ქუთაისის ფარიკაობის სპორტსკოლის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე2018 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კი უნგრეთის ნაკრებთან 36-45 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები ჩინეთში შემდეგი სპორტსმენებით იყო წარმოდგენილი: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია.
მსოფლიოზე მოასპარაზე ოთხეულიდან სამი, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი ქუთაისის ფარიკაობის სპორტსკოლის აღზრდილია. აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილზე გავიდა.
იხილეთ ვრცლად:
http://imereti.news/19/872