9-25 თებერვალს ზამთრის სპორტის სახოებათა მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი გველოდება. ყინული ! ყინული ! ბევრი ყინული !!!
ზამთრის ოლიმპიადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით 1924 წლიდან ტარდება. 1992 წლამდე განიხილებოდა, როგორც ზაფხულის ოლიმპიადის გაგრძელება, ტარდებოდა იმავე წელს და არსებობდა საერთო გუნდური ჩათვლაც. 1994 წელს ნორვეგიაში ჩატარებული ოლიმპიადა გაიმართა 2 წლის შემდეგ 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან და სწორედ და სწორედ ამ დროს გაიმიჯნა ოლიმპიურ თამაშებზე წელიწადის ორი ერთმანეთისგან.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები აერთიანებს შემდეგ სახეობებსსპორტის სახეობები
სამთო-სათხილამურო სპორტი
ბიატლონი
ბობსლეი
კერლინგი
ფიგურული სრიალი
ფრისტაილი
ყინულის ჰოკეი
შორტ-ტრეკი
სკელეტონი
ტრამპლინიდან ხტომა
სნოუბორდინგი
საქართველოს სპორტსმენთა შედეგები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე1956 კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) – 30
1960 კობა წაქაძე (80 მ ტრამპლინი) – 9
1964 კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 27
1972 კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 25
1994 ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება) – 47
1994 კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ორადგილიანი ციგა) – 17
1994 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 50, 55
1994 ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) – 14
1998 სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 55, 59
2002 ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 17
2002 სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
2002 რობერტ მახარაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
2002 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 58, დისკვალიფიკაცია
2006 ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) -10
2006 ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) -28
2006 იასონ აბრამაშვილი (სუპერ გიგანტი) -29, (გიგანტური სლალომი) -32
2010 ელენე გედევანიშვილი (ფიგ. ციგურაობა) - 14
2010 ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგ. ციგურაობა) - 22
2010 იასონ აბრამაშვილი (გიგანტ.სლალომი) - 46
2010 ჯაბა გელაშვილი (გიგანტ.სლალომი) - 50
2010 იასონ აბრამაშვილი (სლალომი) - დისკვ.
2010 ჯაბა გელაშვილი (სლალომი) - დისკვ.
2010 ნინო წიკლაური (სლალომი) - 50
2010 ნინო წიკლაური (გიგანტ.სლალომი) - დისკვ.
2014 იასონ აბრამიშვილი (გიგანტ. სლალომი) - დისკვ.
2014 იასონ აბრამიშვილი (სლალომი) - 22
2014 ალექს ბენიანიძე (გიგანტ. სლალომი) - დისკვ.
2014 ალექს ბენიანიძე (სლალომი) - დისკც.
2014 ნინო წიკლაური (გიგანტ. სლალომი) - 49
2014 ნინო წიკლაური (სლალომი) - დისკვ.
2014 ელენე გედევანიშვილი (ფიგ. სრიალი) - 19
ნოდარ ქუმარიტაშვილი - დაუვიწყარი ქართველი გმირი
ფიონჩანგი 2018ფიონჩანგის ოლქი მდებარეობს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 80 კილომეტრის დაშორებით ჩრდ. კორეის საზღვრისგან. ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადება სამხრეთ კორეამ 1988 წლის სეულის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო, ნომინანტთა ფინალურ სიაში ნომინერებული იყო სამჯერ და მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა გამარჯვება.
სამხრეთ კორეაში თავიანთ შესაძლებლობებს 7 სპორტის სახეობის 15 დისციპლინაში 2952 სპორტსმენი გამოცდის. ოლიმპიადა არაოფიციალურად სტარტს 8 თებერვალს კერლინგის მატჩებით აიღებს, გახსნის ცერემონია კი 9 თებერვალს თბილისის დროით 15:00სთ-ზე გაიმართება. სატურნირო მიმდინარეობის დრო იწყება თბილისის დროით დაახ. 04:00სთ-ზე და მთავარდება 19:00სთ-ზე. ოლიმპიური ცეცხლი კორეაში 25 თებერვალს ჩაქრება და დაიწყებს მოგზაურობას პეკინისკენ.
საქართველო 2018 წლის ოლიმპიადაზეიასონ აბრამაშვილი - გიგანტური სლალომი, სლალომი (18 თებ. - 22.02)
ნინო წიკლაური - გიგანტური სლალომი, სლალომი (12.02. ; 14.02)
გიორგი სოღოიანი - ციგა (10.02)
მორის ყვითელაშვილი - ფიგურული სრიალი (16.02 ; 17.02)
დაკავშირებული თემები
ტურინი 2006ვანკუვერი 2010ზამთრის ოლიმპიადა 2014სოჭი 2014!სოჭი 2014 vol 2სოჭი 2014 vol 3ვუსურვოთ ქართველებს ღირსეული გამოსვლა ჩვენ კი დავტკბეთ სპორტის ულამაზესი სახეობებისთვის თვალყურის დევნებით.
P.S. ვინც სტანდარტული სამუშაო დროით ვართ დასაქმებული, მივმართოთ გადახვევის დალოცვილ ტექნოლოგიას
ბევრი თეთრი ფერი ეკრანზე