forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (86) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფოთის კოლხეთი, " ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია "
JubaGr
O Rei


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30797
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2011, 22:58  #28164784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image
ქართული ფეხბურთის ისტორია
ფოთის პორტის მშენებლობა 1863 წელს დაიწყო, ამ წელს კი ინგლისში ფეხბურთი მოიგონეს და ალბათ სიმბოლურიც იყო, რომ ფეხბურთი საქართველოში ფოთის პორტიდან შემოვიდა.
საქართველოდან მარგანეცის გატანა 1879 წელს დაიწყეს და ქართული ფეხბურთის დაბადების სავარაუდო თარიღადაც სწორედ ეს წელი უნდა მივიჩნიოთ, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რომელი გემი მოადგა პირველად ფოთის პორტს და ვინ გაჰკრა ბურთს პირველად ფეხი. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გაგუას ასე აქვს ეს სავარაუდო ეპიზოდი აღწერილი:
მოდით, ასეთი სცენა წარმოვიდგინოთ: ფოთის ნავსადგურში ინგლისური გემი დგას. დგომა კი დიდხანს მოუწევს _ არავინ იცის, რამდენ დღეს გაგრძელდება მარგანეცის ჩატვირთვა. ჰოდა ეს მეზღაურებიც დროის მოსაკლავად უახლოეს მდელოზე ბურთს აგორებენ, რაც ადგილობრივი ბიჭების ყურადღებას იპყრობს. თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ, ფოთელებს არასოდეს უნახავთ. თანდათან, ამ ცქერა-ყურებაში თამაშის არსიც გაიგეს: ორ ჯგუფად გაყოფილნი ცდილობდნენ ქვების გროვით მდელოს ბოლოში მინიშნულ მიზანში, ერთი კაცი რომ იცავდა, ბურთი გაეტანათ. ეს ახლაა ადვილი გასაგები `ბურთი~, თორემ მაშინ ეს ტყავის სფერო, რომელშიც კაცმა არ იცის როგორ იტუმბებოდა ჰაერი, უცნაურ ასოციაციებს იწვევდა, რადგან არაფრით შეესიტყვისებოდა და იგივე დასახელების საგანს, რომლითაც ქართველები `ლელოს~ თამაშობდნენ...
აი, როგორ იგონებს ერთ-ერთ პირველ მატჩს ფოთელი ვეტერანი ფეხბურთელი გრიგოლ ხორავა:
_ იმ დღეს ერთმანეთს გემბანისა და სამანქანო განყოფილების გუნდები ეჯიბრებოდნენ. პირველს გემის კაპიტანი მეთაურობდა, მეორეს უფროსი მექანიკოსი. თამაში ხშირად წყდებოდა, ფეხბურთელები კამათობდნენ. სამანქანო განყოფილებამ გაიმარჯვა. გაბრაზებულმა კაპიტანმა უფროსი მექანიკოსი... კრივში გამოიწვია და მუშტის ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. ჩვენ გვეგონა ჩხუბსა და აყალმაყალს ასტეხდნენ, მაგრამ მათ ვაჟკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ვითომც აქ არაფერიო, ერთად გაეშურნენ გემზე...
ფოთელების თამაში მოეწონათ და 1906 წელს ქალაქში პირველი ფეხბურთის გუნდიც შექმნა ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა გიორგიმ. ორ წელიწადში მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოფიციალური გუნდი. ყოფილი ფეხბურთელის, ინგლისური მარგანეცის კონცესის წარმომადგენლის ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით. იგი გუნდსაც მფარველობდა და თანაც კაპიტანი იყო.
თავიდან ფოთელები ხშირად აგებდნენ, მერე და მერე კი მოგებებსაც გაუშინაურდნენ. აი, ქართული ფეხბურთის `პირველი მერცხლები~: ალექსანდრე კაჭარავა, ვიქტორ ყურუა, ვიაჩესლავ ობიანსკი, ვანიჩქა დიდია, ვლადიმერ ბაიჭაძე, რუბენ ალხაზოვი, შურა ქავთარაძე, ვანიჩქა კვაჭაძე და სხვები, მათ შორის ორი იტალიელი _ გლაჯო და ლუიჯი.
მალე ოსკარ ზივერტმა მუხლის ტრავმა მიიღიო და მწვრთნელობასღა დაჰყაბულდა, კაპიტანი კი მისი შვილი ედუარდი გახდა. ახლა ფოთელები ხშირად ამარცხებდნენ ინგლისელებს _ მოგებულს წაგებულის ფორმა რჩებოდა ჯილდოდ. გუნდს დაემატნენ გრიგოლ ხორავა, მეკარე შალიკო დარჩია, შალვა პაიჭაძე, გოგი გოგინავა, იონა ყურუა, გრიგოლ ღოღობერიძე, ვალოდია ცომაია, ეფრემ ლაითაძე, პეტია ლუკიანოვი, ლადო გაბუნია.
1922 წელს მათ ვანო მიქაძე დაემატათ სოხუმიდან. გუნდს, რომელსაც `უნიტა~ დაერქვა, კოლია გოგინავა კაპიტნობდა. მერე და მერე გამოჩნდნენ `ურანი~, `რემედასი~, ფოთის I და II გუნდები. `ურანში~ ედუარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზემლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე თამაშობდნენ. II გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი (`მაკრატელას~ ოსტატი), პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა და სხვები. I გუნდი კი თითქმის მთლიანად `უნიტას~ შემადგენლობა იყო ჯარჯი ნიკოლაიშვილით გაძლიერებული.
მერე და მერე ბორის პაიჭაძის თაობა წამოვიდა, ბავშვობაში ე.წ. `ჩხარტიშვილის მინდორზე~ რომ ისწავლეს ბურთაობა. ალბათ საინტერესო იქნება ამ თაობის წარმომადგენლის, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი კაკო იმნაძის მონაგონი გავიხსენოთ:
_ ჩემს ბავშვობაში ფოთის პორტში მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემს ნახავდით. გაჰქონდათ და გაჰქონდათ ქართული მარგანეცი. მაშინ მარგანაცეს პირდაპირ გოდრებით ტვირთავდნენ. ამიტომ ბუნებრივია, გემები თვეობით რჩებოდნენ. ძირითადად ინგლისური გემები შემოდიოდნენ, თუმცა იყვნენ ფრანგები, იტალიელები და ბერძნებიც. პორტთან ახლოს ინგლისელმა მეზღვაურებმა სტადიონი მოაწყვეს და ყოველდღე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ის სტადიონი მეც კარგად მახსოვს, ისეთი დრენაჟი ჰქონდა, რაც არ უნდა ეწვიმა, გუბე მაინც არ დარჩებოდა მოედანზე. ნელ-ნელა მათგან ჩვენც ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში. ბურთი მაშინ ძნელი საშოვნი იყო და მე და ჩემი სიყრმის მეგობრები _ გრიშა გაგუა, ვანიჩქა კინწურეიშვილი, საშა ელიავა, კაკო ყალიჩავა, ალბერტ კომახიანი, გვაჩი ჯორბენაძე, ბორია პაიჭაძე სასაკლაოში დავდიოდით, რათა ძროხის ან კამეჩის ბუშტი გვეშოვა. როგორც კი ბუშტს მოვიხელთებდით, ძველ ფეხბურთელთან, დუშა ვეკუასთან გავრბოდით, რომელიც სახელდახელოდ გვიმზადებდა ბურთებს. ხან ერთანეთში ვთამაშობდით, ხანაც ინგლისელებს ვეპაექრებოდით. მოედნის გარშემო იმდენი მაყურებელი იყრიდა თავს, რომ ნემსი არსად ჩავარდებოდა. ფოთი მაშინ პატარა ქალაქი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშებს მაყურებელი არასდროს აკლდა. პატარები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, იმ ბრწყინვალე გაზონზე როდის გავაგორებდით ბურთს. მერე უფროსებმა ფორმები შეგვიძინეს და მოგეცათ ლხენა, როდესაც მოვიზარდეთ, თითქმის ყველა ჩვენთაგანმა თბილისის `დინამოს~ მაისური ჩაიცვა.
აი, კიდევ ერთი ძველი ფეხბურთელის, ივანე (ღოღო) ხოფერიას ნაამბობი:
_ `ომამდე ხშირად მუსიკის აკომპანიმენტით ვთამაშობდით. ძველი ფეხბურთელი კაკო ჟღენტი გვიკეთებდა რკინის ქაცვებს ბუცებზე, წვივსაფრებად კი ბამბუკის შუაში გახერხილ ღეროებს ვხმარობდით, თუმცა ტრავმები მაინც ძალზე იშვიათად იყო. მოედანი ახლა რომ წისქვილკომბინატია პორტში, იმის ადგილზე იყო. მახსოვს, უფროსები ინგლისელებს ფეხბურთის ფორმაზე ეთამაშებოდნენ. ჩვენების მოგების შემთხვევაში, რაკიღა ფორმის იქვე გადაცემა დიდ სირცხვილად და უხერხულად ითვლებოდა, ინგლისელები ზღვაში რომ გავიდოდნენ, ხოს ყუთში აწყობდნენ ფორმებს და ზღვაში აგდებდნენ, ჩვენები კი შეცურდებოდნენ და ნაპირზე გამოჰქონდათ. არ მახსოვს ინგლისელებს ოდესმე სიტყვა გაეტეხოთ, მუდამ ჯენტლმენურად ასრულებდნენ წაგებულის პირობას.

user posted image
საფეხბურთო კლუბი ''კოლხეთი''-1913 ფოთი 1913 წელს ჩამოყალიბდა
1978 წლამდე გამოდიოდა კოლხიდას სახელით, 1979-1989 კოლხეთის, ხოლო 1990-2006 წლებში კოლხეთი-1913

თამაშობდა ფოთის ''ფაზისის'' სტადიონზე, ( გაიხსნა 1954 წელს), ტევადობა( 6 000)


შედეგი სსრკ – ს ჩემპიონატებში :
1962 წ. - Класс «Б» СССР ., Союзные республики, 2 зона - 13 ადგილი
1963 წ. - Класс «Б» СССР ., Союзные республики, 2 зона - 5 ადგილი
1964 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 4 зона -12 ადგილი
1965 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 4 зона - 8 ადგილი
1966 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 4 зона - 14 ადგილი
1967 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 4 зона - 20 ადგილი
1968 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 4 зона - 17 ადგილი
1969 წ. - Класс «Б» СССР., Закавказская зона - 15 ადგილი
1970 წ. - Класс «Б» СССР., РСФСР, 2 зона, 1 подгруппа - 6 ადგილი
1971 წ. - Вторая лига СССР., 4 зона - 11 ადგილი
1972 წ. - Вторая лига СССР., 3 зона - 11 ადგილი
1973 წ. - Вторая лига СССР., 4 зона - 10 ადგილი
1974 წ. - Вторая лига СССР., 3 зона - 17 ადგილი
1979 წ. - Вторая лига СССР., 4 зона - 10 ადგილი
1980 წ. - Вторая лига СССР., 9 зона - 5 ადგილი
1981 წ. - Вторая лига СССР., 9 зона - 11 ადგილი
1982 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 3 ადგილი
1983 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 3 ადგილი
1984 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 3 ადგილი
1985 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 9 ადგილი
1986 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 4 ადგილი
1987 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 3 ადგილი
1988 წ. - Вторая лига СССР, 3 зона - 11 ადგილი
1989 წ. - Вторая лига СССР, 9 зона - 2 ადგილი

სსრკ ჩემპიონატში ასპარეზობისას ყველაზე დიდი ანგარიშით 1979 წელს 8-1 ერევნის ''არაბკირი'' დაამარცხა, ასევე 7-0 მოუგო 1973 წელს ტირასპოლის ''ზვეზდას''(მოგვიანებით უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე ს.კ. ოდესა)

ყველაზე დიდი ანგარიშით სსრკ ჩემპიონატში ფოთელებმა 1974 წელს გორის დილასთან წააგეს 7-0

user posted image

1990 წელს კლუბი ''კოლხეთი''-1913 სახელით დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში ერთვება, უნდა ითქვას რო პირველივე შეხვედრაში ფოთელებმა სასწაული მოახდინეს და საქართველოს ყველა დროსი საუკეთესო კლუბი იმ დროს ''იბერიას'' სახელით მოასპარეზე თბილისის ''დინამოელები'' მისსავე მოედანზე 90 000 მაყურებლის თვალწინ 1-0 დაამარცხეს

1990 წ. - უმაღლესი ლიგა - 5 ადგილი
1991 წ. - უმაღლესი ლიგა - 4 ადგილი
1991-92 წ. - უმაღლესი ლიგა - 5 ადგილი
1992-93 წ. - უმაღლესი ლიგა - 9 ადგილი
1993-94 წ. - უმაღლესი ლიგა - 2 ადგილი
1994-95 წ. - უმაღლესი ლიგა - 3 ადგილი
1995-96 წ. - უმაღლესი ლიგა - 3 ადგილი
1996-97 წ. - უმაღლესი ლიგა - 2 ადგილი
1997-98 წ. - უმაღლესი ლიგა - 3 ადგილი
1998-99 წ. - უმაღლესი ლიგა - 4 ადგილი
1999-00 წ. - უმაღლესი ლიგა - 5 ადგილი
2000-01 წ. - უმაღლესი ლიგა - 5 ადგილი
2001-02 წ. - უმაღლესი ლიგა - 4 ადგილი
2002-03 წ. - უმაღლესი ლიგა - 6 ადგილი
2003-04 წ. - უმაღლესი ლიგა - 8 ადგილი
2004-05 წ. - უმაღლესი ლიგა - 9 ადგილი
2005-06 წ. - უმაღლესი ლიგა - 10 ადგილი

რეკორდები ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


შედეგეგი ევროთასებზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by JubaGr on 4 Nov 2011, 23:03

მიმაგრებული სურათი
kolx.jpg
JubaGr
O Rei


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30797
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2011, 23:05  #28164903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერბების სახეცვლილება დროთა განმავლობაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


კოლხეთის ფეხბურთელები 90-იანებში
user posted image
გიორგი დარასელია
user posted image
ზაველ ღაღანიძე
user posted image
გოგა გახოკიძე
user posted image
გია გიორგაძე
user posted image
ზაზა ინიაშვილი
user posted image
ნუგზარ მიქაბერიძე
user posted image

მიმაგრებული სურათი
go.jpg
JubaGr
O Rei


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30797
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2011, 23:28  #28165276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა :
user posted image

დავიდ ყიფიანის თასს კოლხეთი გამოეთიშა მერვედფინალიდან .

ამჟამინდელი შემადგენლობა :
user posted image
მეკარეები: ნადირაშვილი, ბობღიაშვილი, ხარშილაძე
მცველები: კილასონია, ინწკირველი, თედიაშვილი, ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, ლემონჯავა
ნახევარმცველები: გვალია, გოგონაია, ქებაძე, ცხადაძე, გულუა, ჯანაშია, ლომაშვილი, კაკულია
თავდამსხმელები: მდივნიშვილი, წიქარიშვილი, ციცხვაია, შავგულიძე

წინა თემის ტოპ-მპოსტავები :
ფოთის კოლხეთი

თემას გახსნილად ვაცხადებ !

ტოპ რვა დაიდოს !

This post has been edited by JubaGr on 4 Nov 2011, 23:40

მიმაგრებული სურათი
kol.jpg
acdachi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50481
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 00:00  #28165840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას...
გისურვებთ, რომ 8 გუნდში აუცილებლად მოხვდეთ....
და ეს მარტო დინამოს ინტერესის გამო არ მინდა...

აბა თქვენ იცით


--------------------
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN

RaNBaR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1659
წევრი No.: 134907
რეგისტრ.: 18-August 11

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 00:22  #28166255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
აბა გილოცავთ ფოთელებო ახალ თემას!
ისე სტადიონზე რა ხდება რაა ახალი?
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 68301
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 00:44  #28166631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
სგ სგ ნიუ ტოპიკი დაგიდიათ კიდე დაგედოთ


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
geor-gien
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22962
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 00:52  #28166786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას ფოტელებო და წარმატებებს გისურვებთ!


--------------------
იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
giorek
Victoria Concordia Crescit


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4476
წევრი No.: 121990
რეგისტრ.: 3-October 10

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 13:58  #28170967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ ახალ თემას. წარმატებები დაგვედოს!
user posted imagelove.gif
JubaGr
O Rei


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30797
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 14:05  #28171060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზესტაფონთან ფრე დაგვხატავდა რა yes.gif yes.gif
Ronaldo9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8929
წევრი No.: 13459
რეგისტრ.: 10-October 05

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 14:14  #28171142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
გილოცავთ ახალ თემას

წელს დავრჩეთ უმაღლესში და მერე რამე მოვიფიქროთ


--------------------
There is only one Ronaldo!!!

POTI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2358
წევრი No.: 96079
რეგისტრ.: 19-July 09

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 14:14  #28171157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ახალ თემას...


JubaGr
QUOTE
ზესტაფონთან ფრე დაგვხატავდა რა


ფრე კარგია, მოგება დგვხატავდა love.gif


სამწუხარო ინფორმაცია გავიგე რამდენიე დღის წინ, "კოლხეთის" ყოფილი მეკარე ბიძინა ჩემია 31 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა sad.gif
giorek
Victoria Concordia Crescit


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4476
წევრი No.: 121990
რეგისტრ.: 3-October 10

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 14:21  #28171230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
სამწუხარო ინფორმაცია გავიგე რამდენიე დღის წინ, "კოლხეთის" ყოფილი მეკარე ბიძინა ჩემია 31 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა

sad.gif ცუდია, აცხონოს ღმერთმა

QUOTE
ფრე კარგია, მოგება დგვხატავდა

+1


იმედია მეორე წერში იქნება სტადიონის საშველი, თამაშს არ გამოვტოვებ
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16809
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 15:15  #28171902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადიდასები 90იანებში


და ჩვენ ახლა გვიხარია sad.gif



--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
JubaGr
O Rei


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30797
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 15:18  #28171932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სამწუხარო ინფორმაცია გავიგე რამდენიე დღის წინ, "კოლხეთის" ყოფილი მეკარე ბიძინა ჩემია 31 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას

ღმერთმა აცხონოს cry.gif
giorek
Victoria Concordia Crescit


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4476
წევრი No.: 121990
რეგისტრ.: 3-October 10

გამოგზავნილია: 5 Nov 2011, 17:32  #28173614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფოთელთა გუნდში სამწვრთნელო უფლებამოსილებათა გადაბარების პროცესი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონსა და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ”ზესტაფონთან” საკვირაო დაპირისპირებაში, ფოთის ”კოლხეთს” გელა სანაია უთავკაცებს. 33 წლის სპეციალისტისთვის ეს მესამე გუნდია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უხელმძღვანელებს.
2009-2010წწ სეზონში სანაია თბილისის ”ლოკომოტივს” წვრთნიდა. მომდევნო სეზონის ნახევარი მან ”სამტრედიაში” გაატარა, საიდანაც ზამთრის შესვენებაზე წამოვიდა და მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უმუშევარი იყო. იმ დღიდან ის პირველი ლიგის ბინადრის, ხობის ”კოლხეთის” წვრთნას შეუდგა, თუმცა, უმაღლეს ლიგაში მისთვის უმალ მოიძებნა სამუშაო.
ფოთელთა მესვეურებმა ჩათვალეს, რომ სოსო ფილია, რომელმაც ”კოლხეთში” საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწია, მთავარი მწვრთნელის საქმიანობას უნდა ჩამოსცილებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, მეტწილად, ზღვისპირელთა მიერ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგია. გუნდს 11 მატჩში დაგროვილი 9 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილი უკავია. გასულ ტურში ”კოლხეთი” ფილიას ასისტენტმა დავით მახარაძემ გაიყვანა სათამაშოდ და ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონობისთვის მებრძოლი რუსთავის ”მეტალურგი” 3:1 დაამარცხა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ფილია კვლავ ”კოლხეთში” დარჩება და თავის გამოცდილებას ისევ ახალი თაობის აღზრდას მოახმარს.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (86) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.3576 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]