Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > APE+CUE


Posted by: QINDZADZA 3 Apr 2008, 15:57
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ როგორ უნდა გავხსნა ape+cue flac და ამდაგვარი ფაილები? sad.gif

Posted by: Contralto 3 Apr 2008, 16:04
QINDZADZA
QUOTE
როგორ უნდა გავხსნა

მე Media Player Classic-ით ვხსნი, ისე, ეგ ფაილები დისკზე ჩაწერისთვისაა გამიზნული და რაღაც სპეციალური პროგრამა ჭირდება, რომ მოხერხდეს ცაწერა.

Posted by: QINDZADZA 3 Apr 2008, 16:08
QUOTE
მე Media Player Classic-ით ვხსნი,

რომელი ვერსიით?ჩემით ვერ ვხსნი sad.gif

Posted by: Contralto 3 Apr 2008, 16:17
QINDZADZA
QUOTE
რომელი ვერსიით?

რა მახსოვს... ვნახავ სახლში. უბრალოდ Classic-ი ვიცოდი მე.

Posted by: Roverandom 3 Apr 2008, 16:20
QINDZADZA

აპე დააყენე ჯერ

http://www.monkeysaudio.com/

და მაგის დაყენებისას შეგეკითხება ვინამპის პლაგინის დაყენებას. მაგის მერე შესძლებ აპეს ვინამპით მოსმენას

ფლაკის მოსასმენად - http://www.foobar2000.org

თუმცა, ბოლო ვინამპს ფლაკის მოსმენის ფუნქცია აქვს.

Posted by: QINDZADZA 3 Apr 2008, 16:22
QUOTE
Roverandom

გმადლობ მოვსინჯავ

Posted by: მამა_ლოზა 19 Nov 2008, 00:40
ორი ფაილი - FLAC და CUE. პირველს მედია პლეიერიც ხსნის, მაგრამ ვაი ეგეთ გახსნას. მაიმუნი ვერც ერთს ხედავს, ვერც მეორეს. რითი გადავაკონვერტო???

Posted by: LV-426 19 Nov 2008, 00:47
QUOTE
CUE


ეს არის სიდიზე ჩასაწერად. მანდ ტრეკების თადარიგია დაპროგრამებული. მე Easy CD-DA Extractor-ს ვიყენებ, CUE ფაილებისთვის. ხოშიანად წერს დისკებს.

ისე მაგავე, CUE-ფაილით იგივე, Easy CD-DA Extractor-ის საშუალებით სხვა მრავალ ფორმატში შეგიძლიათ გადაიყვანოთ.

და Lossless ფორმატების (FLAC, APE, WV, WMA) დასკრავად საჭიროა K-lite კოდაკ პაკეტი და მედია პლეიერი. ნუ მე მედია პლეიერს ვიყენებ. ისე სხვა პლეიერებიც უკრავენ.

Posted by: Charles IX 19 Nov 2008, 15:03
ისე, მაინც ვერ გავიგე CUE ფაილით როგორ ჩავწერო დისკი. როგორც წესი, ნერო ერორს მიგდებს. ამიტომ იძულებული ვხდები APE გადავიყვანო WAV-ში მაიმუნით, მერე საუნდ ფორჯით დავყო ფაილი ტრეკებად და ისე ჩავწერო EAC-ით...
დისკი ნამდვილად არ გამოდის უხარისხო... boli.gif

ხო, ისე კარგი იქნებოდა ერთი თემა რომ გაგვეხსნა და აგვეპინა. რომელშიც დაწვრილებით იქნება ახსნილი ორიგინალური CD-ს ზუსტი ასლის გაკეთების ტექნიკური მომენტები...

Posted by: მამა_ლოზა 19 Nov 2008, 16:06
კაი აზრია.
და ეგეთი ფაილების ანსამბლის ტრეკებად აღდგენის პრცედურაც.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 19 Nov 2008, 16:48
მე გომ დამკვრელით ვხსნი... მშვენივრად გახსნის თქვენთანაც თუ კოდეკს დააყენებთ.

Posted by: WAGNERITE 19 Nov 2008, 19:54
Charles IX
QUOTE
საუნდ ფორჯით დავყო ფაილი ტრეკებად

help.gif help.gif help.gif

ნერო APE ფაილებს პირდაპირ არ წერს. საჭიროა APE პლაგინი, რომლის მეშვეობითაც ნეროს APE ფაილი თან WAV ფორმატში გადაჰყავს და თან დისკზე წერს.

პლაგინის შოვნა პრობლემა არ არის, მაგრამ ამ საქმეს მე ეჭვის თვალით ვუყურებ. როცა პროგრამა ორ ოპერაციას ერთდროულად ახორციელებს, შეცდომის ალბათობა იზრდება.

ამიტომ APE ჯერ ყოველთვის WAV-ში გადამყავს (Monkey's Audio-ს მეშვეობით) და მერე ვწერ ხოლმე დისკზე.

ისე, თუ EAC-ით წერ, ნერო რაღა შუაშია?

* * * * *

Monkey's Audio-ს რეკომენდებული Options

user posted image

user posted image

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ape ფაილების გადაყვანა wav ფორმატში:

1. Mode -> Decompress
2. Add Files
3. Decompress

* * * * *

FLAC-ის გადაყვანა WAV ფორმატში

დააინსტალირეთ პროგრამა FLAC frontend: http://www.link.ge/file/148699/flac113b.rar.html

FLAC frontend-ის რეკომენდებული Options

user posted image

flac ფაილების გადაყვანა wav ფორმატში:

1. Add Files
2. Decode

Posted by: მამა_ლოზა 19 Nov 2008, 20:35
მოკლედ, თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, რა.

როგორც ვთქვი, ორი ფაილი მაქვს - FLAC და CUE.

მაიმუნი ვერც ერთ ფაილს ვერ ხედავს და ძაან მიკვირს, მე მგონი CUE-ს უნდა ხედავდეს.
FLAC ფაილს გაჭირვებით სხნის შუშაბანდის მედია პლეიერი.
flac-1-2-1b აი ეს პროგრამა FLAC-ს კი ხედავს და დეკოდირებასაც იწყებს, მაგრამ მერე მეუბნება, რომ ერორს გადავაწყდიო და წყვეტს.

რაც შეეხება ნეროს და ეჰედის ოჯახს, ვერც ერთი ვირტუალი ვერ მშველის - ალკოჰოლი ვერც ერთს ვერ ხედავს, ხოლო დემონი რატომღაც CUE-ზე მეუბნება, ინვალიდ WAVE ფაილიაო (???)...
QUOTE
Easy CD-DA Extractor-ის საშუალებით სხვა მრავალ ფორმატში შეგიძლიათ გადაიყვანოთ.

ეს პროგრამა საერთოდ არ ვიცი, რა არი. თუ გაქვსთ ვისმეს და არ გეზარებათ, იქნებ მომაწოდოთ შუალედურ სერვერზე ატვირთვის გზით?

მიშველეთ, ხალხო, რა...

Posted by: WAGNERITE 19 Nov 2008, 20:51
მამა_ლოზა

უიმედო სურათს ხატავ. gigi.gif

თუ ფაილი დაზიანებული არ არის და FLAC frontend-იც გამართულად მუშაობს (იხ. ზემოთ), გამორიცხულია დეკოდირება ვერ მოახდინოს.

თუ დაზიანებულია, ვერცერთი პროგრამა ვერ უშველის.

Posted by: Charles IX 19 Nov 2008, 23:32
WAGNERITE
QUOTE
ისე, თუ EAC-ით წერ, ნერო რაღა შუაშია?

CUE-ზე მიგდებს ხოლმე ერორს ნერო.
ისე APE მეც WAV-ში გადამყავს მაიმუნით და მერე ვწერ EAC-ით უკვე დაყოფილს.
ისე, ერთი პლუსი აქვს ამ დაყოფას - 10 წამიანი პაუზები აღარ არის ტრეკებს შორის... boli.gif
და EAC-ში CUE იხსნება? არც კი მიცდია...
QUOTE
Monkey's Audio-ს რეკომენდებული Options

ზუსტად ეგრე მაქვს დაყენებული...
* * *
რა მაინტერესებს - მაქვს APE+CUE ფაილები, ვთქვათ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია.
APE გადავიყვანე WAV-ში - მივიღე 1 დიდი ფაილი, რომელიც არაა ტრეკებად დაყოფილი.
რა უნდა გავაკეთო, რომ საუნდ ფორჯში დაუმუშავებლად მივიღო CD, რომელზეც იქნება 5 ტრეკი?

Posted by: მამა_ლოზა 20 Nov 2008, 01:29
WAGNERITE
არა, მთლად უიმედოსაც არ ვხატავ და აი რატომ:
QUOTE
flac-1-2-1b

ამ პროგრამით რო ვაკეთებდი, სადღაც შუამდე მიდიოდა და მერე ერორი იყო და წყვეტდა.
QUOTE
Easy CD-DA Extractor

ამ პროგრამითაც ზუსტად იგივეა - 3 ფაილი გააკეთა, ანუ მეოცე კონცერტი მთლიანად. ოცდამეერთეზე (მეოთხე ტრეკი თუ ფაილი) რო მივიდა - ერორიაო და გააჩერა.
მაგრამ:
შუშაბანდის მედია პლეიერი წინ მიდის და იმასაც უკრავს (ანუ ოცდამეერთეს), რაზეც ეს პროგრამები ერორს წერენ, ანუ მუსიკა დაუზიანებელი დევს შიგნით და რა ვქნა, როგორ გამოვიტანო ???

Posted by: WAGNERITE 20 Nov 2008, 19:43
Charles IX

CUE ფაილი გახსენი რომელიმე ტექსტური პროგრამით. მაგალითად:

მაუსის მარჯვენა ღილაკით Open With -> Notepad

თუ ასეთი ტექსტი გამოჩნდა:

FILE "CDImage.ape" WAVE
TRACK 01 AUDIO
INDEX 01 00:00:00 და ა.შ.

სიტყვა ape შეცვალე wav-ით. მიიღებ ამას:

FILE "CDImage.wav" WAVE
TRACK 01 AUDIO
INDEX 01 00:00:00 და ა.შ.

დაიმახსოვრე ეს ფაილი (File -> Save) და დახურე.

შეცვლილ CUE ფაილს მაუსის მარცხენა ღილაკით ორჯერ რომ დაარტყამ, ნერო ავტომატურად უნდა გაიხსნას და CDImage.wav ფაილიც თავად უნდა მონახოს.

თუ WAV ფაილს CDImage.wav-ის მაგივრად სხვა რამე ჰქვია (ვთქვათ Beethoven.wav), მაშინ CUE ფაილშიც შესაბამისი სახელი უნდა ეწეროს.

მამა_ლოზა

ეტყობა, FLAC-ად კოდირებისას შეცდომა მოხდა და ეხლა დეკოდირებას ვეღარ ახდენს.

ორიგინალის ერთი ბიტიც რომ იყოს შეცვლილი, აღარ გაგიშვებს. არადა ზოგჯერ ამ შეცდომას ყური ვერც კი აღიქვამს.

აბა სცადე და მონიშნე Dec. through errors (რომელიც სურათზე მონიშნული არ არის და წესით არც უნდა იყოს).

user posted image

შენი პროგრამა შეცდომას რომ გადააწყდება, დეკოდირებას მაინც არ შეწყვეტს და FLAC ფაილს WAV ფორმატში მთლიანად გადაიყვანს.

მართალია ეგ შეცდომა ისევ დარჩება, მაგრამ თუ შესამჩნევი არ არის, მოსმენისას ხელს არ შეგიშლის.

Posted by: Charles IX 20 Nov 2008, 21:11
WAGNERITE
დიდი მადლობა.
ყველაფერი მშვენივრად გამოვიდა.

Posted by: WAGNERITE 20 Nov 2008, 21:45
Charles IX

EAC-საც შეუძლია APE+CUE-ს ჩაწერა:

1. Tools -> Write CD-R
2. File -> Load CUE Sheet
3. CD-R -> Write CD

ყველა CD-RW დრაივი ჩაწერისას (ისევე, როგორც წაკითხვისას) ციფრული ინფორმაციის პატარა წანაცვლებას ახდენს (ე.წ. read offset და write offset).

ამ ოფსეტის კორექცია მარტო EAC-ს შეუძლია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება. ჯერ შენი დრაივის ინდივიდუალური ოფსეტი უნდა განსაზღვრო და შემდეგ Drive Options-ში უნდა შეიყვანო.

ურთულესი საქმეა. სამაგიეროდ, ორიგინალური CD-ს აბსოლუტურად ზუსტ ასლს მარტო EAC-ი იძლევა.

თუ ოფსეტის კორექციას არ მოახდენ (ე.ი. write offset = 0), მაშინ EAC-ით ჩაწერილი დისკი ნეროთი ჩაწერილისაგან არ განსხვავდება.


Posted by: მამა_ლოზა 20 Nov 2008, 22:16
WAGNERITE
როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან მადლობელი ვარ შენი.
არ ვიცი, ასეთი რა ჯანაბის ერორი იყო, მაგრამ შენმა რჩევამ უშველა და ყურითაც ვერაფერს ვარჩევ - სუფთად მიდის მუზონი.
ქრისტიანულ ფორმატში გადავიყვანე, ავტვირთე და ლინკიც დევს კატალოგში.
მოკლედ, დიდი მადლობა ამჯერადაც და არა უკანასკნელად smile.gif wink.gif

Posted by: Charles IX 20 Nov 2008, 23:26
WAGNERITE
QUOTE
EAC-საც შეუძლია APE+CUE-ს ჩაწერა:

1. Tools -> Write CD-R
2. File -> Load CUE Sheet
3. CD-R -> Write CD

პირდაპირ მივეცი CUE ფაილს open with EAC ავტომატურად გაუშვა ფაილი ჩაწერაზე...
QUOTE
ამ ოფსეტის კორექცია მარტო EAC-ს შეუძლია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება. ჯერ შენი დრაივის ინდივიდუალური ოფსეტი უნდა განსაზღვრო და შემდეგ Drive Options-ში უნდა შეიყვანო.

და როგორ ხდება ეს?

Posted by: WAGNERITE 20 Nov 2008, 23:48
Charles IX

http://users.fulladsl.be/spb2267/offsets/offsets.htm

CD-ს ზუსტი ასლის მისაღებად მარტო write offset correction არ არის საკმარისი.

WAV ფაილი ორიგინალური დისკიდან სწორი read offset correction-ით უნდა იყოს გადმოწერილი.

ინფორმაციას read offset correction-ის შესახებ LOG ფაილები შეიცავენ.

ამიტომ APE + CUE + LOG (პოტენციურად) ზუსტი ასლის გარანტიას წარმოადგენს.

და, რაც მთავარია, CD მაღალ სიჩქარეზე არ უნდა ჩაწერო.

Posted by: Charles IX 20 Nov 2008, 23:53
WAGNERITE
გაიხარე.
QUOTE
რაც მთავარია, CD მაღალ სიჩქარეზე არ უნდა ჩაწერო

ნუ ეს ცხადია - მინიმალური სიჩქარით ვწერ ხოლმე...

Posted by: Charles IX 12 Jan 2009, 12:42
აქაა EAC-ის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე...

http://eac.h12.ru/


ხო, თემა ვფიქრობ ასაპინია - პოსტებს ახლა არც ვშლი და არც ვაედიტებ.
ამის შემდეგ ყველა ოფი წაიშლება, ავტორი მიიღებს 20%-ს

Posted by: didi bege 12 Jan 2009, 12:52
ისე რა დისკებზე (კონკრეტულად რა ბალვანკებზე) წერთ

მე ვფიქრობ ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, კარგი კოპიოს გაკეთებისთვის

მე მაგალითად ვერბატიმის პასტელ სერიას ვხმარობ, ორი 50 ცალიანი შპინდელი ჩამოვიტანე უკრაინიდან, ტაიო იუდენის ქარხანაში გაკეთებული (მეიდ ინ ჯაპან),


EAC დიდი პლიუსი ის არის კიდევ, რო მცირედ დაზიანებული დისკებიდან ყველაზე კარგად აკეთებს კოპირებას, მე მგონი იმ ადგილებზე სადაც დაზიანებებია, იქამდე ურტყამს ლაზერს სანამ არ ამოიკითხავს smile.gif


Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Jan 2009, 18:16
თუ სწორად გავიგე აქ საუბარი იყო კომპიუტერიდან დისკის ჩაწერაზე ხო? და ის როგორ ვქნა რომ .APE ფაილი დავშალო კომპიუტერშივე?

Posted by: Charles IX 12 Jan 2009, 19:34
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
ის როგორ ვქნა რომ .APE ფაილი დავშალო კომპიუტერშივე?

მე მაიმუნით (MAC) გადამყავს WAV-ში და მერე საუნდ ფორჯით ვყოფ...

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Jan 2009, 21:06
ახლა ვჩალიჩობდი და თურმე .CUE-ში Notepad - ით რაღაც შემიცვლია და მაგიტომ ვერ ვყოფდი. ახლა გავაკეთე.

QUOTE
მე მაიმუნით (MAC) გადამყავს WAV-ში და მერე საუნდ ფორჯით ვყოფ...



ამდენი წვალებ რად გინდა. მე ამით ვაკეთებ Easy CD-DA Extractor ბევრად უფრო მარტივია. თავისი აუდიო კონვერტერი აქვს, ჩააგდებ cue ს და ეგაა

ლინკი:

http://www.link.ge/file/195130/Easy-CD-DA-Extractor-12-0-0-Build-1---Final-MULTI--crack-.rar.html


Posted by: WAGNERITE 13 Jan 2009, 00:37
watch_out_someone_is_in_the_room
Charles IX
და რატომ უნდა დავჭრათ ორიგინალური ფაილი?

didi bege
რა თქმა უნდა, დისკი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც კარგია - მით უკეთესი. იაფფასიან დისკებს ერიდეთ.

ყველაზე მთავარი: მხოლოდ ჩაწერილი CD დისკის იმედად ნუ იქნებით.

WAV ფაილისაგან დამზადებული მუსიკალური CD დისკი და იმავე WAV ფაილისაგან დამზადებული ე.წ. data დისკი ერთი და იგივე არ არის.

მუსიკალური დისკზე WAV ფაილი იწერება CDA (CD Audio) ფორმატში, რომლის გაშიფვრაც მარტო EAC-სა და სხვა მსგავს პროგრამებს შეუძლიათ.

გადაწერილი (არა ორიგინალური) დისკი ტემპერატურისა და ტენიანობის ზემოქმედების შედეგად თანდათან ფუჭდება და თქვენმა პლეიერმა გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება ვეღარ დაუკრას. EAC-ს გადაწერილი დისკის გაშიფვრა ისედაც უჭირს, ამიტომ მისი აღდგენა უკვე შეუძლებელი ხდება.

მუსიკალური CD დისკის დამზადების შემდეგ WAV ფაილი არ წაშალოთ! დააარქივეთ APE ან FLAC ფორმატში და CUE+LOG-თან ერთად data ფაილის სახით შეინახეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მუსიკალური დისკი იმდენჯერ ჩაწეროთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.

აი ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი: http://freeagent.seagate.com/en-us/hard-drive/desktop-hard-drive/Free-Agent.html

როგორ გავიგოთ, წლების მანძილზე ჩვენი data ფაილი უცვლელი სახით შეინახა თუ არა? ამისათვის არსებობს ე.წ. CRC (cyclic redundancy check): http://en.wikipedia.org/wiki/Cyclic_redundancy_check

ეხლა, მთელი ამ მათემატიკის ცოდნა საჭირო არ არის, თუმცა თავისთავად საინტერესოა. არსებობს მარტივი პროგრამები, რომლებიც CRC-ს საზღვრავენ და შედეგებს sfv ფაილის სახით იმახსოვრებენ. ეს პატარა sfv ფაილი ყოველთვის ძირითად ფაილ(ებ)თან ერთად შეინახეთ. მაგალითისათვის, თუ ამ ფაილებს დისკზე გადაიტანთ, sfv ფაილი წინასწარ შექმენით და ძირითად ფაილებთან ერთად ჩაწერეთ. ამის შემდეგ ფაილები ასჯერაც რომ გადაწერ-გადმოწეროთ, CRC შემოწმებას თუ გაუძლო, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი კვლავ ორიგინალის ზუსტ ასლს წარმოადგენენ.

მე აი ამ პროგრამას ვხმარობ: http://rapidcrc.sourceforge.net და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ვინმეს დააინტერესებს, მერე ერთი-ორ სიტყვას მაგაზეც ვიტყვი. თუ არა და, რამდენიმე წუთში თავადაც გაერკვევით.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 13 Jan 2009, 15:52
QUOTE
და რატომ უნდა დავჭრათ ორიგინალური ფაილი?



ხშირად არის რომ ბევრ ფაილს შეიცავს ეს ape და მე კიდე გადახვევა რო მინდა ბუკლეზე ვკითხულობ ტრეკის ხანგრძლივობას და ვეჩალიჩები რო გადავახვიო და ვწვალობ ხოლმე cry.gif

და ape ს რო ვშლით რამე ხარისხი იკარგება? ან რამე იაღლიში შეილება მოხდეს?

Posted by: gabarzgaleba 16 Jan 2009, 22:53
Charles IX
QUOTE
APE გადავიყვანე WAV-ში - მივიღე 1 დიდი ფაილი, რომელიც არაა ტრეკებად დაყოფილი.
რა უნდა გავაკეთო, რომ საუნდ ფორჯში დაუმუშავებლად მივიღო CD, რომელზეც იქნება 5 ტრეკი?


აი აგაშენა რა ღმერთმა, რა ზუსტად ჩამოაყალიბე ჩემი სათქმელი. დამტანჯა სხვადასხვა სპლიტერებით ამ დიდი ფაილების დაჭრამ. კაი ხანია თავი დავანებე. არადა გამოსავალი რო გამოჩნდეს, ძალიან ბევრი მაგარი რამე მაქვს დასაჭრელ-დასამუშავებელი.
* * *
WAGNERITE
QUOTE
და რატომ უნდა დავჭრათ ორიგინალური ფაილი?


მაგალითად იმისთვის, რომ მობილურის ჩიპზე გადავიტანო ნაწილებად და თანაც გაემპესამებული (და წონაში დაკლებული smile.gif) და არა ერთიან მოუქნელ ფაილად. ხელით ჭრას კიდე ბევრი ჩალიჩი უნდა. smile.gif
* * *
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
ამდენი წვალებ რად გინდა. მე ამით ვაკეთებ Easy CD-DA Extractor ბევრად უფრო მარტივია. თავისი აუდიო კონვერტერი აქვს, ჩააგდებ cue ს და ეგაა

ლინკი:

Easy CD-DA Extractor


ხომარა, მარტივად როგორ ჭრი?

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 17 Jan 2009, 15:33
cue ფაილს ჩავაგდებ კონვერტერში, მერე convert files და ეგაა...


http://img118.imageshack.us/my.php?image=dachra1tf1.png

Posted by: Sh0 17 Jan 2009, 15:35
ეს დინამიკები გაქაჩავს Lossless ხარისხს? თუ რამე უფრო გრანდიოზულია საჭირო?

user posted image

Posted by: WAGNERITE 18 Jan 2009, 12:46
Sh0

მარტო დინამიკები რას გიშველის, მაგას ბევრი რამე სჭირდება.

Lossless მოსმენა კომპიუტერზე (ე.წ. streaming audio): http://www.lossless-music.net/index.html

ამ საქმეს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ძვირი სიამოვნებაა.

gabarzgaleba
watch_out_someone_is_in_the_room

მანამდე თავი შეიკავეთ ფაილების დაჩეხვისაგან. gigi.gif

თუ CUE ფაილი გაქვთ, foobar2000 ( http://foobar2000.org ) საშუალებას იძლევა, APE (ან FLAC, MP3 და ნებისმიერი სხვა ფორმატი) დაყოფის გარეშე ცალკეულ ბილიკებად მოვისმინოთ.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 20 Jan 2009, 02:08
WAGNERITE

QUOTE
მანამდე თავი შეიკავეთ ფაილების დაჩეხვისაგან. gigi.gif

თუ CUE ფაილი გაქვთ, foobar2000 ( http://foobar2000.org ) საშუალებას იძლევა, APE (ან FLAC, MP3 და ნებისმიერი სხვა ფორმატი) დაყოფის გარეშე ცალკეულ ბილიკებად მოვისმინოთ. 



ვერაფერი ვერ დავუკარი ამ პროგრამით. ყველაფერზე playback error ია cry.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Jan 2009, 21:15
WAGNERITE
QUOTE
თუ CUE ფაილი გაქვთ, foobar2000 ( http://foobar2000.org ) საშუალებას იძლევა, APE (ან FLAC, MP3 და ნებისმიერი სხვა ფორმატი) დაყოფის გარეშე ცალკეულ ბილიკებად მოვისმინოთ.


ეგ აღმოჩენა დიდი ხნის წინ გავაკეთე, წინამპსაც გამოსდის რაღაცეები, მაგრამ ვაი რომ მობილურში არა მაქვს ეგ ფლეირები smile.gif

watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
cue ფაილს ჩავაგდებ კონვერტერში, მერე convert files და ეგაა...


ეგაა რას ნიშნავს, ჭრის კიდევაც? smile.gif

Posted by: -LesTaT- 23 Jan 2009, 10:26
აუ აქ ყველას გიწერიატ გადაყვანაა waw ფაილში რაღაც პროგიტ, და მეც APE ფილე მაქ ერთი და დაჭრა მინდა მაგის და როგორ ვქნა , ნუ ვთქვათ გადავიყვანე wav ფაილში მერე რითი დავჭრა?

Posted by: Charles IX 23 Jan 2009, 11:08
-LesTaT-
მე საუნდ ფორჯით ვჭრი ხოლმე.
აუდიო ფაილების პროფესიული რედაქტორია...

Posted by: -LesTaT- 23 Jan 2009, 11:43
Charles IX
ანუ ჯერ Monkey's Audio გადავიყვან Wav- ში ? და მერე დავჭრა საუნდ ფორჯით ? ? ლინკს ხომ ვერ დამიგდებ? და მპ3-ში ვერ გადავიყვან მერE?

Posted by: Charles IX 23 Jan 2009, 16:30
-LesTaT-
http://gol.ge/index.php?cat=soft&details=286&order=1.1&filter=4.10.3
აქაა პროგრამა
დაჭრის შემდეგ save-ს რომ მისცემ, იქ შეგიძლია გადაიყვანო მპ3-ში.
ისე, აქ wav-mp3 და პირიქით კონვერტერია:
http://www.link.ge/file/201870/DBPowerAmp-Regged.###.html

ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ape-ს კონვერტირებასაც აკეთებს სპეციალური პლაგინის ჩამოქაჩვის მერე...

Posted by: nikala1 23 Jan 2009, 18:54
ახალი ვინამპიც ხსნის და foobar2000–იც yes.gif

Posted by: ჯიბ 18 Apr 2009, 17:01
http://www.medievаl.it/content/view/28/71/
QUOTE
CUE Splitter is a freeware tool that split a single big audio track, mostly an album or a compilation, into the relative individual audio tracks, using informations contained in the associated "CUE" file. Sometimes you can find a big compressed audio file (for example MP3, APE, FLAC, OGG, WAV, WMA, etc...) equipped with a small "CUE" text file that contain informations about tracks title, artist and length. Usually these couple of files are generated by programs like EAC (Exact Audio Copy), CDRWin, BPM Studio, GoldWave or similar. With CUE Splitter you can split audio track files without burning to CDR or decode/re-encode any audio data! Moreover audio files are automatically named using a user-defined "file mask" string, it's tags are filled with information extracted from "CUE" file and, optionally, an M3U playlist file can be generated (option enabled by default).

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2009, 17:19
Charles IX

ძმურად, საუნდ ფორჯის გარდა რამე მირჩიე თავისით რო ჭრიდეს აპე-ს ტრეკებს. დამტანჯა ამ საუნდ ფორჯმა, პაჩსაც ვაყენებ, და მერე სერიალ ნამბერის დაყენებისას ახურებს, ერორს მიგდებს...

Posted by: WAGNERITE 19 Apr 2009, 18:14
gabarzgaleba

ზუსტად შენი პოსტის ზემოთ მაგ საქმის საუკეთესო პროგრამა დევს. gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2009, 20:57
WAGNERITE
QUOTE
ზუსტად შენი პოსტის ზემოთ მაგ საქმის საუკეთესო პროგრამა დევს. 


აგაშენა ღმერთმა lol.gif მხოლოდ შენი პოსტის მერე შევამჩნიე biggrin.gif გადმოვწერე, დავაყენე და ახლა ვეჩალიჩები smile.gif

ჯიბიკო, მადლობელი, მადლობელი biggrin.gif

Posted by: ჯიბ 20 Apr 2009, 07:34
QUOTE (gabarzgaleba @ 19 Apr 2009, 20:57 )
მადლობელი
მშვიდობაში biggrin.gif
იმედია შეძელი ამუშავება

Posted by: kozmana 20 Apr 2009, 09:00
უბრალოდ k-LITE CODEC ები მიყენია და ხსნის ყველა ფლეიერი...

Posted by: gabarzgaleba 20 Apr 2009, 13:47
ჯიბ
QUOTE
მშვიდობაში
იმედია შეძელი ამუშავება


აბა რა... smile.gif ხო წარმოგიდგენია, რა მაზალოა, როცა გადაჭედილი გაქვს თაროები აპეებით და ქუებით და გაემპესამებულის ჩაყრა რო არ შეგიძლია მობილურში...

Posted by: დათიკო 23 Apr 2009, 01:30
WAGNERITE
შენი დახმარება მჭირდება user.gif
ეხლა ვცადე გამოხსნა შენი მოცემული დისკები, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავიყვანე wav ფორმარში.
მაიმუნიც გადმოვწერე და easy CD-DAც დავაყენე, მაგრამ ვერ გადავიყვანე.
ნუ, ნერო ავტომატურად ერორს აგდებს.
easy CD-DA ში რომ ვაგდებ ფაილს ტრეკებს მიჩვენებს, მაგრამ საკმარისი რომელიმე მოვნიშნო და ვუბრძანო გადაყვანა, პროგრამა ითიშება ავტომატურად.
რას მირჩევ, როგორ მოვიქცე?

Posted by: ERM0NIA 23 Apr 2009, 01:41
დათიკო
აზრზე ვარ რა პრობლემაც იქნება.
მანდ თვითონ CUE ფაილი ნოუტპადით უნდა გახსნა და ჩაასწორო.
ოღონდ აქედან ვერ აგიხსნი რა და სად უნდა ჩაწერო.

Posted by: დათიკო 23 Apr 2009, 01:44
ERM0NIA
QUOTE
აზრზე ვარ რა პრობლემაც იქნება.
მანდ თვითონ CUE ფაილი ნოუტპადით უნდა გახსნა და ჩაასწორო.
ოღონდ აქედან ვერ აგიხსნი რა და სად უნდა ჩაწერო.

ვიცი რასაც იძახი.
რო ჩავაწორო იზი ცდა დააკონვერტირებს ტრეკებს?

* * *
მაიმუნით გადავიყვანე wav ში, მარა ერთიანი ფაილია და ამდენი ტრეკების დაჭრას საკმაო დრო დაჭირდება.
კი არ მეზარება, უბრალოდ თუ არის იოლი გზა, მირჩევნია...
ლაშ, ხვალე რო ამოვიდე მომეხმარები ამ პრობლემის მოგვარებაში?

Posted by: ERM0NIA 23 Apr 2009, 01:48
დათიკო
გააჩნია რა ფორმატითაა ჩაწერილი: FLAC, APE თუ კიდევ სხვა.
შენც ადექი და თუ საშუალებას გაძლევს ჩაწერე რევრაიტერზე როგორც აუდიო CD და მერე დარიპე თუნდაც wav ფაილად. wink.gif

QUOTE
ლაშ, ხვალე რო ამოვიდე მომეხმარები ამ პრობლემის მოგვარებაში?

რაზეა მუსაიფი? smile.gif
წამოიღე ეგ ფაილები და ვნახოთ. yes.gif

Posted by: დათიკო 23 Apr 2009, 01:49
ERM0NIA
QUOTE
გააჩნია რა ფორმატითაა ჩაწერილი: FLAC, APE თუ კიდევ სხვა.

აპე არის.
საქმეც მაგაშია რომ არ იწერება.
აპე დისკ იმიჯია.
ანუ რო აკლიკებ ნეროში ცდილობს გახსნას, მარა მერე ერორს აგდებს.
ამ თემაში იყო უკვე ამაზე საუბარი. წავიკითხე კიდეც, მარა რაღაც ვერ მოვარგე ჩემს შემთხვევას.

* * *
ERM0NIA
QUOTE
რაზეა მუსაიფი? 
წამოიღე ეგ ფაილები და ვნახოთ. 

ხო, რა ეგრე მირჩევნია.
თან ეხლა მაგარი დაღლილი ვარ და ვერ ვაზროვნებ.
თან იმ ვიდეოსაც გადავიწერ, დილაზე რომ წამოგაგდე ნაადრევად biggrin.gif

* * *
ERM0NIA
პ.ს. ჩაი დაადგი biggrin.gif

Posted by: ERM0NIA 23 Apr 2009, 01:54
დათიკო
დედას ვუტირებთ, ჩავწერთ ყველა ვარიანტში.
თუ არადა სხვა მაგარი ხრიკებიც ვიცი. yes.gif
მაგისთანები დამიშლია. biggrin.gif
უბრალოდ აქედან ვერ აგიხსნი, გრძელი ისტორიაა. .)

QUOTE
ჩაი დაადგი

უფფფ ბეჩა! ახალი ჩაები მაქვს, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. yes.gif biggrin.gif

Posted by: დათიკო 23 Apr 2009, 01:57
ERM0NIA
QUOTE
დედას ვუტირებთ, ჩავწერთ ყველა ვარიანტში.
თუ არადა სხვა მაგარი ხრიკებიც ვიცი. 
მაგისთანები დამიშლია.
უბრალოდ აქედან ვერ აგიხსნი, გძელი ისტორიაა. .)

QUOTE
ჩაი დაადგი

უფფფ ბეჩა! ახალი ჩაები მაქვს, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.   

2kiss.gif
საღამოს დაგირეკავ და ამოვალ smile.gif

Posted by: WAGNERITE 23 Apr 2009, 18:51
დათიკო

სადაც წყვილად არის ape და cue ფაილები (მაგ. CDImage01.ape და CDImage01.cue), ორი ოპერაცია დაგჭირდება:

1. ape ფაილი უნდა გადაიყვანო wav-ში http://forum.ge/?showtopic=33837101&view=findpost&p=11576308

CDImage01.ape, CDImage02.ape და ა.შ. ფაილების მაგიერ მიიღებ CDImage01.wav, CDImage02.wav და ა.შ. ფაილებს. ამის შემდეგ ape ფაილები შეგიძლია წაშალო.

2. cue ფაილი უნდა გახსნა რომელიმე ტექსტური პროგრამით http://forum.ge/?showtopic=33837101&view=findpost&p=11589915

და შიგნით FILE სტრიქონი შეასწორო. მაგ სტრიქონზე რაც არ უნდა ეწეროს, წაშლი და

CDImage.cue ფაილში ჩაწერ FILE "CDImage.wav" WAVE
CDImage1.cue ფაილში ჩაწერ FILE "CDImage1.wav" WAVE
CDImage2.cue ფაილში ჩაწერ FILE "CDImage2.wav" WAVE
CDImage01.cue ფაილში ჩაწერ FILE "CDImage01.wav" WAVE
CDImage02.cue ფაილში ჩაწერ FILE "CDImage02.wav" WAVE

და ასე შემდეგ.

ამის შემდეგ cue ფაილს რომ გახსნი ნეროთი, FILE სტრიქონზე მითითებული შესაბამისი wav ფაილი ავტომატურად გამოჰყვება და ჩაწერის დროს ტრეკებად დაიყოფა.

flac ფაილების დროსაც იგივე პროცედურა მეორდება.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 9 May 2009, 12:08
გადავწყვიტე კომპიუტერში გადამეტანა ჩანაწერები რომლებიც დისკზე მაქვს, ( თუმცა მათი რაოდენობა დიდი არაა), ვერაფრით ვერ მოვახერხე EAC ით დარიპული wav ფაილების ape ში თავის მოყრა ისე რომ თან cue ფაილიც ახლდეს... ხომ არ იცით როგორ უნდა მოვახერხო ეს?

Posted by: WAGNERITE 11 May 2009, 20:46
watch_out_someone_is_in_the_room
EAC: Action -> Copy Image and Create CUE Sheet

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 May 2009, 13:47
WAGNERITE


დიდი მადლობა smile.gif

Posted by: დათიკო 15 May 2009, 00:06
WAGNERITE
მე მაინტერესებს შენ რა მეთოდით გადაგყავს ხოლმე დისკები ape cue ფორმატში. დისკების დაარქივება მინდა ისე როგორც შენ აკეტებ.
მასწავლე რა smile.gif

Posted by: LV-426 15 May 2009, 01:15
დათიკო

QUOTE
ანუ რო აკლიკებ ნეროში ცდილობს გახსნას, მარა მერე ერორს აგდებს.


დეივიწყე მაი ამბავი. ნეროში სპეციალური პლაგინი თუ არ გიყენია, ვერ ხედავს მაფ ლუსლეს ფაილებს. მაგ ლაგინის გარეშე ნეროთი ვერ ჩაწერ!

ყველაფრი იდელური და ალბათ ყველაზე მარტივი შველეაა, Easy CD-DA Extractor!

ამ პროგრამის მერე სხვა აღარაფერი მინდა!

Posted by: დათიკო 15 May 2009, 13:56
LV-426
QUOTE
ყველაფრი იდელური და ალბათ ყველაზე მარტივი შველეაა, Easy CD-DA Extractor!

ამ პროგრამის მერე სხვა აღარაფერი მინდა!

მაქვს ეგ პროგრამა smile.gif
ეხლა ვცდილობ დავუმუღამო. გამომივიდა კიდეც ერთ იმიჯ ფაილად გადატანა დისკისა, მაგრამ უასშველოდ დიდია არქივირებისთვის. ნეტა ფლაკი თუ იქნება ზომაში პატარა...

Posted by: LV-426 15 May 2009, 16:34
დათიკო

QUOTE
ეხლა ვცდილობ დავუმუღამო. გამომივიდა კიდეც ერთ იმიჯ ფაილად გადატანა დისკისა, მაგრამ უასშველოდ დიდია არქივირებისთვის. ნეტა ფლაკი თუ იქნება ზომაში პატარა...


ყველა ლუსლეს ფორმატი დაახლოებით ერთ ზომაში კუმშავს. პლუს მინუს 5 ან 10 მეგაბაიტი იქნება განსხვავება. საშუალოდ თუ CD-ზე ალბომის ზომა არის, ვთქვათ 500 მეგაბაიტი, ლუსლეს ფორმატში გექნება 440 ან 450 მეგაბაიტი. ყველაზე მაგრად კუმშავს APE.

მე ყველა ალბომს "WMA Lossless" ფორმატში ვინახავ. DVD-ებზე ვაარქივებ.

Posted by: დათიკო 15 May 2009, 17:14
LV-426
QUOTE
ყველა ლუსლეს ფორმატი დაახლოებით ერთ ზომაში კუმშავს. პლუს მინუს 5 ან 10 მეგაბაიტი იქნება განსხვავება. საშუალოდ თუ CD-ზე ალბომის ზომა არის, ვთქვათ 500 მეგაბაიტი, ლუსლეს ფორმატში გექნება 440 ან 450 მეგაბაიტი. ყველაზე მაგრად კუმშავს APE.

ფლაკის დაარქივება ვცადე და აქ კომპერსიის რამდენიმენაირი არჩევანია. მათ შორის მეხუთეს უწერია დეფოლტი. როგორ ფიქრობ შეკუმშვის დონე იმოქმედებს ხარისხზე?

Posted by: LV-426 15 May 2009, 17:19
დათიკო

QUOTE
ფლაკის დაარქივება ვცადე და აქ კომპერსიის რამდენიმენაირი არჩევანია. მათ შორის მეხუთეს უწერია დეფოლტი. როგორ ფიქრობ შეკუმშვის დონე იმოქმედებს ხარისხზე?


ლუსლეს ფორმატების მთელი სიძლიერე იმაშია, რომ ისინი არისხზე არანაირ გავლენას არ ახდენენ. mp3 ტიპის კომპრესიებტან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ტალრას არ ეხებიან და შესბამისად გაძლევენ ხარისხობრივ, 100%-ით იდენტურ CD-ის კოპიას.

რაც შეეხება ფლაკის და სხვა ფრომატების შეკუმშვის პარამეტრებს. ყოველთვის დააყენე მაქსიმალური შეკუმშვის დონეზე. რათა ალბომი მაქსიმალურად პატარა გამოვიდეს. მაგრამ ხო გეუბნები ყველა ეგ ლუსლეს ფორმატები დაახლოებით ერთ ზომაში კუმშავენ.


Posted by: დათიკო 15 May 2009, 17:20
LV-426
QUOTE
ლუსლეს ფორმატების მთელი სიძლიერე იმაშია, რომ ისინი არისხზე არანაირ გავლენას არ ახდენენ. mp3 ტიპის კომპრესიებტან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ტალრას არ ეხებიან და შესბამისად გაძლევენ ხარისხობრივ, 100%-ით იდენტურ CD-ის კოპიას.

რაც შეეხება ფლაკის და სხვა ფრომატების შეკუმშვის პარამეტრებს. ყოველთვის დააყენე მაქსიმალური შეკუმშვის დონეზე. რათა ალბომი მაქსიმალურად პატარა გამოვიდეს. მაგრამ ხო გეუბნები ყველა ეგ ლუსლეს ფორმატები დაახლოებით ერთ ზომაში კუმშავენ.

ოკ, გაიხარე. მადლობა ინფოსთვის smile.gif

Posted by: WAGNERITE 15 May 2009, 19:09
დათიკო

ერთადერთი პროგრამა, რომელიც ორიგინალური დისკის ზუსტ ასლს გვაძლევს არის EAC. მხოლოდ ეგ არის, რომ თავიდან ძნელი ასათვისებელია.

ტექნიკურად კი არ არის რთული, უამრავი setting-ი (ჩვენებურად ნასტროიკა) აქვს და რომელიმე სწორად თუ არ დააყენე, ასპროცენტიან შედეგს არ მოგცემს.

ყველა სხვა პროგრამა შეგიძლია წაშალო (ეგ Easy CD-DA Extractor ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედოა). თუ დისკი არასწორად არის გადმოწერილი, მერე გინდა უდანაკარგო კომპრესია გამოიყენე და გინდა დანაკარგიანი, ვერაფერს ვეღარ უშველი.

თავად კომპრესიის ხარისხს ორიგინალისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, რაც უფრო დიდია კომპრესია, შეკუმშვასაც და შემდგომ გაფართოებასაც პროგრამა ბევრად მეტ დროს ანდომებს.

Posted by: დათიკო 16 May 2009, 00:53
WAGNERITE
QUOTE
ერთადერთი პროგრამა, რომელიც ორიგინალური დისკის ზუსტ ასლს გვაძლევს არის EAC.

ფასიანია?

Posted by: Charles IX 16 May 2009, 01:45
დათიკო
QUOTE
ფასიანია?

ნწუ

http://www.link.ge/file/248601/eac-0-99pb4.###.html

ესეც სახელმძღვანელო: http://eac.h12.ru/

Posted by: LV-426 16 May 2009, 02:12
WAGNERITE

QUOTE
ყველა სხვა პროგრამა შეგიძლია წაშალო (ეგ Easy CD-DA Extractor ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედოა). თუ დისკი არასწორად არის გადმოწერილი, მერე გინდა უდანაკარგო კომპრესია გამოიყენე და გინდა დანაკარგიანი, ვერაფერს ვეღარ უშველი.


რავი რაც კი გადმომიქაჩია ერთხელაც არ ჰქონია რაიმე ხარვეზი. არცერთხელ არანაირი შეცდომით ჩაწერა ან ფორმატიდან ფორმატში გადაყვანა არ მოსვლია. კარაქივით მუშაობს biggrin.gif

ვინაიდან მე დისკებზე არ ვცერ და ძირითადად დარიპვაში ვიყენებ, მე Easy CD-DA Extractor-ზე მოხერხებული ჯერ არ შემხვედრია.

Posted by: დათიკო 16 May 2009, 03:12
LV-426
QUOTE
რავი რაც კი გადმომიქაჩია ერთხელაც არ ჰქონია რაიმე ხარვეზი. არცერთხელ არანაირი შეცდომით ჩაწერა ან ფორმატიდან ფორმატში გადაყვანა არ მოსვლია. კარაქივით მუშაობს biggrin.gif

ვინაიდან მე დისკებზე არ ვცერ და ძირითადად დარიპვაში ვიყენებ, მე Easy CD-DA Extractor-ზე მოხერხებული ჯერ არ შემხვედრია.

ჩემთანაც ფანტასტიურად მუშაობს.
Charles IX
QUOTE
http://www.link.ge/file/248601/eac-0-99pb4.###.html

ესეც სახელმძღვანელო: http://eac.h12.ru/

მერსი smile.gif

Posted by: Charles IX 16 May 2009, 09:55
LV-426
QUOTE
ვინაიდან მე დისკებზე არ ვცერ და ძირითადად დარიპვაში ვიყენებ, მე Easy CD-DA Extractor-ზე მოხერხებული ჯერ არ შემხვედრია.

ეგ პროგა ნამდვილად კარგად მუშაობს, მაგრამ დისკის 100%-ან ასლს ვერ იძლევა - პატარა "სმეშჩენიე" ყოველთვის აქვს. EAC-ით მისი კორექციაა შესაძლებელი...

Posted by: დათიკო 16 May 2009, 10:54
Charles IX
WAGNERITE
QUOTE
პატარა "სმეშჩენიე" ყოველთვის აქვს. EAC-ით მისი კორექციაა შესაძლებელი...

რაში გამოიხატება ეგ "სმეშჩენიე"? რაიმე მაჩვენებელი აქვს EAC ს და იქ ფიქსირდება?
დავაყენე ეგ პროგრამა, თითქოს ავტომატუტად შვება ყველაფერს და რთული არაფერია...

Posted by: WAGNERITE 16 May 2009, 21:12
დისკზე ჩაწერა სწორედ რომ პრობლემა არ არის, მანდ ყველა პროგრამა ერთნაირია (უმნიშვნელო write offset-ს თუ არ ჩავთვლით).

აი, დისკიდან გადმოწერაა საქმე. ასპროცენტიან ასლში მაგ "სმეშჩენიეს" არ ვგულისხმობ. თუ გინდა, რომ ათიათასობით ბაიტიდან ყველა ერთი ერთზე იყოს, EAC-ის იქით გზა არა გაქვს.

სხვა პროგრამები (Easy CD-DA Extractor-ის ჩათვლით) მაგის გარანტიას ვერ იძლევა. უბრალოდ, თუ არასწორი ბაიტების რაოდენობა გარკვეულ პროცენტს არ აჭარბებს, ყური მაინცადამაინც ვერ აღიქვამს.

Posted by: Contralto 28 May 2009, 18:19
WAGNERITE
დათიკო
Charles IX
მომილოცეთ, მეგობრებო! მე ეს შევძელი! ამწუთას მოვახერხე და სტრავინსკის ერთი დისკი ადამიანურ მიუზიქ სი-დიდ ვაქციე biggrin.gif არ მკითხოთ, როგორ, ყველაფერში მადლიანი EAC დამეხმარა biggrin.gif

Posted by: დათიკო 2 Jun 2009, 14:04
Contralto
QUOTE
მომილოცეთ, მეგობრებო! მე ეს შევძელი! ამწუთას მოვახერხე და სტრავინსკის ერთი დისკი ადამიანურ მიუზიქ სი-დიდ ვაქციე biggrin.gif არ მკითხოთ, როგორ, ყველაფერში მადლიანი EAC დამეხმარა

bis.gif

Posted by: djbachi 2 Jun 2009, 16:19
აი მე როგორ ვაკეთებ და ვწერ.თუ რამე რამეს არ ვაკეთებ სწორად მითხარით.

ape ფაილებს wav ფაილებათ გადავეკეთებ Monkey's Audio საშუალებით.და გამოდის ერთი wav ფაილი.ამ wav ფაილს მერე დავჭრი შეძლებისდაგვარად sony sound forge ით,შემდეგ make audio cd ით ნეროს ვუბრძანებ ჩაიწეროს და იწერს wav ს smile.gifსწორი ვარ?..

კიდე მაინტერესებს, დისკზე ,რომ ზუსტად ჩავწერო მუსიკალური მასალა და ცდომილები არ იყოს რაები უნდა გავითვალისწინო?(ანუ სიჩქარე რამდენი უნდა იყოს)
და რომელი დისკებია უკეთესი audio cd თვის.
წინასწარ მადლობთ smile.gif

Posted by: winamp 23 Mar 2010, 20:29
მე მინდოდა APE+CUE იმიჯის დისკზე ჩაწერა და "Ape2CD"-ით ჩავწერე მუშაობს იდეალურად.

Posted by: Charles IX 24 Mar 2010, 01:24
djbachi
QUOTE
ape ფაილებს wav ფაილებათ გადავეკეთებ Monkey's Audio საშუალებით.და გამოდის ერთი wav ფაილი.ამ wav ფაილს მერე დავჭრი შეძლებისდაგვარად sony sound forge ით,შემდეგ make audio cd ით ნეროს ვუბრძანებ ჩაიწეროს და იწერს wav ს სწორი ვარ?..

cue ფაილი თუ მოჰყვება ape-ს, მაშინ აღარ არის საჭირო დაჭრა. wav-შუ გადაყვანის შემდეგ cue ფაილი გახსენი notepad-ით და იქ ნახე ამ ტიპის სტრიქონი:
QUOTE
FILE "Ludwig van Beethoven - Symphonies No 5 & No 7.wav" WAVE

ნახე, რომ ფაილის გაფართოება აუცილებლად wav იყოს, თუ სხვა არის შეცვალე, მერე შეინახე ფაილი და გამოდი.
დისკის ჩასაწერად უკეთესია EAC-ი გამოიყენო. cue ფაილი გახსენი ამ პროგრამით და ყველაფერს ჩაგიწერს...
http://eac.h12.ru/ აქ შეგიძლია გაერკვე ამ პროგრამაში - ოღონდ რუსულად არის...
თვითონ პროგრამა აქაა:
http://www.exactaudiocopy.de/en/index.php/resources/download/

Posted by: JISHI 30 Mar 2010, 16:58
winamp
QUOTE
მე მინდოდა APE+CUE იმიჯის დისკზე ჩაწერა და "Ape2CD"-ით ჩავწერე მუშაობს იდეალურად.

ამის სრული ვერსია გაქვს?

Posted by: ჯიბ 9 Aug 2010, 18:07
ერთი პატარა ტექნიკური კითხვა გამიჩნდა, vlcთი რო cueდან ვუკრავ გინდ apeს გინდ flacს, ტრეკების დროებს ვერ ითვლის, ყველა ტრეკს მთლიან დროს აწერს და ხომ არ იცით როგორ გამოვასწორო? სხვა ფლეიერზე გადასვლა არ მინდა, ზოგ ფორმატს მარტო vlc მიკრავს

Posted by: WAGNERITE 6 Sep 2010, 21:14
ჯიბ

მასეთი პროგრამა მე მარტო foobar2000 ვიცი.

ძალიან მაგარია. plugin-ებს თუ დააყენებ, ყველა აუდიო ფორმატს უკრავს.

vlc დაივიწყე. gigi.gif ან ვიდეოსთვის გამოიყენე.

Posted by: ჯიბ 7 Sep 2010, 09:29
QUOTE (WAGNERITE @ 6 Sep 2010, 21:14 )
მასეთი პროგრამა მე მარტო foobar2000 ვიცი.

ძალიან მაგარია. plugin-ებს თუ დააყენებ, ყველა აუდიო ფორმატს უკრავს.

vlc დაივიწყე. gigi.gif ან ვიდეოსთვის გამოიყენე.
ზუსტად foobarმა მიმტყუნა DTS 5.1 SBU ფორმატის ჶაჲლი შემხვდა, ფლაგინი დავაყენე მარა ვერ დაუკრა, არადა vlcს არაფერი არ დაჭირდა ეგრევე უბერავს ძალიან კარგი ხარისხით, სხვა რაც ფლეჲერი ვცადე ვერცერთმა ვერაფერი ვერ მოუხერხა

Posted by: weisenhaus 7 Jul 2011, 00:33
MPEG Transport Stream - ეს ვიდეო ფაილი რითიც გავხსენი ყველაფრით გაჭედა, იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი პროგრამა, რომ არ გაჭედოს.

Posted by: ჯიბ 7 Jul 2011, 20:53
QUOTE (weisenhaus @ 7 Jul 2011, 00:33 )
MPEG Transport Stream    -  ეს  ვიდეო ფაილი რითიც გავხსენი ყველაფრით გაჭედა, იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი პროგრამა,  რომ არ გაჭედოს.

http://en.wikipedia.org/wiki/MPEG_transport_stream#Programs_that_open_TS_files

Multiple OS
FFmpeg
MPlayer
VLC media player

Linux
xine
MythTV
GStreamer
OpenCaster
Kdenlive

Windows
Windows Media Player 12

Mac OS X
Roxio Toast (through its Toast Video Player application)

Posted by: weisenhaus 8 Jul 2011, 01:09
ჯიბ
მადლობა დახმარებისთვის! Windows Media Player 12-ს ვცდი smile.gif.

Posted by: HCl 11 Aug 2011, 22:11
ჯიბ
დტს ვუკრავ მშვენივრად ფუბარით

Posted by: ჯიბ 12 Aug 2011, 00:40
QUOTE (HCl @ 11 Aug 2011, 22:11 )
დტს ვუკრავ მშვენივრად ფუბარით
ეხლა ეგ რო ვნახე foobarის და DTS decoderის ახალი ვერსია დავაყენე და მართლა მშვენივრად დაუკრა, ადრინდელი ვერ უკრავდა (1.1.1 მქონდა, ეხლა 1.1.7 დავაყენე - ან შეიძლება decoderის ბრალი იყო, არ ვიცი).

Posted by: ჯიბ 7 Oct 2011, 15:37
ვახ კაცო ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება cue ჶაჲლები რომლებზეც foobarი შეცდომას იძლევა და ვერ უკრავს, არადა გაფართოებები სწორად აქვს გაწერილი.
ყველა INDEX00ებს რო დავაREMებ ან საერთოდ მივაშლი მერე ხსნის ნორმალურად და დროებსაც სწორად უჩვენებს.
ჰოდა ხო არ იცით ვინმემ, რაშია საქმე?

Posted by: HCl 8 Oct 2011, 20:20
ჯიბ
ერთი-ორჯერ მეც შემხვედრია ეგეთი, ცუეტოოლზით ვასწორებ ხოლმე და მიაქვს უპრობლემოდ

Posted by: ჯიბ 8 Oct 2011, 21:14
QUOTE (HCl @ 8 Oct 2011, 20:20 )
ერთი-ორჯერ მეც შემხვედრია ეგეთი, ცუეტოოლზით ვასწორებ ხოლმე და მიაქვს უპრობლემოდ
ვაა მადლობა მაგარი რამე ჩანს.

ჯერ კი ვერ ავამუშავე, რაღაც მაზალო ინტერჶეჲსი აქვს, მარა გავერკვევი, ნიჩივო.

ისე მაინც რატოა ხოლმე ეს უცნაური cuesheetები საიდან იჩითება?

Posted by: HCl 8 Oct 2011, 21:41
ჯიბ
არაფრის რის მადლობა
საკაიფო რამეა
თუ იმიჯის დაჭრა გინდა ეგ საუკეთესოა

Posted by: ცოტნე_91 16 Jul 2019, 22:18
CueTools

https://www.free-codecs.com/download/cuetools.htm


smile.gif

ყველა პრობლემას მოგიხსნით

Posted by: tamuska 12 Apr 2020, 02:01
გამარჯობათ , არ ვიცი სწორ ადგილას თუ ვკითხულობ , სინთეზატორის შეძენას ვაპირებ საწყისი ეტაპისთვის , დიდი თანხის გადახდა არ მინდა გამომდინარე იქედან რომ როილის შეძენას ვგეგმავ მომავალში და ესეთი ტიპის სინთეზატორები რამდენად კარგია ? ძაან ბანძობა ხო არ არის ?

https://m.mymarket.ge/ka/pr/15607885/klaviSiani-instrumentebi/sinTezatori--Casio-CTK-2550

Posted by: snis 13 Apr 2020, 14:48
tamuska

ვაგზლის ბაზრობაზე თუ მოხვდები ბოლო სართულზე აქვთ ელექტრო პიანინოები და სინტეზატორები.

ისე მაგ სინტეზატორს არ გირჩევნია პიანინო იყიდო და შემდეგში უკვე როიალი?
არასრული კლავიატურა აქვს როგორც ჩანს მაგ სინტეზატორს.

* * *
ნუ გააჩნია რისთვის გინდა.
რომელი ფირმის როიალის ყიდვას აპირებ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)