Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > წმაწური კაფიები |
Posted by: oxunji pirveli 17 May 2015, 19:42 |
პირველი ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=33617632&st=0 მეორე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=33815815&st=0 მესამე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=34114192&st=0 მეოთხე ნაწილი http://forum.ge/?showtopic=34246643&view= მეხუთე ნაწილი http://forum.ge/?f=36&showtopic=34427599 მეექვსე ნაწილი https://forum.ge/?f=36&showtopic=34571433&st=0 მეშვიდე ნაწილი https://forum.ge/?f=36&showtopic=34670749&st=0 მერვე ნაწილი https://forum.ge/?showtopic=34716456&hl= მოგესალმებით და გილოცავთ ახალ თემას! კვლავ ველით ახალ წევრებს, რომლებსაც მივიღებთ გასაუბრების წესით.. უპირატესობას მივანიჭებთ გაზაფხულივით ხალისიან და კრუხის საბუდარივით თბილ ადამიანებს.. თემაში მპოსტავ მამაკაცთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, გასაუბრების გარეშე მიიღებიან მაღალი, ქერა და ცისფერ/მწვანე თვალება მანდილოსნები.. აქვე გაცნობებთ, რომ გარდა ფორუმის საერთო წესებისა, თემაში მოქმედებს შიდა წესები, რომელსაც ემორჩილება თემის ყველა წევრი.. დაუშვებელია: - ერთმანეთის რითმების გამოყენება.. - საკუთარი რითმების ორჯელ და მეტჯერ გამოყენება.. - ათასჯერ ნახმარი და ცხრაასჯერ დაორსულებული ისეთი რითმების გამოყენება, როგორიცაა: კაფია, მაფია, ქაფია, ლაფია, ძაფია და სხვა.. იკრძალება: - ძმრიანი წინდებით, გალეშილ და აღგზნებულ მდგომარეობაში შემოსვლა.. - თანამოშაირეზე მუხანათურად თავდასხმა.. საშაიროდ/საკაფიოდ არ დაიშვებიან: - ხმა ჩასაგდები, ენა ამოსაგლეჯი, ჭკუა ამოკორტნილი და თავგადაბინტული მოშაირეები.. - წიწაკები, მაწაკები და მუწუკები.. - ძუძუ ამოყრილები და ყურებ ჩამოყრილები.. - არაჟანზე და ქიშმიშიან ფუნთუშებზე გაზრდილები.. - უხეირო მეზობლების ჯიბრით უმაღლეს დამთავრებულები.. - ჭოჭინიდან ახალი გადმოსულები და სინედლე გამომშრალი ხანდაზმულები.. თემაში შეღავათებით ისარგებლებენ: - მძიმე ბავშვობა გადატანილი და ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მოშაირეები.. - ამ თემაში ბასრი და ბლაგვი შაირით დასახიჩრებული პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები.. გახსოვდეთ, რომ შაირი/კაფია უნდა იყოს მთის კალმახივით სხარტი და ძაღლის კუდივით მხიარული.. ყველას გიწვევთ თემაში, პაპა, თინეიჯერო.. შაირით და კაფიით გული ერთად ვიჯეროთ.. გელოდებათ ეს თემა, ჯული ხარ თუ ჯოყოლა, ვისაც სიცილ-ხარხარით გინდათ ამბის მოყოლა.. არ იქნება თემაში არც ბოღმა და არც შური, უკვე გვიერთდებიან ახმეტა და ხაშური.. ჩვენთან არის ხეკორძი, ჩაილური, ჯიმითი.. მალე ბუღი დადგება ულაყ ლექსთა ჯირითის.. არ დააკლდეს არც ნინი, არც ზეზვა და არც შმაგი, თემა უკვე გაიხსნა და ასე ივლის - ანშლაგით.. |
Posted by: nipponcaucasus 19 May 2015, 13:10 |
გილოცავ! სტილს არ ღალატობ, აახლე "წმაწურ-კაფია". კარგი მოკრივე ის არის ვინც იცის გეოგრაფია! (: პირობები გაქვს ისეთი თავი ჯობს.გე-ზე მეგონა, მომეცით ლიგის ბილეთი ას მწვანეს ვადებ ზემოდან. --- აწონვა მიმდინარეობს... ოფლის სურნელი ტრიალებს. ( ეს სხვა სუნია, ის არა, - განწყობას რომ აზიანებს) შორიდან ვხედავ ბარე ორს კალამი რო უწრიალებს. ჩამწერეთ! ჩოხას მოვირგებ, თუმც გეახლებით არაჟანს (: ლეიბზე ერთს რომ მოვიგებ, გამართვა უნდა ზარბაზანს! |
Posted by: oxunji pirveli 19 May 2015, 17:42 | ||
გაეცანით, ახალია, თემისაა დებულება. გაცდენები თუ გექნებათ, ვერ მიიღებთ შვებულებას.. nipponcaucasus
გამიხარდა შენი ხილვა, ფორმაში ხარ ჩემო ნიპონ. უკვე ბეჭზე გდია სილვა, მსაჯიც გიფიქსირებს იპონს.. |
Posted by: nipponcaucasus 19 May 2015, 22:09 |
რო დაარიგე მუშტები, ბითუმადა და ნისიათ შემოგრჩა მხოლოდ მუშტრების დამკვირვებელთა მისია. (: იმასაც შემოუჭყიტავს, წეღან რო გული ისია, ჟუაჩკას თუ მოუწყვიტავ დაგვილევია ქისია. |
Posted by: oxunji pirveli 20 May 2015, 11:47 | ||||
nipponcaucasus
რად არ მომტყდა მაჯა, რომ მოვიქნიე მძინარემ.. ვაღიარებ საჯაროდ ვიჩქარე და ვინანე..
მივმართავ კალმის გუგულებს, ვინც თემის წესებს ერგებით, თემა დაიძრა, გუგუნებს, ჩაყარეთ ლექსის ნერგები.. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: აპოპტოსმა და უხეირომ ეს დღეები "გადააბეს''.. ნორიელი მოშაყირეს შემოსვლას ელოდება. ის კი, ვიღაც ბებოს უვლის და მარტო ვერ ტოვებს.. ხინკალი ეხლა იხარშება და პილპილმოყრილი შემოვა.. ნიკი-ბიკი შეყვარებულია და ჯერ ჩვენთვის არ სცალია.. ნინი გოგო უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.. |
Posted by: Uxeiro 20 May 2015, 12:19 |
თითქოს ბებერი ვიყავ და ახლა ვახალგაზრდავდები, კაფია თუ დამარტყავდა, არ დაგზარდებით, დავდებდი |
Posted by: smith14 22 May 2015, 11:36 | ||
niki-biki:) ვინ დაგიტყვევა გულია? რა გვარია, კაკულია? ყავს მანქანა, თუ აქვს ფულია? შენნაირი ბულბულია? |
Posted by: oxunji pirveli 22 May 2015, 14:46 | ||
საამო არის სამზირად ხოხობაშვილი ლამზირა, მოვა და თემის ორღობე გადაიქცევა გამზირად.. --------------------------------------------- ვერიკო და ჯუმბერიკო შარშან ამ დროს შემომხვდა მეზობელი ვერიკო, შევხედე და შევატყვე, რომ ხასიათზე ვერ იყო.. იფიქრებდი კაცი, რომ ვერ მიასწრო კიდობანს, მივედი და ვუთხარი ხომ არის თქო მშვიდობა.. მუდამ იყო მშვიდი და ტკბილი, როგორც ქიშმიში, ახლა იდგა ბეჩავად და წამოიწყო ვიშვიში.. თურმე, ამ ჩვენ ჯუმბერას აწუხებდა დისკოზი, ექიმბაშმა გასინჯა და გაუკეთა ხის კოვზი.. ეს ვერიკოც შევარდნილა, რომ იყვირა გვარიანად, ჯუმბერიკოს დიდი კოვზი ტანში ჰქონდა ტარიანად.. ამის შემყურე ვერიკომ იქაურობა დალეწა, უცბად გაუსხლტა ''ექიმი'' და კოვზით მისდევდა გარეწარს.. მოკლედ, ასე განკურნეს მეზობელი ჯუმბერა, იმის მერე საწყალი კომპრესორივით უბერავს.. რას აღარ გაიგებ კაცი.. |
Posted by: nipponcaucasus 22 May 2015, 16:44 |
oxunji pirveli ვერიკოზე უფრო მეტად მომეწონა ლამზირა, თითქოს პეკინის ქუჩაზე ხატაელმა დამზილა. ))) |
Posted by: oxunji pirveli 22 May 2015, 18:41 |
მე ჩავიხედე შუადღით ჭაში, სადაც წარსული დამხვდა მყეფარე და შავ სინანულს გაპარულს ხმაში, ობოლი გრძნობით ამოვეფარე.. ----------------------------------------------------------- რითმა ვაწყვილე ლიწინით, ღამე დავფერთხე შვიდზე და ვმღეროდით მე და ზმნის წინი, ხმაში გვყვებოდა ზმნის ზედა.. არ მიჭამია ძმის წილი, ღმერთი ხომ მუდამ მიმზერდა.. |
Posted by: Apoptosis 23 May 2015, 09:26 |
გაგიხსნიათ თემა და კაფიის ღმერთს უგალობთ... თუმც კარგი გყავთ თამადა, რაა სუფრა უქალოდ?.. დაუძახეთ გააწყონ, კერძები შეაცხელონ... ღვინოც ჩაგვიციონ და, არ დამალონ სახე რომ: სილამაზე მოჰფინონ და სიმშვიდე გარემოს... ანავიტამ იმღეროს, მოშაყირემ გარეპოს |
Posted by: oxunji pirveli 23 May 2015, 18:55 | ||
Apoptosis
თან რა სუფრა გვაქვს, მისი ხილვისთვის არ წყდება მარში, ციკანი ლეღვში, კნუტი რძეში, და ჭუკი ძმარში.. სახინკლედა გვაქვს გამზადებული ბიზონის ფარში, ის ბიზონიც ხომ სწორედ მათთვის დავჭერით მხარში.. ქალი არა ჩანს რატომღაც თავი მგონია ჯარში.. მჯერა, შემოვა მაყვალა და ინარნარებს საყვარლად.. ისე, იციან ზოგჯერ ასე, შორიდან ყურება. ზოგჯერ კი, იმდენნი ქუჩდებიან, რომ ერთმანეთზე განაგლეჯი თმების გატანას ვეღარ ვასწრებთ აქედან.. |
Posted by: Apoptosis 23 May 2015, 19:58 | ||
შორიდან ყურება იციან ქალებმა, და როცა გახედავ, ვითომც არაფერი... თითქოს მზეს უცქერდა, ისე ინაბება, თითქოს მზეს ჰქონია, გულის გასაღები... შორიდან ყურება იციან ქალებმა, და როცა მათ მზერას დაიჭერ თვალებით , (ოჰ ღმერთმა დალოცა...) ჩათვალე გენაცვა (გინდა თუ არ გინდა) მახეში გაები. |
Posted by: oxunji pirveli 23 May 2015, 21:37 | ||
გიყურებს და გაგრილებს, როგორც ზაფხულს ნამი ცის, გინდა მისთვის სიცოცხლის უანგაროდ ჩუქება, არა, ასეთი განცდა, აბა, მართლა რამ იცის?! თითქოს მიწას ვეღარ გრძნობ, ზეცაც გემსუბუქება.. |
Posted by: nipponcaucasus 26 May 2015, 19:17 |
კეისარს, შაჰებს, ხალიფებს, ყაენს, ცარიზმს, კომუნიზმს თუ სხვა დანარჩენს, ვებრძოდით ყველას, ღმერთს ვთხოვდით შველას... გვეშველა. ამ დღეს გილოცავთ ყველას! * * * მე ძლიერ მიყვარს თბილისის ღამე, ანძას რომ აწევს მაძღარი მთვარე. ზედა სართულზე კივილი მწარე, -შენ დაამთავრე? - მეც დავამთავრე. და ასე მიდის ყოველდღე ბრძოლა ინთება, ქრება ანძაც და გრძნობაც. (ყველა გალაკტიონი ვერ იქნება) |
Posted by: smith14 28 May 2015, 17:14 | ||
nipponcaucasus ყოველ ღამე თუ შენ ამას უსმენ მიკვირს ღამე რო არ შეიჯავრე.. |
Posted by: nipponcaucasus 28 May 2015, 18:05 |
აეს გოგო მემეტება შენთვის, გიგზავნი და მიდი შეიჯვარე! |
Posted by: smith14 28 May 2015, 19:25 |
რა საყვარლად იღიმება, ნაბავს თვალებს.. ტრაკსაც როგორ კოხტად ათამაშებს.. ჩვენს თემაშიც ველი ლამაზ ქალებს.. ველოდები მოუთმენლად ნაშებს.. |
Posted by: oxunji pirveli 28 May 2015, 21:28 | ||
მთვარე მორევში კანკალებს, ფერმკრთალს ამშვიდებს კედარი.. თემაში არსად კაკანებს, ლექსის მდებელი დედალი.. |
Posted by: nipponcaucasus 28 May 2015, 21:36 |
ფილერებით შემძიმებულ ლაშებს, სილიკონებს, ვერ დავუკრავთ ტაშებს, მხოლოდ ნაღდებს და მოხდენილ რაშებს, დავურიგებთ პერმანენტულ საშვებს. .... დღეს აღარ ჭრის ქალბატონზე ლექსი, ის რა იყო, რომ თქვი? ჰო,... - ამექსი, უნდა იყო მბრძანებელი - ზევსი, ანდა კაი თავდამსხმელი ჩელსის. (ეძახე რამდენიც გინდა,... სტრატეგიაა უნდა დაიგეგმოს... რამე ჰიპერ ფერომონული-აფროდიზიაკული... როგორიცაა: გამოდი ქალო კუხნიდან! ჩემ ნასკებს ხელი არ ახლო! დედა მომიკითხე! ... და ა.შ.! ) |
Posted by: norieli 29 May 2015, 22:16 | ||
oxunji pirveli
გამარჯობა.... აქაც გავიმეორებ--- ---------------- კითხვა მაქვს....ვიცი, ასე მეტყვით -შენ ვინ გეკითხება,ბრიყვო- ერთი თხილის გული ორად რომ გაყავით ვითომ გასაყოფი იყო?...... |
Posted by: oxunji pirveli 29 May 2015, 23:40 | ||||
norieli
გამარჯობა!
არ გაგვიგდია თემიდან არც ჭკვიანი და არც ხიო.. მოდით და ყველამ ხალისით რითმა შუაზე გავხიოთ.. ჩვენ უფრო გვიან გავხსენით თემა და ყველა დავპატიჟეთ.. მობრძანდით ბატონო! |
Posted by: Apoptosis 31 May 2015, 10:23 |
ქალთა თემას ვესტუმრე, მუზას ვთხოვე ელექსა... დავუწერე, მოვქარგე... მათ კი გადამთელეს და იუარეს აქ მოსვლა, შიკრიკობა დამწამეს, ქალი თავს რომ იკერპებს, არც დღე მინდა, არც ღამე... წამოვედი, დავტეხე სიყვარულის ისრები... ტალახიან მორევში, აღარ ამოვისვრები... |
Posted by: oxunji pirveli 31 May 2015, 10:34 | ||
norieli უკან როდის ბრუნდებიან, ქალებისა რა ისმის? ყოველ დილით მირეკავს კონდოლიზა რაისი.. მითხრა: ფეხით მოიარეს ჰონსიუ და ხოკაიდო, კისკისებენ, იძახიან, მოგვივიდა ხომ კაი დრო.. დარჩენიათ მოსავლელი სიკოკუ და კიუსიუ.. ჩვენ კი გვინდა შაირები აფთრებივით მივუსიოთ.. იქნებ, ჯერ არ მიუღიათ მოსაწვევი ბარათები, სცენა უკვე ელოდებათ მუსიკით და განათებით.. * * * Apoptosis
გამოდის, რომ შენი როზა გადაიქცა ტარტაროზად?! რაღას დადიხარ გადაღმა, აქ როცა ლექსი გადახმა?! აქაც შემოვა ხანუმა, ხან შემწვარს დაწერს, ხან უმად.. |
Posted by: nipponcaucasus 2 Jun 2015, 16:11 | ||||
კუდაბზიკა ქალებმა ცალკე მოიკუნძულეს, ქარის ელჩი ჩალებმა სახლში მოაბუნძულეს. ზიან ალბათ შალებში, ფეხით ფხანენ გოშიას, საუბრობენ ჩალებში როგორ სკინტლავს შოშია. განა "წმაწურ-კაფიას" ჩაანაცვლებს "ლექსპრომტი"? დაწუნებულ კაფიას მანდ უშვებენ ექსპორტით.
გამახსენდა კაი დრო კუნძულებზე ყოფნისა. დაფარულებს დაპყრობ, გეიშებთან ტრფობისას. როცა ჯერი მიდგება კუნძულ ოკინავაზე, იქცევიან წინდებად, შეცვლა უნდა ლამაზებს! მჯერა მალე დაგმობენ პოლიტიკურ სურვილებს, მშვიდობისთვის დასთმობენ სახალინს და კურილებს. ------- შენგელძე მარო! დროს ატარებ ყავის სმაში, უსაქმური ხარო! ანჩხლობ თან ბუტიაობ განა გეპატიება?! |
Posted by: oxunji pirveli 3 Jun 2015, 03:03 | ||
nipponcaucasus მადლობა თემის კაცურად ერთგულებისთვის!
თვითგვემობს და იგლეჯს ყურებს, აქედან რომ გამერიდა, ახლა ზის და შემოგვყურებს სათვალთვალო კამერიდან.. რით ვერ გაიგეს ამ ბეჩავებმა, რომ აქ არავინ არავის მტერი არ არის.. ჩვენ გვჭირდება ქალები დაბლები და მაღლები, სათნოები, თბილები.. ჩვენგან შორს კი ძაღლები.. ჭკვა-გონებით შემკულნი, არა აქსესუარებით.. არ გვჭირდება მამაშები და არც ტრანსსექსუალები.. * * * nipponcaucasus Uxeiro smith14 Apoptosis ბიჭებო, რამდენიმე დღე ვეღარ მოვიცლი.. იხმაურეთ, რომ მეზობლებს შაირით გაგუდულები არ ვეგონოთ.. |
Posted by: smith14 3 Jun 2015, 13:01 |
ქალი გვინდა თემაშიიიიიიიი! ქალი ნაზი, ტურფააა.. აქეთ კაცი, იქ ქალი რა ქელეხის სუფრაა?! |
Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2015, 16:53 |
MOSHAYIRE რატომ დამტოვე ეულად თემა შაწყდა და დამშორდი, სყვარულ მქონდა შვეულად, მბრუნავი, როცა ბავშვობდი. ყავას რომ დასცლი ჩექმებით და გაგიჩნდება სკლეროზი ახალი ნიკი შეჰქმენი, რითმით დავათროთ ეროსი. (ოკ?) |
Posted by: TruthIndex 3 Jun 2015, 19:37 |
აქ ლექსებით უნდა შემოვიდე ხოლმე? |
Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2015, 21:11 | ||
TruthIndex ასე მალე სურვილები ცხოვრებაში ნეტავ ხდება? ბევრს თან ჩააქვს წყურვილები ალბათ ყველა მეთანხმება. იგუგულე, კაფე-თესე! აიმედე მთელი გუნდი, ლექსად წერე კაფე, კვესე დაამსხვრიე შუღლის ხუნდი. დაანგრიე ტიხარია ქალისა და კაცისაო, ყველა გეტყვის გვიხარიას, ცოტა ხანი მაიცაო. * * *
არც შენ მოხვედი მე მგონი იღებს, და იფანტება ბნელი ღრუბელი... |
Posted by: TruthIndex 3 Jun 2015, 21:54 |
nipponcaucasus ვერ გავიგე რა მითხარით, რა წყურვილი და რა წყალი, წყალს რომ ვსვამ და ვიბღვირები, ცხოვრებაზე ვარ გამწყრალი. : P |
Posted by: smith14 4 Jun 2015, 11:11 | ||
TruthIndex რად ემდური ცხოვრებას, ვერ იშოვე ქონება? თუ მუდამდღე დიეტობ შაგაღონეს ქონებმა? |
Posted by: nipponcaucasus 4 Jun 2015, 12:08 |
TruthIndex კოქტეილი სვი ხილებით, არ იქნები გულდამწყდარი... მოკლება კაბა, კოჭი გრძელი, სიგარა და ვისკი ძველი... მხარი უნდა სიჩაუქეს, მოშორება ძველა მცველის. ცოდოა არის სიჭაბუკეს დასაღვრელად ვინც კი წველის. smith14 ვწუხვარ როცა ქალბატონი მკლავ-ფერდებში ქონებს ჰმონებს. გავა ჭკუას გადაწონის, ისაბაბებს მის ჰორმონებს. * * * ყავის სმა მარილ-ვანილით, ისე გუგუნებს ჭეკლასი, ვით გაზზე გადაყვანილი ნატაქსავები ცეკლასი. )). |
Posted by: norieli 4 Jun 2015, 23:29 | ||
oxunji pirveli
ეგ ბებერი ქალწული ყოველ დილით გირეკავს?.. ნეტავ, შენ რას გაწუხებს- იქ ხო რიჩარდ გირი ჰყავს!... |
Posted by: oxunji pirveli 8 Jun 2015, 18:51 |
ოცნება ამივსე ჟანგით და მარილით, დილა გამითენე განსჯის და რისხვის.. შენი იმედი კარებთან მოტანილი, მდუღარე წყალივით გადავისხი.. TruthIndex მოვიმღვრეოდი დაჭრილი ჯიქი, უკან მრჩებოდა ფერთა სიუხვე.. ქალი შემომხვდა დაცლილი ჭიქით, გამოპარვოდა წუხელ ჭიუხვებს.. კეთილი იყოს თქვენი ფეხი საკაფიოში! |
Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 13:49 |
ღრმად რო ჩაისუნთქავ დილაზე, ლექსებს რო დაწერ წვიმაზე, გულებს რო დახატავ სილაზე, (გინდა შეორთქლებულ მინაზე) ე! მაშინ ფიქრობ იმაზე. . |
Posted by: Uxeiro 9 Jun 2015, 15:56 | ||
თავს ახლი ქვაზე ან რკინაზე? |
Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 19:24 |
Uxeiro მეორე კუპლეტიც მქონდა წავშალე, ახლა ვინანე. დაკოდილი ხმით ისმოდა, "ვიცოცხლებთ მტრების ჯინაზე!" ცოტა მეტ მაინც გეწერა, ეტყობა ფიქრობ ზინაზე, ტრუსიკი რომ გადმოფინა, გუშინ სარეცხის სინაზე. |
Posted by: Uxeiro 9 Jun 2015, 19:32 | ||
კაფია მოკლე სჯობია, შემდეგზე არა, წინაზე |
Posted by: nipponcaucasus 9 Jun 2015, 21:54 | ||
მოკლე სჯობავსო რომ ამბობ ქალებზე ვწერე წინაზე, მოკლეთი როგორ აპირებ შაუნარჩუნო სინაზე? მე მგონი ვერ მაიცალე არაყ აყოლებ პივაზე! * * * გილოცავთ მოკაფიენო გაწითლებულა თემაო... |
Posted by: norieli 10 Jun 2015, 00:12 | ||
ზოგს ელის დაფნის გვირგვინი და ზოგს კი ანათემაო... |
Posted by: Ezekia 10 Jun 2015, 00:22 |
მაგარია! |
Posted by: norieli 10 Jun 2015, 01:38 | ||
oxunji pirveli
იფრთხილე,,ძმობილო.. იმედს ნუ ენდობი.. ახასიათებენ ერთობ ენტროპიით.. მაგრამ რაღას იზამ- თუ გაქვს შეტოპილი... იმედგაცრუების გაუშვი "ტოპოლი".. |
Posted by: nipponcaucasus 10 Jun 2015, 03:00 |
დამარცხებულთა სარითმი გვერდზეა ანას თემაო, აქაა ლექსის ზეიმი და არწივების ფრენაო. რა სტუმრებივით დადიხართ არ გშვენით ბოლთის ცემაო მაიწით გამოგილოცოთ მერე დაგითმო სცენაო. რად დაიმოკლეთ სიტყვები თავ რით იმართლებთ თქვენაო, კაფიის საწევროები მოკლეთი ვერა წყდებაო! ))) (ჩემზე უკეთა თქვენ იცით მართალ რო ვამბობ მენაო) |
Posted by: Apoptosis 10 Jun 2015, 08:44 |
მუზა მემდურის. არ გეგონოთ, რომ მიგატოვეთ... უსამართლობის მსხვერპლია და ვეღარ ხატოვნებს. |
Posted by: oxunji pirveli 10 Jun 2015, 10:29 | ||||||
norieli
ახლაც მწვავს ღიმილი საყვარელ გოგოსი.. არ მინდა მჯეროდეს, რომ მართლა შევტოპე.. ვუხსნიდი სიყვარულს, ცეკვავდა ქოქოსი, ტალღები ანგრევდა ნიცას და სენ-ტროპეს.. Ezekia
შეფასებისთვის - მადლობა! (გადმოგცემთ თემის სარდლობა) * * * Apoptosis
დამშვიდდი ჩემო ოლივერ, ლექსებს დაატყვე ხარისხი! ერთ ბედს ქვეშა ვართ ორივე, მგონი, ვლოთდები, - დამისხი!:D |
Posted by: norieli 10 Jun 2015, 22:24 | ||
oxunji pirveli
უხსნის და.... ა ,ტიპი!... ზედ კი არ მიახტა... წინ იყო ანტიბი და თეთრი იახტა... უცებ ცას უბნელებს- ულაჟვარდოვანეს- ნაცნობი უბნელი, -შენც აქ ხარ...ოვანეს?... |
Posted by: oxunji pirveli 10 Jun 2015, 23:07 | ||
norieli
განცდა მაქვს ჩემო ზელიმხან, გეფხანება და ვერ იფხან.. |
Posted by: norieli 10 Jun 2015, 23:53 | ||||||
oxunji pirveli
ყველაფერს ნიჭი სჭირდება... ყველას კი არ აქვს-შენი ფხა... * * *
თუ კარგად გადათვლი თანხმოვნებს..ხმოვანებს--
ამას შენ მიმართავ!!!!!! გეწყინა ხომ არ ეს?.... |
Posted by: oxunji pirveli 11 Jun 2015, 07:16 | ||||||||
norieli
რად უნდა ამას გადათვლა, აგერ, ხითხითებს გივი და.. მგონი, კალამი გადათვრა და ბუნდოვნად გამოგივიდა..
ხმოვნებს.. |
Posted by: nipponcaucasus 11 Jun 2015, 19:15 |
ფუთი კაფია გახდა უნცია, ჰოდა მეც ვიკისრე ტელფერის ფუნქცია. |
Posted by: norieli 12 Jun 2015, 00:37 | ||
oxunji pirveli
არაფერს არ უშვებ.. ლევს გავხარ-იაშინს... ლომს გავხარ-ჟინ -აშლილს- მორფოლოგიაშიც..... შევღებავ გუაშით ან იქვე მივაშლი -"ა"- როა შუაში ძვალივით გაჩრილი- ეგ ძაღლის არჩივი თუ ღვინჯილიასთან ჯერ მაინც არ ჩივი?!... |
Posted by: oxunji pirveli 12 Jun 2015, 09:40 | ||||
norieli
ვკითხულობ შაირს და მივირთმევ ალუჩას, განწყობა დაჭრილი ჯიხვივით მიფრთხება.. წავიდა იმედი, არც ბოლო არ უჩანს, ფიქრები მკბენენ და გარბიან ვირთხებად..
რად მინდა ლევანი, ან ვინმე დოცენტი, არც ვინმეს ვუჩივი, ჩემთვის ვარ ბატონო! არა მაქვს ღალატის არც ერთი პროცენტი, დათმენით ვცხოვრობ და ჩემ სინდისს ვპატრონობ.. |
Posted by: annavita 12 Jun 2015, 20:40 |
................................................ |
Posted by: smith14 12 Jun 2015, 22:01 |
მეჩვენება? თემის დედა.. |
Posted by: oxunji pirveli 12 Jun 2015, 23:24 |
annavita ოხუნჯმა თემას გახედა, გადაუბრწყინდა სახე და.. ანა ლექსით და სიმღერით წინ მოუძღვოდა სახედარს.. ბებო, მოგვენატრე |
Posted by: annavita 13 Jun 2015, 01:17 | ||
oxunji pirveli
ანა არაფერს არ იტყვის,,, სახედარს ახედ-დახედავს... ბებოსაც მოენატრეთ |
Posted by: oxunji pirveli 14 Jun 2015, 00:25 |
annavita მაყარში გყავდა შაყირა, თუ სიჯიუტესთან წაყინა? შაირი აქვს ფიცხი, ''რესკი'', ვნახე მისი ნარითმია, აქ არ მოდის, ნორიელს კი გაუჩინა არითმია. |
Posted by: nipponcaucasus 15 Jun 2015, 01:15 |
annavita თქვენს მოსვლას სალამს ვუფრაზებ, გადამიარა ტრაურმა. თითქოს მუშების სუფრაზე, ქვაბით ჩამოდგეს ყაურმა. |
Posted by: oxunji pirveli 15 Jun 2015, 08:54 |
ვგდივარ ფიქრთან ნაომარი, თხელ საბანში ვიმალები, არ მაძინებს მომღიმარი ჭორფლიანი ყვრიმალები.. |
Posted by: nipponcaucasus 15 Jun 2015, 14:48 |
ეს გაიძვერა ბებერი ვერა... ბუნების ბღვერამ ნაცები ჟვერა. მიაპობს ტალახს, მინისტრი წვერა, დიდი ლამპოჩკა, ფანარით ზვერავს. სტუმარ ბეჰემოტს დღეს პრიმავერა, მასპინძლობს... რა ვთქვა? გვეშველა? - ნეტა.. |
Posted by: niki-biki:) 16 Jun 2015, 20:13 | ||||
oxunji pirveli
შეყვარებული არა ვარ, მხოლოდ დავხტი და ვხალისობ, გადამეყრება საჩემო, იმედი კი მაქვს ხვალისო )) smith14
ბულბულის რა ვთქვა, ჯიგარო, ცოტა იადონს ჩამოგავს, მანქანები კი.. რა ვიცი... ჩალიჩობს..მიდის, ჩამოყავს.. |
Posted by: Levan_i 17 Jun 2015, 10:25 |
ჩაეშვა ღამე გულის არეში... "არ გყავს ბადალი" არე-მარეში... გააგრძელეთ |
Posted by: smith14 17 Jun 2015, 10:48 | ||
ო როგორ მიყვარს ღამე თარეში.. წვიმა, ქუჩები ხალხის გარეშე.. |
Posted by: nipponcaucasus 17 Jun 2015, 13:04 |
დღეს უნდა დავთვრე გენაცვალეში, მაშინას ვტოვებ ჯონდოს ფარეხში. * * * დღეს უნდა დავთვრე გენაცვალეში, მაშინას ვტოვებ ჯონდოს ფარეხში. |
Posted by: oxunji pirveli 17 Jun 2015, 18:51 | ||
niki-biki:)
გიმზერ და მჯერა უცილოდ, გადაგეყრება საშენო, რომ ეს ცხოვრება უძირო ''ცენტრ პოინტივით'' აშენოთ.. |
Posted by: nipponcaucasus 17 Jun 2015, 21:59 |
მამი სმეტანა იყიდე გადაგეღალა სიძეო ... |
Posted by: oxunji pirveli 17 Jun 2015, 22:27 | ||
როგორ გავაწვდენ სმეტანას, ჰქონია მკლავის სიგრძეო.. |
Posted by: niki-biki:) 18 Jun 2015, 00:05 | ||
oxunji pirveli
რაღაც მისურვე კაი თუ, ცხოვრება გააშაყირე? ამ ცენტრ–პოინტმა ხალხს ფული აართვა, თავზე იყარა :ო |
Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 00:30 |
ხანდახან თითი მკლავსა სჯობს აქაა მთელი სიბრძნეო. )) |
Posted by: Levan_i 18 Jun 2015, 02:35 |
ვერ მიმიხვდით "პათოსს", ალბათ საკმარისად გასაგებად ვერ დავწერე; არ დადგება რა ჩემგან პოეტი ======== ვაფშე აქ რისთვის მოვედი... |
Posted by: smith14 18 Jun 2015, 09:53 | ||
სჯობდა რო თითი მეტაკნა.. მუშტი ვკარ, ხელი ვიღრძეო.. |
Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 11:04 |
smith14 ))))))))) ეს რა მოგსვლია შე კაცო ღამე გქონია მძიმეო, სანამდე მუშტებს იქნევდი ჯერ გაგეზომა სიღრმეო! )) |
Posted by: smith14 18 Jun 2015, 11:50 |
nipponcaucasus თითის ტაკებას ვგულისხმობ თვალში.. ჩხუბი მოგვიხდა ქორწილში.. ვანში.. |
Posted by: nipponcaucasus 18 Jun 2015, 12:54 | ||
smith14 ხომ არ დაგჩაგრეს იმერლება კახელნი ჯანში? დედოფლის მხრიდან იქნებოდი ბზარი გაქვს ხმაში! )) * * * Levan_i
ვფიქრობ რომ დადარდიანდი, რადგან ვერ მივხვდი პათოსი შენ იყავ დარტანიანი მე კი ვიქნები პართოსი. |
Posted by: oxunji pirveli 18 Jun 2015, 19:37 | ||||||||
niki-biki:)
მე ვიგულისხმე შენება და არა ''დაყაჩაღება'', რომ თქვენმა მშვენიერებამ შუქი დაჰკიდოს თაღებად.. ნიპონა გვიდგას ამწეში, შენ კი შემოხველ ნაყინად.. რაც მე დავწერე სამ წელში, ერთ კვირაში წერს შაყირა.. nipponcaucasus
რა მაცდური რაღაც დადე.. თან სიმამრი რომ სმეტანით მოგამარაგებს.. იყოს მეორე ვარიანტიც: აღარ გამოგდის შეტანა? - თავს ნუ გვაცოდებ სიძეო.. ვედრით დაგიდგი სმეტანა, წამოხტი, გაიღვიძეო.. Levan_i
ჩემო ლევან, თუ აქ წერა გამოგდის სხვანაირად.. '' გადახტი და ათამაშე თიკუნა და ნაირა''..
რითმა უნდა გაიხადო ძმაკაცებად, დაქალებად.. ლექსში კარგად რომ წავიდეს უნდა მისცე დაქანება.. გამოგვიარე ხოლმე.. |
Posted by: niki-biki:) 18 Jun 2015, 21:27 | ||
oxunji pirveli
<3 ქალისაა სახლში შუქი? ქალია რო ანათებს? ჰე, მომეცით ოჯახი და ვნახო, თუ გავანათებ :მორცხვ; |
Posted by: annavita 18 Jun 2015, 23:03 |
ხომ მშვიდობით გადარჩით ამა თემის ბინადარნო? |
Posted by: oxunji pirveli 19 Jun 2015, 00:38 | ||
annavita
აღარ ჩანდი.. რა ხდება შენსკენ, მშვიდობა გაქვს? |
Posted by: mamukap 19 Jun 2015, 00:46 |
საღოოოლ მაგრები ხართ მაგრად ვიხალისე ხვალ კიდევ წავიკითხავ პირველად ვარ ამ თემაში |
Posted by: smith14 19 Jun 2015, 11:42 | ||||
nipponcaucasus კი ქალის მხრიდან ვიყავით წავიღეთ ღვინო კახური.. გაჩაღდა დიდი ქეიფი სუფრა იყო არნახული.. მოადგილეთაც დამნიშნეს ვიყავ თამადის მსახური.. სმაში წავიდა შეჯიბრი დავიკიდე სამსახური.. ბოლოსკენ ამ ჩემალალამ სიტყვა წარმოსთქვა ახვრული.. თქვა: ბევრგან მითამადია ბევრი სუფრა მაქვს ნახული.. მარა ეს ღვინო არ ვარგა თუმცა კი არი კახური.. ჩვენი ღვინო დაიწუნეს წარაფი კარდანახული.. ბატონ თამადას პასუხად ვუთხარით: იდი ნახუი! მერე ვიღაცამ უთარგმნა.. არ მახსოვს ვინ ვის ურტყავდა.. niki-biki:)
ქალი კაშკაშა, მცხუნვარე როგორც ღუმელი მარტენის.. სულ მუდამ რომ კაშკაშებდეს სჭირდება კარგი დამტენი.. |
Posted by: nipponcaucasus 19 Jun 2015, 13:25 | ||||||||
smith14
))))))))))))) იმერლებს უყვართ ფაფხური ზამთარში უნდათ ზაფხული, ცხოვრება გამოჩარხული, რუსის ქალებთან ხახუნი. (გამოსდით თუ აქ მამიკოს ფულები გადანახული!) * * * oxunji pirveli
ვეძახე ხაშ და ნიორზე, რატომღაც გაინაპირა... )) სადახარ ჩვენო ბიონსე, მაზუთიანო შაკირა! ***
სიმამრს უჭირავს ბერდანა, თითებით სასხლეტს იძევსო.. 3თვე გორავ ჩემთანა, ქალ ფეხ ვერ დაუმძიმეო?! დაგადო ვაზის მკვნეტარა, შე მართლა სკუტუბიძეო! * * * annavita
მიხარია ანავიტა თემას ბეჭს რო მიაფხანო! |
Posted by: TruthIndex 21 Jun 2015, 03:49 |
არ მიყვარს ღრუბელშეყრილი და სულ მტირალი თბილისი, სიცოცხლის მტერი არ მიყვარს ცრემლით დამბანი პირისა, ეს ნიაღვრები გლოვისა ღამესია თუ დილისა. სიკვდილო განვედ, ნუ მიგყავს გოგო-ბიჭები მზიანი, ია-ვარდ მფენი პირითა, ანგელოზებრივ ფრთიანი. არ მიყვარს ღრუბელშეყრილი და სულ მტირალი თბილისი... |
Posted by: oxunji pirveli 21 Jun 2015, 13:41 | ||||
niki-biki:)
ქალი მაშინ ბრწყინავს და ალმასივით ანათებს, როცა თავქვეშ დაუწყობ დოლარებს და მანათებს.. თუ მოაკლდა ფული და წამოიწყო წიოკი, ხან კვერცხები გხვდება და ხანაც კარალიოკი.. მადლობა ღმერთს, რომ გამონაკლისებიც არიან.. TruthIndex
ყოჩაღ! |
Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 17:31 | ||
oxunji pirveli
დოლარებს და მანათებს ურჩევნიათ ფერება დეზინფორმატორობა სულ არ შეგეფერება(თ). გამონაკლისები კი თუ არიან -პირიქით ... |
Posted by: norieli 21 Jun 2015, 19:20 | ||||
oxunji pirveli
სემირამიდა
--- სიმართლე სად არჩიო, დრომ ისეთი იკადრა.. რადგან ჩვენი არჩილა ცოლმა უნდა არჩინოს- გაქრა რომანტიკა და დარჩა " ნისან მარჩი"-ო... |
Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 19:57 | ||
norieli დრომ რომ იკადრა განა ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი ეგრე ფიქრობს მარტო ტეტია და გლეხი
რაღა დარჩა არჩილას ბირჟა და საქმის გარჩევა :დ |
Posted by: norieli 21 Jun 2015, 20:14 | ||
სემირამიდა
მე მაპატიეთ..სოფლელს..უმეცარს.. ბევრჯერ მომსვლია აქ იაღლიში.. ლექსიც მქონია ბნელი ,მრუმეცა- ნუ,,მივამატებ ზემოთაღნიშნულს... |
Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 20:34 |
norieli annavita თემას ერთგულობთ ძველსა თუ ახალს?- როგორაც ვხედავ ორ ცეცხლს შუა ხართ |
Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 20:38 |
norieli ნორიელ დავსერჩე ფორუმის გვერდებზე ლექსი აქვს ნაწერი უბრძნესი ვედებზე არ ვერჩი პირადად არაფერს ტყუილების ხალიჩას თუკი არ დააფენს თავს ნუ "დაიმდაბლებს" ვითომ ბევრს ვითხოვ? რაღაცა რითმა გამებნა |
Posted by: norieli 21 Jun 2015, 21:11 | ||||||
სემირამიდა
რატომ შეწუხდით... თავისუფლებას შაირი იტანს.. აქ არ ვუზუსტებთ მენიუს მიმტანს... არ იწერება რეიტინგი..ქულა,ნიშნები.. ასატანია ხუმრობები..იაღლიშები... რა სჯობია -"ჩალიჩით" და რითმებთან ფლირტებით- "ტყუილების ხალიჩით" ცისკენ თუ გაფრინდები... * * * MOSHAYIRE
გთხოვ,ამაზე ორივე თემის ავტორს ებაზრე... მახსოვს...დავსვი საკითხი- გაერთიანებაზე! |
Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 21:32 | ||
norieli
მაგ საკითხი, არ მახსოვს დასვი რომელ კრებაზე? |
Posted by: სემირამიდა 21 Jun 2015, 21:42 | ||
norieli მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას !:D რითმის ღმერთს მართლას და გინდაც მტყუანს მეცოდინება და დღეიდან "ხუმრობების .იაღლიშების..." ჩაქაფულებს დაურიდებლად მივაყოლებ ფლირტების ყუას
ცისკენ გაფრენა ძნელია მარტო უნდა თანამგზავრი ... ხანდახან გაგართოს ხანდახან აგშალოს ფიქრების ტალღებად დარჩებით ბალღებად თუკი |
Posted by: norieli 21 Jun 2015, 21:49 | ||
MOSHAYIRE
თავიდანვე... რად წავისვა ტყუილების ფინთი მური... ანას თემა.. მე და შენ და საუბარი- "ინტიმური"... |
Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 22:21 |
norieli ინტიმური საუბარი? მე არ მახსოვს ესე ჟამი დავიბენი...კორვალოლი... ვალიდოლი... წყალი... სკამი... :გივი: |
Posted by: norieli 21 Jun 2015, 22:57 | ||
სემირამიდა
1+1 -ორია!.. მოგვწონს,ტოლობა როცა სწორია... და ამ ტოლობას გვერდს ვერ უვლიან.. ცხოვრებაში კი ზოგჯერ ერთია ჯამი და უფრო ხშირად ნულია... დრო მწვერვალია,განა ღრმულია... ყოველი წამი-დანაღმულია... სულყველა ადის ხელისცეცებით.. არც სავარძელი.არც სარეცელი... გიყვარს?! -ადიხარ.. არა?! -ეცემი... * * * MOSHAYIRE სადა ხარ ღმერთო.. (გიხმობთ ეროსად..). ნახე, რა უცებ მიმასკლეროზა.... |
Posted by: oxunji pirveli 22 Jun 2015, 00:51 | ||
სემირამიდა
აგერ, რაღა შორს წავიდე, მეზობელი მყავს - ხათუნა, იჯდა მშიერი, ქმარმა კი მკერდს ხელი მოუთათუნა.. უცბად აენთო ხათუნა და მისი ქმარი - ყიზილა კუთხეში მიიმწყვდია და ხინკლის ცომივით მიზილა.. MOSHAYIRE norieli ესე, რა |
Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 01:20 | ||
norieli
რა ვთქვა?! სიტყვები არი ზედმეტი სიჩუმის წერა ჯერ არ გამომდის ვზივართ დანაღმულ მწვერვალებზე და ვიცდით მე და..მე...შუაღამემდე ველი ნეტა –ვის? ოღონდ არ მინდა მერე დაცემა ოღონდ დამინდე ამ საღამომდის oxunji pirveli მაგრად ვიცინე ოხუნჯო მგონი ამართლებ სახელს ისეთებ იტყვი ხანდახან რო შეშურდება კახელს |
Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 10:45 | ||
oxunji pirveli
გმადლობთ. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 13:07 |
TruthIndex აქ მადლობაც რითმულად გადიხადო უნდა შენი ნამდვილ კაფიის ჩვენ წაკითხვა გვსურდა |
Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 14:04 |
MOSHAYIRE მე არ ვიცი რას ეძახით თქვენ კაფიას ნამდვილს, თუ ჩემი გსურთ წაიკითხოთ გზას გასწავლით ადვილს: წინა გვერდი გადაშალეთ, ჩამოყევით ქვემოთ. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 14:13 | ||
TruthIndex
ეს არ ჩაჯდა რითმში მაინც საჭიროა ვარჯიში ადვილ გზებსა ნუ მასწავლი ძალზედ რთული ვარ ჯიშის.. |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 14:44 |
MOSHAYIRE ჯერ შემოხვედი უსალმოდ, "და-ძმა" ყვედრებით მოქარგე, ტერიტორია უქალო მითითებებით მოშარდე. "აქანა მე ვარ სიმონის!" დიაცურია ბაზარი, ჩეფირისა და ლიმონის, სურნელოვანი ნაზავი. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 14:56 | ||
nipponcaucasus
მერე რა რომ უსალმოდ? ვერ მეტყვი რომ უკალმოდ |
Posted by: smith14 22 Jun 2015, 14:58 |
MOSHAYIRE დაგვიბრუნდა annavit სად ხარ შამოდი! MOSHA სადაც რო მოშარდავს ბალახი აღარ ამოდის.. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:08 | ||
smith14
აღარ ამოდის ბალახი? ისე იძახი, თითქოსდა ათასჯერ გქონდეს ნანახი... |
Posted by: smith14 22 Jun 2015, 15:24 | ||
არა, დავწერე კარნახით.. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:25 | ||
smith14
ვინმე თავს გადგა ჩახმახით? |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 15:28 | ||
MOSHAYIRE
აბა "უკალმოს" გაკადრებთ? მერანი გადაგიღლია, ნათხლეშ კვერცხებმა დამკაწრეს, გაწეპილი მაქ იღლია! )) |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:32 | ||
nipponcaucasus
წყალი ხომ გაქვს და საპონი?- კვერცხია, განა წიხლია? |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 15:35 | ||
MOSHAYIRE რა ტყვილა ვკრიჭე ბალახი სათიბელათი დაჩაზე? გესესხებინა ხვალამდი ან გაგიცვლიდი ჭაჭაზე. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:38 |
nipponcaucasus არ გინდა ამდენი შარდები თუ არა აგიშარდები! |
Posted by: Uxeiro 22 Jun 2015, 17:09 |
ვინაც არ აშარებულია, ვისაც არ მოუშარდია, იმისთვის მომირთმევია ჭინჭრებ და ეკალ-ბარდია |
Posted by: TruthIndex 22 Jun 2015, 19:51 | ||||
ეგ ახალი კუპლეტია, დაუმთავრებელია, მისაგნებად დაგიწერე, რა? მიხვედრა ძნელია? |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 20:01 |
TruthIndex ნუ საუბრობთ რებუსებით გეთაყვა, ნუ მებუსებით |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2015, 20:49 |
MOSHAYIRE მასწავლებლობას მაინც არ მოეშვი გვითხარი ვინ აღზარდე სერია ჰოეში? )))) |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 21:03 | ||
nipponcaucasus
შენნაირები გაკვეთილიდან გავსვი ფოეში! |
Posted by: norieli 22 Jun 2015, 22:45 |
MOSHAYIRE ეჰ,ვინ გაფასებს ამ ჩვენს გაღლეტილ სამეფოებში... |
Posted by: Apoptosis 22 Jun 2015, 22:59 |
მატებაა თემაში, დაგვიბრუნდნენ თან დებიც... წარღვნა როა ე მაშინ, ყველა ვერთიანდებით.... ეჭვი გაჩნდა დადიან ქოლგებით და ტანდემით... კავკასიონის* შვილებს გაგვაკვირვებთ ანდებით*? ერთი თხოვნა მექნება, მოშაყირე, ანიკო... გქონდეთ კეთილი ნება, აღარ იშუშანიკოთ! *შენიშვნა: მთათა სისტემების სახელები გამოყენებულია არაპირდაპირი მნიშვნელობით და შეესაბამება წმაწურ-კაფიასა და ლექსპრომტს. რომელი-რომელია თქვენც მიხვდებით. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 23:32 |
Apoptosis ეს ქოლგები რაღაა? სად წავიდა კასკები? ისე მჭახედ საუბრობ თითქოს იყო ვარსქენი :ორი ვარსქენი: |
Posted by: Apoptosis 22 Jun 2015, 23:51 |
MOSHAYIRE არ ვარ ჩემო ძვირფასო, არც ვარსქენ, არც იაკობ, მკითხველი ვარ უბრალო, ხან ვქრები, ხან ვკიაფობ. ეს ქოლგები გფარავენ, ავი კაცის მზერისგან... აქ სულ კაი ყმები ვართ თქვენი ხილივა გვეღირსა. |
Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 00:00 |
Apoptosis შენი ხილვაც არ იყო საქმე, რომ ვთქვათ, ადვილი არ გკმაროდა სივრცე თუ არ გყოფნიდა ადგილი?- დიდი ხანი არ ჩანდი გაგიგრძელდა სადილი.... |
Posted by: Apoptosis 23 Jun 2015, 00:46 |
MOSHAYIRE როგორ გითხრა, სამსახური... თანაც მუზას დეპრესია ეახლადა და გაახურა... რა რუსეთი, რის რასია... გადაგვკიდა მე და ლექსი, აურია ყველა აზრი... მასზე მყარი მეტალიც კი არ არსებობს ქვეყანაზე. |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 11:33 | ||
MOSHAYIRE
სანამ სერია ჰოეში ინიავებდი ფოეში, ))) ყავას უშვებდი ფორებში, ქათამს ხრუკავდით ფოლგებში, ლექსები გადაგავიწყდა, რითმა გაგექცა ფოლებში. მსმენელიც მისით გავიდა, რას იზამ შეცდა პოეტში. * * * დაუდგა თემას დღე ზანტი გამექცა ანას დესანტი. )) |
Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 14:01 | ||||
Apoptosis
ვერ მოერევა მუზას ვერაგი დეპრესიაი - ჯაჭვის პერანგი უნდა ჩააცვა იბრძოლონ დაე მუზა მოიგებს - შენ ლექსებს დადებ! * * * nipponcaucasus
ნიპონა კვლავინდებურად რითმ-აზრით არის ქესატი... |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 14:07 |
ფართა–ფურთი , ფურთხა–ფართხა ფაცხა–ფუცხი, ფუცხა–ფაცხა შემოვიდა ფისო ერთხელ..დაუყვირეს–აცხა,აცხა! შემოვიდა მეორეჯერ –ო, როგორი დაცხა..დაცხა! მესამეჯერ უკვე აღარ შემოსულა– გაქრა საცხა დაემართა მგონი რაცხა |
Posted by: norieli 23 Jun 2015, 16:48 | ||
სემირამიდა
სიცხისაგან არეულმა (40-ია,რა 8..რა 9..) აიღო და ჩვენი ფისო კომპიუტერს მიანარცხა.. მერე მწარედ შეაგინა იმასაც და ამასაც და.. ეს გინება -კომპის,ფისოს დედას მოხვდა...მამას აცდა... |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 16:53 |
MOSHAYIRE სოფელ ჰოელო პრინცესავ, პრინცს ჰყვარობ ალბათ ფერსათის! )) მანქანა სტუკ რო მისცესმსა დააწკარუნებს დესნათი. )) სემირამიდა რა გინდა საჰოელოში აქაურობა ჯობია დაპუდრულ ნაპოლეონში არ გაცვლი ვაგზლის ლობიანს? |
Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 17:01 |
nipponcaucasus ეს შენ |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 17:05 |
MOSHAYIRE ლექსი მამწერე ქალაუ ნუ გამირბიხარ განზედა... |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 17:14 | ||||
norieli
ეს უკვე მეტისმეტია ყველა ინცესტის ზღვარს გაცდა nipponcaucasus ~
არც საჰოელო ვიცი და არც მიყვარს ნაპოლეონი შემიმომიტყუებს თემაში თუკი დამხვდება ლეონი შენ მგონი ნიპო ჰიპო ხარ თან გითავდება ფრეონი |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 18:02 | ||||
სემირამიდა
საჰოელოა ამ თემის კლონი რატომ არ გიყვარს ნაპოლეონი? გვანახე ვეფხო ლექსის ციკლონი გიცდის მარტორქა, პუმა, ლეონი... (რქები, კლანჭები ეშვები ანათებს როგორც ნეონი)
ჰო! ნიკი მარცხნივ ჰკიდია. შენ გქვია სემირამიდა. ბაღები მხრებზე გკიდია? თუ უკვე ჭიპთან ჩავიდა? (იქნება სულაც კაცი ხარ და ეს ამბავი გკიდია) |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 19:31 |
nipponcaucasus ნიპო ისე მეკვეთა ჯერ მეგონა დიაცი ქალაქს გაცდენილი და სადღაც გრადაციაში -- ნიპო, როგორ არ იცი , აბა, ერთი მითხარი - მხრებით ვინ დაატარებს გინდ ბაღებს, გინდ ნიფ...ებს? |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 20:17 |
სემირამიდა ფხა მიეც ვეფხო რითმასა ე რეებ დაგიწერია? გამააჩინე გრიმასა რაც სიტყვით აგიწერია. მკერდია ქალის ბაღი და დაკიდებული მშვენება მაგრა თუ ხანი გავიდა მუცელზე დაესვენება. )) |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 20:49 |
nipponcaucasus Mkerdi tu mxrebze meba da akamde ara vicodi Es ra sidmidre mebada Aba me kali mkvia?.. da Shen ki vajkacad iwodi? Iset almuri mdioda Sicxvilisagan vicvodi . . ps Mgoni gakvs gamocdileba Mxrebze mkerdebis tarebis Hoda sjobs chemit gavide Shen Rogor shegedarebi |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 21:10 |
სემირამიდა ასწიე მხრები და თუ მკერდიც იწევა დასკვნაა მარტივი მხრებიდან იწყება. |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 21:22 |
romeli mxrebi vefxvi var ver xedav? cotaga miklia dagatyde mexebad da agar gabedo shexeba nipponcaucasus |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 21:47 |
სემირამიდა ნელნელა რითმებიც ფხაურობს, ხერხდება. შერხანი მაუგლის ხომ კიდევ შეხვდება? |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 22:30 | ||
nipponcaucasus
შერხანი მაუგლის აუვლის ჩაუვლის და მერე მის გვამზე ფერხულსაც დაუვლის ფიქრები ავები სანამ არ გაუვლის |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 22:53 |
სემირამიდა ჰმ. დავყურებ ამ ვეფხ ტყავზედა შამავიკერო ტანზედა? ))) |
Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 23:00 | ||
nipponcaucasus საიქიოში რად გინდა შAრვალი , კაბა ან ზედა
|
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2015, 23:14 |
სემირამიდა დიდი კატა ხარ და მე კი მწამლავ კუკებს შვები და მიწაში მალავ. |
Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 09:48 |
განცხადებაა ეკასი, რუსთავი 2-ზე შუქდება: - ''დავკარგე ქალიშვილობა, მპოვნელი დასაჩუქრდება''.. აღარ პასუხობს ეკა, თურმე რამდენი რეკავს.. |
Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 14:21 | ||
ხვალ რომ არ ევნოს სასტიკად, დღეს აქვს ჰიმენოპლასტიკა. და გაშოტილა ეკა კუზანოვი კი კერავს. ქვევით კი უცდის დედა მიდამოს მკაცრად ზვერავს. (იერით: "ეს მოუკვტეს მის დედას, არავინ გამეიაროს!") (: |
Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 14:44 |
nipponcaucasus oxunji pirveli არც აცხელ-არც აციოთ ბარემ დადეთ "ხუმრობები" საკანალიზაციო ეჰ... |
Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 15:12 |
MOSHAYIRE დაგვიწერეთ კანფეტი და ჩემზე იყოს ირისი კარამელის ტორტები და კოქტეილი ხილისი. |
Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 16:51 | ||
nipponcaucasus
არც ნაკლები, არც მეტი - დაგიწერეთ: "კ ა ნ ფ ე ტ ი" |
Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 16:59 | ||
MOSHAYIRE
ოხუნჯი ქედს იხრის, აღარ გინდათ რისხვა, აგერ, ჩემი ფიქრის ტკივილს ჩამოგისხამთ: ფ ი ქ რ ი (#### ####) ფიქრმა შენზე და დედაზე სუნთქვა გახადა სხვაფერი.. გულში ვიკრავდი ზედაზენს, ცისკენ ვაგებდი ქვაფენილს.. სისხლი მიწვავდა თმის ღერებს, ოფლი ღვარცოფად ვღვარე, ის ღამე გავამგლისფერე, ჩემთან ეწამა მთვარე.. ღამეს შეპარვით ეთოვა, ფიქრი მიტევდა მედგრად, მე კი დაშრეტილს წვეთოვნად, შენი ღიმილი მედგა.. |
Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 17:11 |
oxunji pirveli თინეიჯერის ფიქრები... იქნებ არცა ხარ ზრდასრული? დადგა ამ თემას ჩემ რითმთა გუდ ბაი და დასასრული :ჩაოთ: |
Posted by: norieli 24 Jun 2015, 17:15 | ||
MOSHAYIRE
კი ბატონო.. ეკამ თქვა -ტუჩდაბუშტულმა- თუ მომიარა ხუშტურმა კაცი ჩემს ჭკვაზე ვატარო (ლოგინი-სექსი-რამეო) მე ათი წუთი მჭირდება, სხვას- ათას ერთი ღამეო.... |
Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 19:17 | ||
ბრავო! |
Posted by: oxunji pirveli 24 Jun 2015, 19:22 | ||
MOSHAYIRE მკაცრი ხარ, როგორც სტალინი, მოგმატებია ტანინი.. ეტყობა, მძიმე სტრესი გაქვს, ამ ზამთარს გადატანილი..
ზოგჯერ სიტყვების არ გვჯერა, სულაც არ მინდა მე ბევრი.. იქნებ გვაღირსო ამჯერად ზრდასრული ქალის შედევრი.. ღამით ეწვიმა დიდხანს, მიწაც გამოძღა, დალბა.. მზე დამჯდარიყო ქედზე, შესციცინებდა ბალბა.. ვიღაცა გახლდა, მგონი იერემია წარბა, შენ გადაგეხსნა მკერდი, ის გიკოცნიდა ხარბად.. ღამით ეწვიმა დიდხანს, მხრებს ისწორებდა ბალბა.. |
Posted by: Apoptosis 24 Jun 2015, 20:05 | ||
ვუერთდები წამოწყებას! ამ დანაკარგის შემდეგ ეკამ აღვირი აიხსნა, ახლაღა იგრძო ცხოვრება... აი შვება... და აი ხსნა... ხოდა აკითხავს ხან გიო, ხან თორნიკე და ხან გელა. აღარ აწუხებს ანგინა, არც გაციება, არც ხველა. ამასწინებზე დათვრა... მემგონი სულაც ეძინა. თვეების იწყო დათვლა... გენადიმ დააფეხმძიმა. |
Posted by: სემირამიდა 24 Jun 2015, 20:26 | ||
აკლია ცოტა მარილი , სუნელიც და პილპილიც უყვართ აქაურ ბინადრებს ლახათ–ლუხუმი ტკბილ–ტკბილი (და სუნიანი ) მეც ჩაო –დასვიდანია არ მინდა თქვენთან სვიდანია |
Posted by: Apoptosis 24 Jun 2015, 20:34 | ||
მიხარია, გადარდებს ჩემი მუზის ჭირი... არაყს მთხოვს, განა ვარდებს? მერე აჭრილი მიცქერს. როგორც აჩრდილი დამსედევს, თან რაღაცეებს იწერს... დიდუუ რა ვუთხრა ბავშვებს, დიდუუ რა ვუთხრა შვილებს... როცა სასმელი მავნებს... უგუნოდ დამამიწებს... |
Posted by: nipponcaucasus 24 Jun 2015, 22:05 |
სემირამიდა "დიაცის უბის ლივლივი" სადაც უნდა ჩაჯდეს შენც იცი და ჩამისვი ჩემ თავს გაფიცებ. * * * მოდი გოგოები გავპასტოთ...)))))) * * * მზემ გამიფანტა მუზები, მოდის ხანძარა ივლისი, ლუდს სვამენ მტკვართან მუშები სმაილკიებით გივისი. სიცხემ გაოფლა ქუჩები ასფალტმა ყბები მოღრიცა თითქო ბებერი, ტუჩებით დამბალ სუხარსა ლოღნისა. ლექსიც ისეთი ფერია როგორც გამხმარი ტალახი საფლავზე ქუჩის მტვერია ზედ გადამხმარა ბალახი. |
Posted by: nipponcaucasus 26 Jun 2015, 16:25 |
სემირამიდა პარიზული აქცენტით მადამ სემიღამიდა ფრანსუასთან აბსენტით სევდას დევნის ღამიდან. აბანოდან დავბრუნდი, გეხუტუნა ჟენინი. ლექსით ისე გავბრუვდი მენდალს გჩუქნი ლენინის. ეიფელის ტერასა, მოედანი დე გოლის, რა სჯობია სენასთან ლუდზე ტარანს შებოლილს. პირი იქენ სხვაგანა აქ დატოვე ღრუბელი, სოფელს ბარგი-ბარხანა გურმანებს კი ტრუფელი. |
Posted by: niki-biki:) 27 Jun 2015, 12:55 | ||||
oxunji pirveli
რა სჯობია კვერცხის სროლას, ალიაქოთს, ვნებას, რბოლას.. smith14
აგერ, იცის კაცმა.. როგორ იყოს ქმარი, ამის მერე ვინ რას ეტყვს, გინდ დაბრუნდეს მთვრალი? )))) |
Posted by: oxunji pirveli 27 Jun 2015, 18:15 | ||||||
nipponcaucasus
ზოგმა ბალღამით ჩაიწვა ხახა.. ნიპონავ ჩემო, რა გითხრა.. ძმა ხარ.. არ ჩერდებიან ეგა და მტკვარი, არც არასოდეს უგრძვნია დაღლა, ერთ დროს ამ თემის დედა ფუტკარი გადაქცეულა ცოფიან ძაღლად.. სემირამიდა
კაცს პატიოსანს, სუფთას და მართალს ყველას ვარგუნებ ამ გულის ნათალს, მაგრამ თუ არის ბოღმა და ქინძი, მასთან ცხოვრება ძალიან მიმძიმს.. niki-biki:)
შენ გამახსენე მარეხი, ქმარს რომ მისდევდა, დარეხვილს.. დაიჭირა და ოთარი გახადა ღამის ქოთანი.. მისი ძმაკაცი ვალერი გააკრა, როგორც შპალერი.. ქალმა მოაწყო ტერორი, ყვიროდა, როგორც ტენორი.. ზაფხული იყო, ცხელოდა, მას კი არაფრის რცხვენოდა.. მე უფრო მშვიდი ურთიერთობის მომხრე ვარ.. |
Posted by: smith14 27 Jun 2015, 23:30 | ||
niki-biki:) რას იძახი, რას?! მასე მოკლავ ქმარს! |
Posted by: niki-biki:) 28 Jun 2015, 00:12 | ||
smith14 კვერცხებს დებს, სმიტიკ, ქათამი! აი, ეს არის მართალი. შენ არ აღელდე, ჯობია, ცოლი დაგიცხობს ლობიანს Oxus pirveli
აბა რა გითხრა ოხუნჯო, სჯობს მზეზე გამოირუჯო, გაახარებ ცოლს, არ დაუდებ ტოლს, დაზაგრულებს სხვას.. რომ მიაწყდნენ ზღვას პ.ს. ეს ისე თორემ ზაგარი რა აუცილებელია პირიქით მავნეაო ამბობენ ) |
Posted by: Apoptosis 28 Jun 2015, 01:13 | ||
მავნე და თან როგორი... ოჯახებს ანგრევს თურმე ბათუმიც უკან გამოყრის, შოკოლადივით სტუმრებს. |
Posted by: nipponcaucasus 29 Jun 2015, 11:17 |
მზემ გადაბუგა პლიაჟი სიცხით ოხრავენ ქვები. კენჭებზე ტანის ჟრიალით სიმინდებს ხრავენ ძმები. მამიკო თვალებს აცეცებს, დედამ დაფარა ზღვა. თოლია ეძებს ნამცეცებს, - დღეს ვერა, ვეტყვი ხვალ. მზემ გადმოფინა ტალღებზე ნარინჯისფერი ბილიკი ზილფები წვეთავს მშრალ მხრებზე ტანს კაბა ჰფერის შილიფი. ცამ სახე მოინაცარა ქუჩებმა ჭყიტეს თვალები გოგო-ბიჭები ცანცარა, ახალგაზრდობით მთვრალები. ასეთი ვიცი ბათუმი, ქობულეთი და ურეკი ხან რესტორანი 8 თუმნის ხან ფანტა და ჩებურეკი. * * * სელფშუტაობენ მკაფველნი შამაელიათ ლექსიო ამ "ლექსის" რითმვამ შამიკლა შვიდას ოთხმოცდა ექვსიო. |
Posted by: Apoptosis 30 Jun 2015, 01:39 | ||
ნიპონ ზღვაზე ხარ, თუ ეს სიზმარია და ბოდვა? მუზებმა მიგვატოვეს და ჩაიდინეს ცოდვა. თვითონ იზელენ სხივებს მზისას და სონეტს მთვარის. რითმა მიცდება მიზანს თუმცა მე ისევ ვარ ის... ვინც ვიყავ წლების წინათ, გული მაქვს ისევ ხარის, მანდ ჩებურეკებს ნუ ჭამ, იფუჭებ კვების ხარისხს. თუ გინდა გეტყვი ახლავე, თუ გინდა გეტყვი მერე, მუზებს აჭამე ფახლავა, ძილის წინ კი -უმღერე. რომ არ დაგტოვონ მანდ და ვინმეს არ გაყვნენ სარფში, ხომ იცი უყვართ მათაც, ცურვა ფულიან ხალხში. |
Posted by: oxunji pirveli 30 Jun 2015, 10:12 | ||
გლდანისკენ მომრავლებულა ძია გივიას დუქნები, შიგნით შედიან გამხდრები, სახლში მიდიან მსუქნები, ჯერ ხინკლით გამოძღებიან, მერე გაუდით ბუქნები.. niki-biki:)
მე კი გეტყვი ჩემო მარი, ამდენ ხტუნვა-ხეტიალს, ნახე ფიქრთან ნაომარი, არა ვიღაც ტეტია.. უნდა ზრდიდე მარიკო, დემეტრებს და არჩილებს, გადარიე ვანიკო და სულ ტყუპ-ტყუპი აჩინე.. |
Posted by: nipponcaucasus 30 Jun 2015, 12:26 | ||
სარფი კაია აპოპტოს, ღირს გულის სწორთან დროება. სხვებმა პლიაჟი აპორტოს არც მიყვარს შევიწროება. ვინმეში რომ არ გამცვალოს პირდაპირ სარფში წავიყვან! ჯერ ჰოლში ვნებით დავცვარო, მერე ნომერში ავიყვან. (ამ კუპლეტში დამაცა, ცამი ცუმი ცამაცა )) ) გადავკარი ვისკი მივაყოლე ნუგა მაღალ ხმაზე ისმის ტოკატა და ფუგა * * * ადრე უქმად გდება მკლავდა ეხლა სამსახური მკლავსო. ადრე უფულობა მჭამდა, ეხლა ჩემს ფულს სხვა რომ ჭამსო. |
Posted by: annavita 4 Jul 2015, 23:12 |
ომში გვჭირდება აზრის მახვილი კაფიაში კი -შემოძახილი |
Posted by: nipponcaucasus 5 Jul 2015, 22:25 |
შემოიხედა ანამა გამხმარი თემა დანამა. (: |
Posted by: annavita 6 Jul 2015, 01:09 | ||
nipponcaucasus
ნამზე მოვიდა ნიპონკა თავზე მოიძრო პანამა >( |
Posted by: nipponcaucasus 6 Jul 2015, 12:32 |
იგეთი რითმები გძვრება თითქო გაწყინა პანტამა. |
Posted by: annavita 6 Jul 2015, 19:33 | ||
nipponcaucasus
რათა, "დანამა- პანამა"- შენი გაგება-მოსმენით თუ ვერა მუსკალურობს მოვლენ,დანამვენ მომფსმენნი |
Posted by: nipponcaucasus 6 Jul 2015, 20:49 | ||
annavita
მანდ იჭყირპებით ყავის სმით აქ მოსაფსამად დადიხართ, მოვალ ერთ ორმოს გაგიჭრით, სალექსოდ თქვენ არ ვარგიხართ. რეზინობანას თამაშობთ 27-ე გვერდია, ემაგ "მუსკალა" რითმებსაც უშრება ძუძუ-მკერდია. გადმოდი წაიბალახე ცოტა მოიდგი ფერდია, მერე გადადი სოფელში სხვას მიეც ალავერდია! |
Posted by: smith14 7 Jul 2015, 13:24 | ||
რა ყავას სვამენ, რას ფსავენ კაფიის მდელო გაგვიხმა.. |
Posted by: nipponcaucasus 7 Jul 2015, 18:54 |
smith14 შაყირამ და ანამ ისე, დაგვაფასეს, მოგვიფისეს.. *** მე ერთი წლისაც არა ვარ თქვენ ყველა ლექსში დაბერდით, ვგრძნობ ბევრს ვწერ, აბეზარა ვარ, აბა თქვენ იცით, გაბევრდით! |
Posted by: oxunji pirveli 9 Jul 2015, 03:18 | ||||||
nipponcaucasus
პირველ გვერდზე ნახავდნენ სარეკლამო აფიშებს.. ყველას ასე უთხარი: -''სხვაგან გადააფიშე''! smith14
დადე ისეთი ხოხმა, რომ წაიცეკვოს ხორხმა.. ცაში გაფხრიწოს ოზონი ხმამ კისკისამ და ბოხმა.. არ დაგვიწუნოს ხუმრობა, ღადაობაში ლოხმა.. დადე ისეთი ხოხმა, რომ წაიცეკვოს ხორხმა.. |
Posted by: nipponcaucasus 9 Jul 2015, 20:06 |
მაძღარი ბალღის რძიან ბაგეზე ძლივსღა სუნთქავენ ჭროღა თუთები. მაძღარი ლოთი აირბაგებზე, დედის მოთქმა და მძიმე წუთები. |
Posted by: niki-biki:) 11 Jul 2015, 15:22 | ||
oxunji pirveli
ოხუუნ <3 ადრე სულ მინდოდა ტყუპიიი ისე, ეხლაც არ ვიტყოდი უარს <3 რა ყოფილა სიყვარული, თავბრუ, ფეხბრუ დამახვია, რასოდეს არის ადრე, არასოდეს არის გვიან - ეს ისე, წარმოვიდგინე, სიყვარულისფრის ფერები.. |
Posted by: norieli 11 Jul 2015, 22:48 |
ვითომ.... ----------- -უკან რად მამსდევ ბუჭიტავ.. კუილებ იჭერ მუჭითა?.. -ხო..შაგიგროვებ..გავიგე, ოჯახში ძაან უჭირთა.. ------------------ -ცოლად გამომყევ გულქანო, ამავწყდი კაცი უქალოდ.. -ჯერ კაცის ვიდზე დადექი ცხვრის დუმასავით მსუქანო.. -მე ვიდზე როგორ დავდგები დავდივარ დუქან-დუქანო... -მაშინ შაირთე ტრაქტორი გამაებმები უკანო.. უარს არ გეტყვის, საოხრე გრუჩიტელ გამოუქანო.. |
Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2015, 18:33 |
სასმელი გამაილია თემა გადმოდგა შარაზე იფიქრა შამაივლიან ლექსს ვიტყვით ჭიქა არაყზე. |
Posted by: Uxeiro 22 Jul 2015, 11:23 | ||
არაყზე, ოღონდ ატმისა, "ზაკუსკად" - გორა აჩმისა |
Posted by: oxunji pirveli 22 Jul 2015, 20:39 |
გაკეთებული ღვინო გუშინ შემომხვდა ანზორი, თვე იყო, რაც არ მენახა, ცხოვრებას ჩვენი ძმობისა ბევრი რამ შემოენახა.. მონატრებულმა ძმაკაცმა გამიღო გულის სეიფი, მითხრა: გპატიჟებ საღამოს, შვიდზე დავიწყოთ ქეიფი.. თან დააყოლა: ღვინო მაქვს, საჩხერისაა ქებული, მეზობლისაგან ვიყიდე, ჭაჭაზე გაკეთებული.. მეც ზუსტად შვიდზე მივედი, კარი გამიღო გიულიმ, სტუმართმოყვარე ქალია, ციხისძირელი მთიული.. ხელმარჯვე არის გიული, ცომში რაღაცას აზელდა.. გაზზე შიშხინა ტაფაზე ''შპაკატზე'' დასვა ''ფაზენდა''.. ხან ხორცი დაჭრა სამწვადე, ხან ორაგულის ფილე, ხან სალათები ამზადა, ხან თლიდა კარტოფილებს.. გულს მასპინძლების სარკმლიდან ასულფონებდა მთის ხედი.. გიულიმ სუფრა გაგვიწყო, ჩვენც მაგიდასთან მივსხედით.. ანზორმა ტრადიციულად ღმერთი მაღალი ადიდა (ჩამოდღლარძული მუცელით აუშნოვებდა "ადიდასს").. მეც ცოტა ვისაუბრე და ჭიქასთან ვიწყე "ზასავი", ქებული ღვინო საჩხერის, ყელში წამერჭო ფხასავით.. ჭიქები ბევრი დავცალეთ, ვატყობ, რომ ღვინო არ მიდის. შეგრძნება მქონდა ისეთი, კუჭში მეყარა კარბიდი.. (ხუთ ლიტრამდე ვიწურავ, ხან ყანწით და ხან ჭიქით, მყარად ვდგავარ ბოლომდე, არ მეშვება ჭანჭიკი).. მე და ღვინოში "პაზორი"?! ლიტრაში მომცა ბანგი, თოვლივით თეთრი ანზორი მეჩვენებოდა ზანგი.. ანზორმაც იწყო ყმუილი, მეგონა ვიჯექ მის ძაღლთან, თვალები დააჭყიტა და ბლა, ბლა, ბლა - ასე იძახდა.. ბოლოს სარკმელთან მივცვივდით, გვაწყინა ღვინომ საჩხერის, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვისი ჯობნიდა ჩანჩქერი.. |
Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 22:59 | ||
რა ვუთხარ ისეთ ქვეყანას მზე ატამს ვერა ყიდდესა, ბევრი ხევს გადაეყარა ცოტათი არაყს ხდიდესა. შარშანწინ ვცადე ატამზე, ოფლად სდიოდა არაყი.. მეტოქე მედგა ტატამზე ნებიერა და ამაყი. მივასხი ხახას უგრძნობსა, დიაცის ხმაზე ჰგოდებდა აგვისტოს ომში უწრთობსა დედიკოს სუნი მოსდევდა. მისით ვერც ფერდიანი ვთქვი ვერც რა სიმწარე დავწამე იმდღიდან ქება გადავთქვი ოფლადაც ფუჭად ვაწამე იყოს ისევე წვენებად მურაბებად და ჯემებად ან გაზაფხულის მშვენებად ლექსებში ამოჩემებად. |
Posted by: Apoptosis 22 Jul 2015, 23:02 |
oxunji pirveli ღვინომ კი იცის წყენა და, წყენამაც იცის ღვინის სმა... ანზორას უთხარ ეგ ღვინო შემოინახოს თილისმად. მე, კი აწ თვეზე მეტია, აღარ ვსვამ ღვინოს საერთოდ... თან გადავწყვითე სხვაგვარად, ანუ ჯანმრთელად გავერთო... ხო და ვიყიდე ანკესი, ბადე, "შლიაპა" და სათლები... ცოლმაც მადლობა მითხრა და დაანთო დიდი სანთლები... გადავურეკე მეზობელს, რომ გავიცანი ქელეხზე... ვუთხარ შენ ითევზავე და მე დაგპატიჟებ ლექსებზე... მოკლედ, წავედით რიჟრაჟზე, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ქე მივადექით მდინარეს, დანარჩენს ღმერთი უწყოდა... ამან ხელთ იგდო ბადე და, უმალ შეტოპა ცივ წყალში, გულმა გაყოლა გაბედა, ტვინმა დამტოვა მიწაზე. გავშალე რბილი სკამები, თანაც ვიღებდი ფოტოებს, ისეთი შეგრძნება მქონდა, გარდაცვლილს სული რომ ტოვებს. მაგრამ ამ ჩემის მეთევზეს, ვერა და ვერ გაუმართლა, ის ბადეს ისვრის, მე ლექსებს, თანაც ორივე ჩუმად ვართ. ბოლოს რა გითხრათ, თქვენც იცით, გაწბილებულზე რაც ხდება... იმან დააძრო არაყი, თან უთევზობა გვარცხვენდა. ხოდა ავტეხეთ ჭახუნი, გავინაწილეთ საგზალი, მზეც მოგვეკიდა ჭაჭაც და წინ მიზის დიდი ჭარხალი... საღამოს სახლში დავბრუნდი, ნაყიდი თევზით ხელებში, აწი არასდროს ვენდობი, კაცს რომ გავიცნობ ქელეხში. პროფესიონალი მეთევზე |
Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 23:09 | ||||||
|
Posted by: MOSHAYIRE 22 Jul 2015, 23:11 |
Apoptosis ვერ დაიჭირეთ თევზები გაიყო თქვენი რელსები? |
Posted by: Apoptosis 22 Jul 2015, 23:21 |
MOSHAYIRE თევზს ვინ დაეძებს მოშაყირ, ქე წამოეგე ანკესზე... (ლექსის) დაწერე ერთი-ორი და, თუ გინდა ქნარიც აკვნესე. პოემები თუ არ დავწერეთ ისე არ უნდა შემოიხედოთ? |
Posted by: nipponcaucasus 22 Jul 2015, 23:31 | ||||
Apoptosis
ეგრევე დაბუქსავებით ააწეწინე რითმის სვლა! * * *
გულმა ვერ გაუძლო -> ფარული მონატრება, ფილოსოფიური არის მოსაზრება. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jul 2015, 23:47 | ||
Apoptosis
ქე ვყოფილვარ ოქროს თევზი! გაგიმართლა შენ ხო იცი სამ სურვილს რომ აგისრულებ ხომ გამიშვებ, დაიფიცე?! |
Posted by: Apoptosis 23 Jul 2015, 00:18 | ||
MOSHAYIRE არ მინდა შენი სამი სურვილი, შენ თუ დაგიჭერ აწი სულ ვივლი. (სათევზაოდ) * * *
მეტი არა ჩემი მტერი, ჩვენ რომ მოვენატროთ მოშაყირეს, ის დადის მხოლოდ თავის ნებით, თავის სურვილებით დასეირნობს. ვითომ რეჩხი უყო ახლა გულმა? ვითომ წამოეგო ის ანკესზე? მოვა, ჩამოჯდება ხან ხის სკამზე ხანაც ჩამოჯდება დასაკეცზე. მაგრამ დაუძახებს ანავიტა რა... ისიც უმალ მისკენ გაქანდება, მანაც თავის თემა განავითარა, უკვე თვითონ მიყავს ქადაგება. ნიპონ ისევ დავრჩეთ ობიექტურებად, (მუზებმა რითმები წინ წამოწიეს...) ერთხელ მოშაყირე ტუკი გვესტუმრება, მოდი ნუ ავყვებით ემოციებს |
Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 21:52 | ||||
ჩოუარეს თემას ქორივით, და გაქრნენ თვითმფრინავის ბოლივით.
გავმართე ანკესი ძუა კანაფითა, რითმების ნემსკავზე მოვაბი ანავიტა. დაგიჭერ მოშაყირეს თავის ნაჯღაბნითა ჭიას კრუგებს ურტყამს დიდი ფანარითა. |
Posted by: MOSHAYIRE 24 Jul 2015, 22:09 | ||
nipponcaucasus
ბევრჯერ მინახავს და კვლავაც ვნახავ შენს ლექსს ჩემის მხრიდან დაჯაბნილს ჩემს ლექსს არაფერი მოაკლდება შენ თუ მას უწოდებ დაჯღაბნილს... |
Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 23:05 |
MOSHAYIRE მიხარია ეგრე რომ გიყურებ ხმალამოღებლს და აჯაგრილს ნუ მეჭიდავები თორ სახლში გაგიშვებ დაჭმუჭნულსა და ჯღანადქმნილს! ) |
Posted by: MOSHAYIRE 24 Jul 2015, 23:08 | ||
nipponcaucasus
შენც გვიჩვენე ეხლა დაო... აბა რატო გეჭიდაო? |
Posted by: nipponcaucasus 24 Jul 2015, 23:17 |
MOSHAYIRE არა ეგრე არმინდა - ყუვებზე! * * * ყვავილებს რომ გიგზავნიდი არ მიიღე ჩემო დაო ხოდა ახლა ჩაგილაგებ საჰოელოს ჩემოდანსო. )) |
Posted by: norieli 26 Jul 2015, 19:04 |
----------------- მიდი,მიდი ..მასპინძელო.. მარნის კარი აჭრიალე-- გვასვი ღვინო ყანწებით და გაგვასოსოჯაჭვლიანე.... |
Posted by: nipponcaucasus 3 Aug 2015, 21:45 |
კრძალვით სიტყვა ვიჩუქე, - თემას მართავს სიჩუმე. მოდით შემოიქუჩეთ მერე ისევ იყუჩეთ. თემა ჩაჯდა ლიაში, გვაშაყირებს ალბათ ის! აქ რომ არის შრიალში, იქ კი ბომბი წყალბადის. ყველა ზღვაზე წახვედით? წყალს სვამთ ზემო რაჭაში? თუ მოდელთა წახედვით დროს ატარებთ პრანჭვაში? ------------- ზედ გადამეწვა ივლისი ვერ მოვიარე მთაბარი. საქმე მაქ, მერგო თბილისი, ცოტნე და თაფლის ზაგარი. მაიტა ჩემო იამზე დამალევინე ლიკანი, ჯერ გარეთ მაგრა მხია მზემ ეხლა მკლავს შენი ჯიქანი. |
Posted by: Apoptosis 6 Aug 2015, 14:33 |
გუშინ საღამოს, ქუჩაში ვნახე, კოცნიდნენ ორნი... და მათ გარშემო სიყვარულის ენთო კოცონი... თუმც კარგი იყო საცქერლადა, ხვევნა ამ ორთა. უთქვამთ- შარია და დამღუპველი ნდობა ამურთა... და მეც ლექსებით მათ იდილიას ავიტაცებდი... მაგრამ დავლანდე რომ ორივენი იყვნენ კაცები |
Posted by: norieli 7 Aug 2015, 13:35 | ||
Apoptosis
ე მაგ ორივეს-მამაკაცს- თუ გადააწყდა მმკ- იქნება კოცნის -არა და სირბილის პანტომიმი-კი.... |
Posted by: norieli 8 Aug 2015, 22:19 |
------ ჭორვილელმა მიასო ნიკა გვარამიასო.. ნიკას სუნი აუდის როგორც ნეხვის ჭიასო... შეეჯავრა ჭორვილა და საერთოდ, ჭ-ასო... |
Posted by: nipponcaucasus 13 Aug 2015, 20:12 |
წევრი ხარ თუ ექსი, ჩქარა ქუდზე ლექსი! გადაეცით ფაქსით, ნეტით ან ტელექსით. ათამაშებ წარბებს, მოგერია თვლემა? ბუხრისპირულ ამბებს აძირინებ თემას? |
Posted by: norieli 15 Aug 2015, 00:29 | ||||
nipponcaucasus
http://pix.ge/ |
Posted by: Apoptosis 15 Aug 2015, 17:44 | ||||
___________________________ ___________________________ ___________________________ ____________________________ |
Posted by: nipponcaucasus 17 Aug 2015, 12:31 | ||
|
Posted by: oxunji pirveli 17 Aug 2015, 23:51 | ||
Apoptosis
მაგათ პაპა კალისტრატე აგინებდა კარგის ტრა#ებს.. norieli Apoptosis nipponcaucasus კარგი იყო ქუდზე ლექსი.. მიყვარს ანკესი და ბადე, გავხდი ხრამულების ქურდი.. მომწონს, აბა, ახლა დადეთ ლექსზე წამოცმული ქუდი.. ------------------------------------------------------- მიხოს ყორესთან გნახავ ჯეირან, ნახვის სურვილი სქელ ტყავში ატანს, თუმცა ჯან-ღონით კვლავ ვარ ჯეილად, უშენოდ ვგავარ გახლეჩილ ატამს.. მგონი, შარვალი მიჭერს უბეში, ჩლიქზე მკიდია აგვისტოს სიცხე.. შენ იპრანჭები ალბათ გუბეში, ჭარხლის პომადას ტუჩებზე იცხებ.. შენა ხარ ჩემი ოცნების ვირი, მალე მექნება ნახვის პატივი, რომ არ ამკიდო რაიმე ჭირი, ჩანთა სავსე მაქვს პრეზერვატივით.. |
Posted by: nipponcaucasus 18 Aug 2015, 14:36 | ||
oxunji pirveli
როცა ლექსია მელოტი, ცუდი როცა ვერ ფარავას მას ტალავერი ასეთ ლექსს ჰხურავს გაზეთის ქუდი, ხელში თევზით და ნელთბილი ლუდით. * * * -------------- მასში იყო ვნება და გამოხედვა დესანტის მკერდი ბოშის ება და თეძოები დევალტის. შემომზევდა მარშუტში, მკერდისფერმა გაკვესა. ამორძალმა ფარ-შუბში ჯეელები გვაკვნესა. წვივი ჭვრეტდა ქობიდან, როგორც ტუზი ბანქოში. მასთან ყოფნა ჯობნიდა ჭაბურღილებს ბაქოში. ყელს იღერებს გავაზი, ძუძუ გვამცნობს ორმოებს, ვეღარ უძლებს თამაზი მოჭარბებულ ჰორმონებს. მერე იცით რამოხდა?! შეაჩერეეეთ?! - აღმოხდა. -(გააჩერეეე, ოეე გაუჩერეეე, გააჩერე! დაყრუვდა ეს ჩემისა! შეუჩერეეე! - ) ადგილიდან წამოხტა და მარშუტკიდან ჩამოხტა! ჩამოხტა და წაიღო ტანი ფანტასტიური შიგნით დარჩა სიცხე და სუნი კავკასიური. |
Posted by: norieli 20 Aug 2015, 00:39 | ||||||
oxunji pirveli
http://pix.ge/
nipponcaucasus
ზოგს აწეული წარბები.. ზოგს აწეული წნევა და.. თითქოს თბილისი კი არა ლას ვეგასია... ნევადა.. ასეა..რჩება ვნება და.. ადამთან წავა ევა და... ამ შოფერს რა უხარია, კრედიტი გადაევადა?!... |
Posted by: nipponcaucasus 20 Aug 2015, 16:59 |
norieli მაგ ქუდიან მოლექსეს რომ ვუყურებ ანფაზში 30 ასობგერა წამიშალა ანბანში. * * * რო გაუჩნდა გოგის ბნედა გააკეთა გოგიბედა. |
Posted by: Apoptosis 22 Aug 2015, 01:26 |
ფერი იცვლა ამინდმა, წვიმამ დანამა ასფალტი, აქ ყოფნა მაინც არ მინდა, არ მიყვარ პერო და ბანტი... უნდა წავიდე მთებში და გულ გადვუშალო ცივ წყაროს... ამის წერაში მომშივდა... იქნება გადამიაროს... |
Posted by: norieli 23 Aug 2015, 01:32 | ||
nipponcaucasus
მეგობარო..კი მრცხვენია, რომ ვკითხულობ ამასო- ნუთუ ბ-ნ დეფი მოგავს იმ დარჩენილ სამ ასოს?.. |
Posted by: nipponcaucasus 24 Aug 2015, 13:33 | ||
norieli
მარჯვნივ 7 მარცხნივ 6 მის ქვევით ზის ასო ამ იუთუბზე მისი ლექსი სხვა რით შევაფასო? (არადა ამ იუთუბზე 1 კომენტარიც არ გამიკეთებია შიგნით) https://www.youtube.com/watch?v=YcgM2WzxCcM |
Posted by: oxunji pirveli 24 Aug 2015, 16:22 | ||||||||
სად ხარ, ბიჭო, გოგიბედა? თემამ ეს რა გაგიბედა?! ალბათ, ყველა ფიქრობს ბედად, გოგიბედა მოგვიბერდა.. ფაქიზია, როგორც ქეთი, თუმცა გვეუბნება დეფი: - ყველა ერთად არ ხართ წვეთი, მე ვარ პოეზიის შხეფი.. გამინაწყენდი? არა, მე რატომ? სად ერთი სიტყვა, აბა, სად ორი.. პრიზს იღებ, ტაშით ანგრევ "შერატონს", კონცერტზე გიწვევს "ამბასადორი".. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nipponcaucasus 27 Aug 2015, 01:35 |
როდესაც ალი ნინოს კოცნიდა ტროსი გაწყდა და ნინოს მოსცილდა. ნინომომძვრალი მარტო დგას ალი წინ ლეღვი უჩანს უკან ანალი. |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 19:50 |
ნიპონამ რითმა გაწურა კაფია დააწმაწურა!:))) ----------------- პასტას მოვხსენ თავსახური ლექსი ვწერე არნახული. )) ----------------- სკაიპში რომ არ მიმწვანებ, უკიდურესად მიმწვავებ. ((( ----------------- ნოკიაზე დამირეკა კახპამ, პარა რამ პამ, პარა რამ პამ, პამ, პამ! )) |
Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:02 | ||
nipponcaucasus
ნიპონამ რითმა გაწურა არც ლექსი იცის, არც ცურვა ხილი არ უყვარს -ლეღვს არ ჭამს არ ევასება არც ხურმა ეჰ, ასე თუ გაგრძელდება ამ თემას ელის დახურვა... |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:20 |
MOSHAYIRE დამღალა ქალავ შენებრმა აი ეგეთმა ფაფხურმა. :"))) ბუღებთან კუნტრუშკუნტრუშსა რა მოსდევს თუ იცის ფურმა? |
Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:29 | ||
nipponcaucasus
რომ ხარ ბუღა იტყვი ნუღა სქესით მარიაჟი?!- ვწუხვარ... (შენს აზროვნებაზე) |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:32 | ||||
კარალიოკი ჯობია მსხალიც კარგია გულაბი მაგრამ მე მაინც მგონია ჩემზე მეტად ხარ მსუნაგი. * * * MOSHAYIRE
ს კი არა ლ, ლ! ნუ ხარ გოგო ენა ბლუ! )) |
Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:40 | ||||
nipponcaucasus ხოლო კაცი კი ჯობია იყოს ნაღდი და გულადი!
არ იქნება ალბათ რთული იყო ცოტა კორექტული! |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 20:43 | ||
კაი გოგოვ რატომ სწუხარ? მოდი შევუკეთოთ ბუხარს თუ ვერ კაფავ კარგს და მქუხარს მაშინ ის თქვი რაც გულს უხარს! |
Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 20:46 | ||
nipponcaucasus
სხვის თუ არ მოგწონს მქუხარე თემა რად დაასუხარე?????????????!!!!!!!!!! |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 21:04 |
MOSHAYIRE თემას არაფერი უჭირს შენ ნუ ჯავრობ მაგაზე სუხარი სჯობს ცოხნას ფუჭის ლექსპრომტების ბაგაზე. )) |
Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:05 |
nipponcaucasus ლექსპრომტს რომ ახსენებ გვერდით ჭიქა ბორჯმ დაიდე ვერ ფლობ ენაკვიმატობის სხადასხვა-მ-ფერ ყაიდებს |
Posted by: nipponcaucasus 31 Aug 2015, 22:47 |
MOSHAYIRE მაჩვენე შენი სურათი პოემა უნდა მოგიძღვნა თუ არ ივარგებ ლექსს გეტყვი პედალი რომ გამომიძვრა! ))))))) * * * გოგონამ მკერდზე მოირგო ლიფი დამალა შავი იეროგლიფი. |
Posted by: lasho1993 4 Sep 2015, 11:08 |
დილა არის ადრიანი ნამიანი დარიანი სიტყვა ვნახე რითმიანი ვერ დავაწყე აზრიანი საღამო არის მთვარიანი სიო დაჰქრის დარდიანი სიტყვაც არის ცოტა გვიანი ჩარევასა გაცლა სჯობსო ვინც კი ცუდად ლაყაფობსო არ გამომდის სიტყვა გრზელი ვერც აზრი დევს დიდად "მკვლელი" მართლა კარგად გამოგდით ამის თქმა მსურდა გონით ღმერთმა მარჯვე მოგცეთ რითმების ჟრიამულიც მორთეთ მე მხოლოდ ამას გეტყვით მოკლედ. მეგობრებო იხარეთ და იდღეგრზელეთ ახლა კი... სჯობს გაგეცალოთ კაფიებო თქვენი რითმით ვიკაიფო |
Posted by: leluuu 4 Sep 2015, 23:37 |
შემოვიხედე, რა ვნახე აგილესიათ კალამი, ზოგი ისეთი შემომხვდა ავწიე თეთრი ალამი. შემომიტიეს დარდებმა, უსაქმურობაც დაერთო იმდენი შვებულება მაქვს არ ვიცი სადღა გავერთო. ზოგ პოსტზე ცრემლი მომადგა, ხალხს რა დღეში აქვს ნერვები მეც ჩემსას დავიწუწუნებ, არავის არ ვესწერვები. ეჰ |
Posted by: Apoptosis 5 Sep 2015, 00:23 |
leluuu lasho1993 კეთილი იყოს თქვენი ფეხები, მაგრამ იცოდეთ, ვეღარ დატოვებ, ამ თემას ერთხელ თუ შეეხები. ნაკრების გამარჯვების მოლოცვა მინდოდა, ოსტატნო! |
Posted by: leluuu 5 Sep 2015, 01:08 |
Apoptosis და სანამ დრო მაქვს რომ ვწერო ლექსი, ვპოსტო ფორუმზე და ვაცხო კექსი. ვიჯდები მყარად ვპოსტავ და ვპოსტავ (რეფრენი) :დდ |
Posted by: Apoptosis 6 Sep 2015, 22:04 | ||
ფრთხილად იყავ მეგობარო კაფიებმა არ დაგათრონ... თავიდან მეც მეგონა რომ, საკმარისზე მეტი მაქვს დრო. |
Posted by: leluuu 8 Sep 2015, 00:12 |
Apoptosis საკმარისზე მეტი მაქვს დრო, ჯერ ახალგაზრდა ვარ, წიწკვი, ჩემი ბობოქარი სულით კაფიების ცეცხლში ვიწვი. |
Posted by: nipponcaucasus 9 Sep 2015, 18:48 | ||
leluuu
თქვენი ფეხი გაგვეხარდა მოგვწონს დიაცები წიწკვი. მოკაფიეს ქე გევხარ და მოდი კევას მოგიწიწკნი. რაც სხვამ გითხრა დაგიმოწმებ აწი ვეღარ გაიქცევი. თუ კაფიის თრიაქს მოწევ თემის წევრად გადიქცევი. ... შემოგთავაზებ ვარიანტს ხელშიც გიჭირავს ბუკეტი წავიდეთ სანსეტ კვარიათს 2 კაციანი კუპეთი? |
Posted by: leluuu 10 Sep 2015, 15:00 |
nipponcaucasus ხოლოდ ბუკეტით გინდა რომ მომხიბლო მელექსე ქალი, იაფში გინდა გამოსვლა არ გინდა ურიას ვალი. არც სანსეტ კვარიათი და არც მაიამი ბიჩი ჩემთვის არ არის კოზირი კარგიც რომ იყო ბიჭი. |
Posted by: nipponcaucasus 10 Sep 2015, 16:17 | ||
leluuu
კაი არ გინდა ჯავრობა, რაის ურია რის ვალი ცხოვრება, კვება, მგზავრობა ჯდებოდა 500 ლარი. კოზირს ცხოვრება აწესებს მოსაცვლელი გაქვს კიჭები, არ სცნობ და იქ გაგამწესებს ქვაბს რო წმენდავენ ჭინჭებით! უკვე ჩავკეტე კუპეში დეკოლტე მსხალ გულაბები ჩამოვალ ასე 5 დღეში მაგარი ნაგულავები! |
Posted by: leluuu 11 Sep 2015, 00:39 |
nipponcaucasus რაღაც არ გავხარ ვაჟაუ კუპეში გამოკეტილსა აქ დასაპოსტ რომ იცლი კარგ საქმე არ მოგელისა. ტრაბახ არ შვენით ვაჟკაცებს ლაპარაკს სჯობს საქმენია წადი გულაბებს მიხედე სხვა რამე რა სათქმელია. |
Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2015, 13:47 | ||||||
leluuu
ნუ უჭყიტინებ ქალაუ კუპეს კარ გამოხვრეტილსა მემრე შნთვინაც მავიცლი, ბანს მომცემ შემოგევლისა. ())) )
ლაპარაკობით სად რა ვთქვი? ვწერამ თემაში ამბავსა. ტრაბახობაში არ თქმის ქალი რო თვალებს ნაბავსა.
გულაბო შე თანთალაო... ნუ ეჭვიანობ ქალაო. ამაღამ შენთან მოვდივარ მააწესრიგე ზალაო! კარი თუ ღია არ დამხვდა ბოლო შანსი გაქ ხვალაო! )) |
Posted by: MOSHAYIRE 11 Sep 2015, 21:57 |
მომწყურდა წყალი შევჭამე მსხალი ამომივიდა ლოყაზე ხალი მომშივდა მწვადი შევჭამე ფხალი ჩემი რიმებით თქვენ ხართ დამფრთხალი! |
Posted by: Apoptosis 11 Sep 2015, 23:48 |
MOSHAYIRE იქნებ შეჭამო საზამთრო, დამტკბარი როგორც შაქარი შემდეგ- რითმებით დაგვათრო... ახ პოეზიაც აქ არის! შენ გეყვარება ვაშლი, ჩაკბეჩილი ან დაჭრილი. და როცა გულ-მკერდს გაშლი... შენი თვალების ღრმა ჭრილი მეხსიერებას წაშლის როგორაც ღვნო აჭრილი.... თუ შეგაცდინა ალუჩამ, ოდნავ მწიფემ და რბილიმა ჩვენ დაგვიამოს სხვა ტუჩმა... და სახემ დაჭორფლილმა.. როცა ინატრებ მანდარინს, ზაფხულის შუა კვირას, გეტყვით აიღე მანდ არის და შენ ეს გაგაკვირვებს... ვაი რომ მოგწონს წიწაკა, მწარე და სუსხიანი... გავიწყდება რომ მიწა ხარ... წა... ყავა უსხი ანის |
Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 00:26 | ||
Apoptosis
ანის, ბანის და განის გახლავართ მოტრფიალე ყავას ვსვამ, დაგიტოვებ თუკი ნალექსა დალევ |
Posted by: annavita 12 Sep 2015, 00:43 | ||
Apoptosis თქვენ დაგანახებთ ანი ვინ ყოფილხართ და რანი |
Posted by: oxunji pirveli 13 Sep 2015, 22:07 | ||||
lasho1993
მადლობა ლაშო, შამო კოლექტივში! დრო მოვიდა ლაშო, ბევრი კაცი ''ნაშობს'', მოიკვეთეს საოხრე და ჩაიკერეს საშო, ქალის ნაცვლად უნდათ დიდი ''სათამაშო'', ალბათ, გახსოვს 17 მაისს ყველას უთხრეს: ''პაშოლ''.. * * * leluuu
არავინ გეტყვის ლელუკა, მე წინ დავჯდები, შენ უკან, აქ არ გჭირდება თავდები, მიხარია, რომ ვმრავლდებით.. Apoptosis კარგი ხარ, ჩემო აპოპ, რითმას წალდივით აპობ.. ------------------------------------------- ვინც გაუძლო სიცხეს და ვეფხვმა ვერ დაბრიდა (თუმცა გამოვრიცხე უკვე ყველა მხრიდან) ყველას დათვლას ვიწყებ შუა სექტემბრიდან.. უხეირომ და სმიტმა თქვეს, რომ რთველი გვაქვს და ცნობებს მოვიტანთო და დანარჩენები სად ხართ? |
Posted by: nipponcaucasus 14 Sep 2015, 14:40 | ||||
Apoptosis
მომწონს! მეტს აღარ გავაზვიადებ, ოხუნჯის სიტყვებს გავაზიარებ!
|
Posted by: MOSHAYIRE 14 Sep 2015, 20:07 | ||
nipponcaucasus
მე ყავას ვუსხამ - ის მისხამს ღვინოს ღმერთმა იქნება ქე დაგაღვინოს და თუკი შეძლებ წერო უ-ბილწოდ თემა დატოვო ისევ უბიწოდ - გადმოდი ჩვენსას იქით, ლექსპრომტში იქნება შექმნა რამე ჩვენს პონტში |
Posted by: leluuu 15 Sep 2015, 02:02 |
სანამ ვიყავი სვანეთს და ბათუმს, ვიხილე რაჭა, მანამ გისვიათ ყავა, ღვინო და ალბათ ჭაჭაც. სანამ ტალღები გადავლახე, ვეკვეთე უშბას კი გაგივსიათ ორი გვერდი კაფიით უცბად. ამ მიდნაითზე მიჭირს ვპოსტო აიფონ ექვსით, ხვალ სისხამ დილას გაგაღვიძებთ ახალი ლექსით )) |
Posted by: Apoptosis 15 Sep 2015, 13:03 | ||||||||
რას მერჩი ქალავ, ყავას მიირთმევ... მე კი მთავაზობ ძირზე ნალექსა... აწი ჩემ ლექსებს არ გაგირითმავ, სხვას ვუზიარებ მუზის ნალექსარს. მე დინჯად დავლევ ალკოჰოლს, წვეთს არ გიტოვებ იქნებ... შემოგაფეთებ კარგო ბოლს... და... გარეცხინებ ნაღვინარ ჭიქებს... * * *
დაგვანახა უკვე ანიმ... -შორიდან- გიმზერთ, მოგელით... ალბათ ყველანი... და არ მოდიხარ... თანაც წახვედი და იქ... ლექსპრომტში დაიდე ბინა... რა ნახე ერთი, ან რამ მოგხიბლა გამაგებინა... |
Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2015, 18:29 | ||||
MOSHAYIRE
ტყუილუბრალოდ დამწამე ცილი, სიბილწესთან მე არა მაქვს წილი!
თქვენ პონტში წერას რა უნდა ერთი ჭეკლასის თქმა უნდა. -მაჭამე ანა მჟაუნა, ამ დილით მომემჟაუნა. -სად მოგიძებნო მჟაუნა მგონი დამეწვა ჟარუნა. მერე მოუნდა პიცა. შეკვეთა რომ ვერ მიცა, აის დამწვარი ჟარუნა თავიდან ააჟღარუნა. )) --- რაისთვის მიწვევ ლექსპრომტში დეფიციტი გაქვთ ექსპორტში? აქ რაც შემოგაქ იმპორტში ქე დაგიწერე იმ პონტში. |
Posted by: MOSHAYIRE 15 Sep 2015, 19:17 | ||
nipponcaucasus
ვერც კი შემოხვალ ლექსპრომტში ჩაიჭრები რა დრეს კოდში |
Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2015, 19:25 |
MOSHAYIRE რა მინდა გოგო მაქანე როცა შენ მყევხარ აქანე. დეიდე ხელზე ამბორი, და ჩემკენ გამოაქანე. )) |
Posted by: MOSHAYIRE 15 Sep 2015, 19:31 | ||
nipponcaucasus
დაგიბინძურდა, გარეცხე ბიჭო, მაგ მინა საქარე |
Posted by: nipponcaucasus 16 Sep 2015, 02:45 | ||||
leluuu
სხვათაშორის მეც ვიყავი რაჭას, მთები ცაში რომ ლამობენ აჭრას. დავესწარი ლობიანის გაჭრას. ტკბილი ღვინო ჩამოჰგავდა მაჭარს. მწვანეში ზის მთელი რაიონი. იქ რიონთან მოჩანს ბარაკონი. იტყვი: ბოშო, ლამაზია ონი! ქორუკასთან ცეკვავს იადონი. მერე შევსვი უწერაში წყალი დედაკვინთან მუხლი დავდე ცალი გრილი ღამე, კოცონი და ალი შიშველ მხრებსაც მოვახურე შალი. აი ასე მოვიარე რაჭა. შენ სად იყავ, რად ვერ გნახე კნაჭა?
არადა არა არ გვაღირსე მთელი დღე ლექსი, დავბოდიალებ ამ შუაღამე ჩემი X6-ით. :ოქროებგადმოპნეული ქისა, (3 ცალი): |
Posted by: leluuu 17 Sep 2015, 02:36 | ||||
ამბროლაურს ვიყავ სტუმრად მასვეს ღვინო ხვანჭკარა ლამის იქვე დამიტოვეს დამავიწყეს აჭარა. დამპატიჟეს, განახოთო ონი, მაგრამ მთვრალმაც არ დავკარგე გონი.
თბილისის ქუჩებს არ აკლია შკოდა და ჯიპი თუ X6 გყავს უკვე ნიშნავს, ხარ კაი ტიპი. :დდდ აიფონით 6-ით გადავიღებ დაზაგრულ ფეხებს დავჩექინდები თბილისური სვეცკი კლუბიდან როცა კორპუსთან მომაკითხავ შავი X6-ით გაგვაყოლებენ მეზობლები თვალებს უბნიდან. :მეზობლისმზერისსმაილი: |
Posted by: MOSHAYIRE 17 Sep 2015, 10:14 | ||
Apoptosis
შენს ალკოჰოლიზმს ვერ გავუძელი რომ გადავედი- მე ვარ-ჭიშკარში ნაბახუსევზე , აპო, მოგიწევს ლუდი მიირთვა იმავ ჭიქაში! |
Posted by: nipponcaucasus 17 Sep 2015, 13:14 | ||
leluuu
მანდამდე ცოტა მიკლია გაზრდა, დავდივარ ჯიპით, სახელად მაზდა. )) მიჯობს X6ში ბალონის გაზს და იმისი ხათრით დათრეულ ქალსა. თუმცა რა, იყოს თუნდაც ხათრითა! ლამაზი თუა იყოს თათრისა! მომბეზრდა ვავსო გული თაფლითა, ვინც მივაკარე ყველამ დაფლითა. |
Posted by: leluuu 17 Sep 2015, 17:05 | ||
ნუ მოსთქვამ, გულს ნუ იოსებ, კარგო გიჯობს ეგ გული გააღო ფართოდ თაფლი და სიტკბო არ დაიშურო და სხვა მხარეში არ გაეშურო. ) |
Posted by: nipponcaucasus 17 Sep 2015, 19:23 | ||
MOSHAYIRE
ერთი ორი რომ ჩვენთან მოხაზე რითმებს დეეტყო ფერი ლოყაზე. |
Posted by: annavita 17 Sep 2015, 21:58 | ||
Apoptosis
რა აზრი აქვენ ბრმისთვის ჩემო სოსო თუ ჟორა ანახებ თავის ნამდვილ სიფათს ახლო, გინდ შორა? |
Posted by: nipponcaucasus 18 Sep 2015, 01:51 | ||
ვერ მოგერევა ანი, კომაცუს ამწეკრანი! |
Posted by: Apoptosis 18 Sep 2015, 11:53 | ||||||||
ჭეშმარიტი სახე ანი კაცის იცის ღმერთმა მხოლოდ ... შენი მკვახე ნაუბარი უნდა ნიავს გავაყოლო. და მე გიძღვნი ისევ სტროფებს, (გულს ერჭობა ერთი ნეკნი) ნუღარ შევაჯიბრებთ ცოფებს, შეგვაგებე შენი ნეკი. * * *
ნაბახუსევზე ჭიქასაც შევცვლი, შენც გამოგცვლი და ჭიშკარსაც აგერ მესამე ბოკალიც შევსვი, მუცელმაც უკვე იკასრა. |
Posted by: MOSHAYIRE 18 Sep 2015, 12:44 | ||
Apoptosis
ჭიშკრის გამოცვლას შრომა სჭირდება დრო მიაქვს ბევრი, დრო და ძალები კასრად ქცეულსა მუცლის არეში ძვირფასო, მეც არ მოგეძალები |
Posted by: MOSHAYIRE 26 Sep 2015, 22:01 |
Apoptosis nipponcaucasus annavita ხომ ვარ ლექსში თქვენზე მარჯვე?- აქ მიტომაც გავიმარჯვე! :ჩემპიონ: |
Posted by: nipponcaucasus 1 Oct 2015, 13:46 |
MOSHAYIRE თეთა რამხელა ლექსს გვიწერ?! ასე რატომ დაიხარჯე? ცოტა მოკლედ დაგეწერა - მოველ, ვნახე, გავიმარჯვე! |
Posted by: MOSHAYIRE 1 Oct 2015, 20:44 |
nipponcaucasus ნიპონა მოიდა სექტემბრის დროიდან |
Posted by: nipponcaucasus 2 Oct 2015, 18:15 |
MOSHAYIRE აქ არ ვიყავი, აზიას გახლდით, მივლინებაში, საქმეები და ჰორიდა წაველ სექტემბრის დროიდან! გადავუფრინე კაშკადარიას, სირდარიას და ამურდარიას შორიდან. შენ მიყურებდი წნორიდან!:))) რო გავიცეკვე კლუბში ბირუზა, ლამის ავყარე მთელი სიმები ჯორიდან. (არ ჰყავდა ტოლი-სწორი და!) თვალი შეგავლეთ ლექსპრომტელებსაც, იქნება მეთქი წერა ისწავლეს მგონი და... სუპს აკეთებდით კნორიდან. კნორიდან რიდაიდა კნორიდან ))) ყავა რო გაგდით ფორდან! |
Posted by: MOSHAYIRE 2 Oct 2015, 22:27 | ||
nipponcaucasus რავა მოგიხდა ბუჯო აზია იქ ალბათ სვამდი ყავას გაზიანს რითმ გაატანე ამუდარიას მისტირი რვეულს იმ ცალხაზიანს სადაც გეწერა პლაგიატები (ჩემ რითმით გულზე დაგეხატები ) |
Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 16:33 | ||
MOSHAYIRE
ჩაის ლიმონით და ფლავს ჯავზიანს. |
Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 17:19 | ||
nipponcaucasus
აქვე გეტყვი "ნატურში" - არ ჩაფლავდე წმაწურში! |
Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 20:09 |
წაი გეითამაშე.. მაგ ყურების პარტყუნში, ბუზი არ ჩაგიფრინდეს ყავადანის საწურში. |
Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 20:25 |
nipponcaucasus ნუ გაშინებს ბუზები და აქ ნუ იბუზები! |
Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 20:59 | ||
MOSHAYIRE
რა უნდა გითხრა?! ეგეთი ტემპით რას დამეწევი? იაფ ყავას სვამ და ორხაზიან ასტრას ეწევი. |
Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 21:03 | ||
nipponcaucasus
რა მარლბორო და რისი ასტრები თემა განთქმულა ცუდი დასწრებით... |
Posted by: nipponcaucasus 4 Oct 2015, 22:43 |
MOSHAYIRE ზაფხულში, ავტობუსში ამოსული პენსიონერივით ღონემიხდილი პასუხები გაქვს. ... რა დაგემართა შაყირა, ძონძებში იძენ რითმებსა? მუზამ თუ გაინაპირა, პასტას ნუ უჭერ თითებსა. შენი შაირი ვარგოდა რითმას ატანდი მზითებსა. ახლა რა გითხრა კარგო და გაუდის ლანდი ჩითებსა. ქონი მეგედო კალამზე ძრავი ჩეკ-ენჯინს გინთებსა მარტოკა ცეცხლი წალამზე. მნახველს რას გააჭინთებსა?! |
Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 22:53 |
nipponcaucasus შურით აღივსე ნიპონჯან სხვის რითმი ვერ გადახარშე ისევე მასე დარჩები უკეთ დამწერი არ ხარ შენ! |
Posted by: oxunji pirveli 7 Oct 2015, 03:16 |
დრომ შემატოვა ნახევარ კაცად, გეძებ, რომ თავი ვიგრძნო მთლიანად.. ჯანღიან ბინდში გამიკრთი ბაცად და ჟრუანტელმა წამომიარა.. ვეღარ გავალღვე ყინული მზისით, გიცდი, რომ გული შენით გამოთბეს, მოდი და შენი ცელქი კისკისით ეს ჯოჯოხეთი გამისამოთხე.. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Oct 2015, 11:03 |
ლირიული გადახვევა არ აწყენდა აქაურობას |
Posted by: nipponcaucasus 8 Oct 2015, 19:43 |
- ამ ტელეფონში ვინ არის ლერი? - ან სად იყავი იმ ღამეს მერი! აი ასეა დღეს მთელი ერი, პირდაპირ პოლზე ეცემა ჭერი. |
Posted by: Apoptosis 10 Oct 2015, 22:53 | ||
მოშაყირე თუ ეს შენ ხარ ამ ბიჭივით ჩამოვდნები... მძღოლს გიგზავნი და ახლავე ჩაალაგე ჩემოდნები!!! |
Posted by: MOSHAYIRE 10 Oct 2015, 23:11 | ||
Apoptosis
არ მაქვს ნივთები არც ჩემოდანი არც ქერა ვარ და არ მაქვს არმანი თან ცარიელი თითქმის "კარმანი" მაგრამ მაქვს გული მას კი სურნელი ახლავს ვარდის და იასამანის... |
Posted by: annavita 12 Oct 2015, 17:30 |
გავხედე, თემას დაუყვინია.. კნავის ფისო და წკმუის ფინია.. |
Posted by: MOSHAYIRE 13 Oct 2015, 23:23 | ||
annavita
ლექსპრომტისაგან განსხვავებით ხომ - თემაში რითმის ხარაკირია... |
Posted by: nipponcaucasus 14 Oct 2015, 00:14 |
თემა ლივლივებს ტალღებში როგრც ფუნთუშა ნაღებში. ხან ლაღობს იალაღებში, ხან გაერევა ბალღებში. --------- კიდევ მეძახის აზია, უფრო შორი გზა მომელის. სიბრძნეს ვცნობ მოკლე ფრაზიანს, კაცს მაშინ, თუა მშრომელი. ღრუბლებზე იწვა ბოინგი. მწუხრი დაათრო ადესამ. ღიმილი შემომაჩინჩხლა თურქიშის სტიუარდესამ. თვალები მისკენ დავგეზე, წარბს მოვაცილე კოპიო, მან ყური დამდო ბაგეზე მითხრა - სერ, ტი ორ კოფიო? ты! - მეთქი, ასე ვუთხარი, ლამის ვაკოცე მხარზედა.. ვიჯექ ფიქრებთან, მწუხარი ღვედით დაბმული სკამზედა. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2015, 00:21 |
nipponcaucasus კაია სტიუარდესა თუკი მფრინავმა უეცრად შორს და - არ წაუჰადესა |
Posted by: nipponcaucasus 14 Oct 2015, 13:12 |
MOSHAYIRE ეგეთ რითმასა კალბასში, ზეიკიძეც არ ჩადებსა. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2015, 16:25 | ||
nipponcaucasus
ემაგნაირი პასუხი შენ სიყრუის ეჭვს ბადებსა პ.ს."სიყრუე" -აქ, რითმის შეუგრძნებლობა |
Posted by: annavita 16 Oct 2015, 05:00 | ||
MOSHAYIRE
მიმქრალ ნაღვერდალს ვითომც დავადე ერთი წკირი სულ რომ არ ქრება ჩემთვის ესაა გასაკვირი .......... რა მაგის პასუხია..- ქვეყანას არ ჰყავს პატრონ, ამ უპატრონოებმა როდემდე უნდა მართონ? |
Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2015, 14:57 | ||
annavita
მაგის თემები ცალკეა - აქ ვერ ვაშუქებ, პარდონ |
Posted by: oxunji pirveli 17 Oct 2015, 10:02 | ||
annavita
გაშლილან ხეები დღეს ფერად ფანქრებად, მადლიან მიწასაც გაუჩნდა სისველე.. ანიკო, ეს თემა არასდროს ჩაქრება, შეუყვა აღმართს და მცირე ხნით ისვენებს.. |
Posted by: nipponcaucasus 17 Oct 2015, 18:50 | ||||
annavita
თემა ნათელი იქნება, თუ არ სწერს ანა, გიული ჩაცხრება კვლავ აინთება ციკლია მარადიული. იცოდი მისით ვერ მოვა, მაგ წკირით სჩიჩქნე ნუგეში, ნაღვერდალი რომ გეპოვა დამჭკნარი დედის უბეში.
1 წელი კიდო, უნდა იჯდეი მიტო. პაწაც დეიჩქმიტო, შენ რომ დასვი - მიტო! |
Posted by: annavita 18 Oct 2015, 21:40 | ||||
nipponcaucasus
აბა უყურე შენა! : )) ს-წერს არა, -წერს. ... იმის მაგივრად რომ მითხრა- "მოდი, მოგვილექსე, ბები"- კაპიუშონი გეშლება და გიგანიერდება ყბები :* oxunji pirveli
მზე მცირე ხნით გაიბუტა ქედზე ნისლი გაიბანტა მწვანე კაბას იხდის თუთა ცივი შხაპის ქვეშ დგას პანტა.. ნაჯაფარი თემაც შედგა მოისინჯა ბებერები სწორედ იმ დროს შემოვედი ბებერებზე ვეფერები. რა ჩააქრობს, თქვენ მორები მოგიზიდავთ, მე თუნდ წკირი, თუ ხანდახან წამით ჩათვლემს არც ეგ არის გასაკვირი |
Posted by: nipponcaucasus 19 Oct 2015, 14:29 | ||||
annavita
აბა უყურე ანასა! რო შლის და კეცავს დანასა. როცა ვერ თოხნის ყანასა გვიკითხავს ანაბანასა. . რამდენჯერ გითხარ რომ ლექსებს ღრმად ჩაჰკვირდი თქო? სწერს უფრო მუსიკალურობს, სამპირიანია, თან უფრო ღრმა გაგება აქვს ვიდრე მშიერ ორპირიან "წერს".
მოდი მოგვილექსე ბები, მოდი გაიქნიე მხრები, თანაც მოიყოლე ძმები, თქვენი გაგვაგონეთ ხმები. ბავშვი მოეყვანა წეროს, დიდხანს ვერგახსნილი ყბებით, მან მას ის რომ უნდა სწეროს აი ამ კაფიას ვყვები. |
Posted by: annavita 21 Oct 2015, 02:14 | ||||
nipponcaucasus
მიწეროს... "აწ საყვარელსა მიუწერს"... |
Posted by: MOSHAYIRE 22 Oct 2015, 17:01 |
კაფიის წერას რა უნდა? ერთი კაი მუზა უნდა! ხომ უნდა? ფორუმ და! ნამდვილად უნდა! :****** |
Posted by: oxunji pirveli 23 Oct 2015, 13:35 |
მიიზლაზნება ცხოვრება, როგორც გოგიას ნახირი.. ტკივილს გამობმულს მორებად, მივათრევ ოხვრა-ჯახირით.. როცა გამოვცლი ფიალებს, ჩვენი შეხვედრის რიცხვს ველი, მაშინ კი ისე ტრიალებს, როგორც ''თელასის'' მრიცხველი.. |
Posted by: MOSHAYIRE 23 Oct 2015, 13:51 | ||
oxunji pirveli
გამოჩნდა პირველოხუნჯი - ჩვენი რითმების მკიცხველი! |
Posted by: oxunji pirveli 23 Oct 2015, 16:28 | ||
MOSHAYIRE
მოხვედი და უმალ რითმის გაკიცხვაში დამდე ვალი.. მგონი, შენზე ასე ითქმის - ორი კურდღლის მადევარი.. თუმცა, მე კი შენი ნახვით ყოველთვის ვარ მოხარული, ნუ იქნები მწარე ხახვი, დადე რითმა მოხალული! |
Posted by: MOSHAYIRE 23 Oct 2015, 16:41 | ||
oxunji pirveli
მოხალული გინდა ხახვი ე? მეტყვი - თემადან დაახვიე? შენ შემოდი შიგან ლექსპრომტსა არაქისსა ნახავ - ეს მომცა გაიფიქრებ უმალ ეშმაკო ფელამუშიც გვაქვენ - თუ თქვი უკვე ეს მაქო... |
Posted by: oxunji pirveli 25 Oct 2015, 11:29 | ||||||||
MOSHAYIRE
იქნებ კითხვა გესწავლა ლექსპრომტებში ბომბარდირს, გაიაზრე ჯერ კარგად აბდაუბდას რომ ბარდნი, "დედა ენა'' რა უყავ არ გიბრუნებს ლომბარდი?
რაც მარგუნე წილხვედრად ნათქვამია მძინარის.. ადვილია მიხვედრა ის ''ეშმაკი'' ვინ არის..
გაკვირვებისგან მურთაზ დაუშვილს გაუშრა ნერწყვი, დაესხა რეტი.. ეგ მოშაყირევ როგორ დაუშვი, შენ ხარ თემაში შაირზე მეტი.. |
Posted by: MOSHAYIRE 25 Oct 2015, 12:13 | ||
oxunji pirveli
ვინც არ იცის მოხალული ხახვის გემო მის შაირზე არ ვსაუბრობ, ოხუნჯ ჩემო... :სმაილი: |
Posted by: nipponcaucasus 29 Oct 2015, 12:56 |
მზეს ეფარება ღრუბელი ღრუბელს ოთახის ფარდა დედი, გაცივდა ღუმელი! შეშა შეაწყვე მარდად. სიჩუმე ოხორავს თემაში ლექსი თავლაში ბორგავს, მუზამ ჩაგტოვათ თვლემაში, თუ რითმებს შოლტით როზგავთ? რა ამბავია სოფელში, ყველი გაძვირდა კიდო? გუშინ გიხილეთ ოპელში, 9 ლარად ყიდდით კილოს. |
Posted by: MOSHAYIRE 29 Oct 2015, 21:30 |
nipponcaucasus რა აბდა-უბდა დაწერე თავად თუ მიხვდი არსსა? ღრუბელმა ყველი მოწვიმა ჩირის და ჩალის ფასად! |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 10:26 |
MOSHAYIRE წამოწოლილხარ ლოგინზე, სიზმრებში ეძებ არსსა. (ყავაში კიდევ ქმარსა) დამნებდი ქალავ ოინზე თორემ წააგებ მარსსა. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 13:26 |
nipponcaucasus ეგ რომელ მარსზე საუბრობ, შოკოლადი რომ ქვიან?! მე მარსზე უკვე გავფრინდი - შენ გაიღვიძე გვიან! |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 16:22 |
MOSHAYIRE ყავა სვი მერე აბოლდი, ვერც შაირს ამბობ ჭკვიანს. არა, იმ მარსზე ვამბობდი, 2:0 რომ ჰქვიან. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 16:27 | ||
nipponcaucasus
საკუთარ თავთან დიალოგს ხომ მონოლოგი ქვიან? მერე და რას ახმოვანებ იქნება არ იციან? |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 17:32 |
MOSHAYIRE შენ შაირებზე ვიღიმი თან ჩეხურ ლუდს ვსვამ სვიანს (3 და 60-იანს ), აქცია ჰქონდათ გუდვლში ჩვენსას აჯობა წყლიანს) ძველი ცოცხები გიჭირავს კარგად ვეღარა ჰგვიან. მონოლოგი რომ მეწერა "ვამბობს" დავწერდი "ვ"-იანს გასცი, ცილს მწამებ ტყუილად არც არას ამბობ ჭკვიანს. ეგეთ ლარიან შაირებს წაუკითხავად ჰყრიან. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:00 |
nipponcaucasus კიდევ ხარ უკმაყოფილო საკუთარ აზრ და "ღვაწლის"?- შენნაირებსა მუზაი ასკეცად სილას აწნის! |
Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:10 | ||
MOSHAYIRE
სილანაჭამი ღაწვი ითხოვს საფენებს მაწვნის |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:12 | ||
annavita
ოდნავ რომ გონსა მოეგოს საფენებს იდებს ქაცვის ! |
Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:15 | ||
MOSHAYIRE
როგორც მე მახსოვს ქაცვმა პირიქეთ - იცის აწვა : (იხ. დავით გურამიშვილი, "ქაცვია მწყემსი) |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:21 |
annavita თან წვავს, თან ალბობს მა ქაცვი იხილეთ მეოთხე აბზაცი http://news.ge/ge/news/story/68511-qatsvis-samkurnalo-tvisebebi |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 18:23 | ||
MOSHAYIRE არა მცალია შენთვინა მსიჯს ვკითხულობ წაწლის. მემგონი თხლად ხარ რაღაც და ნაყენი ხუხე ანწლის.
ჩემნაირებსა მუზები რითმას გოდრებით აწვდის შენს ნაფტალინა შაირს კი სუნი სდის მჟავე მაწვნის. )) რითმებს ნუ მიცვლი იცოდე უფხოდ ნაგრეხს და დაწნილს. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:30 |
nipponcaucasus შენს მაწონში დიდმა მუზამ ჩააყარა ნაფტალინი ნეტავი რა გეღიმება ცხრა ბურთი მაქ გატანილი შენს კარში : 9:0 : |
Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:40 | ||
MOSHAYIRE
არ ვიცოდი ძამია ავწიე ორი ცაცი (აქ -ხელი) : )) |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 18:40 |
annavita შემოფლატუნდა ანიკო საფენებით და ქაცვითა უკბილო ამბავს ჰყვებოდა სხვები უსმენდნენ ქანცვითა. ჩულქ მაინც გამაგეცვალა ქუსლმა რო უკან გასცვითა. MOSHAYIRE წადი ცხვირი მოიხოცე წერას ჰყევხარ ატანილი მე9 დღეა ნიფხვის ტოტი ნასკებში გაქ ჩატანილი |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:43 | ||
nipponcaucasus
მსგავსსა სტროფებსა მდარეს ბოთლი ვერ შველის "ზვარეს" :ათასი ზვარე: |
Posted by: annavita 30 Oct 2015, 19:05 | ||
nipponcaucasus
ძველი დროდან მოგყვება ეგ მანია- "ჩულქები" და მინდა გაგახარო წყვილი წინდის ჩუქებით :* ზემოდან დავამატებ ერთ-ორ შალის ფოხანსა, ზამთარი კარზეა და თანაც კარგად მოგფხანსა ზრდილობა დაიცავი. შენთვის ურიგო არ მიკადრებია და თავს ნუ აიგდებ. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:08 |
annavita გადავინაცვლოთ ისევე ლექსპრომტში ზრდილობიანში ამ თემას ნებისმიერსა გავუცვლი წყვილ ლობიანში |
Posted by: annavita 30 Oct 2015, 19:11 | ||
MOSHAYIRE
რამე რო იყოს ახლა თუნდ ერთ ლობიანს ხელ-ხელ შეჭამდა კაცი რაჭულს, გემრიელსა და ცხელ-ცხელს |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:14 |
annavita ფენოვანი ან რაჭული!- ძირს ნიპოს ლექსი ქაჯური! |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 19:19 | ||
MOSHAYIRE მახსოვს ბალღობას მამაჩემი რომ ჭამდა ცხარეს გასტრანომიდან ამომქონდა იმისთვის "ზვარე". უღრუბლო ღამეს, მომღიმარი მეგონე მთვარე მართლა გრძელტოტას კავალერი ხომ არ ხარ და რამე? ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, მიტარბიც. "ზვარე"? რაღაცა გულში ჭვალმა გამკრა ცოტათი მწარემ. გული დამწყდება, ბევრს ვიბორგებ ღამით საწოლში, ჩემი მუზები მაშნ მართლა ჩაიყრება მჟავე მაწონში. :ათას ერთი ზვარე: * * * annavita შენ გაქვს რაღაც კომპლექსი თუ გიხსენეს მოლფექსი. ჩულქებთან თუ გამივლებ აქ ზრდილობის პარალელს რა აზრიაქ შაირებს და ჩვენ ჰარიჰარალეს? სერიოზულ თემაში ცუდს თუ გკადრებ ანიკო აი მაშინ გამკიცხე, წინასწარ ნუ პანიკობ! * * * MOSHAYIRE
იქ წნილი ჭამე ნივრისა (მახსოვს ადრე ახსენებდი) აქ კბილს დაუწყე კრაჭუნი. ჩემ ლექსებს არა უჭირს რა, შენსას გაუდის ჭრაჭუნი. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:46 |
nipponcaucasus შენს ლექსს ბოტოქს თუ უშველის რითმი გაქვს ძან დაპრანჭული |
Posted by: nipponcaucasus 30 Oct 2015, 20:28 | ||
MOSHAYIRE
ამ შაირში 3 იანი, დანარჩენში 2 იანი! სამს და ოთხს შორის ხარ ეხლა ჩემზე ნუ ხარ ბოღმიანი. (დიდი გოგო ჩანხარ და 10 ქულიანი შკალა შენ დროს არ იქნებოდა . ) -------------------- სინანული მწარე სიმართლეს გეტყოდით დღეს ლექსი ვერ სჯობს ლობიანს, თუ გინდა ცდა ჩავატაროთ ლექს დავდოთ მჯობნის მჯობნია 20 ლაიქი ლექსს ერგოს 320 კი ლობიანს. ასეა ყველა სფეროში, თვალი ბეღელს სჭამს ხორბლიანს. აბა რა უნდა მოჰკითხო მშიერმუცელა დორბლიანს? ქვეყანაც ამან დაამხო რას ვერჩი შუშის კოლბიანს. |
Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 22:09 | ||
nipponcaucasus
თავს რომ ასაღებ მემბერ ქრეიზად ეს გვიპასუხე ნიპონ, რეიზა? |
Posted by: annavita 31 Oct 2015, 14:52 | ||
nipponcaucasus
ეს შედევრი რომ არ დამრჩეს შეუმჩნეველი, უქები, შენს ძველ ციტატებს დაგიდებ- იდეაფიქსით- "ჩულქები" თუმცა, ჯობს ძველი "ჩულქი" და ჰიგიენური პაკეტი დაივიწყო და ნამდვილი, სუფთა კაფია "აკეთო". |
Posted by: MOSHAYIRE 31 Oct 2015, 17:47 | ||
annavita
"სუფთა" კრიტიკა რომ შეძლო ინტელექტია საჭირო და ცოტაოდენ იუმორიც, რომ თავი წარმოაჩინო ეს "ლასტი-ლუსტი კაფია" რასაც ჩვენ გვიწერს ნიპონა ეტყობა თავის ბავშვობის მოგონებებში იპოვნა |
Posted by: annavita 31 Oct 2015, 17:54 |
MOSHAYIRE მთავარია მაინც ჩემო, ნიჭი,+გული, სული რომ არ გახდე ცხოვრებისგან ნასეტყვი და გაწუწული |
Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 18:37 | ||||
სოფლიდან მოსულ პოეტებს, 2 მანდილოსანს ვახლავარ! ყავაზე თხზავდნენ სონეტებს, ჩემთან მოუნდათ ფახლავა. annavita ის რაც "ჩულქებზე" გაჩუქე, "სუფთა კაფიის" ჟანრია. რჩევებს რად მაძლევ ჩანჩურებს, ღვინოს რად მასმევ შაქრიანს? გრამატიკასაც მისწორებ, (თავად არ გესმის სისწორე) ხან ლექსის წერას მიმარტავ. პირადად თუ ვერ მიწონებ, მცდარ ბაას რაად მიმართავ? გეტყვი რომ ოდნავ ხმამაღლობ, როგორც უპოხი სართავი, არ ვარგა როცა თავმაღლობს ნახევრად სავსე თავთავი. >>>>> რაღაც გეწვის ანიკო ჭკუას მარიგებ რაკია, ჩულქი თუ მართლა გაგერღვა, ჩამააფარე ფრაკია. MOSHAYIRE
შენ შაირს რაღა ვუწოდო? მოუხდებოდა შლიფოვკა. პადაჩას რო ჩავუწოდობ ფეხიდან სძვრება შიპოვკა.
პაროლში გქონდა ეჭვი რა, ახალწელს გახდი ნიუბი. ხელში ბუშტები გეჭირა, თავს იწონებდი იუბკით. მერე სოფელში წახვედი, სიმინდებს ყიდდი პოსლეზე. ეხლა რა პირით მახვედი წმაწურ-კაფიის პროსპექტზე? |
Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 18:44 | ||
nipponcaucasus
წმაწურ-კაფიის გამზირი უცებ გამხდარა სტრიტია (აქ, street) sorry, თუ ჩემმა კაფიამ დაგმართა შენ გასტრიტია |
Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 19:00 |
MOSHAYIRE შენს მეტი პროსპექტს ვინ აქცევს სტრიტად? ვის შესწევს ძალა სტრიტ თქვას გასტრიტად? უნდა დაგიდგა შენ ძეგლი - ტიტრად: "ლექსი რომლისა არ ღირდა კიტრად". |
Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 19:00 | ||||
nipponcaucasus გელოდები და ვერა სწერ გიჭირსკაფია, ნიპონჩიკ ჩებურეკად რომ შეგერგო მე რა ვუთხარი იმ პონჩიკს! * * * nipponcaucasus
თქვენ გელანდებათ "კიტრები" ჩვენ კი ლექსით ვართ მდიდრები! |
Posted by: nipponcaucasus 1 Nov 2015, 19:04 |
MOSHAYIRE გამო ცალკე უნდა გნახო მხიარულო ყაყაჩო ხელში უნდა აგიყვანო და ლექსებში დაგახჩშო! * * * MOSHAYIRE სადაა ლექსი შენი ნაწერი ლექსპრომტის ტურფავ? ძირს დაგიგდია ფქვილის საცერი, და კამპოტს ხუფავ! |
Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 19:15 | ||
nipponcaucasus
შეეშვი ჩემს კამპოტს მიხედე შენს კაპოტს |
Posted by: annavita 1 Nov 2015, 21:17 |
nipponcaucasus ..................................... |
Posted by: nipponcaucasus 4 Nov 2015, 22:02 |
თემავ! ეგრე რამ დაგღალა? - ჩაგძინებია ტკბილადა. 2 ხმაში ვერ ვმღერ ხმამაღლა, სხვებმა დამტოვეს წბილადა. |
Posted by: Apoptosis 4 Nov 2015, 22:43 |
nipponcaucasus ნიპონჯან ვერ გეხმარებით რითმები საქმემ წამართვა. ვწერ ჯახირით და წვალებით... და ამიტომაც ჩუმად ვარ. |
Posted by: nipponcaucasus 5 Nov 2015, 01:24 |
Apoptosis მშვიდობა შენს გამოჩენას. მუშაობ ქანცის გაცლამდე? წინსვლას და არ ჩამორჩენას გისურვებ ყანწით, დაცლამდე. რაკი გამოჩნდი არ ვჯავრობ, ცოცხალ ყოფილხარ, ჯანმრთელი. კალამს გიმშვენებს გარჯა, როს ცოტაობს ლექსის გამთლელი. |
Posted by: oxunji pirveli 6 Nov 2015, 13:53 | ||
nipponcaucasus
არ შველის ჩვენი წადილი, თემა ნისლივით ქრება.. ხომ არ დავნიშნოთ ხვალ დილით ერთი მშობელთა კრება? |
Posted by: nipponcaucasus 6 Nov 2015, 21:25 |
oxunji pirveli ეგ კრება თუ გაგვიმართლებს დავბეჭდავ საშვს და ნებართვებს გასაგრილებლად მივართმევ ნაბეღლავსა და ლებარდეს. შარშან ამ დროს რომ მოვედი თემაში იდგა კორიდა. ძლივს შემოვძვერი მოპედით, რიგები იდგა გორიდან. ეხლა რა ხდება ვერ ვხვდები თემას დასცვივდა ფოთლები? (არა!) კვლავ იშრიალებს ვერხვები. ზამთრისგან დანაობლები. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Nov 2015, 18:32 | ||
nipponcaucasus აქ ანავიტა არ პოსტავს სულ დაგვეკარგა ნორი და ... მეც თუ დაგტოვეთ, შვილებო უნდა დაიწყოთ ნოლიდან... |
Posted by: Apoptosis 8 Nov 2015, 00:53 |
MOSHAYIRE მოშაყირევ, ამპარტავნობ. თავი ხელში აიყვანე! მეშინია თავს არ ავნო... მოდი შენ და მოვა ანიც. ნორიელი დაიღალა, სჯა-ბაასით, კამათებით... თქვენ ორნი კი, ყელმაღალო, მთვარესავით გვემალებით. საახალწლოდ შევრიგდეთ და გავაჩუქოთ პოზიტივი... მერე მოვა ნორიკელაც და ჭარმაგი პოეტივით აიჩქარებს გულის ცემას... ნაირ-ნაირს ჩამოგვიწერს. თემას ფერი მიეცემა ... მუზაც ლაღად გამოგვის მტვერს. ხალხი ლექსებს წაიკითხავს... ზოგი სინჯავს თავის ძალებს. შენ და ანი თუ არ მოხვალთ ჩამოვიყვანთ ამორძალებს... (უკრაინიდან) თუმცა ვიცი ბოროტება თქვენ სულაც არ გამოძრავებთ... მომწიფებულ ბოლო თემას... სულ ჭიები გამოხრავენ. ხომ არაფერს აშავებენ მაინც დანაშაულია |
Posted by: MOSHAYIRE 8 Nov 2015, 01:01 |
Apoptosis რა დროს ახალი წელია ჯერ შემოდგომა მეფობსო მოშაყირეი ლექსებს წერს აპოპტოზისი რეპობსო შაყირა არ ამპარტავნობს არც არავისზე მეტობსო ნუ...ცოტას წაუძერსკებს და ოდნავაც კიდე სვეტობსო |
Posted by: oxunji pirveli 9 Nov 2015, 03:47 | ||||||||
nipponcaucasus დაიგვიანა პასუხმა, დრო აღარ მრჩება საწერად, რომ ვერ დამახრჩო ჰალსტუხმა, ნერვი მიტევდა სამწვერა..
ხშირად ვიხსენებ იმ კვირებს.. ამ სტროფზე ჩემგან - ი პ ო ნ ი! იმხელა ხმაზე ვიყვირე, მომდევდა მთელი კრიმპოლი..
ჯერ ხალხი ათვალიერებს, ხან ციხეგოჯს და ხან იშხანს.. ველი რითმაში ძლიერებს, უცბად მოვარდნილ ქარიშხალს.. MOSHAYIRE
ბებომ სიმჟავე მოფინა, ბევრი მოსვლია ტომატი.. თურმე ლექსპრომტი ყოფილა მოხუცთა პანსიონატი.. |
Posted by: MOSHAYIRE 9 Nov 2015, 12:15 |
oxunji pirveli რომ ბუკვალურად გაიგე შენ ფანტაზია არ გყოფნის არ შეგიძლია ოხუნჯო გარეშე შეურაცხყოფის პ.ს.მოხუცებული მე მიყვარს პატივს ვცემ ხანში შესულებს რითმში ჯდება და მე მაინც აქ არ გაკადრებ შენ სულელს... |
Posted by: Apoptosis 9 Nov 2015, 12:51 | ||
შენ კაფიას ძერსკუნია ფერი ადევს ანავიტას შენ კი ფიქრობ სვეტსკურია... არა... გული ვერ აიტანს მოდი აქ დაჯექ გოგონი ვერაი თმობ თემას რაკი ღა... მოდი და ერთად იკვესონ ჩემ რეპმა შენმა- შაყირმა. რაც შეეხება ახალ წელს... შენც იცი მოვა მალე და საშემოდგომო ეგ პოსტი სირცხვილით დაიმალება |
Posted by: nipponcaucasus 9 Nov 2015, 13:05 | ||
Apoptosis
დავნიშნოთ, რაღას ვუცადოთ? უკრაინაში ჩარტერი. ეგენი გადაუცვალოთ, ამორძალებში ბარტერით. |
Posted by: MOSHAYIRE 9 Nov 2015, 13:25 | ||||
nipponcaucasus
ნეტა რითმი რო გიჯდებათ აღარ სარგებლობთ დამტენით? * * * Apoptosis
კაფია მაქვს ოროგინალ - გავლენას ცნობს არავითარს!!! |
Posted by: oxunji pirveli 10 Nov 2015, 01:28 | ||||
MOSHAYIRE
სად ნახე ჩემთან ბუკვალი, რაში გჭირდება ცრუ კვალი?
ვიხუმრე.. უკვირთ თავადებს, შენზე ქოთქოთებს ნაილიც, ვერ ნახე შაირს დავადე, ყბაგაფხრეწილი სმაილი?! |
Posted by: MOSHAYIRE 10 Nov 2015, 12:31 |
oxunji pirveli თემას ხან და ხან სტუმრობ გვგესლავ და ვითომ ხუმრობ ასე იქნები ხვალეც?!..- ჰოკაი, ჩაგითვალე :ჩათვლა: |
Posted by: oxunji pirveli 10 Nov 2015, 17:25 | ||||
MOSHAYIRE
ისე ამოხტი გეტრიდან მგონი, გჭირდება ლოგინი, ნაფერთხი თერმომეტრი და ტუმბოზე გემატოგინი..
თუ მართლა ჩამითვალე, რაღად მიჭუტავ თვალებს?! გეყო ფრჩხილების კვნეტა, ვის ახმოვანებ ნეტა? |
Posted by: MOSHAYIRE 11 Nov 2015, 12:20 | ||
oxunji pirveli
მასეთ სურათებს რომ ხატავ მიტო არა ხარ გოგენი |
Posted by: Apoptosis 12 Nov 2015, 00:45 | ||
შენ კი არ ცნობ ვიცი, მაგრამ- ხარი ხართან... გაგიგია? გუშინ ვნახე რომ ნიანგმა მამლისავით დაიყივლა. ვგრძნობ რომ სულაც არ ხარ ხარი, და არც ანავიტა ხარობს, მაგრამ ეგ შენი ხარხარი უანაოდ აქ ვერ ხარობს. |
Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2015, 00:51 | ||
Apoptosis
აპოპტოზისს ეძინება ურწიოთ და უნანაოთ |
Posted by: MOSHAYIRE 15 Nov 2015, 19:49 |
_________________________________________________________ |
Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 19:18 |
გუშინ წამექცა მელანი. მტრედის გეპოვნა ღინღლია. სიგრძით ხარ ცერის ხელანი სასახლედ გყოფნის იღლია. შაირებს ვეღარა ჰპოსტავ ყავის სმით თავი გიღლია. |
Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 19:50 | ||
nipponcaucasus
შენ რომ მელანი წაგექცა მასში დავუწე კალამი იმდენი რითმი მომრჩა რო გავავსე ლამის ხალამი |
Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 20:22 |
სსააადააა მერე ეგ შენი რითმებით სავსე ხალამი? მგონი გჭირდება ჟენშენი რითმოტენტების წამალი! )) |
Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 20:30 |
nipponcaucasus [quote]მგონი გჭირდება ჟენშენი ღმერთმა შემარგოს ჩემი რითმი და შენ - შენი |
Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 20:46 |
რითმებს მიეცი ექშენი, აზრი ჩააცვი - ფეშენი. დაბეჭდავს თავის გაზეთში თემქის ქარხანა - "ელმშენი"! |
Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2015, 20:49 |
nipponcaucasus ამდენ ხანს რად უძებნიდი "ჟენ-შენს" რითმს შესადარსაო? შავი კატა ხომ არ შეგხვდა? იქნება ქე დაგთარსაო |
Posted by: nipponcaucasus 16 Nov 2015, 21:16 | ||
MOSHAYIRE
ისეთსას რას დამთარსავენ სოფლის მგოსანთა ელიტა, დიდ ქვაბში საცვლებ ხარშავენ ჯოხის მორევით ნელითა. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2015, 00:33 | ||
nipponcaucasus
შენ ნეტა რომელ "გოდა" ხარ მე კი მეგონე ბოვშიო რაღა დროს ჯოხის რევაა სოფლებშიც უდგათ "ბოში"ო |
Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2015, 16:10 | ||
ჰმ! ქვაბს აღარ ხმარობს სოფელი, სარეცხს ურეცხავს "ბოშიო"? ალბათ თუ ცვლიდა მფლობელი დეკეულსა და ხბოშიო. * * *
ხან ბერიკაცი, ხან ახალგაზრდა ვისთვის არწივი და ვისთვის ჩიტი. ერთი წელია ვდგევარ დაზგასთან, და შენს ჯინაზე ამ რითმებს ვჩირკნი. . ........ ოფისში ვებრძვი პროექტს! რომ გაცხელდება თავი, ვთამაშობ ხოლმე პოეტს, წმაწურკაფიის შხაპში. თავად არ ამხელ ასაკს, ბერდები სახლში ჯდომით. პოსტებით გასცდი ათასს, მაინც ვერავის ჯობდი. მე გაფასებდი დიდად, შენ დამიწუნე ტორტი! თავი მოგქონდა მდიდრად შავი პურით და შპროტით. ისევ სოფელში ცხოვრობ, ისევ ამოგყავს ყველი, ისევ ლექსებით მორცხოვობ, ისევ გიშრება ყელი. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2015, 21:46 | ||
nipponcaucasus
მე გავცდი უკვე ას წელს ბუხრის წინ ვთბები მშვიდად ტორტზე არ გინდა ფიქრი შემეფერები შვილად მოდი და მინახულე ერთხელ და თუნდაც ათგზის ნობათს გაგატნევ სახლში წინდებს ჩაგაცმევ მატყლის... :O |
Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2015, 23:07 | ||
MOSHAYIRE
კევას მოწყენით გავწელ ტახტზე მივწვები მშვილდად ტორტზე აღარცა მაქ ფიქრი, უნდა დაველოდო შილას. |
Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2015, 20:43 | ||
nipponcaucasus მარტო ჩვენ ორი ვპოსტავთ თუ სხვა არაა შინა ? |
Posted by: nipponcaucasus 19 Nov 2015, 17:13 |
2-2 ხაზების დამწერზე ნერვი მეშლება საშინლად. ცოტა დახარჯე რეზერვი რა იყო რამ შეგაშინა? სხვა ალბათ თავს არ გიყადრებს და არ გიჩერებს მაშინას. |
Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2015, 19:44 | ||
nipponcaucasus
წმაწურის ითხოვს ფორმატი მოკლედ თქვა, არა არშინად! |
Posted by: nipponcaucasus 20 Nov 2015, 20:04 |
MOSHAYIRE ნეხვიანი გაქვს კალოში, ხან აქ შამოგაქ ხან შინა, აღარ შაგიშვეს სალონში, - ყველს გვთავზობდი მაშინაც.)) სოფლელი სოფელს გაუშვი, მუზამ თვალებით მანიშნა. - არ გამოდგება თემაში შაყირა ძაფის სანიშნად! ეგეთსა მოკაფიავეს სოფელს ვუტოვებ ბარიშნად! |
Posted by: MOSHAYIRE 20 Nov 2015, 20:10 |
nipponcaucasus სოფლელი კაცი გჯობია ნიპონა, ჭკვით და იერით სოფელი რომ არ გვქონოდა ქე დავრჩებოდით მშიერი თოთო ბავშვისა ჭკუა გაქვს შენ წინ ესეც არს ხნიერი პ.ს. იცი რატომ? იმიტომ რომ ფიქრობს... |
Posted by: nipponcaucasus 20 Nov 2015, 20:53 |
-----------deleted------------------ |
Posted by: oxunji pirveli 23 Nov 2015, 22:12 |
გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ ყველას! ჯერ მთვარე ვკოცნე, მერე მზე, ფიქრს კალმის წვერთან ვასაღებ.. ლექსი თუ დაგყავთ ცერებზე, რითმას თუ არგებთ გასაღებს, მადონა ხარ თუ ზაური, მადმაზელი თუ მუსიე, მოდით და თემას ხმაურით, შაირი შემოუსიეთ.. |
Posted by: ეგზეკუცია 23 Nov 2015, 23:29 |
ფიქრის კალმის წვერთან გასაღება და ლექსის ცერებზე დაყვანა ახალი მოდაა პოეზიაში? |
Posted by: MOSHAYIRE 23 Nov 2015, 23:34 |
ეგზეკუცია შენ ვინ ხარ, ეგზეკუცია? ლექსი გაქ ერთი უნცია?! |
Posted by: oxunji pirveli 24 Nov 2015, 01:16 | ||
ეგზეკუცია
აგერ, გპასუხობს რომან მელია: ვისთვის ახალი, ვისთვის ძველია.. |
Posted by: ეგზეკუცია 24 Nov 2015, 12:24 | ||
მზე და მთვარესთან ზასავი არ ვიცი ვის რას აძლევს, შორიდან - ლექსს წერს გგონია, ნუ იტყვი, თურმე, ანძრევს. ამბიციების ბრალია სიტყვების გრეხვა ღონით, ვის რამდენ დაუწერია, ლექსებს ნუ დათვლით წონით |
Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2015, 12:52 |
ეგზეკუცია ეგზეკუციავ, ეს კი გავიგე რომ ხარ ალტერი, თემას მოვარდი სულ გაქვს წერილი სამად -სამი და აქ გინდა იყო კვლავაც ფორვარდი :და რატომ ასეთი მკაცრი ნიკი?: |
Posted by: ეგზეკუცია 24 Nov 2015, 13:01 |
MOSHAYIRE მე ფორვარდობის არ მაქვს წადილი, ხან ქუდი მხურავს და ხან - მანდილი |
Posted by: nipponcaucasus 24 Nov 2015, 17:21 |
ეგზეკუცია შეიძლება ძველი ხარ, შეიძლება ახალი შენ მოხვედი შეკითხვით, მე აგართვი სალამი. არა! მგონი ძველი ხარ. თან რითმაც გაქვს ქუჩური! გაგვეცანი ვინა ხარ, კუტუ ხარ თუ ფუჩური? |
Posted by: ეგზეკუცია 1 Dec 2015, 20:37 | ||
ფnipponcaucasus
კუტუს და ფუჩურს ტოვებთ თუ მიგაქვთ ? |
Posted by: nipponcaucasus 1 Dec 2015, 21:14 |
ეგზეკუცია ეგ შეკითხვა რომ დაგისვი შენ მომიშვირე პასპორტი... ეხლა თავს საცხი წაისვი, დაქალებს სთხოვე საპორტი. უკვე არა ჰგავს შენი ლოლები, გამარჯვებული კაცის მუქარას. უსუსურ იყო შენი ტროლები, თავად იდეაც ჰგავდა ფუფალას. ეხლა აქ გეტყვი, რაც სათქმელია: ბოღმა ჭამე და ტვინს ეც დარობა! კაფვა მიჩვენე რისი მქმნელია, ვიცი გამოგდის პროზანდარობა. * * * იცოცხლე ვაჟას სულო! მიეც შენს მტრებს ვნება, უვიცთ რომ ჰგონიხარ, მხოლოდ პიროვნება. * * * კიდევ ვამბობ რომ ეს თემა არის ლექსის პროსპექტი სხვა - ჭინთვა და მუცლის გვრემა, გინდ მოხუცის ხორცმეტი. მოადუღეთ ბანძი ყავა ჩაუჯექით ქარადაის. ჩვენ აქ დავლევთ ლატეს ყავას ვუცქერთ ფიქჩერ პარადაიზს. |
Posted by: nipponcaucasus 3 Dec 2015, 21:35 |
დრო თავჩახრილი მიდის დუმილით. ვუსმენ სიჩუმეს და ჰოი რამდენს მიამბობს იგი. (: * * * ვუსმენ და მესმის ჭექა-ქუხილით დაღრეცლ სულთა ვრცელ ფოლიანტებს რომ ადგას ჩლიქი. |
Posted by: gaucho 4 Dec 2015, 16:49 |
გადავხედე თემას მომწონს შეგიქმნიათ აქ კლიმატი ლექსით ანთებთ თითქო კოცონს ხალხი ხართ ენაკვიმატი. შაირს კრძალვით შემოგკადრებთ გულახდილად გეტყვით მეტსაც არ მიცდია მე ჯერ ადრე გამერითმა აზრი ლექსად. ვიცი შეცდომაც მექნება არ ვარ ალბათ ჯერ უნაკლო გუნდრუკების არ მსურს ქნევა ცდას არ ვაკრებ უბრალოდ. მესმა კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო მისალმება საკადრისი მეც მსურ და მიხარიაო. ჰოდა ვიწყებ ნოლი ქულით შაირობას თქვენთან ერთად როგორც ქრისტეს მოციქული მეც გიძღვნით "მშვიდობა თქვენდა"-ს. ამას ვითხოვ თქვენგანაც დღეს კაცურად მომესალმეთ არ მსურს ჩვენს გამო გაჩაღდეს მსოფლიო ომი მესამე. |
Posted by: nipponcaucasus 4 Dec 2015, 17:28 | ||
gaucho
აჰა ბატონო, შავყვირი! - ჩემი სალამი მზიური. აქ დაგვიდევი შაირი, იქ კოფე ბრაზილიური. დავცხე ბურთი ვშვეტე გოლი! ტაბლოზეა 1:0. |
Posted by: gaucho 5 Dec 2015, 02:21 | ||
nipponcaucasus
საქმეა ყორან-ყვავების მე კი ვარ როგორც არწივი, ამ თამაშში არ აგყვები მეჩვენა მეტად მარტივი. ბევრს გადავიტან მაგნაირს დე იყოს ეს ანგარიში დაველოდები სხვა შაირს, ყავას კი გავცვლი ჩაიში. |
Posted by: nipponcaucasus 7 Dec 2015, 11:42 |
gaucho ორშაბათ დილა გათენდა კაფიაობის დარია, არწივებ რო ზრდის ფაზენდა, ჩვენკენა ჰქვია ვარია. კაფიას როცა მამწერ თან გამააყოლე ზარია. - შენ გბალელშიკობს საბძელთან დამბლა ხუანას მარია? |
Posted by: nipponcaucasus 8 Dec 2015, 21:20 |
შამამეცალნენ მოყვრები გულმა ნაოჭი აისხა. მდუმარე, ქუჩას მოვყვები -იქნება ვინმემ დამისხას? |
Posted by: Haxor1 13 Dec 2015, 11:19 |
................................. |
Posted by: nipponcaucasus 16 Dec 2015, 21:52 |
რისთვის ვიწიწკნეთ თმები, ვარცხნილ-აუტკივარი? გვეძირება რითმები ჯგუფში ნატივტივარი.. დადის მთელი ქვეყანა, ვაჟკაცური იერით, მეზობლებთან მკვეხარა, სახლში გუდამშიერი. აღარ გვინდა გვეყოფა, ტუჩაპრუწვით მზერანი. მომენატრა ცელქობა, კალამის და მერანის. ვცადოთ ხარკის გაღებით, თუ შეგვიცდა ცხენია. ზოგჯერ სიტყვის წაღებით მომხვდურს დაურცხვენია. თემას კი ეშველება, ჩვენ თუ წავალთ სხვა მოვა... ჩემში - სულის მშვენება სინანული ამოვა. |
Posted by: nipponcaucasus 21 Dec 2015, 19:51 |
http://www.kvirispalitra.ge/politic/27776-qha-gevighvidzeth-evropashiq-vin-rogor-afasebs-saqarthvelosthvis-vizaliberalizaciis-qvizis-micemasq.html "" გოგა ხაჩიძე, პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ლიდერი მთლად ლექსექსპრომტით ეხმაურება მომხდარს: "რამდენ ჭირ-ვარამს გაუძელ, მრავალმხრივო და ფრთხილო, ევროპა მოგადგა მაკრატლით, ნეკზე ნაზარდო ფრჩხილო." """ ხედავთ თურმე სად პოსტავს ხაჩიძე? არა, ჰო! ამ ლექსით იქ უნდა პოსტოს კი! |
Posted by: kukuruzi003 28 Dec 2015, 12:07 |
ჰაი ტატატატატა უუუხ დედასა მტრისასააა ლექსაობა გამამდიოდეს და ნახავდით თქვენა. |
Posted by: nipponcaucasus 3 Jan 2016, 20:17 |
დავაგვიანე მოლოცვა არც თქვენ იკლავდით თავსაო) )). სიმღერა არის სოლოცა როცა ბანები არ გყავსო. ლექსი მორეკეთ თემაში, (მოგეშველებათ მუზები) არწივთა სწორი ფრენაში, ცეცხლივით ნაგუზგუზები. გილოცავთ ახალ წელს! |
Posted by: Apoptosis 6 Jan 2016, 23:28 |
nipponcaucasus მეც გილოცავ ნიპონ. გავკადნიერდები და სხვებსაც მივულოცავ, წარსულის ხათრით და მომავლის იმედით. |
Posted by: nipponcaucasus 14 Jan 2016, 21:22 |
კიდევ მოგილოცავთ ახალ წელს! კალამით მოვუკიდებ მაშხალას. შაირსაც აღარავინ აღარ წერს და თქვენც ნუ მოწყდებით ხაშლამას. სუნს ხომ გაგრძნობინებს რითმები, ლექსებს მინთებული წალამად, იტყვი: ამდენს რატომ ვითმენდი? ანდა რისმა მძლია ძალამან? წელი კიდევ ფეთქავს ფერადად, მკერდში იმედს იცემს თამამად. ღვინო ჭაღარა წვერს ფერავს და, თემაც თავში დგება თამადად! Apoptosis გილოცავ ძველით ახალ წელს. |
Posted by: oxunji pirveli 14 Jan 2016, 22:28 | ||
თემა სისინით დაბარეს, ხალხიც წავიდა, აღარ წერს, მეც ხომ დიდი ხნით დამბანეს, გილოცავთ შობა-ახალ წელს.. * * * ეგზეკუცია
თითქოს თემას გულწასულს მოევლინე მაშველად, შური, ღვარძლი, სიბილწე გაგიბია ხლართებად, ადვილია კახპასთვის სხვისკენ ხელის გაშვერა, საკუთარი სინძრევის გადამისამართება.. |
Posted by: nipponcaucasus 15 Jan 2016, 13:08 |
oxunji pirveli მშვიდობა თქვენს დაბრუნებას, ბრძოლაში მარცხის მიუჩვევს. ბნელია მდაბლის ბუნება.. სფინქსაც ზარბაზანს მიუშვერს. *** უცნაურია ცხოვრება, მსოფლიო უსმენს პან გი მუნს. როგორ გვაბოლებს ოცნება?! თან სუფრას ვუშლით მაიმუნს. |
Posted by: oxunji pirveli 15 Jan 2016, 15:26 | ||
nipponcaucasus
ნიპონავ ჩემო, კაცი ხარ, ვერ მოგისყიდეს გროშებით, თუ კვლავ მიმიღებთ ნაციხარს, დავპოსტავ დრო გამოშვებით.. |
Posted by: nipponcaucasus 15 Jan 2016, 21:06 | ||
oxunji pirveli
რას ამბობ? თემა გაზს ჰკარგავს ოხუნჯს თუ არ აქვს სათქმელი. არც თავის გზას არ დაჰკარგავს საკმეველი და სანთელი. |
Posted by: oxunji pirveli 15 Jan 2016, 21:56 | ||
nipponcaucasus
თუ თემა რამით დავღალე, წავალ, მოვიდეს ვინც უნდა.. ბოროტს მოვუწყობ ავღანეთს, კეთილს დახვდება პიცუნდა.. |
Posted by: oxunji pirveli 24 Jan 2016, 09:44 |
ვეღარ მოხვედით, აგებნათ გზა და გადაიღალეთ შორიდან მოვლით.. მეც, სანამ წერის გამიქრა მადა, მომილოცია თბილისში თოვლი.. |
Posted by: Aramis 24 Jan 2016, 10:48 |
იმნაირად ბარდნის – ოცნებები ახდება, ცხრა სიხარულს ასწრებ სანამ ატალახდება. |
Posted by: nipponcaucasus 24 Jan 2016, 13:27 |
ახალ წელს თითქოს ზამთარი მთებს დაურიგდა პენსიად. ქალაქს სველი აქ ფაფარი, დახტის თოვლ-ჭყაპის წვენშია. მიდის მიხოხავს საბრალოდ, ზაფხულში მკვირცხლი ბენცია. ჩესტი ამიღე კაპრალო, საბურავი მაქ მხეცია! )). |
Posted by: nipponcaucasus 28 Jan 2016, 21:52 |
დგანან ვიტრინასთან ბავშვები: - აი მოკბეჩილი ვაშლები! ადებენ ვიტრინას თითებს, თხზავენ ლეგენდებს და მითებს. ჩემს კლასელს აქვს ასეთი, ჩემს კლასელსაც აქვს მასეთი.. ყინვა მიწვავს გულს და თითებს, ვთხზავდი ლეგენდებს და მითებს. |
Posted by: Uxeiro 2 Feb 2016, 19:09 | ||
გამოთბა, აღარა ჰყინავს, მაგრამ ქარია ტიალი, მოველ და ჩემმა სალამმა დაე გაიღოს ციალი |
Posted by: oxunji pirveli 7 Feb 2016, 11:24 | ||
შემოსულან კახელები ღიმილით და ჩახველებით..
დროა, გამორთოთ ''კარმები'', გამოთბა, დღემაც იმატა.. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც მოვა ენაკვიმატად.. ვერა და ვერა, არა და არა.. მახსოვს, ლექსები რომ ძოვდნენ ფარად, მოჩანჩქარებდნენ დიდ ნიაგარად, ახლა ღრუბელი მზეს მოეფარა.. არა და არა, ვერა და ვერა.. სხვისი რა გითხრათ, მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ ბუხარსაც აუვა კვამლი, ზეცას გააპობს ყივილი მამლის.. |
Posted by: oxunji pirveli 14 Feb 2016, 02:54 |
ოხ, ეს ბანკები.. ხმა ქალისა გამიხარდა, ეკა ვარო მესხი, - კარგი გადამხდელი ხართ და დაგიმტკიცდათ სესხი.. დაგირეკავს ვიღაც ეკა, გაბამს ღონემიხდილს, თუ აიღე იპოთეკა, ჯამში ორმაგს იხდი.. ვისაც ბანკის ''კონცერტიდან'' სესხზე ხელი ეხლო, ხმარობს მათი პროცენტი და საპირგასამტეხლო.. |
Posted by: nipponcaucasus 14 Feb 2016, 20:11 |
oxunji pirveli მე არ მირეკავს არავინ! რას ამბობ ბედი გქონია. ბანკი სმს-ს აგზავნის მესხს ჩემად არ რჯის მგონია. ეგება იმის ხმაზედა, ძალად დავიდო სესხია. გადასული ვარ სმაზედა, აღარ გადამდის ხემსია. მაუშვი გადმამირეკოს მულ ეყოლება სეხნია! |
Posted by: oxunji pirveli 16 Feb 2016, 11:46 | ||||
nipponcaucasus
ეკას ხმის ტემბრი, სინაზე გულს ედებოდა ნაღებად, მაგრამ რა გითხრა იმაზე, რომ ღირდა სესხის აღებად..
თუ დარეკა, ვეტყვი ეკოს, შენს ნომერზე გადმორეკოს.. --------------------------------------------- დაასრულეთ სტროფი: სპირიდონის ქალს თათულის ფეხი ეწყება კისრიდან.. |
Posted by: GRINGO-ს ძმა 16 Feb 2016, 12:17 | ||
oxunji pirveli
ხელები აქვს გაწაფული თაფლი გადმოსდის პირიდან გამაცანით სპირიდონას ქალი დაასრულეთ: მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა დაიწყო ფერთა ზეიმი... |
Posted by: oxunji pirveli 16 Feb 2016, 14:44 | ||||
GRINGO-ს ძმა
სპირიდონის ქალს თათულის არ უყვარს ხელის ფათური.. ვინც შეიტყუა ''ცურვაში'', ყველას მოაძრო ულვაში..
ტილოზე მისმა ფერწერამ მოხიბლა მარი დეიმი.. |
Posted by: nipponcaucasus 17 Feb 2016, 15:27 | ||||
oxunji pirveli
სპირიდონის ქალს თათულის ფეხი ეწყება კისრიდან.. შავღობე მავთულხლართულით ბუტკა მივადგი ფიცრისა. GRINGO-ს ძმა
მხატვარმა ფუნჯი ხელთ იპყრა დაიწყო ფერთა ზეიმი... თითქოს ბუნება ზე ირხა, ქვეშ ჩიტებს ჰქონდათ სეირი. ... მერე კაუჭი შეირყა ქვეშ მოიტანა ზელიმი. |
Posted by: oxunji pirveli 22 Feb 2016, 19:11 |
Nostalgia34 დოლორეს TruthIndex niki-biki:) Ezekia leluuu MOSHAYIRE . . . წლები მიდის რახარუხით, მინდა მყავდე უფრო ახლო, შენ ხარ ცისკრის ახალუხი, თბილ გრძნობათა სამოსახლო.. nipponcaucasus Apoptosis norieli smith14 Uxeiro სემირამიდა Aramis gaucho lasho1993 mamukap Levan_i GRINGO-ს ძმა . . . თემა ყოველთვის ქებული, კვლავ ელის ლექსებს კაცურებს, ახლა კი დაობლებული, ლოთივით მიაბრაცუნებს.. |
Posted by: სემირამიდა 24 Feb 2016, 05:27 | ||
oxunji pirveli
გენდერულ თანასწორობას გამოუთხარე ძირია ვინ ვინ და შენგან ოხუნჯო ძალიან გასაკვირია რას ერჩი ლექსებს ქალურებს ნუთუ ასეთი ძვირია პ.ს რომ მიხმე თემას მადლობა დიდი იყავი ჩემი ოხუნჯი გიდი |
Posted by: nipponcaucasus 25 Feb 2016, 14:36 |
სემირამიდა ქალთან თანასწორ ვინა სთქო ქართველი კაცის გენდერი? არ გინახია ეტყობა სხვაობის 3D რენდერი! ))). * * * მარტი მოდის ნელცივი, თქვენი თვეა ქალებო! შემოხვედით ელჩივით ზამთარს ამომქრალებო. * * * |
Posted by: oxunji pirveli 26 Feb 2016, 03:10 | ||
სემირამიდა პასუხი ცოტა დამაგვიანდა, მოვუყვებოდი ფეხით ლიანდაგს..
აბა, რა გითხრა სემირამიდა, შენ მე ისეთი ცილი დამწამე, რა ჩემი ბრალი, თემის მამიდა, თუ სხვაგან ბრაზით იგლეჯს წამწამებს.. დიაცებს ვიწვევ თემის გახსნიდან, ლექსები მათზე ცხელ ფიქრში ვრეცხე, დამთავრდა ''მარხვა'', უკვე გახსნილდა და ველოდები ჭიკჭიკა მერცხლებს.. დაცლილი სწრაფად ივსება კათხა, დარდებს ქაფქაფა ცივ ლუდში ვგუდავ, შენ კი ძამიკო აქამდე სად ხარ, რად არ გაუხსენ შენ ლექსებს გუდა? |
Posted by: niki-biki:) 26 Feb 2016, 22:39 |
oxunji pirveli უცნაურია.. სწორედ ამ წამს , როცა ძებნას დავწკაპე თითი, თქვენ გამახსენდით! მკაფველები. მართალს ვამბობ, არა ვარ ფლიდი ჰოდა, ძებნამ - რას ვხედავ, მოგიპოვათ თქვენ, შემოვედი, დავწერე, გამონათდა დღე ) პ.ს. ამინდია გარეთ მძაფრი, გაზაფხული ბოლავს.. გაუმარჯოს აყვავებულ ცაცხვს, ატამს და ბჟოლას )) |
Posted by: Apoptosis 26 Feb 2016, 22:57 |
იუწყება მოამბე... იუწყება პალიტრა... თერგი კლდეებს მოანგრევს... მგზავრული ცად გაიჭრა... ახმაურდნენ სახლები.... თავს იწონებს გზად ბაღჩა... დააქვს ნიავს ამბებად: ტიტუუუუ თემა გადარჩა! |
Posted by: oxunji pirveli 28 Feb 2016, 01:58 | ||
niki-biki:)
შემოსულა ნარნარით თმაგაშლილი მარიკო, თითქოს თბილი სხივების აბლაბუდას გავები, გაყინული ხალისი უკვე გამომდნარიყო, გზებზე ლამპიონებსაც დაეხარათ თავები.. სად დაგვეკარგე მარიამ? |
Posted by: Apoptosis 28 Feb 2016, 23:37 |
იმდენს წერენ ორნი, რომ... მოხსნეს ყველა რეკორდი... თემისთვის უნდა დაერქვათ ..........ს ნაცვლად ლექსსპორტი. ნეკნებო |
Posted by: nipponcaucasus 29 Feb 2016, 17:47 |
გამოთბა ხალხო გამოთბა, გზაზე ხე ვნახე გაშლილი. მომინდა ლექსის გამოთქმა ნოემბრის ბოლოს წაშლილის. სესემ ლაგატკით მოცელა, უკვე ფრთები აქვს შემცხრალი. მოჭიკჭიკებს და მოსერავს, კუდმაკრატელა მერცხალი. * * * მოშაყირემ პოსტა, პოსტა, პოსტა, პოსტა, პოსტა... აეუჰ! ნეტა რა გამარგლის ანავიტას ბოსტანს. :"))) დაგეთესა ბოშო რამე, რომ იზრდება მეტრზე მაღლა, ცოტა მეტი ჩაუბარე, ცოტა დაიმჩნიე დაღლა. |
Posted by: niki-biki:) 29 Feb 2016, 19:28 | ||
oxunji pirveli
ოხუუნ <3 ცოტა ფილო–სოფიურად გიპასუხო უნდა: ეს ცხოვრება, ჩემო ოხუნ, არ ჰგავს თოვლის გუნდას: მისით ვერც კი ითამაშებ, ვერც გაისვრი სადმე, თოვლი კიდევ, წავა.. მოვა.. კიდევ ბევრჯერ დადებს )) ეს ცხოვრება რინგს უფრო ჰგავს, შრომას, ბრძოლას ითხოვს, ცოტა თუ არ შეერკინე, ქე დაგაგდებს თვითონ. ჰოდა, მეც ვერ–კინებოდი, საქმეებში ვეფალ, თქვენ კი ამასობაში გაგიშლიათ სეფა |
Posted by: oxunji pirveli 2 Mar 2016, 02:38 | ||||
niki-biki:)
მზეს და ამინდს ცოფიანს გაზაფხული აზავებს.. რაის ფილოსოფია, სითბო გადმოაზვავე!
თუ - როგორც თქვეს - ეს ''ლიბერთი'' ეკასი და მაკასია, არ იდარდო, ჩვენც გვაქვს ერთი თემის მდივნის ვაკანსია.. |
Posted by: oxunji pirveli 5 Mar 2016, 11:37 |
სადღა წახვედით, აქაც არიან ბაძაღუა და მაქაცარია.. გაბაშვილი და ზალკალიანი, წვრილ თვალება და შავკანიანი.. კვანჭიანი და არღვლიანები, უდარდელი და ნაღვლიანები.. ჩქარეული და ყიფიანები, გალეული და ღიპიანები.. აქ არის თორღვა, ზეზვა, ბეთქილა.. ლექსი, თქვენთვის რომ ამოხეთქილა.. დაასრულეთ სტროფი: რით ვერ გაიძღე შადიმან ეგ ჩასახეთქი მუცელი.. |
Posted by: nipponcaucasus 5 Mar 2016, 15:39 | ||
ქეიფი ეხლა დავიწყე, ყანწს მაწვდის თანასუფრელი. |
Posted by: MOSHAYIRE 5 Mar 2016, 20:48 | ||
Apoptosis
ვით ჭეშმარიტი "ნეკ(ა)ნი" ვარ ფაკულტეტის დეკანი ან "ჩაგითვლი" და ან არა მა რა გეგონა? ეგ არი! |
Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 10:52 |
MOSHAYIRE ვერტყვიჭალადან თბილისში ჩამოსულიყო დეკანი. გაზში ჩაუქრა ვილისი მოუხდა კუდის ბზეკანი. ))) |
Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 12:55 |
nipponcaucasus ვერტყვიჭალელი ნიპონა დაღლილა მიწის ბეგარით თბილისს ჩასულა ნივით და ხიბლავს შაყირას სედანი |
Posted by: Apoptosis 6 Mar 2016, 13:44 | ||
მაშინ გაიგებ რომ ჩათვლილია როცა ჩაგავლებ ლომივით მე ტორს... ნუ გავიწყდება ჩემო ლილია ესაუბრები გამოცდილ რექტორს. |
Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 13:53 | ||
Apoptosis
შენი ტორების არ მეშინია ერთს შეგხედავ და - შეიცვლი ვექტორს! |
Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 21:34 |
MOSHAYIRE რა გითხრა?! მაგაზე კარგი ვერ გიპოვია სედანი! მანქანის მცოდნე ისე ხარ როგორც ქალების ცვედანი. ) |
Posted by: MOSHAYIRE 6 Mar 2016, 21:54 |
nipponcaucasus რაა მანქანა?- საჭე და ორი ან სამი პედალი... ადამიანი - ღირსება და არა მამალ-დედალი... პ.ს.წავედი ისევ ლექსპრომტში იქა ავიღო მედალი... |
Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2016, 23:42 |
MOSHAYIRE ჰო ლექსპრომტში უნდა გაცრა მოშაირე მხედარი, კიდევ კარგი რომ არ გასძვრა შენს ველიკას პედალი... პოსტებში კი გამასწარი, მაგ სედანით დაქრიხარ? თუ ამოხვალ კიდევ ჩვენსკენ, შეგბოჭავ და ჩაგგრიხავ! |
Posted by: oxunji pirveli 8 Mar 2016, 12:43 |
8 მარტს ვულოცავ ყველა თბილ, ჭკვიან და საყვარელ ქალბატონს! |
Posted by: niki-biki:) 9 Mar 2016, 22:32 | ||||
oxunji pirveli
შევეცდები თბილი ვიყო, სიკეთე არ დავივიწყო. გაზაფხულიც მოსულა, კვირტნი დააორსულა.. გაზაფხული გიყვარს? მისი მოსვლა გიხარს? მოლოცვისთვის მადლობა, გაგიმარჯოს ოხუნ–ჯი, პლანტაცია რომ მქონდეს, თხილს მოგცემდი ორ ხურჯინს )))) nipponcaucasus
სად ქეიფობ ნიპო? ბუნებაში? რესტორანში? დათვი სადმე ხომ არ ჩანს, თაფლი თუ აქვს თათში? ბუნებობის დროა, გარეთ მწვანე როა.. norieli სადაა? |
Posted by: oxunji pirveli 11 Mar 2016, 03:07 | ||||||
niki-biki:)
ეს პატარა ლექსი სხვა თემაში დავდე და ამით გიპასუხებ: გავყურებდი ამწვანებულ ფერდობს, ზამთარს ცოტა დარჩენოდა ხურდა, გაზაფხული ცხვრის ტყავივით ეგდო, მე კი მასზე ნებივრობა მსურდა..
შენ პოსტს კითხულობს მუჯირი, დათო კი არა, თამუნა.. თხილი რომ მქონდეს ხურჯინით, გადავიქცევი ხრამუნად..
თემის კარი მუდმივად ღიაა ყველა წესიერი ადამიანისთვის.. |
Posted by: nipponcaucasus 15 Mar 2016, 11:57 | ||
niki-biki:)
სევდის ლოდებთან, ტარიელის ფიქრით შეპყრობილს, მაიმედებდა ჭორიკანა წყაროს ლიკლიკი. მიყვარს კლუბები, რესტორანი, მთაში პიკნიკიც, მაგრამ ყველაფერს მირჩევნია თქვენი ტიკტიკი. |
Posted by: MOSHAYIRE 15 Mar 2016, 23:26 |
ბჭობაა ისეთ თემაზე ეს ორი დღეა სივრცეში - ნეტავი გააგრძელებენ ამ თვის ბოლოს და იმ თვეშიც? |
Posted by: Uxeiro 16 Mar 2016, 12:31 | ||
შენ ვერ გაგიხსნის ვერცა მილიონი ევრო კბილს |
Posted by: nipponcaucasus 17 Mar 2016, 18:38 | ||
Uxeiro
მილიონი ევროთი ვიყიდიდი გასაღებს. ბინა ევრორემონტით ყველა სურვილს ასაღებს. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:23 | ||
nipponcaucasus
რომ მოვიდეს გერონტი მოსპოს ევრორემონტი? |
Posted by: Apoptosis 17 Mar 2016, 23:49 | ||
ფუტკარო ნუ გეშინია , მე შენთვის ვწურავ კაქტუსის ნექტარს წაიღე გული შენია... ვეღარ გიყურებ ცივსა და ფერმკრთალს. არ იფიქრო, რომ მკვდრებს მიგაწერე... უბრალოდ, გაცივდი და ფერიც აღარ გაქვს... წამო გავიდეთ სუფთა ჰაერზე... თან კოხტად შეგიცვლი მაგ შავ-თეთრ ავატარს. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:52 | ||
Apoptosis
აპოპტოზისი ნაღდად ავად არს... |
Posted by: Apoptosis 17 Mar 2016, 23:55 |
MOSHAYIRE რატომ? " )))))))) რას ერჩი |
Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 23:56 | ||
Apoptosis
ასეთი ვითომ კაფია მე-4 გვერდზე, გაზეთში... |
Posted by: Apoptosis 18 Mar 2016, 01:19 | ||||
MOSHAYIRE არ მოგწონს კალიგრაფია? წადი და მატყლი დაჩენჩე |
Posted by: MOSHAYIRE 18 Mar 2016, 11:58 | ||
Apoptosis
აქამდე იყავ მელოტი? - ჩათვალე -თმისგან გაგჩეჩე! |
Posted by: Apoptosis 18 Mar 2016, 21:51 |
MOSHAYIRE მელოტი? ჯერ ვერ მოგართვი! თუმცა მერევა ჭაღარა... შენ მსუქანი და მჭლე დათვი... შეაზანზარე ქანდარა... (ჩიტო) |
Posted by: MOSHAYIRE 18 Mar 2016, 22:30 | ||||
Apoptosis
ბუნებაში ხარ, გეტყობა ახსენებ ცხოველ-ფრინველსა რაც უნდა აქ მოინდომო ადგილს ვერ მოგცემ პირველსა! |
Posted by: Apoptosis 19 Mar 2016, 14:00 |
MOSHAYIRE ბუნებაში ვარ ყვავილო, შენ ხარ ფლორაც და ფაუნაც... და ამ წიაღში ჩაფლულსა, თქვი პირველობა რად უნდა? |
Posted by: MOSHAYIRE 19 Mar 2016, 15:56 | ||
Apoptosis
ოჰ, ბევრი დაგილევია არ აგცდებოდა საუნა პახმელიაზე კაია მჟავე და კიდე მჟაუნა |
Posted by: oxunji pirveli 20 Mar 2016, 22:34 |
მეგობრებო, როგორც უკვე გითხარით, ეს თემა ბოლო იყო ჩემთვის.. სიმართლე რომ გითხრათ, თემის ბოლომდე ვაპირებდი წერას, თუმცა თქვენმა პასიურობამ ამის სურვილი გამიქრო.. მოკლედ, გემშვიდობებით ჩემი პირველი პოსტიდან ოთხი წლის თავზე.. თემას კი ბევრ სიყვარულითა და იუმორით სავსე პოსტს ვუსურვებ.. |
Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 22:51 |
oxunji pirveli რამდენჯერ დაგვემშვიდობე ოხუნჯ პირველო( მარლბოროვ? ) ამ შენი მოსვლა-წასვლებით კვლავაც გსურს რომ დაგვაბოლო ?! |
Posted by: MOSHAYIRE 26 Mar 2016, 23:11 |
მართლა წასულა ოხუნჯი თან გაყვა მას ჯამაათი... - რა ღირს ეგ თქვენი კაფია?- - იეფი, კონა მანათი! - გამივსე ერთი კალათი! |
Posted by: Apoptosis 31 Mar 2016, 14:22 | ||
მოდი მოვიკლათ მოშაყირ ლექსის წერისა ჩვენ ჟინი. გეძებ, არ მინდა კოპასი. რითმები მომაქვს ხურჯინით. რაის კალათი?! ნუ დატოვებთ თემას... |
Posted by: MOSHAYIRE 31 Mar 2016, 22:53 | ||||
Apoptosis
რას იზამ , ლექსის წერას აქ ამჯობინებენ თუ ჯირითს? |
Posted by: nipponcaucasus 6 Apr 2016, 22:43 |
oxunji pirveli სახლში, თაროზე ბარათმა, აშალა მძიმე ტალღები. მერე ლექსპრომტ-ფაღარათმა, მოფინა იალაღაები. გახარებულა სოფელი, წყალს აღარ უჭერს დევია, საწყალი ლექსის მშობელი ჰაი რომ მართლა ბევრია! |
Posted by: MOSHAYIRE 6 Apr 2016, 23:08 | ||
nipponcaucasus
ლექსპრომტ-თემაში კარს გიღებ დაგხვდები ბუკ-ნაღარათი! ცოტათი შენით ვილაღებთ - რითმების ჩვილ ბაღანათი! (ალბათ იმიტომ ახსენე აქ პამპერს და ფაღარათი!) |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 10:08 |
MOSHAYIRE უგნური ლექსად ამბობდა -მივქრივარ ცხენსაღარათი. ცხენჯოხით ლექსპრომტ გარბოდა მხედრად ალხან-ჩალხანათი. პირტიტლიკანა სად მიხმობს პირვერცხლს ზედ წვერჭაღარათი? |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 12:41 | ||||
nipponcaucasus
მერე რატომღა უგნურობ? ვერცხლით იხეხავ კბილებსა?! რად სწერ, შე კაცო, ამდენსა ლექსსა ჩვენასატირებსა? სხვის თვალში ბეწვის ძებნასა შენსას მიხედე დირესა ლექსპრომტი კიდევ მრავალჯერ უშენოდ მაილხინებსა! :* |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 14:21 |
MOSHAYIRE არ მესმის. ნეტავ სად ატყობ ლექსპრომტსა მასალხინებსა?! წააგავს ჯონდოს ანაწყობ მასკვიჩსა ნარიხინებსა. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 15:03 |
nipponcaucasus ოცდათერთმტი გვერდია სადაა დიად მიზანი იქ თუ მასკვიჩით ვრიხინობთ აქ გაგიფუჭდათ ნისანი?! |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 15:55 |
MOSHAYIRE ეგ კოჭებამდე ხალათი, გიხდება, თივთიკისანი, ზე მიჭყეტს 2 სალდათი. რეზინის კალოშისანი. თუ გამიფუჭდა ნისანი ახალს მიყიდის ქისანი, გაიქე აქ არ დამირჩე მარშუტკა გიცდის ისანში. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 16:14 | ||
nipponcaucasus
ეგ სიტყვა ქართულ ლექსიკონს რად შეამატე, ძვირფასო? ისანის ხაზზე მოძრაობ? დიზელი ისევ ძვირს ფასობს? |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 17:19 |
MOSHAYIRE ჩემი ბენზინზე მუშაობს, დიზელიც ალბათ ტოლს ფასობს. ლექსპრომტ-პროპანის შაირი წმაწურთან ვერა ტოლფასობს. ნუ ეჭიდები ხავსებს და ნუ ბოლავ შაქროს ჭრაქივით, სანამ გაგიღე წმაწურში ბარბარიზმების არქივი. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 18:58 | ||||
nipponcaucasus ამ "რითმის" "აღმოჩენაში" დაგხმარებია ენტერი ეს სარეველა რითმები გქონია ერთი ცენტნერი |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 20:12 |
MOSHAYIRE რა კვანტებს მიდებ რა გინდა სად სპეისი სად ენტერი? დილაადრიან საბნიდან ამისთვის შემობენტერდი? მიხოს წააგავ პატარას ქვევრს ლანძღავს როს მოძახილით! რა ბანძი რითმაც ჩამძახე იგივე ამოძახილით. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 20:21 | ||
nipponcaucasus
შენ ხშირად ურევ ასოებს იქნებ ბრალია ყანწისა დაგიწერია "ბანძია" მაგივრად სიტყვა "განძისა"... მაგრამ აქ ქვევრი არაფერ შუაშია, სხვაა საქმეო - არ გამოგივა კაფია თუ ბოღმა არა დაგმეო! :* |
Posted by: nipponcaucasus 7 Apr 2016, 21:23 |
MOSHAYIRE მზემ მანათებდა სახეზე სიყვარულს ფქვავდა აპრილი მერცხალი გეჯდა ცალხელზე უცქერდი შენც თავჩახრილი. მახარებს ორი წერტილი მეგობრად რომ ჰყავს ფიფქია, იმ ფქვილით გამოძერწილი შეგირიგდები - მითქვია. |
Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 21:28 |
nipponcaucasus მანამდეც დაგიხატავდი წერტილ-ფიფქს, თუკი გწყუროდა შეგირიგდები - ასე თქვი შე კაცო, ვინ გემდუროდა? |
Posted by: Apoptosis 7 Apr 2016, 23:13 |
MOSHAYIRE nipponcaucasus შემოველ, გული ამენთო- დაგიწერიათ რამდენი... სიხარულისგან წამოხტა. ფერფლად ქცეული რამზესი. |
Posted by: MOSHAYIRE 8 Apr 2016, 21:16 | ||
Apoptosis
რაც ამ თემისთვის წარსულში რითმის ოფლი მაქვს ნადენი... |
Posted by: Apoptosis 9 Apr 2016, 13:54 | ||||
აქ რომ გემძიმა წერა- ოფლით ნამავდი ლეპტოპს, მიტომაც მიგვატოვე და მიეკედლეთ ლექსსპორტს. ისევ ნეკნებო |
Posted by: MOSHAYIRE 9 Apr 2016, 19:39 | ||||
Apoptosis
ლექსპრომტში სუფთა ჰავაა შეურაცხყოფის გარეშე აი რატომაც არ ხართ იქ თქვენ მხედველობის არეში ვერ მოგარჯულეთ, ვეცადე თუმცა აქეთ და იქეთო წავედი, ისევ უწყინარ ლექსპრომტის თემას მივხედო! |
Posted by: nipponcaucasus 11 Apr 2016, 15:34 | ||
MOSHAYIRE
იქეთ ნწუ და იქით ჰო, ბევრი უნდა იკითხო! )) |
Posted by: Apoptosis 11 Apr 2016, 23:58 | ||||||
განზე გადექი ყვავილო, მჯერა სიმშვიდეს იპოვნი... ხომ ხედავ ორ მხრივ ვუბერავთ, მე და, კავკასიელი ნიპონი... ცოტა ხანს ლექსსპორტს გადადი, ქარები გამოიზამთრე, მერე მოდი და ლექსებით, შეუბრალებლად დაგვათრე... წამოიყოლე მაქედან, მეორე შენისთანა... მოდით და ერთად ამოვხსნათ რითმების გამოცანა... სულ დავიწყებას მიეცით ბრაზობს რის გამოც » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ესაა ჩემი კომენტარი |
Posted by: MOSHAYIRE 12 Apr 2016, 22:03 | ||
Apoptosis გყოფნით შაირში აბაზი? - ნუ იკბინებით როგორაც კავკასიური ნაგაზი * * * nipponcaucasus ორივეს გეხებათ |
Posted by: annavita 14 Apr 2016, 09:29 | ||||||
ანა არასდროს ბრაზობს- შაშვი გალობს თუ ყვავი რად ვერ ინელებთ ლექსპრომტს? ყვავილი იქაც ჰყვავის საქართველოა იქაც ჩემო დებო და ძმებო კუპრი არ ცხია ლექსპრომტს, როგორც კაფიას წებო გახსოვდეთ საქართველო ერთია- ლანძღავთ როცა მოძმეს, რომელიც გულით ამ ლანძღვის შემდეგ გლოცავთ. ის მაშინ არის ერთი! და იხლიჩება მაშინ, როს გალანძღულიც გლანძღავთ და იძირებით ჭაში... რომ ერთი გვხურავს ზეცა და ირეკლება მასში ჩვენი ყოველი სიტყვა- ეს გაიხსენეთ მაშინ. |
Posted by: Apoptosis 14 Apr 2016, 21:23 | ||
ეგ ლექსსპორტი ანა, ჩემო, მოვინელეთ კარგა ხნის წინ... ისე რომ ვთქვათ არას ვერჩით კარგია ჯანმრთელობისთვის. (სპორტი) თუმცა რადგან ერთობა სთქვი, მინდა ისევ დაგეთანხმო, როგორც ვარდი თიბათვისთვის დავამყნოთ და ავაყვაოთ. (სპორტი კაფიაზე) |
Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 21:38 | ||||
Apoptosis
"ლექსპორტი" და "ლექსვარჯიში" რა ლექსი და რის ლექსია?! აღიარე აპოპტოზის დაგმართნია დისლექსია! |
Posted by: Apoptosis 14 Apr 2016, 22:46 | ||
MOSHAYIRE
ეს არ გინახავს შენ ალბათ, ან გადახედე ელმადა. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 23:41 | ||
Apoptosis
არქივს არ ვათვალიერებ... მაგნაირ გლახავ-კაფიას ათასექვსს დავწერ ხელადა |
Posted by: nipponcaucasus 15 Apr 2016, 10:22 |
"რეისავიკი" მარშუტკის მძღოლის მარკეტინგ-შაირი, ვაგზალზე გაგონილი "ქობულეთი-ბათუმი, გავდივარ, რაკეტასავით დავქრივარ!" მინდოდა ამ თემაში ყოფილიყო. |
Posted by: annavita 16 Apr 2016, 11:40 | ||
Apoptosis
გული არ გითმენს, ჩქარობ რომ სიტყვა მითხრა მწარე ) რა გბოღმავს როცა ქვეყნად ყვავილობს არე-მარე? კაფიის კარზე მოსულს რომ მისაფრდები ეგრე მალულად, მოფარებით როგორც მუსიე მეგრე მოვედი შუაკაცი- ჯვარი დავწეროთ თემებს დღეს თუ არ მეტყვით პასუხს ღამეს რა გაათენებს? |
Posted by: MOSHAYIRE 16 Apr 2016, 19:34 |
annavita ანამ აპოს მისწერა მოითხოვა ჯვრისწერა |
Posted by: annavita 17 Apr 2016, 13:23 | ||
MOSHAYIRE
რომ სიკეთედ აქციოს ის ბედი და ის წერა |
Posted by: nipponcaucasus 18 Apr 2016, 20:04 |
თითქოსდა ღობე გაურღვიეს წმაწურის ედემს, ფუჩეჩის ლექსით, ყვავილებშიც რომ ღოლოს ეძებს.. წაიყვანეთ და მიათხოვეთ ლექსპრომტი ჯონდოს, გინდა ჯემალას, თუ გინდათ ბონდოს. პატრძალი კი - ცრუწმაწური, რით ვანუგეშო? მის ნაკვალებში მოწყენილი თვლემდა გომბეშო. წადი და სახლი შენი ისევ ჩალით დახურე, მერე აქ წერა რითმების ბრძოლით დაიმსახურე. |
Posted by: annavita 19 Apr 2016, 09:26 | ||
nipponcaucasus
მე ვხედავ ღმერთო როს სიწრფელეს აქ აქვს გზა მოკლე, როს სიკეთის ქმნას ხაფანგს უდგმენ, როგორც დამოკლეს როს სიმართლეს და გულწრფელობას ასხამენ ტალახს- განლევადია. და სამართალს შენს, რა გამოლევს! nipponcaucasus ჩემი ნიკის მონიშვნა რატომ ვერ გაბედე |
Posted by: MOSHAYIRE 19 Apr 2016, 11:27 |
annavita ორივ თემა თავის ბედის მორჩილია დაუკარით, უპატარძლო ქორწილია! https://www.youtube.com/watch?v=_dnjT8jMTrM |
Posted by: Apoptosis 19 Apr 2016, 12:25 |
ქორწილია მეგობრებო ქროწილი, თუმც ვერ გატყობთ სილაღეს და მშვენებას... პატარძალი შეიფაკლა მორცხვენით, სიძე ოფლში იწურება, სველდება... გოგოებო თქვენ იყავით მეჯვარე, მაგ თემის და ჩვენ ვიქნებით ამისა... ანავიტა ავატარი შეცვალე... მოშაყირემ ბნელი გაითავისა... ახლა დღეა საარაკო... მზიანი... როცა ბნელი არე-მარეს დაფარავს... მივლენ ახლადშეუღლებულები ბინაში და არც ახლა არ ასცდება პატარძალს... |
Posted by: annavita 19 Apr 2016, 19:18 | ||
Apoptosis ქორწილამდე ნიშნობაა ძმაკაცო, არ გავმართოთ აქ ბაზარი ვერისა ბოლო-ბოლო ამოღერღოს კაფიამ- უნდა თუ არ უნდა შერთვა მერისა? მაისის თვე არ ვარგაო ჯვრისწერად (მე რა ვიცი, გაიძახის ხალხია ) ჩვენც ივნისში ვაქორწინოთ, ცხრა თვეში გაუჩნდებათ ტყუპი - ლილე, ჩალხია მტრის ჯინაზე ლექსში მაინც გამრავლდეს ქართველობა თორემ ჯავრი მინელებს ეს მთავრობა რაღაც ფარულ გზებს ხლართავს და სამშობლო რჩება მგონი ჩინელებს ! * * * MOSHAYIRE
პატარძალი გახლავს ჯერა ნორჩი, ჯერ დასრულდეს, მანამ თარსვას მორჩი |
Posted by: Apoptosis 19 Apr 2016, 22:50 |
annavita არ ვიცოდი მაგას მერი რომ ერქვა, ეგ სახელი ცუდად არის დაცდილი, უცებ წავა, ღამით სულ სხვას გაჰყვება. გავთხოვდიო წერილს მისწერს სხვს დილით. ნუ აჯანჯლებთ ერთ დღეს იყოს ნიშნობაც... თუმცა დინჯად არას იმჩნევ სასიძო, მე ხომ ვიცი კაცი დნება იშლება... და მაყარიც დიდგორობს და ასპინძობს. |
Posted by: annavita 20 Apr 2016, 06:48 | ||
Apoptosis
ჩვენ რა ვიცით, ეგრე მოხდა მართლა? იმ მერიზე ჩვენ მოგვიყვა მითმა.. თუმც პატარძალს სულ არ ქვია მერი, ღმერთო, რას არ გათქმევინებს რითმა ნიშნობაზე, როგორ წესი არის, ქალის ოჯახს სტუმრობს სიძის მხარე : მაშ როდის ვქნათ, იქნებ ახლა დავთქვათ, ალბათ, როცა გაივსება მთვარე?...? |
Posted by: nipponcaucasus 20 Apr 2016, 13:29 |
annavita წადი ის ლომი მოძებნე... აქ რას დაძრწიხარ ტურადა. თემის გამყოფი მოენე წმაწურს მაჰსულხარ სტუმრადა! ხარი გყავ შესაწირავი თემას მაეპყარ მტრულადა! ეგ თავი გასაწილავი ლექსპრომტ მაახმარ სრულადა! |
Posted by: annavita 20 Apr 2016, 14:53 | ||
nipponcaucasus სათნოების და სიკეთის მანდილი და კაბა გმოსავს, მაგრამ ყურძენს ვერ წვდები და მის სანაცვლოდ ღობეს ყნოსავ * * * nipponcaucasus თავს ცუდად ნუ დატრიალებ ბავშვებს, როგორც ქორი, ძერა, ვაი თუ არ დაგპატიჟონ იმ ქორწილში..თორე, მე რა, * * * პ.ს.
თავის დროზე არ აკეთე საშინაო დავალება ალბათ ამიტომ გეშლება გაყოფა და გამრავლება. ნიპონ, სანამ შენ გაიგებ ვინ მოყვარე– ვინ მტერია იმედი მაქვს რომ მანამდე გაბრწყინდება იბერია |
Posted by: nipponcaucasus 20 Apr 2016, 17:22 | ||
annavita კაბაც შაგირცხვა, მანდილიც იმ საქმის მერე მგოსანსა... -დიაც მამადგა ქადილით, ნამუსით ჰგავდა ქოსასა.
გასცი სახლში არ გადაგვდო ლექსპრომტი და დიფტერია. |
Posted by: annavita 20 Apr 2016, 20:55 |
nipponcaucasus რა უნდა გითხრა აბა, ხახიდან მოგდის შხამი ჯერ არ მინახავს მართლა, სხვა შენნაირი ხამი. არ გეკითხება ნაღდად ჩემი მოსვლა და წასვლა ბოღმების ნთხევას, იქნებ სცადო ზრდილობის გასხვლა. აღარ მომწერო მეტად არ გიპასუხებ სულ რო შემოეხვიო ჩემს ლექსს როგორც ალვისხეს სურო! |
Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 21:07 |
annavita აქ არ იციან კაფვის ძალა და მისი სტილი გაბობღდებიან თავზე ვითარცა ღორის ტილი ვერა თოკავენ თავსა ჭარბად ანთხევენ გესლსა თვის აბდაუბდა აზრებს მცდარად არქმევენ ლექსსა პ.ს. ლექსპრომტმა დამაბარა (წმაწურისთვის გადასაცემად)- "უარი უთხარი მტკიცე არ მივყვებიო ცოლად თან ხოშიანად სტკიცე ! |
Posted by: annavita 20 Apr 2016, 21:21 | ||
MOSHAYIRE
ტილს თუ დაისვამ ფეხზე უთუოდ თავზე ავა.. დეზინფექცია იკმარს? რომ გამოვცვალოთ ჰავა?.. |
Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 21:31 |
annavita ხომ გამოვცვალეთ ჰავა აახლშექმნილი თემით?- ჯობია იქ წავიდეთ ვიდრე გაგვაგდენ ცემით |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 07:52 | ||
MOSHAYIRE
ახალი თემის შექმნის მიზანი იყო რომა- ჩაცხრომილიყო წინა კაფიის ბრაზი-წყრომა. გამიჯნულიყო დროით უთავსებელთა ნება, რომ არვის და არც თემას ჰქონოდა ტკენა-ვნება. კეთილშობილი ესე ქმედება მოინათლა როგორც ზნეობის რღვევა, და უკანონო მართლა. მათ ვერ გაიგეს ლექსპრომტს რა ჰქონდა მოტივ-აზრად, და ამის გამო ორივ თემა გადიქცა ბაზრად. ............ კეთილ საქმისთვის მუდამ მომიდრეკია მუხლი. მომავალ თემას უკვე თავს აქედანვე ვუხრი. მოვედი კეთილ ზრახვით და თუმც კვლავ დამხვდნენ ავად- სიკეთე გაიმარჯვებს! შენ უკეთ უწყი, თავად. |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 14:08 |
annavita განწყობამ მოიტანა და იყოს თემაში შალა- ხო! თემათ ნიშნობა-ქორწილი უაზროდ ჩაიშალა, ხო?! |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:14 |
MOSHAYIRE ჩაშლას ვერ ვიტყვი.. ხშირად განგება– ბედისწერა კოჭს ალჩუზე სვამს საქმეს– ჩვენ რომ ვუყურებთ ცერად არის პირუკუც– სადაც დიდ წარმატებებს ველით იქ მუხთლობს ბედი, გვტოვებს მშრალ ხახით, თვალით სველით. ილია ამბობს: ღვთაებრ– მუდამ მრთელდება გული, წუთისოფელი რჩება ძვალივით გამოხრული. |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 16:32 | ||
annavita
მაშ, თუ არაა ჩაშლა აქ გვმართებს სუფრის გაშლა! |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:47 | ||
MOSHAYIRE
თადარიგი დავიჭიროთ ჯერე– გრძნობებს ცრემლი დავადინოთ ღვარად (როგორც ინდურ სერიალში), რომ თქვან– კინკლაობა გვიღირდაო არად |
Posted by: Apoptosis 21 Apr 2016, 16:50 |
MOSHAYIRE გაშალე სუფრა |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:56 | ||
Apoptosis
დამოყვრება, სიყვარული მეგობრობა გზად და ხიდად თუკი მთავრად მიგაჩნია არ დაეძებ საბაბს დიდად |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:00 | ||||
annavita
ამ საქმეში თადარიგსა ვერვინ ვერ დაიჭერს, არ ივარგებს გათვლა ჩვენ ჯერ სიძე ვერ დავითანხმეთ და ახალშობილის გვსურს უკვე ნათვლა Apoptosis
შენი მისია მითხარ სუფრაზე თუ დამთანხმდები ამფერ გუფთაზე? |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:05 |
Apoptosis //////////////////////////////////// |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 17:13 | ||
MOSHAYIRE
როგორ არა კაცო, აპოპტოსმა აგერ, მითხრა– სურვილი კლავს სიძეს მაგრამ მორცხვობს,ყმაწვილია, თუმცა, მისი გული სატრფოსაკენ იწევს. რა ნათლობა რის ნათლობა კაცო, ჯერ თაფლობა, მერე კიდე 9 თვე დააცადე მტრედებს, მერე ნათლე, როს ბუდიდან იფრენს წყვილი მართვე |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:16 | ||
annavita
მორცხვი სიძე როგორ შექმნის ოჯახს? არც მის სიტყვას არ ექნება ფასი თავს იფასებს წმაწურკაცი ისე ლექსპრომტს უკვე მოეკიდა ხავსი |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 17:20 | ||
მე ბოდიში თუ ვცოდავ და ვარღვევ მდუმარებას და თემის ძილს ათპირს, თქვენ ილექსეთ (წინ წავიდა საქმე) მე კი 6–ზე დავესწრები თათბირს. :სამსახურ:
გალაკტიონოვიჩ! ბრავო! |
Posted by: MOSHAYIRE 21 Apr 2016, 17:27 | ||
annavita
თათბირზეც ხომ გაშლილია სუფრა ოღონდ არ დევს მაგიდაში გუფთა |
Posted by: annavita 21 Apr 2016, 22:07 | ||
MOSHAYIRE
წმაწურს უნდა დახმარება ახლა, რომ იზარდოს, გახდეს უფრო მეტი, დაიტიოს ის სილაღე, სითბო, რაც კი მომადლებული აქვს ბედით. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 14:52 |
annavita წმაწურს უკვე დავეხმარეთ 34 გვერდზე ვართო ჩვენაც კარგად ვმხიარულობთ მკითხველებსაც მაგრად ვართობთ... |
Posted by: annavita 22 Apr 2016, 19:34 |
MOSHAYIRE ლამის გალაკტიონოვიჩ! თემამ მოიმატა ციდა ამბობ, დროა ქალს მივხედოთ, მე მზადა ვარ, ოღონდ თქვი და... |
Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 21:08 | ||
annavita
კიდევ ერთხელ სიძეს ვთხოვოთ ეგებ ლექსპრომტ გავათხოვოთ ... |
Posted by: annavita 22 Apr 2016, 21:31 | ||
MOSHAYIRE
მარგალიტი ქალის პატრონს სახვეწარი რა მაქვს ვეჟო? ჯიპიან სასიძოს ვწუნობ, მითუფრო თუ მართავს პეჟოს გასასაღებელი არ მყავს ჩემი ქალი, ბროლ-ფიქალი, სადაც ღირსებაა- ჩემი ლექსპრომ- ტის ზე-სასი ძოც იქ არი. |
Posted by: MOSHAYIRE 22 Apr 2016, 21:58 |
annavita გადავწყვიტოთ მოდი ასე კვერსაც დაგვიკრავენ სხვანი დავუტოვოთ წმაწურკაცსა თავისუფალ არჩევანი თუ არ მოწონს ჩვენი ქებულ ლექსპრომტ - თავში ვურტყათ ურო?! საპატარძლოს მეტი რაა ადრესზე: "უსათაურო" |
Posted by: annavita 22 Apr 2016, 22:50 |
MOSHAYIRE მართალი ხარ. დაძალებით არ იქნება როგორც თქმულა დაძალებას არასოდეს არავისთვის მოაქვს ქულა. ლექსპრომტი რომ დასრულდება და ზაფხული შემოაღებს კარს, ჩვენ უკვე კაფიაში მოვრწყავთ ია-ვარდის ბაღებს |
Posted by: MOSHAYIRE 23 Apr 2016, 20:27 |
annavita ჩვენ რომ ვლექსავთ აი ეგრე შეუძლია ერთს (ორს) ათასში ჩაგვიგდია წმაწურეთის მოსახლეობა მანდრაჟში |
Posted by: Apoptosis 23 Apr 2016, 23:03 |
სპორტსმენებმა წალეკეს ხელოვნების აკვანი... დაუძახეთ პატარძალს ქორწილს ელის მავანი. |
Posted by: nipponcaucasus 25 Apr 2016, 13:31 |
იქით ოთახში ვერ დადგეს სტენკა აქეთ გამართეს მათ ჟოპასტენკა. ჰმოსავთ ფუთების მათ სპორტულები ნაღდი Zvelman - ის ლექსპრომტულები. აქ რომ ძუნძულებთ და თან ჰყრით ნაგავს! აბა ვინ არის მათი ამკრები? კალოში თელავს წმაწურთა ნარგავს შიგ გაზიკი დგას სოფლის ნაკრების. |
Posted by: Apoptosis 26 Apr 2016, 00:50 |
მოკლედ ბევრი ვეცადე, ქსელი ვქსოვე ობების. თუმც არავის ეწადა... დროა დამშვიდობების! ----------------- -------------------------------------------- ------------------------------------------------------------- |
Posted by: nipponcaucasus 1 May 2016, 18:08 |
ქრისტე აღდგა! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. |
Posted by: nipponcaucasus 11 May 2016, 20:48 |
გაზაფხული შემოსულა ლენ, დახლზე ვხედავ ალუჩას და ბლებს, ვერ იყიდი წითელ ხენდორს შენ, მე გიყიდი, მაკოცნინე ლენ. სხვანაირად არ გამოდის ლენ, სხვანაირად არ გიყვარვარ შენ. ჰოდა თუ არ მაკოცნინებ ლენ, ნეტავ ამ დროს რისთვის ვკარგავთ ჩვენ? |
Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 14:51 |
მოშაყირე შემოსულა ლენ რია-რია აუტეხავთ უზერთ თქვენც დაწერეთ ერთი-ორი სტროფი ჩემს კაფიებს კრიტიკით რომ უმზერთ annavita nipponcaucasus Apoptosis |
Posted by: annavita 13 May 2016, 15:59 | ||
MOSHAYIRE
შემოვედი, ვნახე შედევრები და მაღალი პოეზიით ვთვრები. აქ ვერ ვნახე მე უზერთა კრება.. კოღო წუის..- რომ აუქშევ -ქრება |
Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 16:22 |
annavita მანამდე რომ "შედევრები" იყო "კალოშებზე", ფუთებზე და სხვებზე თმები კი არა და, ანავიტა თავად ყალყი მე დამიდგა თმებზე ! |
Posted by: annavita 13 May 2016, 21:29 | ||||||
MOSHAYIRE
კაფიას ჰყავს შეჩენილი ხვითო– მაფიოზი– მამა, ვით დონ ვიტო მეტად მყრალ "შედევრებს" რომ ახვავებს მე გავედი ამ თემიდან მიტომ * * *
|
Posted by: MOSHAYIRE 13 May 2016, 22:07 |
annavita ეს თემა ხომ ყველასია ვისაც შეუძლია კაფვა შენ მოხვედი, მთავარია როგორც ხედავ, დღეს მეც აქ ვარ |
Posted by: MOSHAYIRE 15 May 2016, 23:25 | ||
მოვიდა ნისლი... თემაში ცივა და წვიმის ნაცვლად რითმები ცვივა |
Posted by: MOSHAYIRE 17 May 2016, 23:18 |
annavita თემის გმართებს N (ენი) ლექსი როდის გაანაღდებ ვექსილს? თავს იმართლებ აბა როგორ დაუძახებ პირად ვექილს? |
Posted by: nipponcaucasus 19 May 2016, 15:10 |
სიგარეტი, პურჭყი... ნაგვიანი ქუჩა. სიტყვაც ფერად ჭუჭყის, ბოლო რომ არ უჩანს. ასე მოსწონს ვანოს, ასე ზრდიდნენ უჩას. უხარია ანოს (და) მზესუმზირას ჩურჩავს. |
Posted by: annavita 20 May 2016, 06:09 | ||
MOSHAYIRE
უკვე შემოვედი ფართოდ ვაღებ ფანჯრებს, თემას COმოკლავს, თუ არავინ ანჯღრევს. მიეცემა ძილს და ნელა გავა გაღმა.. ალბათ გახსოვს– ავი ენით ხე რომ გახმა.. როცა ენას და გულს ბოროტი და ავი ასე სურს და უყვარს– როგორ შევძლოთ ზავი? |
Posted by: nipponcaucasus 20 May 2016, 13:14 |
თემა მიდის ნელა დინჯად როგორც მტკვარი... სოფლად? - ისევ ბნელა, ვერ დამარხეს მკვტარი. |
Posted by: nipponcaucasus 31 May 2016, 18:21 |
აბა ვაჟებო, ქალებო ხელში დაიჭით ცელია აკაფეთ რითმით მთვრალებო თუ სადმე მოსაცელია. თემას ხალისი ვუმრავლოთ, ფიქრები სტანჯავს მწველია. ავად არაა უბრალოდ, გადამწვარი აქ მცველია. ლექსპრომტი მიაქვს ბალახებს, აქ შუქი ჩაქრა, ბნელია. იქ ნეტავ რისთვის გალახეს ბოკერია და მელია? დაყარეთ ცხელი ამბები რითმებზე შენაწველია. |
Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 19:51 | ||
nipponcaucasus
თუ ლექსპრომტ მიაქვს ბალახებს წმაწურში - მუზა გალახეს! |
Posted by: nipponcaucasus 31 May 2016, 21:42 |
MOSHAYIRE ნეტავ ვიცოდე ლექსპრომტში საინტერესო რა ნახე? ზამთრიდან მოყოლებული კალოშით რომ ზელ ტალახებს. |
Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 22:03 | ||
nipponcaucasus
ის "კალოში" და "ტალახი" რომ მეტისმეტად ანათებს მიტომ გეშლება ნერვები შემო იქ (ლექსპრომტში), სეირს განახებ! |
Posted by: MOSHAYIRE 8 Jun 2016, 21:08 |
დადგა ზაფხული, უზერნო მელექსედ წოდებულებო თქვენ, მუზადაკარგულებო თქვენ, რითმ-ხავს-მოდებულებო! |
Posted by: nipponcaucasus 14 Jun 2016, 20:41 |
ხავსი კი მართლა მოგვედო რაში დაგჭირდა ეგ პონტი? ხელს გვაპოტინებ, მოგხედოთ? წყალს ხომ არ მიაქ ლექსპრომტი? |
Posted by: MOSHAYIRE 14 Jun 2016, 22:42 | ||
nipponcaucasus
წმაწურიც ვეღარ კიაფობს ვეღარ კაშკაშებს რითმებით თქვენი ლექსები იაფობს თავს ნუ დაიღლით კითხვებით |
Posted by: gela56 14 Jun 2016, 23:10 |
სალამი ბიჭებს, ტუფლები მიჭერს, არა მაქვს პალტო, პლაში მაქვს ზატო. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Jun 2016, 23:29 |
gela56 ბიჭების გარდა ქალებიც ვპოსტავთ არა ხარ ლექსის აშკარად ოსტატ! |
Posted by: nipponcaucasus 19 Jun 2016, 19:12 | ||
MOSHAYIRE gela56 დააცა გელას დიაცო ეგებ რამე აქვს სათქმელი თავში ცუდია ბიაცო, კარგი კამპოტის შამქმნელი! )) gela56 ჩემო გელა ხუთი ექვსი იმედი გვაქვს გიყვარს ლექსი..
სალამი გელას, გასწავლი ნიჭებს, მაგ ტუფლს თუ ცოტას წააჭრი ჭვინტებს გამოჰყოფ ცერებს როცა ჩაიცმევ, და თავბოლოში აღარ მოგიჭერს. .. ძველი ლექსები კაია მაგრამ, გვერდზე ლექსპრომტი იბარებს ჭინჭებს. |
Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 19:22 | ||
nipponcaucasus
ლექსპრომტში კარი ღიაა მისთვის ვინც არ დაუშვებს ნაწერში ხინჯებს |
Posted by: nipponcaucasus 20 Jun 2016, 15:50 |
შედი ქალავ კუხნაში და ხასიათს ნუ მიმახინჯებ! ეგ შაირიც იქ მოჰყევი, რო მოწრუპავ ყავის ფინჯნებს! |
Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2016, 17:15 | ||||
nipponcaucasus
ხინჯიანი გაქვს ლექსია უფრო და უფრო ხინჯდება რა არი? ნუ გეშინია! მეტად ვერ დამახინჯდება! * * *
ღვინის ნასვამი,ნაჭამი ხორცის კარგ გუნებაზე სჩანს აპოპტოზის |
Posted by: nipponcaucasus 21 Jun 2016, 02:24 |
MOSHAYIRE ხინჯისფერია სოფელი, უფრო და უფრო ხინჯდება? |
Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 21:44 | ||||
nipponcaucasus
რა გეწერა მანამდე? ნუ დამალავ, გამანდე! |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2016, 19:36 |
MOSHAYIRE მობილურიდან არა და არ აიტვირთა მაგ ორ ხაზზე მეტი. დანარჩენს შლიდა ატვირთვის დროს. მერე ვიფიქრე მოშაყირეს მფარველი ანგელოზი იფარავს თქო და დავანებე თავი. რასაც გწერთ ისე მეწერა... მაგრამ ქვეყანა ლომისობს, სოფლისას ვიტყვი შეწევნას, ეხლა დრო არ მაქვს ომისო! |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 22:21 | ||
nipponcaucasus
რა დროს ომია ნიპონჯან წმაწურს დრო უდგას კომისო... |
Posted by: nipponcaucasus 22 Jun 2016, 23:03 | ||
MOSHAYIRE
აქ თავს შემოჰყოფ სასუნთქად იქ ჰაერი გაქვს გომისო. ცოტათი ფერდი მოგიდგამს უფერულს, ცერის ზომისო. ჩაგითვლი გაფაფხურებად მაგ რითმას ჩვენი ტომისო. ეხლა გამასწარ აქედან შე სუპო ანა-კომისო! |
Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 23:28 | ||
nipponcaucasus
ამ აბდა-უბდას რომ როშავ ნასვამ ხომ არ ხარ რომისო? |
Posted by: nipponcaucasus 23 Jun 2016, 11:36 | ||
იაფი, ცოტა, პატარა, არაშემცველი შრომისო, გემოფსელა და წყალწყალა შაირს არ მქონეს სტროფისო აქ რომ წერ მიტომ გიწოდე შენ სუპი ანაკომისო. აბდაუბდებად ნაროშავს თუ ხედავ ჩემი გონისო გვაჩვენე შემოქმედება წმაწურ-კაფიის დონისო. |
Posted by: annavita 2 Jul 2016, 16:41 | ||||
gela56
სალამი გელა, გჭირდება შველა! * * * nipponcaucasus
ქმარი არა გყავს? ან ფრენდი–პაკლო...? აქ ვერ ვარგიხარ... და მაინც ნაგლობ |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 17:25 | ||||
nipponcaucasus წმაწური წაიღო ბალახმა... მაინც არ ძალგიძს დანახვა! annavita
გელა თუ გელობს აქ ვეღარ მგელობს! |
Posted by: nipponcaucasus 2 Jul 2016, 21:15 | ||||||
annavita
ნახევრად განათლებულო, გუნება ნუ აგვიმჟავე. ასაკს ხარ, ჭკუით კლებულობ, მემგონი აღარც გჟიმავენ. რას დამსისინებ, ვინ გიხმო? ან სად რა მითქვამს ურწმუნო. მახსოვხარ როგორც ფინთი ხბო, ურცხვად რომ ტრაწა-ტრუწუნობს! MOSHAYIRE
მითხარი ქალავ, ნუ მორცხვობ, გავაზე გინდა გალახვა? )) ............. ხამს მოწიწება წმაწურებს, სჯობს ლექსპრომტს სწმენდდეთ ტალახსა! |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 21:44 |
nipponcaucasus ნიპონ ლექსპრომტსა სწუნობდა ლექსპრომტი მუნ წმაწურობდა |
Posted by: annavita 2 Jul 2016, 23:33 |
nipponcaucasus გრიმების ზღაპრებიდან მახსოვს სულელი ელზე ენა რომ გაეზარდა და მოეხვია ყელზე... ასე რამ აგამყრალა, რომ ქრონიკული პანოს– ი გჭირს და ყველა პოსტში გაბმით ამღერებ ანუსს "ლექსპრომტი" არ ახსენო– პოსტს ვეღარა წერ ,შეხე, სიტყვა"ლექსპრომტი" თუკი სადმე არ დააბრეხვე ჭკუისკოლოფო ნიპო, დაგცურებია შიფერ, არადა წვიმა მოდის, ჩვენში რომ იცის, იმფერ |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jul 2016, 23:57 | ||
annavita
ვერ იტანს პოეტ ქალებს თუნდაც რომ გავდნენ შიფერს (აქ, კლაუდიას) |
Posted by: annavita 3 Jul 2016, 00:26 | ||
MOSHAYIRE
და რატომა სძულს ქალი? დააქორწინეს ძალით? |
Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 00:34 |
annavita ქალი არა - ნიჭიერი ქალი მან ქალი იცის კუხნა-სპალნაში მელანს რა უნდა ქალის კალამში?! |
Posted by: nipponcaucasus 3 Jul 2016, 00:45 |
annavita ჯერ გაირეცხე ქალავ, ნფხავში ზინზლის ზოლი. ლექსად მოგიფსამს ჩალა სმაილად განაჟრჟოლი. პასუხს გეტყოდი ყურში, თანაც მოგცემდი ჭოჭებს მაგრამ რა ვუყო ამ თავს ვერ ჩავაცილებ კოჭებს. |
Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 00:53 |
nipponcaucasus შენ დაგავიწყდა ამ თემის არსი ხშირად სჩადიხარ უწმაწურობას რას დავაბრალოთ - გონის სისუსტეს სიბინძურეს თუ უსაქმურობას? annavita ისევ ლექსპრომტი ჯობია, ვიტა უწმაწურობას იცი, ვერ ვიტან |
Posted by: annavita 3 Jul 2016, 03:02 |
MOSHAYIRE ზოგი არაბულ ტაიჭს ზის, მრავლისთვის ცხენი - პონია... "რა ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია" პ.ს. ეთიკურ სიმდაბლეს კიდევ გაუძლებს კაცი, მაგრამ ესთეტიკური კუთხით გულისამრევს მაშინვე უნდა გაეცალო, თუ არ გინდა რომ შენც პირისსაქმებამ დაგრიოს ხელი. შენი ნებართვით უკეთეს ესთეტიკურ გარემოს დაველოდები. |
Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 12:30 | ||
annavita
ეს თემა უკვე სპამია ნიპონას რითმი -შხამია ლექსპრომტი რად მიატოვე? იქ გვიდგას ლექსის ჟამია! |
Posted by: nipponcaucasus 3 Jul 2016, 16:14 | ||
MOSHAYIRE )) წმაწურ-ცუნდრუკა, ლექსპრომტ-გუნდრუკა.
რაც გინდა ის დაუძახე თუ გულად მოსაფხანია. |
Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 17:01 | ||
nipponcaucasus
ლექსპრომტი მოძებნე აჰა შენ რუკა! რად გჭირს ლექსპრომტის ფობია? ორ ხელით ტეხავ ლობიანს შემოგეცალნენ გესლები ეულად ყუფნა სჯობია |
Posted by: nipponcaucasus 5 Jul 2016, 20:01 |
ფიქრებთან ვიმგლოვიარე. დღეს უგემურს ვხრავ ეულად. ხელთავქვეშ ტახტმწოლიარე, ღამე ცას ვუცქერ შვეულად. როგორ ხართ თემის გულებო ჩემებრ თუ გამორჩეულად? |
Posted by: Artist 8 Jul 2016, 09:57 |
ბოროტს ფორუმზე რა დალევს აქაც ვიღაცა წყალს ამღვრევს, იგნორს თუ "დაუპასატკებთ" წავა და თავის შხამს დალევს. |
Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2016, 12:16 |
Artist ისევ აქა ხარ, არტისტო? რა უმოწყალოდ გარბის დრო... |
Posted by: Artist 8 Jul 2016, 12:50 |
MOSHAYIRE ბუნდოვნად მახსოვს მე ის დრო... ისევ მოვედი ვეღარ გცნობ... |
Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2016, 13:13 |
Artist მაშ დავივიწყოთ დროება ძველი ლექსი დავწეროთ ახალი...ველი! |
Posted by: nipponcaucasus 10 Jul 2016, 00:02 |
გვითხარი ჩემო კეთილო ვინ აგიმღვრია წყალია? აცდენდი, დღეს გაკვეთილობ, სად ჰპოვე სამართალია?! იერი რომ გაქვთ სათნოსი დევიზად სიყვარულია, დაგიჭაშნიკე პათოსი, მეწვია სიბრალულია. |
Posted by: MOSHAYIRE 10 Jul 2016, 00:21 | ||
nipponcaucasus
ოჰ, კაი, რისი პათოსი- მაგი ბიჭია დათოსი ვისია მთანი, მდელონი?- ფორუმის ალენ დელონის! შემო, არტისტო, დასწერე შაირნი სასახელონი Artist |
Posted by: Artist 11 Jul 2016, 20:22 | ||
MOSHAYIRE
მე მოველ თქვენთან შაირით შემომხვდით ცეკვა დაირით ვინც სევდითაა დაღლილი "იგნირში" ტლიკოს მარილი |
Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2016, 22:07 | ||
Artist
შენ აგვიხსენი "იგნირი" დაღლილები ვართ სიგრილით |
Posted by: nipponcaucasus 11 Jul 2016, 22:59 |
შორიდან მობრძანებულხარ ნახირს ყოფილხარ მორიგეთ წმაწურს თუ მოზმანებულხარ. ადექ და ჩოხა მოირგე. აქ რისთვის მოხველ ვერ ვხვდები ღდინის სხოცად მორინგეთ? არ გვიყვარს გზაზე ნეხვები წმაწურ-კაფიის კორიფეთ! მამჩვივდნენ ლესპრომტელები გადაგვიოხრეს არილი, ვერ დარჩეთ გავა-მთელები, დატენილი მაქ მარილით! |
Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2016, 23:05 | ||||||
nipponcaucasus
მოპარული (უკვე დავიწყებული) რითმები ...
იქაც ვარ, აქაც ვიქნები და შენ არ შეგეკითხები |
Posted by: Artist 12 Jul 2016, 02:48 | ||
MOSHAYIRE
უი შემშლია "იგნორი" იგნირი დამიწერია ის კი მიხვდა და აყროლდა ძლივს აითრია წელია... |
Posted by: nipponcaucasus 12 Jul 2016, 14:46 | ||
არ მომიპარავს მიპოვნია, გეუბნები ნიპონია! გასცი პირით დაიბანეთ შენ და შენმა ტრიფონიამ. |
Posted by: MOSHAYIRE 12 Jul 2016, 19:08 | ||||
Artist
nipponcaucasus
|
Posted by: Apoptosis 14 Jul 2016, 18:49 |
აჰა, დავბრუნდი... ვხედავ ფაფხურობთ... თუმცა კვლავ იბრძვით... სიცხე გვაწუხებს, მზეს სხივები აულესნია... რითმით გაბრუვდა ჩემი მუზა, და ვეღარ იცდის, აქაც კი ცხელა, მაგრამ ერთად უკეთესია. გადმაიყვათ პატარძალი |
Posted by: MOSHAYIRE 14 Jul 2016, 23:40 | ||
Apoptosis
მზის სხივებს ადრი ხანჯლებს? მზე სითბოს არ აჯანჯლებს შენ ლექსსა ჰფარავს ობი სხვა გაიჩინე ხობი? |
Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2016, 17:42 |
MOSHAYIRE იყო წვიმა და ფეხი ტყლაპოში ხალხმაც მოირგო ფეხზე კალოში. მაგრამ ხანდახან უკეთესია გქონდეს კალოშის კარგი ვერსია. ეს ჩვენთნ გეცვათ, თქვენი - ფარაში. გუშინ ვიყიდე თქვენთვის ზარაში. :* |
Posted by: MOSHAYIRE 17 Jul 2016, 20:15 |
nipponcaucasus ჰა-ჰა - მოირგოს ფეხზე ვინც ესა მაშინ ის გახდეს შენი პრინცესა! |
Posted by: nipponcaucasus 17 Jul 2016, 23:51 |
MOSHAYIRE "სოფლის ცხოვრების" ნიუსებს თვალს ვავლებ, გული მიცემსა. ლექსებში წერდნენ პლიუსებს ვინ ბარს იქნევდით ვინ ცელსა. ვიფიქრე ეგებ ეშველოს ფეხ დავუმოსავ ციცებსა, ქალაქ ვერ გაჰყევ ეშელონს, ეჯექ ტრაქტორის პრიცეპსა! შეხედეთ მოშაყირესა, მჯიღებ რო გულში იცემსა! რაც უნდა კარგი ჩაგაცონ კალოშად მაიბრიცებსა! :* ყაბულს ვარ ვინც ეგ მაირგოს ის იყოს ჩემი პრინცესა! |
Posted by: MOSHAYIRE 17 Jul 2016, 23:59 | ||
nipponcaucasus
ნიპონამა სთქვა ყაბული კალოშ მაირგო მაგულიმ! |
Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 09:44 |
MOSHAYIRE მგონი შენც ბევრი ეწვალე ჯირითში იყავ ჩაბმული. შაქროს რომ გამოეცვალე გვერდზე გიხვრენდა ჯამბული! ვენახში გქონდათ ზიარად ცინკი მართული გაბმული. ტაჭკით რო მააბზრიალა უცქერდი სულგანაბული. )). |
Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 14:36 |
nipponcaucasus მაგულიმ კალოშ ჩაიცა ნიპონამ მისცა იები პ.ს.გეტყვი - გაწუხებს არც ისე მდიდარი ფანტაზიები |
Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 15:50 |
MOSHAYIRE გულს ნუ დაიწყვეტ შაყირავ გიხდება ბამბაზიები. შენ და ჯამბულის გელიან ოფშკვითის მაღაზიები! ძღვენი კი ამითვალწუნე სად გქონდა სხვა ზიზიები, ხვალ კალოშ დაულაწუნე დღეს ლაფში ანაზილები. მაგულის მეგის დავარქმევ იით ეცვლება იერი, ღამით კვნესაში გავარღვევ ნაგაზ მიბია მშიერი. |
Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 17:12 |
nipponcaucasus ამდენ კალოშის ძახილი თუ არ მოგბეზრდა ნეტაო ვეღარ ივიწყებ დღე და ღამ ნეტავ შენ გაგასვეტაო! |
Posted by: nipponcaucasus 18 Jul 2016, 18:39 |
MOSHAYIRE სიგარეტ აქ ნუ აბოლებ! ვერ გაგასვეტებს თუთუნი ფილტვში გაგიჩენს ბაბონებს თან ექიმს დაღლი კრუტუნით! *** არ მოგვატყუო შაყირავ! აიმ შენ სოფელს გაფიცებ. გვაჩვენე ფეხსაცმელი და ფოტოსთან ტუჩიც დაბრიცე! )) |
Posted by: Apoptosis 18 Jul 2016, 20:29 | ||||
თუ არ დაზოგა მზემ სითბო, შემოგაფეთა ხშირად ვეღარ გიშველის მიტარბი იქცევი ლექსის ჩირად. |
Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2016, 22:39 | ||||
Apoptosis
მკვრივი მაქ ლექსის რბილობი ვერ დამაშინებ ჩირობით! nipponcaucasus
სადაა მერე სოფელი?? სუფთა ჰაერი მწყურია ეჰ, ამდენ გამონაბოლქვში სუნთქვა დღითიდღე რთულია |
Posted by: nipponcaucasus 19 Jul 2016, 13:05 |
MOSHAYIRE ეჰ! "რას იზამ ჩემო მანასე ხან ისეა და ხან ასე" |
Posted by: MOSHAYIRE 19 Jul 2016, 17:20 |
nipponcucasus რომ გხიბლავს სოფლის ნობათი ტალახს რად უფრთხი ვაჟიკავ? რძეც გიყვარს, ტაფამწვარიც და მწვადზე მოსხმული აჯიკაც ნოუთბუკს რომ ვერ შორდები წადი იშრომე პაწაო გიხმობს გურია, ლეჩხუმი, თავის მიწებით რაჭაო! |
Posted by: nipponcaucasus 19 Jul 2016, 21:24 |
MOSHAYIRE ქალავ, სოფელი კი არ მძულს არამედ, თქმული - "სოფლობა" კაცს ზარმაცს, ბოღმით დაძაბულს რომ სჭირს გონებით ობლობა. საქმეთი ნახნახევარას, სხვის ხელშემყურეს, გატანჯულს, ხელმოცარულს და მკვეხარას მარადლოთს, ხისქვეშ გაჩაჩხულს. ასეთი კაცნი ბევრია გინდა ქალაქად გინდ სოფლად თავის ბუდეს რომ წყევლიან... ჩვენც ხომ გვყავს თემის მეზობლად?! ესა მძულს, თორემ სოფელში, როცა წესი და რიგია. ისე ვარ როგორც მშობელში შვილზე ჩამდგარი ფიქრია. |
Posted by: MOSHAYIRE 19 Jul 2016, 22:00 |
nipponcaucasus ჰოდა შევთანხმდით რომ აწი აღარ ახსენებ ავადა თორემ მეც სხვებისნაირად ამა თემიდან გავალ და აღარ შემოვა შენ გარდა არავინ ნაკაფიარზე ვიფიქრებ მაშინ სხვა თემის ანუ "ლექსპრომტის" პიარზე! |
Posted by: nipponcaucasus 20 Jul 2016, 18:38 | ||
MOSHAYIRE
თემის ავტორს რომ უმხთლეთ, თემა გათიშეთ დაყავით, შეთანხმებაში ვწერ მუხლებს: 1. - კოჭებში თავი გაყავით! 2. - ლექსპრომტს ბოქლომი დაედოს 3. - აქ იყოს არხი სარწყავით 4. - წმაწურ-კაფიის სამეფოს ნუ დავსვრით პროზით, ლაყაფით. |
Posted by: MOSHAYIRE 20 Jul 2016, 20:03 |
nipponcaucasus თუ ლექსის წერა ვერ შეძლეთ მე დაგინიშნავთ პენსიას ის თემა რაა, თუ მცირედს ვერ უძლებს კონკურენციას? ლექსპრომტი თუ გაიყინა ე.ი. წმაწურმა აჯობა ახალი თემის გახსნაზე აკრძალვა არის ქაჯობა! |
Posted by: nipponcaucasus 21 Jul 2016, 18:39 |
MOSHAYIRE კულტურა წამოგვიქციეს სომხურმა ფილიალებმა, აგრედ წმაწური გვიქციეს ლექსპრომტად ლიფიანებმა. ვინ აგიკრძალა ნეტავი თემა გაგეხსნათ თექაზე. გეპოვათ მატყლის მპენტავი მუხიანში ან თემქაზე. ეგ სახეცვლილი ფორმაა შინაარსით კი წმაწური! ვისთვის ეს საქმე ნორმაა, ვისთვის კი მართლაც ქაჯური. |
Posted by: ხუტა 28 Jul 2016, 08:31 | ||
Это намек? |
Posted by: MOSHAYIRE 28 Jul 2016, 18:43 | ||
ხუტა
აქ ლექსად ვცდილობთ დავწეროთ პოსტი შესაბამისი , ასე ვთქვათ, შრიფტით ნაწერის აზრი პირდაპირია უქვენააზრო, ალბათ მიმიხვდით |
Posted by: ხუტა 3 Aug 2016, 06:30 |
აღარ მაღელვებს, როდესაც ვხედავ, მკვრივ რბილობს, თუნდაც, ლექსად ფონიანს, მაიაკოვსკის ძეგლთან ვჭკნები და გული კი გარბის კალიფორნიას. |
Posted by: MOSHAYIRE 3 Aug 2016, 15:58 | ||
ხუტა
შენ გემოვნება კაი გქონია... და მაიაკოვსკის ძეგლთან რომ დგახარ ხელში გიჭირავს აიფონია? |
Posted by: nipponcaucasus 27 Aug 2016, 18:58 |
არ ეკადრება ამ თემას პირველ სართულზე ყურყუტი ლექსებზე ვმართავ ანტენას რითმა არ იყოს ლუყურტი. ........ ხეების ჭრაში მერიას ხელი აქვს გადტყაული. გაპარტიზანდა ფერია შეაწყვეტინეს ხმაული. ............ მეოთხე რთველი იწყება წელს რა იქნება ნეტა? შაქროს იმედი ირწყვება წელს ეზმანება ჯეტას. |
Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2016, 22:12 |
სიყვარულს მუდამ ორი ბოლო აქვს ჩაკონვა წყვილთა შორს მიაქვს ვერხვებს. ჩემი ლანძები ქარებს მიმოაქვს ვინ იცის ხვალე სად მიაფერთხებს. ისევ გავცქერი გალეშილ ქუჩებს, თითქოს დგანან და მიიჩქარიან. დღეს დავისიზმრებ შიშველ ალუჩებს, შფოთიან ფარდებს, ღამეს ქარიანს. ჭიქაში ვისხამ სანტორის ვისკის, ცოტას ვთვრები და თავბრუ მეხვევა, ამაღამ ალბათ დაიწყებ კისკისს (და) უცხო ხელები შემოგეხვევა. |
Posted by: პოგბუნია 12 Sep 2016, 11:28 |
შაირი ვერ წავიკითხე, ტყუილად დავკარგე წამები, წმაწურის დონე ნოლია უწმაწურს მივეტანები |
Posted by: nipponcaucasus 13 Sep 2016, 14:45 |
პოგბუნია წმაწურ-კაფიის ნაპირებს, მაადექ შავი ალამით. ჩქარა მოგითვლი შაირებს ჯერ გაგეცნობი სალამით. შენს შაირს ჩემგან შემჩნევა! რად ვერ დათვალე მარცვალი? მეორე ხაზში გემჩნევა, გამორღვეული საცვალი. |
Posted by: პოგბუნია 14 Sep 2016, 10:30 |
nipponcaucasus შავი ალამით თუ მავდექ მერე ატყდება ხვანცალი, ყველამ თავისას მიხედოს ბიკინია თუ საცვალი. ნიპონ შენი მზე მაჭყიტებს, მთიებსა კავკასიისას, საცვალ რომელის სჯობია, მატყლის თუ ბამბაზიისა? შაირ ვერა ვარ მაგარი, თუმც კი დიდი მაქვს სურვილი, მაგრამ მაინც რომ მაწვალებს რითმების შექმნის წყურვილი?! |
Posted by: nipponcaucasus 15 Sep 2016, 04:24 | ||||||
პოგბუნია
არ დამჭირდება მაგისთვის მარჩიელი და მკითხავი, საცვალ-ტანსაცმლად ზანგისთვის საკმარისია ნიფხავი!
შორსა ვარ საქართველოდან, ნისლებით შემობურვილი. ლექსი ყოველთვის მშველოდა - დილის მზე ოქრო ცურვილი. |
Posted by: nipponcaucasus 22 Sep 2016, 02:21 |
"მოდის რვა ოქტომბერი რაღაც სულგუნ-ღომფერი" *** ერთგულო ამომრჩევლებო! სამშობლო მოვიარეო, ამიერიდან თქვენთან ვარ თქვენთვისვე მგლოვიარეო. განათლება მაქვს სტრასბურგის - სამჯერ ოთხი ხომ შვიდია! ხალხისთვის - რძიანი ბულკი ჩემთვის სულ არა მინდია. ძველს შევცვლი ახალ თაობით, მსურს ვიყო თქვენი რჩეული ამ ქვეყნის საცოდაობით ცრემლი მაქვს შემოჩვეული. პროგრამა შევიმუშავე: ქალაქს გავაძღებთ პიცათი, სოფლებს დავხურავთ ზამთრამდე მეტალო-ჩერეპიცათი. ჰოდა მოხაზეთ ნომერი ჩაისთან ვის სურს ჯემია სახელად მქვია ლომერი ჩემი გვარია ჩემია. მიხომ ხველებით დაიწყო: - მორყეული მაქ ზაბორი! აზრი მყის ორად გაიყო - ცოლს სურდა „კუხნის ნაბორი“. ვალები აძევს გოგიას. მიქელა დალის ოხვრები: - უნდა მავიწყო ორგია მეტჯერ თუ ვეღარ ვთხოვდები! )) გადაირია ლომერი, "მარად თქვენთვის ვარ მშრომელი!" სამმაგ სარჩოთი დააცხრო პენსიის რიგში მშფოთველნი. ხალხმა დაბრიცა თვალები გაზნიქეს ჩოხის კალთები "ჰაი, შენ გენაცვალები!" (ვის ახსოვს მავთულხლართები) დიდხანს ისმოდა თხოვნები, ბრბოს წესად როგორც სჩვევია, და "ჩემი ღიპის ცხონებით" ლომერ არჩიეს ჩემია. ... მიადგა ბაგას ჩემია ჩემია და ჩემიაა. |
Posted by: DJK 23 Sep 2016, 02:01 |
Gzhzhjzjzxhxbbxbxbxbxhxhzjzjjzjzjzjzjzjzjzhzh |
Posted by: DJK 25 Sep 2016, 06:54 |
Ffvhgggcccccffggggggghhhgcccxxszssdrrgg |
Posted by: მთავარსარდალი 27 Sep 2016, 20:30 |
მოკლედ მითხარით, თემაში რა ხდება, ვინ რა კაცია, ვინ არის მაყურებელი - აღწერეთ სიტუაცია |
Posted by: nipponcaucasus 27 Sep 2016, 22:14 | ||||
მთავარსარდალი სალამი!
თემის ავტორმა დაგვტოვა, გული კი მწყდება ძალიან, თავისთვის გაიმარტოვა "ბალღებთან არა სცალიან". წმაწურ-კაფიის ზონაში სალმით შედიან ძმობილო! მარტოდ ვარ ბუღის წონაში. "მთავარსარდალად" ხმობილო. ახლა შენი სთქვი, "სარდალო" რომ შემოსულხარ ბღვერითა? -მოყმემ საზღვარი გადმავლო გუდიდან ნაცრის ბდღვერითა.
გიხდება წაბლა გალსტუკი ქამარს ხრიალა რაცია. სოფელში ნაზარდ - ნასუქი კალოშები რო აცვია. |
Posted by: leluuu 14 Oct 2016, 01:43 |
ჩემი პოსტები ვიხილე ძველი, თემაც მიმკვდარა, ვწერო თუ არა კაფიები ვეღარ მივმხვდარვარ. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Oct 2016, 12:15 |
leluuu კაფიები უნდა წერო და მიიღო უნდა "წერო" |
Posted by: leluuu 14 Oct 2016, 15:55 |
MOSHAYIRE "წერო" რა მოსატანია უნდა მივიღო ნობელი. |
Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2016, 19:58 | ||
leluuu
უჰ, მომინდომა ნობელი ჯერაც არ გიცნობს სოფელი!!! |
Posted by: Apoptosis 17 Oct 2016, 11:05 |
MOSHAYIRE leluuu რაში გჭირდებათ ნობელი? ან წერო რაში გჭირდებათ? გადმოგეცემათ სალამი და ჩახუტება რითმებად. |
Posted by: nipponcaucasus 18 Oct 2016, 23:53 |
MOSHAYIRE leluuu Apoptosis მოვიდნენ რითმის გურმანნი აჟრიამულდა უბანი. -------- (ერთ ხმა მამე სანაცვლოდ წაიღე 2 თუმანი ))) "ერთად მივხედოთ თიანეთს" ამბობდა როლანდ კუმანი) |
Posted by: nipponcaucasus 8 Nov 2016, 10:14 |
პწკარედი თუ სტრიქონია რითმაში უნდა დავწერო. შემოსატანი მქონია წმაწურ-კაფიის საწევრო. |
Posted by: Apoptosis 8 Nov 2016, 12:15 |
nipponcaucasus გამარჯობა ნიპონ! გავავრცელოთ კაფია? ვთქვათ, რომ ყველა სტრიქონს. თვალს ადევნებს მაფია. |
Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 17:30 |
Apoptosis nipponcaucasus leluuu ერთ დროს თემა მოგრიალე უსუსურად ღაფავს სულსა უზერებო, აწი მაინც ნუღარ ატკენთ ერთურთს გულსა... |
Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 18:45 | ||
MOSHAYIRE მე აქა ვარ, არსად წავალ სანამ ფეხზე არ დადგება, ველოდები ამ სასწაულს და ვაგრძელებ ქადაგებას. |
Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 19:01 |
Apoptosis აგერაა აპოპტოზის ელოდება....ქადაგებს... საახალწლოდ ის მოგვიტანს ჩუჩხელებს და ბადაგებს! |
Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 19:17 |
MOSHAYIRE მე არაფერს არ მოგიტანთ... ეჰ ძვირფასო შაყირე! დაგპატიჟებ მოჰიტოზე მოდი ხელი ჩამკიდე. |
Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 19:20 |
Apoptosis გასწი იქით ციტრუსები აგერ, გოჭი იტრუსება! |
Posted by: Apoptosis 12 Nov 2016, 19:27 | ||
ქორწილიდან მოვბრძანდები არ დაგაბნიოს ტრუსებმა. გადამრიეს, გამაგიჟეს მოცეკვავე ინდუსებმა. |
Posted by: nipponcaucasus 14 Nov 2016, 20:20 | ||
Apoptosis
გაგიმარჯოს აპოპტოსის, ჩაგვეძირა მაფიაც, წამკითხველიც არ ჩანს სტროფის სხვაგან მიუსწრაფიათ.. გამეხარდა თქვენი ნახვა, მოშაყირეს ცანცარიც. ბუხრის ცეცხლის დასანთებად გაქექილი ნაცარი. ჯარიმდება პირველ გვერდზე "მაფია" და "კაფია" უნდა შესვა რითმით ფეხზე ღვინო 1 ჩაფია! |
Posted by: Apoptosis 14 Nov 2016, 23:21 |
nipponcaucasus ნიპონ ვიღებ ჯარიმას და მომაწოდე სასმისი, თემას აღარც დედა შერჩა აღარც მამასახლისი. ე ბიჯო დაიწვა მუზა, სად ხართ ღალატიც არის და ღალატიც. |
Posted by: nipponcaucasus 15 Nov 2016, 17:57 |
კაფიობა, შაირობა ჯიშად მოსდგამს ქართველებს აოცებდა უცხო მხარის მსმენელებს და მნახველებს. ჰოდა თემას თუ არ შერჩა დედა, მამასახლისი შვილი მაინც გაიზრდება იმედი მაქ ხვალისი. აგერ ჩაფიც, დაგვიცალე, მერე მოვა ხალისც! |
Posted by: Apoptosis 16 Nov 2016, 00:58 | ||
უფ, როგორ დგას... ამაყად! თითქოს ჯერ არ დაცლილა, ღვინის ქურდებს ეძახის... უხმობს მგზავრს და ნამგზავრებს! მგონია რომ ამაღამ ე მაგ სასმისს მადლიანს, არაერთი დაცლის და არაერთი აავსებს. |
Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2016, 12:31 |
Apoptosis nipponcaucasus როცა დაცლით სასმისს დრო დადგება გასმის! 12:15 წუთიდან |
Posted by: Apoptosis 16 Nov 2016, 16:58 |
MOSHAYIRE კაცია თუ ელვა? -------- |
Posted by: MOSHAYIRE 16 Nov 2016, 19:33 | ||
Apoptosis
კაფიაა თუ ღელვა? |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 18:17 |
MOSHAYIRE შენმა თვალებმა მწველმა და მაგ ფერმკრთალმა სახემ უმალვე გაანელა რაც კი ვარამი ვნახე. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:02 |
Apoptosis არ ახსენო ვარამი აგერ ყველით ხალამი ხაჭაპური გამომიცხვე და მითხარი სალამი! |
Posted by: Uxeiro 17 Nov 2016, 19:06 |
"დავინახე" სალამი, გამახსენდა კალამი მოვედი და როცა წავალ, დამიქნიეთ ალამი |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:38 |
Uxeiro გამოჩნდა ტალ-კვესი აქ რითმებს აკვნესებს.... |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 19:39 |
MOSHAYIRE Uxeiro სალამი როგორც მალამო, წევრებო ძველი გვარდიის... მგონი დაბრუნდა ია და ნეტავ სად არის ვარდი, ის? |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:43 |
Apoptosis იებიც მე ვარ, ვარდებიც ოღონდაც ნუ გაავდები |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 19:51 | ||
MOSHAYIRE როგორ არ გინდა გაავდე მატყუებ როგორც ობოლსა, მე ყველა საქმე გადავდე დროს ვუთმობ ლექსსა და ბოლსა ია შენა ხარ ნამდვილად, ვარდი კი იცი ვინც არის... იცოდე დარდს ან ავიტან ანდაც ჩავიდან მიწაში. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 19:57 |
Apoptosis annavita სხვაგან პოსტავს ლექსებისთვის არ ცალია ამიტომაც, ვინც არ მგოსნობს ვერ იქნება ვარდ და ია |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 20:09 |
MOSHAYIRE შენ რას შვრები მოგვიყევი, სად იყავი და სად არა, დაგვიბერდა ნოემბერი, ზამთარს თოვლი დააბარა. |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 20:14 |
Apoptosis როცა მზეა, როცა ქარი სავსე მთვარის შუქზე თოვლი გატაცებული ვარ მეტად ყვავილების დარგვა-მოვლით |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 20:36 |
MOSHAYIRE წავიკითხე, ყოჩაღ შენ თქო! და სიცილით ჩავიკეცე ყვავილის მოვლას ეძახი მაკიაჟს რომ გაიკეთებ? |
Posted by: annavita 17 Nov 2016, 21:46 | ||||||
MOSHAYIRE Apoptosis
მათ, ვინც ჩემგან შორს არიან, როგორ მინდა ნოემბერო, მე რომ მომენატრებიან ჩემს მაგივრად მოეფერო.. შენი ქარი თმას მაწეწავს, პირს მიღებს და სუნთქვას მაცლის.. რომ სათქმელი ამოიღოს დამიგროვდა რაც კი ამ წლის.. მონატრების ლიანდაგზე მოვქრი, შორს კი ბაქანია.. გული მიგრძნობს -დამიხვდებით, თუკი მელით რახანია.. მიყვარხართ მენატრებოდით * * * თქვენი ნახვა მეჩქარება რომ მოგიყევეთ ამ მთის , იმ მთის სად ხართ, რატომ იგვიანებთ ლოდინისგან გული მიმდის .... |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 22:56 | ||
Apoptosis ის რაც შენ აქ წაიკითხე იყო რითმის თარეში ვისვამ, მაგრამ არ ვარ ცუდი მაკიაჟის გარეშეც! annavita
მთა დაიძრა ეს თუ მაინც მუჰამედი მთასთან მიდის?! |
Posted by: Apoptosis 17 Nov 2016, 23:06 |
annavita MOSHAYIRE სად გინახავთ რომ ვაშლის ხეს, ბუნებრივად მსხალი ებას? ამ სიტყვებით მე გილოცავთ შინ მშვიდობით დაბრუნებას. დანარჩენებსაც მივხედოთ. ყველამ თითოს შესძახეთ |
Posted by: annavita 17 Nov 2016, 23:30 | ||
MOSHAYIRE
აღარც მთა ვარ... რაღაც მთავარს ვეღარ გეტყვით მუჰამედი. ანავიტას მოუსმინეთ თქვენთვის უნდა მუდამ მეტი >>> Apoptosis მომენატრა ჩვენი სახლი ჩვენი ეზოს მსხალი, ვაშლი ახლა ცოტას დავისვენებ, და მერე კი სუფრას გავშლი |
Posted by: MOSHAYIRE 17 Nov 2016, 23:36 | ||
annavita
ეს კი -ჩვენი მონდომებით ჩვენთვის ლექსი გაიმეტე! Apoptosis სუფრას გაშის ანავიტა იქ იქნება ვაშლი, მსხალი ბლომად ლექსის ჩახოხბილი კაფია-შაირის ფხალი რითმებს დავლევთ როგორც ღვინოს ღმერთმა კარგად მოგვალხინოს! |
Posted by: annavita 18 Nov 2016, 08:38 | ||
MOSHAYIRE
სიძუნწეში მამხილე და განმაცხადე სოფლის შვილად მირჩევნია გადვიხადო თავტირილი, დავდგა შილა :დ მაგრამ ამას მირჩევნია დეკემბერი, მოდის შობა, ღმერთო, ნუ გაგვწირავ, ხედავ? ეს სოფელი რას გვიშობა |
Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 20:51 |
annavita რა დროს შობა არის ჯერე ზამთარი ვერ დავიჯერე ახალ წლამდე დღეებს ითვლით?!- მე კი ვტკბები ფოთლით ყვითლით... |
Posted by: annavita 18 Nov 2016, 21:34 | ||
|
Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 21:57 |
annavita ტრიომ იმღერა ვიტამ დაწერა სად დაწერა? არ დაუწერია.... |
Posted by: annavita 18 Nov 2016, 22:27 | ||
MOSHAYIRE
ფოთლებს ვხვეტდი აივნიდან.. ახლა უკვე დაგვილია.. მეძნელება ფოთლის ხვეტა წერა უფრო ადვილია |
Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2016, 20:31 |
annavita Apoptosis როგორ გაგრილებულა თემა - გუშინ მდუღარე მაინც შემოვცუნცულდი გვერდი ვერ ავუარე |
Posted by: Apoptosis 19 Nov 2016, 20:55 |
MOSHAYIRE მაპატიეთ ქალებო, და მაპატიოს მუზამ, სამსახურმა დამახრჩო, ვერ ამოვწიე ღუზა. |
Posted by: annavita 19 Nov 2016, 20:57 | ||||
MOSHAYIRE ძმაო, მე რატომ მერჩი? დავაბზრიალე სმერჩი მთის იქით გადაცვივდით თემას ეულად შევრჩი * * * Apoptosis
ეხ ჩემო აპოპტოსის ისე მწყალობდეს მე მზე, როგორც გაცვეთილ რითმას ხანგრძლივ ლოდინი გემზე * * * Apoptosis
სამსახური? ნუ გვატყუებ დღეს თბილისში შაბათია მაგრამ ტყუილს გაპატიებთ, რადგან მუზამ გაპატია |
Posted by: Apoptosis 19 Nov 2016, 21:15 | ||
ის კაცია აპოპტოზის, გემის ქიმზე მარტო რომ ზის. ნუ მიწუნებ კარგო რითმებს, თორემ გული ვეღარ ითმენს, მოვალ ფურცლითა და კალმით ან დღისით და ანდა ღამით, ისეთს გეტყვი ლექსებს მსუყეს, რომ სიამით გაგასუქებს. |
Posted by: annavita 19 Nov 2016, 21:25 |
Apoptosis უიმე, რა გასუქება ჩემგან შორს თვალი არ მეცეს მსუყე ლექსის ნაცვლად ჩაი /მწვანე/ თუ გაქვს მინდა მეც ეს |
Posted by: MOSHAYIRE 20 Nov 2016, 13:19 |
რა ჩაი და მურაბა?- გავხსენ ლექსის ყულაბა დაგირიგებთ თუ გინდათ მსხლად შეირგეთ გულაბად |
Posted by: annavita 20 Nov 2016, 19:49 | ||
MOSHAYIRE
ყავა მინდა ჩაი -არა /კვირადღემაც ჩაიარა/. |
Posted by: MOSHAYIRE 21 Nov 2016, 18:13 |
annavita კვლავ შემოვრჩით თემას ორი - დაუკარით ყველამ დოლი! |
Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:31 | ||
MOSHAYIRE
თემა ისევ ჩაიკეტა /ვისი თვალი ეცა ნეტა/... |
Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:38 | ||
annavita
ვითომ თემის პესნია სპეტა? |
Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:54 | ||
MOSHAYIRE
ვინცხამ წყარო გადაკეტა |
Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:59 |
annavita იმალება ბუჩქში გძე-ტა |
Posted by: Apoptosis 24 Nov 2016, 20:46 |
MOSHAYIRE annavita მე აქ ვარ გიყურებთ და გგულშემატკივრობთ. მუზა გამექცა |
Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 20:51 | ||||
Apoptosis
|
Posted by: Apoptosis 24 Nov 2016, 21:01 |
MOSHAYIRE 100% რითმაა ეგ. |
Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 21:04 |
Apoptosis კაცო, რითმის პროცენტები?! არ ვართ ლექსის დოცენტები |
Posted by: annavita 25 Nov 2016, 09:45 | ||||
ალფა ბეტა გამა დელტა Apoptosis
გაგბოზებია /ასე იტყოდა ჩემი ბებია/ |
Posted by: Apoptosis 25 Nov 2016, 14:38 | ||||||
ვახ კაცოო. რაგ ჭირს შენა. სუსხიან საღამოს, ასე შვიდისთვის, მეწვია მუზა. ვერ გამეგო რისთვის, როგორ და რატომ, თითქოს საქმე მაქვსო.. გაიძრო პალტო.... მერე ჩამოჯდა მიყურა დიდხანს მითხრა მე შენში დავიდებ ბინას... რა გაეწყობათქო ვუთხარი ირიბად, სულში შემომიძვრა და გაირინდა... ცოტახანს ვუცადე მეგონა ფიქრობდა, თურმე ცახცახებდა და ჩუმად ტიროდა. მეც ავფორიაქდი, მივკიბე-მოვკიბე, და სულის სიღრმეში ჩავკიდე კიბე: რა მოხდა მეთქი ვკითხე მზრუნველობით, მითხრა დავიღალე პოეტთა მხევლობით. შემდეგ მოვეხვიე... -აჰა ცხვირსახოცი, და ვიდექით ასე: ერთ სული, ორ ხორცი... ტირილი შეწყვიტა, ამბებს მოვუყევი... გამოკეთდა და მეც კიბეს ამოვყევი... მალევე ჩვეულ ფორმაში შევიდა, ის ლექსებს მიწედრა როდესაც მეძინა. და ყოველ დილით, სუსხიან რიჟრაჟზე მაკრთობდა რითმები თოვლსა და წვიმაზე. ასე გავატარეთ მთელი ზამთარი და შემდეგ გაზაფხულზე თვალი ამარიდა. ისე მიმატოვა სიტყვაც კი არ უთქვამს, თურმე ერთგულება სხვისათვის აღუთქვამს... ახლა მარტო ვარ.. დამრჩა მისი პალტო... უკვე კარგად მესმის რისთვის, როგორ, რატომ: -იგი თავიდანვე სულ სხვას დაეზაფრა... მუზამ ჩემში მხოლოდ გამოიზამთრა. უბრალო კახპაა და არა ბუზი |
Posted by: MOSHAYIRE 25 Nov 2016, 16:29 |
Apoptosis უყურე მაგ მოღალატეს როგორ გაგცვალა სხვაშია ის დრო მოსულა, აპოპტო კალამ გაირჭო... თმაშია |
Posted by: Apoptosis 25 Nov 2016, 19:37 | ||
MOSHAYIRE
ისეთ რამეს მწერ, პასუხსაც, ელი ალბათ შესაბამისს, თმაში ფუნჯი გაიყარე მითხარ ეს სჯობდა თუ ის. |
Posted by: MOSHAYIRE 25 Nov 2016, 20:32 |
Apoptosis მე რომ გავიყარო ფუნჯი სხვა არა ჰყავს თემას ბურჯი... |
Posted by: Uxeiro 28 Nov 2016, 11:07 | ||
გამოჩნდება ვინმე მუნჯი... ოღონდ ფუნჯი იყოს ლურჯი! |
Posted by: MOSHAYIRE 28 Nov 2016, 14:02 | ||
Uxeiro
მგონი მქონდა სადღაც ლურჯი დამაცადე, გავხსნი ხურჯინს! |
Posted by: Uxeiro 28 Nov 2016, 20:08 | ||
ვერ გიშველა თუ ხურჯინმა, იქნებ გიხსნას თურქმა ჯინმა |
Posted by: MOSHAYIRE 28 Nov 2016, 20:56 |
Uxeiro კუდი აქვს იმხელა , მგონებ თევზქალია წვერით და თმებით კი ლამბერსექსუალია |
Posted by: nipponcaucasus 29 Nov 2016, 22:31 | ||
Apoptosis
როცა ბანკით სვამდა კამპოტს ოსი, ლამაზ ლექსებს წერდა აპოპტოსი. |
Posted by: MOSHAYIRE 1 Dec 2016, 16:29 |
შემოდით თორემ თემა მივხურე ნაცვლად გავხსენი ვალუტის ჯიხური |
Posted by: Apoptosis 1 Dec 2016, 17:28 |
MOSHAYIRE ეს ლარი ისე თამაშობს, ისე მერყეობს ვალიუტა, მარგალიტს ყიდის ავთანდილ (თინათნის ნაჩუქარ) მკლავებს აბარებს ალუდა. |
Posted by: MOSHAYIRE 1 Dec 2016, 18:21 |
Apoptosis არ გაყიდო მარგალიტი ავთანდილის მაგალითით |
Posted by: Apoptosis 1 Dec 2016, 19:03 |
MOშHAYIღE იანვარი, თეთრი ხარი. თებერვალი ქალის ვალი მ-არტია, ხელო - ვნება აპრილი - შეფერილი. მაისი... ნეტავ ვისი... ივნისი ჩა-ივლისი. აგვისტო რომც მოქისტო, ბერი, ბერი ბერი და, ბერი უცებ გაივლის ერთი წელი 1 თვეც და ეგ არიი |
Posted by: nipponcaucasus 1 Dec 2016, 21:05 | ||
* * * ლარმა სთქო მწოლიარემა აქიმბაში მყავ დაბდური ითხოვდა მგლოვიარედა, დამიბრუნეთო ხადური. |
Posted by: trezeguet 2 Dec 2016, 13:01 |
ლარს გასცვეთია ქუსლები ვეღარ ეწევა დოლარსა დოლარი მირბის ბენზოთი ტრამპს გაუხსნია სეზონი ნარმომ ასფალტის მაგივრად ტალახს მოფინა მძორები სადაც ლარს უნდა გაევლო იქ ეხლა წვანან ღორები მუქთამჭამლობის დრო დადგა პატიოსანი მოცდება ლარმა დაიწყო ოცნება ქოციც ნაცივით ბოზდება |
Posted by: annavita 6 Dec 2016, 23:42 | ||
Apoptosis
ცუდი არ მჭირს არაფერი.. ასე მითხრა დეკემბერმა: "თუ ბევრს ხუმრობ -გათბებიო- ეს არ იცის ძალზე ბევრმა" სამი თვე და პლიუს მარტი უსაშველო გველის თოვა... ჰოდა ხუმრობებით გავთბეთ, სანამ გაზაფხული მოვა <3 |
Posted by: MOSHAYIRE 7 Dec 2016, 20:40 | ||
სამს პლიუს ერთი - ნამეტანი გაგვიმეტე მინუსიზა კანკალიზა, ძიგძიგიზა ხველასა და ვირუსიზა
|
Posted by: annavita 8 Dec 2016, 20:35 |
MOSHAYIRE ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქართული პოეზიის მესამედი მხოლოდ ამინდს ეძღვნება და გულით მინდა მე ცა -მეტი... არ უღრუბლო-ღრუბლიანი არც მზიანი-მთვარიანი, ცა, რომლის ქვეშ არ აწუხებთ დოლარ-რუბლ და ლარიანი |
Posted by: MOSHAYIRE 9 Dec 2016, 14:38 |
Gამე იყო მთვარიანი..... ჯიბეში მაქვს ლარიანი მე თუ მოშაყირე მქვიან შენ ყოფილხარ დარიანი |
Posted by: annavita 12 Dec 2016, 23:56 | ||
ღამემ ლურჯ მოსასხამზე მთვარის შეიბა ბროში ან ქი უწყიან ცხადლივ– არ მაბადია გროში ფული მან მოიგონა /დარჩეს მოდი ჩვენ ორში/ რომ მივეჯაჭვოთ სივრცეს, რომ ვერ ვიცხოვროთ დროში
<3 |
Posted by: MOSHAYIRE 13 Dec 2016, 13:18 |
მთვარე ანათებს როგორაც ბროში გუშინწინდელი მივირთვი ბორში ეგდო კომაში თეთრ თოვლზე კომში მას შესცქეროდა იმედით ბომჟი და მე მივხვდი რომ ისევე მომში.... |
Posted by: annavita 13 Dec 2016, 21:55 |
არ ზაფხულში, არ ტროპიკში - გარეთ როცა იდგა თოში დამესიზმრა რომ ყინულის /იქნებ ბროლის/ მეცვა ქოში ჩემს წინ იდგა რაინდი და გამოხედვა ქონდა ქუში.. თქვა:"მესამე დღეა ბორშს ვჭამ, თუმცა მენატრება სუში" ვეღარ მოვასწარი მეთქვა- "წავალ, ვითევზავებ, მოგი..." გამეღვიძა რადგან...ნწ, ნწ, რა ბედ-იღბლის არის ზოგი... ....... |
Posted by: MOSHAYIRE 13 Dec 2016, 22:24 |
ქე ყოფილხარ კონკია... ბროლის ხმა ხო ზვონკია გაგაღვიძა მისმა ჟღერამ... კი შევჭამდი ახლა ჭერამს |
Posted by: annavita 13 Dec 2016, 22:49 | ||
MOSHAYIRE
რასაც მღეროდა კონკია, ახლა ზარად აქვს ნოკიას.. |
Posted by: RedJack 13 Dec 2016, 23:04 |
|
Posted by: annavita 13 Dec 2016, 23:55 |
MOSHAYIRE გელოდე და არ მოხვედი აქ პაუზის დადგი შირმა :/ შემომსვლელმა დაგვიწუნა ლექსი, როგორც ხურმა- ვირმა |
Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 11:45 |
შემოვედი რადგან მესმა ვიტავ, შენი ძახილია შემომსვლელმა ვერ გაიგო ჯერაც, ხურმა რა ხილია |
Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 12:02 |
რაღაცის სუნი მეცა... გუშინწინდელი ბორშის? აფსუს! თხელ ლობიანებს გეახლებოდით ლორში. კომშივით ება მთვარე ღამეს თუ როგორც ბროში? -არ ვყიდით გენაცვალე აიფონ 7-ებს ხბოში! )) |
Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 12:24 |
ნიპონჯან 3 წლის შემდეგ გაცვალე მაგი 10-ში ბორშებს და ბროშებს ახსენებ ბრალს დაგდებ პლაგიატში |
Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 13:59 | ||
MOSHAYIRE აბა დათვალე მიდი აიფონ 1-ში,.. 10-ში სანამ 10მდე მისთვლი ქე ჩაგაბარებ ჯართში! 7ზე და 8ზეც ვიცი ქიწმაწურების ქიცი მაგრამ არ მინდა მერე დამიწყებ ღლიცი ღლიცინს! ))
თქვენსას ვციტირებ თვარა მაგი მომივა თავში?!! |
Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 14:32 |
ავარდა აიფონ 10 ჩავარდა ბორშის ქვაბში მაგ შენს აიფონ 7-სა გავცვლი აიფონ რვაში |
Posted by: nipponcaucasus 14 Dec 2016, 18:15 | ||
MOSHAYIRE
კომშზე თქვი ისევ კომშზე! |
Posted by: annavita 14 Dec 2016, 18:56 | ||
MOSHAYIRE
რასაც ამბობ მართალია, ზოგის ცურვა -ფართხალია .. |
Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 20:54 |
annavita ზოგის ლექსი იმფერია- იმ ბორშში რო ჭარხალია |
Posted by: annavita 14 Dec 2016, 20:58 | ||
MOSHAYIRE
პური ვჭამე მდნარი ყველით გადამცდა და მოვკვდი ხველით. მოვკვდი მაგრამ ქე აღვსდექი რადგან მიმსვლელ–მომსვლელს ველით |
Posted by: MOSHAYIRE 14 Dec 2016, 21:07 |
annavita იგი წავა და სხვა მოვა...- ხომ გაგიგია კარგადა წრუწუნამ ყველი დაჩითა ღია არ დაგრჩეს კარადა |
Posted by: მთავარსარდალი 17 Dec 2016, 10:45 | ||||
nipponcaucasus
რომელ წონაში კაფიობ, ეგ კიდევ გასარკვევია. ბევრს ვიცნობ, ბუზის წონა აქვს, მაგრამ ტრაბახი სჩვევია.
რა მექნა, შემოვმხტარიყავ კისკისითა და მღერითა? სახე მაქვს მკაცრი ასეთი, ბუასილს ვარჩენ მზერითა |
Posted by: MOSHAYIRE 18 Dec 2016, 15:50 |
დეკემბერი არი.ყინავს ჩვენ ვფხიზლობთ და დათვებს სძინავთ |
Posted by: nipponcaucasus 19 Dec 2016, 21:34 | ||||
მთავარსარდალი
(წონის კონტექსტი სქეს იყო) თუმც "ბუღაც" გარს ახვევია გამოვალ ბუღის წონაშიც სუსტს მოხვდეს მოსახვედრია!
მკაცრი იერით შემოხველ თავზე თმის არცერთ ღერითა. საგოლე ყუვები გცვივა მაგ პროქტო-მზერულ ღრენითა. )). |
Posted by: MOSHAYIRE 25 Dec 2016, 13:00 |
მოდის სანტა კლაუსი ჩვენთან თავის ამალით მოაქვს ტკბილეული და ერთი დიდი მამალი ვიყოთ ბედნიერები სავსე გვქონდეს ხალამი და მთელი წლის მანძილზე არ დაგვჭირდეს წამალი!!! |
Posted by: nipponcaucasus 26 Dec 2016, 12:25 | ||
სად ხარ თეთრი ნაბადით დიტოს თოვლის პაპავ? საახალწლო კაბათი კალთას მჯდარო ცქნაფავ. ნუთუ უმუშევარი დარჩა პაპა, მწუხარი?! უთხრობს თუთუნს მთვლემარი და ყურს უგდებს ბუხარი. |
Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 12:47 |
პაპაა თუ კლაუსი მოდის თავის ნებით ვაწკაპუნე მაუსი გაჩნდა საჩუქრები გადალახა მთები და გადასცურა ზღვები გაახარა ჩვენები და არ დაჩაგრა სხვები |
Posted by: annavita 26 Dec 2016, 16:29 | ||||
MOSHAYIRE
იგი წავა და სხვა მოვა– ჩვენს მთავრობაზე არ ჭრის ყველი წყლად იქცა გადაჰყვა ლარს, რძეზე უფრო აჭრილს.. :/ მთავარსარდალი
მე არ ვიჯერებ სიტყვას, ვით იჯერებენ სხვანი.. თქვი, დაჟინებულ მზერით თუ განგიკურნავს სვანი? |
Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 16:51 |
annavita შეახვიე ყველი პურში ნუ გადარდებს ლარის კურსი თოვლის პაპა მობრძანდება ჩაგვიხუტოს უნდა გულში ისე კურსი გამოსწორდა უფრო მყარი იყო გუშინ |
Posted by: annavita 26 Dec 2016, 17:22 |
MOSHAYIRE ქე ვიტყოდი /თუმც ზრდილობის ეგ არ ჩამეთვლება ქულად, მაინც ვცდი ცენზურის დაცვით– გვენძრის ენერგეტიკულად!/ ... ... |
Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 17:36 |
annavita ნუ დაჰკიდნე თავი და ნუ შეგიპყრო ნაღველმა თემა არ მიატოვოს შემთხვევითმა მნახველმა მოვა წელი ახალი კარგს მოიტანს მამალი!!! |
Posted by: annavita 26 Dec 2016, 19:40 |
MOSHAYIRE მე მადარდებს განა თავი– ავიდუღებ დავლევ ჩაის. შიმშილით რომ ავადდება ბავშვი, მტანჯავს და მსპობს ა ის ... |
Posted by: MOSHAYIRE 26 Dec 2016, 21:56 |
annavita დაე ყველას ქონდეს პური და იმედით ძგერდეს გული ძველ წელს დარჩეს ყველა ვალი- აქვე მინდა რომ გისურვოთ ბედნიერი მომავალი |
Posted by: annavita 26 Dec 2016, 22:12 |
MOSHAYIRE გაზაფხულზე დაწყებულმა თემამ გადაშალა ორმოცდაცხრა გვერდი, მეც გოზინაყს მოგაგებებ ბაგეს გეტყვი– ასე ტკბილად დამიბერდი |
Posted by: MOSHAYIRE 27 Dec 2016, 11:45 |
annavita რითმის ძალა შეგვეწიოს ყველას ვინც ამ თემას დაამჩნია კვალი დღეს თუ მუზა გაებუტა მავანს დე იმედი ქონდეს ნათელ ხვალის! |
Posted by: annavita 27 Dec 2016, 19:44 |
MOSHAYIRE ამინ! თუკი მუზა არა - ღმერთი შეეწიოს, ლელაა თუ გივი. მომავალ წელს მოეტანოს გაცი- ლებით უფრო მეტი პოზიტივი .. |
Posted by: MOSHAYIRE 28 Dec 2016, 14:47 |
annavita ამ თემაში ვპოსტავ ამდენს მაგრამ სიტყვა ვერ მოვძებნე "გოზინაყთან" რითმში ჩაჯდეს |
Posted by: annavita 29 Dec 2016, 08:02 |
MOSHAYIRE საახალწლო სუფრა მიყვარს ხმელი ხილით, გოზინაყით თუკი სტუმრად არ მეწვევი თვალი დატკბეს მოდი, ნახვით /ნუ რითმა არც მე მომწონს მაგრამ წავა, როგორც ფოტო გოზინაყის ნაცვლად / http://radikal.ru |
Posted by: MOSHAYIRE 29 Dec 2016, 18:11 |
მაჭმევ ამფერ გოზინაყებს?!- ჩემს ბედს ძაღლიც აღარ დაყეფს! |
Posted by: annavita 30 Dec 2016, 21:44 |
MOSHAYIRE გამოვგზავნი ვინმეს ხელით, რადგან ჩემსკენ აღარ გელით |
Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 14:55 |
annavita ჩვენ გვაქვს შეხვედრის ადგილი აქ მოსვლა არის ადვილი დადე ფოტო და მივმართე მაუსი ქე გამოხვედი სანტა კლაუსი |
Posted by: annavita 31 Dec 2016, 18:06 |
ცურვას ისე გასწავლის რომ სულ არ დაგაჭირვებს აუზს – ვირტუალი გყოფნის რადგან– ნურაფერს თხოვ სანტა–კლაუსს |
Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 18:55 |
annavita ნაღდად არაა ადვილი სანტა კლაუსი ნ ა მ დ ვ ი ლ ი |
Posted by: annavita 31 Dec 2016, 20:33 |
MOSHAYIRE შორი გზიდან მოიჩქარის სცივა, გზები აბლანდვია ვერ გააგნო საითაა აშშ ან ლაპლანდია ჩემს ქვეყანას პოლიტიკა ძალზე უყვარს ნიკოლაუს თავით ხტება მშრალ აუზში, წყლით ხომ ვერ აუვსებ აუზს? ჩემთვის არ გთხოვ, ხალხისთვის გთხოვ ჩვენო ტკბილო პაპა სანტა პოლიტიკამ თოკით შეგვკრა, გაგვკოჭა და გაგვიბანტა დროზე მოდი ტკბილო სანტა დროზე მოგვიფონე თოკი, თუ მოხვალ, ხომ გადავრჩებით <3 თუ არ მოხვალ, მაშინ... ok-ი |
Posted by: MOSHAYIRE 31 Dec 2016, 21:18 |
annavita თოვლის პაპამ მოგვიტანა ათასგვარი "ბომბაჩკები" მე მათ ხმაურს შევიყვარებ კიდევ ეეთხელ რომ გავჩნდები |
Posted by: annavita 31 Dec 2016, 22:11 | ||
MOSHAYIRE
ორი დღეა გადაბმულად რაც ქუხს, როგორც ქვემეხები. როგორც გინდა იხალისე ოღონდ მე ნუ შემეხები სულსწრაფობა, უზრდელობა ნეტავი ჩაბარდეს წარსულს, ჩვენს სამშობლოს მე ვუსურვებ ზრდილობიან ძეს და ასულს ! |
Posted by: MOSHAYIRE 1 Jan 2017, 00:27 |
annavita როგორც იქნა მოვიდა ეგრე! თემაში კი მე ვიქნები მეკვლე!!! |
Posted by: annavita 1 Jan 2017, 11:19 | ||
MOSHAYIRE
ახლა ქართულ ფილმს ვუყურებ /მეკვლეს/ და მაგრად ვხარხარებ შემოდგი ფეხი, გვითხარი რა მოგაქვს რით გაგვახარებ? |
Posted by: MOSHAYIRE 1 Jan 2017, 15:11 |
annavita მომაქვს გზინაყები მაწონი და ნაღები ტკბილეულის ყუთები და რითმების ფუთები/არა სეკენდ ჰენდი/! |
Posted by: annavita 1 Jan 2017, 20:46 |
MOSHAYIRE ავადა ვარ ავად ველოდები ნაღებს თუ არ მოხვალ თავად, კარს ქარი გა აღებს. ამიტაცებს ხელში მომთხოვს სულ ერთ ცეკვას- როცა პურს მთხოვს ვინმე როგორ მივცემ მე ქვას? ვეცეკვები რამეს.. თუნდაც ცეკვა "ჩა-ჩა"-ს რომლის მოგონება შორს, წარსულში დარჩა. Torna A Surriento |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 20:25 |
annavita აპ აპ აპ აპ ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია ახლა რამფერ განვასხვავო ვარდი ვარ თუ კამელია |
Posted by: annavita 2 Jan 2017, 20:37 |
MOSHAYIRE შეგერგოს და გაჯანმრთელოს რასაც ჭამ-სვამ, რისკენც ილტვი, მე კი სიცხე მომედო და მგონი გადამიწვა ფილტვი გელოდი და ვწრიალებდი ხან ორივე, ხან ცალ გვერდზე შენ ადესას რომ წრუპავდი წამომიღე ბოთლით მე რძე? |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:21 |
annavita მოგიტანე რძე და თაფლი მოვაყოლე ტორტი ვაფლის ხომ არ იცი რად დახურეს ის ჩვენი ოპერა საპნის?-8+ მოშაყირემ ანას უთხრა სურდოს გამო გიჭირს სუნთქვა?! |
Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:30 | ||
MOSHAYIRE შაყირასთვის ანას უთქვამს ოო ძლიერ მიჭირს სუნთქვა..
ეს სადაა გამახსენე ნუ ენდობი ბოროტ ენებს |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:37 |
annavita ხელოვნურ სუნთქვას ეხება ესა ასე დაწერა ფეისბუქ-პრესამ |
Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:40 | ||
MOSHAYIRE
ეს რაარი? მასრა არი ) მასრას უკან კასრა არი კასრას უკან კალოა კალო მოჭედილია კვიცი დაჭედილია /ხალხური გამოცანა/ |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:44 |
annavita რა არის კვიცი?- არ მთხრა! ვიცი! |
Posted by: annavita 2 Jan 2017, 21:44 | ||
MOSHAYIRE
მაგრამ უფრო მახრჩობს ხველა შეგიძლია ჩემი შველა? * * * ძლივს გამოვცალე ჭიქა– ლიმონიანი ჩაი ბოლო ყლუპი რომ მოვსვი შვებით ამოვთქვი - "ვაი ჰ!" |
Posted by: MOSHAYIRE 2 Jan 2017, 21:54 |
annavita მზე გარეთა მზე შინა მეც იგივე დღეში ვარ... |
Posted by: annavita 2 Jan 2017, 22:18 | ||
MOSHAYIRE
უჰ , ეგ რა თქვი.. ცუდია.. თანაგიგრძნობ ფრიად... /უცბად რითმა დავკარგე პირი დამრჩა ღიად../.. |
Posted by: leluuu 3 Jan 2017, 01:31 |
გოზინაყი გავაბრტყელე უკვე, კრემიანი ნამცხვარიც კი მზად მაქვს ბაჟე, ფხალი, საცივი და ტოლმა მაგიდაზე სათითაოდ გამაქვს. ახალი წლის საღამოა მშვიდი ჩემი ქმარი ალბათ სადღაც თვრება, თენგო ისევ პურის რიგში იბრძვის ჩემი შვილიც ძმაკაცებთან რჩება. ჩამოვჯდები, ტელევიზორს ჩავრთავ ვიღაც ქალი ნუტრიის ბეწვს ირგებს ოლივიეს გადავხედავ მკაცრად ზალიკოს ხმას დიკოც ვეღარ იგებს. ტოლმა, ფხალი, საცივი და ბაჟე ყველაფერი მაცივარში ჩავდე. |
Posted by: annavita 3 Jan 2017, 11:37 | ||
leluuu
უფრო სწორი იქნებოდა ალბათ- "ყველაფერი მაცივარში შევდე". კარგი, როგორც არის. კვლავაც გააგრძელე დეტალურად- შემდეგ? >>> ...... დაგავიწყდა მოგელოცა ჩვენთვის ახალწელი, როგორც დიდ ხნის უზერს. დღეს რას შვება ოჯახობა, ჭამეს? ვინ ბანაობს, ან ტელეს ვინ უმზერს? >>> გილოცავ ახწელს |
Posted by: MOSHAYIRE 3 Jan 2017, 13:14 |
leluuu პურის რიგი ხომ ჩაბარდა ნამყოს იქნებ თენგო ნაძვის ხეებს აწყობს? annavita პირის ღიად დარჩენა არ ვარგა და არ გინდა ვშიშობ არ დაგემართოს უცაბედად ანგინა |
Posted by: leluuu 4 Jan 2017, 00:17 |
annavita მოგილოცავთ ორიათას ჩვიდმეტს, გისურვებთ რომ ლარი იყოს მყარი არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა, სიტკბო, სიხარული, ბარაქა და ხვავი. მარტო შევხვდი ახალი წლის დილას მე და ჩემი ძაღლი გარეთ ვვლიდით და ფანჯრიდან გადმოყრილ ნასუფრალს სათითაოდ, ცრემლის ფრქვევით ვთვლიდით. MOSHAYIRE ორ იანვარს გავიარე გარეთ ვიღაც იდგა ისევ პურის რიგში სტუმარი ჰყავს მარტვილიდან თენგოს და ათენებს ისევ პურზე ფიქრში. |
Posted by: MOSHAYIRE 4 Jan 2017, 11:41 |
leluuu ელიტარულ წრიდან ვარო და ითვლიდი ნამცეცებსო თენგოს მოსწონს გამყიდველი ნახე თვალებს აცეცებსო |
Posted by: MOSHAYIRE 5 Jan 2017, 18:39 |
annavita ანავიტა, ამ ახალ წელს რომ დაგჩემდა ხალტურა დამნაშავე შენა ხარ თუ შენი ტემპერატურა? |
Posted by: Levanchuk 9 Jan 2017, 12:52 |
მოგესალმები ყველას ოხ რა ვუთხარი თელასს სამჯერ ჩამიქრო შუქი ოთახი გახდა მუქი |
Posted by: Apoptosis 9 Jan 2017, 14:04 |
გილოცავთ ახლებო და ძველებო, მამრებო და მდედრებო. მძახლებო და მოყვრებო. გამხდრებო და სქელებო. და კიდევ სხვანოო და სხვანნოოოოო |
Posted by: nipponcaucasus 9 Jan 2017, 14:17 | ||||||
leluuu კარგად რითმავ ლექსებს ჩემო ლელუ ყურს ნუ უგდებ სოფლელების კრებულს!
ზოგს კარი ზევით ეხდება ზოგ მაცივარს აქვს რიკული. ამით არც აზრი ფერხდება არც პწკარი გრამატიკული.
კედელთან უხვად მოფსმულს იქვე გადმოყრილ ამფეთქს. ბინძურ ლაშებზე მოსმულს ქათმის ძვლებსა და "სალფეთქს"! ძირს რომ იხილავ დილით აგიცრემლდება თვალი! შენ ლექსს კითხულობ ძილით თუ ჯერ კიდევა ხარ მთვრალი? ) |
Posted by: MOSHAYIRE 9 Jan 2017, 16:27 |
Apoptosis მდიდარნო და ღარიბნო ხოხობნო და არიფნო ასე გინდა გარითმო?! ეჰ... |
Posted by: nipponcaucasus 16 Jan 2017, 20:17 |
თოვლს არ იკარებს თბილისი. ზამთარში დადგა ივლისი. ზაფხულში შანსი არაა, ატმის ჩაკბეჩა ტკბილისი. აღარ მოუწევთ კახელებს წელში გაწყვეტა ზილისი. მე ყურძნის ყიდვა მახელებს ძვირის, მჟავეს და წვრილისი. ცოტა რამ მაინც მოსთოვე საგუნდავებლად ჩრჩილისი. |
Posted by: MOSHAYIRE 16 Jan 2017, 22:12 |
nipponcaucasus რა დროს თოვლია ამ იანვარში გახედე გარეთ აყვავდა ნუში ზამთარმა ცივი ზნე შეიცვალა გაზაფხულობს და გვიხუტებს გულში |
Posted by: nipponcaucasus 17 Jan 2017, 13:38 |
MOSHAYIRE თუ ვენახი ვერ იმტევნებს რას მიშველის მწარე ნუში? მინდა ბღუჯებს ვერ იტევდეთ ფულებს ინახავდეთ ჩულქში. (შენ რად გინდა თუმცა მეტი გყოფნის გასამრჯელო მუშის.) |
Posted by: MOSHAYIRE 17 Jan 2017, 17:32 |
nipponcaucasus რაო? გასამრჯელო მუშის?- სასახლეში ვცხოვრობ შუშის! |
Posted by: leluuu 18 Jan 2017, 03:21 | ||
ჩემ რითმებში რით ან რად ვერ გაერკვია მოკაფიე ქალ-კაცების ნაკრებია? ჩაიარა ახალმა და ძველმა, ახლაც ვდაობთ - საჭიროა ორი? თუმცა თონეს ისევ არ აკლია შოთები და შებრაწული ღორი. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, დროა სანამ მოვა წელიწადი ძაღლის (2018) და ბავშვებთან ერთად ჩამოვშალოთ საახალწლო მორთულობა სახლის. |
Posted by: nipponcaucasus 18 Jan 2017, 15:13 | ||
MOSHAYIRE
უჰ! ვიცი კაცო მოიბეზრეთ ალბათ, ამ ახალწელს ბლომანჟე და სუში. მგონი ჩაის ატანთ სუხარს დამბალს გოუცრელი ჭადის დამწვარ სუნში. ) ნახელავი წმაწურს მოსდის წუნში დრო ატარებ რითმულად პრუწუნში. ) |
Posted by: MOSHAYIRE 18 Jan 2017, 19:07 |
nipponcaucasus ვაკნატუნებ სუხარს ვეფიცხები ბუხარს შენ კი ბალზე ზიხარ და ჭამ ალიბუხარს |
Posted by: nipponcaucasus 20 Jan 2017, 10:24 | ||
MOSHAYIRE
რითმას თუ წერ მქუხარს წმაწურს გული უხარს. |
Posted by: MOSHAYIRE 20 Jan 2017, 15:32 |
nipponcaucasus სად დაიკარვნენ წევრები თემის გულშემატკივრები? ხომ არ შეეხოთ კრიზისი? ხომ არ არიან მშივრები?! |
Posted by: MOSHAYIRE 29 Jan 2017, 13:30 |
მოყინულ გზათა მოვლით პალტოზე, ქუდზე თოვლით მოვედი - არვინ დამხვდა ერთი ლექსი რა გახდა?! :O :-D |
Posted by: nipponcaucasus 31 Jan 2017, 19:45 | ||
დღეს გნახე პირველ პლატოზე, შენი თმა ამყვა პალტოზე. ლექსი დავწერე ლაპტოპზე. აქ დავსვი ორმაგ სალტოზე. |
Posted by: MOSHAYIRE 31 Jan 2017, 20:53 | ||
nipponcaucasus
რა ფერი იყო თმის ღერი? წითელი? მწვანე? რძის ფერი? |
Posted by: nipponcaucasus 2 Feb 2017, 10:57 | ||
MOSHAYIRE
თქვენი თმა გადავაგზავნე სამხარაულში დასკვნაზე: -შეუღებია ვაგზალზე ბუღა გიულას 3 ლარზე. სტილ იყო გამარჯვებული, ჯერ ბანძას, მერე კინტრიშსა, ფერ ჰქონდა ჩამჟავებული კეჟერა ფხლის თუ კიტრისა. ----------------- *** მე ბროწეულის ფერები მიყვარს, ფერი ვნების და ფერი სიმორცხვის. ქალწული მზე რომ დაფერავს მყინვარს სანამდე სიცხეს ამოიცოხნის. |
Posted by: MOSHAYIRE 2 Feb 2017, 20:58 | ||
nipponcaucasus
ყალბია დასკვნა - რასაც ველოდი! თავხოტორა ვარ თითქმის მელოტი! |
Posted by: MOSHAYIRE 3 Feb 2017, 23:19 |
annavita leluuu Levanchuk Apoptosis nipponcaucasus გამოვაცხვე კექსი დაგპატიჟეთ ყველა რატომ არ მობრძანდით ხომ არა გაქვთ ხველა? |
Posted by: nipponcaucasus 10 Feb 2017, 21:05 |
კექსს რომ დადებ სტოლზე რო ამოყრი ხინკალს, კრაოტის ქვეშ პოლზე უქომაგე ხირხალს! |
Posted by: MOSHAYIRE 10 Feb 2017, 21:24 | ||||||
nipponcaucasus
|
Posted by: nipponcaucasus 10 Feb 2017, 23:20 |
MOSHAYIRE არაა ცუდი აზრი მარა, მღვდელმა ამწუთს მაზიარა. |
Posted by: annavita 11 Feb 2017, 00:10 | ||
MOSHAYIRE
ჩემთან იდგა ხვატი. არსად იყო ჩერო. თქვენ დროს ატარებდით სიცხე მწვავდა მე რო.. |
Posted by: MOSHAYIRE 11 Feb 2017, 17:35 | ||
annavita
ამ ზამთარში ნეტა რად ეძებდი ჩეროს? ანდა უღალატე რად მაგ კალამ-პეროს?! |
Posted by: BaTuMiFuN 11 Feb 2017, 20:07 | ||
annavita
ფეხი რად დაისველე ქუდი რად არ გეხურა მოდას რატომ აყევი სჯობდა გცმოდა გლეხურად გითხარ ფეხით არ გინდა მე მანქანით დაგხვდები გზაში რომ არ შეგცივდეს თორემ ავად გახდები ავად ხარ და ხანდახან ჟრუანტელი დაგივლის გულთან არ მიიტანო ღმერთით მალე გაგივლის |
Posted by: annavita 12 Feb 2017, 12:42 | ||||||
BaTuMiFuN
იცვი მატყლის წინდა და წინაპრების კალოში ვირუსს ვერ შეაკავებ თუნდ გაეხვე ჯვალოში იმოძრავე მანქანით- გინდა ფეხით იარე- ფარმაინდუსტრბიზნესი მაინც შეგყრის იარებს. მილიონებს მოცელავს- მიზანს არ ააცილებს აი რა შეუძლია თვალთუხილავ ბაცილებს!
გმადლობ:* ვერ მომერევა ახლა უკვე დიდი ვარ, თუმც, დღეს ვატყობ -გრიპოზის ახალ წრეზე მივდივარ MOSHAYIRE
ავად გავხდი მე როცა გადავაგდე პეროცა |
Posted by: MOSHAYIRE 12 Feb 2017, 15:48 |
annavita აღარ გახდე ავადა კაფვის ჟამიც გავა და ცხვირის ხოცვის პოზაში ქე გადახვალ პროზაში |
Posted by: BaTuMiFuN 13 Feb 2017, 23:40 |
annavita ცხვირი წმენდის პროცესით ცოტა ხომ არ დაგრძელდა კაი რამ არ მოგელის ტყავმა იცის აძვრენა უკეთ ხარ? |
Posted by: annavita 14 Feb 2017, 15:28 | ||||
BaTuMiFuN
გამოიდარა და მეც ვარ უკეთ ღმერთ ტაროსს მზიან ამინდებს ვუკვეთ MOSHAYIRE
ესაც ლირიკა |
Posted by: MOSHAYIRE 14 Feb 2017, 18:53 | ||
annavita
სადაა ლირიკა? ა...ჰო...- ირიბად |
Posted by: annavita 15 Feb 2017, 10:13 |
MOSHAYIRE აბა რა ვთქვა ირიბზე.. ამოვიდა პირიმზე http://radikal.ru |
Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 11:41 |
annavita რა ლამაზი ყვავილია პრანჭია, ტანკენარია და რატომღაც ეს პირიმზე პარაზიტი მცენარეა... |
Posted by: annavita 15 Feb 2017, 12:03 |
MOSHAYIRE მაშინ გაჩნდა,მინერალი რომ არ იყო და არც მიწა მაშინ, საარსებოდ ცოცხლებს ღმერთმა ერთმანეთი მისცა მაგრამ როცა მინერალი გაიფინა მთად და ველად ზოგ მცენარემ ყოფა განგრძო პარაზიტად - სარეველად :ეზოთერული კაფია: |
Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 12:20 |
annavita გვხვდება კლდეზე გვხვდება ველად ეს ყვავილი სარეველა :ბოტანიკური კაფია: |
Posted by: annavita 15 Feb 2017, 12:24 | ||
MOSHAYIRE
მაგრამ რომ არ გადაშენდეს ალბათ მასაც უნდა შველა :ნორჩიეკოლოგი: |
Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 12:38 |
annavita რომ გამოვაფხიზლოთ ზოგი შევქმნათ ბლოგი " ეკოლოგი" |
Posted by: BaTuMiFuN 15 Feb 2017, 21:09 |
MOSHAYIRE ფორუმზე ვარ რომ მცალია გულში დარდი იცქირება გამოცდაზე რომ ჩავიჭრა რა მიშველის? "ციტირება? " რასაც სწავლობენ მთელი თვე ერთ დღეში უნდა ვისწავლო ზეგისთვის თუ ვერ მოვასწრებ მთელი ცხოვრება ვიწვალო? |
Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2017, 21:22 |
BaTuMiFuN შენ ვინ ჩაგჭრის გამოცდაზე??? ჩააბარებ მე-8 ცდაზე ! |
Posted by: BaTuMiFuN 15 Feb 2017, 22:59 |
MOSHAYIRE არა მაქვს რითმა დაწეროს თითმა ზეგე შემოვალ რომ ამბავი გითხრა |
Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2017, 18:39 |
გაზფხულდა დადგა მარტი 8 სანთელი 1 ტარტი. - შემიფუთეთ მაღალ ყუთში და შეაბით ყელზეც ბანტი. |
Posted by: Re-hanna 7 Mar 2017, 19:51 |
გაზაფხული რომ დადგება გული იწყებს გალობასა, დაგილოცავთ ყველას 8 მარტს, გიქებთ ქართველქალობასა! |
Posted by: BaTuMiFuN 16 Mar 2017, 01:14 | ||
MOSHAYIRE
ჩავაბარე პირველ ცდაზე ქულები მაქვს ბევრი სხვაზე |
Posted by: nipponcaucasus 25 Mar 2017, 21:52 |
აღარ სწერავენ ლექსებსა გაჩერდა მეცხრე ნაწილი, არ ვწუნობთ ქალებს სქელებსა, )) თუ აქვსთ წერისა წადილი. (პირადად, მირჩივს სქელებსა გულდიდრონნი და ტანწვრილნი. ) |
Posted by: nipponcaucasus 3 Apr 2017, 21:12 |
წმაწურის კლუბში ამოველ.. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, ფიცრულში თევით, მარტოდ, სველს კალთაში ყვავი ჩამიჯდა. ლექსი ვუამბე არწივზე ისმინა, შარცხვა, დადინჯდა. სველ ტყეს ეფარა ბაცი მზე, ნისლში გაუჩინმაჩნდა. |
Posted by: Re-hanna 10 Apr 2017, 04:45 |
აქ ერთდროს ჩქეფდნენ რითმები მუზა ლაღობდა,ილხენდა. რა მოუვიდათ კაფიებს, ის ცეცხლი რატომ მინელდა? |
Posted by: nipponcaucasus 13 Apr 2017, 19:48 |
Re-hanna აჰფარებიხარ მთვარეს თუ მთვარეში ზიხარ რეჰანა? თავად ხომ მოხველ მხარეს, ჩუმს გამოგვიცოცხლე ქვეყანა. მართალ ხარ! ვლაღდით ერთხანა, მერე აიმღვრა, ეჰ ანა?! * * * *** (რომ არ დამწამონ "სად რიანა სად რეჰანა, სადმე ხომ არ მოგეფხანაო" დავწერ რიანაზეც) თემას მოვიდა რიანა სევდისფერ აახმიანა. ლექსმა აქ აიფრთიანა ცხოდ მახათ გაიყრიანა! )) |
Posted by: Re-hanna 14 Apr 2017, 03:06 |
ქალი კატა რიჰანა ვარ, მთვარის შუქზე ვუხმობ ამქარს, ვინც სხვის ბაღში კენჭებს ისვრის, იქით უყრი ემაგ მახათს |
Posted by: leluuu 17 Apr 2017, 16:20 |
ქრისტე აღდგა თუ აღსდგა ვერ გარკვეულა ერი, ყველა იჩემებს ბრძნობას ჭკვიანია თუ შტერი. --------------- კაფიებს ხალხი მოაკლდა ხომ არ დაგიშრათ კალამი, ალესეთ კლავიატურა ყველას გულთბილი სალამი. |
Posted by: BaTuMiFuN 17 Apr 2017, 20:53 |
გაზაფხულის საღამოა მშვიდი ახლა კაკრაზ ცხრას უკლია შვიდი |
Posted by: Psychoanalysis 19 Apr 2017, 10:52 |
ტაში ტუში ტაშებიო მაშველს მიჰყავს ნაშებიო |
Posted by: BaTuMiFuN 19 Apr 2017, 20:56 | ||
|
Posted by: nipponcaucasus 19 Apr 2017, 21:39 |
BaTuMiFuN Psychoanalysis Re-hanna leluuu ბათუმ, ფსიქო, ჰანა, ლელუუ Si vis pacem, para bellum. ბათუმს: რავა დაგცდა "შვიდი" სადღაც მგონი ლექსპრომტს ფშვნიდი! (: აქ კი ალბათ მხოლოდ გვერდებს გადაშლიდი, გადმოშლიდი. ტერენტი თუ ასე მოგწონს, არ აგცდება პანაშვიდი. (: ფსიქომ დასცხო ტაშებიო -წაიყვანეს ნაშებიო! დაგიტოვეს მისახედად კამერა და საშტვენიო? ჰანავ, უკვე კატის ნიღბით! ისე იქნევ ემაგ მახათს, მგონი უკვე ღვედებს მიღრღნი.. გამიხდები მერე გლახათ. ლელუუ აბა რა მოგწერო, რომ არ მახსოვს თქვენგან ბზარი? მუდამ ტკბილი გაქვთ კენწერო თეთრი ხართ და პირმწყაზარი. )) |
Posted by: BaTuMiFuN 20 Apr 2017, 22:40 | ||
nipponcaucasus
|
Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 11:10 |
nipponcaucasus შენ ქალი კატა გრძნეული ასეთი სუსტი გგონია? კატას რჭყალებიც რომააქვს ჯერ არსად გაგიგონია?! * * * ბრჭყალებიიიი!!!.................. |
Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 11:16 |
Re-hanna კატა კი მიყვარს, ნაგრამ შენ თუ ავი კატის ფორმით ხარ ბარემ ასაკიც დაწერე თორემ მე ფისო მგონიხარ |
Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 12:14 |
27 შემისრულდა! მეტი აბა რა ვთქვა კიდევ? ფისო ვარ თუ კატუნია ახლა თვითონ გადაწყვიტე! |
Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 14:30 |
Re-hanna ასაკი გქონია ნამდვილად კარგი ჯერაც ფისო ხარ ახლა ზრდი ბრჭყალებს შენ ნუ გექნება ნურაფრის დარდი ნუ აუყვები მეზობლის ქალებს ჩამოირბინე ბათუმში ხოლმე თუკი ისედაც არ ცხოვრობ ახლოს კარგია თუ ახლა პირობა მომე 'ზნაჩიტ''შენს გულში იმედი სახლობს |
Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 16:57 |
არ დაგავიწყდეს ბრჭყალები არ აგერიოს თვალები! იოლ პირობის მ ო მ ც ემ ნ ი მანდ გეყოლება ქალები. * * * მოდერ ამ იუზერს ვორნი რა გთხოვ!არაკორექტული მოქცევისთვის. |
Posted by: BaTuMiFuN 21 Apr 2017, 18:42 |
მოდერ არ გაბედო არაკორექტული ვორნი |
Posted by: nipponcaucasus 26 Apr 2017, 14:54 | ||
Re-hanna
ფისუნია კატამ თევზი ჭამა მყრალი. სახე ჰქონდა მწყრალი გამომიყო ბრჭყალი. თუ დავუწყებ ღუტუნს, აიტეხავს კრუტუნს. რა გაუძლებს მერე ამის ლექსის პრუტუნს? ) |
Posted by: Re-hanna 26 Apr 2017, 22:54 |
პრუტუნი'კრუტუნი მყრალი თევზი, ფუუ! ეს რა უნიჭო დაწერე ლექსი. |
Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 00:45 |
“ეს რა უნიჭო დაწერე ლექსი“ ყურთან წუოდა კოღო კულექსი.))))))) |
Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 01:33 |
უაზრო რითმა,უაზრო ლექსი გამოგივიდა ყალბი რეფლექსი |
Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 11:30 |
აკი ვთქვი პრუტუნს დაიწყებს, ლექსი. ძლივს მოვიშორე სოფლის კომპლექსი. დაბრუნდი საცა ექპრომტობს ლექსი. თან გაირეკე ცხვრები კომბლესი. |
Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 12:12 | ||
უტვინოდ ნათქვამ კაფიას სჯობს არ დაწერო სულ ლექსი IQ ნოლი გქონია გაწუხებს სოფლელთ კომპლექსი |
Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 14:21 | ||
შენ რამდენი გაქვს IQ ტყაპუჭიანო ფისუნი? კალოშებში ხარ, - like new! ნაკელისა და ფსლის სუნით. ))) ჩაუჯექ რითმებს სოფელში ამბებიც მაჰყევ კრუსუნით. იქ ლექსეთ წუწუნ-პრუწუნით. დარბაზში, სავსე წრუწუნით. )))))))) |
Posted by: BaTuMiFuN 27 Apr 2017, 14:36 | ||
|
Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 15:49 |
ჩაღლევებული სასტავის სიცილქიქრქილი მომესმა თუ ქვესაფსია არა ხარ აქვე დაწერდე. ნომერსა ბოსელიიიი ოეეეეე! |
Posted by: BaTuMiFuN 27 Apr 2017, 16:25 |
მოდერი ჰყავს საერთოდ ამ განყოფილებას? |
Posted by: nipponcaucasus 27 Apr 2017, 16:47 | ||
Re-hanna მოსჩანხარ შეხურებული, მგონი ვერ ზომავ ფონებსა! ღლეობებს შეხუმრებული, ძველი ბიჭების ნორმებსა. აჰკრიფე გუდა ნაბადი იქ დაეც საცა გმონებსა, აქ ნუ მამისპე ჟანგბადი გიწუნებ ფერომონებსა. )) * * * BaTuMiFuN
კი, ჰყავს! მერე? თუ კაფიობ სთქვი რამე! |
Posted by: Re-hanna 27 Apr 2017, 17:33 |
წმაწური განყოფილება უწმაწურად ვინ აქცია? ჯოჯოხეთს გამნრიდებული შემოპარულა მაქცია |
Posted by: აუტისტი 30 Apr 2017, 19:05 |
მთამ თქვა - კაფია ჩემია.. სუფთა გულითა თქმულიო.. სხვა ყველაფერი - ჭიჭყინი, ენის ტრიალი სრულიო... სიტყვა დაგიჭკნათ როგორაც ყოილი გადარგულიო.. ერთი ისეთი იუბნეთ - რომ აჰყვეს ჩემი გულიო.. |
Posted by: AMAZONKAA 5 May 2017, 11:33 |
უდაბნოში ვარდის ძებნა ცოტა უცნაურია, სარეველა მოსდებია სულ გადაუბურია. |
Posted by: nipponcaucasus 22 May 2017, 21:20 |
როგორც ზამთარს მწერები, დაიფანტნენ მწერლები! მმმ..?! ვფიქრობ ლექსი დავწერო თუ გავიპარსო წვერები. |
Posted by: Mr-Raptor 2 Jun 2017, 16:27 |
nipponcaucasus წვერი მქონდა გასაპარსი,არა მქონდა ქაფიო, ბრიტვა მქონდა თუმც რათ გინდა ვერ ავწიე ტრაკიო |
Posted by: nipponcaucasus 3 Jun 2017, 17:29 | ||
Mr-Raptor
ვერ გავიგე ჩემო რაპტორ რამეს ჰფხან თუ კაფიობ? ძველებს უთქვამთ დააყეო არ გქონია რაკიო. |
Posted by: Levanchuk 7 Jun 2017, 14:36 | ||
თუ არ დაიშლი პოსტვას და იქნები სუპერ მემბერი, არ მოიპარსავ წვერებს და დარჩები მუდამ ლამბერი |
Posted by: Re-hanna 9 Jun 2017, 09:19 |
მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი. თუმც ძალიან მეზარება, სამსახურში ჰერიჰერი |
Posted by: nipponcaucasus 11 Jun 2017, 21:03 |
მოდის ცხელცხელი ივლისი სეტყვამ დაჭეჭყა თბილისი ფბ-ზე იდო კლიპია "ვაიმე ჩემო პიპია!" |
Posted by: Levanchuk 13 Jun 2017, 10:26 | ||
ვერ ემპიატი გადარჩა, ვერც პაპაჩემის ვილისი |
Posted by: nipponcaucasus 14 Jun 2017, 05:02 | ||
Levanchuk
კარგი გაქვს ლევან პადაჩა თვალი დაგადე ხიბლისი. ჩემი მაშინა გადარჩა გარაჟში მედგა ძილისწინ. |
Posted by: Levanchuk 16 Jun 2017, 11:00 |
ექიმთან მიმყავს პიპია, ექიმი სტრანი ტიპია |
Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 01:13 |
please wait please wait please wait please wait * * * please wait please wait please wait please wait |
Posted by: Apoptosis 19 Jun 2017, 23:34 |
რა საამოა ღამის ელჭექი... კავშირს გააბამს მთვარე კრამიტთან. და აღგზნებული მწვანე ბალახი, ცვარს უღალატებს... წვიმით დაიბანს. გამოღვიძების დროა |
Posted by: nipponcaucasus 21 Jun 2017, 20:07 |
სახურავიდან წვეთავდა წვიმა ჯერ გაჯი ახსნა მერე ცემენტი. შიშით და განცდით გონებაცივმა გადვაფარე კრესლოს ბრეზენტი. |
Posted by: nipponcaucasus 26 Jun 2017, 16:56 |
წყურვილი მკლავდა ნაბახუსევზე; ვერ მშველის ღვინო, ვერც მჟავე წყალი. ვფიქრობ ჩემს თავთან მფრინავ ბუზებზე იქნებ შეჭამდეს სესეს მერცხალი. მიმჟავებს სახეს ჟორას ცოლის ხმა (ქალის მუდმივად ბედზე გამწყრალის) წარბს სველი ხელის მაჯით რო იფხანს და თითს სწვეთს წინდის განარეცხალი თვალებს დავხუჭავ, ვერ კი ვხრი ხელფეხს ფიქრს ვაიძულებ ვარდისფერ ამბებს ქონებას ვუყოფ დღეს პირველ შემხვედრს, თუკი დამიცობს ყურებში ბამბებს. მომენატრება შენი ტრიალი, თვალცელქობით და წითელი კაბით. და მთელი ღამის ორომტრიალი რიჟრაჟის პირს რომ ალერსით ჩავტკბით. ))) |
Posted by: AMAZONKAA 27 Jun 2017, 10:33 | ||
კარგია!!!!! )))))))))))))))))))))))))))) |
Posted by: Levanchuk 30 Jun 2017, 09:51 |
ლუდი მომინდა, მჟავე, ყველის ნაწნავი, სუში, კაფე გავცვალე ფულში, ცოტა გრილოდა გუშინ |
Posted by: nipponcaucasus 30 Jun 2017, 19:28 |
აყვავებულა მდელო აყვავებულა ნუში ფულს როცა ჰყოფნის კაცი სახელად ჰქვია მუშნი. :დ |
Posted by: AMAZONKAA 1 Jul 2017, 03:08 |
ხვალიდან ალბათ იქნება ქარი, ხვალიდან ალბათ მეც შემცივდება აღარ მოველი და აღარც ვნაღვლობ ვგრძნობ ჩემი ფიქრი როგორ მშვიდდება. ქარი წაიღებს ამ მსუბუქ სევდას, ამით ეს სული არ დაკნინდება, აღარც იდარდო,აღარც იგლოვო რაღაც მთავრდება,რაღაც იწყება. |
Posted by: DJK 2 Jul 2017, 12:10 |
ჰსჰსჰსჰსჰსჰსჯსჰსჯსჯსისყცგცგცგცგცგცჰსჰსჰსჯსჰსჰდგდ |
Posted by: AMAZONKAA 2 Jul 2017, 15:33 |
Djk Dajeki oriani მართლწერაში |
Posted by: nipponcaucasus 4 Jul 2017, 20:08 |
დღეს თფილისს ჰქონდა სიცხე 40, ხოლო შენობებს ციებ-ცხელება. ვარაზის ხევი მუხლზე დგას ლოცვით. და ცდილობს კუპრის ამოხველებას. |
Posted by: Uxeiro 21 Jul 2017, 14:17 | ||
ტანკას მოჰგავდა ბოლოში, თანაც ახსენე სუში, იაპონელი ხომ არ ხარ, თვალებით, მსგავსი ნუშის? |
Posted by: nipponcaucasus 21 Jul 2017, 21:40 |
საკვები არის სუში სამურაის და ნინძის... ლოქო შევჭამე გუშინ ნიორითა და ქინძით ))) "მე პატრონმა ამისთანა ზღვის" მეეეე პატრონმა ამისთანა სუფრის, ამისთანა ღვინისა და იმისთანა ხმის. ვის მივბაძო?! ამომავალ მზის რესტორნიდან რომ გამოვალ და შიმშილი რომ მღრღნის?! |
Posted by: პრისტავი 26 Jul 2017, 12:06 | ||
nipponcaucasus
ტოჟე მნე იაპონია, აგერ არ არი ხონია? |
Posted by: nipponcaucasus 26 Jul 2017, 20:14 |
პრისტავი შენ რომ გგონია ცხენი პონია, ცხენი ცხენია პონი პონია. (გზა კი დაგიგო იაპონიამ სამტრედიიდან-ზესტაფონია) |
Posted by: nipponcaucasus 21 Aug 2017, 16:45 |
ჩაგძინებია წმაწურო, გამოგაღვიძებ ჭამაში. წელს ღვინო უნდა დავწურო ნაპერწკლებს ჰყრიდეს მაჭარში. ) |
Posted by: nipponcaucasus 29 Aug 2017, 17:14 |
ხომლის ქედს მზე ვარცხნის და ოქროს ჩარდახი, რიონთან პოეტის სიტყვები მჭევრდება, მსუყე აქვს ოქტომბერს რთველი და ჩანახი ლომისფერ ქორწილში აზრები ჭრელდება. დელიკას საჭესთან დამჯდარა მოხევე 6 თუმნად განახებს გერგეტის სამებას მყინვარი მეტს ითხოვს ღრუბელით სახეზე ჯიუტად განგრძობს ტურისტთა წამებას. ზაფხულთან ნამრუში შებერდნენ ფოთლები, ხასხასი გასდით და სიყვითლე ეტყობათ. -"ხეჭეჭურს ძუძუებს უკოცნის დონდღლაბი" ჩამოჯდა კაკალზე ჩხიკვი და ჰყვებოდა. )) |
Posted by: AMAZONKAA 15 Sep 2017, 17:12 |
SOS! იძირება კაფიები! . |
Posted by: nipponcaucasus 19 Sep 2017, 01:02 |
AMAZONKAA სურდო აქვს ლექსებს და ანგინა კაფიას ჰყვებოდა წიგნისგან დაცლილი შკაფია. |
Posted by: AMAZONKAA 19 Sep 2017, 20:14 |
კავკასუს,ხმალი ალესე, ლექსები შეთხზე ენითა, გაგვალაღებდე,გვალხენდე რითმებით მშვენიერითა |
Posted by: nipponcaucasus 20 Sep 2017, 13:29 |
AMAZONKAA რტომ გვიღერებ ქეიბურს ჩატუშულ თვალთა მზერითა? ქალი ვიცი მე კუხნაში, ქვაბს რომ კოვზს ურევს მღერითა. ლოყა მხრით ტელზე რომ ისმენს ქმრის რჩევებს აღმაფრენითა. თან ფრთხილად ბისკვიტს უმოწმებს ცხობას ასანთის ღერითა. ქალს სილამაზით ვაფასებ და ქცევით ზომიერითა. (თუმცა მსუბქსაც რა უშავს შამპანურით და ჩერითა). |
Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 00:06 |
ამურს ვესესხე ისრები, ერთი ხარ ირემ მევასა, შორიდან ვესვრი ისარსა, თან არ დაუწყებ დევნასა. |
Posted by: fexburtistelefoni 22 Sep 2017, 00:34 |
პოეზიის ობოლ ხიდზე მიდის კალე ბობოხიძე წინ ვერა და უკან კალე კალეს რაღაც უკანკალებს რაც რომ კალეს უკანკალებს იგი უნდა თვითონ კალეს. |
Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 08:03 |
-----------------------------------------...------------ |
Posted by: nipponcaucasus 22 Sep 2017, 13:16 | ||
AMAZONKAA
დრო და ნერვები სჭირდება. მშვილდ-ისრის გამოწელვასა, თავად მოგძებნის ყურებთან, თუ გაუტკლიცავ კევასა. )). (იოლი გზებით იარე რთული აგიწევს წნევასა) |
Posted by: AMAZONKAA 22 Sep 2017, 17:49 |
fexburtistelefoni აჰ, კალე რამ გაგახსენა, ეს წარსულის აჩრდილი. მოდი,მწვადზე დამეწვიე, ირემი მყავს დაჭრილი |
Posted by: Re-hanna 8 Oct 2017, 00:26 |
არ ჩავძიროთ კაფიები გავაცოცხლოთ რითმა, სალაღობო სტრიქონი ადრეც ბევრი ითქვა |
Posted by: nipponcaucasus 8 Nov 2017, 19:36 |
ტახტს ზურგით გადავეფარე გამყავდა ასე ზანტად დრო, ტაშები ჰქონდა მჩქეფარე ბაყვით გახეთქილ საზამთროს. სადაც კი ვინმე უკანალს ხალხის წინ გააქანავებს პულტით ვრთავ ხოლმე იმ კანალს არც მომწონს და არც მანაღვლებს. ჩემმა მზემ ძმაო ლაზათში, ვერ გტოლობს ღლიღვი, ყაჯარი. ვერც კაცი გჯობნის ფრაზაში თავის დედასთან ნაჯვარი. |
Posted by: AMAZONKAA 10 Nov 2017, 12:13 | ||
ნეოლოგიზმებიიიიიიი |
Posted by: dvan 11 Nov 2017, 17:42 |
მიდი და ერთხელ მითხარი თორემ, შევეჭიდები სხვის ხვეულ მორევს, აღარ მიტაცებს რწევები მდორე, გამვლელი უმალ თვალს მომაშორებს. |
Posted by: nipponcaucasus 17 Nov 2017, 12:40 |
სახე მზიანი, კეთილზნიანი, მკერდ მადლიანი, ფეხ-ადლიანი.. დამუნჯდა ზეცა.., ქვეყნიერება. მე თვალს ვარიდებ მშვენიერებას, ხელს ვუწყობ ქალთა ბედნიერებას. |
Posted by: Ninna_maya 18 Nov 2017, 02:00 |
თვალს არიდებ და ქალები ამით ბედნიერები არიან ? |
Posted by: nipponcaucasus 19 Nov 2017, 19:51 |
Ninna_maya შეგეკითხებით დაია, ნინიკო ხარ თუ მაია, მზერაზე რატომ გვიჭედავს ფემინისტი თუ საია. შენ რომ წაისვამ პომადას მაღალ ქუსლებზე შედგები. თუ არვინ გეტყვის ო მადამ! მითხარ რა არის შედეგი. (ის რაც მიეცა კაცს არსში ნუ ამოთხუპნით ნაცარში) |
Posted by: Ninna_maya 20 Nov 2017, 15:26 |
ფემინისტების არაადეკვატური რეაქცია რა სახსენებელია მისიე, ქალს მამაკაცის ყურადღება და კომპლიმენტი აგრძნობინებს თავს ქალად. მგონი ამას გულისხმობდით და სრული ჭეშმარიტებაა. მაია |
Posted by: nipponcaucasus 21 Nov 2017, 16:04 |
Ninna_maya ლექსად დაწერე, ლექსად. |
Posted by: Ninna_maya 21 Nov 2017, 23:40 |
nipponcaucasus მუზა არ მწყალობს, არ მეხერხება ლექსების . წერა, არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა |
Posted by: nipponcaucasus 23 Nov 2017, 12:14 |
Ninna_maya თუ გინდა თემის მიგიღოთ წევრად უნდა ისწავლო ლექსების წერა. თუ ვერ წერ მაშინ სამზარეულო... - ქალების საქმე და ბედისწერა. |
Posted by: Ninna_maya 23 Nov 2017, 14:02 |
დილაადრიან ავდექი, კუხნაში ვწერე ლექსები, ქვაბში დამეწვა სადილი მივლეწმოვლეწე თეფშები |
Posted by: Artist 25 Nov 2017, 16:43 |
Ninna_maya სამზარეულოს ლექსებში კარგად გარითმე თეფშები ნუთუ ვინმე გემავს შექმნა წევრად მიღების წესები?... |
Posted by: nipponcaucasus 26 Nov 2017, 23:29 | ||
Ninna_maya ამიერიდან დაია აღარ დალეწო თეფშები, ლექსობა შენთვის ბარგია რამე სხვა საქმეს შეები. Artist
წმაწურ-კაფიის წევრობა განასაზღვრულია წესდებით. ურითმო ტექსტით მწერლობა არა გვაქვს დანაწესები. |
Posted by: Ninna_maya 28 Nov 2017, 02:51 |
ვაი რა კარგი, საჩინო რა ავად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. შენგან ვისწავლე თმენანი, არას მვნებს მავანთ კბენანი. |
Posted by: nipponcaucasus 28 Nov 2017, 15:30 |
Ninna_maya ციტატა ბრჭყალში რჯულდება. სჯობს შენი კაზმო მერანი. ბეკეკას ძვირად უჯდება უცხო ბოსტანის ბეკნანი. ) |
Posted by: blackhole 3 Dec 2017, 12:34 |
რა დღეში ხარ ბოშო შენა გისწავლია აღმა ფრენა რა სიტყვები რა რითმები რა მარჯვენამ აგაშენა (არ დაიბნე ახლა შენა არ დაიწყო დაღმა ფრენა) |
Posted by: nipponcaucasus 18 Dec 2017, 12:49 |
1, 2 და 3 3,4 და 5 წუთში 60 წამი შენი გულისთვის ვწუხდი. შენ კი 6ჯერ და 7ჯერ 8ჯერ 9ჯერ და 10ჯერ ლამის ინფარქტი მგლიჯე, მერე 11ჯერ დამჭერ. 12 ხდება ახლა შენ ელოდები პასუხს სახეზე ჰგავხარ ჭარხალს მე კი ვისწორებ ჰალსტუხს. )) |
Posted by: Lаki 2 Jan 2018, 19:59 | ||
ფეხების სიგრძეს არა აქვს მნიშვნელობა? თუ კი, მაშინ ეგ საქმე მე ჩამაბარეთ |
Posted by: Perske 24 Jan 2018, 21:31 |
UP ............................. |
Posted by: _LegenDa_ 28 Jan 2018, 20:41 |
კარგი თემაა თან აქტიური დაუღალავი რითმების ცვენა ლექსის წერაში ხარ პასიური? არ გიწერია აქ გადარჩენა ??? |
Posted by: nipponcaucasus 24 Feb 2018, 22:35 |
იყო და არა იყორა ასაკმა ვერა მიყო რა. |
Posted by: AMAZONKAA 25 Feb 2018, 13:37 |
ი ვსო? ??? '''''''' ..'.''''' |
Posted by: nipponcaucasus 26 Feb 2018, 17:25 | ||
AMAZONKAA
ტინკლი ტანკლი და ტუნკლები, ამაზონი თუ ჯუნგლები, ფეისბუკზე ვართ უკლებლივ, თუ არა, დავიგუგლები. ჩატვირთეთ ფეისაპია სახე რომელს გაქვთ ტყლაპია, მერე სულ ერთი წკაპია ბებიაჩემიც ღლაპია. იყო და არა იყო რა ასაკმა ვერა მიყო რა. --- ვსიო. |
Posted by: AMAZONKAA 26 Feb 2018, 22:02 |
nipponcaucasus საღოლ რა! მაგარი ნიჭიერი ხარ და ზრდილობა ხო, რავი რავი |
Posted by: Ninna_maya 5 Mar 2018, 03:05 |
-------------------------------------------------- |
Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2018, 21:53 |
კორეული საღამოა მშვიდი ახლა ვზივარ ბუდაპეშტის შვიდში. გეახლებით პულგოგის და კიმჩის ლუდს ვაყოლებ, არაფერი მიჭირს. |
Posted by: maxo127 11 Mar 2018, 01:41 |
ჩემი დისშვილის შემოქმედება, სკოლაში რომ დადიოდა იმდროინდელი: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ========================== დილასა ადრე ავდეგი მოყმე მხნე, ლაღად მავალი, კაბა ჩავიცვი ჭრელ-ჭრელი, ჩექმა - შორ გზაზე სავალი, ორმოცი ლარი ჩავიდევ, თეთრიც ზედ მივრთე მრავალი, სახლიდან გავე, ჩემი სცნეს ასავალ-ვერ-დასავალი. ავტობუსის გაჩერებას მივაწივე, იქვე დავდეგ, ოცი წუთი ავტობუსი არ მოვიდა, ტყვილადა ვდეგ, როს მოვიდა, ბევრი ხალხი მიესია, რიგში ჩავდეგ, მე ადგილსა არ მითმიან, თუ-ცა კარსა ახლოსა ვდეგ. როს მოვიდა ჟამი ჩემი ავტობუსით გარდახდომა, წინა კარსა გადმოვედი მწადდეს თუცა ჩამოხდომა, მაგრა მძღოლმა შემომკადრა - ოც-და-ხუთი თეთრი მთხოვა, გა-ცა-ვწყერი, მუშტი დავკარ: ლომმან თხისთვის ვით იდროვა! შემომეხვივნეს ურიცხვი კაცი და ქალი მთხოველი, ნუღა მოკლავო - მვედრიდნენ, აწვიმეს ცრემლი მთოველი, მართ დავუმადლე, არ მოვკალ მე მეთავხედა რომელი, საბოძვარს გავსცემ გულ-უხვად, მუნ დავამდიდრე ყოველი... |
Posted by: nipponcaucasus 11 Mar 2018, 20:53 |
ეგა დროება მეც მახსოვს, მუცელზე გვეტყო პრესია ირმოც თეთრ ღირდა მარშუტკა, ორმოცდაათი პეპსია. სკოლის ბალღ 40 ლარ ედოს, ეხლაც ძნელ დანაწესია ეჭვად მაქ იმ თვეს ბებიას ხვარ დაუქვითა პენსია. |
Posted by: nipponcaucasus 5 Apr 2018, 14:37 |
შენ რომ წახვედი მიშა თავზე დაგვემხო კრიშა და მიგვატოვა ყველამ, ქრისტემ,ბუდამ და კრიშნამ. რავა მივენდეთ ბეჩა არქიფოსა და ზებოს, ხელში ლაფატკა შეგვრჩა ბანკში სახლი და ეზო. ტელევიზორში გნახე, რავა გამხდარ ნენა! ქატოს პურს ჭამ თუ ნახერხს, ღამით ხო არ გაქვს ხვრენა? პენსიას ველით ბებო, უკვე 400 ლარს ვითვლით, თლათ ჯონია ხარ რემბო, ცხვირს რო იხოცავ თითით. |
Posted by: ვასო_ნადირაძე 12 Apr 2018, 19:28 |
....................................................................................................................................... |
Posted by: Ninna_maya 13 May 2018, 15:49 |
************************************ |
Posted by: nipponcaucasus 30 May 2018, 13:06 |
ლექსი, კაფია, წმაწური, შაირი, ოდა, პოემა... დაუნიშნავი ქალწულის ძილში ნათქვამი ფონემა გამონათქვამი სხარტული, ანდაზები თუ ნაკვესი, ან სიყვარული ნატრული იუთუბზე ამონაკვნესი. აკლია განყოფილებას გვაკლია კმაყოფილება. |
Posted by: nipponcaucasus 11 Sep 2018, 20:56 |
დაიხურა ლექსპრომტი აღარც აქ ჩანს კაფია არ გსურთ ხალხო ლექს-ფრონტი? გიხმობთ შარვალ-კაბიანს. |
Posted by: nutsiko 13 Sep 2018, 11:13 |
nipponcaucasus შენ გაიხარე, რა კარგად ვიხალისე შენი კაფიებით. კიმჩი და ლუდი მომეწონა. ვატყობ, არც შენ უჩივი გემოვნებას. |
Posted by: Artist 9 Feb 2019, 03:41 |
თემის ჩაძირვის მიზეზი: აქ ამ თემის ავტორნი სვადასხვანნი არიან ღრენა კბენის გარეშე ხსნიან თემას თავიდან არც კონტროლიორობენ მიჰყვებიან კაფიას ერთხელ ერთმა ფაროსანამ აქ მოაცურა ნავია მან კონტროლი დააწესა კიტრი ეგონა თავია ის თემას ჩაებღაუჭა თითქოს თავისი სახლია არავინ არ გაახარა როგორც ქოფაკი ძაღლია… ბოლოს დარჩა მარტო ვერცკი ხვდება რატო ...აი მიზეზი ... |
Posted by: nipponcaucasus 2 Mar 2019, 13:02 |
Artist რად არ მისწერე კაფია თუ წყენა გქონდა ვინმესი? წმაწური მწარე თაფლია განა მარსი და სნიკერსი. |
Posted by: annavita 2 Mar 2019, 13:57 | ||
Artist
კარგია რომ მოხვედი და თემას ხედავ გვერდიდან- დიდი ქვაბი რომ არ ეყო პატარა კი ედიდა- ასე მოსდის ზოგ კაფიელს, თუმც არ ხმარობს იარაღს- ავიწყდება რომ ენაც ჭრის ზოგჯერ, ტოვებს იარას. :* |
Posted by: nipponcaucasus 4 Mar 2019, 00:02 |
annavita Artist ხელი ხელს, გული გულს, მხარი მხარს ვიღაცა მოსაფხანს ვერ იფხანს. გებრძვიან როდესაც მკვდარი ხარ, ლომი ხარ, ვეფხვი ხარ, ხარი ხარ. |
Posted by: Artist 4 Mar 2019, 02:24 | ||||||
annavita
დიახ დიახ მეც მოვედი თემა მომწონს და ამიტომ შენც კაი დროს შემოხვედი თავს დავესხით აქ გრამიტონს. * * *
ოჰ! მომკვდარა გრამიტონა ბრძოლაში გაუხარია.. დაფდაფი დაჰკრა წამოხტა ლომი, ვეფხვი თუ ხარია.. * * * nipponcaucasus
მე თემა რომ შემეცოდა მიტომ დავწერე კაფია აღსდექი ეხლა გრამიტონ მოიფხან მოსაფხანია.. მე წავალ ისევ გრამიტონ შენ თუ ეს არ გიხარია… |
Posted by: annavita 5 Mar 2019, 09:37 | ||||
რა ხდება ვინმე გარდაიცვალა?
ეს რა შუაშია, ან ეს
...........nipponcaucasus როგორც მუდამ- ისევ ისე ეკალ-ნემსი და ისრები.. რა დარჩება შენგან, როცა ბოღმისაგან დაიცლები? ............. სულ კარგად, კეთილად, 5 წლის შემდეგ, 10 წლიანი თემის საზეიმო დახურვაზე იმედია არ გამომტოვებთ |
Posted by: nipponcaucasus 6 Mar 2019, 17:16 |
annavita ჯერ ნორჩი ვარ ბოღმისათვის წინ მარტი და აპრილია, არც ტოლად ვთვლი ომისათვის ვინც კი ბოღმით გარყვნილია. ხმა მესმის და ვერ კი გხედავთ, ოდნავ გამჩნევთ ფეხის ცერთან მანდვე მასაჟს თუ მიხედავთ მადლს მოისხამთ ზეციერთან. |
Posted by: annavita 6 Mar 2019, 20:53 | ||
nipponcaucasus
ეს რა მესმა, დევიღუპეთ გაგჩენია ბებერები, თურმე დახმარება გინდა- ამიტომაც გვეფერები. ტყვილა არ გი ხსენებია მარტები და აპრილები- გამოკოხტავება გნებავს- რაღაცა გაქვს ნაპირები ღაღა "რაღაც"- გვითხოვდები! და ნუღარ უარყოფ ურჩად- მაგ ამბავზე ცოტა ხანში ალაპარაკდება ქუჩა |
Posted by: nipponcaucasus 7 Mar 2019, 00:20 |
annavita დაძაბულობა გემჩნევათ, რითმების მდარე ბაგაჟი. მიიღეთ ჩემგან შემჩნევა განაგრძეთ ფეხზე მასაჟი. ამ თემის ცუდი ბრალი ხარ არცარა გესმით შაირის ერთი ცანცარა ქალი ხარ ვიზას მოგცემდი ზაირის. |
Posted by: Levanchuk 7 Mar 2019, 15:38 |
ხან ქარია, ხან წვინა, ხანაც მზეა ცხელა, გოგონი რამდენს შაირობ, წერე ცოტა ნელა |
Posted by: erfiro 8 Mar 2019, 01:40 |
კარლსონ ანას ეპრანჭება, აღარ იცის რა ქნას. ანაც ცოტას ინაზება, არც გაურბის ამ ხანს... |
Posted by: annavita 8 Mar 2019, 19:45 | ||||
erfiro
ნიპონჩიკა კარლსონაა? კაი ჩემიდედასგეფიცები
შენ მოგგზავნა. თვითონ ალბათ ცრემლით თვალებს იფსებს, ცრემლს და ჟღვლინტებს ყლაპავს როგორც მარილიან ჩიფსებს |
Posted by: nipponcaucasus 8 Mar 2019, 20:24 |
annavita erfiro მე არა ვარ კარლსონა. მერე რომ გაუგებრობა არ იყოს. * * * მიგზავნები-მოგზავნები, შიკრიკები, ტროლები, პმ-ები, ცილი, და დაბეზღებები ჩემი სტილი არაა. გაითვალისწინეთ. |
Posted by: erfiro 10 Mar 2019, 03:33 | ||
რავი, ერთი ჯაპანოლოგი ეგ ვიცი ფორუმზე....... თან კაფიებიც ეხერხება... წმაწურები კიარა და დაჟე უწმაწურებიც nipponcaucasus შენ გინდა თქვა რომ ძმები ხართ? |
Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 10:27 | ||
erfiro
გასაგებად დაგიწერეთ, მომადექი ეჭვით ღრეჭვით. კაფიობ თუ ანკეტას წერ, თან მაწუხებ კევის ღეჭვით. |
Posted by: annavita 10 Mar 2019, 15:07 | ||
erfiro
აქ ვკაფავდით. წელი იდგა ორიათას შვიდი. მშვიდი იყო, ნიჭიერი, ცოფს და დუჟს არ ვგვრიდი |
Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 15:56 |
annavita რაც თავი მახსოვს ბუყბუყებ ვერ მოგიკრებავს აზრები საკუთარ თავს ვერ უყურებ ნეტავ სხვაზე რას ბრაზდები. აღარც ეშმაკი გეშვება ვეღარაც შველი ამ საქმეს თუ კიდევ კუჭი გეშლება რაღა სახალხოდ ასაქმებ. არ მოგწონს სხვაგან ეძებე პოეზიაში თაფლია. ამ თემას რას მოეწეპე რა ენა გაგილაფია. |
Posted by: annavita 10 Mar 2019, 16:36 |
nipponcaucasus ბრაზიანი, ბოღმიანი გესლიანი ხარო როგორც თაგვმა მანდამაინც კატა გინდა თხარო. არც სმენა გაქვს არც სინდისი სხვის ტვინს ნუღარ ხმარობ- შენს თავს ეშაირე ჩემო კეკელა და მარო ... ნუ გგონია ეს კაფია შენი ოფლით ნაძენია ქინქლაც არ ხარ მათთან ვინც აქ ჩემთან ომში აწვენია ჰაიტ, ნიპონამ აფრა გაშალა შამაიგლიჯა თავშალა |
Posted by: nipponcaucasus 10 Mar 2019, 18:53 | ||
annavita [/quote]
რო გიყურებ მახსენდება შენგელიძე მარო! |
Posted by: Artist 11 Mar 2019, 22:02 | ||
რატომ აგდებ ამ თემიდან!! ეს თემა შენი გგნოია?! სწორედ არავის აღარ სურს შენი ქოფაკი გონია… |
Posted by: erfiro 12 Mar 2019, 18:30 |
ნიპონა კარლი არაა, დღეს გავარკვიეთ ბაზარში... რამ გააბრაზა, არ ვიცი ღლიღვი გავცვალე ხაზარში. ანას რომ ეშპილკავება, მე რას ვაშავებ ნეტავი?! მიდი პირდაპირ აუხსენ ნუ ხარ ეგეთი ბეჩავი... |
Posted by: nipponcaucasus 13 Mar 2019, 20:39 | ||||
Artist
ჭინთვის დროს ალბათ ფეკალი დაგძვრათ და მგონი აფეთქდით. არ ვაგდებ, უხმე ეგ ნალი გამოგიწმინდოს სალფეთქით. erfiro
მე მგონი პროფესია გაქ თემაში ფრჩხილის მკვნეტავის თავში ღლიცინის ჭია გაქ კეფაზე დასატკეჩავი. |
Posted by: Artist 13 Mar 2019, 21:57 | ||
ენა ძალზედ შეაჩვიე ტლეკვას გამოწმენდამდე "სალფეთქს" ხესაწმენდი ქვია არ დასულა შენამდე... * * * ეს თემა ისევ ჩაწვება სანამ ფარსანა აქ რჩება… |
Posted by: erfiro 13 Mar 2019, 23:33 | ||
nipponcaucasus
ვახ, ჩემი კარგიც გავთანგე, სულ აირია ფშავ-გური... ვეღარ გაიგებ თემაში, უწმაწურ არს - თუ წმაწური... ერთხელაც გეტყვი ძმობილო, თავს ნუ აუტეხ შარსაო... ანიჩკა კაი გოგოა, და დაგაყენებს გზასაო... მერე მეჯვარედ დამსტრელეთ, მოვალ - არ გეტყვით ვარსაო... რამდენი კარგი გისურვოთ, იმდენ ხეირი - გვარსაო ქეთო და კოტე ვიბაზრე ქაბატოს ინტონაციით |
Posted by: nipponcaucasus 13 Mar 2019, 23:52 |
Artist მგონი კუჭი აგეშალა აქ მოსულხარ შეცდომით იქ ლექსპრომტი დაგეშალათ ზედ წმაწურზე გვენცობით. *** |
Posted by: Artist 14 Mar 2019, 02:58 | ||
მაშ ყველანი მოიძულე ვინც არ გაწყობს მაგისთანა შენი ქცევით რჩები ისევ მარტო… |
Posted by: nipponcaucasus 14 Mar 2019, 22:19 | ||
erfiro
სალომეს კბილა იქნება მერვეს რომ სცნობენ ზარსაო. გოგოდ ის აღარ ითვლება ვინც ასაკს ჩაუზასაო. მე ვიხდი გადასახადებს ეგ იღებს პენსიასაო. |
Posted by: erfiro 15 Mar 2019, 04:25 |
ანიჩკა მე შენს ადგილას ვერ მოვითმენდი ამასო გავასინჯებდი თავხედებს ნიპონ კატანას - ბასრსაო შამო, პასუხი მიეცი შორით გვადევნებ თვალსაო, თუ კი გგონია მე მავჰკალავ შამცდარხარ, ჩემო ლამასო. ცოლი არა ხარ შენ ჩემი და არც ნიპონა მოსისხლე, თუკი არ შაურიგდები თავში გიხლიათ ........................ პ.ს. დასრულება თქვენი უკუღმართი ფანტაზიებისთვის მომინდია... მე ჯერ თავი არ მომძულებია * * * ბიჯოოო... ვიღაცამ დამეხმარეთ... გაწყვეტილ თრალზე დაწერილი საცოდაობაა თბილისი-ზუგდიდის მატარებელში დილის ექვს საათზე... ზღვისფერთვალება გოგოსთვისაა და მინდა მასავით ლამაზი და გამართული იყოს... სხვა დროს შეიძლება მეც გამოგადგეთ რამეში... დაარედაქტირეთ, ოღ |
Posted by: annavita 15 Mar 2019, 11:17 | ||||||
erfiro
სიმართლე თუ გინდა ძმაო, ეგ შნიპონა მახატია იჯდეს აქ და დღეში სამჯერ გაიყაროს მახათია. ცელს კისერში ისმევს, თავში ირახუნებს გრდემლს და უროს- რეგვენს პასუხს აღარ გავცემ რაც არ უნდა გაახუროს.
იეს, იეს, |
Posted by: nipponcaucasus 15 Mar 2019, 12:33 |
erfiro ნეტავი ერთი ვიცოდე რატომ თამაშობ ფუნაში როცა არავინ არ გიხმობს რად ეკვეტები შუაში. |
Posted by: erfiro 15 Mar 2019, 23:07 | ||
კაი იყო, ბაზ არაა... მაგრამ წმაწურს და უწმაწურს თუ ვერ არჩევ - აქ რა გინდა |
Posted by: nipponcaucasus 16 Mar 2019, 11:31 |
erfiro ვერ ვხვდები მაინც რას დამდევ მაგ სირაქლემის კალამით ვერ მწვდები მოსაშარდამდე არც ჩანხარ გფარავს ბალანი. |
Posted by: nor-test 20 Apr 2019, 16:13 | ||
ძალიან ბევრი ფილტრია, ცხრილი, საცერი, საწური... ბევრი რამ დაიკარგება, თუ ვწერეთ მარტო წმაწური არის ამ განყში სხვა თემაც, ცოტა უხეში, კაცური? თუ თვითონ უნდა დავიწყო მისი გახსნისთვის ფაცური? |
Posted by: nipponcaucasus 22 Apr 2019, 19:13 | ||
რა დრო გასულა? არადა თითქოს "გუშინ გაუჩნდა შვილი ალუჩას". ალბათ მე 100ის ადრე გავხდები მანამ თუ წლებმა არ მიმაყუჩა. ). |
Posted by: annavita 8 May 2019, 22:06 | ||
nor-test
რაღას აყოვნებ- გახსენი- აქ მეტად რომ არ გაწამდე, მაშინვე მეც იქ გავჩნდები- ვიდრე დაითვლი ასამდე )) |
Posted by: Artist 28 Jul 2019, 21:25 | ||
annavita
ამით მეც დავინტერესდი თუ გახსნა საით ვეძებო აქ მგონი გატყდა ტერენტი წავალთ და მერე გვეძებოს |
Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 12:17 |
რაღას აყოვნებ- გახსენი- აქ მეტად რომ არ გაწამდე, მაშინვე მეც იქ გავჩნდები- ვიდრე დაითვლი ასამდე კარგი რითმაა |
Posted by: nor-test 9 Oct 2019, 09:36 | ||||||
Artist
https://forum.ge/?act=ST&f=36&t=35120024 აჰა, თქვენია, უზერნო, ბურთიც და სტადიონიცა. მიდით, გახსენით გულები (თან დაატანეთ გონიცა)! |
Posted by: ქალი-იაგუნდებით 24 Mar 2020, 06:06 | ||
*** წყარომ გაზაფხულის მოსვლა სულ კისკისით მახარა, უთენია აჭიკჭიკდა ხეზე ჩიტი, პატარა... მზე ანათებს, უხვად მოაქვს სიცოცხლე და ხალისი, მე კი... მე კი ამ ლამაზ დღეს უშენობას განვიცდი! |
Posted by: straight away 30 Mar 2020, 21:00 | ||
რა ვქნა, ვეღარ გინახულე, განვიცდი და მართლა ვტირი, გარეთ აღარ მიშვებენ რაც გამოცხადდა კარანტინი. ჩემგან გეცნოს მინიშნებად ალუბლებზე ტოროლაო, ჩემს გარდა სხვა ვინ იქნება, რომ ჩაივლის კორონაო?! |
Posted by: ქალი-იაგუნდებით 1 Apr 2020, 20:48 | ||||
*** ალუბალი ყვავილობს და გაზაფხულის დარია, რომ ვერ მხედავ, კორონასი - არა, შენი ბრალია! სიყვარულს და მონატრებას დაატყვევებს კორონა? წყვილი დადის ქუჩაში, ცოტა, თითო - ოროლა. |
Posted by: straight away 1 Apr 2020, 21:57 |
ჩემთან წვიმა სიმებს არხევს რომანტიკულ ჰანგებზე, ალუბლების ყვავილს არჩევს, მოჰფენს შენს ტკბილ ბაგეზე. ჩამოვსხდებით ფერად ბაღში, მზის ჩასვლისას ბზინვარებენ ზილფები და კავები, მაგრამ უცებ შემოჰკრავენ საგანგებოს ზარები, სწორედ ჩვენთვის მოიცლიან, პატრული და პოლიცია... |
Posted by: ქალი-იაგუნდებით 1 Apr 2020, 23:18 | ||
ჩემთან უკვე მზე ანათებს, ჩიტიც გალობს - ნიბლია, სიყვარული ნამდვილია, არ გეგონოს, მითია! საგანგებო - პაემანის საიდუმლო ფარია, მოდი, სანამ შენთან ყოფნა გულს ისევ უხარია... პატრული და პოლიცია, ჩვენს სიყვარულს სდარაჯობს, რომ ამ გრძნობას უწმინდური ხელი არვინ არ ახლოს! |
Posted by: straight away 2 Apr 2020, 06:40 |
მოვალ - რადგან ასე მელი, მოვალ - რადგან მომწყურდი, გრძნობა შეუფასებელი არ დავკარგოთ რომ ჭმუნვით. რომ სულ ასე გვიყვარდეს, მკლავდეს შენი ფერება. რას დავეძებ პირბადეს, ღმერთო, რა გვეშველება?! გულმა როგორ გაუძლოს უშენობის საათებს?! იცისკრებს და შეიტყობ გული გრძნობით სად ათევს. |
Posted by: straight away 7 Apr 2020, 00:35 |
ქალი-იაგუნდებით კიდევ დაგიცდი ერთ-ორ დღეს, მერე დავივლი ჰოსპიტლებს. იქამდე თუ არ გამოჩნდი, უკვე ბრალს დავდებ COV 17 - ს |
Posted by: ქალი-იაგუნდებით 7 Apr 2020, 19:50 |
straight away მეძებე, იქნებ მიპოვო, მეძებე დარშიც, ავდარშიც, ქუჩები ცარიელია, ნუ გეშინია, გადავრჩი! |
Posted by: Artist 19 Apr 2020, 22:48 |
ქუჩები ცარიელია... კორონა თურმე მტერია ბავშვიც კი საძებარია ქუჩაში აღარც მტვერია პს. ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი?… |
Posted by: nipponcaucasus 6 May 2020, 12:50 |
მელიქიშვილის გამზირზე რას დაამსგავსეს გზა. ეკლესიაში ვიყავი ვეღარ ვიყიდე ბზა. სალამი ვთქვი და გამექცა მოხუცია თუ ბაია, აპრილში მუზად რად მექცა მარინა ეზუგბაია? ((( |
Posted by: DeepMind 7 May 2020, 03:10 |
ტჰერე ის ნო პლაცე ფორ დეეპმინდ ტჰოუგჰ |
Posted by: ElChico 12 Jun 2020, 19:34 |
ფიქსირ 4 |
Posted by: Artist 26 Oct 2020, 16:23 | ||||
ფიქსირ, ფიქსირ შემოდიან ტროლები ვიღაცამ კი ანაწილა როლები მაგას ჯობნის შეიძინოთ რგოლები მოგიხდებათ დილით ადრე რბოლები... * * * DeepMind
ღრმა გონებისთვის ადგილი არ არისო?... მაშ კარგიი.. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი... |