ქართული ლიტერატურის მთავარი მინუსი რაც არის და რამაც შეგვიკრა ხელ-ფეხი მაგის ნახვა შეიძლება, როდესაც წაიკითხავ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". პირველი ნაწილი არის ის, რითაც შეგვეძლო მსოფლიო ლიტერატურაში დაგვემკვიდრა თავი, ხოლო მეორე ნაწილი არის ის, რამაც შეგვიშალა ხელი )))
ობიექტურად, ისეთი უცხოელი მწერლები არიან განდიდებული, რომ მაგათ გვერდით ჩვენი მწერლები ნამდვილად არ არიან სუსტები, პირიქით უფრო დიდებიც არიან ნებისმიერ კრიტერიუმით... მაგალითად, იგვე თურქულ ლიტერატურასთან შედარებით, ზოგიერთ ამერიკელ მწერალზეც დიდები არიან და კიდე შეიძლება ბევრის ხსენება, უბრალოდ ქართვლემა პროზაიკოსებმა თავად დაიდეს ბანი და ეგ კარგად ჩანს იმ წიგნში რაც ზემოდ დავწერე )))
აი, მაგ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რა ჭირიც გვჭირდა.
ასევე ობიექტურად- კლდიაშვილი სამანიშვილის დედინაცვალი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტრაგიკომედია, მაინც დიდი წიგნია და ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს აქტუალური, იგვე ითქმის ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებზე )))
კაცი რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ასევე მსოფლიო დონის მოთხრობაა )))
ქარჩახაძესაც აქვს რაღაც გლობალური და საკაიფო, მაგრამ საქართველოში ანტონი და დავითზე და ზებულონზე გადაირია ხალხი
არადა, ეგ ორი არის ყველაზე სუსტი
და რა თქმა უნდა- ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ჩვენი სავიზიტო ბარათი და გარღვევა ამ სივრცედან.
ასევე ობიექტურად, ჩვენ ისეთი არაფერი შეგვიქმნია პროზაში, რომ ვინმეს ეთქვა, აი, პატარა ქვეყანა რომ ვართ მაგიტომ დავიჩაგრეთ, თორემ მსოფლიოს დონის შედევრი გვაქვს გამოცხობილიო )))
ახლა, საქართველოში დიდოსტატის მარჯვენა რომ უდიდესი და მსოფლიო დონის შედევრია ბევრს სჯერა, სამწუხაროდ
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 4 Nov 2023, 15:28