forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის II, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37369
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 27 Jun 2010, 13:34  #20384170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰოი, მოდერნო!
smile.gif


--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
niktagva
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30889
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 28 Jun 2010, 12:00  #20399792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
Geronti
პოლიტიკის განყოფილების იუზერების შეცდომები მინდა მოგიყვანოთ.
განსაკუთრებით ხშირად ეს სიტყვები მხვდება.


აბსოლიტურად-აბსოლუტურად
აბსოლიტურად-აბსოლუტურად
აბსოლიტურად-აბსოლუტურად

აფსოლიტური-აბსოლუტური
აფსოლიტური-აბსოლუტური
აფსოლიტური-აბსოლუტური

ტყვილია -ტყუილია
სახში-სახლში
გამოვლიან-გამოვლენ
მაგნები-ისინი
ჩივა-ჩივის
მოეწერებინათ-მოეწერათ
რამდენიმე წლის უკან-რამდენიმე წლის წინ
მაგენს-მაგათ
აქანა-აქ
უმნიკური-ჭკვიანური
გვარ-სახელი-სახელი და გვარი
გაწყენიებ-გაწყენინებ
დაციტატებული-ციტირებული
’’ტუგადუნი’’-„ტუგადუმ“
ოდისმე-ოდესმე
ამოიყიდა-გაიყიდა
წესივრად-წესიერად
გარდახვეწილები-გადახვეწილები
შეურაწხობა-შეურაცხყოფა
იზავდით-იზამდით
აბრეყვებს-აბრეხვებს
ტელეკანალი-ტელეარხი
ვაგხანალიაა-ბაკხანალია
მევერგოთო-მოვერგოთ
დასვავს-დასვამს
დგავს-დგამს
ხვალე-ხვალ
ვაშკაცო.-ვაჟკაცო
გამაგებიეთ-გამაგებინეთ
წესივრად-წესიერად


Geronti
QUOTE
გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
   



მე მგონი არ გაგიტყდებათ
biggrin.gif
ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის II,
-ში რომ დავდე.


--------------------
ისე, პოლიტიკური ნაგვიდან რამე სასარგებლოს შექმნა რომ შეიძლებოდეს,ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო არ იქნებოდა მსოფლიოში . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი (c)

ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს. Paul Valéry;
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 28 Jun 2010, 12:37  #20400418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
niktagva
QUOTE
პოლიტიკის განყოფილების იუზერების შეცდომები მინდა მოგიყვანოთ.
განსაკუთრებით ხშირად ეს სიტყვები მხვდება.

შესაშური უნარი გაქვთ, თავი მოუყაროთ გაფანტულ მარცვლებს. იგრძნობა გაჩვეული თვალი smile.gif
QUOTE
მე მგონი არ გაგიტყდებათ

აბა, რას ბრძანებთ, პირიქით მოხარული ვიქნები, თუ იაქტიურებთ.
სხვათა შორის, მე თვითონაც ბევრი რამ ვისწავლე იმ პირველი თემის გახსნის შემდეგ.

და თქვენ? თქვენ ხომ არ გაგიტყდებათ, პატივცემულო, ერთი კორექტურა.
QUOTE
ბაკხანალია

ბაკქანალია smile.gif

This post has been edited by Geronti on 28 Jun 2010, 13:14


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
niktagva
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30889
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 28 Jun 2010, 12:44  #20400492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
Geronti
QUOTE
და თქვენ? თქვენ ხომ არ გაგიტყდებათ, პატივცემულო, ერთი კორექტურა.
QUOTE
ბაკხანალია


ბაკქანალია



biggrin.gif
კორექტურა ოხერი რამაა, სად ჩაგისაფრდება mad.gif არ იცი.
მადლობა , შენიშვნას ვიღებ, რადგან სხვა რომ შეცდომით ამბობს, ვბრაზდები. biggrin.gif

არა, არ გამიტყდა biggrin.gif, პირიქით, გამისწორდა. yes.gif

This post has been edited by niktagva on 28 Jun 2010, 12:45
cor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 967
წევრი No.: 113940
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 2 Jul 2010, 22:07  #20477599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აბსოლიტურად-აბსოლუტურად

არაყი მაინც არ გაუგიათ ან არ დაულევიათ "აბსოლუტი"?
სოფელია, რა, ამ ფრაზის ცუდი გაგებით!
დავბრუნდი.
ერთი, ფეხბურთის დროს, ცნობილაძის "სხარტულები" უნდა ჩამოვწერო, ამას წინათ თქვა - ეს ფეხბურთელები ერთნაირი კომპლექტაციისა და კონფიგურაციისა არიანო,
უზავს და ურტყავს-ზე რომ არაფერი ვთქვათ!


--------------------
vaa! ra kaia!!
imereti
Super Crazy Member +


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31566
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 3 Jul 2010, 10:09  #20483935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cor
ცნობილაძის გენიალური იყო, არიენ რობენი მარჯვენა ფლანგზეა განლაგებულიო... biggrin.gif


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
cor
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 967
წევრი No.: 113940
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 Jul 2010, 10:40  #20484165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არიენ რობენი მარჯვენა ფლანგზეა განლაგებულიო

lol.gif lol.gif lol.gif
sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 39704
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06

გამოგზავნილია: 9 Jul 2010, 17:35  #20596121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან დიდი მადლობა ჟურნალისტებს კი არა მეც დამეხმარებით რიგით მსურველს გამართულად რომ ვიმეტყველო
ჩავუჯდები პირველივე ნაწილიდან


--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █
arvicodiradamerqva
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2126
წევრი No.: 112656
რეგისტრ.: 13-February 10

გამოგზავნილია: 9 Jul 2010, 17:38  #20596166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sexi-bicola
QUOTE
მეც დამეხმარებით რიგით მსურველს გამართულად რომ ვიმეტყველო ჩავუჯდები პირველივე ნაწილიდან

+1 მეც დავიწყე smile.gif
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 10 Jul 2010, 21:42  #20614280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sexi-bicola
QUOTE
ძაან დიდი მადლობა ჟურნალისტებს კი არა მეც დამეხმარებით რიგით მსურველს გამართულად რომ ვიმეტყველო
ჩავუჯდები პირველივე ნაწილიდან

პირველ რიგში, ეცადე, აქ დასხა სასვენი ნიშნები.
biggrin.gif
gramatikikina
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 39221
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 11 Jul 2010, 03:28  #20618868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
cor
imereti
QUOTE
სპორტის ოსტატის შესახებ არ მეხმიანებიან ფილოლოგები და აქედან ჯერჯერობით სხვა საშუალება არა მაქვს რომ დავაზუსტო.



ფილოლოგია მათემატიკა არაა, სადაც ერთი ფორმულა იდეალურად მუშაობს და სადაც თვითშემოქმედება ზედმეტიც კია
მე მგონი დამეთანხმებით, რომ ორივე ფორმა: "ორი სპორტის ოსტატი" და "სპორტის ორი ოსტატი" ჟღერს ც უ დ ა დ
იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ორაზროვნებაა და მეორე ყოფს იმას, რაც არ უნდა გაიყოს biggrin.gif


სწორია: საქართველოს 100 მოქალაქე და არასწორია ასი საქართველოს მოქალაქე
მაგრამ
როცა სპორტის ოსტატზეა საუბარი და კარის დარაჯზე
თქვი რა, სპორტის ოსტატები...
კარის დარაჯები...
თუ მარტივი წინადადებით აზრი სრულყოფილად არ გადმოიცემა აიღე და გაართულე ეს წინადადება, ან შემდეგ წინადადებაში დააზუსტე მათი რიცხვი


Geronti
"საღამო მშვიდობის"-ზე არაფერი გიწერია?
ბოლო დროა ძალიან აიტაცეს შოუთწამყვანებმა biggrin.gif
უნდა იყოს საღამო მშვიდობის-ა
ეს არის ძველი ქართული წინადადების წყობა და ან ასევე უნდა დარჩეს, ან თუ გათანამედროვება გვინდა უნდა ვთქვათ "მშვიდობის საღამო"


+უცხოურიდან კალკირებული სიტყვების წარმოება ეშლებათ
არასწორია: ჩემპიონატი რაგბში, მიწვევა ფართზე, ვუსმენ რეგს, ჟიურმა
სწორია: რაგბიში/ ragbie, ფართიზე/Farty, რეგის/raggae, ჟიურიმ

ragb-ie/რაგბ-ი
-ი ამ შემთხვევაში არ არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი, არამედ ეკუთვნის უცხოურ სიტყვას, რისი დამახინჯების უფლებასაც თავს წესიერი ერები არ აძლევენ biggrin.gif

იმისათვის, რომ გავიგოთ შეიკვეცება თუ არა -ი, საჭიროა გადავამოწმოთ როგორ იწერება ეს სიტყვა ორიგინალში.
და ვნახავთ, რომ მაგალითად "ვუსმენ როკს" და "ვუსმენ რეპს" არის სწორი ფორმა იმიტომ, რომ...
Rock
Rap

This post has been edited by gramatikikina on 11 Jul 2010, 03:33
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 11 Jul 2010, 19:35  #20626757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gramatikikina
QUOTE
"საღამო მშვიდობის"-ზე არაფერი გიწერია?
ბოლო დროა ძალიან აიტაცეს შოუთწამყვანებმა 
უნდა იყოს საღამო მშვიდობის-ა
ეს არის ძველი ქართული წინადადების წყობა და ან ასევე უნდა დარჩეს, ან თუ გათანამედროვება გვინდა უნდა ვთქვათ "მშვიდობის საღამო"

არ მახსოვს.
თუნდაც ეწეროს. ჯერ ერთი, გამეორება ცოდნის დედაა, მეორეც, გაფანტულია ინფორმაცია პოსტებში და ზოგი სად წაიკითხავს და ზოგიც - სად smile.gif
QUOTE
+უცხოურიდან კალკირებული სიტყვების წარმოება ეშლებათ
არასწორია: ჩემპიონატი რაგბში, მიწვევა ფართზე, ვუსმენ რეგს, ჟიურმა
სწორია: რაგბიში/ ragbie, ფართიზე/Farty, რეგის/raggae, ჟიურიმ
ragb-ie/რაგბ-ი
-ი ამ შემთხვევაში არ არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი, არამედ ეკუთვნის უცხოურ სიტყვას, რისი დამახინჯების უფლებასაც თავს წესიერი ერები არ აძლევენ 
იმისათვის, რომ გავიგოთ შეიკვეცება თუ არა -ი, საჭიროა გადავამოწმოთ როგორ იწერება ეს სიტყვა ორიგინალში.

დიახ, თუ ინი ფუძისეულია, სხვაგვარად იბრუნება სახელი.
ოღონდ, გარწმუნებთ, "უბრალოდ" კი არ ეშლებათ. არამედ უვიცები არიან. არც მეტი, არც ნაკლები. სხვა სახელი ამას არ ჰქვია. შესაძლოა ყველაფერი ზეპირად არ იცოდე, ან რატომ უნდა იცოდე, მაგრამ გადაამოწმე რა ეს ოხერი. აი, რომ არ ამოწმებენ, იმიტომ არიან თავდაჯერებული უვიცები.
ნახეთ რა ხდება ჟურნალისების მარგალიტების თემაში. "მრისხანების მტევნები" "ყურძნის რისხვად" აქციეს, რუსული ფრაზა "ბომბა ვზარვალას ვა ვრემია პასტრაენია" (საუბარია ქვედანაყოფის პლაცზე მოწყობაზე), თარგმნეს, როგორც "ბომბა მშენებლობის დროს აფეთქდა"; ანდა "სტარაეტსა დელაწ ხაროშუიუ მინუ პრი პლახოი იგრე" - გამოვიდა "კარგი ნაღმის დადებას ცდილობს ცუდ თამაშშიო".

ჰაი, რატომ არ ვარ მათი უფროსი, რომ გადავაყლაპო ის ფურცელი, თუ კალმისტარი, თუ მაუსი.
ამას უსმენენ პატარები და თავიდანვე მცდარად უჯდებათ თავში.
კატასტროფაა რა.

"ბევრი პრიზები", "ბევრი ბავშვები". "ბევრი საჩუქრები"...
ბევრი ჯანდაბა მაგათ.

This post has been edited by Geronti on 11 Jul 2010, 19:38
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 07:45  #20633989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
"მრისხანების მტევნები" "ყურძნის რისხვად" აქციეს, რუსული ფრაზა "ბომბა ვზარვალას ვა ვრემია პასტრაენია" (საუბარია ქვედანაყოფის პლაცზე მოწყობაზე), თარგმნეს, როგორც "ბომბა მშენებლობის დროს აფეთქდა"; ანდა "სტარაეტსა დელაწ ხაროშუიუ მინუ პრი პლახოი იგრე" - გამოვიდა "კარგი ნაღმის დადებას ცდილობს ცუდ თამაშშიო".

ვაიმე vis.gif

მახსოვს, ერთხელ რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტმა ყაბარდო-ბალყარეთის მაგიერ ყაბარდო-ყალბარეთი თქვა..

***
QUOTE
ფართიზე/Farty

ერთი, რომ არის Party და არა Farty... , მერე მეორეც, მაგ სიტყვას აქვს მშვენიერი შესატყვისი "წვეულების" სახით.."ივენთის", "გლამურის", "ფეშენის" და ასეთების არ იყოს...


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
arvicodiradamerqva
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2126
წევრი No.: 112656
რეგისტრ.: 13-February 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 12:47  #20636505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ 1 არხის კომენტატორმა შემშალა givi.gif

კასილьასი კასილьასი კასილьასი კასილьასი - 50 -ჯერ გაიმეორა biggrin.gif

gramatikikina
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 39221
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 15:24  #20639213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Geronti
QUOTE
რუსული ფრაზა "ბომბა ვზარვალას ვა ვრემია პასტრაენია" (საუბარია ქვედანაყოფის პლაცზე მოწყობაზე), თარგმნეს, როგორც "ბომბა მშენებლობის დროს აფეთქდა";

თარგმნაც ძალიან დიდი პრობლემაა drug.gif
არ შეიძლება შინაარსის დამახინჯება
კოკა-კოლას რეკლამა მახსოვს, სადაც ტაშს უკრავენ ადამიანებს, რომლებმაც გმირობები ჩაიდინეს კოკა-კოლას დალევის შემდეგ
იქ არის ერთი ფრაზა: მოდით ტაში დავუკრათ X-ს, რომელმაც შეიძინა აბონემენტი და ის მართლა ვარჯიშობდა მთელი თვე ფიტნეს სტუდიაში!
(ძირითადად ამ აბონემენტის საფასურის გადახდით ვკმაყოფილდებით ხოლმე ზარმაცი ხალხი და ეს ყველგან ესეა)

როგორ გადათარგმნეს ეს ქართველებმა:
მოდით ტაში დავუკრათ X-ს, რომელმაც ივარჯიშა ფიტნეს სტუდიაში და შემდეგ მართლა გადაიხადა აბონემენტის საფასური vis.gif

მოკლედ კოკა-კოლა ამბობს, რომ ამ სასმელის დალევის შემდეგ ადამიანებს ნებისყოფა აუმაღლდებათ და დასახულ მიზნებს მიაღწევენ, ხოლო ქართველები ფიქრობენ, რომ ქურდობას გადაეჩვევიან.
ან, მთარგმნელმა იფიქრა, რომ ორიგინალში შეცდომა იყო... biggrin.gif


Solveig
QUOTE
არის Party და არა Farty...

მართალია, მაგრამ ამ შემთხევევაში ქართულ წარმოთქმაზე იყო საუბარი და მაგ მხრივ ეს შეცდომა საბიდისწერო არ აღმოჩნდა
ფართი=წვეულება
ივენთი=ღონისძიება
გლამური არ ვიცი. თქვენ თარგმნეთ კიდევ თუ სხვა სიტყვებსაც გაიხსენებთ და კარგი იქნება, თუ მერე ერთ პოსტში გაერთიანდება


გავრცელებული შეცდომები ქალაქების და ბრენდების სახელებთან დაკავშირებით
სწორია: მიუნხენი(München) ch=ხ არასწორია: მიუნჰენი
სწორია:ფოლკსვაგენი(Volkswagen) არასწორია: ვოლცვაგენი, არც ფოლცვაგენიbiggrin.gif
სწორია: ფოიერვერკი, აინშტაინი, ლოვენბროი(Löwenbräu-ლუდი)
გერმ:
ch=ხ
v/f/ph=ფ
w=ვ
ä=ე
ei=აი
eu=ოი
sch=შ



ეს ინგლისური რაც ვიცი, და დანარჩენი დაამატეთ smile.gif
Th=თ
T=ტ, თ
F /Ph=ფ
P=პ, ფ
Q=ქ
ck/k=კ, ქ


პრობლემა არის ასევე იტალიური ტრანსკრიფცია და კარგი იქნება თუ დაწერს ვინმე
მე როგორც ვიცი h საერთოდ არ იკითხება და -gno- იკითხება, როგორც -ნიო-

ჩემი აზრით საკმარისია ერკვეოდე რტანსკრიფციაში იმისათვის, რომ იმუშავო უცხოურ მასალაზე

This post has been edited by gramatikikina on 12 Jul 2010, 15:26
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0348 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]