forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ონლაინ სესხები
BLH
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 211497
რეგისტრ.: 16-December 15

გამოგზავნილია: 24 Feb 2017, 14:55  #50006296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამოკითხვის შედეგები-რატომ სარგებლობენ ონლაინ სესხები უპირატესობით ქართველებს შორის?

ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა მიმდინარე წლის თებერვალში ჩაატარა გამოკვლევები, რომელთა მიზანი იყო ქართველების ცნობიერების დონის განსაზღვრა არასაბანკო სესხების მიმართ.

გამოკვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევაც თუ რატომ უჯობთ ქართველებს სწრაფი ონლაინ სესხების აღება, საბანკო სესხების აღებას.
„მომხმარებლის აზრი ყველაზე საგულისხმოა- იგი გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენს ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული მასალების ხარისხი. გამოკითხვის შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ ხალხის შეხედულება პასუხისმგებლობით სესხებაზე და მათი ცოდნა არასაბანკო სესხების შესახებ. ამბობს topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორი ბ-ნი კაზლაუსკა.

გამოკვლევების შედეგები

გამოკითხულთა 65% კმაყოფილია სწრაფი სესხების მომსახურებით, არასაბანკო სივრციდან, ხოლო რესპოდენტთა ნახევარზე მეტი -53% რეკომენდაციას უწევენ ახლობლებს არასაბანკო სესხების თაობაზე.

რესპოდენტების (53%) ფიქრობს რომ სწრაფი სესხების სერვისი არის საჭირო.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადი მიზეზი, რომელიც მომხმარებელს იზიდავს არასაბანკო სესხის ასაღებად არის მათი მიღების სისწრაფე (გამოკითხულთა 29% ასახელებს ამ მიზეზს).

გამოკითხულთა 18% არასაბანკო სესხით იმიტომ სარგებლობს, რომ მათ ბანკმა განუცხადა უარი. ამასთან, გამოკითხულთა 16% ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხის მიღების შესაძლებლობა უფრო დაბალი შემოსავლის ქონის ფონზეც აქვთ.
მომხმარებელთა 15%-ს ურჩევნია ონლაინ სესხი, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების ხელმისაწვდომობას.

როგორ არჩევენ მომხმარებლები სწრაფ ონლაინ სესხებს?

გამოკითხულთა 40%-სთვის გადამწყვეტია პირველი სესხის უპროცენტოდ აღების შესაძლებლობა, 29% მნიშვნელობას ანიჭებს სესხის პროცენტის ოდენობას, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა, 11% ყურადღებას აქცევს სესხის სხვა პირობებს.
გამოკითხვის ერთ-ერთი მიზანი მსესხებლის პასუხისმგებლობის დონის დადგენა იყო. რესპოდენტების 88% დიდი გულმოდგინებით ეკიდება სესხის თანხის უკან დაბრუნების საკითხს.

არასაბანკო სესხების მიზნობრიობა

წინამდებარე გამოკვლევა დაგვეხმარა იმის გაგებაშიც, თუ რა მიზნით იღებენ ძირითადად მომხმარებლები არასაბანკო სესხებს:
მათი 30% ამას ყოველდღიური საჭიროებებისთვის აკეთებს, 13% - დაუგეგმავი ხარჯებისთვის, 10%- სამედიცინო დანახარჯების გამო, 37% - სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური პრობლემების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას ქართველი მოსახლეობისთვის.

topsesxi.com-მა სწრაფი არასაბანკო სესხების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა ამ წლის თებერვალში. გამოკითხვა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, გამოიკითხა 1,073 ქართველი, 18-74 ასაკის ფარგლებში. შედეგების შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს -topsesxi.com.

topsesxi.com არის დამოუკიდებელი ფინანსური მედია პორტალი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის სესხებზე. მეტი
ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ საიტს.



იხილეთ ინფოგრაფიკა
user posted image
ჩამოტვირთვა

This post has been edited by BLH on 24 Feb 2017, 15:11


--------------------
BLH - Business & Legal Hub
www.blh.com.ge
facebook.com/BLHub
Email: info@blh.com.ge
datoo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12147
წევრი No.: 13746
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 4 Mar 2017, 14:59  #50064541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ წეღან მომივიდა საქალაქო სასამართლოდან უწყება

700 გელ ავიღე მანიმენზე და არ ვიხდიდი დიდი ხანი ავიდა 4700 ზე
მოსაჩივრე მხარე ითხოვს 2000 ს როგორც აქ წერია
არსებობს შანსი რომ ამ 2000 კიდე მოაკლოს რამე სასამართლომ და რამდენიმე თვეზე გადამინაწილოს ?

სხვა ვალდებულებებიც მაქ 170$ რესპუბლიკაში და ასევე 250გელ სხვა მიკროს ვუხდი იმან სასამართლოს გარეშე გადამინაწილა ....

რა შემიძლია მოვითხოვო სასამართლოზე ?
LEGEN_wait for it_DARY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6429
წევრი No.: 146392
რეგისტრ.: 8-April 12

გამოგზავნილია: 4 Mar 2017, 15:16  #50064669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datoo

ზოგადად ჯარიმის და პროცენტის შემცირება შეგიძლია მოითხოვო, ცოტა შეიძლება მოაკლონ, გააჩნია გარემოებებს.

მე, რაც დამიწერია მსგავს შემთხვევაში შესაგებელი, ყველგან მოაკლეს 500-600 ლარი დამატებით.
datoo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12147
წევრი No.: 13746
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 4 Mar 2017, 15:19  #50064691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LEGEN_wait for it_DARY
გასაგებია მადლობა

ანუ ჯობია რომ დავწერო შესაგებელი და კეთილი მოსამართლე დამატებით კიდე მოაკლებს მაგ 2000 ს რამეს ?

LEGEN_wait for it_DARY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6429
წევრი No.: 146392
რეგისტრ.: 8-April 12

გამოგზავნილია: 4 Mar 2017, 15:26  #50064741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datoo

შესაგებელი ყველა ვარიანტში უნდა დაწერო, რა იცი რა ხდება.. მოსამართლე მოაკლებს თუ არა მაგას ვერ გეტყვი დაზუსტებით, ეგ არავინ იცის, მაგრამ თუ კარგად დაწერე შესაგებელი და "კაი ტიპის შთაბეჭდილება" დატოვე სასამართლოში, ძალიან დიდი შანსებია მაგის.
monty7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 191173
რეგისტრ.: 12-September 14

გამოგზავნილია: 10 Mar 2017, 14:38  #50110458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, იმის გამო რო ბევრი ონლაინ სესხის კომპანია და განსაკუთრებით კერძო ამომღები დაწესებულებები, სარგებლობენ ადამიანის ნაკლებად სამართალმცოდნეობით და ხშირ შემთხვევაში ცდებიან იმ ჩარჩოს რა ჩარჩოშიც მათი უფლება ვრცელდება, მაინტერესებს რა რეალურ შედეგს უნდა ველოდებოდე ამ სმსის შემდეგ. მაცნეზე _ზე ეს მუხლები დავძებნე მარა ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, ადამიანურ ენაზე თუ შეგიძლიათ მითხრათ.


მიმაგრებული სურათი
17201311_867986266681939_3863146130257552790_n.jpg
alfinio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1388
წევრი No.: 174055
რეგისტრ.: 27-September 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2017, 21:35  #50113522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბრატცი, მანიმენმა მომწერა თუ არ გადაიხდით უსიამოვნო რამ მოყვებაო, მაგალითად საზღვრის გადაკვეთა აგეკრძალებაო და შეუძლიათ?
chele23
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 175
წევრი No.: 96309
რეგისტრ.: 23-July 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2017, 00:52  #50115128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ მანი მენი ხო ვერ მოტეხეს რა, რა სასწაული პირობები აქვთ.. რატომ არ ინტერესდება სამართალდამცავი ორგანოები მაგ კომპანიით
Xashursky
მემბა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2231
წევრი No.: 140279
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 13 Mar 2017, 22:51  #50139521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნეთკრედიტზე არ გაქვთ არავის სესხი ?
ძმაკაცს შეექმნა დღეს პრობლემები, ჯერ ისიც არ ყოფნიდა რო 350 ლარიან სესხზე 85 ლარს იხდიდა 1 თვე გადავადებაში და ახლა გადავადებაც მოუხსნეს, პირდაპირ უნდა დაფაროო.
robin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5298
წევრი No.: 167034
რეგისტრ.: 11-May 13

გამოგზავნილია: 14 Mar 2017, 00:33  #50140371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Xashursky დაფაარავს და დიდი ალბატობით უარს ეტყვიან ახალი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. მასიურად ამოღებაზე გადავიდნენ პრაკტიკულად აღარ გაცემენ სესხებს.
ძველი_თბილისელი
Mтацминда!!!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 365
წევრი No.: 230036
რეგისტრ.: 13-March 17

გამოგზავნილია: 14 Mar 2017, 02:28  #50141055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლენდო დავფარე ვადაზე ადრე და იმ დღესვე არ დამიმტკიცეს სესხი, არსად არ მქონია ვადაგადაცილება, 1 თვეა უარი მომდის facepalm.gif

პირველი სესხი წამებში მომცეს spy.gif
Xashursky
მემბა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2231
წევრი No.: 140279
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 14 Mar 2017, 02:47  #50141121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
robin
რამდენს ამოიღებენ დაინახავენ. ასე მალე ვინ დაფარავს სესხს? აიტკივეს თავი ტყუილად
MackJunior
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 119
წევრი No.: 204765
რეგისტრ.: 7-July 15

გამოგზავნილია: 14 Mar 2017, 11:45  #50142272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (monty7 @ 10 Mar 2017, 14:38 )
გამარჯობა, იმის გამო რო ბევრი ონლაინ სესხის კომპანია და განსაკუთრებით კერძო ამომღები დაწესებულებები, სარგებლობენ ადამიანის ნაკლებად სამართალმცოდნეობით და ხშირ შემთხვევაში ცდებიან იმ ჩარჩოს რა ჩარჩოშიც მათი უფლება ვრცელდება, მაინტერესებს რა რეალურ შედეგს უნდა ველოდებოდე ამ სმსის შემდეგ. მაცნეზე _ზე ეს მუხლები დავძებნე მარა ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, ადამიანურ ენაზე თუ შეგიძლიათ მითხრათ.

სანამ სასამართლო უწყება არ ჩაგბარდება წერონ რამდენიც უნდა ესემესები, დასაშინებლადაა
* * *
QUOTE (chele23 @ 11 Mar 2017, 00:52 )
ეგ მანი მენი ხო ვერ მოტეხეს რა, რა სასწაული პირობები აქვთ.. რატომ არ ინტერესდება სამართალდამცავი ორგანოები მაგ კომპანიით

სამართალ დამცავ ორგანოებში რას გულისხმობთ? როცა საქმე სამოქალაქო დავას ეხება უნდა არსებობდეს დაინტერესებული მხარე საჩივარი მოპასუხე და ასე შემდეგ, რაც შეეხება საერთო რეგულირებას, ბოლო დროს იგეგმებოდა რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დასწესებოდათ ზღვარი წლიური მოგების ერთი სესხისგან ანუ იგივე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი ბანკების მიმართ, ჯერ ჯერობით ეგ რეგულაცია მიკროსაფინანსოებს არ შეჰხებია, და პირობებს რაც შეეხება როგორც ვხედავთ სამოქალაქო სექტორი არის ტავისუფალი ბაზრის სფერო, შესაბამისად რაც უფრო მეტი მიკროსაფინანსო თუ სხვა სახის დაწესებულება იქნება, პირობები წესით უნდა უკეთესდებოდეს რადგან თავისუფალი საბაზრო კონკურენციის თემაა, მაგრამ ქართულ ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს თუ გავითვალისწინებთ + იმ წესს რომელიც ჩამოსაყალიბებელია (ვგულისხმობ ხელშეკრულების პირობების წაკიტხვას) , მაინც იმ ორგანიზაციის მხარეს ვიხრებით რომელსაც მარკეტინგულად უფრო ლამაზად შეფუთულ გაფორმებული აქვს შეთავაზება და მომსახურება.....

რაც შეეხება დავის მექანიზმსს, მარტივი პრინციპი მოქმედებს ვისაც არ უნდა არავინ აძალებს და ვისაც უნდა ნება იბოძოს და ჩახედოს ხელშეკრულებას, იმიტომ რომ მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომლის დროსაც შემუშავების სტადიაზე ორივე მხარე ღებულობს მონაწილეობას, და ტუ ეს ხელშეკრულება სასამართლოს განხილვის საგანი გახდა მაშინ რეგულირება ხდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ანუ 0.2 და 0.5 პროცენტამდე ( გაითვალისწინება სესხის ოდენობა და მიზნობრიობალი დღეების მიხედვით) ხოლო 156 -ე ( დღეს თუ სწორად მახსოვს) წყდება პროცენტების დარიცხვა, ბუნებრივია ამ პირობით კრედიტორი უარესს მდგოამრეობაში ვარდება და ცდილობს მაქსიმალურად თავისი სახსრებით ამოიღოს თანხა იმიტომ რომ გაცილებით დიდ მოგებაზე გადის, ამიტომაც არ იშურებს ტრენინგებს ოფისებს მოწყობილობებს საკუტარი კადრების დატრენინგებაში და დამატებიტ ხარჯებს ხელფასის სახით რომ რაც შეიძლება მეტი მოგეა ნახოს და საქმე არ წავიდეს სასამართლოში ამიტომაც იგონებენ ფრიად რეალისტურ მიდგომებსა თუ დაშინების მექანიზმებს
BeoWulf
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 129935
რეგისტრ.: 11-April 11

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 12:05  #50194447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ თქვენი რჩევა მინდა და თუ არ შეწუხდებით დამეხმარეთ. მიკრო საფინასოსთან მაქვს პირადი ვალი. დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს თუ რამდენი მაქვს ვალი და ყველაფერი მოუყვეს. კანონის თანახმათ მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემის უფლება არ ქონდათ. რა მაინტერესებს რას მირჩევს ახლა როგორ ვიმოქმედო რომ მეორეთ მასეთი რამე აღარ გაიმეორონ ჩემს მიმართ და გინდა სხვის მიმართ. მადლობა წინასწარ.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5130 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]