერსებს თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი გამოცდილება და რამდენად ეფექტურია ეს პროცედურა, თან ნარკოზის ქვეშ ტარდება და საშიში ხომ არ არის 3თვის ბავშვისთვის..ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე..

* * *
მასკლეროზილებელი თერაპია რამდენად ეფექტურია ღირს გაკეთება,მეშინია მაგან რამე შრამი არ დაუტოტოვს ბავშვს სახეზე. ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ რამე იცით გამომეხმაურეთ sh.dzebisauri@gmail.com ეს ჩემი საკონტაქტო მეილია.

Posted by: tikusha 30 Dec 2013, 17:25
shore-ano
მე შენს ადგილზე არ ვიჩქარებდი, ჩემსას აქვს დაბადებიდან ტანზე, პირველი 3 თვე ცოტა გაეზარდა და ამოებურცა და მის მერე შეწყდა ზრდა, ახლა 2.3 წლისაა და ნელ-ნელა უფერულდება

Posted by: მარიამი 30 Dec 2013, 17:32
shore-ano
მე მყავდა კალმახელიძესთან ჩემი გოგო 5 თვის რომ იყო იგივე პრობლემით და ოპერაცია დაგვინიშნა. 7 თვისას გავუკეთეთ. ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი. მაგის მერე მაგ კაცს ვენდობი. კონკრეტულად ეგ სპირტის პროცედურა არ ვიცი, მაგრამ ექიმი სანდოა.

ისე გადავადება არ გირჩიათ? ჩვენ 2 თვე მოგვაცდევინა, დავაკვირდეთო.

Posted by: Sargerass 30 Dec 2013, 17:36
ჩემს ბაიასაც ააქვს დაბადებიდან ჭიპთან..ადრე ძალიან ეტყობოდა ეხლა კიდე ოდნავ ააქვს. გაფერმკრთალდა მაგრად ( 5 თვისაა) მგონია რომ გადაუვლის.. მგონი ოპერაციის გაკეთება ყოველთვის შეიძლება და თუ ხედავ რომ გადასდის იქნებ აცადო?

Posted by: shore-ano 3 Jan 2014, 21:27
QUOTE (ninuchia @ 14 May 2012, 15:09 )
მოგესალმებით ყველას!
მყავს 2.6 წლის გოგონა, რომელსაც მხარზე აქვს ჰემანგიომა (კავერნოზული), პედიატრსაც ვაჩვენეთ, ქირურგსაც, ბოლოს ბავშვთა ონკოლოგსაც... მოკლედ ონკოლოგმა გვირჩია ოპერაცია (რა თქმა უნდა...), მეც ძალიან შევშინდი თავიდან და გადავწყვიტე რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მოგვეცილებინა ბავშვისთვის, თუმცა რაღაც მიზეზებით გადაიდო და ოპერაცია ჯერაც არ გაგვიკეთებია... შევამჩნიე რომ ჰემანგიომა ოდნავ შემცირდა და თითქოს გაფერმკრთალდა, ასევე პედიატრმაც მითხრა იქნება გაიწოვოსო... მერე რუსულ და ინგლისრუ საიტებზე ბევრგან ვნახე მშობლების ნაწერები, სადაც იუწყებოდნენ რომ მათ შვილებს ქონდათ ჰემანგიომა და თავისით გადავიდა... მოკლედ ცოტა დავფიქრდი, ხომ არ სჰევიცადო და დავაკვირდე....
იქნებ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ... ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე გავუკეთო ბავშვს ოპერაცია, რაც ისედაც გადავა და გაქრება...
იმედია ვინმე რამეს მირჩევს...

კი პირველად 1 თვის იყო რო მივიყვანეთ კალმახელიძესთან და წლამდე მოცდა გვირჩია, მერე ამობურცვა რომ დაეწყო უკვე სპირტის თერაპია დაგვინიშნა,არც მე მინდოდა მეჩქარა მაგრამ შემეშინდა უფრო არ ამოებურცოს და მერე ესე არ დარჩეს...თან სახეზე რომ არის ლოყაზე ჭარბი სისხლომარაგებაა და სავარაუდოდ ჯერ გაფერმკრთალებისკენ არ წავა...
* * *
QUOTE (მარიამი @ 30 Dec 2013, 17:32 )
shore-ano
მე მყავდა კალმახელიძესთან ჩემი გოგო 5 თვის რომ იყო იგივე პრობლემით და ოპერაცია დაგვინიშნა. 7 თვისას გავუკეთეთ. ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი. მაგის მერე მაგ კაცს ვენდობი. კონკრეტულად ეგ სპირტის პროცედურა არ ვიცი, მაგრამ ექიმი სანდოა.

ისე გადავადება არ გირჩიათ? ჩვენ 2 თვე მოგვაცდევინა, დავაკვირდეთო.

კი პირველად 1 თვის იყო რო მივიყვანეთ კალმახელიძესთან და წლამდე მოცდა გვირჩია, მერე ამობურცვა რომ დაეწყო უკვე სპირტის თერაპია დაგვინიშნა,არც მე მინდოდა მეჩქარა მაგრამ შემეშინდა უფრო არ ამოებურცოს და მერე ესე არ დარჩეს...თან სახეზე რომ არის ლოყაზე ჭარბი სისხლომარაგებაა და სავარაუდოდ ჯერ გაფერმკრთალებისკენ არ წავა...

Posted by: ANNA FOX 19 Jan 2014, 01:49
გამარჯობა, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საქართველოში ძალიან გახშირდა ჰემანგიომის შემთხვევები და კარგი იქნებოდა თუ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებდით, რაც არცთუ უინტერესო უნდა იყოს თქვენთვის. 2009 წელი შემეძინა გოგონა, რომელსაც ჰქონდა თანდაყოლილი ჰემანგიომა, სახის მარცხენა ნაწილი, თავი, კისერი, და პირის ღრუ. შოკში ვიყავით და რაც მთავარია არცერთმა ექიმმა არ იცოდა ნორმალურად რა იყო და როგორ ხდებოდა და საერთოდ ხდებოდა თუ არა მკურნალობა. თქვენს მიერ ნახსენები ექიმებიდან ყველა ვიცი, ვგულისხმობ კალმახელიძეს, ვადაჭკორიას და ა.შ. ამ სიას კიდევ მივამატებდი პატივცემულ ზუხბაიას ონკოლოგიურში კალმახელიძის კაბინეთთან ახლოს....ეხლაც, რომ დამიდგეს, ვეტვი, რომ იდიოტია ( დიდი ბოდიში) მოკლედ, ბავშვი მივიყვანეთ ჯერ კალმახელიძესთან 1 თვის ასაკში და ვერაფერი ვერ თქვა, ან რა უნდა ეთქვა, კანის ზევით ამოწეულ ჰემანგიომებს ეგრევე აჭრიან და აქ ვერაფერს იზამდნენ. კალმახელიძეს კიდევ არა უშავს, ზუხბაიამ გამოაცხადა ამ ბავშვს არაფერი ეშველებაო, შეეგუეთო, რომ ასე უნდა იცხოვროსო, მთელ სახე ხომ არ მოვაჭრიო.აი ეს სიტყვები იყო და გამოვიხურე კარი...გეფიცებით იმის მერე ინტერნეტში ვცხოვრობდი,ჩემი პატარას მდგომარეობა კი დამძიმდა: გაიზარდა ჰემანგიომა, გასკდა კანი, დანეკროზდა,დაკარგა ტუჩის ნახევარი და ცხვირის ძგიდე მთლიანად. ერთ დილით ბავშვს ცხვირი ჩამოვარდილი ჰქონდა, ძგიდის გარეშე....წარმოგიდგენიათ ჩემი რეაქცია...მოკლედ პირველი მიღწევა იყო ის, რომ ინტერნეტში ვნახე წამალი, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა მსოფიოში ჰემანგიომებისთვის ეს არის პროპრანოლოლი, მეორე სახელი ობზიდანი, რომელიც არის გულის წამალი, თუმცა მსოფლიოში უკვე # 1 წამალია ჰემანგიომისთვის. ბავშვი, მაინც მიკვდებოდა დასაკარგი არაფერი იყო და გავრისკე და სწორადაც მოვიქეცი, დავუნიშნე მე თვითონ ეს წამალი. 2 დღეში შეჩერდა ნეკროზი, მაგრამ მხოლოდ პროპრანოლოლი არ იყო საკმარისი, ამიტომ მოსკოვში ვნახე ლაზერის კლინიკა ექიმი მიხაილ ჟიტნი, რომელიც მკურნალობს ჰემანგიომებს. 3 თვის ასაკში ბავშვი წავიყვანეთ მოსკოვში, სადაც 1 თვე იქ დავრჩით და გავაკეთეთ რამდენიმე ლაზერი, შედეგი მალევე გამოჩნდა, თუმცა დრო იყო საჭირო. შემდეგი მკურბალობა ჩაუტარდა 7 თვის ასაკში ისევ მოსკოვში და ისევე იმავე სახეობის ლაზერით. შედეგი უკვე აშკარა იყო. პარალელურად ვაგრძელებდით პროპრანოლოლის მიღებას. ამის შემდეგ მოხდა ნამდვილი სასწაული, ინტერნეტით დავუკავშირდი ნიუ ორკის ბავშვთა სისსხლზარღვთა ანომალიების ინსტიტუტის პრეზიდენტს პროფესორ მილტონ ვეინერს, რომელიც არის საოცრება, შეგიძლიათ გადაამამოწმოთ ყველ ა ჩემი მოხსენებული ექიმი, განსაკუთრებით კი მილტონ ვეინერი. შემომთავაზეს ბერლინში ცასვლა , სადაც ვეინერი ჩადის ყოველ ორ თვეში და აკეტებს ურთულეს ოპერაციებს ამ დარგში. რაც მთავარია მან გაითვალისწინა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და უარი თქვა საკუტარი თანხის არებაზე, ჰოსპიტალის თანხა კი მასთან არსებული ფონდის მიერ დაიფარებოდა. ვერ დავიჯერეთ , რომ ეს სიმართლე იყო, როგორც ვიცით საქართველოში უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია...მაგრამ დასაკარგი რაღა იყო, მოსკოვში ვერარ მვდიოდიტ უსასხსრობის გამო...2010 წლის ივნისსში გავიკეთეთ ლაზერი ბერლინში, გაგრძელდა წამლით მკურნალობაც 2 წლამდე. ამის შემდეგ გაგვიკეთდა კიდევ 9 ლაზერი და 2 პლასტიკური ოპერაცია ცხვირის ძგიდის და ტუჩის აღსადგენად. შედეგები არის საოცარი, დაუჯერებელი, ამ ეტაპზე ჩემი მეტიჩარა გოგო 4 წლისაა და უკვე მხოლოდ ნარჩენებს ვიცილებთ.
ცოტა გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მართლაც დიდი გზა გავიარეთ...დაანებეთ ტავი ქართველ სულელ ექიმებს...შემიძლია პირადად ვუთხრა, რომ ამ დარგში არ აქვთ შესაბამისი არც განათლება, არც გამოცდილება და არც აპარატურა და რაც მთავარია ინტერნეტშიც არ ნახულობენ არაფერს. ისიც კი ვერ გაურჩევიათ ჰემანგიომაა თუ ღვინის ლაქა.( ღვინის ლაქა არის ჰემანგიომის მსგავსი, რომელსაც ქართველი ექიმები ჰემანგიომას ეძახიან მათ შორის კი რადიკალური განსხვავებაა) თუ სურვილი გექნებათ შემეხმიანეთ...

Posted by: shore-ano 23 Jan 2014, 01:08
QUOTE (ANNA FOX @ 19 Jan 2014, 01:49 )

პირიქით მადლობა ყურადღებისთვის... კალმახელიძეს ბევრი აქებს და მეც ბევრი მსმენია მისი მორჩენილები და ასე თუ ისე ვენდობი მაგ კაცს,.. სხვა ვის ვენდო საქართველოში აღარ ვიცი.. მეც გავიგე რომ გერმანიაში ძალიან კარგად აკეთებენ, თუ საჭირო გახდა იქაც წავიყვან, როგორ დაუკავშირდით იმ კლინიკას? მეც ვცადე გერმანიაში დაკავშირება მაგრამ ვერაფრით მოვიძიე გზები დასაკავშირებლად... ძალიან გამიხარდა თქვენი ბავშვის ამბავი, წარმომიდგენია დაახლოებით მაინც თქვენი მდგომარეობა მაშინ, ღმერთმა ყველას აშოროს, კი ძალიან მომრავლდა საქაღტველოში ჰემანგიომას შემთხვევებ და საინტერესოა რითია ეს გამოწვეული.. თქვენ თუ გსმენიათ ქეთინო ნემსაძეზე თუ არ ვცდები ჟვანიაშია და ძალიანნ კარგი ექიმი ყოფილა ამ დარგში... ჩვენ ხვალ ვწვებით უკვე სავადმყოფოში სკლეროთერაპია უნდა ჩაუტარდეს, პირველი პროცედურაა ჯერ.. იმედია გაამართლებს..თქვენ თუ გსმენიათ რამენად ეფექტრურია ეს თერაპია?

Posted by: ANNA FOX 29 Jan 2014, 21:13
სიმართლე გითხრათ მე საქართველოში ვერავის ვენდობი.რაც შეეხება ქეთინო ნემსაზეს მსმენია და შევხვედრივარ კიდეც, ნიშნავს მხოლოდ იმ წამალს , რომელზეც მე გესაუბრეთ. ინტერნეტიდან ტვირთავენ სტატიებს და ჩვენებენ პაციენტებს შედეგებს, განა ვინმეს ატყუებენ- არა, უბრალოდ ეგეთს გაჩვენებთ უამრავს.:-) რაც შეეხება სკლეროთერაპიას გერმანიაში არ გამოიყენება და ამერიკაშიც არ მსმენია. მაინტერესებს რას გულისხმობენ, იქნებ უბრალოდ სხვა დასახელება აქვს ამ პროცედურას საზღვარგარეთ და მაგიტომ ვერ ვხვდები...ყვეელა შემთხვევაში წარმატებებს გისურვებთ, თუმცა ერთი რამ იცოდეთ საქართველოში დროის და ფულის ხარჯვას სჯობს პროფესიონალებთან კანიკურნოთ ერთხელ და სამუდამოდ. კლინიკა თავად ვნახე, ბერლინშია.ახლა მისამართი შეიცვალეს, თუმცა ისევ ბერლინშია. ექიმი მილტონ ვეინერი ნახეთ ინტერნეტში ამერიკელი და გერმანელი კი არის ლუც მეიერი.

Posted by: giogeos gogo 24 Feb 2014, 01:35
გამარჯობა..
ჩემს გოგოსაც აქვს ჰემანგიომა.. (4თვისაა) ზუსტად ყიფლიბანდის გვერდით.. თავიდან წითელი ლაქა ქონდა და ერთ თვეში ამოუფუვდა.. როგორც მითხრეს ყიფლიბანდთან საქართველოში ვერ უკეთებენ ოპერაციასო.. და ძალიან შევშინდი.. მერე მითხრეს ტვინთან ახლოს სანამ მივიდა დროზე ამოკვეთეო და მოკლედ, ისეთი პანიკა მაქვს , აღარ ვიცი რა გავაკეთო !
თუ გსმენიათ რაიმე ყიფლიბანდთან არსებულ ჰემანგიომაზე იქნებ დაწეროთ sad.gif

Posted by: shore-ano 5 Mar 2014, 21:02
QUOTE (giogeos gogo @ 24 Feb 2014, 01:35 )
გამარჯობა..
ჩემს გოგოსაც აქვს ჰემანგიომა.. (4თვისაა) ზუსტად ყიფლიბანდის გვერდით.. თავიდან წითელი ლაქა ქონდა და ერთ თვეში ამოუფუვდა.. როგორც მითხრეს ყიფლიბანდთან საქართველოში ვერ უკეთებენ ოპერაციასო.. და ძალიან შევშინდი.. მერე მითხრეს ტვინთან ახლოს სანამ მივიდა დროზე ამოკვეთეო და მოკლედ, ისეთი პანიკა მაქვს , აღარ ვიცი რა გავაკეთო !
თუ გსმენიათ რაიმე ყიფლიბანდთან არსებულ ჰემანგიომაზე იქნებ დაწეროთ sad.gif

არა სამწუხაროდ ეგეთიარ მსმენია თუმცა აქაც წაიკითხავდით ალბათ ერთი მშობელი წერდა თავზე ქონდა მის შვილთან თვინთან და სისხლძარღვებთან ახლოს და კალმახელიძემ გაუკეთა ძალიან კარგად, იყავით ამ ექიმთან? ძალიან კარგი ექიმია ჯერჯერობით რაც გავიგე საუკეთესო, თუ დაინტერესდებით გეტყვით სადაც უნდა ნახოთ, ჩენ კალმახელიძეესთან ორი სკლეროთეერაპია გავიკეთეთ უკვე ანუ 70%იანი სპირტი შეყავთ ჰმანგიომას ქვეშ, რავიცი 2ნემსის კვალობაზე კარგი შედეგი აქვს, მაგრამ ჯერ დიდხანს მოგვიწევს კიდე მკურნალობა...

Posted by: ANNA FOX 22 Mar 2014, 20:38
ძალიან მეცინება კალმახელიძეზე რომ ამბობენ საუკეთესოო :-)))))))))))))))) ლაზერის დასახელება გაგონილი არ ჰქონდა საერთოდ, რომელიც ჰემანგიომისთვის გამოიყენება :-)))))))))) თუ არ გაქვს ეს ლაზერი, ინტერნეტში მაინც წაიკითხე რა ხდება ამ დარგში, როცა ტავს ექიმს უწოდებ და მით უმეტეს ამ დარგში. მაგრამ ჩვენ ხომ ახალი არაფერი არ გვიყვარს, კრიო თერაპია და სპირტის ნემსები....საწყალი ბავშვები თორემ ექ=გ ექიმები სულ არ მეცოდებიან...რაც შეეხება ყიფლიბანდთან არსებულ ჰემანგიომას,ნუ გეშინიათ ყველაზე ხშირად მანდ არის,უამრავი ბავშვი მინახავს გერმანიაში ეგეთი ჰემანგიომით. ნახეთ ინტერნეტ სურათები და ცოტა გაეცანით მკურნალობის მეთოდებსაც, ინტერნეტით ვუშველე ჩემს შვილს,თორემ ბევრი ფული არ მქონია. ასე, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია...გისურვებთ ყველას, რომ ჯანმრთელად გყავდეთ თქვენი პატარები <3

Posted by: OnlyMercedes 23 Mar 2014, 20:55
shore-ano
პირველი მეთოდი არის მოცდა, მე ჩემს შვილს 3 თვის ასაკში გავუკეთე ჟვანიაში ოპერაცია, ექიმმა დაგვაჩქარა და ჩვენც შევცდით. მის მერე ლამის ყველაფერი წავიკითხე ჰემანგიომაზე ინტერნეტში. პირველი რაც უნდა გააკეთო უნდა დააკვირდე იზრდება თუ არა, თან უნდა განსაზღვრო რა ტემპით იზრდება და მისი ზრდა უშლის თუ არა რაიმეს ხელს. (ჩემს გოგონას მკერდზე ქონდა და მაგანაც შეგვაშინა და დაგვაჩქარა). წლამდე ოპერაცია იშვიათად ამართლებს. ჩვენს შემთხვევაშიც არ გაამართლა გავიდა 6 თვე და ზუსტად იგივე ზომის გახდა (ეხოსკოპიაზე ჩანს მხოლოდ, სიღრმეში აქვს). ამის შემდეგ უკვე ჩემით ვიმოქმედე დავაკვირდი და ეხლაც ვაკვირდები ზრდას, უკვე წლის და 7 თვისაა და მის მეტი მართლაც აღარ გაზრდილა. ანუ წლის შემდეგ შეაჩერა ზრდა (კლასიკური შემთხვევა) და არის შემთხვევებიც როცა იკლებს კიდევაც. ასე უმთავრესად გირჩევ არ იჩქარო. ამის შემდეგ გამორიცხე ე.წ. სპირტით მკურნალობა. იქნებ როგორმე ლაზერით მაგრამ საქართველოში არა. და სულ ბოლო ვარიანტი ოპერაცია. შეიძლება ბევრს გაეცინოს მაგრამ კუტუზოვებთან ვურჩევ ოპერაციას ყველას ვისაც განსაკუთრებული სირთულე აქვს. მე ვაჩვენე მათ. მთავარია არ მოგატყვილებენ (რატომღაც მჯერა) და ეგრევე ოპერაციას არ დაგინიშნავენ. მეც მირჩიეს დაცდა და დაკვირვება.

Posted by: shore-ano 25 Mar 2014, 00:59
QUOTE (OnlyMercedes @ 23 Mar 2014, 20:55 )

ჩემ გოგონას უკვე გაუკეთეთ სპირტის თერაპია ორჯერ, არვიცი საბოლოო შედეგი რა იქნება გვეუბნებიან მინიმუმ ორი წელი არის იმ ადგილას სამკურნალო,მერე ქირურგიაც დასჭირდება და პლასტიკურიც, რაღაც მცირედი შედეგი აქვს რამოდენიმე ადგილას პატარ-პატარა ადგილებზე მოუთეთრდა, რააც შეეხება იმას რომ კალმახელიძემ ლაზერის არსებობა არ იცის მართალია იმიტომ რომ მეც რო ვკითხე ძალიან გაუკვირდა, როგორც გავიგე ლაზერს საქართველოში 3წლიდან აკეთებენო მაგრამ სად ეგ ვერ დავადგინე ჯერ. ძალიან არ მინდა ეს სპირტის პროცედურები მაგრამ სახეზე აქვს ბავშვს და ტუჩთან ამმობურცვა რომ დაეწყო ძალიან შემეშინდა და სხვა გზა აღარ მქონდა რაღაც უნდა გამეკეთბინა.

Posted by: ANNA FOX 25 Mar 2014, 22:05
ჩემო მეგობრებო, არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ვინმეს ჭკუას ვარიგებ , მაგრამ მართლა დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში.ჩემი შვილაის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მხოლოდ რამდენიმეა მსოფლიოში ასეთი მძიმე.იმიტომ მინდა, რომ თქვენ მაინც გააკეთოთ ისა, რაც მაგალითად მე გამომრჩა თავიდან. არავიტარი სპირტი, და არავიტარი მოცდა...გადახედეთ თანამედროვე დასკვნებს , სად წერია უნდა მოიცადოთო? ეს არის ძველი მეთოდი. 12 ოპერაცია გაკეთებული გვაქვს გერმანიაში და მოსკოვში და მეცამეტე ეხლა გავუკთე ბრიტანეთში, ამჯამადაც აქ ვცხოვრობ და მაქსიმალურად ცდილობენ თავიდანვე დაიწყონ ყველაფერი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, არავითარ შემთხვევაში არ არის წლამდე ოპერაცია წარუმატებელი, რადგან კავერნოზულ ჰემანგიომას ანუ რომლის ამოკვეთაც ხდება, არ ახასიათებს რეციდივი, ანუ არ მეორდება და თუ გაიზარდა ეს მიუთითებს წარუმატებელ ოპერაციაზე და არა იმაზე, რომ დაავადება არის ასეთი. საუბარია ექიმის პროფესიონალიზმზე. და კიდევ ერთი, დიდი ფულის პატრონი მე არ ვარ და ამიტომაც დავდიოდით სქართველოში ექიმიდან ექიმამდე, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ მეტს ვხარჯავდით და არც კატასტროფული თანხები არ ჯდება საზღვარგარეთ.ვეცდები, რომ ავტვირთო ჩემი შვილის სურათი მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.

Posted by: NiniKan 9 Apr 2014, 21:52
გამარჯობათ :* პატარა პრობლემა გვაქვს sad.gif ჩემს პატარას დაბადებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მუცელზე გამოუჩნდა წითელი დაწინწკლული ლაქა წრიული ფორმის... თავიდან მეგონა თითი ხო არ მიმეწირა და ვატკინე თქო მაგრამ გავიდა დღეები და არ გაუარა, პირიქით უფრო გაუწითლდა და ზომაშიც მოიმატა... ძალიან შეგვეშინდა და მივიყვანეთ პედიატრთან, მიქელაძესთან... როგორც კი დახედა თქვა ჰემანგიომააო... ძალიან ხშირია ეხლა პატარებშიო და ჩნდება ზუსტა მაგ ვადაზეო, ხელი არ ახლოთ ცოტა კიდე გაიზრდება და 2 წლიდან საერთოდ გაუქრებაო, არანაირი მოწვა და ოპერაცია არ გინდათ თორე შრამიდარცებაო... დაგვინიშნა მალამო წასასმელად...როზამეტი... ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, მართლა გადავა თავისით თუ შეიძლება დარჩეს სულ, რამდენად შეიძლება გაიარდოს, და ეს მალამოც... ინსტრუქციაში საერთოდ არაა ნახსენები ჰემანგიომა, სოკოვანი დაავადებების დროს ინიშნება sad.gif ძალიან დაბნეული ვარ sad.gif

Posted by: shore-ano 12 Apr 2014, 21:53
QUOTE (NiniKan @ 9 Apr 2014, 21:52 )

პედიატრის დანიშულ წამალს ან მალამოს ნურაფერს გამოიყენებ მიიყვანე ვინმე სპესიალისტთან,თუნდაც რამაზი კალმახელიზესთან ონკოლოგიურში, მე მაგასთან დამყავს, წლამდე მოცდა გვირჩია ლოყაზე აქვს ჩემს პატარას,მაგრამ მერე ამოებურცა და სასწრაფოდ სპირტის თერაპია გაუკეთეთ უკვე ორჯერ და პატარა შედეგს ვხედავ.ჩემ გოგონას დაბადებიდანვე ეტყობოდოდა მკრთალი ლაქა და კაპილრარები და გვითხრეს ეს ეს თავისით არ გაიწოვსო,აუცილებლად აჩვენე სპეციალისტს ,ნეტა ამასაც მუცელზე ქონდეს დაარა სახეზე სულ არ ვიჩქარებდი,პატარა შრამიც რომ დარჩენოდა მერე რა სახეზე ხო არ ექნებოდა,აჩვენე კალმახელიძეს ( 593 215626) ეს მაგის ნომერია)უდი სპესიალისტი არაა,მოარიდე მზის სხივებს, არავცითარ შემთხევაში არ აცრა,ვიტამინები არ დაალევინო არც შენ მიიგო,მე კალცი დავლიე და მაგ დროს ამოებურცა. წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: sophy 6 Jun 2014, 15:58
QUOTE (shore-ano @ 23 Jan 2014, 01:08 )
QUOTE (ANNA FOX @ 19 Jan 2014, 01:49 )
გამარჯობა, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საქართველოში ძალიან გახშირდა ჰემანგიომის შემთხვევები და კარგი იქნებოდა თუ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებდით, რაც არცთუ უინტერესო უნდა იყოს თქვენთვის. 2009 წელი შემეძინა გოგონა, რომელსაც ჰქონდა თანდაყოლილი ჰემანგიომა, სახის მარცხენა ნაწილი, თავი, კისერი, და პირის ღრუ. შოკში ვიყავით და რაც მთავარია არცერთმა ექიმმა არ იცოდა ნორმალურად რა იყო და როგორ ხდებოდა და საერთოდ ხდებოდა თუ არა მკურნალობა. თქვენს მიერ ნახსენები ექიმებიდან ყველა ვიცი, ვგულისხმობ კალმახელიძეს, ვადაჭკორიას და ა.შ. ამ სიას კიდევ მივამატებდი პატივცემულ ზუხბაიას ონკოლოგიურში კალმახელიძის კაბინეთთან ახლოს....ეხლაც, რომ დამიდგეს, ვეტვი, რომ იდიოტია ( დიდი ბოდიში) მოკლედ, ბავშვი მივიყვანეთ ჯერ კალმახელიძესთან 1 თვის ასაკში და ვერაფერი ვერ თქვა, ან რა უნდა ეთქვა, კანის ზევით ამოწეულ ჰემანგიომებს ეგრევე აჭრიან და აქ ვერაფერს იზამდნენ. კალმახელიძეს კიდევ არა უშავს, ზუხბაიამ გამოაცხადა ამ ბავშვს არაფერი ეშველებაო, შეეგუეთო, რომ ასე უნდა იცხოვროსო, მთელ სახე ხომ არ მოვაჭრიო.აი ეს სიტყვები იყო და გამოვიხურე კარი...გეფიცებით იმის მერე ინტერნეტში ვცხოვრობდი,ჩემი პატარას მდგომარეობა კი დამძიმდა: გაიზარდა ჰემანგიომა, გასკდა კანი, დანეკროზდა,დაკარგა ტუჩის ნახევარი და ცხვირის ძგიდე მთლიანად. ერთ დილით ბავშვს ცხვირი ჩამოვარდილი ჰქონდა, ძგიდის გარეშე....წარმოგიდგენიათ ჩემი რეაქცია...მოკლედ პირველი მიღწევა იყო ის, რომ ინტერნეტში ვნახე წამალი, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა მსოფიოში ჰემანგიომებისთვის ეს არის პროპრანოლოლი, მეორე სახელი ობზიდანი, რომელიც არის გულის წამალი, თუმცა მსოფლიოში უკვე  # 1 წამალია ჰემანგიომისთვის. ბავშვი, მაინც მიკვდებოდა დასაკარგი არაფერი იყო და გავრისკე და სწორადაც მოვიქეცი, დავუნიშნე მე თვითონ ეს წამალი. 2 დღეში შეჩერდა ნეკროზი, მაგრამ მხოლოდ პროპრანოლოლი არ იყო საკმარისი, ამიტომ მოსკოვში ვნახე ლაზერის კლინიკა ექიმი მიხაილ ჟიტნი, რომელიც მკურნალობს ჰემანგიომებს. 3 თვის ასაკში ბავშვი წავიყვანეთ მოსკოვში, სადაც 1 თვე იქ დავრჩით და გავაკეთეთ რამდენიმე    ლაზერი, შედეგი მალევე გამოჩნდა, თუმცა დრო იყო საჭირო. შემდეგი მკურბალობა ჩაუტარდა 7 თვის ასაკში ისევ მოსკოვში და ისევე იმავე სახეობის ლაზერით. შედეგი უკვე აშკარა იყო. პარალელურად ვაგრძელებდით პროპრანოლოლის მიღებას. ამის შემდეგ მოხდა ნამდვილი სასწაული, ინტერნეტით დავუკავშირდი ნიუ ორკის ბავშვთა სისსხლზარღვთა ანომალიების ინსტიტუტის პრეზიდენტს პროფესორ მილტონ ვეინერს, რომელიც არის საოცრება, შეგიძლიათ გადაამამოწმოთ ყველ ა ჩემი მოხსენებული ექიმი, განსაკუთრებით კი მილტონ ვეინერი. შემომთავაზეს ბერლინში ცასვლა , სადაც ვეინერი ჩადის ყოველ ორ თვეში და აკეტებს ურთულეს ოპერაციებს ამ დარგში. რაც მთავარია მან გაითვალისწინა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და უარი თქვა საკუტარი თანხის არებაზე, ჰოსპიტალის თანხა კი მასთან არსებული ფონდის მიერ დაიფარებოდა. ვერ დავიჯერეთ , რომ ეს სიმართლე იყო, როგორც ვიცით საქართველოში უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია...მაგრამ დასაკარგი რაღა იყო, მოსკოვში ვერარ მვდიოდიტ უსასხსრობის გამო...2010 წლის ივნისსში გავიკეთეთ ლაზერი ბერლინში, გაგრძელდა წამლით მკურნალობაც 2 წლამდე. ამის შემდეგ გაგვიკეთდა კიდევ 9 ლაზერი და 2 პლასტიკური ოპერაცია ცხვირის ძგიდის და ტუჩის აღსადგენად. შედეგები არის საოცარი, დაუჯერებელი, ამ ეტაპზე ჩემი მეტიჩარა გოგო 4 წლისაა და უკვე მხოლოდ ნარჩენებს ვიცილებთ.
ცოტა გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მართლაც დიდი გზა გავიარეთ...დაანებეთ ტავი ქართველ სულელ ექიმებს...შემიძლია პირადად ვუთხრა, რომ ამ დარგში არ აქვთ შესაბამისი არც განათლება, არც გამოცდილება და არც აპარატურა და რაც მთავარია ინტერნეტშიც არ ნახულობენ არაფერს. ისიც კი ვერ გაურჩევიათ ჰემანგიომაა თუ ღვინის ლაქა.( ღვინის ლაქა არის ჰემანგიომის მსგავსი, რომელსაც ქართველი ექიმები ჰემანგიომას ეძახიან მათ შორის კი რადიკალური განსხვავებაა) თუ სურვილი გექნებათ შემეხმიანეთ...

პირიქით მადლობა ყურადღებისთვის... კალმახელიძეს ბევრი აქებს და მეც ბევრი მსმენია მისი მორჩენილები და ასე თუ ისე ვენდობი მაგ კაცს,.. სხვა ვის ვენდო საქართველოში აღარ ვიცი.. მეც გავიგე რომ გერმანიაში ძალიან კარგად აკეთებენ, თუ საჭირო გახდა იქაც წავიყვან, როგორ დაუკავშირდით იმ კლინიკას? მეც ვცადე გერმანიაში დაკავშირება მაგრამ ვერაფრით მოვიძიე გზები დასაკავშირებლად... ძალიან გამიხარდა თქვენი ბავშვის ამბავი, წარმომიდგენია დაახლოებით მაინც თქვენი მდგომარეობა მაშინ, ღმერთმა ყველას აშოროს, კი ძალიან მომრავლდა საქაღტველოში ჰემანგიომას შემთხვევებ და საინტერესოა რითია ეს გამოწვეული.. თქვენ თუ გსმენიათ ქეთინო ნემსაძეზე თუ არ ვცდები ჟვანიაშია და ძალიანნ კარგი ექიმი ყოფილა ამ დარგში... ჩვენ ხვალ ვწვებით უკვე სავადმყოფოში სკლეროთერაპია უნდა ჩაუტარდეს, პირველი პროცედურაა ჯერ.. იმედია გაამართლებს..თქვენ თუ გსმენიათ რამენად ეფექტრურია ეს თერაპია?

მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენი შვილი კარგად არის და ბოლომდე გამოჯანმრთელებსა გისურვებთ. ერთი კითხვა მაქვს: თქვენ წერთ რომ დაუწყეთ პროპრანოლოლის მალამოს წასმა, მაინტერესებს ამ პრეპარატს ექიმები ნიშნავენ თუ თქვენ თქვენი გადაწყვეთილებით დაიწყეთ მკურნალობა. რადგან ვნახე ფეისბუქზე არის ბევრი ჯგუფები ჰემანგიომაზა (სადაც უმეტესად არიან რუსები) და იქ წერენ ამ მალამოს შესახებ. თუმცა იქ როგორც გავარკვიე საკუთარი გადაწყვეტილებით უნიშნავენ ბავშვებს მშობლები. ანუ ეს პრეპარატი რამდენად აღარებულია ექიმების მიერ ეს თუ იცით ეს მაინტერესებდა. ხომ არ აქვს რაიმე უკუჩვენება? თქვენ როგორ იცით აცრები რა ასაკმდე არ შეიძლება? დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ellesh 23 Jun 2014, 12:44
NiniKan
ჩემსასაც ეგრე ჰქონდა ხელზე თავიდან ნანემსარი მეგონა ეხლა 2 კვირისაა და გაუწითლდა და გაუმკვეთრდა.
პედიატრმა წლამდე დაიცადე და მერე გინდ მოაშორე გინდაჰქონდეს ეგრეო, მე გირჩევ მოაცილოო და არ დაუტოვოო,
ათასი მეთოდი არსებობს მაგის მკურნალობისო და შენ უნდა აირჩიოო.
ლაზერი მინდა და ჩვენთან როგორც ვიცი 3 წლიდან აკეთებენ წლამდე ვფიქრობ დაცდას თუ არ გაეზარდა მეტი.
და მერე არ ვიცი აუცილებლად უნდა მოვაცილო.
ვინმემ იცით ეს ლაზერი როგორ კეთდება? ნარკოზით თუ უნარკოზოდ?

Posted by: Ninnuca 1 Jul 2014, 13:56
madinka
ეხლა შემთხვევით წავაწყდი თქვენს პოსტს

როგორ არის ბავშვი, რა გააკეთეთ? ამოაჭეროთ ალბათ ქირურგიულად თვალბუდეზე და სასქესოზე რაც ჰქონდა? დანარჩენი რაც ჩამოთვალეთ არ არის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოზე და წესით გაიწოვება

ჰემანგიომა ცუდი სანახავია, თორემ თუ არ იზრდება არ არის საშიში, გაიწოვება 12-13 წლამდე

Posted by: natia_abazashvili 4 Jul 2014, 15:43
გამარჯობათ, ჩემს გოგოს ჰქონდა ჰემანგიომა ზურგზე, მყავდა ონკოლოგიურშიც და მყავდა იაშვილში. ონკოლოგიურში კალმახელიძესთან, თუ იზრდება მაშინ საოპერაციოაო, მერე იაშვილში წავიყვანე ვოვა მამაცაშვილთან. მოკლედ იგივე მითხრეს. გავუკეთე ოპერაცია ვოვასთან ძალიან მაგარია, მართლა. ისეთი ნაკერი აქვს ბავშვს რომ პლასტიკაც არ დასჭირდება მე მგონი. ძალიან კარგი კაცია, თავშეკავებული და ნამდვილი პროფესიონალი. თუ ვინმეს გაინტერესებთ მოგწერთ ნომერსაც! ჰემანგიომაზე იმდენი რამე ვიცი უკვე... მოკლედ თუ არ იზრდება ოპერაცია არ არის საჭირო, მაგრამ ცუდი იმითაა რომ ბავსვის ორგანიძმიდან საკვებ ნივთიერებეს იღებს. ასევე ამბოპბენ რომ ლაზერი შველის მაგრამ მე როგორც გავიგე ლაზერის შემდგომ განმეორების შანსი დიდია. ქირურგიის მერე თითქმის არა, თუ სწორად ჩატარდა ოპერაცია.

Posted by: SOULFUL 5 Oct 2014, 15:27
ANNA FOX

http://www.hemangeol.com/hcp/

წელს FDA - იმაც მისცა ამ პრეპარატს რეკომდაცია და გამოსულია ბავშვისთვის ადვილად მისაღები დოზირებული ფორმა, იმედია საქართველოშიც შემოიტანენ

Posted by: danuse 20 Nov 2014, 17:35
shore-ano
ძალიან მაინტერესებს თქვენი ბავშვის მდგომარეობა. გაუქრა ჰემანგიომა? ჩემსასაც სახეზე აქვს და აღარ ვიცი რა გავაკეთო

Posted by: danuse 26 Nov 2014, 03:47
Ninnuca
ძალიან მაინტერესებს თქვენი ბავშვის მდგომარეობა. გაუქრა ჰემანგიომა? ობზიდანი დაალევინეთ.ჩემსასაც აქვს პირის ღრუში და აღარ ვიცი რომელ ექიმს დავუჯერო და რომელ მეთოდს ვენდო. იქნებ მიერჩიოთ რაიმე

Posted by: kerketa14 16 Feb 2015, 17:11
QUOTE (NAD @ 16 May 2012, 13:15 )
laliko

QUOTE
ჟვანაში გავუკეთე ვადაჭკორიასთან

ჩემი ლექტორი love.gif

მაგ დარგში პროფესიონალია

იმედია ვცდები,მაგრამ როცა ბავშვი მყავდა მიყვანილი ჩემზე ვადაჩკორიამ უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.პასუხი ბოლომდე ვერაფერზე გამცეს რაც მაინტერესებდა და შესული არ ვიყავით უკან გამოგვიშვეს ნორმალურად.არც მოგვისმინეს.რიგი ხო არ არსებობს 20 ბავშვი ერთად ტ.ირის. იმ ლია ძიძიგურს იმენა შუბლზე ეხატა 50 ლარიანი.

Posted by: mziako 9 Oct 2015, 01:02
ვისაც თანდაყოლილი ჰემანგიომა ქონდა ეხოსკოპიაშივე აღმოაჩინეთ თუ დაბადების შემდეგ?

Posted by: danuse 10 Jan 2016, 03:52
mziako
დაბადების შემდგომ აღმოვაჩინე მე.

პროპრანოლოლით იგივე ანაპრილინით ვიმკურნალეთ და ძალია კმაყოფილი ვარ.

Posted by: mziako 28 Jan 2016, 14:34
პაპილომური წარმონაქმნით ან მეჭეჭით თუ დაბადებულა ვინმეს პატარა ან თუ გაგიგიათ?

Posted by: basti-bubuuu 29 Jan 2016, 00:46
mziako

კი ჩემი,მაგრამ ვისთანაც მყავდა-დაახლოებით 1- ექიმთან ყველა სხვადახვა მიდგომას მთავაზობს.

Posted by: north 23 Feb 2016, 16:37
დისპლაზიის დროს ორთოპედიული ტრუსიკი ღამეც უნდა ეცვას?

დისპლაზიის გამსოარიცხად რედგენი სად შეიძლება გავუკეთო?

Posted by: mziako 23 Feb 2016, 17:22
basti-bubuuu

ერთი მოძვრა ჩემსას 2 კვირისაა და მეორე აქვს ყურზე და ჟვანიაში ვაპირებ მიყვანას. კონკრეტულად რომელ ექიმებთან გყავდა და რა გირჩიეს?

Posted by: akulina 23 Feb 2016, 17:29
north
მგონი ნინო დუმბაძე თუ არ მშ~ეშლება მედიქლაბში

Posted by: lexanna 29 May 2020, 14:45
QUOTE
მონღოლოიდური ლაქა

ეს განსაკუთრებულ ბავშვებს აქვთ smile.gif
Шлепок Будды
Пятно Чингисхана
«Монгольское пятно именуется также копчиковым или сакральным пятном
разных источниках его называли "Отметиной Чингизхана", "Шлепком Аллаха ", "Шлепком Будды ". Буряты называют это пятно "Отметиной небес"
* * *
http://www.spletnik.ru/blogs/blog_kroxaru/43705_shlepok_buddy

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)