#60525373 · 4 Jul 2023, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | temotab წაკუზვა არის რუსის ინტერესების გატარება და უვიზოს მიცემა ერთ წლიანი ხანგრძლივობით. არ შემიფუთო ახლა მილიონი მოქალაქის თემით, ეგ ტყუილია. სურვილის შე,თხვევაში სწორად შეიძლებოდა მაგ თემის დარეგულირება, ისე, რომ კარგი ფილტრი ყოფილიყო. სტრატეგიულ ობიექტებს რაც შეეხება, რუსებზე გადაცემა - ეგეც ღალატია, მაგრამ ნაწილი შევერდნაძის დროს გადაეცა, ნაწილსაც საინვესტიციო დავალიანება ჩამოაწერეს.
QUOTE საბოლოოდ ისე მივა საქმე რომ კიდევ უფრო მეტ რამეს დავიბრუნებთ
ეს დამიკონკრეტე ერთი, და არმიაზე გამეცი პასუხი კიდევ...
რუსული კანონის მიღება ერთი რომელი ქართული ინტერესია, ეგეც დამიზუსტე..
და კანდიდატის სტატუსი რატომ არ გვაქვს, და რატომ ვზრდით ვაჭრობას რუსეთთან უფრო, ვიდრე ევროკავშირთან, სადაც ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება?
და კიდევ - ფრენების აღდგენაზე რატომ გავეცით თანხმობა? |
ოო ამდენ კითხვაზე მე როგორ გაგცე პასუხი ვცდი ჩემეულ ახსნას ე.წ. აგენტების კანონის მიღება იმისთვის უნდოდათ რომ რო დაეძაბებოდათ ვითარება ხელისუფლებას ადვილად არ მომხდარიყო უცხოელთა დაფინანსებით აქაური პოლიტიკურ ჯგუფებს და ნჯო-ს სტატუსებს ამოფარებულ პოლიტიკოსების მიერ მათი დამხობა მაგათი წინდაუხედაობა იმაში გამოჩნდა რომ როცა გარდა ევროპარლამენტარებისა, აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებმაც რომ მოუწოდეს არ მიიღოთო მაინც დააპირეს მიღება სამაგიეროდ რომ დაინახეს რომ დაიძაბა ვითარება უკან დაიხიეს ზუსტადაც იმიტომ რომ დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა არ უნდოდათ, თორემ ალტ ინფო და სხვა პრორუსული ხელისუფლება არც დაიხევდა უკან
ეხლა ეგ უვიზო რა წაკუზვაა? მიშამ არ გაუუქმა სავიზო რეჟიმი თავის დროზე? უბრალოდ ის მოხდა რომ ამათ რომ არ გაამკაცრეს და არ შემოიღეს საპასუხოდ. იმათ კი გააუქმეს თავის მხარეს (თანაც ოფიციალურად არავის უთხოვია) , მაგრამ რაღაც ვერ ვხედავთ რომ ქართველობა ახლა თავპირისმტვრევით გარბოდეს რუსეთში უშუალოდ ჩვენ ამ უვიზოთი და პირდაპირი ფრენებით არ დავზარალებულვართ, პირიქით უფროა. დაზარალება ის გამოვიდა რომ დასავლეთში არ მოეწონათ, მაგრამ მაგით არც დასავლეთითვის არ გაგვიკეთებია ჩვენ ცუდი ღარიბაშვილის ნათქვამის არ იყოს - განა რა სარგებელს ვნახავთ ჩვენ რაოდენობრივად იმასთან შედარებით რა ფინანსური ბრუნვაც თავად დასავლეთს აქვს რუსეთთან?
კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ გვაქვს რომ რეალურად ჩვენი შეგნება და ცხოვრების წესი არ არის ჯერ დასავლური და ამაში ეს ხელისუფლება ნაკლებადაა დამნაშავე ყოველშემთხვევაში ევროკავშირს არ უნდა დაეყენბია ჩვენზე წინ არც უკრაინა და არც მოლდოვა ობოექტურები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ რომ ვერ იყვნენ ობიექტურები ამ ხელისუფლების ბრალიცაა. ის სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა ისიც ამათი ცუდი მუშაობის ბრალია
ვაჭრობას რუსეთთან იმიტომ ვზრდით რომ ფინანსურად ეგრე უფრო სარგებლიანია - საბაზრო ეკონომიკის პრინციპი განსაზღვრავს მას. თუ პოლიტიკურად უნდა მოხდეს ამის შეზღუდვა და უფრო ცუდ პირობებში ხალხის აღმოჩენა - ამაზე საერთო სახალხო თანხმობა უნდა ხდებოდეს და თან გარკვეული დაპირებები უნდა მოდიოდეს დასავლეთიდან თორემ ტელევიზიებში გამოჭიმულ ხალხს და დასავლეთის ფონდებიდან ხელფასის მიმღებებს რა ენაღვლებათ
This post has been edited by temotab on 4 Jul 2023, 15:04
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|