აი შარი რის გამო და სად გაგეჩითება ვერ გაიგებ.
ჩემმა ნათესავმა ვიღაც ბიჭი აიყვანა ტრასაზე და მერე წიხლით ჩამოაგდო მანქანიდან. ღამე იყო, წვიმდა, მარტო ვიყავი და მეთქი გავიყოლებო. ხოდა ტვინი შემიჭამა, ცოტა ჩქარა იარე, ფეხბურთი დაიწყება და ვერ მივუსწრებო. რა თამაშია მასე რო გეჩქარებაო და რას ქვია რა თამაშია, არ იცი რა თამაშიაო? არ ვიციო. როგორ არ იცი, ფეხბურთს არ უყურებო? არ ვუყურებ, არ მაინტერესებსო და კაცს რო ფეხბურთი არ აინტერესებს მე იმას კაცად არ ვთვლიო და ეგრევე ტორმუზი ვხიე, გადააჯვი ეხლა მანქანიდანო
ჩამოაგდო ტრასაზე წვიმაში ღამე.
მე ვინც გამიყოლებია ყველა კაი ხალხი ყოფილა, ტკბილად გვისაუბრია და მეგობრულად დავშორებულვართ. მარტო ერთხელ არ დამევასა ერთი. ღვედს არ იკეთებდა ცოცხალი თავით. არ შემიძლიაო, საერთოდ არ ვიკეთ ხოლმეო და პატრული თუ გამოჩნდება მერე გავიკეთებო, მაგრამ მესამე თქმაზე გავაკეთებინე მაინც.