#59690276 · 5 Oct 2022, 11:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წესით საკუთარ ე.წ. "წითელ ხაზებში" თუ ეტევა- კი. თუ თქვენი კორპუსის ტერიტორიაზე გადმოდის - არა.
ოღონდ რაც მალე იაქტიურებთ და გაარკვევთ-უკეთესი, რადგან უკვე დახაზულ-გაყიდულის მოგვარება და გასწორება გაცილებით რთული ამბავია. თქვენი კორპუსის წარმომადგენელი (თავმჯდომარე, ან ნებისმიერი აქტიური პირი) ამოძრავდეს უნდა - წავიდეს საჯარო რეესტრში, გამოითხოვოს ინფო თქვენი კორპუსის "წითელი ხაზების" შესახებ, სადაც ვერაფერი ვერ აშენდება ან მოინიშნება ასე უბრალოდ.
პასუხის მიღებისთანავე ნახაზი და განცხადება, რომ აი ეს ადგილი ეკუთვნის ამ კორპუსს/ამხანაგობას (თუ ასეთი არსებობს) და სხვას არ აქვს უფლება, მიითვისოს, მოაწყოს/გამოიყენონ პარკინგად ან სხვაგვარად - მიაწოდეთ ფოსტით იმ ახალაშენებული კორპუსის მშენებელ კომპანიას, ან თუნდაც მიუკარით სადარბაზოში. მე ორივეს ვიზამდი - ერთია, რომ იურიდიულ პირს აფრთხილებთ, და მეორე - პარკინგის ყიდვით დაინტერესებულ პირებს ექნებათ ინფო, რომ პრობლემა არსებობს. შესაბამისად, ფულს არ გადაიხდიან ამ პრობლემაში.
--------------------
არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე!
ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი
ყველაფერი მაინც კარგად იქნება!
|