Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Xiaomi Mi Band 2 ქართული შრიფტით |
Posted by: sandrosaxel 30 Dec 2018, 02:20 |
როგორც mi band 2-ის მომხმარებლებს მოგეხსნებათ, ეს პატარა, იაფიანი და საკმაოდ პრაქტიკული მოწყობილობა ქარხნულად ჩვენ ენას მხარს არ უჭერს. ბევრისთვის გახდა ეს პრობლემა არსებითი და ბევრს მოუწია კონტაქტებისთვის სახელების შეცვლა. შაომისგანაც არაფერი ისმის. ჰოდა გადავწყვიტე ჩემი მწირი ცოდნითა და გამოცდილებით რამე მეღონა . გრძელვადიანი დაგუგვლების და ექპერიმენტების შემდეგ მივაღწიე მიზანს. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « როგორც აღმოჩნდა ქართულის სწავლება შესაბამისი ფონტის ჩამატებით არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა ფონტი არასტანდარტულია და მისი წყობის ნახვა https://github.com/Freeyourgadget/Gadgetbridge/wiki/Mi-Band-2-%28HMZK%29-Font-Format, მაგრამ გამოუცდელობის და სიზარმაცის გამო ამ მეთოდის გამოყენება გამორიცხული იყო ჩემთვის და საბოლოოდ https://gist.github.com/joserebelo/b9be41b7b88774f712e2f864fdd39878 მივაგენი, რომელიც ფონტს ბიტმაპად და ტექსტ ფაილად შლის მარტივი ჩასწორებისთვის და შემდეგ ისევ აწყობს, ამ სკრიპტანაც არცთუ ისე მოკლევადიანი ჭიდაობის შემდეგ საბოლოოდ მივაღწიე მიზანს და მუშა ქართული ფონტი გავაკეთე . მოდიფიცირებისთვის გამოყენებულ ფონტებს ვერ ვპოულობ. თუ ვიპოვე დავდებ შემდგომ ხო ეს ქართული ფონტები: ეს პირველი და სატესტო და ნაკლებად ლამაზი: წყარო: BPG ExtraSquare Mtavruli » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ეს მეორე და ცოტა მეტი ნამუშევარი : წყარო: ღრმად მოდიფიცირებული BPG ExtraSquare Mtavruli » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « აააახლა დაყენების ინსტრუქცია: !!!გაფრთხილება!!! ქასთომ ფირმვეირის დაყენებისას არსებობს შანსი მოწყობილობის დაბრიქვისა და გარანტიის შეწყვეტა, რისკი მთლიანად თქვენზეა დაყენების ინსტრუქცია მოცემულია ანდროიდისთვის, აიოესისთვის მეთოდების იგივეობაზე თავს ვერ დავდებ. დაყენებისთვის საჭიროა აპლიკაცია Notify & Fitness for Mi Band, რომლის საქართველოდან გადმოწერა შეუძლებელია სამწუხაროდ და გადმოსაწერად VPN დაგჭირდებათ, თუ როგორ გადმოწეროთ ვიპიენით აპლიკაციები გუგლი დაგეხმარებათ ამაში. გადმოწერის შემდეგ დაუკავშირეთ აპლიკაცია თქვენ მი ბენდს და მიანიჭეთ საჭირო უფლებები. ტელეფონში გადატანილი უნდა გქონდეთ სასურველი შრიფტი. ამის შემდგომ მიყევით შემდეგ ინსტრუქციას: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « პ.ს. ექსპერიმენტებისას სხვადასხვა ფირმვეირები დავაყენე და შესაძლოა ქართული შრიფტი მხოლოდ რომელი კონკრეტულ ფირმვეირთან, მაგალითად ჩინურთან მუშაობს, თუ ფონტმა არ იმუშავა შეგიძლიათ ამავე აპლიკაციით ჩინური ფირმვეირის ან ფონტების დაყენება და შემდგომ უკვე ქართული ფონტის დაყენება |
Posted by: ADDmin 12 Aug 2019, 17:13 |
კაი ხნის პოსტი კი არის მაგრამ იქნებ იცოდეთ. იგივეს გაკეთება თუ შეიძლება mi band 4-ზე? ამ პროგრამით ტელეფონი დავტოვე ინგლისურზე და სამაჯურის ენა გავარუსულე. შედეგად მაქვს ქართული ფონტი, მაგრამ იქნებ ინგლისურში შეიძლება ქართული ფონტი ჩაკერება რომ ინგლისურშივე აღიქვას ქართული ასოები. მადლობა წინასწარ. |
Posted by: ultimo 13 Aug 2019, 06:10 |
https://4pda.ru/forum/index.php?showtopic=956566&st=400#entry87296604 https://4pda.ru/forum/index.php?showtopic=956566&st=280#entry87175180 უნდა სცადო რომელიმე მოდიფიცირებული ფონტი, დიდი ალბათობაა იმუშაოს |
Posted by: ADDmin 13 Aug 2019, 09:36 | ||
ultimo ultimo
გაიხარე მადლობა. ამას ვეძებდი პდა-ზე და ვერაფრით ვერ ვიპოვე სიტყვებით. |
Posted by: ultimo 13 Aug 2019, 14:15 |
მოდიფიცირებული მი ფიტიც უნდა დააყენო.. ოფიციალური ისევ თავის ფონტს გადააწერს. დაწერე მერე რომელი წავა |
Posted by: ADDmin 14 Aug 2019, 11:44 | ||
ultimo
არცერთი არ წავიდა. როგორც ჩანს რუსებს ამოღებული აქვთ თავიანთი ფონტებიდან ქართული განლაგება. ხო მი ფიტის მოდიფიცირება უნდა თორემ ყველა განახლებისას ინგლისურზე აბრინებს მი ფიტი. ფონტის დამშლელ ამწყობი ვერაფერ ვიპოვე თორემ გაკეთებადია. |
Posted by: ultimo 14 Aug 2019, 21:16 |
https://geekdoing.com/threads/international-firmware-for-mi-band-4.970/ აქ დაძებნე აბა |
Posted by: ADDmin 16 Aug 2019, 17:43 | ||
ultimo
კი აქაც ვნახე, და ფაქტიურად ყველას გამოსავლად ცალკე ბანდს გადაყვანა სხვა ენაზე აქვს. ტელეფონს ნამდვილად ვერ გავარუსულებ და საათი იყოს ჯანდაბას. |
Posted by: Suleluka 22 Aug 2019, 10:53 |
ძველი თემაა, მაგრამ სიახლე არაა ამ საკითხზე? ქართული ფონტით სმს-ს რომ კითხულონდეს |
Posted by: ADDmin 23 Aug 2019, 00:37 |
Suleluka მენიუს გარუსულება მხოლოდ. ფონტის ჩაგდება მი ბენდ 4-ში ჯერ ვერ მოვახერხე. უფრო სწორედ ქართული ფონტის ჩაგდება ინგლისურ მენიუზე. |
Posted by: Suleluka 23 Aug 2019, 01:10 |
ADDmin ლოგიკა ვერ დავიჭირე... სმსებზე დისკომფორტია, მაგრამ რუსული მენიუ ტელეფონზე კიდე უფრო უარესია :/ |
Posted by: ADDmin 23 Aug 2019, 20:33 | ||||
Suleluka
ლოგიკა ისაა რომ მოძმე კირილიცაში ჩაკერილია ქართული განლაგებაც და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვხედავთ დალოცვილ ასომთავრულს.
ამოტომაც არის პროგრამა რომელიც ტელეფონის ენას ტოვებს რა ენაც გენებოთ და მხოლოდ სამაჯური გადაყავს რუსულზე. ამას აიტან ადამიანი. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვეძებ ისეთ ვარიანტს რომ ინგლისური ენის ფაილის განლაგებაში ჩავტენო ქართული. ჯერ არ გამომივიდა. |
Posted by: sandrosaxel 27 Aug 2019, 23:19 |
სამწუხაროდ მე მხოლოდ mi band 2-ზე მაქვს, გამოცდილება, მესამეს ან მეოთხეს თუ ვიყიდი ოდესმე შეიძლება ვეჩალიჩო რამე და ალბათ თქვენსავით ჩიხში შევიდე მეც |
Posted by: ADDmin 13 Sep 2019, 00:23 |
მიღწეულ ინგლისური ბენდის მენიუ და ქართული უნიკოდი |
Posted by: sandrosaxel 13 Sep 2019, 00:54 |
ADDmin ვახ გაუზიარე თანაფორუმელებსაც მერე |
Posted by: ADDmin 13 Sep 2019, 11:03 | ||
sandrosaxel
მოდიფიცირებული მიფიტია საჭირო და English UTF-8 რესურსები. https://geekdoing.com/threads/english-utf-8-resources-v62-mb4.1181/#post-23670 ამ პოსტში უწერია პატივცემულს. მანდვეა მაგ იუზერის მოდიფიცირებული მი ფიტი. კიდევ ერთი პროგრამა დაგჭირდებათ ცოტახნით notify&fitness პოლონურზე შეცვლით დივაისის ენას მოდიფიცირებულ რესურსებსაც მაქედან დააყენებთ და მზადაა. თუ კითხვა გაგიჩნდებათ მომმართეთ. |
Posted by: sonyrock 13 Sep 2019, 13:38 |
რამის ბრიქი გავუკეთე, ფირმვეარი წაიშალა და მხოლოდ ფლეიდან გადმოწერილმა მი ფიტმა ჩაწერა ისევ * * * |
Posted by: ADDmin 13 Sep 2019, 20:56 | ||
sonyrock
მაგით ვერ გაბრიკავ. პირველ რიგში უნდა გადმოწერო მოდიფიცირებული მი ფიტი და დაყენება მიერთების შემდეგ გაახლებს 1.0.6.12 ან 16-ზე ჩემი 16-ზე აიწია. ამის შემდეგ მოდიფიცირებული რესურსი უნდა ჩაწერო notify&fitness-ით, ამ პროგრამიდანვე დივაისის ენა უნდა დააყენოთ პოლონურზე. |
Posted by: sonyrock 13 Sep 2019, 22:03 | ||||
4.0.8 რაც უდევთ თემაში არაფერს ანახლებს ფლეი სთორიდან გადმოწერილით ვანახლებდი 1.0.6.16-მდე, მერე unpair/uninstall და 4.0.8 მოდიფიცერებული
აი ეგ წერს 100% completed, ბენდზე კიდევ 1 წუთი ისევ ინსტალაციის ლოგოა და ბოლოს: please write the firmware |
Posted by: ADDmin 13 Sep 2019, 22:27 |
sonyrock https://1drv.ms/u/s!AtysBCBL1EoD6Q5EdXkCudd4pac0?e=Hqxoeh ეს მი ფიტი დააყენე, მაგრამ მემგონი ეხლა სერვერი აქვთ გათიშული და ვერ გაახლებ. ამის შემდეგ ეს https://1drv.ms/u/s!AtysBCBL1EoD6Q_hpetSsb0IQ4gs?e=JQeLR1 ფაილი დააპრაშივკე notify&fitness-ით თუ ერთხელ არ ქნა ისევ ცადე, პირველ ცდაზე ჩემთანაც არ ქნა. და ეგრევე პოლონურზე გადართე მაგ პროგრამაში დივაისის ანუ ბედის ენა. მეორე ცდაზე ყველაფერი გამომივიდა. |
Posted by: sonyrock 13 Sep 2019, 22:58 |
ADDmin ვცდი უბრალოდ, საქმეც იმაშია, რომ N&F კი წერს მზადა არისო, მაგრამ რეალურად ბენდი პრაშივკის გარეშე რჩება ჯერ რესურსი ჩაწერე და ენა მერე გადართე პოლონურზე ? |
Posted by: ADDmin 13 Sep 2019, 23:33 |
sonyrock კი. ბენდს დაელოდე გავა წარმატებულზე |
Posted by: sonyrock 14 Sep 2019, 13:23 |
დაყენდა ჩემი გაკეთებული watchface ყენდება მაგრამ საათს აღარ აჩვენებს რაღაც შევარჩიე სტანდარტულებიდან და წავა რა |
Posted by: ADDmin 15 Sep 2019, 10:40 |
sonyrock მაგ ფორუმზე ნახე რა ლინკიც დავდე, ვარდისფერი ცალრქა ცხენის ავატარით არის იუზერი და მაგას აქვს ახსნილი როგორ დააყენო შენი ვოჩფეისი. |
Posted by: sonyrock 15 Sep 2019, 11:27 |
ADDmin ვიცი, მე ვკითხე რუსები რა გნიდები არიან, 4პდა-ზე ტიპმა დადო რესურსები - რაღაც ზედმეტი ენები (მათ შორის ქართული) ამოვიღეო, დავწერე იქნებ ისეთიც დადო სანამ ამოიღებდი მეთქი და პასუხის მაგივრად კომენტარები წამიშალეს :დ |
Posted by: ADDmin 15 Sep 2019, 20:36 |
sonyrock კი ეგ კომენტარი მეც ვნახე პდა-ზე მაგათი ეროვნული...(ცენზურა) |
Posted by: ADDmin 2 Oct 2019, 14:02 |
ბოლო მი ფიტის მოდიფიცირებულმა აფდეიტმა დაგლიჯა, ადრე თავისით ხანდახან აბრუნებდა დიდასოებიან ინგლისურზე და ქართული არ ჩანდა. ეხლა ვაფშე აღარ იცვლება და ქართულსაც კარგად ანახებს. ცოტა პატარა ასოები კი არის რაღა დავმალო. |
Posted by: sonyrock 2 Oct 2019, 14:57 | ||
ჩემთან ისევ კვადრატებია ქართულის მაგივრად და დავიკიდე ტყუილი ჩალიჩია, თუ მწარმოებელს თვითონ არ აქვს გაკეთებული |
Posted by: ADDmin 2 Oct 2019, 23:44 | ||
sonyrock
რა გითხრა, შემიძლია თამამად ვთქვა იდეალურად მუშაობს. მოდიფიცირებული რესურსი მაქვს დაყენებული V66 და მი ფიტი 4.0.10 მოდიფიცირებული რესურსისთვის. საათის firmware-ის ვერსიაა 1.0.7.02 |
Posted by: sonyrock 3 Oct 2019, 12:06 | ||
ADDmin ეხლა დავაყენე ისევ და მუშაობს ნორმალურად
ეს კარგი გაუკეთებია, აფდეითები გათიშულია 4.0.8 ბეტაზე აფდეითდებოდა რამის ყოველ დღე |
Posted by: ADDmin 3 Oct 2019, 15:08 | ||
sonyrock
წარმოიდგინე და არაა გათიშული. უბრალოდ ჩეკს ვერ გააკეთებ, თორემ როდესაც იქნება აფდეიტი თავისით გააფდეიტებს. მესამე თუ მეოთხე დღეა ვაკვირდები და ერთი აცდენა არ ქონია, სრულფასოვნად მუშაობს. |
Posted by: New Folder 10 Dec 2019, 11:06 |
მი ბანდ 4 ის გამო რუსულად მაქ ტელე რამე არაა რომ მი ბენდს მოვატყუო რომ ვითომ რუსულად მაქვს ტელე? |
Posted by: sonyrock 10 Dec 2019, 14:05 | ||
არა რა რუსულად ამას გადახედე, 2 თვეა ჩვეულებრივ მუშაობს https://geekdoing.com/threads/english-utf-8-resources-v78-mb4.1181/#post-23670 |
Posted by: New Folder 10 Dec 2019, 17:07 |
sonyrock ეგ სისტემის გადაწერა ძალიან სარისკოა? მოდიფიცირებული რომები ელემენტსაც ხომ არ ერჩიან? 1კვირის მიბანდ4 არ მინდა დავაზიანო დამცავი ლენტი გადავაკარი მბ4ს და გაბანძდა |
Posted by: sonyrock 10 Dec 2019, 21:45 |
New Folder ათასჯერ გადავფლეშე და გადმოვფლეშე - ყველაფერი რიგზეა მთავარია იცოდე რას აკეთებ ან ზუსტან ისნტრუქციით გააკეთო პ.ს სწრაფად დაჯენის არაფერი ეტყობა |
Posted by: geoforester 12 Oct 2021, 13:52 | ||
ძველი თემაა, მაგრამ რამე სიახლე ხომ არაა ამ საკითხზე? |
Posted by: nick_el_son 13 Oct 2021, 21:55 |
Mi Band 4-ზე თუ მოხერხდება რაიმენაირად ნეტავ? .. |
Posted by: sonyrock 19 Oct 2021, 16:33 | ||
ქართული ასოები რომ წაიკითხოს ? გამოსვლის დღიდან მასე მაქ :დ |
Posted by: nick_el_son 20 Oct 2021, 11:12 |
sonyrock შენ თუ რუსულზე გაქვს კი.. მაგრამ ინგლისურ ინტერფეისზე ვერ კითხულობს https://forum.ge/?showtopic=34793466&view=findpost&p=58475004 |