ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება მრავალსაცხოვრებელიანი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა თანასაკუთრებას, საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობას, ანუ ამ ამხანაგობის მონაწილეობით ჩატარებულ კრების ოქმს/გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, რასაც აკეთებ: გაარკვიე, თუ ვინ არის ამხანაგობის/კორპუსის თავმჯდომარე. მიდი მასთან და მოითხოვე ამხანაგობის შესახებ დებულება/წესდება (უნდა ჰქონდეს). შემდეგ წაიკითხე და დაადგინე, თუ რა წესით ხდება ამხანაგობის წევრთა მოწვევა და შენ მიერ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. შემდგომ კი თავმჯდომარეს თხოვე, რომ მოიწვიოს ამხანაგობის წევრთა კრება შესაბამისი წერილის/შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით და განიხილეთ საკითხი. ყველა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას და წესდებით რა ქვორუმიც იქნება დადგენილი, თუკი მიიღწევა, შედგება ოქმი, რომელსაც ნოტარიუსის თანდასწრებით ხელს მოაწერს თავმჯდომარე (შეიძლება წევრებიც, წესდებით როგორც იქნება დადგენილი). წაიღებ ამ კრების ოქმს საჯარო რეესტრში (მანამდე სავარაუდოდ დაგჭირდება აზომვითი ნახაზები) და დაირეგისტრირებ საკუთრებაში.
მე ვფიქრობ, რომ თუკი ეს ფართი ამღალ სართულზეა, ან ისეთ ადგილზე, რომელსაც კომერციული დანიშნულება შეიძლება, რომ ჰქონდეს, ალბათ არ მოგცემენ უფლებას
ასე ნებისმიერი მოისურვებს, დაირეგისტრირებს და გაყიდის მერე, ან გააქირავებს
მე ვაპირებ ახლა მაგას. ეზოში ცალკე მდგომი შენობაა, რომელიც მინდა, რომ საკუთრებაში გადმომცენ მიბმული ვალდებულებით (ვიცი, რომ შეუზღუდავად არავინ მომცემს), რადგანაც, 12 წელი ტყუილად დგას (ადრე თონე იყო) და ჩემს ოჯახს აქვს სურვილი, რომ სამკერვალო გავხსნათ, სადაც თავად ჩვენ ვიმუშავებთ.