პირველი უფასო კონსულტაცია:
შენობა წინდა არ არის,
ანუ გულუბრყვილო დამკვეთები თუ მატყუარა მშენებლები როგორც გამოცდილება მიჩვენებს, ადამიანები ხშირად ზერელედ ეკიდებიან მშენებლობის საკითხს, განსაკუთრებით ინდივიდუალური მშენებლობის დროს. საქართველოში მიწისძვრით დაზარალებული ათასამდე კერძო სახლის კამოკვლევა მაქვს ჩატარებული. არც ერთი მათგანი არ იყო აშენებული სამშენებლო ნორმებისა და წესების ზუსტი დაცვით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეკონომიის მცდელობა მათ ნამდვილად არ ეტყობოდათ. ჩემს შეკითხვას ასე რატომ გააკეთეთ მეთქი, ყველა ერთნაირად პასუხობდა: ხელოსანმა მირჩიაო. ავადმყოფობის შემთხვევაში ექთნის რჩევით არავინ მკურნალობს, ინჟინერ-კონსტრუქტორის გარეშე მშენებლობა კი რატომღაც დასაშვებად მიგვაჩნია.
მოსკოვში ერთმა ნაცნობმა კონსულტაცია მთხოვა, ახალი აშენებული სახლი დამებზარა და რა ვქნაო. აღმოჩნდა, რომ სახლი (ორი სართული სარდაფით) ქაფბეტონის ბლოკებით იყო აშენებული, გადახურვა ,,სინკარებით”, კიბეები მონოლითური. ვკითხე ვინ აგიშენა-მეთქი, სომხების ბრიგადა ვიქირავეო. მუშამ რათქმაუნდა შეიძლება არ იცოდეს, რომ ქაფბეტონის გამოყენება მზიდ კონსტრუქციად დაუშვებელია, თუ ძალიან მსუბუქ კონსტრუქციასთან არ გვაქვს საქმე. ვუთხარი, რომ სახლში შესვლაც კი საშიშია და აერთადერთი საიმედო გამოსავალი სახლის დაშლა და ახლის აშენება იყო.
ერთმა ჩვენმა დამკვეთმა, რომლისთვისაც 40-50 ათასი დოლარი წვრილმანი თანხა იყო, რატომღაც გადაწყვიტა არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და ინჟინრის გარეშე თავის მორიგი სახლი აეშენებინა. (ორი სართული მანსარდით, 1500 კვ. მეტრი საერთო ფართი.) დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ სახლი შუაზე გაიხსნა. როდესაც მუშებს გამოვკითხე, ფუნდამენტი როგორ გააკეთეთ მეთქი, მიზეზი ცხადი გახდა: სახლის ფუნდამენტი არათანაბრად იყო დატვირთული, რამაც არათანაბარი ჯდომა გამოიწვია. რათქმაუნდა ხელოსნები აქ არაფერ შუაშია, გამორიცხულია მუშებმა ფუნდამენტზე დატვირთვების გაანგარიშება იცოდნენ.
კიდევ ერთი სამაგალითო შემთხვევა. ერთმა ჩვენმა დამკვეთმა ყველა შავი სამუშაო შემთხთხვევით მუშებს შეასრულებინა და მხოლოდ სუფთა მოპირკეთებითი სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა ჩვენი ფირმა. მუშაობის პროცესში გადასაკეთებელი გაგვიხდა: შელესვა, სახურავი, ფანჯრები. შესაცვლელი გახდა: იატაკის მოჭიმვა, სანტექნიკა, ელექტროობა, სარდაფის ჰიდროიზოლაცია. ამ დამკვეთს ბუნებრივია ბევრად უფრო ძვირი დაუჯდა თავისი სახლი, ვიდრე დაუჯდებოდა თავიდანვე ჩვენი ფირმა რომ დაექირავებინა. (Скупой платит дважды)
არიან თუ არა ხელოსნები დამნაშავეები? კიც და არაც. არ არიან დამნაშავე, როცა მათგან მოითხოვენ იმის ცოდნას, რაც მუშის კომპეტენციას სცილდება. დამნაშავე არიან, როცა უხარისხოდ აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მათ იციან. დამკვეთი მოვალეა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ხოლო რთულ შემთხვევებში თვალყური ადევნოს მთელ ტექნოლოგიურ პროცესს. თუ დამკვეთი არ არის მზად (არ იცის, ან დრო არ აქვს) აკონტროლოს მშენებლობის პროცესი და ხარისხი, ჯობია იქირაოს ახლო ნაცნობი, გამოცდილი და საიმედო სამუშაოთა მწარმოებელი. (პრარაბი) ან კიდევ უკეთესი, სამშენებლო ფირმა, რომელიც შესაბამის გარანტიებს გასცემს. დამერწმუნეთ, მშენებლობაც უფრო იაფი დაგიჯდებათ და ნერვებიც დაწყნარებული გექნებათ.
შენობა წინდა არ არის, რომ მეორე დღეს სხვა იყიდოთ.. http://www.gbic.ge/index.php?page=advices * * *
იმისათვის რომ შეღებილი ზედაპირი ლამაზი გამოვიდეს< ის იდიალერად უნდა იყოს მომზადებული
1. გაჯით გალესილი კედელი დაშპაკვლამდე უნდა დაიგრუნტოს
2. ყოველი დაშკურკვის შემდეგ კედელი უნდა დაიგრუნტოს.
3. კედლები უნდა შემოწმდეს ალუმინის სპეციალური ორმეტრიანი რეიკით. მახვილი კუთხით მიდებისას კარგად ჩანს სწორია თუ არა კედელი. "პრასვეტი 1.5მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ხელოსანს ასეთი რეიკა არ მოუტანია, ან არ იცის ან გატყუებთ.
4. ღამით გვერდულად უნდა დააშუქოთ. მხოლოდ ასე შეიძლება დაშპაკვლის წვრილმანი ხარვეზების დანახვა.
5. მზა კარებები, სასურველია ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩააყენოთ. ოღონდ ღიობი უნდა იყოს იდეალურად მომზადებული (გადახრა არა უმეტეს 1მმ.) რომ მერე არ დაჭირდეს ლესვა-შპაკვლა. კედელი ორივე მხრიდან უნდა იყოს თანაბარი სისქის და იდეალურად შვეულში გამოყვანილი. რაც ფრიად იშვიათია.
წარმატებას გისურვებთ.
* * *
* * *
IrvineWelsh