...არ ყოფილა მთლად სწორი შენი ლექტორი, მაზოხიზმი მხოლოდ სხვას არ აწუხებს, მის უკან დგას ადრესატის რეალური პრობლემა, რომელიც მას აწუხებს და ამის სუბლიმაციას მაზოხიზმში ახდენს!...ეს "ცნობილ და ბედნიერ ფსიქოლოგს" აუცილებლად მოუყევი.
lexob9...ლექტორს კიდია, რადგან მას უყივლია და სტუდენტებო როგორც გინდათ ისე გაიგეთო!
..."კანიბალ-ლექტორს" არ ჰკიდია მარტო, იმიტომ რომ ის ჩემსავით ჭეშმარიტი "ლექტორია" !!!
"-მე დაგეხმარებით მკვლელის დაჭერაში, კლარისა, ოღონდ ერთი პირობით.
-კარგი. რას ითხოვთ ჩემგან?
-თქვენს შესახებ მომიყევით, ოღონდ ტყუილის თქმა არ გაბედოთ, გესმით? მაინც მივხვდები.
-კარგი. რა გაინტერესებთ?
-რა არის თქვენი ბავშვობის ყველაზე ცუდი მოგონება?
-მამის მკვლელობა. ის შერიფი იყო. გვიან ღამით მაღაზიის მძარცველებს წაუსწრო დანაშაულის ადგილზე და მათ ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
-ადგილზე დაიღუპა?
-არა. ის ძალიან ძლიერი იყო. ერთი თვე კომაში გაატარა და შემდეგ გარდაიცვალა. დედა არ მახსოვს. პატარა ვიყავი როცა დაიღუპა, ასე რომ მამამ გამზარდა. მამა ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის.
-თქვენ არ ცრუობთ, კლარისა. ეს დასაფასებელია. დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით უფრო ახლოს სხვა სიტუაციაში რომ ვიყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩით, რა მოხდა შემდეგ?
-დეიდასთან გამგზავნეს, მონტანაში.
-მონტანაში? ალბათ საკუთარი ფერმა ჰქონდა.
-დიახ, ცხენებს და ცხვრებს ამრავლებდნენ.
-იქ დიდხანს იცხოვრეთ?
-ორი თვე.
-რატომ ასე მცირე ხანს?
-გამოვიქეცი.
-რატომ? დეიდას მეუღლე ხომ არ ძალადობდა თქვენზე?
-არა, არა. ის კარგი კაცი იყო.
-მაშ რატომ გამოიქეცით, კლარისა?
-ერთხელ, გვიან ღამით უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. ვერ გავიგე რისი ხმა იყო, ბავშვის ტირილს წააგავდა. ჩავიცვი და ეზოში გავედი. ეს უცნაური ხმა თავლის მხრიდან მოდიოდა. ახლოს მივედი. ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაინც გავბედე და შიგნით შევიხედე.
-და რა დაინახეთ, კლარისა?
-კრავები... ფერმერები კრავებს კლავდნენ. ისინი კი უბრალოდ იდგნენ და... ტიროდნენ... თავლის კარი ფართოდ გავაღე. მინდოდა, რომ გაქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი არ გარბოდნენ. შემდეგ ერთი კრავი ავიყვანე ხელში, ჩავიხუტე და გავიქეცი.
-სად გაიქეცით, კლარისა?
-არ ვიცი... შორს. მინდოდა ერთი მათგანი მაინც გადამერჩინა სიკვდილს. ძალიან ციოდა კრავი კი ისეთი მძიმე იყო. მალე ადგილობრივი შერიფის მანქანა წამომეწია და უკან დამაბრუნეს. დეიდა ძალიან გაბრაზდა. მომდევნო დღეს ბავშვთა სახლში გამგზავნეს.
-კრავს რა ბედი ეწია?
-ის მოკლეს.
-თქვენ ამაში დღემდე თქვენ თავს ადანაშაულებთ არა, კლარისა? თქვენ დღესაც კრავების ტირილი გესმით სიზმარში და ვერ იძინებთ, ხომ ასეა?
-დიახ.
-თქვენ იმედი გაქვთ, რომ კრავთა ტირილი შეწყდება თუ მკვლელს მოძებნით და მის მიერ გატაცებულ გოგონას გადაარჩენთ, არა?
-არ ვიცი, არ ვიცი...
-გმადლობ კლარისა. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის."