დაგვიანებული მიმოხილვა
შანსები რომ გათანაბრდა"ოთხი ერის" ფინიშზე აფრიკა შინ მაგრად ეომა ტიტულ’დაბევებულ ზელანდიას,
მაგრამ ერთი ქულით მაინც დამარცხდაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ბოკემ ზელანდიაში სამი კვირის წინ 0:57 წააგო, მერე კი შინ ვეღარც ავსტრალიას აჯობა. ამასობაში "ოლ ბლექსმა" მოიხილა არგენტინა და პირველობაც დაიბევა, მაგრამ ფინიშზე წაბორძიკება - და ისიც ოდინდელ მეტოქესთან - არანაირად არ შედიოდა შავების გეგმაში
რაგბეთის გასახარად, მეტოქენი ერთ’ურთის ღირსნი აღმოჩნდნენ. დაბლინური იდეალების ერთგული ფრანგი მსაჯის წყალობით, მიწაზე ფიცხელი ჭიდაობა გაიმართა. ამით შანსები გათანაბრდა, რაკი კივებს საბურთაოდ ნაკლებად მიეცათ "კამფეტივით" ბურთი
შორს მოიტოვესმეტიც, აფრიკამ იძალა ფლობით 64-36% და ტერიტორიითაც 62-38%; ბოკემ "ოლ ბლექსს" 7-3 აჯობა შერკინებაში და 14-6 დერეფანში, მაგრამ კივები სათითაოდ უფრო ძლიერები რომ არიან, თითო წაღებაზე საშუალოდ 4.7 მეტრს იგებდნენ იაპთა 2.4 მეტრის საპირწონედ
სტუმრებმა ხაზიც მეტად ჭრეს 18-11; ისინი ბოჭვაზე უფრო საიმედონი იყვნენ 87-80%; სამაგიეროდ, ბოკემ 136-85 იყოჩაღა რაქში და ბარემ ორჯერ ნაკლები ჯარიმაც მიიღო 6-11
მატჩის გმირმა - ბოკეს კვაჭმა მალკომ მარქსმა შემტევს 4-ჯერ (!) წაღლიტა ბურთი, ნავარდით კი სტუმართა ბექებმა შორს მოიტოვეს ყველანი: რიკო იოანე 149 მეტრი / 10 სოლოზე (5 გაბითურება), დამიენ მაკ’ქენზი 135 / 21 (8) და ნეჰე მილნერ-სქადერ 83 /8 (5) -- ამას 40+8’ წუთზე ბეჭი ეღრძო და ისევ დიდი ხნით გამოვიდა მწობრიდან
კონცხელთა კერპიმზადებისას "ოჯახური მიზეზის" გამო ბოკემ მოისაკლისა 32 წლის ზანგი ბურჯი "ბისთ" მთავარირა, ზელანდიამ კი - მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი. კივებს ხალხ’ჭრელ ქეიპ’თაუნში ქომაგი არც აქამდე ჰკლებიათ, ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსი კი კონცხელ მულატთათვის კერპადაც ქცეულა
პირველი ტაიმი 50 წუთამდე გაიწელა, რაკი ჯარიმა ორივე გუნდს კიდეზე გადაჰქონდა და თავ’დავიწყებით უტევდა. მიუხედავად ამისა, დაიდო ერთად’ერთი - და ისიც იმდენად საჭოჭმანო - ლელო, რომ სამშაბათს "სანზაარ"ს მისი "ლეგიტიმურობის" დამტკიცება დაჭირდა
სათუო მტკიცება32’ წუთზე ელთონ იანკისს ცენტრთან დარტყმაზე დაუფარა ბოდენ ბარეთმა და ფეხით წინ გაიგდო ბურთი. გაიმართა სპრინტი. ბარეთმა ზურგში ჰკრა ხელი ჯესი კრილს, ესა და სია კოლისი ასცდნენ ოვალს და რაიან ქროთიმ "დაუმიწათ" * 3:8
ვიდეო’ანალიზმა კარგა ხანს გასტანა. ზე’რაგბში მსგავს ლელოს ხან თვლიან და ხანაც არა, ამჯერად კი თემიდა შემტევს მიემხრო, რაკი:
1) ქროთი ბურთს არ ფლობდა და ამდენად, მას ვერ დაკარგავდა;
2) ბურთს რომ დაახტა, ეს ჯერაც არ იდო მიწაზე და დახტომით არც წინ წასულა; ხოლო
3) დამიწებისას ქროთი ბურთს ზემოდან დააწვა მუცლით - არადა ეს, ბოლო მტკიცება მაინც სათუოდ რჩება
მღლეტელი მარქსილელოს ჩათვლის’თანავე შერყევაზე შესამოწმებლად წალალეს ბარეთი და ვეღარ დაბრუნდა. პირველ მეოთხედში მანა და იანკისმა თითო ჯარიმა შეაგდეს შორიდან, ხოლო 3:3-ზე ელთონმა გააფუჭა გასატანი
მანამდე და მერეც მარქსი შემტევს "წითელ ზოლთან" თითოჯერ "ჩაუჯდა ბურთში", პირველ მეოთხედში კი ზელანდიამ ორი ლელო ვერ დადო:
7’ წუთზე, მილნერ-სქადერის რეიდის შემდეგ, კოლისიმ სონი-ბილს აართვა ოვალი, 17’ წუთზე კი იოანემ გაიჯეჯილა, მაგრამ კრილმა დამიწებისას შებოჭა და ბურთი გააგდებინა
ზომიერებამ უღალატათტაიმის ბოლოს წამოწყებული შტურმი ბოკემ თამაშის განახლებისას გააგრძელა და მე-19 (!) ფაზაში როს კრონიემ ძელს ძირში მიადო ბურთი * 10:8 @ 45’
მალე ბარეთის დუბლიორმა, ლიმა სოპოანგამ 45 მეტრიდან ააცილა კარს, მარქაფის შემატებით გათამამებულ ბოკეს კი ზომიერებამ უღალატა: მე-8 ფაზაში კრონიეს გრძელი პასი ჩაუჭრა იოანემ და 80 მეტრი ეულად ირბინა * 10:15 @ 60’
იანკისის ნაცვლად შესულმა ჰანდრე პოლარდმა მინი-გარღვევას ოფლოუდი დაურთო, მარქსმა გაქუსლა და დროულად უპასა ადევნებულ ჟან-ლიუკ დიუ’პრეს * 17:15 @ 66’
და მაინც, ზელანდიამ ამ "ოთხ ერში" მეორედაც დააღწია თავი განსაცდელს: დევიდ ჰავილიმ 50 მეტრიდან განდაგან წამოიღო მოგერიებული, მაკ’ქენზიმ კი დიაგონალზე გააბითურა სამად-სამი მბოჭავი * 17:22 @ 71’
მთავარი პროცესიაოსოპოანგამ 28 მეტრიდან არეკნი რომ სცადა და ააცილა, დამიან დე’ალენდე მკლავით მკერდში დაეჯახა და დასცა. თემიდამ ბუზი სპილოდ აქცია და ცდომილი წითლით გააძევა, დაზარალებულმა კი ფორა 8 ქულას უწია * 17:25 @ 76’
ტრიბუნალმა მსაჯთა განაჩენი გააუქმა და წითელი ყვითლით შეცვალა. კაც’ნაკლულმა ბოკემ ბოლომდე იბრძოლა - მარქსმა დერეფანში აგორებული მოლი ლელოთი დაასრულა და დარეტიანებული პოლარდის ნაცვლად დაბრუნებულმა იანკისმაც ივარგა * 24:25 @ 79’, მაგრამ აფრიკა ცენტრს ვეღარ გადასცდა
ნამატჩევს ბოკეს მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ აქო ბიჭები, ერთმანეთისთვის თავს დებენ და მიზნამდე 2 ქულაღა დააკლდათო. მანვე გაკენწლა ფანობა და მედია, ესაო და ჩვენზე შედეგით მსჯელობენ მაშინ, როცა მთავარი ... (დაოსტატების) პროცესიაო
მესამე ადგილზეზელანდიას შემდეგი გასვლა ორი კვირის შემდეგ უწევს ბრისბენში, "მესამე ბლედისლოუზე". "მეორეში" წკიპზე ძლეული ოზები კბილებს ილესავენ და სამაგისო საფუძველიც აქვთ, რადგან მას აქეთ ორჯერ დაუზავდნენ აფრიკას და ორჯერვე მოუგეს მანჩანჩალა არგენტინას
"ოლ ბლექსთან" ბოკეს წაგების შემდეგ ავსტრალიას მენდოსაში უბრალო მოგებაც ყოფნიდა მეორე ადგილის დასაკავებლად, მაგრამ ბოლოს’წინა წუთზე მაინც გაიტანა პრემიის მომტანი ლელო * 37:20
ვოლაბები უფრო იოლადაც მოიგებდნენ, ისევ რომ არ აერია ქიქერს: ბერნარდ ფოლიმ ზედიზედ 19 გოლის შემდეგ კარს მიჯრით ააცილა ოთხი (!), ბოლოს კი ოთხჯერვე ზუსტად დაარტყა და "ოთხი ერის" საუკეთესო მექულე შეიქნა, ხოლო ავსტრალია მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე ავიდა
გაშლა დაუგვიანდათპუმებმა ორი ლელო დადეს და ორიც მათ თემიდამ გააუქმათ, ოზებს კი 6-დან ჩაეთვალათ ხუთი. დუბლი შეასრულა რის ჰოჯმა: არგენტინას გაშლა რომ დაუგვიანდა, ფრთაზე მარტოდ მდგარ გარემარბს უმალ მიაწოდა ვილ გენიამ * 10:13 @ 34’
რისმა ბოლოს 50 მეტრიდან წამოწყებული პასაობაც დაასრულა * 20:37 @ 79’; ბოლო ფრეზე კი მაიქლ ჰუპერმა მასვე დერეფნის კუდში გაასერინა დაცვა და გენიამ 30 მეტრიდან გაქუსლა * 20:27 @ 63’
ოზთა პირველ ლელოზე ნალიგარმა მარიკა კოროიმბეტემ დაიფრინა ორი და წონასწორობა’დაკარგულმაც უწია ალამს * 0:8 @ 20’
ახლოდან შეიჭრაპუმებმა 8-ფაზიანი "აიღე და მიეძალე" კართან დაასრულეს * 7:8 @ 25’
მათვე 13:13-ზე 55 მეტრიდან ჩაათამაშეს ბურთი და ხოაკინ ტუკულეტი ჯვარზე შეუშვა ნიკო სანჩესმა, მაგრამ თემიდან სამზადისში "წინ თამაში" გამოჩხრიკა
და კიდევ, ოზთა მესამე ლელოზე ფოლი შერკინების გვერდით გაძვრა 15 მეტრიდან * 13:20 @ 53’, ხოლო პუმათა მეორეზე გენიას დაუფარეს, ქერთლი ბილი ალყაში მოექცა და შერკინებიდან სანტიაგო გონსალეს- იგლესიასი ახლოდანვე შეიჭრა ლელოში * 20:20 @ 58’
ფალავნობა * 2017 * ოთხი ერიბოლო, მეექვსე რაუნდი
აფრიკა$ 24:25 ზელანდიააფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ სერფონტეინ (დე’ალენდე 62 წბ 76) სქოსან
<10-9> იანკის (პოლარდ 55-71) კრონიე /
კიცჰოფ (ნიაკანე 78) მარქს დრეიერ (ვ.ლოუ 51)
ეცებეთ^კაპ (დე’იახერ 76) დე’იახერ (მოსტერტ 55) კოლისი (ჟლ.დიუ’პრე 55) დიუ’ტოი ფ.ლოუ -
3ლ: კრონიე დიუ’პრე მარქს; 3გ: იანკის (1 3) პოლარდ; ჯ: იანკის
ზელ: მაკ’ქენზი მილნერ-სქადერ (ჰავილი 40+8) ქროთი ვილიამს რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ (სოპოანგა 33) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 60) /
ჰეიმს (ქროქეთ 46) ქოულზ (თეილორ 46) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 46)
ვაითლოქ სქ.ბარეთ (ტუი’პოლოტუ 66) სქვაიერ ქეინ (თოდ 47) რიდ^კაპ -
3ლ: ქროთი იოანე მაკ’ქენზი; 2გ: სოპოანგა; 2ჯ: ბ.ბარეთ სოპოანგა
რეფ გარსეზ (სფრ) 7/10 @ ქეიპ’თაუნ, ნუველანდს (47 342)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=15074063083:0(10) 3:3(12) 3:8(32) შეს(40+10) /
10:8(45) 10:15(60) 17:15(66) 17:22(71) 17:25(76წბ) 24:25(79) დას(80+1)
არგენტინა 20:37 ავსტრალია$არგ: ტუკულეტ (კორდერო 60) მორონი ორლანდო გონსალეს-იგლესიას ვოფელი
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 65) ლანდახო (ვერტრანუ 79) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 65) კრევი^კაპ (მონტოშა 68) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 41)
კრემერ სბ 70, ალემანო; მატერა ორტეგა-დესიო (სენატორე 54) ლესანა (მაკომე 59) -
2ლ: ალემანო გონსალეს-იგლესიას; 2გ 2ჯ: სანჩეს
ავს: ფოლაუ კოროიმბეტე (სპეით 74) კურინდრანი ბილ (კერევი 68) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 74) /
სიო (ფოქნერ 65) პოლოტა-ნაუ (მორ 65) კეპუ (ალა’ალატოა 54)
როდა (სიმონს 55) ქოულმენ; დემპსი ჰუპერ^კაპ მაკ’მან (ტუი 65) -
5ლ: კოროიმბეტე ჰოჯ (2 5) ფოლი გენია; ფოლაუ (2 3) 3გ 2ჯ: ფოლი
რეფ რეინალ (სფრ) 7/10 @ მენდოსა, მალვინას (30 256)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=15074313610:3(15) 0:8(20) 7:8(25) 10:8(30) 10:13(34) 13:13(38) /
13:20(53) 20:20(58) 20:27(63) 20:30(71სბ) 20:37(79) დას(80+1)
"პლანეტ რაგბის" (ბოლო რაუნდის) რჩეული15 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ),
14 მარიკა კოროიმბეტე (ავს), 13 რაიან ქროთი (ზელ), 12 იან სერფონტეინ (აფრ), 11 რის ჰოჯ (ავს);
10 ბერნარდ ფოლი (ავს), 9 როს კრონიე (აფრ) /
1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 სეკოპე კეპუ (ავს);
4 იბენ ეცებეთ (აფრ), 5 მატიას ალემანო (არგ);
6 ჯექ დემპსი (ავს), 7 სია კოლისი (აფრ), 8 შონ მაკ’მან (ავს)
სულ: 6 ავს აფრ: 2 ზელ; 1 არგ
სტატ’მოწინავენიქულა: 80 ბერნარდ ფოლი (ავს), 70 ბოდენ ბარეთ (ზელ), 68 ელთონ იანკის (აფრ), 46 ნიკო სანჩეს (არგ)
ლელო: 5 რიკო იოანე (ზელ), იზრაელ ფოლაუ (ავს);
4 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ);
3 ბოდენ ბარეთ (ზელ), ქერთლი ბილ (ავს), ვილ გენია (ავს), სია კოლისი (აფრ),
მარიკა კოროიმბეტე (ავს), ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ), რაიან ქროთი (ზელ)
"ფოქსის" (ტურნირის) რჩეული15 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ),
14 რის ჰოჯ (ავს), 13 რაიან ქროთი (ზელ), 12 ქერთლი ბილ (ავს), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 არონ სმით (ზელ) /
1 სქოთ სიო (ავს), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 ნეპო ლაულალა (ზელ);
4 იბენ ეცებეთ (აფრ), 5 ბროდი რეთალიქ (ზელ);
6 პავლო მატერა (არგ), 7 მაიქლ ჰუპერ (ავს), 8 ქიარან რიდ (ზელ)
სულ: 8 ზელ, 4 ავს, 2 აფრ, 1 არგ
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (9/10_2017)
1 ზელანდია 9552, 2 ინგლისი 9014, 3(5) ავსტრალია 8559,
4(3) ირლანდია 8539, 5(4) აფრიკა 8503, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379,
12 საქართველო 7341, 13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: ავს 93 არგ, ზელ 31 აფრ
სთრიმებიhttp://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@