ძაან კაი. თუ რამეს ვერ გაიგებ რა როგორ გააკეთო მაგ პროგრამაში აქ იკითხე და თუ ვიცი გიპასუხებ.
Komponentმულტისიმს უზის რამოდენიმე მიკროკონტროლერი ბიბლიოთეკაში, მაგრამ ბევრი არაა და თან არ არის ორიენტირებული მიკროონტროლერებზე, რადგან ეს საკმაოდ ვრცელი მიმართულებაა და იმდენად კომპლექსურია, რომ ცალკე პროგრამას ითხოვს. ნუ რაღაც არის ამ პროგრამაში, მაგრამ არ არის საკმარისი კონტოლერის მუშაობის წესიერი სიმულაციისთვის.
მაგისთვის არსებობენ სხვა პროგრამები.
პროთეუსთან არასდროს მიმუშავია. არ მქონია (ჯერჯერობით).
მე რასაც ვიყენებ არის Flowcode 6 მძლრავრი პროგრამაა, თითქმის ყველა კონტროლერი ყავს ბიბლიოთეკაში რაც არსებობს ამ ქვეყნად.
მაგრამ მათი დაპროგრამების თავისებურ ენას იყენებს, სხვათაშორის ერთი თუ აუღე ალღო - ძაან მოსახერხებელს.
ანუ მისი ენა არის სუფთად ალგორითმული, ანუ პროგრამას წერ ბლოკ-ბლოკად, ანუ ალგორითმის ენაზე და სულ არ გჭირდება C ან სხვა ენა.
თუმცა შეგიძლია C ენის გამოყენებაც უშუალოდ პროგრამირებისას.
როცა დაასრულებ პროგრამას, გაუშვებ სიმულაციას და გიჩვენებს რას აეთებს კონტროლერი.
მერე შეგიძლია ეს ალგორითმის ენაზე ჩაწერილი პროგრამა გადაათარგმნინო სი-ზე, გადაიყვანო ჰექსში, ან პრიამოი ატვირთო კონტროლერში.
ამ მომენტში გამოსულია მეექვსე ვერსია (და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროგრამა კაი გვარიანად შორს წავა, რამეთუ ძაან პოპულარულია მთელს მსოფლიოში).
ამჟამად გატეხილი და მუშა არის 5-ე ვერსია და დევს ბევრგან, მაგრამ მას მერე რაც ნახავთ მეექვსე ვერსიას, დაინახავთ უზარმაზარ განსხვავებას.
ასეთი დიდი სხვაობა წინა და მომდევნო ვერსიებს შორის იშვიათად თუ ნახავთ სადმე.
მე ჯერ გატეხლი მექვსე ვერსია ვერსად ვნახე.
მაგრამ ფლოუკოდის მწარმოებლები გაძლევენ უფლებას, გამოიყენოთ 6-ე ვერსია მისი სრული სიმძლავრით 30 დღის განმავლობაში.
ამისათვის უნდა დარეგისრტრირდეთ მათ საიტზე და გადმოწეროთ აქედან:
http://www.matrixtsl.com/flowcode/ცხადია რეგისტრაციაც ამავე მატრიქსზე უნდა გაიაროთ.
Q. მას შემდეგ რაც გაუვა ვადა ლიცენზიას რა მოხდება?
A. დიდი არაფერი, პროგრამა განაგრძობს მუშაობას სიმულაციის რეჟიმში, მაგრამ მიკროკონტროლერში ვეღარ ატვირთავთ მზა პროგრამას.
გამოსავალი: 1) დაველოდებით ვინმე ღვთის პირიდან გადავარდნილი როდის დაკრეკავს.
2) მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ სიმულაცია გვაკმაყოფილებს, გადავიყვანთ ჩვენს პროგრამას c -ენაში (ან ჰექსში), და რამე სვა აპლოადერ პრორამით შევუშხაპუნებთ მიკროკონტროლერს ამ პროგრამას.
მოკლედ, მიკროკონტროლერებისთვის მე რეკომენდაციას ვუწევ ფლოუკოდს.
პროტეუსის შესძლბლობები არ ვიცი, ამიტომ ვისაც გიმუშავიათ აღწერეთ რას აკეთებს. რამდენად კარგად აკეთებს, მხოლოდ სიმულაციას აკეთებს თუ ატვირთვაც შეუძლია?
------------------------------------------------------------------------------------------------------
ძია მოდერატორ,
სათხოვარი მაქვს (ბიძია, შენი ლამაზი თვალები გაიხაროს)
ამ თემას გადაგვირქვი სახელი და დაარქვი:
"პროგრამები და სიმულატორები ელექტრონიკაში"
This post has been edited by asphurcela on 8 Oct 2015, 09:12