ყველაზე ძველი ქართული პოლიტიკური გაერთიანება რომელიც წყაროში მოიხსენიება არის "დაიაენი".ეს ქვეყანა მდებარეობდა სადღაც მდ.ევფრატის ზემო წელსა და ჭოროხს შუა და მოიცავდა დრევანდელ ერზრუმის რაიონს თურქეთში.სწორედ ამ მხარეებში ილაშქრა ასურეთის მეფემ თუგულთიაფალეშარა პირველმა (1114-1076 წწ) ძვ.წ.1112 წელს,ასურულ ტექსტში ნათქვამია რომ მეფემ ამ ჩრდილოურ ლაშქრობაში დაამარცხა "ნაირის ქვეყნების" (სამხრეთ ამიერკავკასიის ქვეყნებისი კრებითი სახელწოდება ასურულში) 23 მეფე რომელთაგან ყველაზე ძლიერი ყოფილა დაიაენის მეფე-სიენი.სიენი ტყვედ წაუყვანიათ ასურეთში და გარკვეული ხნის შემდეგ გაუნთავისუფლებიათ იმ პირობით რომ ხარკს გადაუხდიდა ასურეთს.
1112 წლის ამბების შემდეგ დაიაენზე ცნობები ქრება რამდენიმე საუკუნის მანძილზე.ამ დროის განმავლობაში კი "ნაირის" მხარეში ბევრი რამ შეიცვალა.პირველ ყოვლისა ძვ.წ. 9 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა ურარტუს ძლიერი და აგრესიული სამეფო.სწორედ ამ ურარტუს წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი ლაშქრობისას ძვ.წ.859/858 წელს ასურეთის მეფე შულმანუაშარედ 3 (859-824 წწ) ავიდა ევფრატის ზემო წელზე სადაც მას ძღვენით მიადგა დაიაენის მეფე - ასია.როგორც ჩანს ურარტუ დაიაენს შორის თავიდანვე არ იყო თბილი ურთიერთობა ამიტომ ასია ასურელი მეფის სახით ძლიერი მოკავშირის გაჩენას ფიქრობდა,მაგრამ მალე ასურეთი არეულობამ მოიცვა და ისე დასუსტდა რომ მეზობლების შეტევებს ძლივს იგერიებდა.დაიაენი მარტო აღმოჩნდა ურარტუს წინააღმდეგ.
განსხვავებით ასურელებისგან ურარტელები დაიაენის ქვეყნის აღმნიშვნელ სახელწოდებად იყენებდნენ - დიაოხს (დიაუხი).ამ დიაოხზე 8 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო ასურელთა სისტემატიური ლაშქრობები.დიაოხის განმანთავისუფლებელ ბრძოლას ურარტელთა წინააღმდეგ თითქმის 30 წლის მანძილზე (დაახლ.ძვ.წ.800-768 წწ) სათავეში ედგა მეფე უტუფურში.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დიაოხი მაინც განადგურდა მაგრამ მის განადგურებაში მთავარი როლი ითამაშა არა ურარტუმ არამეტ მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა,ქართველ ტომთა მეორე მძლავრმა გაერთიანებამ "კულხამ".საყოველთაოდ მიღებული აზრია,რომ ასურულ-ურარტული დაიაენი/დიაოხი იდენტურია ანტიკური - ტაოხის ანუ ქართულად ტაოსი.
ურარტული წყაროების "კულხა/კოლხა" იგივე ანტიკური წყაროების კოლხეთია.კოლხეთის ისტორიაში ამ პერიოდს ზოგჯერ "ადრეკოლხური სამეფოს" პერიოდს უწოდებენ რაც სავსებით გამართლებულია.პირველი რაც არსანიშნავია ისაა რომ განსხვავებით დაიაენი/დიაოხისაგან რომელიც ტომთა გაერთიანებას ანუ სახელმწიფოებრივი ნიშნების მქონე პრიმიტიულ პოლიტიკურ წარმონაქმნს წარმოადგენდა,კოლხა უნდა ყოფილიყო ნამდვილი სახელმწიფო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.ამის ნათელ მაგალითად მიიჩნევა მეფის სამოხელეო აპარატის არსებობა კოლხას სამეფოში.ურარტუს მეფე სარდურის ტექსტში იხსენიება კოლხას "სამეფო ქალაქი" რომელშიც იჯდა კოლხას მეფის "ირდი" რაც ურატულად "მეფისნაცვალს" ნიშნავს.ყოველივე ამის გათვალისწინებით კარგა ხანია თვლიან რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან - კოლხას სამეფოდან უნდა დაიწყოს.
ურატრუს მეფეთა წარწერების მიხედვით ყოფილი დაიაენი/დიაოხის მიწების დიდი ნაწილი კოლხას ხელში ჩანს რაც იმის მანიშნებელია რომ კოლხამ გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი როლი მაინც ითამაშა ტაოელთა სამეფოს განადგურებაში.რაკი კოლხა და ურარტუ უშუალო მეზობლები გახდნენ მატ შორის ომი გარდაუვალი იყო და ასეც მოხდა.ურარტულმა წყაროებმა შემოგვინახეს ცნობები კოლხას განაპირა რაიონებზე ურარტელთა რამდენიმე ლაშქრობის შესახებ,მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა ამ სახელმწიფოებს შორის ვერ შედგა იმ მიზეზით რომ ორთავეს გამოუჩნდა საშინელი მტერი მომთაბარე კიმერიელების სახით.
ვინ იყვნენ ან სად ბინადრობდნენ თავიდან კიმერიელები ძნელი სათქმელია.ფაქტია ისინი მიადგნენ ურარტელებს იმ მხრიდან საიდანაც მათ კოლხები ესაზღვრებოდნენ.როგორც ჩანს უეცრად მოვარდნილი კიმერიელთა ურდოების შეჩერება კოლხას სამეფომ ვერ შეძლო და განადგურდა.ურარტელებმაც სცადეს მათი შეკავება იარაღით მაგრამ ისე მძიმედ დამარცხდნენ რომ მთელი ჯარი დაეღუპათ და მეფეც კინაღამ დაკარგეს.
კიმერიელებმა საბედისწერო როლი ითამაშეს ქართველ ტომთა ისტორიაში.გარდა იმისა რომ დაამხეს კოლხას სამეფო მათ ძვ.წ. 676 წელს მოსპეს ქართული ტომის მესხების სამეფო მცირე აზიაში,ეს ის სამეფოა რომელიც ბერძნულ წყაროებში ცნობილია ფრიგიის სახელით ხოლო ასურულ და ურარტულ წყაროებში "მუშკების სამეფოს" ანუ მესხების სამეფოს სახელით.გადმოცემის თანახმად მესხთა მეფე მითამ (ბერძნული მიდასი) დამრცხების შემდეგ თავი მოიკლა..კიმერიელთა გამანადგურებელ ლაშქრობას მცირე აზიაში მოყვა მესხთა მასიური მოგრაცია ჩრდილოეთში და ფართოდ განსახლება თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე რის ანარეკლსაც წარმოადგენს კუთხის სახელწოდება მესხეთის გაჩენა.თავად ქალაქი მცხეთაც მესხთა დაარსებული ჩანს,ანტიკური ეპოქის წყაროებში მცხეთა იხსენიება როგორც "მესხითა" რაც თავისთავად მრავლის და ყოვლისმთქმელი ფაქტია.
აი ასეთი იყო მოკლედ ქართული სახელმწიოებრიობის გარიჟრაჟი
* * *
ერთს დავამატებ - ასურულ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებულ იმ ტომებზე რომელთაც ზოგჯერ ქართულ ეთნოსამყაროში ათავსებენ (ვიტერუხი,ქათარზა,ზაბახა,იგანიეხი,ლუშა) იმდენაც მწირი და ფაქტიურად არაფრის მთქმელი ცნობებია რომ რაიმეს გარკვევით თქმა შეუძლებელია.
* * *
აქადის დამამხობელი კუთიები ("გუთიები") ლულუბეელებთან და ზაგროსის მთიანეთის კიდევ რამდენიმე ტომთან ერთად აბსოლუტურად განსხვავებულ ეთნო.ლინგვისტურ ჯგუფს ქმნიან რომელსაც არანაირი კავშირი არააქ ძველ ალბანელებთან და არც დაღესტნელებთან რომელთა კვალს ასე დაჟინებით ეძებდნენ რუსები მთელს ხურო-ურარტულ წინა აზიაში!!!
* * *
"იბერია რომ არა საქართველო არ იარსებებდა... და ქართული ენა არ იარსებებდა.." ისტორია იმითაა არსანიშნავი რომ მან არ ინიც "რომ" მომხდარი მომხდარია და მას ვერაფერი შეცვლის (ჰოლივუდურ კინოფანტასტიკას არ ვგულისხმობ
) არ იქნებოდა იბერია იქნებოდა რაიმე სხვა,საქართველოს კი საქართველოს კი საქარტველო ჰქ
* * *
ბოლო სიტყვების წერისას აშკარად ვთვლემდი..კიმერიელებზე დავსძენ რომ მათმა თვითსახელწოდებამ "გიმირა" ქართულ ენაში დაიმკვიდრა ადგილი - გმირი-ს სახით
This post has been edited by ეგრი on 13 Jul 2010, 10:06