Redemption*ჯერ ხომ არ დამიმთავრებია
წარმოვიდგინოთ ისევ ფეხბურთის გეიმი, როცა ტვინი ანხორციელებს ბრძანებას ხელის მოძრაობით ჯოისტიკზე ხოლო გრაფიკულ გამოსახულებაში ხდება მოქმედება, იმ ფეხბურთს არ აქვს დრო რეალურად, ის მკვდარი მატერიაა, დაწყებისთანავე დასრულებულია, მის თამაშს ჭირდება მხოლოდ ენერგია რომელიც ანხორციელებს იმპულსს
* * *
ლაბარნაეს ნახტომი იდეაში გამარტივებას ეხება სერ და არა გართულებას
ადამიანზე გადავდივარ რადგან ჩვენ ვართ ამ პროგრამაში და ჩვენ ინდივიდუალურად გვიწევს ამ აბსტრაგირებულ სამყაროში გამოვიტანოთ დასკვნები
ავიღოთ ესეთი მაგალითი, შენ დაგსვევს ჭადრაკის დაფასთან მაგრამ არ იცი როგორ მოიქცე, ჭადრაკი იგივე ახალი სამყაროა ამმაგალითში, შენ დაგჭირდება ან წესების თავიდანვე ცოდნა ან დაკვირვება სხვაზე და იმის მიხედვით შესწავლა რომ
ამ პროგრამაში ჩვენ ვანხორციელებთ დაკვირვებას, წარსულის შესწავლას რომ ვიმოქმედოთ, ეს იგივეა რაც მისი აღმატებულება სტატისტიკა დროის და სივრცის იმ მონაკვეთში სადაც ვიმყოფებით
რაც შეეხება ცოცხალ პროგრამის არსებობას ონლაინ თამაშზე ალბათ გსმენია სადაც არა მხოლოდ ერთი ადამიანი არამედ სხვადასხვა ადამიანები ერთად თამაშობენ
მზად ვარ შენს სირთულეებს ვუპასუხო და დავბრუნდე უკანაც, ასევე გათვლილი მაქვს კონკრეტულად რას ემსახურება ეს თემა და ესაა ხედვის გამარტივება ფსიქოლოგიური რაკურსით
ნელნელა დავწერ,ამასობაში კითხვები და კონტრებიც მოსულა
* * *
პროგრამა რის პროგრამაა თუ არ იქნა მათემატიკა და მე ეხლა მოვყვები მის უზენაესობაზე
გამოთვლას ვახდენთ მთელი ყოფიერების განმავლობაში ცნობიერად თუ ქვეცნობიერად და ეს იმის შემდეგ რაც ვაკვირდებით ცხოვრებას, განვლილ ფაქტებს ანუ სტატისტიკას რომელიც ასევე მათემატიკაა, მათემატიკაა მოქმედებებში, მათემატიკაა ურთიერთობებშიც და სიყვარულშიც კი,მათემატიკაა სიკეთეში და მათემატიკაა მთელი ევოლუციაც, მათემატიკაა ეს სიტყვების წყობა რომლის დაწერის შემდეგაც გადმოიცემა კონკრეტული აზრი თორემ სხვა სიტყვების აკრებისას გამოვა მცდარი ფორმულა, გარეგნულადაც კი მათემატიკურად ვაფასებთ ადამიანს: მაგალითად ყველაზე პაპსას დავწერ ტუჩების, მკერდის, უკანალის ფორმები სწორედ გეომეტრიულად იზომებიან)) რასაც აღიქვამს თვალი, მათემატიკა არის მთელი ინფორმაცია დანატოვარი,არქივი რომელიც აღწერის შემდეგ სტატისტიკად მოგვევლინა და დროის და სივრცის ამ მონაკვეთში აქსიომატურია, სტატისტიკა ის უნიკალური რამაა რომლშიც არის ყველანაირი უახლესი ამ დროისთვის წარმატების გასაღები, სხვადასხვა საგნების სტატისტიკის შესწავლით შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას როგორც კარიერაში, საპირისპირო სქესთან,ოჯახში თუ მეგობრებში, ის გვასწავლის საუკეთესო გზებს სტატისტიკურად უპირატესზე დაყრდნობით, მატერიალური სამყარო მთლიანად ერთი დიდი მექანიზმია,ანუ დედაბუნება ასე ვთქვათ რომელიც მიმდინარეობს მათემატიკურად!ანუ აწყმო წარსულ მოქმედებებზე დაყრდნობით გვაძლევს მომავალში პასუხებს, ანუ სრულდება ფორმულა,მაგალითად ფორმულაა აიღო თესლი ჩათესო მიწაში და რისი ტოლია ეს როცა წყალს დავუსხამთ და მოვუვლით?! დიახ ის მოგვცემს რთველს, რა მოგვწონს ფეხბურთის ყურებისას? ჩვენ მოგვწონს რთულად შესრულებული გოლები და ისინი გამოიყურებიან მოქმედებაში ესე, მაგალითად მოთამაშე ცენტრიდან ურტყავს ბურთს, ის კონკრეტული სიძლიერით ბურთის კონკრეტულ ადგილას ურტყავს და თუ ბურთი მოთავსდა ცხრიანში ჩვენ ავღრფრთოვანდებით მისი მათემატიკური სიზუსტით, ასეა ყველა სპორტშიც და ვთანხმდებით რომ გონება მართავს ყველაფერს და ისაა სტატისტიკურად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უპირატესი რომელიც საჭიროა განურჩევლად იმისა ბედი გწყალობს თუ არა
* * *
გამოდის კონკრეტული მოქმედებები იწვევენ კონკრეტულ შედეგს უბრალოდ ამ დროში არ გვაქვს მისი აღმნიშვნელი სიმბოლიკები რომელიც სრულყოფილად მიუერთდებოდა მათემატიკას რადგან (მოვისმინოტ მათემატიკის განმარტება)
მათემატიკა — მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას.
ეხლა ეს როგორ გავიგოთ: ანუ ამ აბსტრაგირებულ რაღაცაში რომელსაც ვეძახით ამჟამად ცხოვრებას და ამავე დროს შეიძლება ვუწოდოთ პროგრამა რომელიც არსებითად არ ცვლის სურათს იმ ფაქტის გარდა რომ აბსტრაქტულია,ანუ გაუგებარია და ჩვენ ვზივართ ჭადრაკის დაფაზე და ვაზროვნებთ სხვების ნათამაშებებით, გონება სტატისტიკურად ადგენს დედუქციით სხვა მონაწილეებთან ერთად,მიდის ლოგიკურ დასკვნამდე რომლის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება ხდება აქსიომატური და ის უკვე ხდება მათემატიკის საკუთრება!
მე ვთვლი ამ განმარტებიდან რომ ნებისმიერი აქსიომატური ფაქტები იქნება ეს ფიზიკის ქიმიის თუ ბიოლოგიის მიეკუთვნება მათემატიკას!
მათემატიკურად მიმდინარეობს ფიზიკური,ბიოლოგიური თუ ქიმიური პროცესებიც რადგან იქ ფორმულებია სულ ევოლუციურად მიმდინარე რომელიც ასევე ერთი დიდი ფორმულაა
ფიზიკოსებს ეწყინებათ ფიზიკა გამოხატული მატერიაა მაგრამ ის მიმდინარეობს ფორმულის მიხედვით! ხოლო ფორმულები გონიერების გამოხატულებაა
მე მინდა გადავიდე მთავარზე
ჩვენ ამ სამყაროში/პროგრამაში ვართ მოხვედრილი და უნდა გავიგოთ რა არის აქაური წესები და ეს შეგვიძლია გავიგოთ სტატისტიკაზე დაყრდნობით!
This post has been edited by ვეგა on 20 Apr 2019, 12:49