რა სახის პროდუქციის გამოგზავნა შემიძლია USA2GEORGIA-ს მეშვეობით?
Posted by Admin on 22 March 2009 12:25 PM
ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:
სუნამო (იგზავნება გადაფუთვის გარეშე, ორიგინალი საფოსტო ყუთით)
საბურავები
საკვები დანამატები სპორტსმენებისათვის
ვიტამინები და მედიკამენტები 10 კოლოფამდე.
კრემი, პარფუმერული პროდუქცია რომელიც აალებადი არ არის
მცენარეები და მცენარის თესლები * (იხილეთ ფიტოსანიტარული ნორმები)
საკონდიტრო ნაწარმი
აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:
ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...
არბალეტი, ისრები, მშვილდი
"სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება.
ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
ტოქსიკური ნივთიერებები
ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
ჟურნალები და კატალოგები
პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონით და მათი აქსესუარები
აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები და მათი აქსესუარები
ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები
წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები.
პნევმატური იარაღის დატუმბული CO ბალონები და აქსესუარები.
ზოგადად ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი, ნებისმიერი ზომის
ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი
შესაბამისად ოქრო არც დასაშვებში წერია და არც აკრძალულში..
თუმცა უწერიათ, რომ შეუძლიათ თქვენი ნივთი არ ჩამოიტანონ ყოველგვარი მიზეზის გარეშე და პასუხისმგებლობას იხსნიან..
ჩემი აზრით, ჩვეულებრივად ჩამოიტან, უბრალოდ 300 ლარს თუ გადაცდება განბაჟება მოუწევს.. ნივთის 18%
ან თუ 5 ცალს გამოიწერ ერთი და იგივე ნივთს. ასევე მაგალითად თუ 2 ყელსაბამია ოქროსი და 3 ბეჭედი მაინც მოუწევს.. მოკლედ 1 ბეჭედზე მგონი არანაირი პრობლემა არ გექნება.. 300 ლარს თუ გადაცდა 18 % გადაიხდი და ვსიო მგონი
ზუსტად არ ვიცი.. გადაამოწმე მაინც.. დარეკე იუესეი 2 ჯორჯიაში
საინფორმაციო სამსახური
(+995 32)2-42-18-18, (+995 32)2-19-20-80
ეგრევე გეტყვიან ზუსტ და დეტალურ პასუხს
This post has been edited by emmasnow on 19 Sep 2017, 10:45