ძაან სუსტი სთორი ჰქონდა. ძაან მიყვარს ეს თამაში, მეორე ნაწილიც. მარა სცენარი უსუსტესია. პირველი რიგითი განგსტერულ მაფიოზური უუუ დიშვილი მომიკლეს და შური უნდა ვიძიო არაფრის მომცემი კლიშეიზმია :დდდ ბრიუს ვილისის ბოლო ფილმების დონეა. მაგრამ თვითონ თამაშები ორივე ძაან გასართობია და 2-2-ჯერ მაქვს დახურული თითო :დ
Levson პირველ და მესამე არ ვარგა?
____
ჩემი ლისტი ასეთია
Mafia I
Max Payne 2
Fahrenheit
Prince of Persia Warrior Within
Warcraft III & Frozen Throne
Half life 2
Assassin's Creed 1, 2, brotherhood, revelations - ცოტა კი იხლართება მერე, მაგრამ კონცეფცია ძალიან გაშლილია ტამპლიერების გავლენებზე და პარალელები რეალურ ისტორიულ ფაქტებთან საკმაო ინტრიგას იწვევს
Prince of Persia 4 (prodigy) - ამ თამაშს დამოუკიდებლად თუ ავიღებთ, კარგი თამაშია და კარგი ამბავი აქვს. რაღაცნაირი ზღაპარია რა, გემრიელი.
GTA San Andreas - ანუ დიდი ისეთი ამბავი არ აქვს რომ რამე, მაგრამ კარგი გასართობი, იუმორისტული და სრულიად ჩამთრევი ნარატივი აქვს. 3-4ჯერ მექნება დახურული და არასოდეს გამომიტოვებია ვიდეო რგოლები. მითუმეტეს სხვა ჯიტიებთან შედარებით მაინც ბევრად საინტერესოა. რაღაცნაირად გაინტერესებს სი-ჯეისა და სხვა გმირების ბედი. რავი. დანარჩენ ჯიტიებში სულ ფეხებზე მეკიდა, როგორც მთავარი გმირი, ისე მეორე ხარისხოვანი გმირებიც
Spider man (PS4) - სპაიდერმენის დიდი ფანი ვარ ბავშვობიდან, და ამ გმირზე გადაღებული მულტფილმებს და ფილმებს საშინლად ვაკრიტიკებ ხოლმე, მაგრამ ამ თამაშმა სხვათაშორის ძალიან კარგი ამბავი მოყვა, კარგად, და პიტერ პარკერიც იდეალურად დახატა.
The Punisher (2005) - რადგან მარველს შევეხე, ესეც აუცილებლად უნდა ვახსენო. ჩემი აზრით, ფანიშერი ასე იდეალურად არცერთ ფილმსა თუ სერიალში არ ყოფილა ასახული. დღემდე საკმაოდ ორიგინალურ თამაშად რჩება, ჩემი აზრით, და ნუ, ამბავზე მეტად, თვითონ ეს გმირია საინტერესო თავისი ჟანგიანი იუმორითა და ნიჰილისტური ეპითეტებით.
Call of Duty I - ძველი თამაშია ესეც, მაგრამ ძალიან კარგად არის ასახული სტალინგრადის აღება. 3 ტყვიას რომ გაძლევენ და აბა ჰე, წინ ამხანაგო ჯარისკაცოო. საკმაოდ შოკისმომგვრელია და ომის სისასტიკესა და ნიჰილურობას, მემგონი, ძალიან კარგად ასახავს. მეორე ნაწილიც არ ჩამოუვარდება, დი-დეიზე ამერიკული დესანტის უაზრო და უმოწყალო ჟლეტვას რომ გაყურებინებენ ეგეც საკმაოდ სულის შემძვრელი სანახაობაა.
Portal 1 & 2 - ახსენეს უკვე. ესეც კარგი იუმორისტული ნაწარმოებია ^^