თემა ვერ ვნახე ამ სასტავზე და გავხსენი,თუ რამეა დამვორნეთ
მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსია დარონა, ჯერ კიდევ System Of A Down-იდან რა თქმა უნდა ,
ამდროისთვის ჯგუფს ჰქვია : Daron Malakian and Scars on Broadway ,მანამდე ერქვა უბრალოდ Scars on Broadway .
შეიქმნა 2006 წელს, SOAD-ის დაშლის შემდგომ,
ჯგუფის წარმოშობა: Los Angeles, California, US
მიმდინარეობა:
Alternative metal, hard rock, experimental rock, folk rock
წევრები იყვნენ :
Dominic Cifarelli
John Dolmayan - SOAD -ის ყოფილი დრამერი
Jules Pampena
Franky Perez
Danny Shamoun
Daron Malakian
პირველი ალბომი გამოსცეს 2008 წელს,სახელად Scars On Broadway,
მორიგი ალბომის გამოცემა იგეგმება ამა წლის 20 ივლისს ,მანამდე კი რამოდენიმე დღის წინ გამოსცეს სინგლი ,სახელდ Lives :
როგორც ყოველთვის,აქაც არის გენოციდის თემები, + სომხური ფოლკლორული ცეკვების ელემენტები (შეიძლება ქართულიც, მივამსგავსე რამოდენიმეს)
პირველ ალბომში ძალიან მკვეთრად იგრძნობოდა (ნუ მე ვგრძნობდი) მალაქიანის დეპრესიულ განწყობას და ხელი მქონდა ჩაქნეული,თუმცა ძალიან გამიხარდა ეს კაი ამბავი ,რომ თითქმის მზადაა ახალი ალბომი.