პირველი ნაწილი -
ანჯელინა ჯოლიმეორე ნაწილი -
ANGELina Jolie / ანჯელინა ჯოლი (Part 2)ანჯელინა ჯოლი ვოიტი - დაბ. 4 ივნისი, 1975 წელი, — ამერიკელი კინომსახიობი. მედიის მიერ ხშირად აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკურ-გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია. მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მოკლედ მისი წარული პირადი ცხოვრება გამოიყურება ასე - პირველი მეუღლე
ჯონი ლი მილერი რომელიც ფილმი
Hackers (1995) - ი გადაღებებზე გაიცნო წყვილი 1997 წელს დაშორდნენ, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონი ესეც ფილმ
Pushing Tin (1999) იდან, წყვილმა 2000 წელს იქორწინეს ლას ვეგაში, მიუხედავად იმისა რომ წყვილი ბედნიერად გრძნობდნენ ერთმანეთთან მათი ურთიერთობა 2002 წელს გაყრით დასრულდა.
2005 წელს ფილმის
Mr. & Mrs. Smith (2005) გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს ანჯელინა და ბრედ პიტი, თავიდან წყვილი არ ასაჯაროებდა ერთად ყოფნას, 2006 წელს ჟურნალ People - ში ანჯელინამ აღიარა რომ ფეხრძიმედ იყო ბრედ პიტისაგან. ახლა წყვილი ოფიციალურად ერთად არიან. მიუხედავად იმია რომ სამოქალაქო ქორწინებაში არ არიან, ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი - რომელიც იშვილა 2002 წელს კამბოჯიდან, პექსი - 2007 წელს ვიეტნამელი ბიჭუნა და ზაჰარა - 2005 წელს გოგონა ადის აბებადან, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შაილო, კნოქსი და ვივიენი.
ურთიერთობა მამასთან - მოგეხსენებათ ანჯელინას მამა ცნობილი მახიობი
Jon Voight მამა შვილს დღემდე არ ააქვთ ურთიერთობა, ისინი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი მან ჩამოიშორა გვარი: ვოიტი.
სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood“ ჯონ ვოიტი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა: "მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია". ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.
ფილმოგრაფია - რაც შეეხება ანჯელინას ფილმებს, ცოტა საკამათო თემაა, მიუხედავად ღვთაებრივი სილამაზისა უმრავლეს ფილმებში ანჯელინა აგრესორ გმირებს თამაშობს, ფილმების ჟანრი უმეტესად მძაფრსიუჟეტიანი. თვითონ როგორც იძახის ერთ ერთ ინტერვიუში "მომწონს ძლიერ ქალის როლის თამაში ფილმებში" ნუ მოსწონს და მოსწონდეს
გატაცება 60 წამში, ლარა კროფტის სერიები, მისი ფილმოგრაფიიდან გამოვარჩევდით
Girl, Interrupted / გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს (1999) ჯოლიმ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ამ ფილმში. მან ითამაშა სოციოპატი ლიზა როუს გმირი. ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტ სუსანა კეისენის ამბავს და წარმოადგენს თავად კეისენის ამავე სახელწოდების მქონე მემუარის ადაპტაციას. ვაინონა რაიდერმა განასახიერა მთავარი პერსონაჟი და ითვლებოდა, რომ ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ფილმი ანჯელინასთვის უფრო წარმატებული გახდა. ჯოლიმ მიიღო ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ანჯელინამ რეჟისორიაშიც მოსინჯა ძალები 2011 წელს გადაიღო სამხედრო დრამა In the Land of Blood and Honey - ფილმს სამწუხაროდ ცუდი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მიერ.
დღესდღეობით იგი ჰოლივუდში ერთ ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია, ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე თანამშრომლობს
UNHCR-სთან.
2013 წლის 14 მაისს გაზეთ NY Time - სში ანჯელინამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით
"ჩემი სამედიცინო არჩევანი / My Medical Choice" - სადაც წერს მსახიობის თქმით, მას დედამისისგან, რომელიც მკერდის კიბოსგან გარდაიცვალა, BRCA1 მუტაციის გენი გამოჰყვა. ასეთი გენი მკერდის კიბოს გაჩენის შესასძლებლობას 87%-მდე ზრდის. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მკერდი მოეკვეთა. ჯოლის თქმით, მან ეს ამბავი იმიტომ გაახმაურა, რომ მოტივაცია მისცეს სხვა ქალებს იგივე გააკეთონ, რათა ფატალური შედეგი აიცილონ თავიდან. მსახიობის თქმით, მისი პარტნიორი ბრედ პიტი მთელი ამ პროცედურის განმვალობაში მის გვერდით იყო და ამის გამო მას მადლობას უხდის.
სტატიის სრული ვერსია ქართულ ენაზე This post has been edited by Andy Warhol on 24 Jan 2016, 15:07