ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ ყელამდე ვარ ჰოლივუდურ-ბოლივუდური ვითომ შედევრებით! თვალები ჩამიწყალდა, ინტერნეტში, ადამიანური ფილმის ძებნით!
ამერიკელი ბიზნესმენ-რეჟისორების ფილმებს 9 000 მეტრზე ვცნობ, უკვე.
პირველი ნიშანი იმისა, რომ ჰოლივუდურ ბლოკბასტერს უყურებ, არის უსწრაფესი დასაწყისი (დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში
), კადრების ფეიერვერკი და ინფორმაციის (ვიზუალური ინფორმაციის თუ ენის გაუთავებელი ტარტარის) ნიაღვარი.
გეგონება, ვიღაც თმაში გწვდა და სადღაც მიგათრევს, თან არ გიხსნის (ფილმის ბოლოსაც კი), რატომ ან რისთვის მიგათრევს.
ათასგვარ შაბლონებზე, ბანალურ ტექსტებზე, ყალბ სიუჟეტებზე, საილუსტრაციო მუსიკასა და მანეკენ სტარებზე ლაპარაკი აღარ მაქვს!
როგორ ვუთანაგრძნო და ამატიროს, ახლა, მე ანჯელინა ჯოლიმ, როცა მახსოვს, რა არაქალურად და მსუბუქად რომ ვთქვათ, მკაცრად იქცევა მისი გმირი "მისტერ და მისის სმიტებში!"
არც დიკაპრიოს ცისფერი თვალებისა და ფოტომოდელის ვარცხნილობისთვის დავეცემი და გული წამივა, "ტიტანიკის" ყურებისას, პირობას ვდებ!:D
მოკლედ... თუ კინოს, როგორც ხელოვნებას, ისე ვუყურებთ, მისი უპირველესი მიზანი ადამიანის სულიერად ამაღლება უნდა იყოს. მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში (არავის ვახვევ ჩემს შეხედულებას თავს).
მოდით, ამ თემაში ცოტა ამოვისუნთქოთ და დავასახელოთ ისეთი ფილმები, მასების გართობას რომ არ ისახავს მიზნად.
მოდით, ჩამოვწეროთ, აღვწეროთ, დავლინკოთ... ფილმები, რომელშიც რეჟისორი საკუთარ გულისტკივილს თუ სიხარულს გამოხატავს.
This post has been edited by varisvincvar on 14 Mar 2013, 19:02