Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საერთაშორისო პოლიტიკა > ბურკინა-ფასო


Posted by: misha20123 3 Nov 2014, 00:48
ფართობი – 274,2 ათ. კმ²
მოსახლეობა – 13,4 მლნ კაცი
.....................................
ბურკინა-ფასო სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ადგილობრივმა სამხედრო დაჯგუფებებმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი ისააკ ზიდუს კანდიდატურას დაუჭირეს. ვითარება ქვეყანაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე პოსტიდან გადადგა.

ბურკინა-ფასოს ლიდერის გადადგომას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები. პოლიციასთან შეტაკებას 5 დემონსტრანტი ემსხვერპლა. მანიფესტანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა მთლიანად გადაწვეს, რის შემდეგაც კამპაორემ პოსტი დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

გვიან ღამით კი ბურკინა-ფასოს მოსახლეობას ტელევიზიით ვიცე-პოლკოვნიკმა ისააკ ზიდამ მიმართა, რომელმაც პრეზიდენტის ფუნქცია გადაიბარა. მანამდე თავი პრეზიდენტად ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა და კამპაორეს უახლოესი გარემოცვის წევრმა ონორე ტრაორემ გამოაცხადა.
user posted image
ვაშინგტონი ბურკინა-ფასოს მოვლენებით შეშფოთებულია
ვაშინგტონი ბურკინა-ფასოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ კამპაორეს გადადგომის შემდეგ ხელისიფლების მითვისებას სამხედრო მეთაურობა ცდილობს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

შეერთებული შტატები ამბოხებულებს მოუწოდებს ქვეყნის მმართველობა სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცეს და უმოკლეს დროში თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

ანალოგიური მოწოდებით ბურკინა-ფასოს სამხედრო მეთაურობას აფრიკულმა კავშირმაც მიმართა. ბლეზ კამპაორე პრეზიდენტის პოსტიდან 27 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. სამხედრო ხელმძღვანელობამ კი ახალ მმართველად ვიცე-პოლკოვნიკი ისააკ ზიდუ გამოაცხადა.
* * *
QUOTE
ონორე ტრაორე

user posted image
ეს ტიპი უნდა იყოს ონორე ტრაორე

Posted by: misha20123 3 Nov 2014, 20:30
ბურკინა-ფასო სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. უაგადუგუს ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ ხელისუფლების უზურპაციას აპროტესტებს და დროებით მთავრობაში სამოქალაქო პირების მოსვლას ითხოვს.
გვიან საღამოს სროლის ხმა ისმოდა ადგილობრივი ტელეცენტრის შენობასთან, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სარა სირიმი იმყოფებოდა. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ცენტრალურმა ტელევიზიამ ცოტა ხნის წინ მაუწყებლობა დაუდგენელი მიზეზით შეწყვიტა.

Posted by: DORO 3 Nov 2014, 20:32
QUOTE
ვაშინგტონი ბურკინა-ფასოს მოვლენებით შეშფოთებულია

არ შევშფოთდეთ კნიაზიი ?

Posted by: FishFace 3 Nov 2014, 22:50
ეს თემა 2014 წლის საქართველოში დარწმუნებული ვარ უსაზღვრო ინტერესს გამოიწვევს smile.gif

Posted by: misha20123 3 Nov 2014, 22:51
QUOTE (FishFace @ 3 Nov 2014, 22:50 )
ეს თემა 2014 წლის საქართველოში დარწმუნებული ვარ უსაზღვრო ინტერესს გამოიწვევს smile.gif

ხო მაგიტომ გავხსენი....დიდ აქტიურობას ველი mo.gif

Posted by: 4L3X 3 Nov 2014, 23:03
რიგით მერამდენე "სამოქალაქო" ომია? user.gif

ჰა ვაგზავნით კონტიგენტს თუ არა (რას არ გავაგზავნით)

აფრიკაში ომებს სამოქალაქო კი არა ტომებს შორის რაზბორკები უნდა ერქვას. საერთოდ დაანებონ ამ აფრიკას თავი არაფერი მაგათგან არ გამოდის, ტიპები ისევ პირველ თემურ წყობილებაში არიან ან ჰა ჰა ადრეულ ფეოდალიზმში, რა სახემწიფოებრიობა, რის სამოქალაქო უფლებები, დემოკრატია სულ არ ახატიათ! შეეშვით რა თვითონ გაიარონ ეგ გზა და ერთ დღესაც ვინ იცის იქნებ რამე გამოვიდეს მათგან.

Posted by: FishFace 3 Nov 2014, 23:48
misha20123
QUOTE
ხო მაგიტომ გავხსენი....დიდ აქტიურობას ველი

არადა ცირკია, გადატრიალება მოხდა მარა ვინ გადმოტრიალდა თვითონ ვერ გაურკვევიათ, გაქცეულის ნაცვლად მინიმუმ ორი ახალი პრეზო ყავთ smile.gif

4L3X
QUOTE
რიგით მერამდენე "სამოქალაქო" ომია?

სათვალავი ასე 50 წლის წინ აერიათ, ვინღა ითვლის. smile.gif

დავწერო "დღეს ჩვენ ყველა ბურკინები თუ ფასოელები ვართ"-ო? თუ უკვე ძაან ბანალურად ჟღერს?

Posted by: misha20123 4 Nov 2014, 22:25
QUOTE
აფრიკა

ბარემ აქ ვართ და :
ნიგერიაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეს ოფი რომ არ გამოვიდეს:
ბურკინა-ფასოში ხელისუფლებას სამოქალაქო პირი გადაიბარებს. ამის პირობას ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედრო მაღალჩინოსნები იძლევიან. ვიცე-პოლკოვნიკ ისააკ ზიდას განცხადებით, გარდამავალ მთავრობას ნეიტრალური პირი ჩაიბარებს, რომელსაც შეიარაღებულ ძალებთან კავშირი არ აქვს. ბურკინა-ფასოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი კამპაორე პოსტიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. ხელისუფლება კი დროებით არმიის მეთაურებმა გადაიბარეს.

....
აფრიკის კავშირი ბურკინა-ფასოს არმიას ახალ ულტიმატუმს უყენებს. ქვეყნის სათავეში მოსულმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ხელისუფლება სამოქალაქო პირებს ორი კვირის ვადაში უნდა გადააბარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბურკინა-ფასოს მკაცრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ.

Posted by: misha20123 6 Nov 2014, 20:51
QUOTE
ბარემ აფრიკაში ვართ და

ეგვიპტე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
ეს ოფი რომ არ გამოვიდეს:

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა ბურკინა-ფასოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც სამხედრო მაღალჩინოსნებმა სამოქალაქო პირებს ხელისუფლება უახლოეს ხანებში უნდა გადააბარონ. ამისთვის აფრიკულმა კავშირმა ქვეყნის სამხედრო მეთაურობას ორი კვირა მისცა, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი ჯერ კიდევ ვერ შედგა

Posted by: misha20123 3 Jul 2015, 00:08
ფრანგ ჯარისკაცებს ბურკინა-ფასოში მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

http://www.ambebi.ge/msoplio/135469-frang-jariskacebs-burkina-fasoshi-mciretslovnebze-seqsualur-dzaladobashi-adanashauleben.html

Posted by: misha20123 17 Sep 2015, 11:35

ბურკინა ფასოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა


ბურკინა ფასოში სამხედრო მარალჩინოსნებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. შეიარაღებულმა პირებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიშელ კაფანდო, პრემიერ-მინისტრი და მტავრობის წევრებიბ დააპატიმრეს.

კაფანდო პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ბლეზ კამპაორე ქვეყნიდან გაიქცა

Posted by: SHALDAG 17 Sep 2015, 12:02
უხაროდენ ეუროპას ბეჟენცების ახალი პარტია... უკვე გზაში არიან.... გერმანიაზე და შვედეთზე ნაკლებს არ დათანხმდებიან და ტყვილად არც შესთავაზოთ

Posted by: misha20123 17 Sep 2015, 12:29
QUOTE
გერმანიაზე და შვედეთზე ნაკლებს არ დათანხმდებიან და ტყვილად არც შესთავაზოთ

არა მაგატ საფრანგეთი ევასებათ

ყველა ნათესავი მანდ ყავთ

Posted by: SHALDAG 17 Sep 2015, 13:20
misha20123
ეგრე თუა, საფრანგეთიც არაა მაგათზე უკეთესის ღირსი. gigi.gif

Posted by: misha20123 18 Sep 2015, 11:18
ვსო დაადგა ბურკინა ფასო დემოკრატიის გზას

მომეშვა

ეხლა მალის დროა:

მალიში შეტაკებები გრძელდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს სამშვიდობო მისია ალჟირის საზრვართან მიმდინარე შეტაკებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა მსხვერპლის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს.

ჩრდილოეთ მალი ამ დრომდე სეპარატისტთა კონტროლქვეშ იმყოფება.


Posted by: misha20123 18 Sep 2015, 20:17
ბურკინა ფასოში ამბოხებულებმა დაკავებული პრეზიდენტი გაათავისუფლეს


ბურკინა-ფასოელი ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ მათ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გაათავისუფლეს. მიშელ კაფანდო 2 დღის წინ საპრეზიდენტო დაცვის წევრებმა დააპატიმრეს. მასთან ერთად ამბოხებულებმა პრემიერ-მინისტრი ისააკ ზიდა და მთავრობის წევრები დაატყვევეს. კაფანდო პრეზიდენტის მოვალეობას გასული წლიდან ასრულებს, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ბლეზ კამპაორე ქვეყნიდან გაიქცა.

ეხ სულ ეს იყო? sad.gif

Posted by: პროგრესიუსი 18 Sep 2015, 21:30
QUOTE
ეხ სულ ეს იყო? 


lol.gif

Posted by: SHALDAG 18 Sep 2015, 21:44
ოხ , რა არიან ეს უცხოელი რეპორტიორები, საცხა ვიცხას დააპატიმრებენ ატეხავენ ერთ ამბავს gigi.gif

Posted by: misha20123 19 Sep 2015, 21:36
ვიკიზე ვნახე ყველა პრეზიდენტი ვიღაცამ დაამხა დ ა თვითონ გახდა მერე პრეზიდენტი biggrin.gif

ღადაობა ქვეყანაა რა biggrin.gif

ეხლა
ჟილბერ დენდრე გამხდარა პრეზიდნეტი
ვნახოთ რამდენ ხანში დაამხობენ biggrin.gif




user posted image

რამსიმაღლეა კალათბურთს მიყოლოდა biggrin.gif

Posted by: misha20123 21 Sep 2015, 11:35
სამხედრო გადატრიალების ლიდერის, ჟილბერ დენდერეს თქმით, გარდამავალი პერიოდის შემდეგ არმია ხელისუფლებას სამოქალაქო პირებს გადასცემს, მანამდე კი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას მეამბოხე გენერალი შეასრულებს.

ა კაცი

Posted by: misha20123 22 Sep 2015, 15:13
ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი თავისუფალია. ისააკ ზიდუ პუტჩისტებმა დღეს დილით გაათავისუფლეს. მანამდე ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუში რეგულარული არმიის ნაწილები შევიდნენ. მეამბოხე გენერალ ჟილბერ დიენდრესთან მოლაპარაკება უკვე რამდენიმე საათია, გრძელდება. სამხედრო გადატრიალება ბურკინა-ფასოში ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიშელ კაფანდო და მთავრობის წევრები მათივე დაცვამ დააპატიმრა. ამის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გენერალი დიენდრე შეუდგა, რომელმაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო.

Posted by: SHALDAG 22 Sep 2015, 17:32
რას ერჩი, ნამუსიანი გადატრიალება მოაწყო მაგ გენერალმა.

Posted by: misha20123 24 Sep 2015, 10:04
ბურკინა-ფასოში არმიისა და პუტჩისტების მოლაპარაკება დასრულდა. მხარეთა შეთანხმებით, მეამბოხე ოფიცრები და პრეზიდენტის პირადი გვარდიის ჯარისკაცები საკუთარ ყაზარმებს დაუბრუნდებიან. ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს. სახელმწიფო გადატრიალება ბურკინა-ფასოში გასულ კვირას დაიწყო, როცა დაცვის წევრებმა პრეზიდენტი კაჰანდო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დააპატიმრეს. ხელისუფლება მეამბოხე გენერალმა ჟილბერ დიენდრემ გადაიბარა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბურკინა-ფასოს დედაქალაქში რეგულარული არმიის ნაწილები შევიდნენ, გენერალი მოლაპარაკებებს დათანხმდა.

SHALDAG
QUOTE
რას ერჩი, ნამუსიანი გადატრიალება მოაწყო მაგ გენერალმა.

არ შეერგო მაინც

გააგორებენ ალბათ მერე

Posted by: misha20123 7 Oct 2015, 11:44
QUOTE
არ შეერგო მაინც

გააგორებენ ალბათ მერე

კიდე კარგად გამოძვრება მარტო დაჭერას თუ აკმარებენ

არადა კაი კაცია biggrin.gif


შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორს, ჟილბერ დიენდრეს ხანგრძლივი პატიმრობა ელის. მას მკვლელობებასა და ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაში ადანაშაულებენ. მეამბოხე გენერალმა ბურკინა-ფასოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 16 სექტემბერს სცადა. მან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მთავრობის წევრები დააპატიმრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სამთავრობო ჯარები შევიდნენ, ხელისუფლებას ჩაბარდა.

Posted by: პროგრესიუსი 7 Oct 2015, 12:29
QUOTE
კიდე კარგად გამოძვრება მარტო დაჭერას თუ აკმარებენ

misha20123


რა პრობლემაა, მოუსწრებს ახალი გადატრიალება ამასობაში და პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვებენ biggrin.gif:givi:

Posted by: misha20123 7 Oct 2015, 12:31
პროგრესიუსი
QUOTE
რა პრობლემაა, მოუსწრებს ახალი გადატრიალება ამასობაში და პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვებენ

ნუ მანდ ისე ხშირად ხდება გადატრიალება არაფერია გამორიცხული
biggrin.gif


Posted by: misha20123 16 Jan 2016, 22:00
ტერაქტი ბურკინა ფასოში: ორი აფეთქება სასტუმროსთან და 27 დაღუპული ტურისტი



ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 18 ეროვნების სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ბურკინა ფასოში საფრანგეთის ელჩი ჟილ ტიბო წერს. "ბიბისის" ცნობით, შტურმისას მოკლულია ოთხი "ბოევიკი", აქედან სავარაუდოდ, ორი - ქალია.


სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია სულ მცირე
150 ადამიანი, რომელიც თავდასხმის მომენტში სასტუმროში იმყოფებოდა. ტერორისტები დედაქალაქ უგადუგუში მდებარე სასტუმრო "სპლენდიდში", სადაც ძირითადად, გაერო-ს თანამშრომლები და ტურისტები იმყოფებოდნენ, გუშინ გვიან საღამოს შეიჭრნენ. თავდაპირველად სასტუმროსთან ორი ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი შეიარაღებულ მამაკაცთა ჯგუფმა სასტუმროს დაცვის თანამშრომელთა მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობა აიღო.

პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ისლამისტური დაჯგუფების, "ალ-მურაბიტუნის" მებრძოლებმა აიღეს.

Posted by: misha20123 7 Nov 2019, 15:37
ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი მოკლეს, 60 კი, დაჭრეს
.............
ბურკინა ფასოში შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი მოკლეს, 60 კი, დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამთო კომპანიის კოლონაზე თავდასხმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბუნგუდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. კანადური კომპანია „სემაფოს“ ხუთი ავტობუსი ქალაქ ბუნგუსკენ მიემართებოდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კომპანიის თანამშრომლების დაცვის მანქანა ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს. რის შემდეგაც კოლონაზე თავდასხმა განახორციელეს.

ბურკინა ფასოში 2015 წლის შემდეგ მალის სასაზღვრო ზონასთან განსაკუთრებული დაძაბულობაა, რადგან მეზობელი ქვეყნის ამ რეგიონში ისლამისტი მებრძოლები არიან. გაერო-ს ცნობით, პრობლემის გამო ბურკინა ფასოს აღნიშნული რეგიონი ბოლო თვეებში 500 ათასმა ადგილობრივმა დატოვა.

„ბიბისის“ ცნობით, ისლამისტებმა ბოლო 15 თვეში კანადური კომპანიის თანამშრომლებზე სამი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. გახშირებული ძალადობის გამო კანადურმა კომპანიამ უსაფრთხოების წესები გაამკაცრა და საკუთარ თანამშრომლებს შორ მანძილზე გადაადგილების დროს დაცვის წარმომადგენლები დაუნიშნა.

Posted by: misha20123 2 Dec 2019, 11:30
ბურკინა ფასოში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ მომხდარა. თავდასხმა საეკლესიო მსახურების დროს განხორციელდა.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში თავდასხმებს „ალ-ყაიდასთან“ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯიჰადისტური დაჯგუფებები ახორციელებენ.

მიმდინარე წელს, ქვეყანაში რადიკალური ისლამისტების ამბოხმა ეთნიკური და რეილიგიური დაძაბულობა გამოიწვია.

დაპირისპირებამ ბურკინა ფასოს დიდი ნაწილი უმართავი გახადა, განსაკუთრებით მალის მოსაზღვრე ჩრდილოეთი რეგიონები. ბურკინა ფასო რეგიონში ერთ-ერთი მშვიდი ქვეყანა იყო, თუმცა ბოლო წლების ძალადობამ ასობით ადამიანი იმსხვერპლა, მილიონამდე კი დევნილად აქცია.

Posted by: ronald_wesley 2 Dec 2019, 21:31
ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა მილიონების სტატოსტიკა მილიონი ლტოლვილი მხოლოდ 7 პროცენტია.

Posted by: misha20123 25 Dec 2019, 09:54
ბურკინა ფასოში თავდასხმის შედეგად 35 მშვიდობიანი მოქალაქე და 80 ჯიჰადისტი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა გაავრცელა.

თავდასხმა ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო რეგიონში მოხდა. საპასუხოდ მობილიზებულნი იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა ქალია. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Posted by: misha20123 5 Jan 2020, 06:23
ბურკინა ფასოში სკოლის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მალის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, დაღუპულების უმეტესობა ბავშვია. ამ ეტაპზე, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბურკინა ფასოში ბოლო ორ წელიწადში „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული დაჯგუფებების თავდასხმები გახშირდა. 24 დეკემბერს შეიარაღებულმა პირებმა 35 ქალი მოკლეს.

Posted by: misha20123 17 Feb 2020, 22:16
ბურკინა ფასოში პროტესტანტულ ეკლესიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას 24 ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილთა შორის არის პასტორიც.

როგორც სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იაგას პროვინციის ქალაქ პანსიში განხორციელდა და მასში 20-მდე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. მოკლულთა შორის როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები არიან. თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს.

ბურკინა ფასოში ბოლო პერიოდში თავდასხმები გახშირდა. გასულ კვირას იაგას პროვინციაში ერთი პასტორი მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს. გასულ წელს ქვეყანაში თავდასხმებს 1300-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რაც წინა წელთან შედარებით შვიდჯერ მეტია.

Posted by: ბესიკის26 17 Feb 2020, 22:24
QUOTE
მოკლულთა შორის როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები არიან.

მუსლიმებიც პროტესტანტულ ეკლესიაში იყვნენ თუ ეს თავდამსხმელთა რიგებიდან არიან ?

Posted by: misha20123 10 Mar 2020, 13:54
ბურკინა ფასოს რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული თავდასხმების სერიას სულ მცირე 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნულ სოფლებში ფულანის მწყემსები არიან დასახლებული, რომელთაც დაპირისპირება აქვთ მეზობელ რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებთან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ამავე რეგიონში აქტიურად მოქმედებენ ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან მოკავშირე ჯიჰადისტური დაჯგუფებებიც.

Posted by: ronald_wesley 10 Mar 2020, 17:18
ამ კორონათი დედა მოიტკნეს და 20 მილიონი ადამიანი იღუპება უწყლობა შიმშილისგან და მალარიისგან მეტი პრეზერვატივი აფრიკელებს!

Posted by: misha20123 28 Aug 2020, 04:23
QUOTE
ეხლა მალის დროა:

მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტ იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამბოხებულთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კეიტა დილით გაათავისუფლეს და ის სახლში იმყოფება.

კეიტას გათავისუფლება მალის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისა და საფრანგეთის მთავარი მოთხოვნა იყო. საერთაშორისო პარტნიორებმა გასული კვირის ბოლოს ბამაკოში დელეგაცია გაგზავნეს სახელმწიფო გადატრიალების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად.

ამბოხებული სამხედროების ჯგუფი მალის 18 აგვისტოს შემდეგ აკონტროლებს. ამბოხებულებმა ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დააკავეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მოგვიანებით გავრცელდა პრეზიდენტის ტელემიმართვა, რომელშიც მან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამბოხებულთა ლიდერები პრეზიდენტ კეიტას მთავრობას ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებაში სდებენ ბრალს.

Posted by: misha20123 1 Aug 2023, 22:07
ბურკინა ფასო და მალი აცხადებენ, რომ სამხედრო ჩარევა ნიგერში გადაყენებული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის დასაბრუნებლად, იქნება მათთვის „ომის გამოცხადება“.

ბურკინა ფასოსა და მალის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიგერში სამხედრო ინტერვენციის დამღუპველმა შედეგებმა შეიძლება მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

30 ივლისს გამართულ საგანგებო სამიტზე დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) მოითხოვა ბაზუმის პოსტზე აღდგენა ერთი კვირის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია მიიღებს „ყველა ზომას“ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

ნიგერის ხუნტამ 31 ივლისს საფრანგეთი „სამხედრო ჩარევის“ სურვილში დაადანაშაულა ბაზუმის პოსტზე აღდგენის მიზნით, რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ უარყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ „დაუყოვნებლივ და უკომპრომისოდ“ იმოქმედებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეებს ან ინტერესებს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანი ნიგერის დედაქალაქში საფრანგეთის საელჩოს წინ შეიკრიბა

Posted by: misha20123 26 Feb 2024, 21:51
ბურკინა ფასოს მესამედზე მეტი ამჟამად მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა, რომლებსაც ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა აქვთ დამყარებული. მმართველი ხელისუფლება ამჟამად „ალ ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ისლამისტურ ჯგუფებს ებრძვის, რომლებმაც მიწის დიდი ნაწილი დაიპყრეს და მილიონობით ადამიანი საჰელის რეგიონში გადაასახლეს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)