forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (70) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლანჩხუთის გ უ რ ი ა, სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8705
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 04:07  #37799876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მზე ცაზე ფეხებს აითრევს
დარჩენა ისევ სწყურია
სიცოცხლის სამოსახლოა
ჩემი პატარა გურია ! smile.gif

user posted image


„გველოდება სასტაული გასაკვირალი, გურიას და ბავარიას სუპერფინალი“ smile.gif

user posted image

ლანჩხუთი „გურია“
საფეხბურთო გუნდი ფირალების კუთხიდან

1926 - დაბადება

ფეხბურთის ისტორია ლანჩხუთის გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ლელობურთის მექაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ინგლისური „ფუტბოლი“. ბახმაროში ყოველწლიურად იმართებოდა გურიის პირველობა, სადაც ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და სუფსის გუნდები თამაშობდნენ.

1926 წელს, ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ, რომელსაც ლანჩხუთური ფესვები ჰქონდა, ჩამოაყალიბა პირველი გუნდი, რომელსაც იმდროინდელ ყაიდაზე - КИМ ანუ კომკავშირული ინტერნაციონალური ახალგაზრდობა ეწოდა.

user posted image

ეს ლანჩხუთის კიმ-ის ერთადერთი ფოტოა, რომელიც გადამოწმებული ინფორმაციით, ბახმაროში 1926 წელს გადაიღეს. კიმ-ის შემადგენლობა ფოტოზე გაკეთებული მინაწერის მიხედვით ასეთია:

გრიშა ცინცაძე, შალვა კილაძე, აკაკი ცინცაძე, ვალერიან მდივანი, დავით ცინცაძე, კოლია ბარამიძე, კალანდაძე(სახელი არ წერია), ბიჭიკო ქავთარაძე, ჟორა ქავთარაძე, მიხეილ ცინცაძე. გუნდის პირველი კაპიტანი იყო გრიშა ცინცაძე, შემდეგ კაპიტანი მისი ძმა მიხეილ გამხდარა.

1926 – 1949

კიმ-ის გარდა ლანჩხუთში ძლიერი გუნდები ჰყავდათ აგარაკის კოლმეურნეობას, თეატრს, სუფსასა და ჯურუყვეთს. მოგვიანებით, ასევე შეიქმნა ლანჩხუთის „სპარტაკისა“ და კოოპერაციის გუნდები. სერიოზული სტუმრების შემთხვევაში იქმნებოდა ლანჩხუთის ნაკრები.

1937 წელს ნაკრებმა ლანჩხუთში ჯერ ჩაქვის გუნდს მოუგო 4-0, შემდეგ კი სამტრედიას 2-0.

მეორე მსოფლიო ომმა ისევე როგორც ყველგან, ფეხბურთის განვითარება ლანჩხუთშიც შეაჩერა. ფეხბურთელთა უმეტესობა ომში წავიდა, მათი მცირე ნაწილი მოგვიანებით - ნიკოლაევის და ლენინგრადის გუნდებშიც კი დარჩა.

ომის შემდგომ, ლანჩხუთის ნაკრები ხელახლა შეიკრიბა. განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე მაშინ ყოფილა ურეკის „მაგნეტიტის“ გუნდი, რომელიც მთლიანად უნგრელი ტყვეებით იყო დაკომპლექტებული. 1946 წელს ლანჩხუთმა უნგრელებთან 2 მატჩი გამართა: 3-1 და 3:3 დაასრულა.

1949 წელს, ლანჩხუთში შეიქმნა სასოფლო-სპორტული საზოგადოება „კოლმეურნეს“ რაიონული ორგანიზაცია და გუნდსაც ავტომატურად „კოლმეურნე“ ეწოდა

1950 - 1966

1950 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნე“ საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში ჩაირიცხა, პირველი თამაში კი ამბროლაურთან გამართა და 3-1 სძლია. სამივე გოლი ხადილა ებრალიძემ გაიტანა.

უკვე 1953 წელს, „კოლმეურნემ“ მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფში გადავიდა. ამ დროს „კოლმეურნეში“ 16 წლის ილია დათუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავი გახდა.

უკვე 1956 წელს „კოლმეურნემ“ მეორე ჯგუფიც მოიგო და პირველ ჯგუფში გადავიდა. გადამწყვეტ მატჩში, 8 სექტემბერს, გაგრის „ბურევესტნიკი“ 3-1 დაამარცხა. გაგრელთა ღირსებას ამ თამაშში 19 წლის ვლადიმერ ბარქაია იცავდა. პრესტიჟის გოლი გურულებს სწორედ მან გაუტანა.

1958 წელს, „კოლმეურნეს“ გაწვრთნა 23 წლის შალვა კაკაბაძემ დაიწყო, რომელმაც მანამდე სამი სეზონი ლანჩხუთში ითამაშა. ასე დაიწყო გურიაში კაკაბაძის ერა, რომელმაც 1980 წლამდე გასტანა. კაკაბაძის გუნდში მოწვევის ინიციატორი „გურიას“ არაფიციალური სპონსორი და ქომაგი ევგრაფი შევარდნაძე იყო.

user posted image

„კოლმეურნე“ რესპუბლიკის პირველობის პირველ ჯგუფში მესამე ადილზე გავიდა. სულ 2 ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ რუსთავის „მეტალურგს“. ამ დროს ლანჩხუთელთა კარს 19 წლის რამაზ ურუშაძე იცავდა, რომელიც მოგვიანებით სსრკ-ს ნაკრების წევრი გახდა.

1960 წელს ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა. „კოლმეურნეს“ ოფიციალურად ეწოდა „გურია“!

1960 წელს, „გურია“ საქართველოს ჩემპიონატში უკვე მეორე იყო, პირველობა ქუთაისის „იმერეთს“ დაუთმო, საქართველოს თასის ფინალი კი ოზურგეთის „სიხარულთან“ წააგო.

1961 წელს, როცა სოფელ ლანჩხუთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, „გურია“ პირველად გახდა საქართველოს სსრ-ს ჩემპიონი, 6 ქულით გაასწრო სამტრედიის „ლოკომოტივს“, სულ კი გუნდმა 97 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ პედიოში „გურიაში“ დებიუტი ჰქონდა 17 წლის ზორბეგ ებრალიძეს.

1965 წელს „გურიამ“ პირველად მოიგო საქართველოს თასი! თასის ფინალის პირველი მატჩი, ახალციხის „მესხეთთან“ ჯგუფური ჩხუბის გამო ჩაიშალა. განმეორებით მატჩში კი, რომელიც თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა „გურიამ“ 3-0 იმარჯვა.

user posted image

ამ ისტორიულ ფოტოზე სწორედ საქართველოს თასის მფლობელები არიან აღბეჭდილნი:
1- თემურ კანდელაკი, 2 -ნოშრევან ნარიაშვილი, 3 - ლერი ლომაძე, 4 - თამაზ კვირკველია (კაპიტანი), 5 - ჯემსუატ ურუშაძე, 6 - ლერი მამფორია, 7 - როინ ჩხარტიშვილი, 8 - ბეგი სიხარულიძე, 9 - შალვა კაკაბაძე (უფროსი მწრვთნელი), 10 - ჭიჭიკო ორაგველიძე (მწვრთნელი), 11 - ჟორა ჭყონია, 12 - ვალიკო წილოსანი, 13 - თემურ კოხრეიძე, 14 - გენო ჯორბენაძე, 15, ბაშკირა წერეთელი, 16 - ვახტანგ თევზაძე

1966 წელს „გურიამ“ უკვე დუბლი შეასრულა. მოიგო საქართველოს ჩემპიონობაც და თასიც. 1966 წლის 17 ნოემბერს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში „გურიამ“ ქობულეთის „შუქურას“ ჟორა ჭყონიას გოლით აჯობა.

user posted image

ეს სწორედ „გურიას“ ის შემადგენლობაა, რომელმაც „დუბლი“ გააკეთა და ლანჩხუთს სსრკ-ს პირველობის ბ კლასში ასპარაზობის უფლება მოუტანა.

სხედან მარცხნიდან: ჯემსუატ ურუშაძე, ლერი ლომაძე, ბეგი სიხარულიძე, ნოშრევან ნარიაშვილი, ჟორა ჭყონია, როინ ჩხარტიშვილი.
დგანან, მარცხნოდან: თამაზ კვირკველია (კაპიტანი) , ბაშკირა წერეთელი, ჯუმბერ ჯაგაშვილი, შოთა პატარაია, რეზო ნებურიშვილი, ზორმეგ სანაძე, ვალიკო წილოსანი, შალვა კაკაბაძე (უფროსი მწვრთნელი).

1967 – 1972

1967 წლის 1 მაისს ლანჩხუთში პირველად გაჩერდა ბათუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი. ეს სწორედ „გურიას“ დამსახურება იყო, რომელიც სსრკ-ს პირველობის ბ კლასის მეოთხე ზონაში პირველად გამოვიდა და მე-12 ადგილი დაიკავა.
მომდევნო, 1968 წელს, „გურია“ უკვე მეორე იყო. 2 ქულით მხოლოდ არმავირის „სევანს“ ჩამორჩა. ამ სეზონში მოიპოვა „გურიამ“ რეკორდული მოგება 7-0 გროზნოს „უროჟაისთან“.

1969 წელს, „გურია“ ბ ზონის, სამხეთ კავკასიის ზონაში ისევ მეორე იყო. ამჯერად 5 ქულით გორის „დილას“ ჩამორჩა.
1970 წელს, „გურია“ მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ბ ზონიდან საერთოდ დააქვეითეს. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს გუნდები რიაზანის „სპარტაკის“ ჩაძირვას შეთანხმებულად ცდილობდნენ. „გურიამ“ ბოლო ტურში რიაზანს 3-1 მოუგო, თუმცა რიაზანი მაინც პირველზე დარჩა.

1971 წელს „გურიამ“ ისევ საქართველოს პირველობაზე გადმოინაცვლა და ჩემპიონი გახდა. ასევე დაეუფლა თასს. ფინალში ზესტაფონის „მეტალურგს“ ჯერ 3-3 ეთამაშა, შემდეგ კი დამატებით დროში, ვაჟა გუბელაძის გოლით მოუგო 1-0.

user posted image

ფოტოზე 1971 წლის „გურიაა“: ზიან მარცხნიდან: თამაზ სამსონაძე , ზური კუნჭულია, როინ ჩხარტიშვილი, გივი მენთეშაშვილი, ვალიკო წილოსანი, ვოვა ცაგარელი.
დგანან მარცხნიდან: ნოშრევან ნარიაშვილი (მწვრთნელი) , გურამ შავდია, ომარ პერტენავა, ვახტანგ ძიძიგური, ბეგი სიხარულიძე, რეზო ქირია, თენგიზ ვაწაძე, ელგუჯა იმედაძე, ვახტანგ თევზაძე, შალვა კაკაბაძე (უფროსი მწვრთნელი).

1972 - 1986

1972 წლიდან „გურია“ სსრკ-ს მეორე ლიგაშია. 1975 წელს „გურიას“ კარგი შანსი ჰქონდა პირველ ლიგაში გადასულიყო, მაგრამ ფინალურ ეტაპზე, ჩიმკენტში, ცუდად ითამაშა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ორ საგზურს კი გროზნოს „ტერეკი“ და რიგის „დაუგავა“ დაეუფლნენ.

1976 წელს „გურიას“ კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. გურულებმა მეორე ლიგის პირველ ზონაში ბრესტის „დინამოს“ და ვილნიუსის „ჟალგირისს“ გადაასწრეს და პირველი ადგილი დაიკავეს. გადასასვლელ მატჩი „გურიამ“ ეკატერინბურგის „ურალმაშს“ ლანჩხუთში 0-0 ეთამაშა, იქ, კი 20 გრადუსიან ყინვაში 0-2 წააგო.

1978 წელს „გურია“ მეოთხე ზონაში მხოლოდ ქულით ჩამორჩა პერმის „ზვეზდას“. ასევე დაამყარა ახალი საკლუბო რეკორდი 8-1 მოუგო ნახიჭევანის „არაზს“.

1979 წელს კი „გურიას“ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ბოლო ტურში, როცა სამ გუნდს ჰქონდა პირველ ადგილზე გასვლის შანსი, „გურიამ“ გასვლაზე, ამირან სევასტოპულოს გოლით ყაზანის „რუბინი“ დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. რაც მთავარია 46 მატჩში 110 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სსრკ-ს მეორე ლიგის რეკორდია.

user posted image

ეს ისტორიული ფოტო 1979 წლის 29 ოქტომბერს სწორედ ყაზანიდან ჩამოფრენის შემდეგ, კოპიტნარის აეროპორტშია გადაღებული. „გურიას“ წარმატების მთავარი შემოქმედი ედუარდ შევარდნაძის ძმა ევგრაფი შევარდნაძე იაგო ჟორჟიკაშვილს, ბეგი სიხარულიძესა და სერგეი დუდას ეგებება.

1980 წელს, დებიუტანტმა „გურიამ“ სსრკ-ს პირველ ლიგაში მე-11 ადგილი დაიკავა. 1981 წელს „გურია“ უკვე მე-14 იყო. ამ წელს უმაღლესი ლიგის საგზური ქუთაისის „ტორპედომ“ და ხარკოვის „მეტალისტმა“ მოიპოვა, რომელმაც 11 აპრილს „გურიას“ 3-0 მოუგო. ეს სწორედ ხარკოვის მატჩის ვიდეოა, ყველაზე ძველი ვიდეოკადრები, რომელიც „გურიის“ შესახებ არსებობს.



1981 წელსვე, 23 აგვისტოს შედგა, პირველი პირდაპირი ტელერეპორტაჟი მოსკოვიდან, სადაც „გურიამ“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ მოუგო.

1982 წელს „გურია“ გავარდნას გადაურჩა. 1983 წელს, ალექსანდრე კოტრიკაძისა და მურთაზ ხურცილავას წარუმატებელი წვრთნის შემდეგ, „გურიას“ ისევ შალვა კაკაბაძე დაუბრუნდა. 1986 წლამდე გურულები პირველი ლიგის შუაგულში ტრიალებდნენ...

1986 – 1989 „უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი გურია“

1986 წელს ლანჩხუთის „გურიამ“ საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოახდინა. რაიონულმა ცენტრმა ათი ათასამდე მაცხოვრებლით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

„გურიამ“ საკმაოდ კარგად დაიწყო სეზონი, თუმცა აგვისტოში ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა, როცა ზედიზედ სამი თამაში წააგო, მათ შორის სახლში, „კუზბასთან“ 2-4. ამ დროისთვის, პირველ ლიგას დიდი სხვაობით ლიდერობდა რიგის „დაუგავა“, მას მისდევდა მოსკოვის ცსკა.

user posted image

ფოტოზე, 1986 წლის „გურიის“ კაპიტანი თემურ ჩხაიძე, შოთა პატარაია, იმედო, დუნდუა და მთავარი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე

სექტემბერში, „გურიამ“ „როტორთან“ და ცსკას-თანაც წააგო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად მოუმატა . უნიშვლეოვანის გამოდგა 26 ოქტომბრის მატჩი ლანჩხუთში რიგის „დაუგავასთან“. გურულებმა ეს მატჩი ბესიკ ფრიდონაშვილისა და ვახტანგ კოპალეიშვილისა ფანტასტიური გოლის წყალობით 2-1 მოიგეს.



გადამწყვეტი მატჩი კი შედგა ბათუმში. 12 ნოემბერს, „გურიამ“ ბესიკ ფრიდონაშვილის ისტორიული გოლით მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური გაიფორმა!



user posted image


1986 წლის ბოლოდან ლანჩხუთში დაიწყო ახალი 21 300-იანი ტევადობის სტადიონის მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში აიგო. ასევე აშენდა, ახალი საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში.

სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი, ახალ სტადიონზე, „გურიამ“ 1987 წლის 13 მარტს გამართა და მოსკოვის „სპარტათან“ 0-2 დამარცხდა.

user posted image

ამ ფოტოზე „გურიისა“ და „სპარტაკის“ კაპიტნები: თემურ ჩხაიძე და რინატ დასაევი არიან. როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტანტს უმაღლესში საკმაოდ გაუჭირდა. სულ 5 თამაშის მოგება შეძლო. აღსანიშნავია მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება
2-1



სეზონის შუაწელში გუნდის მთავარი მწვრთნელი ალიოშა კოტრიკაძის ნაცლად უკრაინელი მიხეილ ფომენკო გახდა, თუმაც „გურია“ გავარდნას ვერც მან გადაარჩინა.

1988 წელს, „გურია“ პირველ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა სსრკ-ს თასზე მრისხანე კიევის დინამოსთან მეთექვსმეტედფინალის საშინაო მატჩის მოგება შეძლო



1989 წელს კი „გურიამ“ კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი და მეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. ლანჩხუთელებმა ყველა საშინაო მატჩი მოიგეს, რაც ახალი საკლუბო რეკორდი იყო.

1990 – 2007

1990 წლის დასაწყისში „გურია“ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც მხარი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამართვას დაუჭირა და სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი თქვა.

1990 წლის პირველ ეროვნულ ჩემპიონატში „გურია“ ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩაება და საბოლოო ვერცხლის მედლები მოიპოვა. სამაგიეროდ, „გურია“ პირველი დაეუფლა საქართველოს თასს. ფინალში, 18 ნოემბერს, დამატებით დროში 1-0 მოუგო სოხუმის „ცხუმს“. გოლი ბესიკ ფრიდონაშვილმა გაიტანა.

user posted image

ფოტოზე: საქართველოს თასით ოთარ კორღალიძე, ავთანდილ ქანთარია, და „გურიას“ ლიტველი ლეგიონერები ფრიდრიკასი და მაჟეიკასი არიან აღბეჭდილნი

1991 წელს „გურია“ ისევ მეორეა. თბილისის „დინამოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩა. 1992 წელს მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ იწყება კრიზისი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.
1992-93 წლებში მე-12 ადგილი; 1993-94 – 7; ამის შემდეგ „გურია“ ზედიზედ სამი სეზონი მე-13 ადგილზე გადიოდა. 1997-98 წლებში უკვე მე-14 ადგილი. და ლოგიკური დასასრული - 1998-99 წლების სეზონში „გურია“ ბოლო მე-16 ადგილზე გადის და ვარდება.

1999-2000 წლებში, „გურია“ პირველი ლიგის დასავლეთ „ა“ ზონაში მე-8 ადგილზე გადის; 2000-2001 წლებში - ლანჩხუთური კლუბი თბილისის „ლოკომოტივის“ ფარმ-კლუბი ხდება და პირველი ლიგის გათამაშებას იგებს. თუმცა, 2001-02 წლების სეზონში, უმაღლესიდან ისევ ვარდება.

2002-03 წლებში პირველ ლიგაში ლანჩხუთელები მე-12 ადგილზე გადიან. მომდევნო ორი სეზონის მანძილზე - მე-10 ადგილს იკავებენ; 2005-06 წლებში - მე-9 ადგილმდე ადიან, თუმცა 2006-07 ში - 15 ადგილამდე დაეშვნენ და მეორე ლიგაში ვარდებიან. ეს კატასტროფული წლებია „გურიას“ უახლეს ისტორიაში.

user posted image

მთლიანად მოშლილია დაფინანსება, კლუბის ინფრასტრუქტურა, გაპარტახებულია სტადიონი და მინდვრის საფარი, „გურია“ დავალიანებების და აფიორის წყარობით გამო კარგავს გრიგოლეთის ბაზას.

2007 – 2012

2007 წელს „გურია“ ბრუნდება პირველ ლიგაში, სადაც 2008 წელს მე-9 ადგილს იკავებს. 2009 წელს „გურია“ პირველ ლიგაში უკვე მეოთხეა. 2010-11 წლებში კი მეექვსე.

2011-12 წლების სეზონში „გურია“ იგებს პირველი ლიგის ბ ზონას და უმაღლესი ლიგის კლუბებთან ერთად მონაწილეობს 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში. თუმცა, გადამწყვეტ მატჩში მარცხდება თბილისის „ვით ჯორჯიასთან“.

user posted image

2012 წელს იწყება „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონის ამორტიზებული ტრიბუნების დემონტაჟი, იდება ახალი მინდვრის საფარი და კეთდება ახალი გასახდელები. რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება, თუმცა უსასხსრობის და პროექტის არაერთგზის ცვლილების გამო უცნობია, როგორი იქნება ახალი სტადიონის საბოლოო სახე.

ასეთია ახალი სტადიონის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით დაკონსერვებულია

user posted image

2012-13 წლების სეზონში „გურიამ“ დიდი უპირატესობით მოიგი პირველი ლიგის ა ზონა და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. კლუბმა ასევე დაიბრუნა გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა.
ასე გამოიყურება დღეს „ევგრაფი შევარდნაძე“

user posted image

(ცნობების ნაწილი აღებულია მერაბ წულაძის წიგნიდან წერტილი რუკაზე, ფოტოებიც მისი კოლექციიდან არის. მასალის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ წყაროს მითითების შემთვევაში! @ გურიას გვერდი თბილისის ფორუმზე@@) smile.gif

idea.gif

This post has been edited by guriaaa on 30 Aug 2013, 04:28


--------------------
No pasarán!
geor-gien
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22962
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 09:40  #37800472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებებს გისურვებთ გურულებო, იმედია მალე მოვა ის დრო როცა კლუბი კვლავ დადგება ფეხზე, ფინანსურადაც გაიმართება და შემადგენლობაც ისეთი ეყოლება, რომ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ.


--------------------
იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
Westbrook
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8261
წევრი No.: 133596
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 12:30  #37802031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმატებული თემა ყოფილიყოს up.gif


--------------------
OKC Thunder
dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 15:30  #37804445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას!
guriaaa
მადლობა ავტორს ახალი თემის გახსნისა და ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის up.gif

აბა აწი მინდორზე ფეხბურთელებმა იციან და მინდვრის გარეთ გულშემატკივრებმა, წარმატებები გურიას ამ სეზონში!


--------------------
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8705
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 19:11  #37807431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ლანჩხუთის გურია 2013-14

მეკარეები: მ.ბობღიაშვილი(30), მ.გოგუაძე(24), ი,ხვედელიძე(21)

მცველები: ა.ჩუენსუ(21), თ.ჩიკვილაძე(30), ვ.იობაშვილი(24), ლ.ჩაგელიშვილი(26), ნ.გაჩეჩილაძე(20), გ.ჭეიშვილი(19), ბ.წერეთელი(20)

ნახევარმცველები: ა.კოშკაძე(31), კ.შალამბერიძე(28), ვ.დარჩიძე(31), მ.ტორონჯაძე(28), ნ.ჯიშკარიანი(23), ტ.კუკულაძე(30), ე.კილაძე(30), ა.შენგელია(24), ს.ფიცხალაიშვილი(22), ვ.ჯოჯუა(32), ლ.ინგოროყვა

ფორვარდები: ვ.ისიანი(22), თ.შარაშენიძე(21), გ.ჯოხაძე(23), ს.ბახია(20), გ.მახარაძე(17)


"გურია" 2013/14 პრემიერ ლიგაში

1 ტური, მცხეთა პარკი
ვით ჯორჯია(თბილისი) - გურია 3-0
1-0 ლობჟანიძე 15, 2-0 ჯანელიძე 52, 3-0 ლობჟანიძე 71

2 ტური, ფოთი, ფაზისი
გურია - მარტვილის მერანი 1-0
1-0 ვილი ისიანი 42

”გურია”: ბობღიაშვილი, არნაუ ჩასემი, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კილაძე, კუკულაძე (გაჩეჩილაძე 58), კოშკაძე, შარაშენიძე, ისიანი (შენგელია)

3 ტური, თბილისი მიხეილ მესხი
ბოლნისის სიონი - გურია 2-0
1-0 უგულავა 45, 2-0 კახელიშვილი 64

გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, კილაძე, დარჩიძე (გაჩეჩილაძე, 63), კუკულაძე (კ) (შალამბერიძე, 46), კოშკაძე, შარაშენიძე, ტორონჯაძე (შენგელია, 68)


სატურნირო ცხრილი 3 ტურის შემდეგ


1 ჩიხურა 3 2 0 1 7:4 6
2 სიონი 3 2 0 1 5:2 6
3 მარტვილი 3 2 0 1 4:2 6
4 რუსთავი 3 1 2 0 4:3 5
5 ტორპედო 2 1 1 0 4:3 4
6 ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 3:2 4
7 დინამო 2 1 1 0 3:2 4
8 გორი 2 1 1 0 3:2 4
9 გურია 3 1 0 2 1:5 3
10 ზესტაფონი 3 0 1 2 3:5 1
11 ზუგდიდი 3 0 1 2 1:5 1
12 ცხინვალი 2 0 0 2 1:4 0

შემდეგი ტური, ფოთი ფაზისი, 1 სექტემბერი

გურია - დინამო თბილისი
dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 21:36  #37809209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
გურიამ ლოგო ოფიციალურად შეცვალა? ბოლო თამაშზე რაც ეცვათ ყვითელ ფორმაზე ირემია გამოსახული, შენ რაც გაქვს ავატარად დაყენებული

This post has been edited by dudgu on 30 Aug 2013, 22:27
dundee
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7504
წევრი No.: 55001
რეგისტრ.: 5-March 08

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 21:40  #37809264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
QUOTE
შემდეგი ტური, ფოთი ფაზისი, 1 სექტემბერი

გურია - დინამო თბილისი

თუ ქობულეთში, 2 სექტემბერს?


--------------------
Hattrick IV.47 FC Dinamo tbilisi fan club

ტიტულები : IV.23 (12სეზ)
IV.32 (23 სეზ)
V.73 (30 სეზ)
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8705
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2013, 23:38  #37810950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dudgu @ 30 Aug 2013, 21:36 )
guriaaa
გურიამ ლოგო ოფიციალურად შეცვალა? ბოლო თამაშზე რაც ეცვათ ყვითელ ფორმაზე ირემია გამოსახული, შენ რაც გაქვს ავატარად დაყენებული


ხო ყვითლები აცვიათ...არჩვია ეგ..გურიის სამთავროს გერბიდან აუღიათ მაგათაც smile.gif

გამოყოფას აპირებს გამგებელი ურუშაძე? gigi.gif
* * *
QUOTE (dundee @ 30 Aug 2013, 21:40 )

გურია - დინამო თბილისი[/QUOTE]
თუ ქობულეთში, 2 სექტემბერს?

კი, ეგრე ყოფილა

აუ, რა ცუდი სტატისტიკა გვაქვს დინამოსთან sad.gif

user posted image

guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8705
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 17:04  #37846079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გურია პირველი ტაიმის მერე 1-0 უგებს თბილისის დინამოს, გოლი ვილი ისიანმა გაიტანა smile.gif

გურია: მინდია ბობღიაშვილი, რევაზ კუკულაძე, არნო ჩუენსუ, კობა შალამბერიძე, ვალერი იობაშვილი , თენგიზ ჩიკვილაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ვლადიმერ ჯოჯუა
ერეკლე კილაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ვილი ისიანი
სათადარიგო შემადგენლობა
მიხეილ გოგუაძე, გიგა ჭეიშვილი, ვიტალი დარჩიძე, ალექსანდრე შენგელია, ლევან ჩაგელიშვილი, მამუკა ტორონჯაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე

ტექსტური ლაივი აქ
http://www.fcdinamo.ge/ge/matches/cup?158


74 წუთი
გურია - დინამო თბილისი 2-0

ალექსანდრე შენგელია! gigi.gif





This post has been edited by guriaaa on 2 Sep 2013, 17:35
Giusha30
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1375
წევრი No.: 105442
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 17:34  #37846608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2-0 მალადზეც გურულებო ........................... up.gif
22_
superdupermemberi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5343
წევრი No.: 113984
რეგისტრ.: 16-April 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 17:53  #37846901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვახ გენაცვალეთ, გამიხარდა ძალიან love.gif


--------------------
###ზე მკიდია რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7566
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 18:01  #37847014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ გურულებო მოგებას !!!\\\

















smile.gif))))


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4907
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 18:03  #37847046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გურიას გულშემატკივრებს ვულოცავ გამარჯვებას!

როგორც ტროფიმენეჯრში იწერება ხოლმე - დღეს ბევრი ლუდი დაილევა ლანჩხუთში wink.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8705
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 18:15  #37847241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
21 წლიანი პაუზის შემდეგ ლანჩხუთის გურიამ თბილისის დინამო დაამარცხა smile.gif

გურია - დინამო 2-1(1-0)
1-0 ისიანი 45, 2-0 შენგელია 74, 2-1 მერებაშვილი 85
ქობულეთი, ჩელე არენა, 2 სექტემბერი

გურია: ბობღიაშვილი, კუკულაძე(შენგელია 52), ჩუენსუ, შალამბერიძე, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა(ჭეიშვილი 85), კილაძე(დარჩიძე 67), კოშკაძე, ისიანი

მალადცი არლი !:)


"გურიამ" ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატჩი თბილისის "დინამოს" 1992 წლის 14 მაისს ლანჩხუთში 2-1 მოუგო, ეს დღემდე ლანჩხუთელების ერთადერთი გამარჯვება იყო დინამოზე

მაშინ გოლები მერაბ თევზაძემ და გიორგი ნემსაძემ გაიტანეს, დინამოდან კი ჯამარაულმა

გურიას მაშინდელი შემადგენლობა: ვენჯელაშვილი, დანელია, ნემსაძე, გუჯაბიძე, ჩხაიძე, ბარათაშვილი, აფციაური, კორღალიძე, თევზაძე, მიქაბერიძე, ფრიდონაშვილი,
შეცლაზე შემოვიდნენ: გოგიჩაიშვილი, კვინტრაძე, ქურიძე


ბრავო გურიააააააააა!

This post has been edited by guriaaa on 2 Sep 2013, 18:19
Westbrook
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8261
წევრი No.: 133596
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 18:17  #37847272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ბრავო გურიააააააააა!


საღოლ ბიჭებო smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0278 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]