მოგესალმებით ყველას, ,,ტვ გურმანებს“, მოყვარულებს, თუ უბრალო ,,მოკვდავებს“ , ვისთვისაც ტვ-ს შეძენა წლის მოვლენადაა შეფასებული ოჯახში.. მივესალმები მათაც, ვინც ტვ-ს შეძენისას მხოლოდ ბრენდის ,,ხმაურიანი“ სახელით ინტერესდება და ტელევიზორის მოდელს გამორთულზე არჩევენ (მთავარია დიდი და ლამაზი დიზაინის იყოსო)
ვხსნი თემის ახალ ნაწილს და თან იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი დღევანდელი ,,ვოიაჟი“ ცოტათი მაინც ,,გაანათებს“ იმ ,,გვირაბს“, რომელსაც ქართველ მყიდველთა ძირითადი მასა მიუყვება და ამ ეტაპისთვის გვირაბის ბოლოს FHD გარჩევადობის მაუწყებლობა, LED ტექნოლოგიის ტელევიზორებზე ,,ადამიანური“ ფასები და UHD/4K გარჩევადობის ტელევიზორებზე ფიქრის საშუალება გველოდება..
იქამდე კი..შემთხვევით არ მიხსენებია ტვ მაუწყებლობის ,,სისუსტე“ ჩვენს ქვეყანაში, რეალობა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობას (თანამედროვე ტვ შეძენის მიუხედავად) არ ძალუძს (სხვადასხვა მიზეზების გამო) ინტერნეტიდან blu ray ბილმების გადმოწერა და შემდეგ ტვ-ში ყურება, თუნდაც იმიტომ რომ თანამედროვეობაში მხოლოდ ფილმების ყურება და playstation-ით თამაში არაა.. საითაც არ უნდა გაიხედო ყველა მხრიდან ხარისხიანი კონტენტი უნდა მოდიოდეს, რომ საკუთარი თანამედროვე ტვ-ს შესაძლებლობები დავაფასოთ.. ტელევიზორი ხომ დიდი ხანია იქცა მულტიმედიურ ცენტრად..
ვერავინ დამაჯერებს, რომ დიასახლისებს არ მოეწონებათ FHD გაფართოებით სერიალების ყურება, ქართული ტელესივრცის TOP გადაცემებით ,,ტკბობა“ ან თუნდაც ბავშვებს - მაღალი გარჩევადობის მულტფილმებით გართობა . ხარისხი ყოველთვის დადებითად ჩანს,- სერიალშიც, ცეკვავენ ვარსკვლავებშიც (თან როგორ ) და bambi-ის ყურებისასაც
რაც შეეხება LED-ზე ,,ადამინაურ“ ფასების მიღწევას, რა ვთქვა, რით დაგაიმედოთ..
თუ opel vectra-ს ისტორიას გავითვალისწინებთ, მასიური გაიაფება LED-პანელების მოსალოდნელია, როცა ყოველ მეორე ევროპელს მოსწყინდება LED-ის ყიდვა, გადავა UHD/4K-ზე და ქართველი მომწოდებელი ,,კომპანიები“ LED-ს ,,კილოობით“ შეისყიდიან უცხოეთში (სხვანაირად მათთვის ორმაგი მოგება და ჩვენთვის მისაღები ფასი ვერ მიირწევა).
..და ამ ვნებათაღელვის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს (ზოგიერთი ალბათ თანხის დაზოგვასაც) UHD/4K ტელევიზორების შესაძენად. წარმოიდგინეთ 4K -ში სამგანზომილებიანი ფილმის თუ სპორტული გადაცემის ყურება, ყოველგვარი სათვალის და ქანდაკებასავით ერთ სიმეტრიაში ჯდომის გარეშე.. დამეთანხმებით, ალბათ მაგ დროს ჩვენთვისაც მოვა ,,ნირვანა“
ეხლა რაც შეეხება ,,ვოიაჟს“ ..ტესტირებაში ვიყავით შეზღუდულები გასაგები მიზეზების გამო.
ტესტირებას დაექვემდებარა:
LG 47LA690V / 47LA860V ;
Samsung UE 42F5500/46F6500/46F7000;
Panasonic TX-L42E6
Sony Bravia KDL-47W804
გამოყენებული იქნა კონტენტი:
MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე
MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.)
MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) და სხვები.
შეფასება 5 ბალიანი სისტემით.
დიზაინი (Design) –
LG ორივე მოდელს 5,0 ქულა. ვფიქრობ LG -მ დიზაინში მიაღწია მაქსიმუმს ამ ეტაპზე.
Samsung UE 42F5500 – 3,5 46F6500 – 4,5 46F7000 – 4,5
Panasonic TX-L42E6 – 4,0
Sony Bravia KDL-47W804 – 4,0
აქვე დავამატებ რომ ეს გემოვნების, ანუ სადაო საკითხია ))
ინტერფეისი (interface) –
LG 47LA690V / 47LA860V - 4,5 ვიზუალური გაფორმება კარგი აქვს.
Samsung - 5,0 ვიზუალური გაფორმება საუკეთესო აქვს.
Panasonic TX-L42E6 – 4,0 ვიზუალური გაფორმება ნორმალური.
Sony Bravia KDL-47W804 – 4,0 ვიზუალური გაფორმება ნორმალური.
2D გამოსახულების ხარისხი (Picture Quality )-
LG 47LA690V / LA860V - იყენებს საკუთარი წარმოების IPS მატრიცებს, შესაბამისად შავი ფერის სიღრმით (სიშავით) უკმაყოფილო დავრჩით, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ფერთა გამა რეალისტურად გამოიყურებოდა (Cinema რეჟიმზე) მაგრამ.. აქ თავი ,,იჩინა“ თეთრმა ფერმა (უფრო სწორად ძნელად თუ დავარქმევთ მაგას თეთრს) , ძალიან გადადიოდა ღია ცისფერ, ხან ღია ლილისფერში ...რაც აშკარად გამაღიზიანებლად გამოიყურებოდა. გამოსახულება ზედაპირული, დეტალიზაცია შოორსაა იდეალისგან. უკანა ფონის კადრები არ იყო გამოკვეთილი. 690-მა აშკარად დაგვაეჭვა ლჯ-ის შესაძლებლობებში. შეფასება - 3,0
იმედგაცრუებულები გადავედით LG 47LA860V -ზე, იმ იმედით რომ ყველა ეჭვი გაიფანტებოდა, და კაიფანტა კიდეც.. შავი ფერი ოდნავ უკეთესი, რაც ლოკალური დაბნელების დახმარებით მიაღწია 860-მა სავარაუდოდ.. მაგრამ შორს მაინც იდეალისგან. ფერთა გამა რეალისტური, დეტალიზაცია ცოტა უკეთესი 690-თან შედარებით, თუმცა...ისევ ლილისფერი, ნაზი ცისფერი..და არა თეთრი.. გამომდინარე აქედან კონტრასტულობა ლჯ-ს 47LA860V მოდელმაც ჩააგდო. შეფასება - 3,5
გადავედით სამსუნგზე და ,,ამოვისუნთქეთ“..
Samsung UE 46F6500 - მატრიცა PVA LCD . შავი ფერი კარგი, იმის გათვალისწინებით რომ ლოკალურ დაბნელებას არ ითვალისწინებს ეს მოდელი. თუმცა ზოგადად PVA -ს შავი ფერი არ უჭირს. თეთრი ფერი საშუალო (ლჯ-თან შედარებით კარგი), მაგრამ ..აქაც მაგრამ..როგორც კი კინო რეჟიმზე გადავიყვანეთ გამოსახულება, ფერთა გამა კი კარგი იყო, თუმცა აღსანიშნავია რომ სუსტად დასდევს ნაცრისფერი ტონალობა, რაც სერი ფერის გრადაციის ბრალია ალბათ და მხოლოდ კალიბრირება თუ გამოასწორებს. გამოსახულების გადმოცემის სიღრმე და დეტალიზაცია ნორმალურია. საერთო ჯამში გამოსახულებამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შეფასება - 4,0
Samsung UE 42F5500 - შავი ფერის სიღრმე ნორმალური, ფერთა გამა ნორმალური, ოდნავ ნაცრისფერი ტონალობით, თეთრი ფერი გარდამავალი ნაცრისფერში, თუმცა 5 სერიისთვის მისაღები. გამოსახულების სიღრმე და დეტალიზაცია - ზედაპირული, შორს არის 6500 მშვენიერი შედეგებისგან.
შეფასება - 3,0
შემდეგი რიგში იდგა Panasonic TX-L42E6. ეს მცირებიუჯეტიანი მოდელი MVA მატრიცითაა არჭურვილი. შავი ფერი შეიძლება ითქვას კარგი იყო, ფერთა გამა მისაღები..დეტალიზაცია მისაღები, თუმცა უკანა პლანის კადრებზე დეტალები არ იყო გამოკვეთილი, თეთრი ფერი კარგი. გამოსახულების სიღრმე არ იგრძნობოდა, ზედაპირული იყო. შეფასება - 3,5
ჭეშმარიტების ძიებაში სონის სტენდთან აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მე-6 და მე-7 სერიის შესაძლებლობები გვაინტერესებდა (უფრო მისაღები ფასის გამო), ხელში მხოლოდ W8 შეგვრჩა. მაშ ასე..
Sony Bravia KDL-47W804 - ჩავრთეთ თუ არა ოთახის შუქის მიუხედავად შეიმჩნეოდა არასაკმარისი შავი ფერის სიღრმე. მყისიერად გაგვიფუჭდა გუნება, მაგრამ გამახსენდა რომ W8 სერია LG-ის IPS მატრიცას იყენებს და ეს სისუსტე ეპატიებოდა.. გამოსახულება დავაყენეთ კინო (სონიში იგივე VIVID) რეჟიმზე და რამდენიმე კადრი დამჭირდა მიმხვდარიყავი, რომ სონიმ მაქსიმუმი ამოქაჩა ამ ლჯ-ის მატრიციდან. სუსტი შავი ფერის მიუხედავად ფერთა გამა იდეალთან მიახლოებული, თითოეული კადრი ზუსტად ასახავდა ბუნებრივ ფერებს, დეტალიზაცია მშვენიერი, კადრის უკანა ფონის დეტალები კარგი, თეთრი ფერი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძალიან კარგი. გამოსახულების სიღრმე აშკარად იგრძნობოდა უკეთესი, თუმცა იდეალურ გამოსახულებას ბაცი შავი ფერი აფუჭებდა ცოტას (ისიც გასათვალისწინებელია რომ ამ მოდელს არ აქვს ლოკალური დაბნელება,და მაგიტომაც უჭირს შავში. რაც საწყენია) მაგრამ იმის გამო რომ ზედმეტი კალიბრაციის და ჩალიჩის გარეშე ვღებულობთ მშვენიერ გამოსახულების დეტალიზაციას და სიღრმეს, ზუსტ ფერებს მთელ გამაში, თეთრის ჩათვლით და მისაღებ შავ ფერს - შეფასება - 4,5
ბოლოს მივადექი F7000-ს.
Samsung UE 46F7000 - გადმოვედი F7000-ზე და თვალები ამიჭრელდა არაბუნებრივი, ,,ჭყეტელა“ ფერებით. მომენტალურად მოვიძიე პულტი, გამოსახულების რეჟიმი-კინო და დავმშვიდდი :-D მშვენიერი შავი ფერი (ლოკალური დაბნელებაც ეხმარება აშკარად) , კარგი აღქმა თითოეული დეტალის, როგორც წინა ასევე უკანა პლანზე. თეთრი ფერიც კარგად წარმოაჩინა F7-მა. შეიძლება ითქვას არაფერი დაეწუნებოდა. მაგრამ ფასი, ფასი ის შტრიხი იყო რომელმაც ყველანაირი ემოცია დამიკარგა მომენტალურად ამ ტელევიზორისადმი :-D შეფასება - 4,5
რაც შეეხება ინტეგრირებულ ვიდეოგამშვებს (Player) - სიურპრიზებით არსავსე არმოჩნდა ეს ეტაპი.
LG 47LA690V - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. როგორც კი ჩავრთე MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) 690-ი ,,გაირინდა“ და რეაგირება დაკარგა ყველაფერზე. ამ დროს გამახსენდა ქართული გამოთქმა ,,კიდევ სცადეთ“ და ვცადე, გადავტვირთე ტელევიზორი... მაგრამ ,,შეაყარე კედელს ცერცვი“ (ესეც ქართული ანდაზაა) - არ ეშველა. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) - აქ ვერაფერი ვერ გამოასწორა True Motion -მა. შეფასება - 3,0
LG 47 LA860V - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა მაგრამ ,,შლეიფები“ შეემჩნა, MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) დაძლია, თუმცა მისი 800 ჰც მეტს მოველოდით აშკარად. შეფასება - 3,5
Samsung UE 46F6500 - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა, შლეიფები არანაირი. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) ნორმალურად დაამუშავა. შეფასება - 4,0
Samsung UE 42F5500 - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა, მაგრამ ჭედავდა მომენტებში. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) ვერაფერი ვერ უშველა. შეფასება - 3,0
Panasonic TX-L42E6 - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა, მაგრამ ჭედავდა მომენტებში. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) ოდნავ უშველა. შეფასება - 3,0
Sony Bravia KDL-47W804 - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა, შლეიფები არანაირი. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) ნორმალურად დაამუშავა, შეიძლება ითქვას ცოტა უფრო უკეთ ვიდრე F6500-მა. შეფასება - 4,0
Samsung UE 46F7000 - კარგად წაიკითხა MP4 /1080p 6000 კილობიტრეიტამდე ფაილები, თავისუფლად ახვევდა, არ ჭედავდა. MKV/1080p 108 მეგაბიტრეიტი (ცნობილი Ducks.Take.Off.) წაიკითხა, შლეიფები არანაირი. MKV/1080p 40 მეგაბიტრეიტი (ცნობილი ,,იაპონელი თოკზე“) კარგად დაამუშავა, შეიძლება ითქვას ყველაზე უკეთ. Clear Motion Rate 800 ჰც - თავისი საქმე გააკეთა. შეფასება - 4,5
გამოსახულების მაშტაბირება (Upscaling) -
LG 47LA690V / 47LA860V -3,0
Samsung UE 42F5500 – 3,0
Samsung UE 46F6500 – 3,5
Panasonic TX-L42E6 - 3,0
Samsung UE 46F7000 – 4,0
Sony Bravia KDL-47W804 – 4,5
ადგილი ჰქონდა ერთ უცნაურობასაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Samsung UE 46F6500-მა ფლეშკა დაავირუსა. ვისაც მსგავსი შემთხვევა ექნება გთხოვთ დაწეროთ, რომ შემდგომისთვის გავანალიზოთ ეს საკითხიც. ასევე რჩევაა არ გაეკაროთ აზიური აწყობის სონის ან სამსუნგს. აზიურმა სონიმ ორგან გაგვაწვალა, ევროპულმა არანაირად.
რეზუმეს სახით რეკომენდაცია: ფასი/ხარისხის შეფარდებით Sony Bravia KDL-47W808/ Samsung UE 46F6500.
თუ ძირითადად ფილმების საყურებლად გინდათ ბნელ ან ნათელ ოთახში, მაშინ Samsung UE 46F6500, ხოლო თუ ამასთან სპორტული არხებიც გიზიდავთ და playstation-ით ექშენ თამაშები, მაშინ სონი საუკეთესო არჩევანია. ასევე მისაღებია - Panasonic TX-L42E6 ბიუჯეტური კუთხით.
ნაწილი 1ნაწილი 2ნაწილი 3ნაწილი 4ნაწილი 5ნაწილი 6ნაწილი 7ნაწილი 8 This post has been edited by Barcamania5 on 2 Dec 2013, 03:51
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)