#56782034 · 3 Sep 2020, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მეც ეგრე მგონია ჩემი იდეიდან გამომდინარე. მოკლედ გააჩნია რისი დაწყება უნდა შენს ბიძაშვილს. კორონამ შეზღუდა მომხმარებლები ბევრ სფეროში და მარკეტინგის ანალიზს რომ გააკეთებ მერე მიხვდები რამდენად მართებულია დაწყება. მე ველოდები ზამთრის გადასვლას და მერე დავიწყებ. ბევრი ბიზნესები ინვესტიციებს აფერხებენ ახლა რადგანაც არავინ იცის იქნება თუ არა მეორე ტალღა ასევე ვაქცინა არ გაქვს ჯერ. ზამთრის მერე ხალხი მიეჩვევა ჩემი აზრით. ზამთარში ის პრობლემაა რომ ყველა მეორეს გრიპზე შეიძლება ეგონოს კორნა მჭირსო და გადაიჭედება საავადმყოფოები. |
QUOTE | უძრავი ქონების შეძენასაც არ გირჩევდი თუ იაფი არაა ძალიან. იმიტომ რომ იგივე პრობლემაა.. ვისზე უნდა გააქირაო ეს უნდა ჰკითხო თავს? ნუ ლოკაციას გააჩნია და შენს იდეალური მდგმურის ტიპაჟსაც.
|
არა შეძენას იმ კუთხით ვგულისხმობ რო ფული თუ გაუფასურდა უძრავი ქონება მაინც დარჩება, ანუ ბანკში რო შეინახო და მერე სიტყვაზე ერთი წლის შემდეგ 30 000 დოლარი გახდეს 10 ან 5 ის ტოლფასი მერე ცუდადაა საქმე. ნუ არამგონია რო მთლად ეგრევე წავიდეს საქმე მარა უკვე არაფერი გამიკვირდება.
ანუ უძრავი ქონების შეძენა იმ კუთხით ვიგულისხმე რო ფული თუ გაუფასურდა შენაძენი მაინც დარჩება.
|