Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ნოემბრის ტესტები 2022


Posted by: jora84 31 Oct 2022, 12:53
2022 წლის ნოემბრის ტესტებზე ორ შეხვედრას შინ, ხოლო ერთს გასვლაზე გავმართავთ.

6 ნოემბერს დინამო არენაზე ურუგვაის ვუმასპინძლებთ.
სამხრეთ ამერიკის სიძლიერთი მეორე გუნდს 6-ჯერ შევხვედრივართ, ბალანსი ჩვენ სასარგებლოდ არის 6-2.
12 ნოემბერს ისევ დინამო არენაზე ამჯერად გვარიანად მოძლიერებულ სამოას ვუმასპინძლებთ.
მსოლფიო რაგბის მიერ შეცვლილი ნატურალიზაციის წესით ზღვისრეთელებმა გვარიანად ისარგებლეს და თბილისში ყოფილი ოლ ბლექსის მოთამაშეებიც ჩამოყავთ. სამოელებთან ხუთი რკენიდან მხოლოდ ერთი, შორეულ 2003-ში მსოფლიო თასზე წაგვიგია, მაგრამ იმხელა ანგარიშით (9:46), რომ შემდგომი სამი გამარჯვების მიუხედავად ქულათა და ლელოთა ბალანსი ისევ უარყოფითი გვაქვს.
19 ნოემბერს უელში, კარდიფის პრინსიფალითი სთედიუმზე მეორედ ვერაგბებით დრაკონებს (უელსელების მეტსახელი).
რომელთანაც ორივერ რკენა წაგვივია, მაგრამ 2017 წელს იმავე სტადიონზე 6:13 წაგებული შეხვედრის ბოლოს გამართული პერიპეტიების გამო დღემდე ვანამუსებთ უელსელების მაშინდელ მაწრთობს ვორენ გეთლენდს ვოღრაშობისთვის და ჩვენ მაშინდელ გურუს წესების არ ცოდნის გამო.

ჩვენი რაზმი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ურუგვაი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სამოა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

უელსი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჩვენი 34 კაცის მონაგარი და ურთიერთსეხვედრები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბილეთები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პ.ს. პატივი ვცეთ ერთურთის ნააზრევს old.gif

Posted by: Judas Iscariot 31 Oct 2022, 13:55
ბარემ აქ დავდებ

34 კაციდან 18 შავი ლომია

მაისაშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მწვრთნელის ხვედრი ასეთია და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ რაღაც ეტაპზე ესა თუ ის მოთამაშე დაგვაკლდება. სწორედ ამისთვის გვინდა სიღრმეების გაჩენა და სანაკრებო სივრცეში ახალი მოთამაშეების შემოყვანა“.

„ნოემბერში ძლიერი მეტოქეები და საინტერესო თამაშები გველოდება. საწყენია, რომ ორი ძირითადი ბურჯი დაგვაკლდება – ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი. პირველს ტრავმა აქვს და ოპერაცია გაიკეთა, ხოლო მეორე ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოდის. ბექას არასდროს ქონია ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა და მისი სიტუაცია ჩვენთვის აბსოლიტურად გასაგებია. ასევე ტრავმირებულია ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეში გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მოედანზე 2-3 კვირაში დაბრუნდება. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება გელა აფრასიძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ტრავმირებულია კიდევ ერთი 9 ნომერი მიშიკო ალანია, ასევე სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე“.

(კახოიძე ნაკრების კანდიდატი იყო?)

34-კაციან რაზმში 7 დებიუტანტია და მათგან სამი პირველხაზელია. გამოძახებულთა შორისაა ‘ლენსთერის’ ბურჯი ვახტანგ აბდალაძე, რომლის მამა ვეტერანი ბორჯღალოსანია, თავად კი ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. ასევე გამოძახებულები არიან ახალგაზრდა ბურჯები სერგო აბრამიშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. 9-10 ნომრებზე, ასევე ხაზში ‘შავი ლომიდან’ ოთხი მოთამაშეა – თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა და ოთარ ლაშხი.

„აბრამიშვილს და ქუნთელიას 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ და კლუბებისგანაც კარგი დახასიათება აქვთ. ‘ლა როშელში’ კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე და ქუნთელია უშუალოდ საქმეში ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდაა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისინი საქმეში გვენახა. ასევე გვყავს აბდალაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ირლანდიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. ხაზში ‘შავი ლომიდან’ ოთხი დებიუტანტია. ეს გუნდი სწორედ იმისთვის გვყავს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მოთამაშეების ჩანაცვლება. ლაშხი ადრეც გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა თამაში არ მოუწია“ – გვიხსნის მაისაშვილი.

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), ჯაბა ბრეგვაძე (შავი ლომი); გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი);

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

Posted by: jora84 31 Oct 2022, 14:47
Judas Iscariot
QUOTE
(კახოიძე ნაკრების კანდიდატი იყო?)


კი, პლიუს დებიუტიც ქონდა უკვე წლის დასაწყისში.

ჩამოთვლილი სიიდან
QUOTE
ძირითადი

მხოლოდ გიგაშვილია, დანარჩენს არანარი გავლენა არ აქვთ ჩვენ თამაშზე. ( გელას არ ყოფნა იმით არის ცუდი, რომ ვასკას გააძრობენ ცრა პირ ტყავს)

Posted by: Gio_G83 31 Oct 2022, 15:27
სამოას რაზმს ჩავუჯექი...
შარშანდელთან შედარებით 3 ახალი სახეა
მე ეტყობა ჩამოვრჩი და რაღაც ფრანჩაიზები მათაც შეუქმნიათ, ამიტომ წინა კლუბებს გადავხედე და
მხოლო 5 მორაგბეა 20 და მეტი კეპით
ასაკიც უმეტესობა 30 და მეტისაა, მხოლოდ 7 კაცია 25 წლამდე
კლუბები კი იცოცხლე!
საფრენგეთ-ინგლის-ავსტრალიურ-ზელანდიური კლუბები

მოკლედ ძალაა, დიდი ძალაა!

Posted by: levan704 31 Oct 2022, 15:40
ბურჯის პოზიციაზე თვრამეტი წლის ბავშვების გამოძახება ეროვნულში, რას უნდა ნიშნავდეს? გინესის წიგნში გვინდა შევიდეთ?

Posted by: Gio_G83 31 Oct 2022, 15:46
QUOTE
ბურჯის პოზიციაზე თვრამეტი წლის ბავშვების გამოძახება ეროვნულში, რას უნდა ნიშნავდეს? გინესის წიგნში გვინდა შევიდეთ?


უფრო შორეულ წარსულში რომ არ წავიდეთ...
ზირაქას, დუდუს, ანტონას, ჩილას, კარლენას, ნაროს, ვასკას და ა.შ. ნაირ ბურჯებს ბურჯების საამქრო ვეღარ "უშვებს"

Posted by: Anatory 31 Oct 2022, 15:57
QUOTE (levan704 @ 31 Oct 2022, 15:40 )
ბურჯის პოზიციაზე თვრამეტი წლის ბავშვების გამოძახება ეროვნულში, რას უნდა ნიშნავდეს? გინესის წიგნში გვინდა შევიდეთ?

სამწვრთვნელო შტაბი თვლის რო სხვა უკეთესი არავინაა, ჩემი აზრით რა თქმა უნდა

Posted by: levan704 31 Oct 2022, 16:11
სამ ნომერზე ორი დებიუტანტი, ხოლო მესამეს, თუ სწორად მახსოვს, ძირითადში დაწყებული არა აქვს... რისკიც ამას ჰქვია!

Posted by: BigG 31 Oct 2022, 17:12
QUOTE
სამ ნომერზე ორი დებიუტანტი, ხოლო მესამეს, თუ სწორად მახსოვს, ძირითადში დაწყებული არა აქვს... რისკიც ამას ჰქვია!


ჩემი აზრით, ბეკოშვილი უნდა გამოეძახათ.

Posted by: jora84 31 Oct 2022, 17:26
Gio_G83
QUOTE
ზირაქას, დუდუს, ანტონას, ჩილას, კარლენას, ნაროს, ვასკას და ა.შ. ნაირ ბურჯებს ბურჯების საამქრო ვეღარ "უშვებს"


თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ ჩამოთვლილთაგან უმეტესეობას ასევე პატარა ასაკიდანვე ვიძახებდით ნაკრებში, პლიუს 25-26 წლადმე რა უნდათ ნაკრებშიო მაგასაც ვაყოლებდით biggrin.gif
მეორეს მხრივ ფაბრიკა გაგვიფუჭდა, ამას დამატებული სპორტულად მშიერი ბურებიც აღარ არიან და მივედით იქ სადაც ვართ.

Posted by: Gio_G83 31 Oct 2022, 17:46
jora84
QUOTE
ფაბრიკა გაგვიფუჭდა


Posted by: levan704 31 Oct 2022, 18:29
QUOTE (jora84 @ 31 Oct 2022, 17:26 )

QUOTE
ზირაქას, დუდუს, ანტონას, ჩილას, კარლენას, ნაროს, ვასკას და ა.შ. ნაირ ბურჯებს ბურჯების საამქრო ვეღარ "უშვებს"


თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ ჩამოთვლილთაგან უმეტესეობას ასევე პატარა ასაკიდანვე ვიძახებდით ნაკრებში, პლიუს 25-26 წლადმე რა უნდათ ნაკრებშიო მაგასაც ვაყოლებდით.

18-19 წლისას?...21 წლიდან გასაგებია... ბიოლოგია-ფიზიოლოგიას სად წაუვალთ?!

Posted by: Gio_G83 31 Oct 2022, 19:06
QUOTE
ბიოლოგია-ფიზიოლოგიას სად წაუვალთ?!

ვერსად - აგერ გამოგვიჭირა
18 წლის ასაკში მიწოლაც არ შეიძლება
19 წლიდან მიწოლას სწავლობენ და...
და...
სამოას შერკინება შეიძლება სტატიკაში ვერ დაფრინავს და top არაა, მაგრამ მძიმე შერკინებაა (ყველა + 29 წელი) და ჩვენს ისედაც ბოლო დროს შედარებით "ამჩატებულ" შერკიენაბს დასვამს რელსებზე
შერკინების მოგება კი რამდენ კომპონენტში შობს უპირატესობას - ვიცით...

Posted by: BigG 1 Nov 2022, 21:13
როგორც იცით, ნოემბრის ტესტების პარალელურად დუბაიში რეპეშაჟი ჩატარდება.
ამ მატჩების ყურება მსოფლიო რაგბის ოფიციალურ საიტზე შეგეძლებათ.

Posted by: giorgi219 1 Nov 2022, 21:32
რაღაც ცუდს მიგრძნობს გული ამ ტესტებზე, ზაფხულის ტესტებისგან განსხვავებით.

იმედია ვცდები და მარა, ამ შემადგენლობით და მწვრთნელით, რა ვიცი...

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Nov 2022, 21:35
სამოა
დალაგებულია კეპების მიხედვით
როგორც ჩანს ერთად დიდ ხანს ვერ ხვდებიან

სულ ზედა ყველაზე საშიში მორაგბეა war.gif

user posted image

Posted by: jora84 1 Nov 2022, 22:31
სანტიაგო არატა გამოაკლდა ურუგვაის, ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.

Posted by: ratomac aRa 1 Nov 2022, 22:35
ლეიუა და ლეუილა ჩვენთვის ისე არიან როგორც იმათთვის გორგაძე და გიორგაძე

Posted by: giorgi219 2 Nov 2022, 21:55
5% პროცენტი გაიყიდა მხოლოდ ონლაინ ბილეთები. ძალიან ცუდი, კატასტროფული შედეგია. დანარჩენი ბილეთები დაურიგეს სხვადასხვა ორგანიზაციებს და უწყებებს, ასევე რაგბის კლუბებს და 40%-ს მაინც ვერ აცდნენ. ასეთი დარიგებული ბილეთებით კი დიდი ნაწილი არც მიდის ხოლმე თამაშზე.

Posted by: magogi 2 Nov 2022, 23:15
რეალურად ამ დროისთვის 3 გამორჩეული ბურჯი გვყავს: გიგაშა, ასპინძა და ჯაფარა. ვერც ერთი ვერ ჩამოვიდა ტრამვის, პირადი თუ სახვა მიზეზების გამო.
ჩილაჩავა ცოტას თამაშობს, თუმცა გამოცდილია, მაგრამ ნაწყენია; ყაულაშვილი ისეთ მდგომარეობაშია ურჩევნია ბორდოში დარჩესო; ხარაიშვილი ცოტას თამაშობს და იქაც ვერაფრით გამოირჩევა. ნუ, თეთრაშვილის დაძახება ალბათ შეიძლებოდა smile.gif
ბურჯ ლიგას რაც შეეხება თვლიან რომ არაა ნაკრების დონე, თუმცა ქართველიშვილი თებერვალში არ ჩამოვიდაო და მგონი ბურდულზეც ანალოგიური ვითარებაა. სხვებს ვისაც ვუყურებთ, დიდად გამორჩეული ვინმე არის თქო ვერ ვიტყვი smile.gif
ასე რომ დიდი არჩევანი არც ყოფილა და საკმაო რისკიც არის აბრამიშვილი-ქუნთელიას დაძახება, დიდი პრაქტიკა არც აბდალაძეს აქვს, მაგრამ ვნახოთ რას იზამენ

Posted by: levan704 3 Nov 2022, 03:57
ადრე, ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა, ღირსების საქმედ ითვლებოდა. ახლა... ჩილაჩავას პრობლემა გასაგებია... ყაულაშვილი აღარ ჩამოდისო, ქართველიშვილი თებერვალში არ ჩამოვიდაო, ბურდულიც ეგრეაო... მასობრივი სახე მიუღია და ეგ არის... დროზეა ეს პრობლემა მისახედი. სულ ცოტა დისკუსია მაინც უნდა გაიხსნას, ეროვნულ ნიჰილიზმთან გვაქვს საქმე, თუ სათავეში აყროლდა რაღაც... ყველაფრის მიჩუმათება არ შეიძლება.

Posted by: defender90 3 Nov 2022, 10:24
ჯაიანი გამოგვაკლდა კაი ხნით,მარცხენა მუხლზე აქვს ხრტილის პრობლემა. sad.gif
უეჭველი ბაბუნას გამოიძახებენ.

Posted by: ogafa2 3 Nov 2022, 13:22
........................ user posted image

Posted by: ratomac aRa 3 Nov 2022, 13:34
QUOTE
5% პროცენტი გაიყიდა მხოლოდ ონლაინ ბილეთები. ძალიან ცუდი, კატასტროფული შედეგია


ცოტა კიდე მოემატებინათ ფასი და მეტი გაიყიდებოდა

QUOTE
ჩილაჩავა ცოტას თამაშობს, თუმცა გამოცდილია, მაგრამ ნაწყენია


როდემდე უნდა იყოს ნაწყენი? თუ დაუძახებენ ყველა ვარიანტში უნდა ჩამოვიდეს მაგ დროს, თუ არა და უკვე ქვეყანას იკიდებს, მწვრთნელს კი არა


Posted by: Gio_G83 3 Nov 2022, 14:07
QUOTE
5% პროცენტი გაიყიდა მხოლოდ ონლაინ ბილეთები. ძალიან ცუდი, კატასტროფული შედეგია
ცოტა კიდე მოემატებინათ ფასი და მეტი გაიყიდებოდა


პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა უკეთ იცის ფასის დადგენის პოლიტიკის ნიუანსები

Posted by: ferrari1000 3 Nov 2022, 14:28
QUOTE (defender90 @ 3 Nov 2022, 10:24 )
ჯაიანი გამოგვაკლდა კაი ხნით,მარცხენა მუხლზე აქვს ხრტილის პრობლემა. sad.gif
უეჭველი ბაბუნას გამოიძახებენ.

კაი ხანი დაახლოებით რამდენი ხანია?

Posted by: jora84 3 Nov 2022, 14:35
ferrari1000

ვარაუდის დონეზე 5-6 თვე.

Posted by: magogi 3 Nov 2022, 14:36
levan704
ყაულაშვილი კისრის ტრამვით თამაშობს, პირადი ფიზოთერაპევტი ჰყავს მიმაგრებულიო. მისთვის რო კლუბი იყოს პრიორიტეტი არაა გასაკვირი.

Posted by: jora84 3 Nov 2022, 16:28
სტაფი და რამე რუმე.

user posted image

Posted by: Anatory 3 Nov 2022, 16:50
QUOTE (ratomac aRa @ 3 Nov 2022, 13:34 )

QUOTE
ჩილაჩავა ცოტას თამაშობს, თუმცა გამოცდილია, მაგრამ ნაწყენია


როდემდე უნდა იყოს ნაწყენი? თუ დაუძახებენ ყველა ვარიანტში უნდა ჩამოვიდეს მაგ დროს, თუ არა და უკვე ქვეყანას იკიდებს, მწვრთნელს კი არა

გეთანხმები, ჩემი აზრით საქართველო ყველანაერ პირად ეგოზე მაღლა დგას

Posted by: Werner Voss 3 Nov 2022, 17:13
ცუცქი სადაა საერთოდ?
წინა მსოფლიოს მოსამზადებელზე ტრამვა რო მიიღო, იმის მერე რაგბი არ უთამაშია ფაქტიურა

Posted by: ratomac aRa 3 Nov 2022, 18:07
QUOTE
პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა უკეთ იცის ფასის დადგენის პოლიტიკის ნიუანსები


თავში აუვარდა იტალიასთან მოგება, იფიქრა აწი ხალხი მეტსაც გადაიხდის ვიდრე აქამდეო




Posted by: magogi 3 Nov 2022, 18:33
Werner Voss
რეაბილიტაციას გადის ცუცქი. ოპერაცია ცუდად გაუკეთეს და სამომავლოდ დიდი რისკია რო კიდევ დაიმტვრესო

Posted by: Werner Voss 3 Nov 2022, 18:41
magogi
QUOTE
რეაბილიტაციას გადის ცუცქი. ოპერაცია ცუდად გაუკეთეს და სამომავლოდ დიდი რისკია რო კიდევ დაიმტვრესო

ანუ კიდე ოპერაციას საჭიროებს?

მაგრად მენანება ცუცქი, უდიდესი ძალა იყო ჩვენი ნაკრებისთვის, იმედია ბექსონასავით ეგეც დაალაგებს ბოლოს და ბოლოს თავის კარიერას

Posted by: magogi 3 Nov 2022, 18:58
Werner Voss
ამდენი ოპერაციების მერე რისკი დიდია რო ცუდად დაიმტვრეს და კარიერა დაასრულოსო

Posted by: jora84 3 Nov 2022, 19:08
''შეცვლა''

user posted image

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Nov 2022, 19:46
მაგარი სტატისტიკა გვაქ:
ურუგვაისთან 2004ის მერე არ წაგვიგია (ბავშვებით ვიყავით, მსაჯი იმათი)
სამოასთან 2003ის (ერთადერთი წაგება)

Posted by: ferrari1000 3 Nov 2022, 21:27
Datvlas-vin-gtxovs
იმედია არ გავაფუჭებთ gigi.gif

Posted by: BigG 4 Nov 2022, 12:47
პროგნოზების მოყვარულებო:
https://rugby4cast.com/predictions/autumn-internationals-2022/

რამდენიმეში არ ვეთანხმები
* * *
Flying Fijians Team V Scotland
1.Eroni Mawi
2. Sam Matavesi
3. Manasa Saulo
4. Temo Mayanavanua
5. Ratu Leone Rotuisolia *
6. Albert Tuisue
7. Levani Botia
8. Viliame Mata
9. Frank Lomani
10.Vilimoni Botitu
11.Vinaya Habosi
12.Kalaveti Ravouvou
13.Waisea Nayacalevu {c}
14. Setareki Tuicuvu
15.Kini Murimurivalu
Reserves
16.Tevita Ikanivere
17.Livai Natave *
18.Luke Tagi
19.Apisalome Ratuniyarawa
20.Kitione Kamikamica
21.Peni Matawalu
22.Teti Tela
23. Sireli Maqala *
* Players to debut.

Posted by: David-F4X 4 Nov 2022, 14:24
QUOTE (giorgi219 @ 2 Nov 2022, 21:55 )
5% პროცენტი გაიყიდა მხოლოდ ონლაინ ბილეთები. ძალიან ცუდი, კატასტროფული შედეგია. დანარჩენი ბილეთები დაურიგეს სხვადასხვა ორგანიზაციებს და უწყებებს, ასევე რაგბის კლუბებს და 40%-ს მაინც ვერ აცდნენ. ასეთი დარიგებული ბილეთებით კი დიდი ნაწილი არც მიდის ხოლმე თამაშზე.

ურუგვაი და სამოა ერთი ფასი არ უნდა ღირდეს - და ამ წვიმიან ნოემბერში საფასო პოლიტიკის გატესტვის დრო არ იყო.
ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ჯგუფში დაპოსტეს პრომო კოდები რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველამ ტკტ.ჯი ზე ბილეთების შეძენისას.
ანუ ყიდვის დროს არის დასმული კითხვა გაქვთ პრომო კოდი? სადაც შეგვყავს პრომო კოდი და ბილეთს ვყიდულობთ ნახევარ ფასში. 100 ლარიან ბილეთზე არ ვრცელდება ეს ფასდაკლება მხოლოდ 10 დან 70 ლარამდე.

პრომო კოდები:

academy2022
aia2022
batumi2022
khochebi2022
kharebi2022
kazbegi2022

Posted by: Gio_G83 4 Nov 2022, 14:25
QUOTE
პრომო კოდები:

როგორ გამოვიყენოთ?

Posted by: David-F4X 4 Nov 2022, 15:30
Gio_G83

შედიხარ tkt.ge - ზე,
ირჩევ ბილეთს 10 დან 70 ლარამდე,
ყიდვაზე როცა გადადიხარ ქვემოთ წერია კითხვა: გაქვთ თუ არა პრომო კოდი?
შეგყავს პრომო კოდი და ბილეთის ფასი ნახევრდება,
და ყიდულობ

Posted by: Gio_G83 4 Nov 2022, 17:05
David-F4X

მადლობა



მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)

Posted by: Christian Cullen 4 Nov 2022, 17:46
მაგ განახევრებულსი ფასსაც ვერ გადაიხდის ბევრი. 7 და 15 ლარი არის ფასი, რასაც შესწვდება სადღაც 40 000 კაცი. ურუგვაისთან ბილეთიანი იყოს მაქსიმუმ 10 000 ერთ 10 საც ისე შეუშვებენ და ასე შემდეგ.
თავად ქოცები გარბიან სანაქებო წილხვედრიდან და რა თავის დაბრმავებაა ურუგვაისთან 70 ლარი.

Posted by: jora84 4 Nov 2022, 18:55
რაზმი.

user posted image

Posted by: iverieli 4 Nov 2022, 19:12
ვისაც დაუძახეს უძლიერესი რაზმი ყავს დაყენებული. წამრატებები ქართველებს.

ურუგვაისთან გამორიცხულია მოგების გარდა სხვა შედეგი. სამოასთან გაგვიჭირდება მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ

Posted by: ferrari1000 4 Nov 2022, 19:52
მოსალოდნელი შემადგენლობაა.
როცა ჯაიანის ტრავმის შესახებ გავიგე იმის მერე 23/23 გამოვიცანი.

Posted by: xDavid_S 4 Nov 2022, 20:11
აკლიათ:
  • 9 არატა
  • კვაჭი კესლერ
  • შუამარბი ფრეიტას

user posted image

Posted by: magogi 5 Nov 2022, 02:31
ძაღლი გუნდია ურუგვაი, მარა ამათთან მოგება არ უნდა იყოს სალაპარაკო

Posted by: xDavid_S 5 Nov 2022, 09:05
https://www.elobservador.com.uy/nota/la-preparacion-inedita-de-los-teros-para-su-gira-europea-fisicamente-llegamos-como-nunca--202211216599



Posted by: GARCH 5 Nov 2022, 17:59
LIVE არ არის ტვ-ზე ან ინტერნეტში?

Posted by: jora84 5 Nov 2022, 18:04
GARCH

რაგბი ტვ-ზე

30 რაგბი ტვ.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Nov 2022, 18:24
რუმინეთი 30-23 ჩილე

იტალია 42-7 სამოა (მე60 წთ)

Posted by: BigG 5 Nov 2022, 19:10
ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ დიდი მარცხის შემდეგ სამოას არაფრად ჩავაგდებთ.
იტალიამ შესანიშნავად ითამაშა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში: ორგანიზებულად, სწრაფად. სამოა ასეთ ტემპს არ ელოდა და ვერც გაუძლო.
თუმცა, სამოელები ძალიან ტექნიკურები არიან და მცირე შანსსაც არ გაუშვენებ. ჩვენი მატჩისთვის გადაეწყობიან.
10 ნომერი სუსტი ყავთ (მერე რა, რომ ბრამბიზშია) და შეტევების დალაგება უჭირდა. არც 9 ნომერზე გავგიჟებულვარ. ფლანკერები კარგი ყავთ. 8 ნომერი ისე რა. მომეჩვენა, რომ არც ფულბექია დიდი ბედენა.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Nov 2022, 19:43
BigG
12 და 14 როგორ ითამაშეს? სამოას

Posted by: Christian Cullen 5 Nov 2022, 20:03
BigG

არაფრად ჩაგდებაზე არაა საუაბრი. უბრალოდ, ასეთი დაცვით, მეტნაკლებად კომფორტულად მოვუგებთ, იმაზე მარტივად, ვიდრე პორტუგალიას ვაჯობეთ ზაფხულში.

Posted by: BigG 5 Nov 2022, 20:04
Datvlas-vin-gtxovs
ეგრე ზუსტად ვერ გეტყვი. თვალში არ მომხვედია. ზოგადად, შეტევაში უკანა ხაზი კარგი იყო, მაგრამ დაცვაში იდირკებოდნენ.

Posted by: Christian Cullen 5 Nov 2022, 23:56
BigG
მაგათი შეტევა დაიწყო 49-7 ის მერე. 2007 წლის რუმინელებივით უტევდნენ.

Posted by: BigG 6 Nov 2022, 00:51
Christian Cullen
QUOTE
მაგათი შეტევა დაიწყო 49-7 ის მერე.


პირველი 10 წუთი კარგად უტევდნენ.

Posted by: levan704 6 Nov 2022, 02:23
მაისაშვილმა მელიქიძე ორჯერ არ ჩამოვიდაო... მოკლედ, რაღაც "ეპიდემიაა"... "განაწყენებული" ბურჯების სია გრძელდება: კაკოვინი, ჩილაჩავა, ყაულაშვილი, მელიქიძე, ქართველიშვილი...

Posted by: jora84 6 Nov 2022, 02:51
levan704

ყაულაშვილს არაფერი არ წყენია, წყნარად ვიქნები ჩემთვის კლუბში არ შემაწუხოთო, იგივეა ქართველიშვილზეც.
მელიქიძესაც არამგონია რამე წყენოდა, უბრალოდ არ უნდა ჩამოსვლა და ზედმეტი პახაობა.

Posted by: BigG 6 Nov 2022, 10:24
ამინდი (18-19 საათისთვის):
ტემპერატურა: 10-12 გრადუსი.
ნალექი: მეორე ტაიმში ცოტას წამოწინწკლავს.
ქარი - პრაქტიკულად შტილი.

ნორმალური კლიმატური პირობებია.
როგორც ცხონებული დათო გვაზავა იტყოდა: "წინ ქართველებო".

Posted by: Judas Iscariot 6 Nov 2022, 12:31
levan704
QUOTE
მაისაშვილმა მელიქიძე ორჯერ არ ჩამოვიდაო

და ამიტომ მესამედ აღარ დაუძახეს?

Posted by: iverieli 6 Nov 2022, 13:03
ამ მომენტისთვის მელიქიძე საუკეთესო 3 ნომერია. ორჯერ რო არ ჩამოვიდა და აღარ ეძახი ესეიგი არ გინდა რო საუკეთესო გუნდი გყავდეს. კიდევ ერთი მიზეზი რო მაისა ნაკრებს უნდა მოშორდეს.
გადაბერებულ ჰუკერებს ათამაშებ და ახალგაზრდებს არც ეძახი (კარკაძე, ალხაზიშვილი, ნიორაძე) . შეკრებაზე მაინც გამოიძახე


Posted by: Werner Voss 6 Nov 2022, 13:21
მაიასას თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა ექნა აბა, რომელი თავმოყვარე მწვრთნელი მოიქცეოდა სხვანაირად?

ზირაქა და მამუკა არ თაკილობდნენ სამოყვარულო ნაკრებებთან სათამაშოდ ჩამოსვლას და მელიქიძე ვინ არის რო ეხვეწონ?

ხალხს ფორმა არ ჰქონდა და ასფალტზე ვარჯიშობდა ნაკრებში რო ეთამაშათ და ამათ ჩამოსვლა ეზარებათ

Posted by: valiadolidi 6 Nov 2022, 14:58
სამი ნომრებიდან ჩილაჩავა, მელიქიძე, ქართველიშვილი ყველასთან კონფლიქტი აქვს ბურდულზეც იგივე თქვეს, მგონი მანდ მარტო მოთამაშეების ბრალი არ უნდა იყოს

Posted by: jora84 6 Nov 2022, 17:18
valiadolidi

ჟვანიას და ჟღენტის მიწერა დაგავიწყდა

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Nov 2022, 17:19
მსოფლიო რეიტინგში

იტალია მე12 ზე ავიდა
ჩვენ მე13 (ურუგვაისთან მოგება ქულას არ მოგვიტანს)
სამოა მე14

Posted by: Christian Cullen 6 Nov 2022, 19:02
საშინელებაა მამუკაშვილი, ფაქტიურად 14 კაცით ვართ ეგ რომ მოედანზეა. არა კონტაქტი, არა რაქი, არა დაცვა.

Posted by: Werner Voss 6 Nov 2022, 19:59
ყველაზე ცუდ მომავალში ვერ წარმოვიდგენდი ურუგვაი მიწოლაში რო გვაჯობებდა


ზოგადად აჯაფსანდალი შვიდკაცა რაგბი ვითამაშეთ მთელი თამაში

გამორჩეულად კარგი არ იყო არავინ





Posted by: Raven 6 Nov 2022, 20:01
18 ქულა ურუგვაისგან ძაან ბევრია...........................

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Nov 2022, 20:04
ტესტი #255

საქართველო 34:18 ურუგვაი

საქ: ნინიაშვილი ტაბუცაძე კვესელაძე შარიქაძე © თოდუა (თაფლაძე 64) <10-9> აბჟანდაძე (სბ 55) (მატკავა 75) ლობჟანიძე (პერანიძე 75) / გოგიჩაშვილი (აბულაძე 57) მამუკაშვილი (ჭყოიძე 51) პაპიძე (აბდალაძე 45) ჩაჩანიძე მიქაუტაძე (ჭეიშვილი 59) გორგაძე საღინაძე ჯალაღონია (გიორგაძე 70) - 4ლ: გორგაძე (1 2 3) პაპიძე 4გ: 2ჯ: აბჟანდაძე

ურუ: ეჩევერი (სბ 20) სილვა პერეს (სუკარინო 61) ვილასეკა © ალონსო <10-9> ბერჩესი ინფიარტე (ალვარეს 69) / სანგინეტი (ბენიტეს 67) პუხადას (გატას 61) პეკულო (ფრანკო 69) დოტი (მაგნო 67) ლეინდეკარ დოსანტოს (ბიანკი 51) ფივეტა არდაო (დიანა 72) - 2ლ: პუხადას სილვა გ: 2ჯ: ბერჩესი

0:3(2) 3:3(9) 10:3(12) სბ(20უ) 17:3(21) 17:10(30) 17:13(33) 24:13(38) შეს (40+3) / 31:13(44) სბ(53ს) 31:18(66) 34:18(70) დას (80+7)

რეფ: ვილიამს (ზელ)

კვირა 06/11_2022 | თბილისი, დინამო. 20 000

Posted by: Lаki 6 Nov 2022, 20:12
I ტაიმი ჰო და, II რა ითამაშეს mad.gif


უელსი (და სამოა) ვიცი და, სკოტებმი რომ დაგვპირდნენ, ვისპარინგოთო, გადაიფიქრეს? sad.gif
* * *
რაზეა გაბრაზებული?
* * *
QUOTE
მელიქიძე საუკეთესო 3 ნომერია


Posted by: Lаki 6 Nov 2022, 20:23
რატომ ასეთი პასიურობა, ფორუმზე?
გამიკვირდა

Posted by: BigG 6 Nov 2022, 20:27
Lаki
QUOTE
სკოტებმი რომ დაგვპირდნენ, ვისპარინგოთო, გადაიფიქრეს?

არ გადაუფიქრებიათ. რეალურია, მომავალ ზუფხულში, თანაც იქ.

QUOTE
რატომ ასეთი პასიურობა, ფორუმზე?


ხალხი სტადიონზე იყო. აცადე სახლში დაბრუნდება.

Posted by: sandrikia 6 Nov 2022, 20:28
სუსტები ვიყავით ძალიან!!! მზოლოდ გორგაძეს გამოვარჩევდი!!

Posted by: Lаki 6 Nov 2022, 20:33
BigG
QUOTE
არ გადაუფიქრებიათ. რეალურია, მომავალ ზუფხულში, თანაც იქ.

მეგონა
აქ/იქ იქნებოდა

QUOTE
ხალხი სტადიონზე იყო. აცალე სახლში დაბრუნდება.

კაი ბატონო

Posted by: FullbackAce 6 Nov 2022, 20:38
QUOTE (jora84 @ 6 Nov 2022, 17:18 )
valiadolidi

ჟვანიას და ჟღენტის მიწერა დაგავიწყდა

კაკოვინი popcorn.gif


ისე ხუმრობის გარეშე კაკოვინის ადრე ჩამოწერა უზარმაზარი სისულელე გამოდგა მშვენიერი სტაბილური კარიერა დადო ადამიანმა და ამათ ვიზეც გააკეთეს ფსონი ბოლო 10 წელიწადში თითქმის ვერავინ ვერ გაამართლა.

Posted by: GioWEED 6 Nov 2022, 20:43
კითხვა:
რატომ ვერ გაუძლო აბდალაძემ იმათ 1 ნომრებს?
სულ რო ძირს ეგდო. ბუცების ბრალი იყო თუ სტატიკაშო არ ვარგა?

Posted by: BigG 6 Nov 2022, 20:49
ვინც გარკვეული ხართ რეიტინგის კოეფიციენტების დათვლაში, იქნებ მითხრათ რამდენი დაგვემატება სამოასთან მოგებაზე:
ა) 15 ქულამდე
ბ) 15 ქულა და მეტზე

ამ მომენტში ჩვენ გვაქვს 74,51 და სამოას - 74,33

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Nov 2022, 20:57
BigG
ცოტათი მოგებაზე +0.68
ბევრით +1.02

Posted by: Werner Voss 6 Nov 2022, 21:02
BigG
QUOTE
ვინც გარკვეული ხართ რეიტინგის კოეფიციენტების დათვლაში, იქნებ მითხრათ რამდენი დაგვემატება სამოასთან მოგებაზე:
ა) 15 ქულამდე
ბ) 15 ქულა და მეტზე

ამ მომენტში ჩვენ გვაქვს 74,51 და სამოას - 74,33

კალკუკატორს თუ დავუჯერებთ, 15 ქულამდე მოგებაზე 0.68 ქულა დაგვემატება, 15 ზე მეტით მოგებაზე 1.02

ორივე შემთხვევაში მე-11 ადგილზე გადავდივართ

Posted by: BigG 6 Nov 2022, 21:07
Datvlas-vin-gtxovs
ეს უკვე საინტერესოა. დავუშვათ მოვუგეთ სამოას 15-ზე ნაკლებით.
გაგვიხდება 75,19
სამოას გაუხდება - 73,65
დავუშვათ სამოამ მოუგო რუმინეთს 15-ზე ნაკლებით (იქნებ ეგეც ზუსტად დაითვალო). 0,8-ზე მეტი არა მგონია მოემატოს.
ჩვენ წავაგებთ უელსთან. ალბათ, დაგვაკლდება -0,24
ნებისმიერ შემთხვევაში, გადავალთ მე-11 ადგილზე. თუმცა ფიჯიმ ირლანდიასთან და იტალიამ ავსტრალიასთან და სამხ აფრიკასთან უნდა წააგონ. ეს კი, ძალზე რეალისტურია.
ა, ბატონო - დავაპიაროთ ეს ამბავი და სამოასთან ბევრი ხალხი მოვა. მე მგონი მე-11 ადგილზე არასდროს ვყოფილვართ. ასეა?

Posted by: Christian Cullen 6 Nov 2022, 21:21
BigG

2016 ში ვიყავით დ იაპონიისთვის რომ მოგვეგო, მეათეზეც ავდიოდით.
მირჩევნია მეთოტხმეტეზე ვიყოთ და პორტუგალია-ურუგუაი ვერ გვაწვებოდეს რაქებსა და შერკინებაში.

Posted by: ratomac aRa 6 Nov 2022, 21:23
QUOTE
მირჩევნია მეთოტხმეტეზე ვიყოთ და პორტუგალია-ურუგუაი ვერ გვაწვებოდეს რაქებსა და შერკინებაში.


ეს მართლა რა უბედურობას გვაყურებინეს

ძაან ბევრი წუნი გვქონდა მოგებული მატჩის კვალობაზე


Posted by: Gio_G83 6 Nov 2022, 21:35
Სამოა ურუგვაი არაა...

Იმედია ბექსონას სერიოზული არაფერი სჭირს

Პირველი თამაშის კვალობაზე კიდევ არაუშავს, თუმცა წუნი ბევრი იყო

Გადასახვევია თამაში....

Posted by: BigG 6 Nov 2022, 21:39
მე მგონი, გუნდს ზედმეტად მკაცრად ვაკრიტიკებთ.
პირველი თამაში იყო, 2 წამყვანი ბურჯი და შემცვლელი 9 ნომერი გვაკლდა.
დაცვაში ნორმალურად ვითამაშეთ. რაქებში 2-3-ჯერ გაგვიჭედეს, თუმცა ჩვენც 2-3 ბურთი წავღლიტეთ (ერთხელ აბდალაძემაც). მე დერეფნები უფრო მაღელვებს, ვიდრე რაქები და შერკინება.
ზოგადად, კლასიც მაგაშია, რომ კარგად ვერ ითამაშო, მაგრამ მოიგო. ურუგვაი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. არგების შემდეგ ორივე ამერიკის საუკეთესო გუნდია.
მგონია, რომ სამოასთან უფრო დალაგებულები ვიქნებით.

Posted by: Lаki 6 Nov 2022, 21:39
ისე, ობსტრუქციაზე რატომ არავინ ფიქრობს?
გამოუკრან ერთი დიდი ბანერი, მაისაშვილს!
თავმოყვარეობა არა აქვს?

Posted by: FinEx 6 Nov 2022, 21:43
QUOTE (ratomac aRa @ 6 Nov 2022, 21:23 )
QUOTE
მირჩევნია მეთოტხმეტეზე ვიყოთ და პორტუგალია-ურუგუაი ვერ გვაწვებოდეს რაქებსა და შერკინებაში.


ეს მართლა რა უბედურობას გვაყურებინეს

ძაან ბევრი წუნი გვქონდა მოგებული მატჩის კვალობაზე

პირველი თამაშის ტრადიციას არ ვარღვევთ მაგრამ ძალიან ადვილად მოვიგეთ.
შეტევის პოტენციალი ძალიან გაზრდილი გვაქვს ტაიერ 2-სთვის, აღარ ვწვალობთ ქულების ასაღებად


Posted by: levanizg 6 Nov 2022, 21:49
ბევრი წუნი და დისციპლინა ჩვენი აქილევსი, შერკინება მართალი გითხრათ ცოტა უცნაური იყო ისეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პირველ ბიძგს ვაძლევდით და მერე ისინი რომ უკან გაიწევდნენ ვვარდებოდით უფრო ტექნიკურად ვერ ვიდექით სწორათ ვიდრე ჯანში გვიჭირდა. ბოლოსკენ მგონი გამოვასწორეთ. პირველი თამაშისთვის მართლა არაუშავდა, შედეგიც ნორმალურია, ბექსონა კარგი იყო, ჩაცანიძესაც ქონდა კარგი მომენტები რამდენი აუტი მოიპარა 2 თუ 3? ამ კომპონენტში არ მახსოვს ბოლოს ესეთი შედეგიანი როდის ვიყავით, მოწინააღმდეგის ნახევარ აუტებში საერთოდ არ ვხდებით ხოლმე. სამოას და უელსს რომ მოვუგოთ ტოპ 10-ში მოვხვდებით boli.gif სათქმელად ადვილია givi.gif

Posted by: ratomac aRa 6 Nov 2022, 21:50
სამოამ მე2 გუნდით ითამაშა თუ რანაირად წააგო იმხელა სხვაობით იტალიასთან? ის 2 ლელოც ბოლოს გაიტანეს


Posted by: levanizg 6 Nov 2022, 21:52
BigG
QUOTE
მე დერეფნები უფრო მაღელვებს

სხვის დერეფანში ბრძოლას ვსწავლობთ მგონი jump.gif

Posted by: iverieli 6 Nov 2022, 21:54
აბდალაძემ პრაქტიკის არქონის გამო კიდე კარგად ითამაშა. ლესტერში იშვიათადაა შემადგენლობაში ისიც ბოლო წუთებში შედის. რაგბი ევროპაზე უფრო გაამართლებდა.
ჯობია მელიქიძე გამოიძახონ სამოა უელსისთვის. შადრეს სანამ ცენტურიო ს არ გახდის მანამ არ შეეშვება მაისა
კიდე ურუგვაის მეორე ლელო თაფლაძის დამსახურებაა.

Posted by: Anatory 6 Nov 2022, 22:11
QUOTE (BigG @ 6 Nov 2022, 21:39 )
მე მგონი, გუნდს ზედმეტად მკაცრად ვაკრიტიკებთ.
პირველი თამაში იყო, 2 წამყვანი ბურჯი და შემცვლელი 9 ნომერი გვაკლდა.
დაცვაში ნორმალურად ვითამაშეთ. რაქებში 2-3-ჯერ გაგვიჭედეს, თუმცა ჩვენც 2-3 ბურთი წავღლიტეთ (ერთხელ აბდალაძემაც). მე დერეფნები უფრო მაღელვებს, ვიდრე რაქები და შერკინება.
ზოგადად, კლასიც მაგაშია, რომ კარგად ვერ ითამაშო, მაგრამ მოიგო. ურუგვაი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. არგების შემდეგ ორივე ამერიკის საუკეთესო გუნდია.
მგონია, რომ სამოასთან უფრო დალაგებულები ვიქნებით.

მე ვიზიარებ ამ აზრს. შერკინების პირველი ხაზი ფაქტიურად არის ახალი, შესაბამისად არის წუნი და შეუთამაშებლობა. ზოგადად პირველი თამაშისთვის მგონი ცუდათ არ გვითამაშია საერთოდ, განსაკუთრებით ხაზს (მიუხედავად იმისა რო ორი სამი ძალიან ცუდი პასი გააკეთეს და მომენტები ვერ გამოიყენეს)
* * *
QUOTE (iverieli @ 6 Nov 2022, 21:54 )
აბდალაძემ პრაქტიკის არქონის გამო კიდე კარგად ითამაშა. ლესტერში იშვიათადაა შემადგენლობაში ისიც ბოლო წუთებში შედის. რაგბი ევროპაზე უფრო გაამართლებდა.
ჯობია მელიქიძე გამოიძახონ სამოა უელსისთვის. შადრეს სანამ ცენტურიო ს არ გახდის მანამ არ შეეშვება მაისა

გამომდინარე იქიდან რაც მაისაშვილმა თქვა, სავარაუდოდ მელიქიძეს ნაკრებში არ გამოიძახებენ, სანამ მაისაშვილი მწვრთნელია

Posted by: levanizg 6 Nov 2022, 22:15
QUOTE
შადრე

მივიდა და გადაყარა gigi.gif
user posted image

Posted by: Tibaani71 6 Nov 2022, 22:37
გამარჯვებას გილოცავთ! მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ მკითხონ ერთ კარგ მოთამაშეს რა პოზიციისას ისურვებდი ნაკრებისთვის ვუპასუვებდი, რომ ჰუკერს!

Posted by: AdobePremierePro 6 Nov 2022, 22:41
გილოცავთ გამარჯვებას. სერიის პირველი თამაშისთვის არაუშავდა. აბდალაძე ძალიან კარგი ბიჭია, იმედია შერკინებაში დგომს გამოასწორებს. სამოასთან რთული თამაში გველის.

Posted by: Christian Cullen 6 Nov 2022, 23:09
QUOTE
ჩაცანიძესაც ქონდა კარგი მომენტები


ჩაჩანიძეს შეუძლია ბურთტან ერთად მძრაობა, რაც ძალიან დიდი პლიუსია, ეგ ბიჭ ითამაშებს ტოპ14-ს!!!

Posted by: Tibaani71 6 Nov 2022, 23:18
Christian Cullen
QUOTE
ჩაჩანიძეს შეუძლია ბურთტან ერთად მძრაობა, რაც ძალიან დიდი პლიუსია, ეგ ბიჭ ითამაშებს ტოპ14-ს!!!

ამბობენ,რომ ბევრს შრომობს! მეც მგონია,რომ ითამაშებს, ამის ყველა წინაპირობა აქვს!

Posted by: amsona69 7 Nov 2022, 07:48
უნდა წავაგოთ რომელიმე სუსტ გუნდთან.იქნება მერე მაინც მოიფხანონ თავი და გაარკვიონ რაღაც რაღაცეები.
არაა ეს მაისაშვილი ნაკრების დონე და რა შეგვცეს ბლინ.ყველაფერჩიკია ტიპი,ყველაფრის ნწვრთნელი ეგაა.
ძაანდაეცა ნაკრების დონე.
ამ შავმა ლომმა საერთოდ ხელი მოუთავა.

Posted by: AdobePremierePro 7 Nov 2022, 10:54
QUOTE (amsona69 @ 7 Nov 2022, 07:48 )
უნდა წავაგოთ რომელიმე სუსტ გუნდთან.იქნება მერე მაინც მოიფხანონ თავი და გაარკვიონ რაღაც რაღაცეები.
არაა ეს მაისაშვილი ნაკრების დონე და რა შეგვცეს ბლინ.ყველაფერჩიკია ტიპი,ყველაფრის ნწვრთნელი ეგაა.
ძაანდაეცა ნაკრების დონე.
ამ შავმა ლომმა საერთოდ ხელი მოუთავა.

ანუ, იტალიის გარდა კიდევ ვის უნდა მოუგოს ქართველმა მწრვთნელმა, რომ ნაკრების 'დონედ' ჩათვალონ ?

Posted by: FinEx 7 Nov 2022, 11:03
QUOTE (amsona69 @ 7 Nov 2022, 07:48 )
უნდა წავაგოთ რომელიმე სუსტ გუნდთან.იქნება მერე მაინც მოიფხანონ თავი და გაარკვიონ რაღაც რაღაცეები.
არაა ეს მაისაშვილი ნაკრების დონე და რა შეგვცეს ბლინ.ყველაფერჩიკია ტიპი,ყველაფრის ნწვრთნელი ეგაა.
ძაანდაეცა ნაკრების დონე.
ამ შავმა ლომმა საერთოდ ხელი მოუთავა.

არ წააგებს სუსტ გუნდთან რადგან ამ ნაკრებს 2015 წლის ნაკრებზე უფრო მაგარი შედეგების დადება შეუძლია ოღონდ სამსოფლიო მომზადებით, თან შეტევა ბევრად პროდუქტიული აქვს ვიდრე ჩვენ ყველა დროის საუკეთესო ფორმაში მყოფ ჯაჯგურა ნაკრებს

მაისას გაინება უბრალოდ მოდაა თუ რა ხდება?
ბევრად საზიზღარი თამაშები მახსოვს სანამ "დასუსტდებოდა" ნაკრები

ძალიან კარგ ურუგვაის პირველ თამაშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოუგო ისე რომ პირველ ხაზს სტატიკა დასალაგებელი აქვს

რავიცი 25 წელი მე სხვა ნაკრებს ვგულშემატკივრობდი ეტყობა


Posted by: xDavid_S 7 Nov 2022, 11:25
მარტივად აქ შეგიძლიათ ნახოთ და სხვადასხვა სცენარი განიხილოთ
https://rawling.github.io/wr-calc/

თითოეულ წყვილს ქვემოთ მიუწერეს მიმდინარე კოეფიციენტი და მოგება-წაგების შემთხვევაში ვინ რამდენით იხეირებს/იზარალებს
user posted image

Posted by: ferrari1000 7 Nov 2022, 11:27
QUOTE (amsona69 @ 7 Nov 2022, 07:48 )
უნდა წავაგოთ რომელიმე სუსტ გუნდთან.იქნება მერე მაინც მოიფხანონ თავი და გაარკვიონ რაღაც რაღაცეები.
არაა ეს მაისაშვილი ნაკრების დონე და რა შეგვცეს ბლინ.ყველაფერჩიკია ტიპი,ყველაფრის ნწვრთნელი ეგაა.
ძაანდაეცა ნაკრების დონე.
ამ შავმა ლომმა საერთოდ ხელი მოუთავა.

amsona69
მაისამ მსოფლიოს ჩათვლით დაიმსახურა და გაინაღდა ადგილი, იტალიას მოუგო, მსოფლიოზე 1 ნომრით გავიდა, ნოემბრის და ზაფხულის ტესტებზე მისაღები შედეგები დადო, ერთა თასები მოიგო.
რამდენად მოგვწონს მისი სტილი და ვეთანხმებით თუ არა სხვადასხვა გადაწყვეტილებებში ეგ ცალკე საკითხია, აშკარაა როგორც მწვრთენლმა შედეგი დადო.

თუ ტოპ მწვრთნელი (რეიზორი, ტონი ბრაუნი, ჯოსეფი, ჯონსი, გატლანდი და ა.შ.) არ ჩაგვივარდა იაფად (რაც არარეალურია gigi.gif), მსოფლიომდე მისი შეცვლის განხილვას აზრი არ აქვს.

ნაკრების დონე არანაირად არ დაცემულა. ერთადერთი რაც დაეცა არის პირველი ხაზის დონე, რაც მართლაც "ძაანდაეცა".


Posted by: ratomac aRa 7 Nov 2022, 11:28
QUOTE
ერთადერთი რაც დაეცა არის პირველი ხაზის დონე, რაც მართლაც "ძაანდაეცა".


გვეშველება რამე?

Posted by: AdobePremierePro 7 Nov 2022, 11:37
QUOTE (ratomac aRa @ 7 Nov 2022, 11:28 )
QUOTE
ერთადერთი რაც დაეცა არის პირველი ხაზის დონე, რაც მართლაც "ძაანდაეცა".


გვეშველება რამე?

ამ მსოფლიოსთვის ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ყველა საუკეთესო პირველხაზელი ტრავმის გარეშე გვყავდეს. მომავალ იმედებს U20 მსოფლიო დაგვანახებს.

Posted by: BigG 7 Nov 2022, 11:56
QUOTE
ძაანდაეცა ნაკრების დონე.


წინა პოსტებში მოცემულია მაისაშვილის მწვრთნელობის დროინდელი წარმატებების ჩამონათვალი. აღარ განვმეორდები. მართალია, ეს ფორმალური მხარეა, მაგრამ ფაქტებს ვერ გაექცევი.
თუ აკეთებ დასკვნას თვისობრივ მხარეზე ანუ იმაზე, რომ ნაკრების თამაშის დონე დაეცა, მაშინ სერიოზული არგუმენტებიც უნდა მოიყვანო. აღნიშნულ პოსტში ასეთი არგუმენტები ვერ დავინახე. მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია და მეტი არაფერი.
მეც მინდა ნაკრებს მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი ყავდეს, მაგრამ კავშირი მსოფლიოს დასრულებამდე ახალს არ მოიყვანს. ასეთია ობიექტური რეალობა.
მწვრთნელის შეცვლაზე საუბარი ფუჭი მგონია და უმჯობესია სხვა რამეებზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგ., საჭიროა, თუ არა ახალი თანაშემწეები ან კონსულტანტები ამ თუ იმ სფეროში (დაცვა, თავდასხმა, შერკინება და ა.შ.). ჩემი აზრით, ძალიან დაგვიანდა ჰაი პერფორმანსის სპეციალისტის ჩამოყვანა. ამის გარეშე, ქვეყანაში რაგბი ვერ განვითარდება. პროცესი რთულია. მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მისახედია.

პ.ს. ის, რომ ბურჯების პრობლემა დაგვიდგა ეგეც ჰაი პერფორმანსის საკითხია.

Posted by: Gio_G83 7 Nov 2022, 14:19
QUOTE
ერთადერთი რაც დაეცა არის პირველი ხაზის დონე, რაც მართლაც "ძაანდაეცა".
გვეშველება რამე?
ამ მსოფლიოსთვის ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ყველა საუკეთესო პირველხაზელი ტრავმის გარეშე გვყავდეს. მომავალ იმედებს U20 მსოფლიო დაგვანახებს.


პანაცეა ვერ, მაგარამ გამოსავალი მარტივია - საკუთარ შერკინებაში არ ვაწვებით - ვდგავართ ბურთის გატანამდე, მოწინააღმდეგის შერკინებას ვაწვებით იმდენად, რომ ბურთის გატანა არც ისე კომფორტული იყოს მათთვის
ტ1 დონეზე მიწოლაში ვინმე დავჩაგროთ არ არის ადვილი, მითუმეტეს იმ ფონზე რომ ტ2_ს ვეღარ ვჩაგრავთ ისე, როგორც ვჩაგრავდთ


პ.ს.

მონსტრების კორპორაცია

გოდერძი შველიძე
დავით ხინჩაგიშვილი
დავით ზირაქაშვილი
დუდუ ქუბრიაშვილი
ანტონ ფეიქრიშვილი
ლევან ჩილაჩავა
მიხეილ ნარიაშვილი
კარლენ ასიეშვილი
ვასილ კაკოვინი


Posted by: dishosdzisdze 7 Nov 2022, 17:01
QUOTE
პ.ს.

მონსტრების კორპორაცია

გოდერძი შველიძე
დავით ხინჩაგიშვილი
დავით ზირაქაშვილი
დუდუ ქუბრიაშვილი
ანტონ ფეიქრიშვილი
ლევან ჩილაჩავა
მიხეილ ნარიაშვილი
კარლენ ასიეშვილი
ვასილ კაკოვინი


user posted image

Posted by: kande1995 7 Nov 2022, 17:14
QUOTE (David-F4X @ 4 Nov 2022, 14:24 )
QUOTE (giorgi219 @ 2 Nov 2022, 21:55 )
5% პროცენტი გაიყიდა მხოლოდ ონლაინ ბილეთები. ძალიან ცუდი, კატასტროფული შედეგია. დანარჩენი ბილეთები დაურიგეს სხვადასხვა ორგანიზაციებს და უწყებებს, ასევე რაგბის კლუბებს და 40%-ს მაინც ვერ აცდნენ. ასეთი დარიგებული ბილეთებით კი დიდი ნაწილი არც მიდის ხოლმე თამაშზე.

ურუგვაი და სამოა ერთი ფასი არ უნდა ღირდეს - და ამ წვიმიან ნოემბერში საფასო პოლიტიკის გატესტვის დრო არ იყო.
ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ჯგუფში დაპოსტეს პრომო კოდები რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველამ ტკტ.ჯი ზე ბილეთების შეძენისას.
ანუ ყიდვის დროს არის დასმული კითხვა გაქვთ პრომო კოდი? სადაც შეგვყავს პრომო კოდი და ბილეთს ვყიდულობთ ნახევარ ფასში. 100 ლარიან ბილეთზე არ ვრცელდება ეს ფასდაკლება მხოლოდ 10 დან 70 ლარამდე.

პრომო კოდები:

academy2022
aia2022
batumi2022
khochebi2022
kharebi2022
kazbegi2022

სამოასთანაც მოქმედებს ეს პრომო კოდები?

Posted by: Gio_G83 7 Nov 2022, 17:20
dishosdzisdze
ეგეც კაი დიდი მონსტრი იყო, უბრალოდ ვინც მე ჩამოვწერე 2007/2011 დან აზანზარებდნენ შერკინებებს

Posted by: jora84 7 Nov 2022, 17:35
Gio_G83
QUOTE
აზანზარებდნენ შერკინებებს


2011 წლის მსოფლიოზე შერკინებაში მეტოქე დავაჯარიმეთ 3-ჯერ, მეტოქემ 10-ჯერ დაგვაჯარიმა ჯამურად 85 სტატიკურ ფაზაში. boli.gif

Posted by: Gio_G83 7 Nov 2022, 17:40
jora84
ბურჯები შერკინების ნაწილია, მაშინ ის დანარჩენი ნაწილი აშკარად ჩამორჩებოდა ზემოხსენებულ მონსტრებს
smile.gif

2007-2023 საუკეთესო შერკინება ჩამოვყაროთ?
smile.gif smile.gif

ნარიაშვილი-ბრეგვაძე-ზირაქაშვილი
ნემსაძე-გორგოძე
გორგაძე-კოლელიშვილი-ლაბაძე

საკამათოა, მაგრამ კარგად გამოიყურება

Posted by: jora84 7 Nov 2022, 17:42
Gio_G83

გააჩნია რომელ საკითხს განვიხილავთ, რომ ვერ ვაწვებით თუ ფორვარდები სტატიკის გარდა რას საქმიანობენ მოედანზე rolleyes.gif

Posted by: Christian Cullen 7 Nov 2022, 17:48
ილოსადმი პატივისცემსი მიუხედავად, ვერ ამართლებს ნაკრებშ შერკინების მწვრთნელის რანგში.
მაისაშვილი ჯანდაბას იყოს, მაგრამ შერკინების, დერეფნის და დაცვის მწვრთნელები, თუნდაც როტაციული პრინციპით, აუცილებლად უნდ აიყვნენ სარაგბო ელიტარული ქვეყნებიდან. იტალიასთან სწორედ გამართულმა დერეფანმა და რაქებმა მოგვაგებინა.

Posted by: Gio_G83 7 Nov 2022, 17:58
jora84
ორივენიცა...
მიწოლასაც აქვს თავის მუღამი
wink.gif

Posted by: FullbackAce 7 Nov 2022, 19:32
QUOTE (Christian Cullen @ 7 Nov 2022, 17:48 )
ილოსადმი პატივისცემსი მიუხედავად, ვერ ამართლებს ნაკრებშ შერკინების მწვრთნელის რანგში.
მაისაშვილი ჯანდაბას იყოს, მაგრამ შერკინების, დერეფნის და დაცვის მწვრთნელები, თუნდაც როტაციული პრინციპით, აუცილებლად უნდ აიყვნენ სარაგბო ელიტარული ქვეყნებიდან.  იტალიასთან სწორედ გამართულმა დერეფანმა და რაქებმა მოგვაგებინა.

რამოდენიმე გამოვიცვალეთ უკვე მაგრამ სამწუხაროდ ბურჯები ვერ ქაჩავენ და მეორე ხაზი ისედაც კრიზისულია. რაღაც "კმაყოფილი" თაობა გაჩნდა. ძველები მოწყურებულები იყვნენ უფრო, ძვლებს დებდნენ მოედანზე. ამ თაობაზე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება რომ მხოლოდ იმდენს აკეთებენ რამდენიც აუცილებელია რომ გუნდებში დარჩნენ და მეტისთვის თავს არ იწუხებენ. ფიზიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ ესენიც არანაკლები მონსტრები უნდა იყვნენ მაგრამ ვერა რა. ბუნჩულა ბურჯებით შორს ვერ გავფრინდებით. კაციჭამიები გამოუშვით vik.gif

წარმოუდგენელი რამაა ამდენი ბურჯი გყავდეს ყველანაირი ხელშეწყობით და აღზრდით საფრანგეთში მარა ერთის მეტი ვერ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო დონეს. spy.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 7 Nov 2022, 19:34
QUOTE
კაციჭამიები გამოუშვით

ჯაფარიძე და გიგაშვილი ეგეთი ტიპები არიან.
გოგიჩაც დადებს დონეს

Posted by: Tibaani71 7 Nov 2022, 19:39
QUOTE
ილოსადმი პატივისცემსი მიუხედავად, ვერ ამართლებს ნაკრებშ შერკინების მწვრთნელის რანგში.
მაისაშვილი ჯანდაბას იყოს, მაგრამ შერკინების, დერეფნის და დაცვის მწვრთნელები, თუნდაც როტაციული პრინციპით, აუცილებლად უნდ აიყვნენ სარაგბო ელიტარული ქვეყნებიდან. იტალიასთან სწორედ გამართულმა დერეფანმა და რაქებმა მოგვაგებინა.

დერეფნის და დაცვის მწვრთნელები კი გვყავს სარაგბო ქვეყნებიდან, დაცვის მწვრთნელი შარშან კასტრის დაცვის მწვრთნელი იყო და კასტრი საუკეთესო დაცვას თამაშობდა ტოპში

Posted by: FullbackAce 7 Nov 2022, 19:42
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 7 Nov 2022, 19:34 )
QUOTE
კაციჭამიები გამოუშვით

ჯაფარიძე და გიგაშვილი ეგეთი ტიპები არიან.
გოგიჩაც დადებს დონეს

ჯაფარიძეს ველოდებით. გოგიჩამ უკვე დადო პირველივე სეზონში მაგრამ შემდეგ მოუკლო, ჯერ თავიდანვე ზედმეტი ტვირთი აკიდეს გუნდშიც და ნაკრებშიც, მერე ოჯახური ტრაგედიაც მიემატა და აწი არ ვიცით რა იქნება, იმედია დაუბრუნდება თავის პოტენციურ დონეს. პაპიძესაც მეტი შეუძლია მაგრამ ჯერ მხოლოდ საშუალო დონეს დებს.

Posted by: Christian Cullen 7 Nov 2022, 19:50
QUOTE
დერეფნის და დაცვის მწვრთნელები კი გვყავს სარაგბო ქვეყნებიდან, დაცვის მწვრთნელი შარშან კასტრის დაცვის მწვრთნელი იყო და კასტრი საუკეთესო დაცვას თამაშობდა ტოპში


იყოს მაისა მენეჯერად და ის მაინც მოაგავროს, რომ ასე წაღმა-უკუღმა ხალხი არ იბუტებოდეს.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 7 Nov 2022, 20:12
ურუგვაისთან თამაშის შემდეგ გვყავს 3 ახალი ბორჯღალოსანი

ნომერი | მოთამაშე
#289 ვახტანგ აბდალაძე
#290 ლუკა მატკავა
#291 თენგიზ პერანიძე


Posted by: Anatory 7 Nov 2022, 20:34
მე მგონია რო სრულიად ბუნებრივია, ის ფაქტი რო შერკინება ბორძიკობს, რადგან ფაქტიურად ახალი ბურჯები გვყავს, რომლებსაც ერთდა არასდროს არ უთამაშიათ.

Posted by: levan704 7 Nov 2022, 20:52
ძნელია ერთი ტაიმით შეფასება, მაგრამ მომეჩვენა, რომ აბდალაძე ღია თამაშში სხვა ჩვენს ბურჯებზე უკეთესია, ხოლო სტატიკაში... შეუთამაშებლობის გამო მაინც ნაადრევია დასკვნების გამოტანა. ვფიქრობ სამოასთან აბულაძე-აბდალაძის წყვილს დააყენებენ სასტარტოში.

Posted by: burke 8 Nov 2022, 00:27
ისე რა უცნაურია
ნიჰილიზმს დავაბრალო თუ ზოგადად ყველაფერს ინტერესი დაიკარგა ამ ქვეყანაში?
ადრე გვერდები ივსებოდა განხილვით, დისკუსსით და მთელი ამბებით
მემგონი ერთადერთი კვარაცხელია დარჩა, როგორც ნათელი წერტილი, იმედი რომელიც აჟიოტაჟს იწვევს

ძალიან, ძალიან უცნაური სიჩუმეა სხვა ყველაფერზე
კარგზეც და ცუდზეც

Posted by: Christian Cullen 8 Nov 2022, 01:38
burke

იკლო ინტერესმა და ეს , უპირველესად კავშირის "პროფესიონალიზმის" ბრალიცაა.
5 10, 15 გინდა არ გინდა ამაზე ძვირად ვერ გაყიდი დღეს ბილეთებს თაიერ 2 ის გუნდების წინააღმდეგ. პლუს მარკეტინგიც აღარაა.
ხალხსაც მობეზრდა ნაც-ქოცობა და მარტოშ არშან 70 000 კაცი გავარდა მექსიკისკენ.
ეგაა ყველაფერსი თავი და თავი.

Posted by: burke 8 Nov 2022, 01:48
Christian Cullen

QUOTE
მარტოშ არშან 70 000 კაცი გავარდა მექსიკისკენ.


თუ ეს ციფრი ნაღდია, ეროვნულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე
იმედია არააა ნაღდი

Posted by: QUT7 8 Nov 2022, 13:07
burke
QUOTE
იმედია არააა ნაღდი


არაა აქ ამის ადგილი..ისე გეტყვი რომ ნაღდი არაა.....

გაცილებით მეტია.....

Posted by: David-F4X 8 Nov 2022, 15:12
Christian Cullen

QUOTE (Christian Cullen @ 8 Nov 2022, 01:38 )
5 10, 15  გინდა არ გინდა ამაზე ძვირად ვერ გაყიდი დღეს ბილეთებს თაიერ 2 ის გუნდების წინააღმდეგ. პლუს მარკეტინგიც აღარაა.

ფაქტია 20 000 ბილეთი გაიყიდა - ნუ თავის პრომო კოდები + უფასოდ დარიგებული ბილეთები რაც ყოველთვის ხდება.

მიშა მესხზე რომ ყოფილიყო (რომლის რემონტიც მიმდინარეობს) უფრო შევსებული იქნებოდა სტაიონი იქ სულ 27 ათასი ეტევა.

დინამო არენა 54 ათასიანი მაყურებლით + სარბენი ბილიკი - არ არის სარაგბო მოედანი - იქ დიდად არ ჩანდა 20 000 კაცი თან 10-20 ლარიანი ბილეთები ძაან შორს იყო განლაგებული.

Posted by: Anatory 8 Nov 2022, 15:25
QUOTE (David-F4X @ 8 Nov 2022, 15:12 )
Christian Cullen

QUOTE (Christian Cullen @ 8 Nov 2022, 01:38 )
5 10, 15  გინდა არ გინდა ამაზე ძვირად ვერ გაყიდი დღეს ბილეთებს თაიერ 2 ის გუნდების წინააღმდეგ. პლუს მარკეტინგიც აღარაა.

ფაქტია 20 000 ბილეთი გაიყიდა - ნუ თავის პრომო კოდები + უფასოდ დარიგებული ბილეთები რაც ყოველთვის ხდება.

მიშა მესხზე რომ ყოფილიყო (რომლის რემონტიც მიმდინარეობს) უფრო შევსებული იქნებოდა სტაიონი იქ სულ 27 ათასი ეტევა.

დინამო არენა 54 ათასიანი მაყურებლით + სარბენი ბილიკი - არ არის სარაგბო მოედანი - იქ დიდად არ ჩანდა 20 000 კაცი თან 10-20 ლარიანი ბილეთები ძაან შორს იყო განლაგებული.

მე ვიყავი სტადიონზე და არ დამრჩა შთაბეჭდილება რო ის იყო ცარიელი. მართალია ჩრდილო და სამხრეთ ტრიბუნეზე არავინ არ იყო, მაგრამ აღმოსავლეთი და დასავლეთი საკმაოდ კარგათ იყო შევსებული.

Posted by: valiadolidi 9 Nov 2022, 01:11
QUOTE (burke @ 8 Nov 2022, 00:27 )
ისე რა უცნაურია
ნიჰილიზმს დავაბრალო თუ ზოგადად ყველაფერს ინტერესი დაიკარგა ამ ქვეყანაში?
ადრე გვერდები ივსებოდა განხილვით, დისკუსსით და მთელი ამბებით
მემგონი ერთადერთი კვარაცხელია დარჩა, როგორც ნათელი წერტილი, იმედი რომელიც აჟიოტაჟს იწვევს

ძალიან, ძალიან უცნაური სიჩუმეა სხვა ყველაფერზე
კარგზეც და ცუდზეც

კი ეგრეა თითქოს ინტერესმა იკლო, ალბათ ყველაფერი ერთად არის, ბილეთებს ქუჩაში არიგებდნენ მაგრამ უკვე გვიანი არის ხალხს როდესაც დაგეგმილი აქვს სადმე წასვლა წინა დღეს და თამაშის დღეს აზრი არ აქვს თუნდაც ბილეთის ჩუქებას.

საქართველოში რაგბი სოციალური სპორტია და ძირითადი მასა ვინც დადიოდა იყო 3 და 5 ლარად ბილეთის მყიდველი, ნაკლებად შეძლებულ ადამიანსაც შეეძლო ოჯახი წაეყვანა, მაგრამ ეხლა როდესაც ადამიანი გაიგებს ბილეთი 70-100 ლარი ღირს პირველი რეაქცია ის აქვს რომ ღიზიანდება და წასვლის სურვილი უქრება.

თან რაღაც რეკლამა რაც მიდის თითქოს არაბუნებრივია და არ მუშაობს
* * *
QUOTE (levan704 @ 7 Nov 2022, 20:52 )
ძნელია ერთი ტაიმით შეფასება, მაგრამ მომეჩვენა, რომ აბდალაძე ღია თამაშში სხვა ჩვენს ბურჯებზე უკეთესია, ხოლო სტატიკაში... შეუთამაშებლობის გამო მაინც ნაადრევია დასკვნების გამოტანა. ვფიქრობ სამოასთან აბულაძე-აბდალაძის წყვილს დააყენებენ სასტარტოში.

მგონია რომ დანაკლისის მიუხედავად სხვა პლიუსის მქონე ბურჯები დაგვემატა, ოთხივე ბურჯი ძალიან მომეწონა ღია თამაშში ორივე სამი ნომერი კარგები იყვნენ.

პირიქით ჩვენი მესამე ხაზი 9-19-12-13-15 რაც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხელით მოთამაშე გუნდი გვყავს, ამ ჯგუფის სათამაშო სტილში ძალიან კარგად ჯდება მსგავსი მოძრავი ბურჯები

მინუსად და უკეთესობის სურვილს ტოვებს 2-4-5-11-14 პოზიციები:

2.
მამუკაშვილი - უკვე მერამდენე წელია ყველაზე სუსტი წერტილია ეროვნული ნაკრებში
ჭყოიძე - არც არასდროს ყოფილა სანაკრებო კადრი
ბრეგვაძე - უკვე ტყუილად დროს ხარჯვას

4-5.
ჭეიშვილი - ამდენი წელი ალბათ ცოტა აქტიური ბიჭი ნამდვილად უკეთესად გამოიყენებდა ტყუილი დროის ხარჯვა, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი
მიქაუტაძე/ჯაიანი - ვერ იტყვი რომ განსაკუთრებული მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი ვარიანტი არ არის
ჩაჩანიძე - ყველაზე პერსპექტიული ჩანს

11-14.
თოდუა - საშუალოდ სტაბილური განსაკუთრებული არაფერი, არც მოსალოდნელია პროგრესი
ტაბუცაძე - ძალიან სუსტი ტექნიკურ უნარებში, თამაშის ცოდნა აშკარად დაბალი აქვს, სისწრაფე ძალიან კარგი აქვს მაგრამ დანარჩენი უკანა ხაზელების კლასს აშკარად ჩამორჩება

Posted by: gochela1 9 Nov 2022, 07:41
QUOTE
საქართველოში რაგბი სოციალური სპორტია და ძირითადი მასა ვინც დადიოდა იყო 3 და 5 ლარად ბილეთის მყიდველი, ნაკლებად შეძლებულ ადამიანსაც შეეძლო ოჯახი წაეყვანა, მაგრამ ეხლა როდესაც ადამიანი გაიგებს ბილეთი 70-100 ლარი ღირს პირველი რეაქცია ის აქვს რომ ღიზიანდება და წასვლის სურვილი უქრება

გეთანხმები სრულად.მეორე დონის გუნდებთან ბილეთის ამხელა ღირებულება გადაჭარბებულია,მინდოდა ორივე თამაშზე წასვა,მაგრამ ღირებულების გამო მხოლოდ ურუგვაიზე ვიყავი.მერე კიდე ეს ცალკე გადარიცხვის და ცალკე მომსახურების საკომისიო ბილეთის ფასში რომ შევიდეს არ შეიძლება?

Posted by: BigG 9 Nov 2022, 11:06
gochela1
QUOTE
მერე კიდე ეს ცალკე გადარიცხვის და ცალკე მომსახურების საკომისიო ბილეთის ფასში რომ შევიდეს არ შეიძლება?


ეგ რა არის? რა გადარიცხვაზეა საუბარი? ორივეში ერთად რამდენს იღებენ?

Posted by: jora84 9 Nov 2022, 12:18
QUOTE

პირიქით ჩვენი მესამე ხაზი 9-19-12-13-15 რაც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხელით მოთამაშე გუნდი გვყავს,


ჩვენი ცენტრი მობურთალია? rolleyes.gif

Posted by: BigG 9 Nov 2022, 12:46
jora84
მართალია, რომ სერგო ემიგრაცია წავიდა, რის გამოც ლაივი არ იქნება?

Posted by: magogi 9 Nov 2022, 15:40
valiadolidi
რა თოდუას პროგრესი, კაცი 35 წლისაა. პრობლემა ისაა, სხვები რო ვერ უმატებენ და კონკურენციაში ვერ ჯობნიან

Posted by: giorgi219 9 Nov 2022, 15:43
სამოასთან მეტი ხალხი მოვა და შესაძლოა ბოლომდეც გაივსოს სტადიონი.

ჯერ ერთი რომ ურუგვაისთან მოგებამ მაყურებელი წაახალისა, მერე სამოა მაინც სხვა დონეა და ამინდიც მგონიც ჩვენ მხარეს არის და არ ცივა შაბათს.

ძვირიანი ბილეთები ისედაც აღარ არის, რადგან უმეტესობა დაურიგეს უწყებებს + პრომო კოდით განახერებულ ფასშია შესაძლებელი ბილეთის ყიდვა.

რეიტინგში დაწიანაურების პერპსექტივას თუ გააპიარებენ ამ დღეებში ქომაგობა უკეთესი იქნება და ასევე, წამყვანი აუცილებელია ჩვენნაირი მაყურებლისთვის და იმედია გაიმეტებენ 400-500 ლარს რომ წამყვანი მოიწვიონ, ისევე როგორც იტალიასთან თამაშის დროს იყო.

ბოლო შეხვედრა თითქოს პანაშვიდზე ვიყავით, ისეთი სიჩუმე იყო.
ჰიმნის შესრულბაზეც ხომ შეიძლება ვინმე ამღერონ, ისევე როგორც ბათუმში ამღერეს სოფო ხალვაში და ამ ყველაფერმა ერთად მაგარი მუხტი მოიტანა სტადიონზე.

Posted by: p-38 9 Nov 2022, 15:57
QUOTE
იმედია გაიმეტებენ 400-500 ლარს რომ წამყვანი მოიწვიონ, ისევე როგორც იტალიასთან თამაშის დროს იყო.

ჩემი აზრით მაგ თამაშის დიდი მინუსი ზუსტად ეგ მიკროფონით მოღრიალე ტიპი იყო. არ უხდება რაგბს ეგ.
რავიცი სხვაგან სად გვინახია,რომელ ქვეყანაში.

Posted by: Gio_G83 9 Nov 2022, 16:00
QUOTE
სამოასთან მეტი ხალხი მოვა და შესაძლოა ბოლომდეც გაივსოს სტადიონი.


სტადიონის გასავსებად 2 პირობაა საჭირო:
ბილეთის საფასურზე ხელმისაწვდომობა
და
ნაკრების წარმატებები
(ამინდი არ არის გადამწყვეტი, თუმცა ეგეც ფაქტორია, მითუმეტეს დიდ სტადიონზე)

პრომო კოდით განახევრებულმა საფასურმა, რაც პრაქტიკულად აღიარებაა, რომ ფასი იდიოტურად დაადეს და ურუგვაის აბსოლუტურად უპრობლემოდ ძლევამ სამოასთან ჯახის მიმართ მეტი მოლოდინი და ინტერესი გააჩინა

Posted by: levanizg 9 Nov 2022, 16:48
p-38
ტულონს აქვს

Posted by: valiadolidi 9 Nov 2022, 18:28
კვესელაძეს ტრამვა მიუღია 2 თვე ვერ ითამაშებსო სერიოზული დანაკლისია განსაკუთრებით უელსთან

Posted by: ferrari1000 9 Nov 2022, 18:49
giorgi219
p-38
წლებია თამაში არ გამომიტოვებია, ქვეყნის გარეთაც ხშირად დავყვები გუნდს.
ზაფხულის ტესტებზე, განსაკუთრებით იტალიასთან, დამაწყვიტა წამყვანმა ნერვები. სანამ წამყვანი იქნებოდა აღარ ვაპირებდი სიარულს.

სასწაული ატმოსფერო იყო სტადიონზე იტალიასთან და გუგუნებდა თავისით სტადიონი, ჩვენი სექტორი არ გაჩუმებულა მაგრამ ყოველ ჯერზე გვფარავდა და გვაჩუმებდა წამყვანი.

ტულონში რო დასაწყისში ახურებს წამყვანი ეგ მოსულა, 1 - 2 შეძახილი, მეტი არაა საჭირო. 80% შეივსოს ტრიბუნა და მივხედავთ ჩვენს თავს. უბრალოდ დინამოა ისეთი სტადიონი 40k კაცი თუ არ მოვიდა იმხელა სივრცეა რთულია კარგი ატმოსფეროს შექმნა.
* * *
valiadolidi
ეჰ ტეხავს sad.gif
არადა გლოატერში თავის დამკვიდრების კაი შანსი ჰქონდა.

Posted by: Gio_G83 9 Nov 2022, 18:53
QUOTE
კვესელაძეს ტრამვა მიუღია 2 თვე ვერ ითამაშებსო სერიოზული დანაკლისია განსაკუთრებით უელსთან


ვარჯიშზე?

Posted by: Anatory 9 Nov 2022, 20:53
QUOTE (Gio_G83 @ 9 Nov 2022, 18:53 )
QUOTE
კვესელაძეს ტრამვა მიუღია 2 თვე ვერ ითამაშებსო სერიოზული დანაკლისია განსაკუთრებით უელსთან


ვარჯიშზე?

ძაან არ გამიხარდა, ტიპს ბოლოს და ბოლოს შანსი გაუჩნდა რო გლოსტერის ძირითადში ეთამაშა, მარა რათ გინდა sad.gif

Posted by: pharvana 11 Nov 2022, 11:23
QUOTE
პრომო კოდით განახერებულ ფასშია შესაძლებელი ბილეთის ყიდვა.

giorgi219

გამარჯობა,რამდენიმე ბილეთის შეძენას ვგეგმავ და ვინმემ თუ იცით სად და როგორ ხდება ამ პრომო კოდით შეძენა დამაკვალიანეთ რა
საიტებზე ვერსად წავაწყდი მსგავს ინფორმაციას..

Posted by: ferrari1000 11 Nov 2022, 13:54
pharvana
მობილურით (კომპითაც მსგავსი არის) ადგილების არჩევის შემდეგ გადადიხარ გვერდზე სადაც გიჩვენებს შენს ბილეთებს, ტკტ კლუბს და გადასახდელი თანხის ჩაშლას. ამ ჩაშლის ბოლოს და ჯამური თანხის თავზე არის ტექსტი "გაქვთ პრომო კოდი?" დაკლიკავ და გაიხსსნება ჩასაწერი ველი, ჩაწერ, დააჭერ პწიჩკას და აისახება ფასდაკლება.

Posted by: iverieli 11 Nov 2022, 16:07
ისე რაფავა სულ ტყუილად ყავთ ინგლისელებს ნაკრებში გამოძახებული. იაპონიასთან მეგონა რო ათამაშებდნენ და არც ეხლაა შემადგენლობაში. ზელანდია და სამხრეთაფრიკასთან რო დააყენონ უფრო მცირეა შანსი. რაარის გრუშას პონტში წაიყვანეს

Posted by: BigG 11 Nov 2022, 16:11
iverieli
QUOTE
ისე რაფავა სულ ტყუილად ყავთ ინგლისელებს ნაკრებში გამოძახებული.


ისე საინტერესოა, ინგლისის შემადგენლობაში არ შეყვანის შემთხვევაში, შეგვიძლია მისი დაძახება?

Posted by: iverieli 11 Nov 2022, 16:18
BigG
თუ არ ითამაშა ოფიციალური ტესტი კი შეგვიძლია, მაგრამ არუნდა ვაჟკაცს და იყოს ისე. კარიერას ისე დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მამამისივით

Posted by: ferrari1000 11 Nov 2022, 18:44
iverieli
რაფავა არგენტინის თამაშამდე გამოუშვეს გუნდიდან, აბრაგანის პოდკასტშიც იყო ნახსენები.

Posted by: magogi 12 Nov 2022, 02:24
არადა რას დაგვხატავდა რაფავა ამ ბურჯების დეფიციტში

Posted by: ratomac aRa 12 Nov 2022, 17:35
ვისთან აგებს ავსტრალია, ამათ 4 ერში რა უნდათ? vis.gif

გარდასახვა გამაზეს და წააგეს ამ უპატრონოებმა

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Nov 2022, 23:57
საფრანგეთი-აფრიკა
https://vk.com/rugbyonsofa?z=video-200149158_456250617%2Fvideos-200149158%2Fpl_-200149158_-2

Posted by: KOLKHI 13 Nov 2022, 01:13
დახოცეს ერთმანეთი ფრანგებმა და აფრიკელებმა.



Posted by: Gio_G83 13 Nov 2022, 02:55
2 მატჩი და მინიმუმ 2 ტრავმა გვაქვს - კვესო და აკა...
არაა ცოტა
უეჭველი ძირითადის 2 ბექი
boli.gif

Posted by: Sno 13 Nov 2022, 11:05
ვაჰჰ ამის დედა ვატირე რა, დავიძინე და რა თამაშს ვერ ვუყურე )))
ორი წითელი ups.gif

Posted by: BigG 13 Nov 2022, 13:18
პივაკმა თქვა საქართველოს წინააღმდეგ არ ვაპირებ მეორე გუნდის გამოყვანასო. შესაბამისად, ღრმად ჩავისუნთქოთ.
https://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/sunday-rugby-news-pivac-reveals-25502976?utm_source=wales_online_newsletter&utm_campaign=rugby_newsletter2&utm_medium=email

Posted by: Anatory 13 Nov 2022, 13:32
QUOTE (BigG @ 13 Nov 2022, 13:18 )
პივაკმა თქვა საქართველოს წინააღმდეგ არ ვაპირებ მეორე გუნდის გამოყვანასო. შესაბამისად, ღრმად ჩავისუნთქოთ.
https://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/sunday-rugby-news-pivac-reveals-25502976?utm_source=wales_online_newsletter&utm_campaign=rugby_newsletter2&utm_medium=email

მოგების ალბათობა არ არის მაღალი, მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
პ.ს. ტაბუცაძე გამოგვეთიშა თუ არის შანსი რო ითამაშოს?

Posted by: jora84 13 Nov 2022, 14:07
Anatory

არ იქნება ტაბუცაძე.

Posted by: Anatory 13 Nov 2022, 14:09
QUOTE (jora84 @ 13 Nov 2022, 14:07 )
Anatory

არ იქნება ტაბუცაძე.

ეს არის ძაან ცუდი ამბავი sad.gif
კვესლეძე, ეხლა ტაბუცაძე sad.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Nov 2022, 14:20
მირიანა და ნინი იქნებიან 14-15
ცენტრი იგივე

Posted by: BigG 13 Nov 2022, 17:24
ურუგვაიმ რუმინეთს სასწაული თამაში მოუგო 21-16. ბოლოს წინა წუთზე რუმინეთმა ჯარიმა გაუტანა და წინ გავიდა, მაგრამ ლათინებმა მოახერხეს ლელო გატანა.

Posted by: Christian Cullen 13 Nov 2022, 18:08
BigG

მიჰაი ლაზერი რომ დავინახე, სიცილი ამიტყდა.

Posted by: levan704 13 Nov 2022, 18:26
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 13 Nov 2022, 14:20 )
მირიანა და ნინი იქნებიან 14-15
ცენტრი იგივე

თაფლაძე ყველაზე უფერული მორაგბეა ნაკრებში, განსაკუთრებით დაცვაშია სუსტი. გვაქვს კი ალტერნატივა?!... ალბათ არა, რომელიმე მესამეხაზელს თუ გადმოაცენტრებ...

Posted by: xDavid_S 13 Nov 2022, 21:06
***************

Posted by: Tibaani71 13 Nov 2022, 22:04
xDavid_S
QUOTE
***************

ეს რას ნიშნავს? რამე აზრია ჩადებული და ვერ ვხვდები?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Nov 2022, 22:16
levan704
QUOTE
თაფლაძე ყველაზე უფერული მორაგბეა ნაკრებში, განსაკუთრებით დაცვაშია სუსტი

რა გითხრა. ბოჭვას აკეთებს, პასიც იცის. არაა ცუდი კადრი
კვაჭი (2 ნომერი) გვჭირდება

Posted by: gochela1 14 Nov 2022, 14:16
QUOTE
ურუგვაიმ რუმინეთს სასწაული თამაში მოუგო 21-16. ბოლოს წინა წუთზე რუმინეთმა ჯარიმა გაუტანა და წინ გავიდა, მაგრამ ლათინებმა მოახერხეს ლელო გატანა

მოახერხეს რუმინელებმა წაგება,79.45 წუთზე ბურთს ფლობ საკუთარ ნახევარზე და იმის ნაცვლად რომ ჯაჯგურით რამოდენიმე წამი კიდე გაიყვანო და მერე ფეხით გადაიტანო აუტზე და დამთავრებინო მსაჯს თამაში,ურტყამ აბრაგანს და მეტოქეს აბარებ ბურთს,რომელიც მოაქვს და გიდებს ლელოს.აბა მითხარი ამას რა ქვია ეხლა...
* * *
50 მეტრიდან კარში დარტყმული ჯარიმების არ იყოს,ეს უკვე ჩვენებს ეხებათ.ერთია მწვრთნელი რას გარიგებს თამაშის დაწყებამდე და მეორეა თამაშის მსვლელობისას რა გადაწყვეტილებას იღებ.პრაგმატიზმი აკლიათ ჩვენებს ხშირად,რაც არასწორ გადაწყვეტილებებში გამოიხატება,თანაბარ გუნდთან თამაშის დროს კი ეს ფაქტორი გადამწყვეტია.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 Nov 2022, 19:14
gochela1
QUOTE
მოახერხეს რუმინელებმა წაგება,79.45 წუთზე ბურთს ფლობ საკუთარ ნახევარზე

მოვახერხეთ biggrin.gif არ იყო ჩვენი და რუმინეთის დღე

Posted by: jora84 15 Nov 2022, 15:26
boli.gif

user posted image

Posted by: Gio_G83 15 Nov 2022, 15:44
გადავლას გვიპირებენ, თან მარტივი რაგბით - ფრთაზე გაიტანენ და იქ...

user posted image

Posted by: jora84 15 Nov 2022, 15:49
Gio_G83
QUOTE
გადავლას გვიპირებენ, თან მარტივი რაგბით - ფრთაზე გაიტანენ და იქ...


არადა მოლებია ყველაზე სანერვიულო boli.gif

Posted by: Gio_G83 15 Nov 2022, 15:56
11-12-13-14-15
ეს ის კოზირია რომელიც უნდა გამოიყენო - ჩაითრიო მოწინააღმდეგე რაქში (რაც ჩვენი კოზირი ვერაა) და ბურთი გაშალო
იგივე მოლიდანაც შეიძლება ააგორო, მიაწვე და ისევ გაიტანო

ნაკლები სისხლით უეჭველი შედეგზე აქვთ გათვლა

Posted by: levanizg 15 Nov 2022, 16:17
QUOTE
არადა მოლებია ყველაზე სანერვიულო

4 6 8 ნომრები შედარებით მწვანეები არიან იმედია დავიცავთ მეტ-ნაკლებად, აი შეტევით მოლებში რავიცი ასე მგონია მარტო ბიარდი დაგვიშლის ყველა მოლს givi.gif

Posted by: BigG 15 Nov 2022, 16:29
ძალიან გადაგვივლიან: ჩვენი მოთმაშეების ნაწილის არასათანადო კონდიციებიდან და რიგ პოზიციებზე სიღრმეების არქონიდან გამომდინარე. შეგუებული ვარ, რომ მინიმუმ 6 ლელოს გაგვიტანენ.

Posted by: Christian Cullen 15 Nov 2022, 17:48
QUOTE
მინიმუმ 6 ლელოს გაგვიტანენ.


პირველ ტაიმში?

Posted by: Anatory 15 Nov 2022, 17:54
იქნებადა დავდგეთ მტკიცედ და დიდგორილად? smile.gif

Posted by: Christian Cullen 15 Nov 2022, 17:56
Anatory

მიქაუტაძე/ ჭეიშვილის მეორე ხაზით ისნურად ან სამგორულად თუ დადგები, მითუმეტეს უელსთან.

Posted by: BigG 15 Nov 2022, 18:05
Christian Cullen
QUOTE
პირველ ტაიმში?


კარგი კითხვაა. პირველში ალბათ 4.

Posted by: Anatory 15 Nov 2022, 18:06
QUOTE (Christian Cullen @ 15 Nov 2022, 17:56 )
Anatory

მიქაუტაძე/ ჭეიშვილის მეორე ხაზით ისნურად ან სამგორულად თუ დადგები, მითუმეტეს უელსთან.

დიდგორი თუ არა იქნებ ასპინძა მაინც გავაკეთოთ smile.gif))

Posted by: levanizg 15 Nov 2022, 18:15
მიქაუტაძეს რას ერჩით? წინა თამაშში ერთი ორი კარგი წაღება ქონდა იმედია შედის კარგ ფორმაში. არა მგონია გადაგვიარონ უფრო 20-6 ესეთი ანგარიში თუ იქნება. ჩვენგან რამოდენიმე მოთამაშემ უდნა დადონ კარიერის თამაში უელის ასაყირავებლად. 6 ლელო მეეჭვება, მაგდენი საფრანგეთმა დაგვიდო და ესეთი უელსი ახლოსაც ვერ მივა საფრანგეთთან.

Posted by: Anatory 15 Nov 2022, 21:44
მე უფრო ტაბუცაძის და კვესელაძის არყოფნა მაშფოთებს რატომღაც

Posted by: valiadolidi 17 Nov 2022, 00:05


1. ნიკა აბულაძე
2. შალვა მამუკაშვილი
3. გურამ პაპიძე
4. ლადო ჩაჩანიძე
5. კოტე მიქაუტაძე
6. ბექა გორგაძე
7. ბექა საღინაძე
8. თორნიკე ჯალაღონია
9. ვასილ ლობჟანიძე
10. ლუკა მატკავა
11. სანდრო თოდუა
12. მერაბ შარიქაძე
13. ლაშა ლომიძე
14. მირიან მოდებაძე
15. დავით ნინიაშვილი

მატკავა და ლომიძე საინტერესო იქნებოდა, ასევე ნიკა აბულაძე შეცვლიდან სულ აწვება და იქნებ ძირითადშიც კარგი იყოს


Posted by: jora84 17 Nov 2022, 15:26
boli.gif

user posted image

Posted by: Gio_G83 17 Nov 2022, 15:31
აბდალაძე სისტემებში ვერ ჩაჯდა?
boli.gif

Posted by: Zzebulon 17 Nov 2022, 15:56
ხმალაძეს ხო წაუღეს ტვინი, ვეღარ არის ეგ კაცი ნაკრების დონის...

იმედი მაქვს 20 ქულაზე მეტს არ წავაგებთ, უელსიც მთლად ვარსკვლავებს ვერ წყვეტს. აგრესიულად უნდა დავიწყოთ პირველი ტაიმი და შეიძლება მერე რამე გამოვიდეს.. უფრო ოპტიმიზმი მალაპარაკებს biggrin.gif
* * *
ისე წინა თემაში (საქართველო- სამოა) ვნახე რომ აბჟანდაძეს აკრიტიკებდით კარში დარტმების გამო და სად შეიძლება ვნახო მისი კარიერის სტატისტიკა? სამოასთან არ წაუვიდა დარტყმა მაგრამ ურუგვაისთან ურთულესი გარდასახვები გაიტანა, იტალიასთანაც კარგად ურტყა. ასევე მახსოვს საქართველოს ა ნაკრებში არგენტინა ა-სთან თედოს ჯარიმით მოგებული თამაში, თუ არ ვცდები 60 მეტრიდან იყო და თან კუთხიდან.

შეიძლება სადმე მისი კარში დარტყმების შედეგიანობის ნახვა?

Posted by: ratomac aRa 17 Nov 2022, 16:21
ვინმე ზიბზიბაძისნაირი გვინდა, ფრთაზე პასს თუ მისცემ ლელოს რომ დადებს უეჭველი


Posted by: iverieli 17 Nov 2022, 16:46
აბჟანდაძე კლუბში განიცდის სათამაშო დროის ნაკლებობას. რაც აისახა მის ფორმაზე.

ისე კაპიტანმა უნდა შეცვალოს დამრტყმელი თუ ატყობს რო არ გაამართლა ძველმა დამრტყმელმა. ბოლოსკენ ნინიაშვილს უნდა დაერტყა და არც წავაგებდით სამოას|თან

Posted by: gochela1 17 Nov 2022, 17:14

რა პონტია ასე ადრე რომ დაიდო შემადგენლობა? იმედია მარქაფადან ყველა მოთამაშე შემოვა და არ მოუწევს მარტო 20 კაცს თამაში.ჩემი აზრით +5 ლელოთი წავაგებთ.

Posted by: Anatory 17 Nov 2022, 21:57
მე მგონია რო ნაკრები მაგრად იომებს და კარგ თამაშს აჩვენებს, უელსი ტყუილა არ დაირაზმებოდა ესე

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 17 Nov 2022, 22:40
QUOTE
მე მგონია რო ნაკრები მაგრად იომებს და კარგ თამაშს აჩვენებს

ჰო რა. დასაკარგიც არაფერი გვაქ up.gif

Posted by: Christian Cullen 17 Nov 2022, 23:00
ეხლა ისე არ მოხდეს, ეს თამაში მოვიგოთ, თორემ მერე ნახეთ ფედერაციის ბღენძვა და საერთა თასოდ 150 ლარიანი ბილეთები :დდდდდ

Posted by: BigG 17 Nov 2022, 23:09
Anatory
QUOTE
მე მგონია რო ნაკრები მაგრად იომებს და კარგ თამაშს აჩვენებს,


რის ხარჯზე ვითამაშებთ კარგად? ეს ირონია არ არის. მართლა მაინტერესებს.

Posted by: Anatory 17 Nov 2022, 23:53
QUOTE (BigG @ 17 Nov 2022, 23:09 )
Anatory
QUOTE
მე მგონია რო ნაკრები მაგრად იომებს და კარგ თამაშს აჩვენებს,


რის ხარჯზე ვითამაშებთ კარგად? ეს ირონია არ არის. მართლა მაინტერესებს.

არც მე ვიყავი ირონიული. მე მგონია რო წაგების შემდგომ ნაკრებს ექნება სტიმული დაამტკიცოს რომ მეტი შეუძლიათ. პლუს ასევე ფსიქოლოგიურად, მათგან არავინ ელოდება 100% იან მოგებას და წესით უფრო კომფორტულად უნდა იყვნენ. მე არ მითქვავს რომ ნაკრები მოიგებს, მაგრამ მგონია რომ კარგ თამაშს აჩვენებს.

Posted by: BigG 18 Nov 2022, 00:19
Anatory
QUOTE
კარგ თამაშს აჩვენებს.


მეც ზუსტად ეგ მაინტერსებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
გავამარტივოთ კითხვა - რა ჩაითვლება კარგ თამაშად?

Posted by: Anatory 18 Nov 2022, 00:24
QUOTE (BigG @ 18 Nov 2022, 00:19 )
Anatory
QUOTE
კარგ თამაშს აჩვენებს.


მეც ზუსტად ეგ მაინტერსებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
გავამარტივოთ კითხვა - რა ჩაითვლება კარგ თამაშად?

უაზრო შეცდომების სიმცირე, კარგი შეტევითი თამაში, სათამაშო "ჟილკა". ერთილ ლელოს. სამწუხაროდ ციფრობვირ მაჩვენებლებს ვერ მოვიყვან. ზოგადად როცა გუნდი კარგათ თამაშობს უმეტესი ფანები თანხმდებიან რომ ისინი კარგათ თამაშობენ. მე ეს ტერმინი ვიხმარე ამ აზრით.

Posted by: Christian Cullen 18 Nov 2022, 01:02
QUOTE
მეც ზუსტად ეგ მაინტერსებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
გავამარტივოთ კითხვა - რა ჩაითვლება კარგ თამაშად?


რაქს ვუნელებთ, დაცვით მოლშ კარგად ვდგავართ. აი ეს იქნება გაძალიანება და შეიძლება 10 ქულაზე მეტი არც იყოს სხვაობა.
ამ ორი კომპონენტის წყალობით მოვუგეთ იტალიას, მეორე ტაიმში რომც არ შეუტევია.
გიგაური-ჩაჩანიძე იქნებოდ ამშვენეირი წყვილი დღეს.

Posted by: Gio_G83 18 Nov 2022, 01:36
მოლი იქნება თუ რაქი იმხელა უპირატესობა ექნებათ რომ ყოველ ჯერზე ბურთის გატანით და ფრტაზე ჩათამაშებით მინიმუმ 25 ქულიანი უპირატესობით ფარზე დაგვდებენ...

Posted by: Anatory 18 Nov 2022, 12:38
QUOTE (Christian Cullen @ 18 Nov 2022, 01:02 )
QUOTE
მეც ზუსტად ეგ მაინტერსებს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
გავამარტივოთ კითხვა - რა ჩაითვლება კარგ თამაშად?


რაქს ვუნელებთ, დაცვით მოლშ კარგად ვდგავართ. აი ეს იქნება გაძალიანება და შეიძლება 10 ქულაზე მეტი არც იყოს სხვაობა.
ამ ორი კომპონენტის წყალობით მოვუგეთ იტალიას, მეორე ტაიმში რომც არ შეუტევია.
გიგაური-ჩაჩანიძე იქნებოდ ამშვენეირი წყვილი დღეს.

ისე გიგაურზე რამე ხო არ ისმის, რამე ხო არ უშველა დისკვალიფიკაციას?

Posted by: BigG 19 Nov 2022, 16:25
უყურებთ? მატჩის დაწყებამდე 45 წთ ადრე სტადიონი პრაქტიკულად ცარიელია.

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 16:32
BigG
შეივსება ნელ-ნელა თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, რა სექტორებიც არი დარჩენილი ყველას 50%-ზე ნაკლები ბილეთი აქ
user posted image

Posted by: BigG 19 Nov 2022, 16:40
levanizg
მე იმის თქმა მინდა, რომ მაინც და მაინც 2 სთ-ით ადრე სტადიონზე არავინ მიდის.
ადრე ფეხბურთის ბრიტანელი გულშემატკივრები მიდიან გახეული მთვრალები და იქ ლუდს აყოლებენ.

Posted by: gk-gio 19 Nov 2022, 17:06
სად ვუყურო, ლინკი არ გაქვთ?. ევროპაში ვარ ((

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 17:07
სამი კაცი მოსდევდა მარცხნიდან და ლელოს დიდი შანსი იყო
და მარჯვნივ აუტში მოისროლა ბურთი

Posted by: AVIATORI01 19 Nov 2022, 17:12
ლობჟანიძე გათშული ხომ არ არის?
ტიპი ყველაზე სხარტი აზროვნების იყო ნაკრებში და არაადექვატურ რაღაცეებს აკეთებს, შეამოწმონ შერყევაზე, რომელიმე კნტაქტში ხომ არ მოყვა სახიფათოთ

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 17:16
მდააა
ჩვენ შერკინებაში მოგვაწვნენ...

Posted by: ცერცვა. 19 Nov 2022, 17:23
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 17:27
არადა რა კარგად დავიწყეთ sad.gif

Posted by: Gio_G83 19 Nov 2022, 17:27
მოგვიხნეს მაცხენა ფრთა
















ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: Werner Voss 19 Nov 2022, 17:29
მეორე ლელო იყო პირადად მოდებაძის კისერზე, ორი კაცი იყვანდა ბურთიან უელსელს და თვითონ მესამედ გადავიდა მასზე და მიაგდო ფრთა უპატრონოდ

Posted by: giorgi219 19 Nov 2022, 17:35
ოცი წუთის შედეგად ჩანს, რომ უელსის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მწვრთნელები გუნდს აჩმორებენ და ეუბნებიან, რომ აუტში არ აუხტეთ არასდროსო, ამიტომ ყოველთვის უადვილესად გვიდებენ ლელოს ხუთმეტრიანი აუტებიდან და ეს ხდება უკვე მრავალი წელია.

თქვე კაი ხალხო, მწვრთნელებო, ყველამ იცის უკვე რომ ჩვენს ხუთმეტრიან აუტში არასდროს ხტებიან ბიჭები მაგ ### დავალების გამო და ამიტომ ყოველთვის 100% იგებენ აუტს, მაშინ როცა ჩვენ ძალიან ბევრჯერ სწორედ ანალოგიური შეტევის დროს მოწინააღმდეგე გვიხტება და წაგვიგია აუტი. ან, ერთხელ მოულოდნელობის ეფექტის გამო მაინც დაავალეთ, ვინძლო რა მოხდეს.

ხოდა, ძალით და ფსიქოლოგიურად უნერგავენ შიშს ბიჭებს, როცა ეუბნებიან რომ არ ახტეთ - ეგენი ჩვენზე ძლიერები არიანო, მაშინ როცა იგივე ურუგვაისთან ან რუმინეთთან ხტებიან და ხშირად მოუგიათ კიდეც აუტი.

აი, ეს არის ერთ-ერთი დაჩმორების ელემენტი. არგენტინა ყველასთან ხტება აუტში.

მოკლედ, მწვრთვნელი არის ზერო... და სანამ მაგათაც არ ავუხტებით აუტში, მანამდე ვერ მოვიგებთ ვერასდროს.

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 17:36
უნდა მეტად შეუტიონ ხელით და ფეხს შეეშვან, მოკლე გადაკიდებები და ბურთს რომელსაც ვერ ჩახურავენ სახიფათო ხდება, ძალიან ფრთხილად ვთამაშობთ თითქოს და ამ დროს სახიფათოე ეს ყველაფერი

Posted by: deep purple_in rock 19 Nov 2022, 17:42
შერკინებაში ალბათ გერმანია გვაჯობებს მალე smile.gif

Posted by: burke 19 Nov 2022, 17:43
ლობჟანიძე შესაცვლელია
პირველი ხაზი შესაცვლელია
ჯალაღონია შესაცვლელია

გვაკლია სიხისტე და გვაკლია სითამამე
ამ ტამაშის მოგება შეგვეძლო
მერამდენედ შეგვიძლია უელსთან მაგრად თამაშI და ###ობებს ვშვებით

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 17:43
ვასკა გადაღლილია და ვერ არის დღეს!

Posted by: Werner Voss 19 Nov 2022, 17:45
დაცვა, შერკინება და დაცვითი მოლი კარგი იყო, მაგის ხარჯზეა, რომ ჯრრ კიდევ თამაშში ვართ

Posted by: deep purple_in rock 19 Nov 2022, 17:45
მატკავა უნდა შემოაგდოს ეგრევე. ძაან გადაღლილია ლობჟანა

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 17:47
burke
QUOTE
ლობჟანიძე შესაცვლელია
პირველი ხაზი შესაცვლელია
ჯალაღონია შესაცვლელია

ყველა შესაცვლელია მასე.
აბჟანდაძე
ოდესღაც აქ მომავალ სუპერზვეზდად შერაცხულმა გოგიჩაშვილმა 3 ჯარიმა აიღო პირადად

Posted by: kande1995 19 Nov 2022, 17:47
ჩვენ თუ არ დავუშვით შეცდომა ვერაფერს შვება უელსი, მაგრამ კი დავუშვით 3 შეცდომა biggrin.gif

შეტევაში არაფერი გამოგვდის ჯერჯერობით

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 17:49
QUOTE
ვასკა გადაღლილია და ვერ არის დღეს!

+1
9 ნომერს რომ შეცვლა უნდა და მთელი თამაში არ უდნა გაწურო აქედან ჩანს.

Posted by: Booom 19 Nov 2022, 17:50
არადა არ ვთამაშობთ თითქოს ცუდად sleep.gif

პირველი ლელო რასაც ქვია შეგვისრულეს

მეორე ლელო ინდივიდუალური შეცდომის ბრალი მგონია.

მესამეს კარგია რომ გადავრჩით და წინ პასი იყო pray.gif

შეტევაში თუ მოვუმატეთ მეორე ტაიმში და დაცვაში ინდივიდუალური შეცდომებს მოვუკელით არის შანსი ჯერ კიდევ help.gif

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 17:53
QUOTE
ვასკა გადაღლილია და ვერ არის დღეს!

ის ბიჭი სადაა მაგას რომ ცვლიდა ხოლმე
გვარი დამავიწყდა

Posted by: sandrikia 19 Nov 2022, 17:55
რო გვიტევენ კარგად ვიცავთ თავს! ნუ მოდებაძე არაა სანაკრებო კაცი ეს ფაქტია!! უაზრო ლელოები გაუშვით!

Posted by: BigG 19 Nov 2022, 17:56
მე მგონი, პირველ ტაიმში ძალიან დაგვჩეჩქვეს.
მეორეზე ძალები გვეყოფა, განსაკუთრებით უკანა ხაზში?

Posted by: QOMAGI 19 Nov 2022, 17:56
ლობჟანიძე რეეებს აკეთებს მართლა რა sad.gif

ჩვენი შერკინების I ხაზი არის მაგალითი როგორ შეიძლება გადაიქცეს ძლიერი მხარე სუსტი რგოლად ... თუნდაც 5 წელიწადში, როცა სწორედ ამ დღეს და ამ სტადიონზე, შერკინებაში გვემალებოდნენ უელსელები.

შეცვალოს მაინც ამაზე უარესი რა უნდა იყვენ თადარიგში მჯდომი ბურჯები facepalm.gif

Posted by: Christian Cullen 19 Nov 2022, 17:57
კონტაქტის არეშ უპირატესობა თუა რ აქვს გუნდს, ის გუნდი ვერ მოიგებს ვერასდროს, თორე ბურთაობა ფიჯიმ რომ იცის, ისეთი უნდა.
შერკინება არის ძალაინ სუსტი სტატიკურ და დინამიკურ ფაზაში.

Posted by: rrrugby 19 Nov 2022, 18:01
ჩვენ ნაკრებს თუ ყავს პატრონი უშველეთ ვინმემ. არანაირი პროგრესი, ერთიდაიგივე (უმრავლესობა) არაფრის შემქმნელი მორაგბეები, როცა სხვები უშანსოდ არიან, მწვრთნელები!!! დავიღალეთ!!! -------------------შეცვლები არ არის, და ლობჟანიძე აშკარად ტრავმირებული თამაშობს. ეს იცის ერთიდაიმავე მორაგბეებზე ჩაციკვლამ. კონკურენცია არ აწყობს ბევრს. მსოფლიოზეც კი ტრავმირებულებით სიარული ვიცით. გვეშველება რამე???!!!

Posted by: QOMAGI 19 Nov 2022, 18:02
მოკლედ ლობჟანიძე იმათკენააა რა ........................................

Posted by: burke 19 Nov 2022, 18:04
ეს დედაარღნიანია, ჩვენ თუ ხვვდებით რომ ლობჟანიძე გასაყვანია სად ტრაკში აქვს მწვრთნელს თვალები
რა დავაშავეთ ასეთი
რა არის ეს
რა ქვია ამას

მერე დაიწყებ გინებას და რაგბი ერთი ოჯახი ძმაუ და ჩვენ ავჭალაზე ასფალტზე ვთამაშობდით
3 ჯერ შეანელა შეტევა სადაც ტემპზე ვიყავით და ბოლოს ბურთიც დაკარგა

კაი რა ამის დედას######

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 18:05
პაპიზე სუსტია, ვერს სტატიკაში და ვერც დინამიკაში ვერ არის ეფექტური!

Posted by: burke 19 Nov 2022, 18:08
საღოლ აბჟანდაძე

---------------

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 18:08
ავოე აბჟანდაძე მოაშორეთ ბლიად.
ერთი საბრძოლო ბურთი ვერ დაკიდა და ყველა ჩააბარა

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 18:10
თედოს ყველა ფეხი პრობლემური იყო, რაღაც სისხარტეც დაკარგული აქვს თედოს, პირველხაზელივით მოუქნელია მოძრაობისას!

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 18:11
რაგბის ყურება მინდოდა და ფეხბურთი შემრჩა ხელში

Posted by: tornike71 19 Nov 2022, 18:18
ამ თამაშით მსოფლიოზე ტრაკში არავის გავერჭოთ,რა დებილობაა ეს რა არის,ძველი ნაკრებიც არ თამაშობდა ასე ცუდათ,შერკინება მაინც გვქონდა მაშინ,ეხლა არაფერი არ გვაქვს.

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 18:20
სუ გამოვქლიავდით ბლიად.
უკვე კარში დასარტყმელ ჯარიმას აღარ ურტყავენ.
სამოას მერე დაშინდნენ ეტყობა

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Nov 2022, 18:21
რაღა მოდებაძის ფეხის დაცდენა და რაღა ვოლკოვის ბურთზე ფეხის აცილება facepalm.gif

Posted by: tornike71 19 Nov 2022, 18:23
მაგრა გვიჭირს იმ სპორტის სახეობებში სადაც ბურთი ფიგურირებს,სერიოზული ალერგია გვაქვს ბურთზე.

Posted by: Makulatura 19 Nov 2022, 18:24
აუ რა მაგარი ლელო დავდეთ! love.gif

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 18:24
ლელოოო bis.gif bis.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Nov 2022, 18:24
ლე ღეღოოოოოოო

აღიიიიიიიის
..........

Posted by: ani-salivani 19 Nov 2022, 18:24
საღოოოოოოოოოოოოოოლ, ლელო, თამაშში ვართ


Posted by: მეტამორფოზა 19 Nov 2022, 18:25
კარგია ლელო ,მაგრამ თამაშის ხარისხი საშინელებაა

Posted by: JKV 19 Nov 2022, 18:25
ბრავოო რა ლელო დავდეთ კარგიააა, მიდი ბიჭებო იქმებ სენსაცია გამოვაცხოთ

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Nov 2022, 18:31
რა ჯარიმა გავაცუდეთ facepalm.gif
კაი რააა კაი რააა

Posted by: Gio_G83 19 Nov 2022, 18:33
ეს ჯარიმა კარში?
+1 ქულა თუ - 2 ქულა როცა წინ 20 წუთია სათამაშო - აუტში გადატანა არ სჯობდა?

Posted by: sandrikia 19 Nov 2022, 18:33
რა ქნა ბლიად ეს აბჟანდაძემ რაა ეს ჩემი!!!

Posted by: მეტამორფოზა 19 Nov 2022, 18:35
ასე მარტივი სიტუაციიდან აცილებასაც ხო მოხერხება უნდა facepalm.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Nov 2022, 18:37
მსაჯის დედა მივტყან, აბჟანდაძე ყელით ათრიეს და არ დადო მაღალი ბოჭვა და აქ რაზე მიგვცა, მეორე ტაიმში აშკარად დავჯაბნეთ sad.gif

Posted by: Human Rights 19 Nov 2022, 18:40
კარგი რა, კარგი რა! ისტორიული აცილება იკისრა კრიტიკულ მომენტში.

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 18:43
Gio_G83
QUOTE
ეს ჯარიმა კარში?
+1 ქულა თუ - 2 ქულა როცა წინ 20 წუთია სათამაშო - აუტში გადატანა არ სჯობდა?

და რომელი ჯობია შენი აზრით. +1 თუ -2

Posted by: მეტამორფოზა 19 Nov 2022, 18:46
აუ მიდით რა ბიჯო ბოლომდე ,იქნებ მოხდეს და მოვუგოთ

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 18:47
ვაიმე
ბიჭო რამხელა შანსი გვაქ
მიდი რა

Posted by: მეტამორფოზა 19 Nov 2022, 18:47
არისსსსსსდსსსსსსს უნდა გავძლოთ საღოლ ძმაო

Posted by: AVIATORI01 19 Nov 2022, 18:47
არა უეჭველი დასარტყმელი ჯარიმა იყო, შემთხვევაა მანდ არ გატანა, აქ საკრიტიკო სხვა მომენტებშია მისი გადაწყვეტილებებია, თედო ვერ იყო ფორმაში შემოდგომის ტესტები და ზოგადად ვისაც კონკურენტი არ ყავს რატომღაც მაინცდამაინც ის ხალხი ვერ არის ხოლმე ფორმაში ( ნეტა რატომ?)

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 18:48
აბა რაააა

Posted by: JKV 19 Nov 2022, 18:48
ე ბიჭო გაძელით როგორმე ახლა რა, 3 წუთი გვაშორებს სენსაციამდე

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 18:49
აუ ორი წუთიც გავძლოთ რა

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Nov 2022, 18:50
ავოეეეეეეე გასვლაზე უელსსსსს

ჩავუდეეეეეეთ

ჰაააააა

Posted by: burke 19 Nov 2022, 18:52
არ მჯერა

ვტირი

2007 წლის მერე არ ვიცი

ბრავოოოო

ლელოოოოო

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 18:52
გილოცავთთთ bis.gif bis.gif
საღოლ ბიჭებს

Posted by: ani-salivani 19 Nov 2022, 18:52
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

უელსშიიიიიიიიიიიიიიიიიიიი უელსიიიიიიიიიი დავამარცხეეეეეეეეეთ

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 18:52
აუუუუუ
თუ მჯეროდეს


ლევან ბავშვი მინდა შენგაააან biggrin.gif

Posted by: Werner Voss 19 Nov 2022, 18:52
ბიჭოოო, სიზმარიაააააააააა?

ცრემლები წამომივიდა


Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 18:52
ვაიმე ეს რას მოვესწარი!!!!
თან სამოასთან წაგების მერე ვინ იფიქრებდა

Posted by: BigG 19 Nov 2022, 18:53
ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
გავგიჟდი, გავგიჟდი, კიდევ ერთხელ გავგიჟდი
საღოლ ბიჭებს

Posted by: tornike71 19 Nov 2022, 18:53
ეგრე რა მომედღნა ნერვები,ჩვენც ხო უნდა გაგვეგორებინა ბობოლა რა,გილოცავთ.

Posted by: JKV 19 Nov 2022, 18:53
გილოცაავთ ყველას, საოცრებაა მოხდა იმენა, არ მჯერა

Posted by: JCH 19 Nov 2022, 18:53
ბიჭო მატკას საღოლ

რა მაგრად შეასრულა love.gif

გილოცავთ ყველას

Posted by: rachveli1 19 Nov 2022, 18:53
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მოვიგეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გილოოცავთ!!!!!!!!

Posted by: მეტამორფოზა 19 Nov 2022, 18:53
გაასწორა მეორე ტაიმმაა მაგრად მოიტანა,გაასწორა ასეთ დაძაბულობაში მოგებამ ვახ ჩემი ძაან მაგარია bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Nov 2022, 18:53
S1 და სხვა მრავალი bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Dehumanizer 19 Nov 2022, 18:53
ესეც კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება bis.gif bis.gif bis.gif
რაღაც იცის ამ მაისამ biggrin.gif
მადლობა ბიჭებს alk.gif alk.gif

Posted by: GioWEED 19 Nov 2022, 18:53
აეეეე3 დღეს მეც გავხსნი შამპანურს
მაის რა ხდება ტო. უნდა გაგვიყვანო ჯგუფიდან საფრანგეთში?

Posted by: Makulatura 19 Nov 2022, 18:53
ამას ვინ იფიქრებდა eek.gif

როგორც იქნა გატყდა ნავსი უელსთან love.gif

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 18:54
ვაიმე კიდევ არ მჯერა bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: თუშჩი 19 Nov 2022, 18:54
პიზდეც !!!


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

-------------------

Posted by: sandrikia 19 Nov 2022, 18:54
სასწაული! მალადეც შერკინრბას! გილოცაააავთ!

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 18:55
აუ მაგარი ჩაიკუკა უელსმა კოჭოიას ლელოს მერე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Beka_g 19 Nov 2022, 18:55
აეეეეეეეე. მოვიგეეეეთ !!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: AmeN Ra 19 Nov 2022, 18:55
ეს რა იყო.. გილოცავთ.



---------------------------------

Posted by: AVIATORI01 19 Nov 2022, 18:55
QUOTE
ლობჟანიძე გათშული ხომ არ არის?
ტიპი ყველაზე სხარტი აზროვნების იყო ნაკრებში და არაადექვატურ რაღაცეებს აკეთებს, შეამოწმონ შერყევაზე, რომელიმე კნტაქტში ხომ არ მოყვა სახიფათოთ

ამ კომენტარიდან სასწაული მოხდენ თამაშშის საუკეთესო მოთამაშემდე ნახევარი ტაიმი ყოფილა, მადლობა ვასკა და ყველა დანარჩენს, რა თქმა გულშემატკივირს ყოველთვის უნაკლო თამაში გვინდა, თუმცა ეს ყოველთვის არ მოხდება, მაგრამ თქვენი თავდადება შეუფასებელია, იმედია აწინ მეტი თავდაჯერებით ვითამაშებთ დიდ გუნდებთან

Posted by: 024 19 Nov 2022, 18:55
საღოოოლ!!! ვულოცავ მთელ ქვეყანას! აუ რა მაგარია მადლობა ბიჭებს და ყველას

Posted by: BigG 19 Nov 2022, 18:56
საუკეთესო მოთამაშე აბულაძე

მაისა ლუკაშენკოს პონტში გაიჩითა - 26 წელი ვერ გადააყენებენ

Posted by: Lotkinski 19 Nov 2022, 18:56
აუ ჩემი თუ მჯეროდეს რა

მადლობა ბიჭებს

გილოცავთ ყველას

Posted by: Anatory 19 Nov 2022, 18:56
ვიცოდი ვიცოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: ArxeoptericS 19 Nov 2022, 18:56
ვწევარ და ვტირი, რა დავწერო....

აეეეეე

Posted by: Cele 19 Nov 2022, 18:56
ბრავო ძმაო, მეტი ეგეთი გამარჯვება alk.gif

Posted by: Human Rights 19 Nov 2022, 18:56
მთელი ცხოვრება რომ ელოდები ის მომენტია!!!

გილოცავთ ყველას!

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 18:57
ჯერ კიდევ ხელები მიკანკალებს)))))
ამათ სმოველვე მე!

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 18:57
ხო აყარეს ბოლო ორ შერკინებაში დომინოს კენჭებვით, უელსელები!!!
რაგბი ჩვენი თამაშია!
გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!!! bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: jjj 19 Nov 2022, 18:57
თურმე უელსშიც უშლიან ხელს ხმაურით დამრტყმელს smile.gif

Posted by: dishosdzisdze 19 Nov 2022, 18:58
ყველას გენაცვალეთთთთ ხალხოოოოოო! .............

არ მჯერა ამის დედავატირე!

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Nov 2022, 18:58
ჩაჩანიძე რო შემოვიდა მაგრა დაგვეტყო up.gif შერკინებამ მაგრა იომა

Posted by: Niccolo_Machiavelli 19 Nov 2022, 18:58
განახათ ჩვენმა შერკინებამ თავისი ძალა და გაგაჩუმათ კრიტიკოსები?

ყველა ნამდვილ გულშემატკივარს გილოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას და უმაღლეს დონეზე ჩატარებულ მეორე ტაიმს

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 18:58
შერკინების ასეთი ტრანსფორმაცია არ ვიცი
პირველ ტაიმში ჩვენ შერკინებაში გვაჯობეს.
მეორეში კიდე...


პ.ს. მატკავა კაი რკინის ნერვებ/ყვერებიანი ყოფილა

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 18:59
1 წელი არ გასულა და მეორე ტაიერ 1 დაიდო ბლიად, სიზმარში მგონია თავი.

Posted by: iverieli 19 Nov 2022, 18:59
გილოცავთ. აუ ბიჯო რა ხდება.

მაისას კრიტიკა მსოფლიომდე არ გავიგო.

ამას ველოდი მოვესწარ, ვიცინი აღარ ვტირი მე smile.gif

Posted by: Booom 19 Nov 2022, 18:59
QUOTE (Booom @ 19 Nov 2022, 17:50 )
არადა არ ვთამაშობთ თითქოს ცუდად sleep.gif

პირველი ლელო რასაც ქვია შეგვისრულეს

მეორე ლელო ინდივიდუალური შეცდომის ბრალი მგონია.

მესამეს კარგია რომ გადავრჩით და წინ პასი იყო pray.gif

შეტევაში თუ მოვუმატეთ მეორე ტაიმში და დაცვაში ინდივიდუალური შეცდომებს მოვუკელით არის შანსი ჯერ კიდევ help.gif

ასე აგიხდეთ ყველაფერი!

ბრავო ბიჭებს ! ვულოცავ ყველას! 2kiss.gif


პ.ს. ეს მოგება უვიზო მიმოსვლასავითაა, არსებული მართველობის დამსახურება ძალიან ცოტაა ამაში smile.gif

Posted by: deep purple_in rock 19 Nov 2022, 18:59
უფრო მეტი ნდობა ახალგაზრდებს. გილოცავთ ყველას

Posted by: Human Rights 19 Nov 2022, 19:00
რა კარგ დროს გაიყვანა აბჟანდაძე smile.gif

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 19:01
რა კონტრასტია წინა გვერდებთან შედარებით lol.gif მეც ყველა შეცდომაზე ვღრიალებდი. მაგარი შედეგი დადეს ბიჭებმა შეცდომების მიუხედავად პირდაპირ მოვერიეთ გილოცავთ ყველას. შერკინებამ მოიგო ეს თამაში ძალიამ დიდი პლიუსი up.gif

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 19:03
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ჩაჩანიძე რო შემოვიდა მაგრა დაგვეტყო

აბულაძეს, ქუნთელიას და ჩაჩანიძის ძეგლს არ დაგვადგმეინებენ ზედ მილენიუმზე?

ეს ნიკა ხატიაშვილი რო ზის ეხლა რაგბი ტივიზე ხო მოქმედი მოთამაშეა?
რა ჭკვიანი ბიჭია

Niccolo_Machiavelli
QUOTE
განახათ ჩვენმა შერკინებამ თავისი ძალა და გაგაჩუმათ კრიტიკოსები?

ეხლა სიმართლე რომ ვთქვათ, შეტევაში ერთ=ერთი ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა ამ დონის გუნდებთან

მაგრამ დაცვაში მაგრა ვიდექით და ამის აღნიშვნა ყველას დაგვავიწყდა

მადლობა მაისაშვილს რო მატკავა დროზე შემოიყვანა

Posted by: ცერცვა. 19 Nov 2022, 19:04
აეეეე გილოცავთ ყველაააას.


Posted by: QOMAGI 19 Nov 2022, 19:05
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე !
გილოცააააააააააააააააააააააააავთ ყველააააასსსსსსსსსსსსსსს !

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

ქუნთელია მაგარი ბიჭია !

Posted by: AVIATORI01 19 Nov 2022, 19:07
3 შერკინებაში დავაჯარიმეთ მოწინააღმდეგე და გასვლაზე დავაგდეთ უელსი, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონია ამ კომპონენტს აქამდე ასე სიღრმისეულად არ მქონდა გათავისებული

Posted by: CdeSe 19 Nov 2022, 19:08
მეორე ნახევარი 10:0 მოვიგეთ! smile.gif

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 19:08
QUOTE
ქუნთელია მაგარი ბიჭია !

კუტაისსკიი <3

რაგბი ჯერ ქუთაისისააა, მერე დანარჩენი საქართველოსი <3

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Nov 2022, 19:09
Judas Iscariot
QUOTE
ეს ნიკა ხატიაშვილი რო ზის ეხლა რაგბი ტივიზე ხო მოქმედი მოთამაშეა?

ზაფხულის ტესტებზე ვეძახდით, სხვა დროს ვერ ხვდებოდა ნაკრებში

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 19:09
შერკინება მეორე ტაიმში ხო და აუტებიც რა კარგი იყო მთელი თამაში

Posted by: presbiteri 19 Nov 2022, 19:09
რა საყვარლები ხართ სულყველა, ვინც პირველ ტაიმში ბიჭები გამოლანძღეთ biggrin.gif

ეს თამაში მოიგო შეცვლილმა პირველმა ხაზმა. რომ არა ორჯერ იმათი შერკინების წამოშლა, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა…

Posted by: king depress 19 Nov 2022, 19:10
ვტირივარ პატარა ბავშვივით.. რამდენი წელი ველოდი!!!

Posted by: fanqari 19 Nov 2022, 19:10
მოკლედ რა მაისაშვილზე როგორც კი ვიტყვი რო ვსიო გამოსაცვლელია თქო, რაღაც სასწაულს შვება რა, ძალიან დიდი დამსახურებაა ეს გამარჯვება სამწვრთნელო შტაბის.
მაისამ იგრძნო თითქოს რო კიდე იქნებოდა ჯარიმის შანსი და სწორ დროს შემოიყვანა მატკავა,

Posted by: ArxeoptericS 19 Nov 2022, 19:11
ვასკას ყოჩაღ, მაგრამ აბულაძე იყო სასწაული, დაუხოცა მოთამაშეები და შერკინება, ზოგადად ჩვენების შერკინება დღეს საღოლ, შეჭამეს...

Posted by: BigG 19 Nov 2022, 19:11
ბოჭვები ჩვენები 95% (112 118-დან) იმათი % 91
ჯარიმა: ისინი 10 ჩვენები 9
დერეფნები: ჩვენ ყველა - იმათ 2 დაკარგეს
შერკინება: იმათ 9-დან 6, ჩვენ 12-დან 9
ბურთის ფლობა მოვიგეთ 54-46%
რაქები: ჩვენ მოვიგეთ 78 80-დან, იმათ ნაკლები 67 71-დან
გაჭრები: ჩვენ 4, იმათ 2
თერნოოვერი: ჩვენ 11, იმათ 13

Posted by: _R@uL_ 19 Nov 2022, 19:11
უელსი რამდენად იყო ბიჭებო ოპტიმალური შემადგენლობით?

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 19:12
სამოას მერე ვინმეს რო ეთქვა რომ ამას ვიზამდით, ვიფიქრებდი, დებილია-მეთქი.
არადა ჰა. ჯერ კიდევ ვერ დავწყნარდი.

Posted by: Christian Cullen 19 Nov 2022, 19:14
შერკინება როდესაც იქნება მონსტრი, უელსსაც გავაგორებთ და არგენტინასაც. ის რაც პირველ ტაიმშ ხდებოდა, დაუშვებელია. უელსი იყო სუსი, თორემ ინგლისი აგვიყოლებდა და გავიდოდა +20 ით.

თაფლაძემ და მოდებაძემ გაუშვეს კარგი შანსი, რომ გადაბარგებულიყვნენ ალბიონზე კვესელაძესავით.
თოდუას და , განსაკტრებით ხმალაძეს არ გაუამრთლათ ასაკში.
* * *
QUOTE
უელსი რამდენად იყო ბიჭებო ოპტიმალური შემადგენლობით?


ჩვეტვის ზედმეტად ოპტიმალური იყო

Posted by: Ertikaci 19 Nov 2022, 19:16
აბჟანდაძე მართლაც რაღაც ვერაა ფორმაში. მეორე ტაიმი კარგად ითამაშეს ბიჭებმა. მადლობა ყველას!!!!

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 19:20
გილოცავთ ყველას!!! რა ეფექტურია,როდესაც სტატიკას ალაგებ და მოწინააღმდეგეს პრობლემებს უქმნი!!! მარქაფა პირველი ხაზი ყოჩაღ!!!

Posted by: iverieli 19 Nov 2022, 19:22
ნეტა რეიტინგში როგორ ვიხეირებთ.

წესით მსუყე ქულები უნდა შეგვემატოს

Posted by: BigG 19 Nov 2022, 19:22
_R@uL_
QUOTE
უელსი რამდენად იყო ბიჭებო ოპტიმალური შემადგენლობით?


მშვენიერი შემადგენლობა ყავდათ. ნუ, 2-3 კაცი აკლდათ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენებს რა არ აკლდათ, მაგ. შერკინებაში?

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 19:22
presbiteri
QUOTE
რა საყვარლები ხართ სულყველა, ვინც პირველ ტაიმში ბიჭები გამოლანძღეთ

დიახ. ეხლა არ თქვა რო პირველ ტაიმში მაგრა ვთამაშობდით

QUOTE
ეს თამაში მოიგო შეცვლილმა პირველმა ხაზმა. რომ არა ორჯერ იმათი შერკინების წამოშლა, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა…

ხო. და შეცვლილმა დამრტყმელმა
სწორედ ვიყავით ესეიგი უკმაყოფილო

Posted by: Tibaani71 19 Nov 2022, 19:23
QUOTE
ეხლა სიმართლე რომ ვთქვათ, შეტევაში ერთ=ერთი ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა ამ დონის გუნდებთან

ვერ ვიტყოდი ასე! მეორე ტაიმში ცუდები არ ვიყავით!

Posted by: BigG 19 Nov 2022, 19:23
iverieli
QUOTE
ნეტა რეიტინგში როგორ ვიხეირებთ.


მე-13-ზე გადავედით. ფიჯის გავუსწარით.

Posted by: Gio_G83 19 Nov 2022, 19:25
Judas Iscariot
QUOTE
ეს ჯარიმა კარში?
+1 ქულა თუ - 2 ქულა როცა წინ 20 წუთია სათამაშო - აუტში გადატანა არ სჯობდა?

და რომელი ჯობია შენი აზრით. +1 თუ -2


გადაბრუნებულ ურემზე გზა კარგად ჩანსო, გადაბრუნებამდე ვისაუბროთ ხოლმე...



QUOTE
უფრო მეტი ნდობა ახალგაზრდებს. გილოცავთ ყველას

!!!
QUOTE
მაისას კრიტიკა მსოფლიომდე არ გავიგო.

კრიტიკა მოსულა, გაშვებას ვერ მოვითხოვთ )))))) wink.gif

QUOTE
სამოას მერე ვინმეს რო ეთქვა რომ ამას ვიზამდით, ვიფიქრებდი, დებილია-მეთქი.


ქრონოლოგიურად:
სამოა, იტალია და უელსი...

Posted by: WP-Rex 19 Nov 2022, 19:27
Gio_G83
QUOTE
სამოა

არ უნდა წაგვეგო რა sad.gif

Posted by: giorgi219 19 Nov 2022, 19:32
კანონზომიერი იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვება, ვულოცავ ჩვენს ლომებს, რომ ამ მწვრთვნელების ხელშიც კი შეძლეს ასეთი მაგარი შედეგის დადება. ძალიან მაგარი შემადგენლობა გვყავს და ვიმსახურებდით გამარჯვებას. სამოაც უნდა გაგირებულიყო წესით, მაგრამ ამან გადახურვა ის მარცხნივ.

ყოჩაღ ბიჭებს, გილოცავთ!

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 19:32
QUOTE
კარგ დროს გაიყვანა აბჟანდაძე


აბა ჩემი, ამ თამაშსაც წაგვაგებინებდა biggrin.gif

იტალიას ან ფიჯის ვერ გავუსწარით?


ფიჯისთვის გაგვისწრია

Posted by: BigG 19 Nov 2022, 19:33
რა დასამალია, მატჩამდე პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მითუმეტეს ძალიან გამიხარდა.
დაცვამ გაქაჩა - სტატიტიკიდანაც ჩანს.
აბულაძის წაყვანაზე რიგი დადგება.
პირველის შემდეგ მეგონა, რომ ჩვენები დაიღლებოდნენ. პირიქით მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ყველაზე სასიხარულო - ბოლო წუთები ანუ ჩვენი ჯარიმის შემდეგ უშეცდომოდ ჩავატარეთ. არ დავჯარიმდით - იქით დავაჯარიმეთ.
მსაჯს დიდი მადლობა, რომ ნორმალურად იმსაჯა.

Posted by: Cele 19 Nov 2022, 19:34
ბრატცი რაგბში მთლად ბოლომდე ვერ ვარ ჩახედული და რაც მახსოვს, სწრაფი ფლანგელი იგროკები მგონი დიდათ არ გვყოლია ხო? აი სხვა გუნდებს (ზელანდია, ავსტრალია) რო ვუყურებ, იქ ჩანს ხოლმე რო საკმაოდ სწრაფი იგროკები ყავთ, რომლებიც მაგ ფლანგის თემას აგვარებენ. ანუ მარტო შერკინებით სწრაფ გუნდებთან რთულია თამაში ხო იასნად და გვინდა რა კაი სწრაფი ფლანგელი იგროკები.

ხოდა კიდე არეკნის იშვიათად ვიყენებთ რასაც ვუყურებ და ამ დროს მშვენიერი ელემენტია, 3 ქულიანი და არ გვყავს მაგ კუთხით კარგი დამრტყმელი? თუ საერთოდ არეკნის ელემენტზე დიდათ ყურადღება არც კეთდება? biggrin.gif

Posted by: Bunuel 19 Nov 2022, 19:35
საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს მსოფლიოზე, ფიჯის და პორტუგალიას უნდა მოვუგოთ და იქნებ უელსიც მივაყოლოთ :დ თან დღეს რეპეტიცია გავიარეთ
user posted image

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 19:36
ბოლო ჩაწოდებაზე რა მოხდა ვერ მივხვდი.
თავისუფალი რომ მოგვცა მსაჯმა
არადა, რა სლიურად გაათამაშეს :დდ
https://www.live.ge/ragbi/saqarthvelos-nakrebma-uelsi-daamartskha-saotsari-emotsiebi-mogebis-shemdeg-video/?fbclid=IwAR1NODDCLZUEMJyiR8bctULoCFE0LMCY3lLUmt6XN5kD1jLy2cuT82TSzwY
* * *
QUOTE (Celeste)
ხოდა კიდე არეკნის იშვიათად ვიყენებთ რასაც ვუყურებ და ამ დროს მშვენიერი ელემენტია, 3 ქულიანი და არ გვყავს მაგ კუთხით კარგი დამრტყმელი? თუ საერთოდ არეკნის ელემენტზე დიდათ ყურადღება არც კეთდება?

არ გაცლიან იოლად თუ არა იცოცხლე, ნამეტნავად კაია :დდ

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 19:39
იმ ავსტრალიელმა როგორ გამაზა გარდასახვა იტალიასთან, ახლა ეგენიც უკან გვეყოლებოდა მიტოვებული

Posted by: iiraklii 19 Nov 2022, 19:42
QUOTE (Lаki @ 19 Nov 2022, 19:36 )
ბოლო ჩაწოდებაზე რა მოხდა ვერ მივხვდი.
თავისუფალი რომ მოგვცა მსაჯმა
არადა, რა სლიურად გაათამაშეს :დდ
https://www.live.ge/ragbi/saqarthvelos-nakrebma-uelsi-daamartskha-saotsari-emotsiebi-mogebis-shemdeg-video/?fbclid=IwAR1NODDCLZUEMJyiR8bctULoCFE0LMCY3lLUmt6XN5kD1jLy2cuT82TSzwY
* * *
QUOTE (Celeste)
ხოდა კიდე არეკნის იშვიათად ვიყენებთ რასაც ვუყურებ და ამ დროს მშვენიერი ელემენტია, 3 ქულიანი და არ გვყავს მაგ კუთხით კარგი დამრტყმელი? თუ საერთოდ არეკნის ელემენტზე დიდათ ყურადღება არც კეთდება?

არ გაცლიან იოლად თუ არა იცოცხლე, ნამეტნავად კაია :დდ

არადა ბოლოს დერეფანში აშკარად ჩვენსკენ შემოაგდო მამუკაშვილმა. მსაჯმა რა დაუსტვინა ვერც მე მივხვდი.

Posted by: Judas Iscariot 19 Nov 2022, 19:43
Gio_G83
QUOTE
გადაბრუნებულ ურემზე გზა კარგად ჩანსო, გადაბრუნებამდე ვისაუბროთ ხოლმე...

ეხლა ურმებზე მალაპარაკე კიდევ.

შენ რაც თქვი ეგ იგივეა, მე რო შემოვიდე ფეხბურთში და ვიკითხო 0-1 იყო კიდევ 20 წუთი იყო დარჩენილი და პენალტი რატო გაიტანა, ხომ არ ჯობდა რო აეცილებინაო

Posted by: Human Rights 19 Nov 2022, 19:44
QUOTE
ბოლო ჩაწოდებაზე რა მოხდა ვერ მივხვდი.


მამუკაშვილმა ძალიან ჩვენსკენ კი შემოაგდო, მაგრამ მგონი მანამდე უელსელის ადრე ახტომა დააფიქსირა მსაჯმა და მაგაზე დასტვინა.

შეიძლება ვცდებოდე.

Posted by: BigG 19 Nov 2022, 19:51
iiraklii
QUOTE
არადა ბოლოს დერეფანში აშკარად ჩვენსკენ შემოაგდო მამუკაშვილმა. მსაჯმა რა დაუსტვინა ვერც მე მივხვდი.


როგორც მივხვდი იმათ დერეფნის დისტანცია დაარღვიეს. ადრე გადმოვოდნენ მხტომელისკენ.
ისე, მანდ შერკინება არ ჯობდა? არ წავაგებდით და აუტშიც გადავაგდებდით

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 19:51
QUOTE
მამუკაშვილმა ძალიან ჩვენსკენ კი შემოაგდო, მაგრამ მგონი მანამდე უელსელის ადრე ახტომა დააფიქსირა მსაჯმა და მაგაზე დასტვინა.

როგორც იქნა ჩვენც გაგვიღიმა ბედმა <3


გამახსენდა
აფრასიძე სად დაიკარგა?

Posted by: java83 19 Nov 2022, 19:53
გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას!
გული კარგს მიგრძნობდა თამაშამდე, მაგრამ გონება მაგრად ეკაიფებოდა ამის გამო smile.gif
ამიტომ, ბოლო წუთებამდე არ მინერვიულია. აი, ბოლოს წამოიღო, მაგრამ რა წამოიღო biggrin.gif

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 19:53
კიდე რა მაინტერსებს იცით
ვიუს მოაფიქრდა და შუა მოედანზე ის წითელი "კრასკა" ვინ დაასხა. ან რა დანიშნულება ჰქონდა.
თავიდან, სანამ მივხვდებოდი რა ხდებოდა, კინაღამ გული გამისკდა- მეთქი, რა სჭირს ბიჭებს-თქო :დდ
* * *
დომინოს კენჭებით ვისაც არ გითამაშიათ, ამას უყურეთ და ივარჯიშეთ <3 :დდ
https://www.live.ge/ragbi/sanakrebo-turnirebi2/uelsthan-matchshi-mogebuli-ori-gadamtsqhveti-sherkineba-video/?fbclid=IwAR11s54ORg5YvbxzbdkVhrheIPRwDUqbSBuy5vxq9bYSgubdJNd3hPexD

Posted by: Zuraba 19 Nov 2022, 19:57
გილოცავთ ყველას, ძალიან გამიხარდა...
ამ ფორმების საკითხი ვერა და ვერ გადაწყდა, დამთავრდება თამაში და მეორადებში ნაყიდი მაისურები გეგონება კაცს...მესმის რომ თეთრია მაგრამ უკეთესი ხარისხის და დიზაინის ნაღდად შეიძლება, იქნებ მსოფლიომდე მოახერხონ რამე smile.gif

Posted by: iverieli 19 Nov 2022, 19:58
Lаki
გელას დისკვალიფიკაცია ქონდა და მაგიტომ არ იყო

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 19:59
iverieli
გასაგებია.
მალდობა
დაგვაკლდა მაგ ბიჭი, კარგი შემოსვლები ჰქონდა და ექნება <3

Posted by: java83 19 Nov 2022, 20:00
დანაკლისს რაც შეეხება:
ჩვენ გვაკლდა 2 ძირითადი ბურჯი, 2 მეორეხაზელი (ჯაიანი, გიგაური), ცუცქირიძე, გელა აფრასიძე, ტაბუცაძე და კვესელაძე biggrin.gif
ანუ, მსოფლიომდე სერიოზული გაძლიერების რესურსი გვაქვს.
ჯაიანს ვიცი რომ ტრავმა აქვს. ვინც იცით დაწერეთ როდის ბრუნდება. ცუცქირიძესაც რა ჭირს?
გიგაურის დისკვალიფიკაციაზეც იკითხეს წინა გვერდებზე...

Posted by: levan704 19 Nov 2022, 20:02
სპორტულ გამარჯვებაზე, ან ჰიმნის შესრულებაზე დაუბურძგლავს, მაგრამ ცრემლები პირველად წამომივიდა... თუ უელსს მოვუგეთ, ერთხელაც იქნება და მსოფლიოსაც მოვიგებთ... თუ მსოფლიო მოვიგეთ, ომსაც მოვიგებთ... თუ ომის მოგებას მოვესწარი, კმაყოფილი წავალ იმ ქვეყნად...

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 20:06
levan704
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
QUOTE
თუ მსოფლიო მოვიგეთ, ომსაც მოვიგებთ...


Posted by: kande1995 19 Nov 2022, 20:10
ზოგადად რაგბში არ ვარ დიდად გარკვეული, მაგრამ რაც ქუნთელია შემოვიდა დავჩაგრეთ შერკინებაში უელსი, მათივე შერკინებებიც უშანსოდ მოვუგეთ, რა აზრის ხართ ამ ბიჭზე?

Posted by: giorgi77 19 Nov 2022, 20:12
ყველას ვულოცავ. შემდეგი გაჩერება ოლ ბლექსი ყოფილიყოს biggrin.gif

მთავარია ის რომ შეგვძლებია, უკვე მეორე ტოპ გუნდი.

ვინმე დალოცვლიმა იქნებ დააგდოთ აქ ჩამოსაწერი ლინკი, ინგლისური კომენტარით, ინგლისელების რეაქცია მაინტერესებს. acrossthetasman-ზე უნდა დაიდოს წესით ტორენტი. ახლა სადაც ვარ ტასმანი დაბლოკილია.

Posted by: KOLKHI 19 Nov 2022, 20:15
ჯარიმებზე ბრიტები არ უსტვენენ, არ უსტვენენო... ჩვენს ბოლო (გამარჯვების) ჯარიმაზე დაანგრიეს სტადიონი სტვენით უელსელებმა... უკადრებელი ვაკადრებინეთ)))

გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას..!!!




Posted by: Raven 19 Nov 2022, 20:16
ვახ, ამას თუ მოვესწრებოდი მაისას ხელში არ მეგონა, საღოლ. გმირობის ტოლფასია პირდაპირი მნიშვნელობით........

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 20:22
BigG
QUOTE
ჯარიმა: ისინი 10 ჩვენები 9

QUOTE
ბურთის ფლობა მოვიგეთ 54-46%

10-ზე ნაკლები ჯარიმა და მეტი ბურთის ფლობა? ძალიან კარგია, არ მახსოვს ბოლოს როდის გვქონდა ეგეთი სტატისტიკა.

Posted by: levan704 19 Nov 2022, 20:24
მეორე ტაიმში უელსმა ქულაც ვერ აიღო... მთელი ტაიმი უქულოდ...

Posted by: sandrikia 19 Nov 2022, 20:25
შეცვლილმა შერკინებამ დიდი წვლილი შეიტანა მოგებაში! ქუნთელიას უპორატესობა ჯანში აშკარაა! მაგრად შემოვიდნენ აბულაძეც და ქუნთრლიქც! საერთოდ დაცვაში კარგად ვითამაშეთ! კარგად ვხურავდით! და არ ვაძლევდით საშუალებას რომ გაეჭრათ ხაზი! დიდებული მოგება არის! ეხლა კიდე უფრო ნერვები მეშლება სამოასთან რო წავაგეთ!

Posted by: Werner Voss 19 Nov 2022, 20:26
KOLKHI
QUOTE
ჯარიმებზე ბრიტები არ უსტვენენ, არ უსტვენენო... ჩვენს ბოლო (გამარჯვების) ჯარიმაზე დაანგრიეს სტადიონი სტვენით უელსელებმა... უკადრებელი ვაკადრებინეთ)))

ერთადერთი სადაც ნამდვილად არანაირ სიტუაციაში არ უსტვენენ ირლანდიაა, დანარჩენი როცა უჭირთ არც შოტლანდიაში თაკილობენ სტვენას, არც ინგლისში, ამ ტესტებზე საფრანგეთი აფრიკაზეც გამაყრუებელი სტვენა იყო, სამხრეთში ხომ საერთოდ

ასე, რომ ეგ კონკრეტულად ირლანდიელების ტრადიციაა და არა ზოგადი სარაგბო ნორმა

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 20:28
მატჩის შემდეგ, უელსის რაგბის კავშირის “ფეისბუქ” გერდზე, ბრიტანელმა გულშემატკივრებმა მათი ნაკრების თამაში შეაფასეს.

“მთელი ცხოვრება უელსის ფანი ვარ, მაგრამ დღეს საქართველომ წარმატებას იმსახურებდა!”

“უელსელი ვარ, თუმცა ბოლოს საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს“.

“ერთი წლის განმავლობაში სახლში წავაგეთ იტალიასთან და საქართველოსთან, ამის შემდეგ მწვრთნელი უნდა დარჩეს ნაკრებში?! საგანგაშოა“.

“ყოჩაღ საქართველოს, დღეს მოედანზე საუკეთესომ გაიმარჯვა…”

“მე შოტლანდიელი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ეს იყო შესანიშნავი თამაში საქართველოს მიერ“.

“ინგლისელი ვარ და მწყინს, როდესაც უელსს ასეთ დღეში ვუყურებ, არადა ძირითადი შემადგენლობით ითამაშეთ. ყოჩაღ ქართველ ბიჭებს, მათ მეორე ტაიმში სრულიად იგრძნეს თამაში და სადავეები ხელში ჩაიგდეს. დასაფასებელია მათი ასეთი ბრძოლა, შედეგიც სახეზეა“.

“ჯერ იტალიასთან გამარჯვება რად ღირდა, ახლა კი უელსს უშანსოდ მოუგეს სტუმრად. ყოჩაღ საქართველოს ნაკრებს, თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი 6 ერში თამაშს იმსახურებენ. ეს უბრალო გამარჯვება არ არის, ეს ისტორიაა“.

Posted by: levan704 19 Nov 2022, 20:28
პირველი ტაიმი ბურჯებმა წააგეს. მეორე ტაიმი ბურჯებმა მოიგეს.
გოგიჩაშვილი - პაპიძე სახლში!
აბულაძე - ქუნთელია ძირითადში!

Posted by: BigG 19 Nov 2022, 20:34
levanizg
მე კიდევ ყველაფერი არ დამიპოსტია.
მაგ., გაბითურებული დამცველი: იმათი 15, ჩვენი მხოლოდ 6.
ოფლუდები: ჩვენ 6, იმათ 5
ბურთით გაქცევა Runs (გაჭრაში არ აგერიოთ): ჩვენ 90, იმათ - 86
მხოლოდ, მხოლოდ მოლებში ქონდათ უკეთესი მაჩვენებელი

მოკლედ აქ შეგიძლიათ ნახოთ მთელი სტატისტკა: https://www.espn.co.uk/rugby/matchstats?gameId=595436&league=289281

მოთამაშეთა სტატისტიკა ბოჭვებში (ფრჩხილებში გაცუდებული ბოჭვა)
შარიქაძე 9 (0), თაფლაძე 8 (0) გოგიჩა 11 (0), თედო და ჭყოი 9 (1)გორგაძე 12 (1) ჭეიშვილი 8 (0) საღინა 7 (0) ჯალა 8(0)

მეტრები გაიარა: ნინიაშვილი 105, თოდუა 70, აბჟანდაძე 54 ჯალა 65
https://autumnnationsseries.com/report/georgia-make-history-with-sensational-win-over-wales#match-stats

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 20:35
აბჟანდაძეს ეშველება რამე? იტალიასთანაც ბევრი მაზა როგორც მახსოვს, კიდე კაი დღეს დროული ცვლილება გააკეთა მაისაშვილმა

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 20:37
QUOTE
აბჟანდაძე

რა ჯარიმა გაუცუდდა sad.gif

Posted by: ცერცვა. 19 Nov 2022, 20:48
QUOTE (Lаki @ 19 Nov 2022, 19:08 )
QUOTE
ქუნთელია მაგარი ბიჭია !

კუტაისსკიი <3

რაგბი ჯერ ქუთაისისააა, მერე დანარჩენი საქართველოსი <3

იმერეთი დაწერე მარტო ქუთეისის არ არის, თორე მოვლენ გორგოძე, გორგაძე და ა.შ. ბაღდათიდან. :დ

Posted by: BigG 19 Nov 2022, 20:50
ცერცვა.
QUOTE
გორგოძე, გორგაძე და ა.შ. ბაღდათიდან

ვიცოდი, რომ გორგოძე ჩემებური იყო (თუმცა ჩემსავით თბილისშია დაბადებული). გორგაძეც? ეგ არ ვიცოდი.

Posted by: FullbackAce 19 Nov 2022, 20:51
QUOTE (BigG @ 19 Nov 2022, 20:50 )
ცერცვა.
QUOTE
გორგოძე, გორგაძე და ა.შ. ბაღდათიდან

ვიცოდი, რომ გორგოძე ჩემებური იყო (თუმცა ჩემსავით თბილისშია დაბადებული). გორგაძეც? ეგ არ ვიცოდი.

თბილისელი იმერლები > ქუთაისელი იმერლები. gigi.gif

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 20:51
QUOTE (ცერცვა. @ 19 Nov 2022, 20:48 )
QUOTE (Lаki @ 19 Nov 2022, 19:08 )
QUOTE
ქუნთელია მაგარი ბიჭია !

კუტაისსკიი <3

რაგბი ჯერ ქუთაისისააა, მერე დანარჩენი საქართველოსი <3

იმერეთი დაწერე მარტო ქუთეისის არ არის, თორე მოვლენ გორგოძე, გორგაძე და ა.შ. ბაღდათიდან. :დ

მაგათ ვენაცვალე იმ ჯიგარ გულში <3

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 20:55
ისე ბურჯებზე ბევრი ვაკრიტიკებდით, მაგრამ ფაქტია იციან მწვრთნელებმა რასაც აკეთებენ. შერკინება დერეფნები დავალაგეთ აშკარადა რაც ძალიან მიხარია. ძირითადის ბურჯებიც არ იყვნენ ცუდები უბრალოდ უელსის ძირითადის პირველი ხაზი კარგი იყო შეცვლები შევჭამეთ პირდაპირ biggrin.gif

Posted by: Gio_G83 19 Nov 2022, 20:57
Judas Iscariot
QUOTE
შენ რაც თქვი ეგ იგივეა, მე რო შემოვიდე ფეხბურთში და ვიკითხო 0-1 იყო კიდევ 20 წუთი იყო დარჩენილი და პენალტი რატო გაიტანა, ხომ არ ჯობდა რო აეცილებინაო

ხოო, ზუსტად ეგ ვთქვი - კარგი ანალოგიაა

Posted by: java83 19 Nov 2022, 21:03
ლოგიკური სპორტია რაგბი. დავიწყეთ ახალგაზრდულ დონეზე ბობოლების დამარცხება და 3-4 წელიწადში გადაითარგმნა დიდ რაგბში.....
მაგიტომ ვწერდი ამასწინათ რთული დროება ელის შოტლანდიასთქო smile.gif

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 21:13
რედიტზე მიდის გნიასი, დასალევი არაფერი მაქ არადა მაგრა გავერთობოდი biggrin.gif

Posted by: deep purple_in rock 19 Nov 2022, 21:14
ისე ნინიაშვილმა კინაღამ წაგვაგებინა თამაში, ეგრევე რო ეკვეთა მოლი დაიძახა მსაჯმა და როარ შერკინება, 90% წავაგებდით, მაგრამ საერთო ჯამში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 21:16
QUOTE
ნინიაშვილმა კინაღამ წაგვაგებინა თამაში,

ბოლო 2 თამაში ლამის ჩაუვარდა
თუმცა გამობრწყინებებიც ჰქონდა

გაიზრდებიან ბოკვრები! <3

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 21:24
ვასკა მსოფლიომდე უნდა დავასვენოთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ნაკრებში და თითქმის 90% ვათამაშებთ. 9 ნომერი მენტალურად და ფიზიკურად ძალიან დამღლელი პოზიციაა იმედია ერთა თასზე დავასვენებთ, თან სხვა ბიჭებს მიეცემათ მეტი დრო.

Posted by: ELguja90 19 Nov 2022, 21:30
QUOTE (Werner Voss @ 19 Nov 2022, 20:26 )
KOLKHI
QUOTE
ჯარიმებზე ბრიტები არ უსტვენენ, არ უსტვენენო... ჩვენს ბოლო (გამარჯვების) ჯარიმაზე დაანგრიეს სტადიონი სტვენით უელსელებმა... უკადრებელი ვაკადრებინეთ)))

ერთადერთი სადაც ნამდვილად არანაირ სიტუაციაში არ უსტვენენ ირლანდიაა, დანარჩენი როცა უჭირთ არც შოტლანდიაში თაკილობენ სტვენას, არც ინგლისში, ამ ტესტებზე საფრანგეთი აფრიკაზეც გამაყრუებელი სტვენა იყო, სამხრეთში ხომ საერთოდ

ასე, რომ ეგ კონკრეტულად ირლანდიელების ტრადიციაა და არა ზოგადი სარაგბო ნორმა

აგერ ზელანდიის ჰაკა ###ზე დაიკიდეს ინგლისელებმა up.gif

საერთოდ, ეგ არ მესმის
არა მარტო რაგბიში
ინგლისელი ინგლისელურად უგულშემატკივრებს, ირლანდიელი ირლანდიურად, ქართველი ქართველურად ( ანუ შიგადაშიგ ჩვენსასაც ვაგინებთ თუ რამე და დიდი ამბავი თუ სხვას დავუსტვინეთ biggrin.gif )
მზესუმზირას რატო ჭამენ სტადიონზეო
რავი, მაინცდამაინც ჰოთ-დოგი უნდა გაიგდო და ლუდი დალიო? givi.gif

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 21:39
იტალიამ არ ჰქნა?
---------

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Nov 2022, 21:39
QUOTE
გორგოძე, გორგაძე და ა.შ. ბაღდათიდან

გორგოძე კალათბურთელი იყო და მერე კლუბ ლელოში დაიწყო რაგბის თამაში

გორგაძე რუსთავის ხარები აღზრდილია

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 21:39

Posted by: giorgi219 19 Nov 2022, 21:45
კარგადაც უსტევენენ და აბჟანდაცემაც ააცილა პირველი ჯარიმა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გააქვს ხოლმე. ასე რომ, ქომაგს რაც შეუძლია გააკეთოს ტრიბუნიდან, ერთ-ერთი ეგ არის და საკუთარი კედლების უპირატესობაც გამოიყენეს, თუმცა საბოლოოდ არ უშველათ smile.gif

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 21:57
Lаki
გაბრაზებულმა აფრიკელებმა მოუგეს დიდი ანგარიშით.

შტატებში ულოცავენ ჩვენ წარმატებას givi.gif
user posted image

Posted by: giorgi77 19 Nov 2022, 22:03

Posted by: BigG 19 Nov 2022, 22:08
აი რა დაწერე უელს.ონლაინმა:
Great day for Georgia
They have long complained about not being given Six Nations membership – and Georgia made a point on that front.
Their defence was sound and in full-back Davit Niniashvili they had arguably the most impressive player on the park.
Niniashvili served notice of the threat he posed when he made a brilliant counter-attacking break from deep in just the fourth minute.
Thereafter he made important yardage time and time again, either through evasive running or taking the ball well in the air and getting across the gain-line.
Going into the final quarter of the match, Georgia were comfortably the better side and made a mockery of suggestions their fitness would account for them as the match wore on. Having beaten Italy as well this season, 2022 has been a year that has seen the Georgians bolster their Six Nations case.
It won’t happen any time soon, but they could hardly be doing much more.

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 22:10
levanizg
კაია
თ არა გაიყინჩებოდნენ :დდ
თან, ამერიკა ვერ გავოდა მსოფლიოზე :დდ
* * *
QUOTE (giorgi219)
ქომაგს რაც შეუძლია გააკეთოს ტრიბუნიდან,

ჯარიმის დროს არ უსვენებნო, კაცო
და გრუზინებ ი ხართო

არადა, გაიფხრიწნენ ლამის, მარა მაინც არ უშველა :დდ

Posted by: BigG 19 Nov 2022, 22:14
რაგბი.პასის პუბლიკაცია
https://www.rugbypass.com/news/georgia-shock-the-rugby-world-with-win-over-wales-in-cardiff/

თუმცა ამის ნაწილი უკვე დავპოსტე

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 22:18
BBC საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა:

„ამ გამარჯვებით საქართველომ აჩვენა შესანიშნავი შედეგი, ეს იყო შოკისმომგვრელი გამარჯვება საწყალი უელსის წინააღმდეგ. :დდ

The Guadian: "საქართველომ რაგბიში სეისმური შოკი მოახდინა, მას მერე, რაც მატკავამ საჯარიმოთო უელსი სახტად დატოვა. მეორე ტაიმში უელსის ნაკრები გატყდა და ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია საერთაშორისო რაგბის ისტორიაში“.

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 22:21
რამდენიმეთვიან ინტერვალში 2 გუნდი გავუგორეთ 6 ერიდან, მეტი რა უნდათ?

გახადონ 7 გუნდიანი და ვინმე დაისვენებს ხოლმე ყოველ ტურში


Posted by: java83 19 Nov 2022, 22:30
https://www.youtube.com/watch?v=l2lzsv7jzxM
უელსელმა ექსპერტმა მშვენივრად ჩაანალიზა...

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 22:32
პოსტი წამიშალეს ამ ჩათლახებმა mad.gif
user posted image

Posted by: iverieli 19 Nov 2022, 22:33
წელს 10 თამაში ითამაშა ნაკრებმა. 7 მოგება 2 წაგება (არგენტინა A და სამოა) და ფრე პირველი თამაში პორტუგალიასთან.

ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან 10-ივე შეიძლება მოგვეგო biggrin.gif

ველოდები ჩვენს პირველი დონის გუნდებთან ტესტების მატებას

Posted by: levanizg 19 Nov 2022, 22:39
iverieli
ისე წლის დასაწყისში რო ეთქვა ვიმეს პორტებთან ფრეს ვითამაშებთ, არგენტინა XV-თან და სამოასთან წვაგებთ, მაგრამ სამაგიეროდ იტალაის და უელსს მოვუგებთო იმწამს ხელს მოვაწერდი ამ შედეგებს biggrin.gif

Posted by: JCH 19 Nov 2022, 22:39
georgia rugby რო დაგუგლავ ფეიერვერკებს ისვრის :დ

Posted by: springo 19 Nov 2022, 22:40


ინგლისური კომენტარით,მიმოხილვა

Posted by: MrFenix 19 Nov 2022, 22:44
ratomac aRa
ალბათ ავსტრალიას უნდა მოვუგოთ ჯერ mo.gif

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 22:52
QUOTE
ალბათ ავსტრალიას უნდა მოვუგოთ ჯერ


მსოფლიოზე მოვუგებთ, ყოველ ჯერზე ვიღაც ხომ აგებს დიდებიდან და ამჯერად ავსტრალიას უწევს


Posted by: levanizg 19 Nov 2022, 23:00
სხვა თამაშებს ვერ ვუყურებ biggrin.gif ჯერ კიდევ ვერ დავწყნარდი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Nov 2022, 23:24
აბულაძე და ჩაჩანიძე წელს გამოჩდნენ
და 2 მაგარი თამაში მოიგეს. ახალ თაობას არავისი ეშინია

Posted by: Gio_G83 19 Nov 2022, 23:33
QUOTE
აბულაძე და ჩაჩანიძე წელს გამოჩდნენ


აბულაძე როგორც კი რეალურ პროფესიონალურ გარემოში აღმოჩნდა დაეტყო...
ჩაჩანიძის ძალიან მეიმედება
მაგრამ...
მატკავამ ჯერ ბაბუნაშვილი ჩააჩოჩა და ახლა მგონი თედოს "ზურგში სუნთქვასაც" აპირებს და სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი

Posted by: Lаki 19 Nov 2022, 23:36
:დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: BigG 19 Nov 2022, 23:37
QUOTE
ახალ თაობას არავისი ეშინია


ეგ ის თაობაა უ20-ის დონეზე თ1 გუნდები, რომ ყავს გაგორებული.
მაგათ ბობოლების სინდრომი არ აწუხებთ.

Posted by: gia-gia-gia 19 Nov 2022, 23:50
შოტლანდიასთან გვექნებაო სექსი შემდეგ ტესტზე და რა ინფო გაქვთ?

Posted by: ratomac aRa 19 Nov 2022, 23:57
gia-gia-gia

https://en.wikipedia.org/wiki/2023_Rugby_World_Cup_warm-up_matches

აქ დაემატება თუ სიმართლეა


Posted by: AVIATORI01 20 Nov 2022, 00:03
ბოლო 7 წელიწადში ნაკრებში ვინც გამოჩნდა გიგაშვილი, ჭეიშვილი, გიგაური და აბულაძეა ხომ ვისაც ასაკობრივი ნაკრებები არ მოუვლია?
აქედან გიგაშვილი სუპერ ვარსკვალვია, აბულაძეს კარგი შანსი აქვს ნაკრების ძირითად ბირთვს გაუშინაურდეს, ჭეიშვილი კი უკვე სტაბილურად ნაკრების წევრია.
ასე რომ არასდროს არ უნდა დანებდეს ადამიანი და მონდომება შედეგებს აუცილებლად გამოიღებს.
პირიქითაც შემიძლია თქმა, ასაკობრივის ,,ვარსკვლავები" ბევრი ჩაგვიქრა ( მატარაძე-ტაბიძე-ალხაზიშვილი-სვანიძე) ნუ ესენი არ არიან იმ ასაკში რომ ხელი ჩავიქნიოთ როგორც სანაკრებო კანდიდატებზე, მაგრამ ძალიან ძალიან ბევრი უნდა იშრომონ რომ დაბრუნდნენ

Posted by: xDavid_S 20 Nov 2022, 00:04
არხენტინაზე დადის ჭორები =
თითქოს აქ აპირებს შეკრების გავლას

Posted by: artenius 20 Nov 2022, 00:22
სამოას ისევ გადავასწარით თუ იცით?

Posted by: Human Rights 20 Nov 2022, 00:27
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: AVIATORI01 20 Nov 2022, 00:32
რუმინეთმა მაგარი სუნი აუშვა და მაქსიმალური ქულა ააღებინა სამოას
ავსტრალიას რომ წინა ტურში ბოლო წუთზე გარდასახვა გაეტანა
ესაა რა თებერვლამდე ასე დალაგდება რეიტინგი
user posted image

Posted by: Werner Voss 20 Nov 2022, 00:43
დღეს ჰაერში თამაშში გავაქრეთ უელსი, გინდა ჩვენს გადაკიდებულებზე და გინდათ თავიანთზე არ მივაკარეთ საერთოდ ბურთს, ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგან მოგებაში


იყო დრო ყველა გუნდი ჩვენთან ფეხით გადაკიდებაზე აგებდა ტაქტიკას, უელსელებსაც ეგ ჰქონდათ გეგმაში მაგრამ დარჩნენ ხახამშრალი

Posted by: levanizg 20 Nov 2022, 00:48
სამოასთან მარცხმა 1.39 ქულა დაგვაკარგინა, მანდ რომ პირიქით მოგვეგო თან 15+ ქულით ტოპ 10-ში შევიდოდით.

Posted by: ratomac aRa 20 Nov 2022, 00:58
QUOTE
რუმინეთმა მაგარი სუნი აუშვა და მაქსიმალური ქულა ააღებინა სამოას


იქამდე სამოამ აუშვა და იტალიას ააღებინა

Posted by: sandrikia 20 Nov 2022, 01:25
იმენა ვერ დადო ლელო ირლანდიამ! 13 კაცი იყო ავსტრალია! მალადეც ძმაო!

Posted by: kikucha 20 Nov 2022, 01:51
დღეუდან უელსის ფანი ვარ! აი ხალხი

სტადიონიდან რომ გამოვედით მტელი ქალაქი ისე გვილიცოვდა თითქოს მტელი ცხოვრებაა ჩვენი ბალეშიკები იყვნენ

Posted by: huligan 20 Nov 2022, 02:07
# 257 საქართველო 13:12 უელსი

საქართველო: ნინიაშვილი მოდებაძე (ხმალაძე 59) თაფლაძე შარიქაძე © თოდუა <10-9> აბჟანდაძე (მატკავა 74) ლობჟანიძე /
გოგიჩაშვილი (აბულაძე 58) ჭყოიძე (მამუკაშვილი 56) პაპიძე (ქუნთელია 68)
ჭეიშვილი მიქაუტაძე (ჩაჩანიძე 63) გორგაძე საღინაძე ჯალაღონია (მამამთავრიშვილი 71) –
ლ: თოდუა; გ: აბჟანდაძე; 2ჯ: აბჟანდაძე მატკავა;

უელსი: რის-ზამით ქათბერთ სბ 52; ნორს ვოთქინ ადამს (ჰაფ'პენი 62) <10-9> პრისლენდ (ქოსთელოუ 61) ვილიამს /
თომას (ჯოუნზ 61) ოუენს (რობერთს 69) ლუის (ვეინრაით 45)
ქართერ (ჯენქინს 58) ბერდ მორგან თიფურიქ © მაქლაუდ (ფალეტაუ 52) –
2ლ: მორგან; გ: პრისლენდ;

რეფ ანდრეა პიარდი (იტა)

3:0(2) 3:7(22) 3:12(24) შეს(40) /
სბ(52'უელ) 10:12(60) 13:12(78) დას(80+1)

შაბ 19/11_2022 | კარდიფი, ფრინსიფალითი (63 585)

პ.ს. ზოგადად უელსს მხოლოდ 1 თომასი 1 ვილიამსი 1 ჯენქინსი და 1 ჯოუნზი რომ ჰყავს, მაგიტომ აქვთ ჩავარდნა biggrin.gif
რეიტინგში მე-13 პოზიციაზე დავბრუნდით, იტალია მე-12, სამოა - 11

Posted by: KOLKHI 20 Nov 2022, 02:08
user posted image

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა უელსელი გულშემატკივარი მხარს უჭერს საქართველოს 6 ერში მიწვევას.

ალბათ დღეიდან საქართველოს ჩვენს გარდა უელსელებიც უგულშემატკივრებენ. საოცრად პოზიტიური ხალხია.


Posted by: George:) 20 Nov 2022, 02:32
კიდე არ მჯერა რო მოვიგეთ love.gif

ახალ თაობას არაფრის ეშინია

იქნებ ამ თაობამ ქვეყანაც ნორმალური ააშენოს :დ

Posted by: giorgi77 20 Nov 2022, 09:28
QUOTE
კიდე არ მჯერა რო მოვიგეთ


შევცოდე გუშინ და არ ვუყურე, დღეს ველოდები იქნებ სადმე გადმოვქაჩო ინგლისური კომენტარით და ჩავუჯდები.

Posted by: SHANSKY 20 Nov 2022, 09:43
ბიჭებო ყველას გილოცავთ
პირდაპირ ვიტყვი, ასეთი დალაგებული თამაში და საოცარი დაცვა მე არასოდეს მინახავს საქართველოს შესწრულებით.
იდეალურთან მიახოლოებული თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით ტაქტიკაში, შეცვლებში და ა შ..

დავრწმუნდი რომ სწორი ტაქტიკა შედეგის ნახევარზე მეტია..
რამდენადაც სამოასთან ტაქტიკით ჩავიჯვით, იმდენად უელსთან აბსოლუტურად სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ.

გადარეული ვარ.. 30 წელი ველოდი ამ მომენტს, ტიერ ერთის ელიტარული გუნდის დამარცხებას და აი როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი მომენტი...

იტალიას არ ვათვლი, ადრე თუ გვიან ჩვენი ბულკი უნდა გამხდარიყო))

კიდე ერთი დაკვირვება- როგორც ჩანს საქართველო უელსისთვის უხერხულ მეტოქედ გადაიქცა))
ფაქტია, უჭირთ ჩვენთან თამაში..

Posted by: Lаki 20 Nov 2022, 09:52
QUOTE (kikucha)
დღეუდან უელსის ფანი ვარ! აი ხალხი

სტადიონიდან რომ გამოვედით მტელი ქალაქი ისე გვილიცოვდა თითქოს მტელი ცხოვრებაა ჩვენი ბალეშიკები იყვნენ

ღირსება! <3
* * *
QUOTE
გადარეული ვარ.. 30 წელი ველოდი ამ მომენტს, ტიერ ერთის ელიტარული გუნდის დამარცხებას და აი როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი მომენტი...

თან, სად wink.gif

Posted by: valiadolidi 20 Nov 2022, 10:00
აბულაძეს არ უნდა გაუჭირდეს გუნდის მოძებნა ბევრ ტოპ.14-ის გუნდს გამოადგება, მატკავაა მგონი ჟიფი აღარ უწევს და ცუდია მაგ შემთხვევაში თავს იკავებენ უკანა ხაზელის აყვანაზე არადა ძალიან მაგარი ათლეტი ჩანს

Posted by: Lаki 20 Nov 2022, 10:10
ზელანდიელები მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 25:6-ს იგებდნენ, თუმცა 72-ე, 74-ე და 79-ე წუთებზე სტიუარტის დუბლით, სტიუარდის ლელოთი და სმიტის 2 ზუსტი გარდასახვით ინგლისმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა


ასეთი და დაემართათ, საინტეერსია :დდ

Posted by: ratomac aRa 20 Nov 2022, 10:44
QUOTE
ასეთი და დაემართათ, საინტეერსია


ის რაც უელსს, სინბინი


QUOTE
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა უელსელი გულშემატკივარი მხარს უჭერს საქართველოს 6 ერში მიწვევას.


გაიხარონ

QUOTE
13 კაცი იყო ავსტრალია! მალადეც ძმაო!


რა მალადეც იტალიასთან როგორ წააგეს? 4 ერი კი არა და წყნარი ოკეანის თასზე უნდა გაუშვა სათამაშოდ biggrin.gif


Posted by: ცერცვა. 20 Nov 2022, 12:27
მოდებაძე პირდაპირ უელსთან რომ შევაგდეთ მაგის გამო აშკარად ნერვიულობდა. :დ

ტრავმის გამო მოხდა, მაგრამ ცოტა უნდა მიაჩვიონ გუნდს, ეგრე თუ შეაგდებ კარგ გუნდებთან ახალგაზრდებს ყველას ეგრე დაემართება. :დ
კვესელაძეც ეგრე იყო თავიდან.


პ.ს. ხაზში 2 მეტრიანი(თაფლაძე-მოდებაძე) ხალხი აშკარად დაგვეხმარა დაცვაში ისე და მომავალში უფრო დაგვეხმარება. biggrin.gif yes.gif
შეიძლება მე ვცდები მაგრამ რაღაც ისე აქტიურად ხაზიდან აღარ გვიტევდა უელსი.

Posted by: BigG 20 Nov 2022, 13:36
გადახვევით, კიდევ ერთხელ ვნახე თამაში და ყურადღება მივაქციე იმას, რომ ჰაერში ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ ყველა ჰაერი მოვიგეთ, მაგრამ დომინირება გვქონდა. სასიხარულოა, რომ, როგორც ადრე ხდებოდა მხოლოდ ნინიაშვილი არ იყო გამორჩეული.
გორგაძის "ჰაერი" (მეორე ტაიმი) კი ფანტასტიკა იყო. იქნებ ვინმემ დადოთ ამ მომენტის ვიდეო.

Posted by: Werner Voss 20 Nov 2022, 13:53
BigG
QUOTE
გადახვევით, კიდევ ერთხელ ვნახე თამაში და ყურადღება მივაქციე იმას, რომ ჰაერში ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ ყველა ჰაერი მოვიგეთ, მაგრამ დომინირება გვქონდა. სასიხარულოა, რომ, როგორც ადრე ხდებოდა მხოლოდ ნინიაშვილი არ იყო გამორჩეული.
გორგაძის "ჰაერი" (მეორე ტაიმი) კი ფანტასტიკა იყო. იქნებ ვინმემ დადოთ ამ მომენტის ვიდეო.

ჰაერში საბრძოლო ბურთები თითქმის 100 პროცენტით წამოვიღეთ, რომელსაც სუფთად ვერ ვხსნიდით, ან საერთოდ ვერ ვიჭერდით ისინიც ჩვენ გვრჩებოდა, ამხტარი კაცის ჰაერში ძალიან ჭკვიანური პოზიციის გამო.

ნამდვილად არ ველოდი, ისე ვაჯობეთ ამ კომპონენტში, როგორც ბობოლები დაბალი კლასის გუნდებს უშვებიან

Posted by: sandrikia 20 Nov 2022, 15:12
QUOTE (giorgi77 @ 20 Nov 2022, 09:28 )
QUOTE
კიდე არ მჯერა რო მოვიგეთ


შევცოდე გუშინ და არ ვუყურე, დღეს ველოდები იქნებ სადმე გადმოვქაჩო ინგლისური კომენტარით და ჩავუჯდები.


Posted by: Judas Iscariot 20 Nov 2022, 15:34
BigG
QUOTE
გადახვევით, კიდევ ერთხელ ვნახე თამაში და ყურადღება მივაქციე იმას, რომ ჰაერში ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ ყველა ჰაერი მოვიგეთ, მაგრამ დომინირება გვქონდა. სასიხარულოა, რომ, როგორც ადრე ხდებოდა მხოლოდ ნინიაშვილი არ იყო გამორჩეული.

Werner Voss
QUOTE
ჰაერში საბრძოლო ბურთები თითქმის 100 პროცენტით წამოვიღეთ, რომელსაც სუფთად ვერ ვხსნიდით, ან საერთოდ ვერ ვიჭერდით ისინიც ჩვენ გვრჩებოდა, ამხტარი კაცის ჰაერში ძალიან ჭკვიანური პოზიციის გამო.
ნამდვილად არ ველოდი, ისე ვაჯობეთ ამ კომპონენტში, როგორც ბობოლები დაბალი კლასის გუნდებს უშვებიან

ეგ ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა.

პირველში არაფერი საბრძოლო არ ყოფილა. ყველა ბურთი პირდაპირ ჩავაბარეთ

Posted by: KOLKHI 20 Nov 2022, 15:42
Judas Iscariot

ეგრეა, ალბათ საუკეთესო მეორე ტაიმი ჩავატარეთ მთელი ქართული რაგბის ისტორიაში.

პირველი ტაიმის სცენარით რო გაგრძელებულიყო თამაში მეორე ტაიმშიც დიდი ანგარიშით წაგება არ აგვცდებოდა.

სულ ეს ეპიზოდი მიტრიალებდა თავში გუშინდელი მოგების მერე. ალბათ მაშინ ვირწმუნეთ პირველად რომ ტოპ გუნდის დამარცხება შეგვეძლო და აგერ გუშინ აგვიხდა ეს ამბავი.

https://youtu.be/V4aS1Mq8owg


Posted by: burke 20 Nov 2022, 16:32
დღეს ვნახე ჩანაწერი კიდევ ერთხელ
ჩვენ ლელოზე შერკინებისას გაგიჩაშვილი გავიდა და აბულაძე შემოვიდა, ჯარიმის უპირატესობაც მოვიპოვეთ და
ლელოც დაიდო
73 წუთი, ალბათ თამაშის გადამწყვეტი მომენტი, იმათი წინ თამაში, არ ჩათვლილი ლელო და უელსის შერკინება რომელიც ჩვენ წამოვიღეთ
77 წუთი, ასევე უელსის შერკინება, ისევ დავაჯარიმეთ და მანტკავას ჯარიმა


boli.gif boli.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 20 Nov 2022, 20:54
აქეთ ნინი და გორგაძე
user posted image

Posted by: Gio_G83 20 Nov 2022, 21:03
ბორჯღალოსნების კეპებს სად მივაგნებ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 20 Nov 2022, 21:36
Gio_G83
https://stat.rugby.ge/2022-2023/SHEMO/SHEM_RAZMI.htm
https://stat.rugby.ge/

Posted by: Gio_G83 20 Nov 2022, 21:51
Datvlas-vin-gtxovs

მადლობა

Posted by: BigG 20 Nov 2022, 21:52
ვიღაცას უნდოდა მატჩის ჩანაწერი ინგლისური კომენტარებით
https://rugger.info/news/50932

Posted by: levanizg 20 Nov 2022, 22:13


Posted by: David-F4X 20 Nov 2022, 23:21
ბოლო აუტი რაზე დაჯარიმდა უელსი?
ადრეული ხტომი თუ ჩვენს მხარეს ახტნენ?

Posted by: levanizg 20 Nov 2022, 23:33
David-F4X
თუ სწორეთ გავიგე მსაჯმა რაც უთხრა ჩვენ 5 ვიყავით ისინი 6

Posted by: David-F4X 20 Nov 2022, 23:41
levanizg

ახლა გადავახვიე ინგლისურად და კი მაგას ეუბნება: ისინი იყვნენ 6 ჩვენ ვიყავით 5

არადა სულ სხვადასხვა ვერსიები იყო ქართულ კომენტარშიც მერე უკვე თამაშის შემდგომ განხილვებშიც.

საღოლ შენ smile.gif

Posted by: zanzaron3 21 Nov 2022, 00:01
მოედანზე შარიქაძეს რომ ინტერვიუ ჩამოართვეს მოიპოვება სადმე? მაინცდამაინც მანდ გაწყვიტეს რეპორტაჟი და ვერ ვნახე ვერსად.

Posted by: BigG 21 Nov 2022, 00:17
David-F4X

მეც გადავახვიე. ორივე დერეფანში 5 კაცია + თითო 9 ნომერი. თუმცა, მსაჯი მართლაც მაგას ეუბნება: 6 იყავით 5-ის წინააღმდეგო.

Posted by: David-F4X 21 Nov 2022, 00:36
BigG

ახლა კიდე გადავხედე ისინი 6 ნი არიან ანუ 5 ნი დგანან და 9 ნომერი შემორბის მეექვსედ.

საღინა და ჩაჩანიძეც მანამდე ეუბნებოდნენ მსაჯს რაღაცას სანამ მოეწყობოდნენ.

Posted by: Tibaani71 21 Nov 2022, 08:50
David-F4X
QUOTE
BigG

ახლა კიდე გადავხედე ისინი 6 ნი არიან ანუ 5 ნი დგანან და 9 ნომერი შემორბის მეექვსედ.

საღინა და ჩაჩანიძეც მანამდე ეუბნებოდნენ მსაჯს რაღაცას სანამ მოეწყობოდნენ.

საღინა და ჩაჩანიძე რეფერის მიუთითებენ ვიწრო დერეფანზე,მაგრამ ის პასუხობს,რომ ყველაფერი წესრიგშიაო და ბურთის შემოგდებას ითხოვს, თავისუფალი დანიშნა უელსის 9 ნომრის გამო, ისმის კიდევაც ყრუდ რეფერის განმარტება!

Posted by: xDavid_S 21 Nov 2022, 09:39
QUOTE
They were five, you were six

Posted by: BigG 21 Nov 2022, 12:51
David-F4X
QUOTE
ახლა კიდე გადავხედე ისინი 6 ნი არიან ანუ 5 ნი დგანან და 9 ნომერი შემორბის მეექვსედ.


საინტერესო სიტუაციაა. აგდების მომენტში იმათი 9 სწორად დგას, მაგრამ შემოგდებული ბურთი ჯერ არ მოშორებია ჭეის ხელს, ხოლო 9-იანი უკვე დერეფანშია. ალბათ, ეს ჩაითვალა დარღვევად.
* * *
კარგი სტატიაა პლანეტ.რაგბიში
https://www.planetrugby.com/news/whos-hot-and-whos-not-georgia-portugal-and-scotland-shine-while-marcos-kremer-and-nic-white-incident-are-frowned-upon

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 21 Nov 2022, 14:44
წლის შერეული ნაკრები

15ზე ორივე ბარეტი არ ჯობდა?
QUOTE
World Rugby Men’s 15s Dream Team of the Year

1. Ellis Genge (England) 2. Malcolm Marx (South Africa) 3. Tadhg Furlong (Ireland) 4. Tadhg Beirne (Ireland) 5. Sam Whitelock (New Zealand) 6. Pablo Matera (Argentina) 7. Josh van der Flier (Ireland) 8. Grégory Alldritt (France) 9. Antoine Dupont (France) 10. Johnny Sexton (Ireland) 11. Marika Koroibete (Australia) 12. Damian de Allende (South Africa) 13. Lukhanyo Am (South Africa) 14. Will Jordan (New Zealand) 15. Freddie Steward (England)


Posted by: levanizg 21 Nov 2022, 16:06
Datvlas-vin-gtxovs
მაგ გუნდს ასე შევცვლიდი, 1 სირილ ბაი 5 ებანი 6 სავეა (მაგის არ ყოფნა არ შეიძლება) biggrin.gif 14 პენო 15 სტუარტი კარგი იყო წელს დავტოვებდი ან კინანით შევცვლიდი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 21 Nov 2022, 16:47
levanizg
სავეა 100% და მეორე ხაზში ან იბენი ან დე იახერი

Josh van der Flier წლის საუკეთესო მორაგბე გამხდარა up.gif

Posted by: BigG 21 Nov 2022, 22:59
4 ქართველი პლანეტ-რაგბის სიმბოლურში
https://www.planetrugby.com/news/autumn-nations-series-team-of-the-week-georgia-lead-the-way-while-scotland-and-new-zealand-also-have-strong-representation

პ.ს. შადრე ბოლო აუტის გამო მოხვდა givi.gif givi.gif givi.gif

პ.ს.2 ნიკა აბულაძის დახასიათებამ დაგლიჯა - 1 Nika Abuladze (Georgia): Imagine the scene: two points down, five minutes to go and you get a chance to gain a match winning scrum penalty. Abuladze responded and lifted Sam Wainwright almost through the roof in Cardiff as he annihilated the Welsh scrummage in a moment he’ll remember forever.

Posted by: levanizg 22 Nov 2022, 20:59
31:34-დან ჩვენ მოგებაზე საუბრობენ, ტიტო ყავთ მიწვეული

Posted by: BigG 22 Nov 2022, 23:22

ცნობილი გადაცემა Two Cents Rugby
https://www.youtube.com/watch?v=UMqR7hjiIgw

Posted by: zanzaron3 23 Nov 2022, 21:27
კავშირის პოსტი ფბ-ზე:

"რაგბის სამყაროს მესვეურები ქართულ რაგბის გვერდში უდგებიან,
უელსთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების კვალად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე და მისი მრჩეველები - ნიკა ალავიძე და ლევან ღვაბერიძე მაღალი დონის შეხვედრებზე ინგლისში მიიწვიეს. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა, ინგლისი რაგბის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა, ასევე 6 ერის ტურნირის მფლობელებმა, ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბოლო 2 წელიწადში ქართული რაგბი რეკორდულად გაიზარდა და არნახულ შედეგებს აჩვენებს, შესაბამისად განსაკურთებულ ყურადღებას და მოპყრობას იმსახურებს.
ბილ ბომონტთან შეხვედრისას გაგრძელდა თბილისში მისი ვიზიტისას დაწყებული საუბარი საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდაზე; მისი თქმით, უელსთან საქართველოს გამარჯვებით ახალი ფურცელი დაიწერა არამხოლოდ ქართული არამედ მსოფლიო რაგბის ისტორიაშიც, რაც მისი აზრით საქართველოს რაგბის კავშირის ბოლოდროინდელი სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგია.
6 ერის ტურნირის მესვეურებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომ 6 ერის 18 წლამდელთა ფესტივალი საქართველოში ჩატარდეს მათ შორის ქართველი ჭაბუკების მონაწილეობით, ხოლო დიდი 6 ერის ტურნირის საოპერაციო ნაწილში მარკეტინგისა და სატელევიზიო ტრანსლირების ქართველი მენეჯერები ჩაერთონ სათანადო გამოცდილების მისაღებად. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს უელსთან გამარჯვების სხვა მატჩებითაც განმტკიცებას და ასევე კომერციალიზაციის კუთხითაც სათანადო განვითარების დემონსტრირებას. ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა მაღალი შეფასება მისცეს ქართველ მორაგბეთა თამაშს როგორც უელსის ასევე იტალიის ნაკრებებთან შეხვედრისას და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ ქართულ რაგბს შემდგომ განვითარებაში.
ინგლისის რაგბის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა განაცხადა, რომ სამონარქო ტრადიციების მქონე ინგლისსა და საქართველოს შორის მეტი თანამშრომლობაა საჭირო, გადაწყდა რომ ორი ქვეყნის სარაგბო ადმინისტრაციები მოკლე დროში ოფიციალურ ვიზიტებს გაცვლიან, ხოლო ინგლისის ბაზარი ქართველი მორაგბეებისთვის ფართოდ გაიხსნება, უფრო მეტადაც ვიდრე ამჟამად ფრანგული სარაგბო ბაზარია მათთვის ღია. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის თქმით, ინგლისისა და უელსის სარაგბო ადმინისტრაციებს უდიდესი გავლენა აქვთ როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე 6 ერის გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, მათგან შეთავაზებული თანამშრომლობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის."

კარგი ძვრებია up.gif

Posted by: dato141 25 Nov 2022, 10:25
QUOTE
კავშირის პოსტი ფბ-ზე:

ეგაა რა , დაანახე რომ შეგიძლია რაღაცა და უფრო დაგიდგებიან გვერდში . ანახე რომ იმსახურებ და დაგიფასდება . მშვენიერი ამბებია , კიდე უფრო წინ წავალთ ამ ნაკრებით . საინტერესოა ეხლა იტალია და უელსის შემდეგ ვისი ჯერია ? ტიერ 1-დან ცოტა რეალური რომ იყოს ? მთლად საფრანგეთი და ინგლისი არამგონია ამ ეტაპზე აი შოტლანდიაზე გაწევა მგონი შეიძლება . შეიძლება ეგენი იყვნენ შემდეგი ,,

Posted by: jora84 25 Nov 2022, 10:37
dato141

ამ ეტაპზე ტიერ 1-ის გაგორებაზე უფრო მეტად შავ ლომზე რაიმე სიახლე უფრო მესიამოვნებოდა boli.gif

Posted by: Werner Voss 25 Nov 2022, 12:39
jora84
QUOTE
ამ ეტაპზე ტიერ 1-ის გაგორებაზე უფრო მეტად შავ ლომზე რაიმე სიახლე უფრო მესიამოვნებოდა

ჩემზე რო იყოს არჩევანი 6 ერი, თუ URC, წამიც არ ვიფიქრებდი ისე ავირჩევდი URC ს, სად წელიწადში 5 სანაკრებო თამაში და სად სრულფასოვანი საკლუბო სეზონი

დარწმუნებული ვარ რაგბის მამებიც URC თი დაგვაწყებინებენ, 6 ერზე უკვე კონკურენტული საქართველოს ნაკრები რო მიიღონ

Posted by: dishosdzisdze 25 Nov 2022, 15:30
QUOTE
URC

QUOTE
წამიც არ ვიფიქრებდი ისე ავირჩევდი


jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Tibaani71 25 Nov 2022, 15:54
Werner Voss
QUOTE
jora84
QUOTE
ამ ეტაპზე ტიერ 1-ის გაგორებაზე უფრო მეტად შავ ლომზე რაიმე სიახლე უფრო მესიამოვნებოდა

ჩემზე რო იყოს არჩევანი 6 ერი, თუ URC, წამიც არ ვიფიქრებდი ისე ავირჩევდი URC ს, სად წელიწადში 5 სანაკრებო თამაში და სად სრულფასოვანი საკლუბო სეზონი

დარწმუნებული ვარ რაგბის მამებიც URC თი დაგვაწყებინებენ, 6 ერზე უკვე კონკურენტული საქართველოს ნაკრები რო მიიღონ

იტალიის პროგრესი მნიშვნელოვანწილად ზერბე და ბენეტონზე გადის!

Posted by: 024 25 Nov 2022, 20:27
ემოციები მეტნაკლებად ჩაცხრა - მე არ მესმის რეგბი და როგორც გულშემატკივარი მხოლოდ ეგრე აღვიქვამ, მიუხედავად იმისა რომ 10 წელია რაც ვუყურებ, მოკლედ ვერ დავამუღამე და რის ხარჯზე მოვუგეთ უელსს? მარტო ბოლოს 2 შერკინების? მეორე ტაიმი თუ სწორად მახსოვს 10-0 მოვიგეთ და მოკლე ანალიზი რა არის, რატომ რის ხარჯზე მოვიგეთ? ძაან მაინტერესებს გარჩევა…

Posted by: jora84 25 Nov 2022, 20:56
ხმის მიცემის პონტი გაიჩითა შემოდგომის სერიების სიმბოლური xv შედგენაზე, ვასკა, კოჭო და ნინი არიან ნომინანტებში.

https://autumnnationsseries.com/team


024

რაგბი xv-ზე არის მატჩის შემდგომი განხილვა და პოდკასტი.

Posted by: levanizg 25 Nov 2022, 21:05
jora84
ვასკა კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ესეც ხმის მიცემით იყო.

Posted by: jora84 25 Nov 2022, 22:02
levanizg

ვიცი და მაგის მერე არ ველოდი biggrin.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 26 Nov 2022, 20:06
პირველი ნახევრის მერე
უელსი 20-13 ავსტრალია
ნეტა მეორეში ისევ ჩაიჯვამენ?

Posted by: p-38 26 Nov 2022, 20:30
ნეტა ჩვენთან რო ექნებათ მსოფლიოზე თამაში მაშინაც ესეთ "ხოდზე" იყოს ავსტრალია.

Posted by: Tibaani71 26 Nov 2022, 21:17
ტიპურიკი ყოჩაღ, მაგარი კაპიტანია, გამოიღო წაგება!!!

Posted by: p-38 26 Nov 2022, 21:18
დავპოსტე და რა თამაში მოატრიალეს

Posted by: ratomac aRa 26 Nov 2022, 21:35
ძაან ცუდი გუნდია უელსი, შემთხვევითი არაა რომ ჩვენ მოვუგეთ

მწვრთნელი უნდა გამოიცვალონ სასწრაფოდ

Posted by: dishosdzisdze 26 Nov 2022, 21:38
ratomac aRa
QUOTE
მწვრთნელი უნდა გამოიცვალონ სასწრაფოდ

რას ამბობ კაცო? !...

არავითარ შემთხვევაში! ! !


Posted by: Datvlas-vin-gtxovs 26 Nov 2022, 21:55
ratomac aRa
QUOTE
მწვრთნელი უნდა გამოიცვალონ სასწრაფოდ

არა ძმაო რას იძახი
ძაანაც გვაწყობს მაგის დარჩენა biggrin.gif

Posted by: FullbackAce 26 Nov 2022, 21:56
QUOTE (ratomac aRa @ 26 Nov 2022, 21:35 )
ძაან ცუდი გუნდია უელსი, შემთხვევითი არაა რომ ჩვენ მოვუგეთ

მწვრთნელი უნდა გამოიცვალონ სასწრაფოდ

შენ ჩვენი ნათესავი ხარ თუ იმ დრაკონის? gigi.gif

Posted by: xDavid_S 26 Nov 2022, 22:10
სახურავის მექანიზმი ყოფილა გაფუჭებული და ამიტომ იყო ღრიჭო დატოვებული'ო

user posted image

https://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/principality-stadium-roof-partially-open-25613050

Posted by: ratomac aRa 27 Nov 2022, 13:01
უელსის მწვრთნელი გადაინიშნოს ავსტრალიის მწვრთნელად, მაგათი დამარცხება მწადია biggrin.gif


Posted by: jora84 27 Nov 2022, 19:57
სერიების სიმბოლური რაგბი პასის ვერსიით:

user posted image

Posted by: xDavid_S 27 Nov 2022, 21:09
jora84
QUOTE
სერიების სიმბოლური რაგბი პასის ვერსიით

ვივარგეთ გამოკითხვაში? smile.gif

Posted by: jora84 27 Nov 2022, 21:29
xDavid_S

ეს რაგბიპასისაა, აქ არ ყოფილა გამოკითხვა მგონი biggrin.gif

Posted by: BigG 27 Nov 2022, 22:04
ვასკას ვულოცავ.
აბულაძეც შეიძლებოდა.
ისე, ორივე მოხვდა ირლანდიური გამოცემის სიმბოლურში, ოღონდ მე-3 ტურის: https://www.rte.ie/sport/rugby/2022/1120/1337271-autumn-nations-series-team-of-the-week/?fbclid=IwAR37OAuZHHZ-SNTfiDkRra4yvtKhLm2dmICmqVYL-bEOtxw2LU7FsFp6RGA

Posted by: xDavid_S 27 Nov 2022, 22:15
jora84
QUOTE
ეს რაგბიპასისაა, აქ არ ყოფილა გამოკითხვა მგონი

თავად შევადგინე ჩემი ვარიანტი smile.gif

Posted by: jora84 27 Nov 2022, 23:37
xDavid_S

მე გამომრჩენია მაშინ თვალთახედვიდან. smile.gif

Posted by: ayeti 29 Nov 2022, 06:43
ეხლა, როდესაც ემოციებმა მოიკლო, კიდევ ერთხელ ვუყურე უელსთან თამაშს, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ რატომ გარისკეს და ბოლო ჯარიმა აუტში გადაიტანეს? გაგვიმართლა, თორემ პრაქტიკულად წავაგეთ აუტი და ბოლო შეტევის შანსი მივეცით მოწინააღმდეგეს. დროს ამოწურვამდე ოციოდე წამი იყო დარჩენილი, ჩემი აზრით უპრიანი იყო გაეთამაშებინათ, ერთი-ორჯერ დაერტყათ მორკინალებით და შემდეგ გადაეგდოთ აუტში.

Posted by: germont 29 Nov 2022, 08:18
აბა რა უნდა ექნა, კარში ვერ დაარტყავდა, და შერკინებაში უელსი გედგა და რავი...

Posted by: BigG 29 Nov 2022, 14:46
ayeti
QUOTE
რატომ გარისკეს და ბოლო ჯარიმა აუტში გადაიტანეს?


აუტმა 30 მეტრი მაინც მოგვაგებინა. უელსს აუტი, რომც მოეგო, იქიდან დიდი მანძილი ქონდა გასავლელი.
შერკინებაში, რომ დავჯარიმებულიყავით, კარგი შანსი მიეცემოდათ კარში დაერტყათ.
ანალოგიური სიტუაციაა იყო ბოლო წუთზე 2015-ში ტონგასთან და იქაც მამუკას მითითებით აუტში გადავიტანეთ.

Posted by: xDavid_S 29 Nov 2022, 14:54
BigG
QUOTE
ანალოგიური სიტუაციაა იყო ბოლო წუთზე 2015-ში ტონგასთან და იქაც მამუკას მითითებით აუტში გადავიტანეთ.

მანდ მალაღურა სად აპირებდა გადაკიდებას?

Posted by: BigG 29 Nov 2022, 18:33
xDavid_S
მე მახსოვს, რომ ვიღაც თქვა შერკინება დავაყენოთო და მამუკამ კატეგორიულად მოთხოვააუტში გადაგდება. ვერ ვიხსენებ, მალაღურამ დაარტყა?

Posted by: Werner Voss 29 Nov 2022, 19:53
BigG
QUOTE
მე მახსოვს, რომ ვიღაც თქვა შერკინება დავაყენოთო და მამუკამ კატეგორიულად მოთხოვააუტში გადაგდება. ვერ ვიხსენებ, მალაღურამ დაარტყა?

მალაღურამ იმიტაცია გააკეთა, რომ ვითომ ბურთის მოედანში გადაკიდებას აპირებდა და მაგაზე გადაირია მამუკა, თავისიანებიც დააბნია, თორემ ეგეთი სისულელის გაკეთებას რა თქმა უნდა არ აპირებდა


Posted by: ferrari1000 29 Nov 2022, 20:04
100% აუტში იყო დასარტყამი, დროც მოვიგეთ და რაც მთავარია მანძილიც.
მასეთ დროს აიღე მიეძალეში ძალიან ხშირია დაჯარიმება, მითუმეთეს დღევანდელი წესებით (ჩავარდნა ან ღლეტვა).
მანდ ჯარიმა კიდე სავარაუდოდ თამაშის წაგებად დაგვიჯდებოდა. აუტში სადაც გადავიდა ბურთი (დაახლოებით მოედნის შუაში), რომც დაგვეკარგა აუტი იქიდან ქულის აღება გაცილებით რთული იქნებოდა.

Posted by: Tibaani71 29 Nov 2022, 21:36
ferrari1000
QUOTE
100% აუტში იყო დასარტყამი, დროც მოვიგეთ და რაც მთავარია მანძილიც.
მასეთ დროს აიღე მიეძალეში ძალიან ხშირია დაჯარიმება, მითუმეთეს დღევანდელი წესებით (ჩავარდნა ან ღლეტვა).
მანდ ჯარიმა კიდე სავარაუდოდ თამაშის წაგებად დაგვიჯდებოდა. აუტში სადაც გადავიდა ბურთი (დაახლოებით მოედნის შუაში), რომც დაგვეკარგა აუტი იქიდან ქულის აღება გაცილებით რთული იქნებოდა.

რა თქმა უნდა!

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 29 Nov 2022, 22:26
წლის მორაგბედ ვის აირჩევდით?

ვასკა
თოდუა
ნინიაშვილი

სხვა?

Posted by: BigG 29 Nov 2022, 22:33
ამონარიდი პლანეტ.რაგბის სტატიიდან:
The statement award: Georgia
The Lelos conquered Cardiff in the statement win of all statement wins on November 19, with Wales brought back down to earth with a bump after beating Argentina the previous weekend.
Victory for Georgia provided them with another loud knock on the Six Nations door as their fight to be allowed at Europe’s top table continues.
Surely this win, led by a head coach who was fighting for his life due to Covid-19 not so long ago, has finally sealed the deal and it’s only now a matter of time before they enter the fray?
მაისაშვილის როლი განსაკუთრებულად გამოიყო.

Posted by: jora84 29 Nov 2022, 22:52
Datvlas-vin-gtxovs

მარტო სანაკრებო ტესტებით? თუ საკლუბოთიც?

Posted by: Gio_G83 30 Nov 2022, 01:23
QUOTE
წლის მორაგბედ ვის აირჩევდით?


QUOTE
ვასკა

ტოპ დონე დადო

Posted by: ayeti 30 Nov 2022, 07:49
BigG
Tibaani71
შერკინების არჩევის და აუტზე გადატანის გარდა შეგიძლია გაათამაშო ჯარიმა, ანუ ჯარიმის ადგილზე დადო ბურთი, ფეხი წაკრა, აიღო და თამაში გააგრძელო_იქვე მდგომ მორკინალს გადააწოდო, რომელოც ეგრევე დაბლა მიდის და ბურთს ინახავს, გვერდზე კი გადამყრელები მიყვებიან(ეს ახსნა დამწყებებისთვის, ვინც ვერ მიხვდა რა დავწერე), სხვა საქმეა ferrari1000 აზრი, მაგრამ ისე ცოტა დრო იყო დარჩენილი ორ დარტყმას როგორ ვერ მოახერხებდნენ უჯარიმოდ

Posted by: ferrari1000 30 Nov 2022, 11:16
BigG
სიამოვნებით ვნახავდი მაისაშვილს გალეგიონერებულს, სხვა კლუბში ან ნაკრებში.
საფრანგეთის ან ინგლისურის კლუბი დაგვხატავდა, ქართველებსაც წაიყვანდა gigi.gif

Datvlas-vin-gtxovs
სამივე კარგი კანდიდატია, ალბათ საღინა და გორგაძესაც დავამატებდი.
რადგან ევროპის ტურნირიც მოიგო ნინიაშვილმა მას ავირჩევდი.


Posted by: jora84 30 Nov 2022, 13:10
ferrari1000

კოჭო, ნინი, ვასკა, ბექსონა ასე დავალაგებდი მე biggrin.gif

Posted by: ferrari1000 30 Nov 2022, 14:37
jora84
კიდე შეიძელებოდა ეგრე დალაგება გუნდები რო არ გაითვალისწინო, მარა ნინიმ ჩელენჯ თასი მოიგო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, კოჭომ კიდე რესკი gigi.gif

Posted by: BigG 30 Nov 2022, 16:32
რა კრიტერიუმია მნიშვნელოვანი? ზოგადად როგორ ითამაშა, თუ მხოლოდ ნაკრებში?
მესი კლუბში ყოველთვის მაგარად თამაშობდა, ნაკრებში - ისე რა.

Posted by: jora84 30 Nov 2022, 19:08
ferrari1000

კოჭო სტაბილური კარიერის გამო დავაყენე biggrin.gif ვიცი, რომ ეგრე არ იქნება, მაგრამ მე მასე მინდა biggrin.gif

Posted by: ferrari1000 1 Dec 2022, 09:20
jora84
გინდა კაია gigi.gif არც მე ვიქნები წინააღმდეგი მარა ნინი უფრო იმსახურებს.
მარა ნინი კიდე მოიგებს და თუ გინდა მივცეთ კოჭოს, ნინის საუკეთესო ლეგიონერობა მივცეთ gigi.gif

Posted by: Tibaani71 1 Dec 2022, 11:19
ferrari1000
QUOTE
მარა ნინი კიდე მოიგებს

მრავალი წელი!!! გამიხარდება თუ ასე არ იქნება და კონკურენტები გამოუჩნდებიან, განსაკუთრებით კოლეგა პოზიციებზე!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)