ახალგაზრდამადლობა, მადლობა. იმედია მოგეწონა.
მეგობრებო აგერ კიდევ ორი გვერდი.
მაშინ თითქმის არაფერი ვიცოდი იმ შემოქმედებითი მუსიკალურობის შესახებ, რომლის უანრითაც მხოლოდ ძაღლები არიან დაჯილდოვებულნი, ეს აქამდე ჩემს ჯერ კიდევ მდორედ განვითარებად დაკვირვების უნარს ბუნებრივი გზით გამოეპარა, არადა მუსიკა ჯერ ისევ ჩვილად ყოფნის პერიოდში მეკვროდა გარს, როგორც ჩემთვის თავისთავადი და ყოველდღიურობის განუყოფელი ელემენტი, რომლის გამორჩევაც ჩემი ცხოვრების სხვა ნაწილებისაგან არაფერს არ დაუძალებია, მხოლოდ მინიშნებებით, ბავშვური თვალსაწიერის საზომად ჩემთვის ამაზე ყურადღების გამახვილებას ცდილობდნენ, მით მეტად განსაცვიფრებელნი, პირდაპირ მიწასთან გამასწორებელნი აღმოჩნდნენ ეს შვიდი დიადი მუსიკის ოსტატნი ჩემთვის. ისინი არ საუბრობდნენ, ისინი არ მღერდნენ, ისინი დუმდნენ, დუმდნენ ყოვლისმომცველად, თითქმის დიდი გაშმაგებითაც კი, მაგრამ ცარიელი სივრციდან ისინი ირგვლივ მუსიკას ჯადოსნობდნენ. ყველაფერი მუსიკა იყო, მათი ფეხის აწევა და დადგმა, თავის განსაზღვრული ტრიალი, მათი სირბილი და დგომა, ის პოზები, რითიც ერთმანეთს ებჯინებოდნენ, ის პერიოდული გადაჯვარედინებები, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ასრულებდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი წინა თათებს მეორის ზურგს დააყრდნობდა და ისე დაეწყობოდნენ, რომ პირველი მათგანი წელში გამართული ყველა დანარჩენის სიმძიმეს ატარებდა, ან კიდევ როდესაც ისინი თავიანთი, თითქმის მიწამდე მხოხავი სხეულებით გადახლართულ ფიგურებს ქმნიდნენ და არასდროს არაფერი ეშლებოდათ; თვით ბოლო მუსიკოსიც კი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტათი თავდაუჯერებელი ჩანდა, რომელიც მაშინათვე ყოველთვის ვერ ახერხებდა დანარჩენებისთვის ფეხის აწყობას, ხანდახან მუსიკის რიტმიდან რამდენადმე ვარდებოდა კიდეც, ის თავდაუჯერებელი იყო მხოლოდ დანარჩენების თავდაჯერებულობასთან შედარებით და თვით ბევრად მეტი თავდაუჯერებლობაც კი, თვით ყოვლისმომცველი თავდაუჯერებლობაც კი ვერაფერს გააფუჭებდა, მაშინ როდესაც დანარჩენი, დიდი ოსტატები, ტაქტს განუხრელად იცავდნენ. მაგრამ მათ მხოლოდ თვალს ოდნავ თუ შეავლებდით, თითოეულ მათგანს მხოლოდ ოდნავ თუ შეავლებდით თვალს. ისინი თვალწინ წარმომდგარიყვნენ, კაცი მათთან, როგორც ძაღლებთან მისალმებას გაიფიქრებდა, მართალია ძალიან აერეოდა გონება იმ ხმაურისაგან, რომელსაც ისინი მოუძღვოდნენ, მაგრამ ესენი ხომ მაინც ძაღლები იყვნენ, ისეთი ძაღლები როგორებიც მე და შენ, მათ ჩვეულებისამებრ შეათვალიერებდით, იმ ძაღლებივით, რომლებსაც ქუჩაში გადაეყრები, მათთან მიახლოების სურვილი გაგიჩნდება, გამარჯობის გაცვლის სურვილი, ისინი ხომ ამავდროულად ძალიან ახლოს იყვნენ, ეს ძაღლები, მართალია ჩემზე ბევრად უფროსნი და არა ჩემნაირი ხშირ და გრძელ ბეწვიანი ჯიშისა, მაგრამ ისინი ხომ ამავდროულად ზომითა და აღნაგობით არც თუ ისე განსხვავდებოდნენ ჩემგან, ჩვენში, რომ დარჩეს ამგვარი ან მსგავსი სახეობისას ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ჯერ კიდევ ამ საკითხებზე მსჯელობებში მყოფს, თანდათანობით მუსიკა შეგიპყრობდა, პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურად შეგეხებოდა, ამ მართლაც პატარა ძაღლებიდან სხვაგან გაგიტაცებდა და სრულიად შენი ნების საწინააღმდეგოდ, მთელი ძალით ჯაგარაშლილს, აღრიალებულს, თითქოს ტკივილებისაგან, ფანფარებით შემკობილი მუსიკის შეგრძნების გარდა სხვა არაფრის საშუალებას არ მოგცემდა, რომელიც ყველა მხრიდან მომდინარეობდა, ზევიდან, სიღრმიდან, ყველაფრიდან, მსმენელს ალყაში აქცევდა, ფლობდა, სრესდა, თავისი გამანადგურებელი ძალით იმდენად ახლოს იყო, რომ უკვე შორს გეჩვენებოდა. და შემდეგ ისევ მოგეშვებოდა, რადგან უკვე ქანცგამოლეული, განადგურებული, დაუძლურებული იყავი, რომ კიდევ გესმინა, მოგეშვებოდა და დაინახავდი შვიდ პატარა ძაღლს, რომლებიც თავიანთ პროცესიას ასრულებდნენ, თავიანთ ილეთებს ატარებდნენ, ისინი იმდენად შეუვალად გამოიყურებოდნენ, რომ მათთვის დაძახება მოგინდებოდა, ჭკუის დარიგების თხოვნა, გამოკითხვა, თუ რას საქმიანობდნენ ისინი აქ, - მე ბავშვი ვიყავი და მეგონა ყველასთვის და ყველაფერზე შემეძლო კითხვის დასმა - მაგრამ ოდნავ წამოვჯდებოდი თუ არა, როგორც კი ვიგრძნობდი კარგ, სანდომიან ძაღლურ კამპანიას ამ შვიდეულთან, მათი მუსიკა ისევ აქ აღმოჩნდებოდა, აზრს მაკარგვინებდა, წრეებზე მატრიალებდა, თითქოს თავადაც ერთ-ერთი მუსიკოსი ვყოფილიყავი, მაშინ როდესაც მე მხოლოდ მათი მსხვერპლი გახლდით, და როგორც არ უნდა მეთხოვა შეწყალება აქეთ-იქით მისროდა, საბოლოოდ კი თავისი ძალაუფლებისგან იმით დამიხსნა, რომ ხეთა ხლართულში გამჭედა, რომელიც ამ ადგილზე ირგვლივ აღმართულიყო, და რომელთა შემჩნევა აქამდე ვერ შევძელი, რომელიც ახლა მჭიდროდ მეკვროდა გარს, თავი მათში გავხლართე და მართალია იქ თავისუფალ სივრცეში მუსიკა კვლავაც ქუხდა, მე სულის მოთქმის საშუალება მაინც მომეცა. სიმართლე რომ ვთქვა ამ შვიდი ძაღლის ოსტატობაზე მეტად - რომელიც ჩემთვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ კვლავინდებურად ჩემთან სრულიად შეუთავსებელი, ჩემს შესაძლებლობებს მიღმა არსებული, - მე გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცით, - თუ, როგორ სრულად და ღიად უდგებოდნენ წინ, მათ მიერვე წარმოშობილს და გაოცებული ვიყავი მათი ძლიერებით, რომელიც საშუალებას აძლევდათ, ეს ყოველივე ასე მშვიდად აეტანათ და ხერხემალში არ გადამტყდარიყვნენ. ...
გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი
პირობები ხომ გახსოვთ, გრამატიკულ შენიშვნებს არ ვღებულობ.
სასიამოვნო წაკითხვა...
This post has been edited by artmann on 2 Jan 2020, 22:44