მრავალი წლის განმავლობაში, ბეისბოლისა და თავისუფალი ორთაბრძოლის ეს ნარევი იატაკქვეშ ვითარდებოდა ბევრ ქვეყანაში. რიოს ფაველებიდან, მედელინის საშიში უბნებისა და ჰარლემის ტროტუარების გავლით, იოჰანესბურგის გეტოებამდე, გაუთავებლად იდებოდა სანაძლეოები სისხლისმღვრელ მატჩებზე. კორუმპირებულ სპორტად მიჩნეული ფეხბურთით მოწყენილი პუბლიკა უფრო და უფრო ეტანებოდა ამ ახალ, დამაინტრიგებელ სპორტს და ივსებოდა მოედნები თუ მანქანის სადგომები. ამგვარად, ამ სპორტის მასშტაბებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ შეუძლებელი გახდა სახელმწიფოსგან მისი იგნორირება.
სწორედ ამ დროს შეიქმნა ოფიციალურად ქ დ გ (ქილბაზის დამფუძნებელი გაერთიანება). იდეის ავტორები, როგორც ჩანს, შორსმჭვრეტელი ადამიანები იყვნენ.
ქ დ გ-მ მოქმედება თამაშის საყოველთაო წესების დადგენით დაიწყო. შემდეგ გამოუშვა მსაჯები, რომლებიც დღეს, მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ მატჩებს. ქ დ გ-ს შექმნამდე, არსებობდა ქილბაზის მრავალი ვერსია. ამიერიდან, მხოლოდ ქ დ გ-ს აქვს წესების შეცვლის უფლება მთელი პლანეტის მასშტაბით. ქ დ გ-მ ასევე დაისაკუთრა აღჭურვის უნივერსალური უფლება, და ბოლოს, შექმნა საკუთარი მონეტა – Ed (ევროდოლარი), ფინანსური მარცხის თავიდან აცილების მიზნით, რაც არაერთმა კეთილშობილმა სპორტმა იწვნია.
დღეისთვის, მსოფლიო ქილბაზის ასეულობით კლუბს ითვლის.
http://ge.killbase.net/ფეისბუკ გვერდი:
https://www.facebook.com/Killbasege/ * * *
თამაშში შეტანილია 13 ათასზე მეტი ქართული გვარი, ათასზე მეტი სახელი და 5 ათასამდე ადგილის (ქალაქებისა და სოფლების) დასახელება.
ერთ-ერთი სტოპერის ბარათი, მოთამაშის პირადი მონაცემებით:
* * *
სტოპერის ერთ-ერთი ბლაგვი იარაღი, "მორგენშტერნი":
This post has been edited by badaboum on 3 Feb 2019, 03:12