forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (71) « პირველი ... 68 69 [70] 71   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფრანც კაფკა, და მისი სამყარო
;cosanostra;
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16

გამოგზავნილია: 28 Dec 2016, 11:59  #49589051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა დაწერა ამ კაცმა ასეთო 69 გვერდის რომ მსჯელობთ? რატომ არის ეს ,,მეტამორფოზა'' საინტერესო, იქნება ორი წინადადებით მაინც დაწეროს ვინმემ.
ეგ ნაწარმოები მე ეგრე მესმის... 30წლის მამაკაცი მუშაობს ოჯახისთვის, საკუთარ თავისთვის დრო არც კი რჩება.
სამსახურში ყოველთვის დროზე მიდის და მუქთახორა დას,დედას მამას არჩენს,მაგრმა უცებ მწერად გადაიქცა იმ არსებათ,რომლის მოვლა უკვე მათი ვალი იყო,მაგრმა რამოდენიმე-
თვეც ვერ გაუძლეს. ყველამ შეიძულა (მის დაც მის სიკვდილს უცდიდა),რცხვენოდათ მისის და როცა მოკვდა ყველას გაუხარდა.
როცა პურს აჭმევდა მაშვინ კარგი იყო ? მაგრმა მისი ბრალია მიაჩვია ყველა,რომ იდალური იყო,მაგრამ არვინ დაუფასა.
აღარავის უნდოდა მწერი სახლში.
მე ესე გავიგე.



--------------------
Toooooooor99oooooovvgghhhmalll
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 28 Dec 2016, 12:19  #49589160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
;cosanostra;
QUOTE
მე ესე გავიგე.

ძირითადად ეგრეა. 5 წელი სამსახური არ გაუცდენია ადამიანს და ერთი დაგვიანების გამო მმართველი მოუვარდა სახლში. ნასროლი ვაშლიც კი არ ამოაცალეს მხრიდან. ვალებს იქით უსტუმრებდა მშობლებს. რეალურ ცხოვრებაშიც მასეა. ერთი დაგიცდეს ფეხი და კატოკებით მოგადგებიან biggrin.gif

მე პროცესზე ჩავიციკლე. რისთვის გაწირეს იოსეფი? რეალურად რაში ედებოდა ბრალი არ ჩანს. კარგად აქვს დაწერილი. სრულად შეიგრძნობ უსამართლობას და საზოგადოების დეგრადაციას. განაჩენი - ეს მოთხრობა სუსტია. კაფკას მშობლებთან პრობლემები ხომ არ ქონია ისე? biggrin.gif


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
;cosanostra;
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16

გამოგზავნილია: 28 Dec 2016, 12:29  #49589218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

B l a c k J a c k
რთული პიროვნება იყო ))))
ნუ ყველა ხელოვანი უცნაურია.
საერთოოდ მაგან დაწვა თავისი ნაწარმოებები,რაც გადარჩა ის გამოიცა ისიც მეგობრის წყალობით.
ქალებში არ უმართლებდა (ჩემასავით),ოღონდ ის სხვაობა,რომ მე სექსამდე კარგათ მივდივარ, სერიოზულ ურთიეთობაში აღარ მიმართლებს))))
მეც მწერალი მინდა გავხდე ყველაზე მაგარი რამეა)))

B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 18:29  #49645810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
;cosanostra;
QUOTE
საერთოოდ მაგან დაწვა თავისი ნაწარმოებები,რაც გადარჩა ის გამოიცა ისიც მეგობრის წყალობით.

მადლობა მეგობარს )))

QUOTE
მეც მწერალი მინდა გავხდე ყველაზე მაგარი რამეა)

მე კითხვის პროცესი უფრო მსიამოვნებს biggrin.gif მაგრამ წარმატებები ))))9
Moby-Dick
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 19:35  #49646215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
B l a c k J a c k
QUOTE
კაფკას მშობლებთან პრობლემები ხომ არ ქონია ისე?

user posted image
ეს წიგნი ნახო იქნებ. მე კრებულის ყიდვა მინდოდა და ვეღარც ის ვიყიდე და ისე დავრჩი ჯერჯერობით biggrin.gif მგონი მაღაზიებში აღარ არი
;cosanostra;

QUOTE
ქალებში არ უმართლებდა (ჩემასავით),ოღონდ ის სხვაობა,რომ მე სექსამდე კარგათ მივდივარ, სერიოზულ ურთიეთობაში აღარ მიმართლებს))))
მეც მწერალი მინდა გავხდე ყველაზე მაგარი რამეა)))

კაფკას არც უნდა გამართლებოდა და შენ ვინ გკითხა, ვის აინტერესებს შენი ქალების ამბავი :დ
;cosanostra;
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 23:50  #49648063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Moby-Dick
დელფინებს რას ერჩოდი ?
აი ,შენ ხომ მკითხე ეხლა ?
ჰოდა გეტყვი... პატარა რომ ვიყავი ერთი გოგო მიყვარდა ,ხოდა რა არ ვცადე ,მაგრამ ამაოდ -
მაშვინ გავიფიქრე რავა ტყვილა დავკარგე დრო. მერე ქაუნთერში ვაგებდი და გადავწყვიტე მესწავლა ,მაგრმა ამოდ დავკარგე დრო.
მერე არჩევნებზე მივედი და ოცნეა შემოვხაზე,მაგრმა 1თვეში მივხვდი ,რომ ტყვილა დავკარგე დროც და იმედიც.
აი,ეხლაც ვფიქრობ ტყვილა ვკარგავ დროს,როცა შენს კლე კომენტარს ვპასუხობ ,მაგრმა მერე უცებ გამახსენდა ,რომ ყველაზე მეტად-
მაშვინ დავკარგე დრო,როცა ესMoby-Dickკლეობა
წიგნი წავიკითხე და მინდა მადლობა გითხრა იმსთვის ,რომ რაღაც დავიწყებული მქონდა და გმახსენე... დიდი ხანი ვაპირებდი ამის თქმას (მომეშვა გულზე ) აი-
ხედავ ? რა კაი საქმე გაკეთე. 50ენაზე გადაგიხდიდი მადლობას ,უფრო თესლობა რომ გამოსულიყო ,მაგრმა მერე გამახსენდა ქართულიც არ ვიცი კარგათ (მეტყობა) წერის მანერაზე -
მაგრამ ეგ არა მთავარი ისე მე რა ენაზეც ვსაუბრობ და ვწერ ეგ ენა ყველაზე დიდი ღმერთის...სიყვარულის ენა და დაგიწერდი კიდეც ,მაგრამ მაგას დამსახურება უნდა.
რასაც ვთესავთ იმას ვიმკით,თუ როგორა ?
მაგრამ მაინც გული მაქვს კეთილი და თუ აქმდეს მოდი და წაიკითხე...ნეგატიურს არ გეტყვი; შობას გილოცავ (თუნდაც ათეისტი იყო) გაიზარდე დიდი ბიჭი ან გოგო რავი შენ გადაწყვიტე.
გაკოცებდი,მაგრმა ღვინით მაქვს ბაგენი მოთხუპნული და უტაქტობა (ნუ შენს კომენტრათან შედარებით ) საოცრება იქნებოდა ,მაგრმა მაინც.


Moby-Dick
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 14:00  #49650502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
;cosanostra;
დამშვიდდი რეებს წერ, კაი გავაგრძელოთ მაშინ შენი და კაფკას შედარება biggrin.gif
QUOTE
რთული პიროვნება იყო ))))
ნუ ყველა ხელოვანი უცნაურია.
საერთოოდ მაგან დაწვა თავისი ნაწარმოებები,რაც გადარჩა ის გამოიცა ისიც მეგობრის წყალობით.
ქალებში არ უმართლებდა (ჩემასავით),ოღონდ ის სხვაობა,რომ მე სექსამდე კარგათ მივდივარ, სერიოზულ ურთიეთობაში აღარ მიმართლებს))))
მეც მწერალი მინდა გავხდე ყველაზე მაგარი რამეა)))

QUOTE
50ენაზე გადაგიხდიდი მადლობას ,უფრო თესლობა რომ გამოსულიყო ,მაგრმა მერე გამახსენდა ქართულიც არ ვიცი კარგათ (მეტყობა) წერის მანერაზე -

ჯერ კაფკას ნაწარმოებების ამბავს მივყვეთ ზუსტად როგორ იყო: "სიკვდილის წინ თავის მეგობარ მწერალ მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ." მერე უკვე ვიცით...
შემდეგ ესე იგი შენთან უნდა მოვახდინოთ შედარება როგორც მომავალ კაფკასთან(ქალებთან შენთვითონ შეედარე უკვე), როგორც ქალების ამბავში გავხართ ერთმანეთს შენ და კაფკა რაღაც განსხვავებით, მწერლობაშიც ერთნაირი ბედი გექნებათ აშკარად, მანდაც ერთი განსხვავებით: დაწერ დაწერ შენს სტილში ბევრს, ვერ დაბეჭდავ და სიკვდილის წინ მეგობარს დაუტოვებ დასაწვავად. ეს მეგობარიც გამოგართმევს და პირდდაპირ არ დაწვავს. ჯერ წაიღებს ტუალეტში დაალაგებს, მერე რკინის ვედროში ჩაყრის ხოლმე და ეგრე წაუკიდებს ცეცხლს ხანგამოშვებით. მეზობლები შეწუხდებიან მაგრამ არაუშავს რაც მთავარია გაიცნობენ შენ ნაწერებს, სახელიც შერქმეული აქვთ წინასწარ კრებულისთვის, "გამძღნერილი ქაღალდები იწვის" - ესე ერქმევა.
კიდე რავი. მეც გილოცავ შობას. მოვყვები ხოლმე კიდე თუ რამე საერთო აღმოვაჩინე, საინტერესო ჩანს შევცდი თავიდან ეტყობა
* * *
;cosanostra;
სად ხარ? მოდი ილაპარაკე რაც გინდა და შემირიგდი მერე! არ მაწყენინო, არ მომწონს რო დაიკარგე biggrin.gif 2kiss.gif
;cosanostra;
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 23:45  #49654442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Moby-Dick
ჩემი თავი არ შემიდარებია .
არავის არ ვბარებ წიგნს.
უკვე მალე გამომიცემენ.
დიდი ხანი იფიქრე ,რა გეპასუხა,თუ ამაზონიდან გამოიწერე? user.gif user.gif
Moby-Dick
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 23:59  #49654566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
;cosanostra;
ვინ უნდა გამოსცეს? რა გვარი ხარ?
ხუმრობები დაიკიდე, უაზროდ ვიცი ლაპარაკი, შენც ცოტა არაადეკვატური ხარ ეტყობა. მდგომარეობიდან რო გამომეყვანე არ მინდოდაbiggrin.gif
;cosanostra;
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 00:42  #49654971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Moby-Dick
ნომერი დაწერე ჩაგირიცხავ.
ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ეგრე იოლი არა.
გაგეხუმრე . წიგნი მობი დიკი მართლა, არ მომეწონა. ბოდიში არა საჭირო.
ნუ ყველა მწერალი და პოეტი თავისებურია.
მე მწერალიც ვარ და პოეტიც.
ოღონდ დამწყები.
კაფკა ჩემი საყვარელი მწერალია,მაგრამ
არ ვბაძავ. მე სხვა სტილი მაქვს.
Moby-Dick
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 13:45  #49656976      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
;cosanostra;
QUOTE
ნომერი დაწერე ჩაგირიცხავ.

ვერ გავიგე რა მიპასუხე, რას რიცხავ ნომერზე გვარს თუ გამომცემლობას?
QUOTE
ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ეგრე იოლი არა.
გაგეხუმრე . წიგნი მობი დიკი მართლა, არ მომეწონა. ბოდიში არა საჭირო.

ატყობ რო ზედმეტები მოგდის? წესივრად გითხარი რო არ არის-მეთქი საინტერესო შენი ამბები, შენ კიდე უზრდელად მომმართე და ბიჭი იქნები თუ გოგო ამოირჩიეო რომელი გინდა და ეგეთ სირობებს მიწერ, და მაგას გახუმრებას ეძახი და ნორმალურად მიგაჩნია რო ადამიანს არ იცნობ და ეგრე ელაპარაკო?მეთქი ჩლუნგი ხო არაა სულიერად-თქო და უხერხული იყო. და კიდე მე მაქ საბოდიშო რამე? biggrin.gif
* * *
QUOTE
ნუ ყველა მწერალი და პოეტი თავისებურია.
მე მწერალიც ვარ და პოეტიც.
ოღონდ დამწყები.
კაფკა ჩემი საყვარელი მწერალია,მაგრამ
არ ვბაძავ. მე სხვა სტილი მაქვს.

მიდი გამოუშვი ერთი მოთხრობა, ან პოეზიიდან იყოს რამე
მართლა მაინტერესებს, ვნახო აბა biggrin.gif
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 16:48  #49658033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Moby-Dick
QUOTE
ეს წიგნი ნახო იქნებ. მე კრებულის ყიდვა მინდოდა და ვეღარც ის ვიყიდე და ისე დავრჩი ჯერჯერობით biggrin.gif მგონი მაღაზიებში აღარ არი

არ შემხვედრია თაროებზე. დავძებნი , დავძებნი :დ
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 21:42  #49681703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნობელის კომიტეტი თავს იმართლებს ხოლმე, რომ კაფკას ძირითადი ნაწარმოებები ("პროცესი", "გოდოლი", "ამერიკა") მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. თუმცა, კაფკას მოთხრობები არანაკლებ მნიშვნელოვნია და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის; "მეტამორფოზა", ხომ მის სიკვდილამდე 9 წლით ადრე დაიბეჭდა. რა თქმა უნდა, ჯილდოებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ მწერლის პოპულარიზაცია ძალიან უწყობს ხელს. ყველაფერი უფრო გასაგები ხდება, თუ გავითვაისწინებთ, რომ დიდ მწერლებს მისი თანამედროვენი ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ ხოლმე.

ახლახანს დავასრულე "გოდოლი".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by rodo on 11 Jan 2017, 22:07
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2244
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 22:15  #49681952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rodo
QUOTE
ახლახანს დავასრულე "გოდოლი".

წიგნი მაქვს და ვაპირებ წაკითხვას )))

QUOTE
ნობელის კომიტეტი თავს იმართლებს ხოლმე,

საერთოდაც ეგენი გერმანულენოვან მწერლებს ჩაგრავენ :დ ბერძენიშვილმა შანსი არაა არ წამოაძახოს ყოველ მესამე გადაცემაში და რასაც გადავხედე მართალია ეგ კაცი.
კაფკა-კაფკად, მაგრამ სადაც მოდერნიზმის ტაიფუნი ბროხი ყავთ დატოვებული უპრემიოდ. ჰესემ აიღო მხოლოდ, ნუ ჰესეს უნდა აეღო კიდეც. დანარჩნებს უბრალოდ აღარ მისცეს: გერმანელებს და ავსტრიელებს. უინსტონ ჩერჩილს ვერ შემოიგდებდა ბროხი ბეჭებზე თუ , პრი ვსიომ უვაჯენიი, ერნესტ ჰემინგუეის. ან იგივე რობერტ მუზილი. სადმე ვინმე თავს წამოყოფს და ეგრევე ნობელი და გერმენელებთან: ტიტანი უნდა იყოს აუცილებლად. აგერ დილანმა იცოდა რომ გერმანელებს არ აძლევდნენ ნობელს, გადაიკეთა გვარი და მიიღო პრემიაც biggrin.gif
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 18:42  #49687827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (;cosanostra; @ 28 Dec 2016, 11:59 )
რა დაწერა ამ კაცმა ასეთო 69 გვერდის რომ მსჯელობთ? რატომ არის ეს ,,მეტამორფოზა'' საინტერესო, იქნება ორი წინადადებით მაინც დაწეროს ვინმემ.
ეგ ნაწარმოები მე ეგრე მესმის...  30წლის მამაკაცი მუშაობს ოჯახისთვის, საკუთარ თავისთვის დრო არც კი რჩება.
სამსახურში ყოველთვის დროზე მიდის და მუქთახორა დას,დედას მამას არჩენს,მაგრმა  უცებ მწერად გადაიქცა იმ არსებათ,რომლის მოვლა უკვე მათი ვალი იყო,მაგრმა რამოდენიმე-
თვეც ვერ გაუძლეს. ყველამ შეიძულა (მის დაც მის სიკვდილს უცდიდა),რცხვენოდათ მისის  და როცა მოკვდა ყველას გაუხარდა.
როცა პურს აჭმევდა მაშვინ კარგი იყო ? მაგრმა მისი ბრალია მიაჩვია ყველა,რომ იდალური იყო,მაგრამ არვინ დაუფასა.
აღარავის უნდოდა მწერი სახლში.
მე ესე გავიგე.

მე მესმის გულრწფელი სურვილი გაგების, მაგრამ შინაარსის ასე გამარტივებული ყურება არ მიმაჩნია სწორი. იგივე მიდგომით შეგვიძლია ვთქვათ: რა მოხდა თუ რასკოლნიკოვმა მოკლა ვიღაც ავი მევახშე ქალი? წასულიყო ეკლესიაში მოენანია და ეგ იქნებოდა biggrin.gif; ან ივან ილიჩის სიკვდილი რა გახდა? არ უნდოდა საკუთარი სიკვდილის გაცნობიერება და მიღება, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა, მიიღო და მოკვდა. გახსოვთ, ფრაზა მოთხრობიდან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა":
" - ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი.
- წაიქცა და რა მოხდა, მერე? ადგება".

შეიძლება ცოტა ულტრირება გავუკეთე ნათქვამს, მაგრამ საწყენად არ ვამბობ, რადგან ტექსტის წაკითხვის შემდეგ მეც მსგავსი მარტივი ანალიზით დავიწყე, თუმცა, ასევე მივხდი, რომ მნიშვნელოვან მოთხრობასთან მქონდა საქმე. ჩემი აზრით, ამგვარი ტიპის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანია გაცნობიერების დონე და პროცესი; მწერლის შინაგანი სამყარო და მასში არსებული ამბივალენტურ ძალთა კონფლიტი და ა.შ.

ჩვენ ვხედავთ კაფკას დაპირისპირებას მამასთან, რომელიც ასევე კაფკას შინაგანი კონფლიქტია, რადგან მისი არაცნობიერი ნაწილი ეუბნება მას: გაანადგურე და ჩაანაცვლე შენი მამა (ამ აზრებს ხელს უწყობს მამის ტირანიისკენ მიდრეკილება); ხოლო მისი ცნობიერი ნაწილი მოუწოდებს მამის სიყვარულსა და პატივისცემას და ამისათვის თუნდაც საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას. ამ კონფლიქტის წარმოშობა შედარებით კარგად ჩანს, კაფკას მოთხრობაში "განაჩენი"; ხოლო "მეტამორფოზაში", ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საშინლად გვენანება ზამზას სახით კაფკა, რომელიც ასე ტრაგიკულად და ერთი შეხედვით უაზროდაც კი იღუპება. ტრაგედია, ასევე იმაშია, რომ ზამზას (კაფკას) აქვს შესაძლებლობა გაიქცეს, მაგრამ იგი ამ ცხოვრების (ამ შემთხვევაში, ოჯახურ ცხოვრების) დრამაში ზედმეტად ჩაერთო და განთავისუფლებისთვის ("ამ სოფლის დატოვების") ძალა აღარ ჰყოფნის.

ასევე, ვხედავთ რომ გარკვეული ბოროტი ძალების კარნახით, რომლებმაც ზამზა გაადააქციეს ხოჭოთ, ანუ არარაობად, ის კარგავს სამსახურს. შემდეგ, ამ ძალების აყოლით, მამამისისთვის ის მიუღებელი ხდება. ეს ბოროტი ძალა (სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებ) მის ერთ ნაწარმოებში სასამართლოს სისტემის სახით წარმოგვიდგება, ხოლო სხვაში - გოდოლის სახით. "გოდოლში" ამალიას ოჯახის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა "მეტამოფროზა", ცოტა შეცვლილი სიუჟეტით.

This post has been edited by rodo on 12 Jan 2017, 20:30
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (71) « პირველი ... 68 69 [70] 71  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0366 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]