Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > გამორეცხვა


Posted by: natali kalandadze 21 Jun 2006, 18:03
როგორ კეთდება ვაგინალური გამორეცხვები? რა ხსნარით და რამდენად არის შესაძლებელი კუსტარულ პირობებში ანუ სახლში იმ საზიზღარი სკამის გარეშე გაკეთდეს თვითონ იმის მიერ ვინც იკეთებს? მოკლედ გამიგეთ ალბათ კითხვა.

მოდერ გთხოვ არ დამვორნო, მიპასუხონ და მერე მიუერთე რა გინეკოლოგთან შეკითხვების თემას ან წაშალე საერთოდ. გმადლობთ

Posted by: Breaky 21 Jun 2006, 18:15
QUOTE
როგორ კეთდება ვაგინალური გამორეცხვები?

როგორ და აბობღდები იმ საშინელ სკამზე, ჩაგიდგავენ სარკეს, პრუჟინის საშუალებით გააფართოებენ შიგნეულობას და სპეციალური ხსნარით გამორეცხავენ მთელ ღრუს (ძირითადად გლიცერინის და ბორაქსის ხსნარია ხოლმე, აფთიაქში ამზადებენ სპეციალური მითითებით). გამორიცხულია, რომ ეგ გამორეცხვა სახლში ჩაიტარო biggrin.gif სახლში მარტო მარგანცოვკიანი წყლით დაიბან და სანთლებს გაიკეთებ.

Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 10:05
Breaky
QUOTE
ჩაგიდგავენ სარკეს, პრუჟინის საშუალებით გააფართოებენ შიგნეულობას

ეს საიდან მოიტანე spy.gif

ნუ აშინებთ ბავშვს! ცოტა უსიამოვნოა, მარა ასეთიც არა.. თამამად შემოახტი იმ სავარძელს, სხვა გზა მაინც არ გაქ rolleyes.gif

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 10:17
Angelopulosi
QUOTE
ეს საიდან მოიტანე

საიდან მოვიტანე და ყველგან ეგრე კეთდება, ნუ გაფართობაში ცოტა გადავამეტე, უბრალოდ, ხსნიან სარკეს, ცოტათი აფართოებენ, რომ კარგად დაინახონ , შიგნით რა ხდება. აბა არ უნდა იცოდეს, რა პროცედურაცაა? ხოდა სხვა გზა რომ არ აქვს და უნდა შემოახტეს, მაგიტომაც უნდა იცოდეს წინასწარ, რომ მოემზადოს.

Posted by: LKLK 22 Jun 2006, 11:26
არ გაიკეთოთ გამორეცხვები!!!!!!!!!!!!
არსებობს ცივილიზებული ფორმა. ვაგინალური სანთელი.
როგორც ჩემმა მეგობარმა (პრაქტიკოსი გინეკოლოგი შტატებში) მითხრა არც ისე უსაფრთხო რამეა გამორეცხვა. გამორეცხვის შედეგად შესაძლოა აღმავალი ინფექცია და ანთება განვითარდესო. შტატებში გამორეცხვას არცერთი გინეკოლოგი აღარ აკეთებს 60-იანი წლების მერეო.

Posted by: tukula 22 Jun 2006, 12:03
QUOTE
არც ისე უსაფრთხო რამეა გამორეცხვა

yes.gif

QUOTE
არსებობს ცივილიზებული ფორმა

სანთლები
და მაინც და მაინც თუ გამორეცხვა გინდათ სპეციალური სითხეებიც იყიდება აფთიაქში.

გამორეცხვისთვის ექიმთან სირბილი არ არის საჭირო.
1) გამორეცხვა მიზანშეწონილია გაკეთდეს საღამოს, ძილის წინ და ასეთ დროს თუ ექიმთან მოახერხებთ წასვლას მაშინ ჰოო
2) არსებობს ე.წ. "სპრინცოვკა" (მგონი ასე ქვია) რომლის საშუალებითაც სახლის პირობებში შესაძლებელია ამ მანიპულაციის ჩატარება. თუ ექიმი ამისთვის თავისთან გიბარებს ე.ი. უბრალოდ გწეწავს.
და რაც მთავარია, არ არის უსაფრთხო და აღმავალი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

ამიტომ გირჩევთ ცივილურ მეთოდებს!

Posted by: LKLK 22 Jun 2006, 12:40
tukula
გაიხარე.
QUOTE
თუ ექიმი ამისთვის თავისთან გიბარებს ე.ი. უბრალოდ გწეწავს.

100%-იანი სიმართლეა. ვადასტურებ როგორც გინეკოლოგების სტაჟიანი პაციენტი.

Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 12:54
ყველაფერი ინდივიდუალურია, ალბათ.

გამორეცხვა ხდება სწორედაც რომ სპეციალური სითხით და არა კუსტარულად
დამზადებული მინარევებით. მარტო სანთელი საქმეს ვერ უშველის. გამორეცხვა
მაინც საჭიროა.

თუ პაციენტს შეუძლია სახლში გაიკეთოს, არავინ აძალებს ექიმთან მისვლას. მე
მირჩევნია რო ექიმმა გამიკეთოს. გაწეწვას რაც შეეხება, არც ისე ძვირი ღირს
(ყველაზე ძვირიან კლინიკაში მიახლოებით 10 ლ.).

Posted by: kuna 22 Jun 2006, 14:16
QUOTE
ყველაზე ძვირიან კლინიკაში მიახლოებით 10 ლ.).

ჯორდანიაში უკვე 20 ლარიც გამხდარა ეგ პროცედურა.

QUOTE
მარტო სანთელი საქმეს ვერ უშველის. გამორეცხვა
მაინც საჭიროა.

სახლში ისე ვერ მოხდება გამორეცხვა როგორც სპეციალურ დაწესებულებაში.

Posted by: LKLK 22 Jun 2006, 14:20
QUOTE
გამორეცხვა ხდება სწორედაც რომ სპეციალური სითხით და არა კუსტარულად
დამზადებული მინარევებით. მარტო სანთელი საქმეს ვერ უშველის. გამორეცხვა
მაინც საჭიროა.

როგორც ექიმმა ამიხსნა: გამორეცხვისას ზიანდება ერთგვარი დამცავი შრე რომელიც საშვილოსნოს ყელის მიკრობებს არ აძლევს საშუალებას გადავიდეს ფალოპის მილებში. ასე რომ ინდივიდუალურობა არაფერ შუაშია. უბრალოდ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული ასეთი მანიპულაცია (რისკი არც ისე უმნიშვნელოა. საკვერცხეების ანთება არაა სახუმარო რამ). სანთელი მთლიან პროცესს არ შველის და მხოლოდ ადგილობრივად მოქმედებს. აი გლობალური ეფექტის მისაღებად კი სხვა საშუალებები არსებობს: ინექციები, აბები...
ისე კუსტარულად ძილის წინ გაკეთებული გამორეცხვა უფრო უსაფრთხოა. მარტივი მიზეზის გამო. გინეკოლოგის მანიპულაციის დროს უშუალოდ საშვილოსნოს ყელამდე აღწევს სითხე და სახლში სპრინცოვკით ამას უბრალოდ ვერ მოახერხებ. ასე რომ თუ გამორეცხვის გაკეთება გადაწყვიტეთ ათ ლარს ნუ გადაყრით. ბევრად უფრო იაფი ჯდება 1 ლიტრი გადადუღებული წყალი და 1 სუფრის კოვზი სოდა.

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:30
LKLK
tukula
QUOTE
კუსტარულად ძილის წინ გაკეთებული გამორეცხვა უფრო უსაფრთხოა.

ეგრე მარტო გარე გამორეცხვა გამოვა და შიგნით დარჩება ისევე. აბა შიგნით როგორ ჩაისხავ და მერე გადმოისხავ სითხეს? biggrin.gif დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ სხვანაირად როგორ დამეწერა, ვერ მოვიფიქრე. ეგ სითხე ხომ მთლიანად უნდა მოედოს შიგნით რომ შედეგი ქონდეს?
ხოდა კიდევ მაინტერესებს, საზღვარგარეთ როგორ ხდება ეგ ყველაფერი? მარტო სანთელბით და აბებით? და ჩვენთან რატომ არ შეიძლება რომ ეგრე მოხდეს? ნუთუ მარტო ფულის კეთების გამო?

Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 15:45
ეხლა ვცზივარ დებილივით .ვერ გამიგია რა გამორეცხვა რის გამორეცხვაbiggrin.gif
სრულიად გათიშული ვარ და კითXვა მაქვს ტვინის გამორეცხვა არსებობს?


რას ირეცხავთ ასეთს რომ საშვილოსნო ყელამდე ადიხართ ?მაპატიეთ მაგრამ ვიცი რომ საქართVელოში ბევრ რამეში ექიმები გადაზედმეტებულად აშინებენ პაციენტებსsmile.gif
პატარა მაგალით ს დავწერ: მე რაც დავიბადე ალბათ საკვერცხეების ანთება სულ მაქვს.ქართVელ ექიმებს რომ კითხო უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და თქვენც კარგდ გეცოდინებათ რამდენი რამ უნდა ირჭო და გადმოირჭო.ხოდა სულ ბანალური რამით შემიძLია თავი დავიცვა რომ ანთება არ შემომიტრიალდეს და უფრო ძლიერად არ განვითარდეს.smile.gif

Posted by: Montesuma 22 Jun 2006, 15:48
და რა არის საერთოდ გამორეცხვა? არავისგან არ გამიგია არასოდეს, რომ ეგ გაეკეთებინოს

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:48
pudelblack
მე პირადად მაინტერესებს, საზღვარგარეთ რა ხერხებით მკურნალობენ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა მაგალითად სოკო და ტრიხომონიაზი. მხოლოდ სანთლებითა და აბებით???

Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:48
kuna

რისთვისაა საჭირო გამორეცხვა?

სურათებიიიი მინდაააააა smile.gif

Posted by: OtsnebisQali 22 Jun 2006, 15:49
Princess
QUOTE
სურათებიიიი მინდაააააა

რა გინდა , გამორეცხვის სურათები გინდააა? biggrin.gif

Posted by: LKLK 22 Jun 2006, 15:51
QUOTE
ხოდა კიდევ მაინტერესებს, საზღვარგარეთ როგორ ხდება ეგ ყველაფერი? მარტო სანთელბით და აბებით? და ჩვენთან რატომ არ შეიძლება რომ ეგრე მოხდეს? ნუთუ მარტო ფულის კეთების გამო?

როგორც ვიცი სანთლებით და აბებით, მგონი არის ვაქცინებიც. ჩვენთან იმ მიზეზის გამო არ ხდება, რომ ექიმების კვალიფიკაციაა ძალიან დაბალი და ფული რაიმე საშუალებით ხომ უნდა გააკეთონ. ხოდა გამორეცხვებით არიან დაკავებულებიbiggrin.gif

Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:52
OtsnebisKali

ხოოო ლუდით კუჭის გამორეცხვის smile.gif))))))))))

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:55
LKLK
QUOTE
ხოდა გამორეცხვებით არიან დაკავებულები

ოხ, როდის შემოვა ჩვენთანაც ცივილიზაცია რა..... აღარ შემიძლია იმ სკამზე ფორთხიალი sad.gif
არადა აქ ექიმს რომ შევეწინააღმდეგო, მეტყვის, ვერ მოგარჩენ ისეო და ჩემით ხომ არ დავინიშნავ თვითმკურნალობას, უარესი არ დავიმართო

Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 15:57
Breaky
ნუ მე რომ დამჭირდა გამომიწერეს აბები .ისე მხოლოდ აბებით და სანთლებით მკურნავენ აქ.
ეხლა ზემოთ რომ დაიწერა სკამზე ადიაო აქ კაი სკამები აქვთ .მაგრამ მე ისედაც არ მიყვარს ასვლა და მკალვების ზედ დალაგება biggrin.gif
მოკლედ ხუმრობა იქით და გამორეცხვა სასარგებლო არ არის რადგან ათხელებს საშვილოსნო კანს და არის საშიშროება რომ დაჭერა ანუ დაფეხმდზიმება შეიძლება ვერ მოხდეს ასე იოლადsmile.gif

Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:57
Breaky

ყველა კლინიკაში ასეთი მეთოდით მკურნალობენ? ახალ კლინიკებშიც? eek.gif

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:00
Princess
QUOTE
ყველა კლინიკაში ასეთი მეთოდით მკურნალობენ? ახალ კლინიკებშიც?

რაც მე ვიცი, საქართველოში ხო, ყველგან ეგრეა. თუ ვინმემ იცის კლინიკა, სადაც ულტრათანამედროვე მეთოდებს იყენებენ, იქნება გაგვაგებინოს biggrin.gif

pudelblack
QUOTE
გამორეცხვა სასარგებლო არ არის რადგან ათხელებს საშვილოსნო კანს და არის საშიშროება რომ დაჭერა ანუ დაფეხმდზიმება შეიძლება ვერ მოხდეს ასე იოლად

როგორ შემაშინე, შენ არ იცი, სწორედ ახლა ვემზადები მაგისთვის...........................

Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 16:04
Breaky
შეგაშინე რა რეალობააsmile.gif გინდაც კუჭის გამორეცხვა ავიღოთ .განა სასარგებლოა მუდამ რეცხვაsmile.gif
ან გინდა ტანსაცმელი ავიღოთ .ყოველი რეცხის მერე ოდნავ ხარისხი ფუჭდება და იგივე ეფექტია ოხონდ ორგანიზმში

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:06
pudelblack
ახლა მეც მუდამ კი არ ვირეცხავ, ჩავიტარებ ამ ერთ კურსს და ვსო

Posted by: Archer 22 Jun 2006, 16:08
აუ მეც დამაინტერესა, რა საჭიროა ეგ გამორეცხვა smile.gif

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:16
Archer
QUOTE
აუ მეც დამაინტერესა, რა საჭიროა ეგ გამორეცხვა

ნაცხის ანალიზს თუ გაიკეთებ და თუ ამოვა სოკო ან ტრიხომონა ან რამე მსგავსი უბედურება, ნებისმიერი გინეკოლოგი აქ, საქართველოში მაგას დაგინიშნავს.

Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 16:19
QUOTE
როგორც ვიცი სანთლებით და აბებით, მგონი არის ვაქცინებიც. ჩვენთან იმ მიზეზის გამო არ ხდება, რომ ექიმების კვალიფიკაციაა ძალიან დაბალი და ფული რაიმე საშუალებით ხომ უნდა გააკეთონ. ხოდა გამორეცხვებით არიან დაკავებულები

კლასიკური სკეპტიკოსი.

გამორეცხვა ხდება ევროპაში დამზადებული სითხით და შენი აზრით რატომ ამზადებენ, თუ საერთოდ არ ირეცხებიან? biggrin.gif

აბებთან და სანთლებთან ერთად საჭიროა ეგ ოხერი გამორეცხვა, ინფექციისგან გასაწმენდად. ისე, ინექციებსაც აკეთებენ, ოღონდ ავადმყოფობის ხანგრძლივობას და დონეს გაჩნია wink.gif

Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 16:30
Angelopulosi
QUOTE
გამორეცხვა ხდება ევროპაში დამზადებული სითხით და შენი აზრით რატომ ამზადებენ, თუ საერთოდ არ ირეცხებიან

აი მაგ სითხეს იყენებე აბორტის მერე . ასუფთავებენ ნარჩენებისგან .ხოდა მთლად მცენარეულ ბაზაზე დამზადებული რომ არ არის ეგეც გეცოდინება smile.gif

Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 16:33
QUOTE
აი მაგ სითხეს იყენებე აბორტის მერე . ასუფთავებენ ნარჩენებისგან .ხოდა მთლად მცენარეულ ბაზაზე დამზადებული რომ არ არის ეგეც გეცოდინება

eek.gif ups.gif

დამერხა?

Posted by: tukula 22 Jun 2006, 17:53
QUOTE
არც ისე ძვირი ღირს
(ყველაზე ძვირიან კლინიკაში მიახლოებით 10 ლ.).

QUOTE
ჯორდანიაში უკვე 20 ლარიც გამხდარა ეგ პროცედურა

თან ეგ პროცედურა ერთჯერადი არ არის, უბრალოდ შედეგს ვერ გამოიღებს. ჰოდა დაითვალეთ რამდენი 10 ლარის ჩაკუშვა მოგიწევთ ექიმის ჯიბეში

QUOTE
სახლში ისე ვერ მოხდება გამორეცხვა როგორც სპეციალურ დაწესებულებაში

დამიჯერე, განსხვავება არ არის. ის მაინც იცი რომ სპრინცოვკის მომხმარებელი მარტო შენ ხარ კონკრეტულ შემთხვევაში და რაღაც რაღაცეები დამატებით არ შეავსებს ინფექციების სიას

QUOTE
ზიანდება ერთგვარი დამცავი შრე

არანაირი დამცავი შრე. მხოლოდ საშოს ნორმალური მიკროფლორაც გამოირეცხება ხოლმე მიკრობებთან ერთად. ამიტომაც რეკომენდებულია გამორეცხვის შემდეგ მიკროფლორის აღმდგენი სანთლები, მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ გინილაკი (არის ასეთი თანამედროვე და ახალი პრეპარატი, რომელიც ბევრმა ექიმმა ან არ იცის ან არ უნდა რომ იცოდეს), მაგრამ არც გინილაკის მოხმარება არ შეიძლება უთავბოლოდ.

QUOTE
გინეკოლოგის მანიპულაციის დროს უშუალოდ საშვილოსნოს ყელამდე აღწევს სითხე და სახლში სპრინცოვკით ამას უბრალოდ ვერ მოახერხებ

სახლშიც შეიძლება მაგის მოხერხება, უბრალოდ არ არის სასურველი. მანიპულაცია უნდა ჩატარდეს ფრთხილად, დუნედ, ყოველგვარი ჭავლის გარეშე.

QUOTE
სითხე ხომ მთლიანად უნდა მოედოს შიგნით

შიგნით სად?
უშუალოდ საშვილოსნოს ღრუ კი არ ირეცხება, არამედ მხოლოდ საშო.

მომიტევეთ ამდენი ლაქლაქისთვის ;-)

Posted by: BaBajanka 22 Jun 2006, 17:58
მე მაქვს სოკო და ტრიხამონა, მაგრამ გინეკოლოგს არ მოსვლია თავში აზრად გამორეცხვა. სანთლები და აბები და ცოტა ხანი ქმარს არ ჩაეხუტოო. მეტი არაფერი.



Posted by: ikebana 22 Jun 2006, 21:06
BaBajanka
ვისთან დადიხარ? და ქმარს არ გაუკეთა ანალიზი?

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 21:27
BaBajanka
QUOTE
გინეკოლოგს არ მოსვლია თავში აზრად გამორეცხვა. სანთლები და აბები

რომელ კლინიკაში დადიხარ, თუ საიდუმლო არაა??? და წამლებს ქმარიც სვავს? ჩვენ ორივე ვსვავთ ზუსტად ერთნაირად(ტიბერალს და ფლოკსანს), და მე დამატებით კიდევ ფლუნოლს ვსვავ.

Posted by: kusuna 22 Jun 2006, 21:32
ტრიქომონას მკურნალობა უმეტესად მეტრონიდაზოლით ხდება. მეუღლეს შეიძლება სიმპტომები არ ჰქონეს (მამაკაცებს, ჩვეულებრივ, სიმპტომები იშვიათად აქვთ), მაგრამ მკურნალობა მაინც სასურველია.
სოკოვანი ინფექციებისათვის დიფლუკანი (ტაბლეტი), ან ადგილობრივი რომელიმე -აზოლი, მაგალითად კლოტრიმაზოლი არის "მოდაში" ამერიკაში.
გამორეცხვები კი ნამდვილად აღარ არის "მოდაში", რადგან კლავს ლაქტობაცილას, რომელიც " ქალების მეგობარია" smile.gif

Posted by: Breaky 22 Jun 2006, 21:39
QUOTE
ტრიქომონას მკურნალობა უმეტესად მეტრონიდაზოლით ხდება.

ეგ უკვე გამოვიარე და არ მიშველა და ახლა ტიბერალი დამინიშნეს (საკმაოდ ძვირიც ღირს), მარა ყველაფერი ინდივიდუალურია.

QUOTE
მეუღლეს შეიძლება სიმპტომები არ ჰქონეს (მამაკაცებს, ჩვეულებრივ, სიმპტომები იშვიათად აქვთ), მაგრამ მკურნალობა მაინც სასურველია.

ეგრეც არის, ქმარს არაფერი ამოუვიდა ანალიზში, მარა მაინც ყლაპავს წამლებს და თან ჩხუბობს, ლუდს ვერ ვსვავო biggrin.gif

QUOTE
გამორეცხვები კი ნამდვილად აღარ არის "მოდაში", რადგან კლავს ლაქტობაცილას, რომელიც " ქალების მეგობარია"

ვსო, დამარწმუნეთ, ამის მერე აღარც მე ვივლი გამორეცხვებზე, უკვე საკმაოდ შევშინდი smile.gif

Posted by: Angelopulosi 23 Jun 2006, 09:57
QUOTE
ვსო, დამარწმუნეთ, ამის მერე აღარც მე ვივლი გამორეცხვებზე, უკვე საკმაოდ შევშინდი

აი ასე, ვუჯერებთ ერთმანეთს, მხოლოდ ვიღაცამ რაღაცა თქვას დონეზე და რამე რო დაგვემართოს, ექიმია დამნაშავე.. ეეჰჰ rolleyes.gif

QUOTE
გინილაკი (არის ასეთი თანამედროვე და ახალი პრეპარატი, რომელიც ბევრმა ექიმმა ან არ იცის ან არ უნდა რომ იცოდეს)


ეგ დამინიშნა ჩემმა ექიმმა გამორეცხვების, ტიბერალის სმისა და ტერჟინალის
სანთლების მერე.
მგონი ჩემი ექიმი ძაან პრადვინუტია wink.gif ხოდა ახლა ვარ სრულიად ჯანმრთელი.

მადლობა პატრულს biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jun 2006, 10:27
QUOTE
ტერჟინალის
სანთლები

ძილის წინ და დილით სოდიანი წყლით ჩაბანა.

Posted by: Angelopulosi 23 Jun 2006, 10:31
WOMAN IN LOVE
QUOTE
ძილის წინ და დილით სოდიანი წყლით ჩაბანა.

უკაცრავად? smile.gif

Posted by: kuna 23 Jun 2006, 13:28
აუ აქ რამხელა ამბავია ამ გამორეცხვებზეეეეეეეეე
არა და დღეს ქალების უმეტესობის პრობლემაა სოკო და ტრიქომონა.
თან ახლა ზღვაზეც წავლენ და...........
შემოდგომაზე გაკეთდებიან გინეკოლოგები!
QUOTE
ვსო, დამარწმუნეთ, ამის მერე აღარც მე ვივლი გამორეცხვებზე, უკვე საკმაოდ შევშინდი

Breaky
აუცილებელი არაა ყველაფერი გაითავისო, დამიჯერე! 2kiss.gif

Posted by: BigCrow 23 Jun 2006, 15:18
pudelblack
QUOTE
ეხლა ვცზივარ დებილივით .ვერ გამიგია რა გამორეცხვა რის გამორეცხვა

biggrin.gif

და ვაბშე, რა მინდა აქ spy.gif წავალ ერთი კუჭს ამოვირეცხამ პივით givi.gif

Posted by: pudelblack 23 Jun 2006, 23:34
WOMAN IN LOVE
QUOTE
ძილის წინ და დილით სოდიანი წყლით ჩაბანა.

მე ვიცი რომ სოდიან წყლით კბილების გამოვლება ხდებაgivi.gif
მარგანცოვკა ხომ არ უნდა დაგეწერაwink.gif

Posted by: kuna 28 Jun 2006, 15:23
QUOTE
მე ვიცი რომ სოდიან წყლით კბილების გამოვლება ხდება

ჩაბანაც ხდებოდა წინა საუკუნეში, ახლა ამოღებულია.
განსაკუთრებით სოდა ძაან კოპფლიკტშია სოკოსთან.

Posted by: DODONA 29 Jun 2006, 17:59
ეხლა წავიკითხე და ვნერვიულობ,ორი თვის ორსულისთვის შეიძლება გამორეცხვა?
ძლივს დავრჩი ორსულად და რომ მომეშალოს


ხო არ მოვიცადო ცოტა ხნით კიდევ?

მაგრამ დავიჯერო ეგეთი დებილი ექიმი მყავს რომ ეგ აღარ იცის?

Posted by: tukula 30 Jun 2006, 09:28
DODONA
ორსულისთვის გამორეცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს თუ პრობლემური ორსულობაა

Posted by: DODONA 30 Jun 2006, 09:33
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე,ჩაჩავაში დავდივარ კონსულტაციაზე და იქ მითხრეს ეგ გამორაცხვები.
არ გავიკეთებ ცოცხალი თAვით,ხომ იქნება სხვა რამე საშვალება?
ძლივს რაღაც მეღირსა და რომ მომეშალოს თანაც გადავყვები

Posted by: LKLK 30 Jun 2006, 11:09
DODONA
არ გაბედო გამორეცხვების გაკეთება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. არ გაბედო!!!!

Posted by: Princess 30 Jun 2006, 11:35
LKLK

უკვე თუ არის ორსულად რატომ არის საჭირო გამორეცხვები საერთოდ? რაღაც ვერ გავიგე

Posted by: daduka 30 Jun 2006, 11:41
დეპრესია მემართება აქ რომ შემოვდივარ და რაღაცებს ვკითხულობ...user.gif

მოკლედ ექიმთან მისვლა საერთოდ აღარ ღირს მემგონი......ისევ ჯობია შენით იმკურნალო თუ რა ხდება??????

QUOTE
ხოდა სულ ბანალური რამით შემიძLია თავი დავიცვა რომ ანთება არ შემომიტრიალდეს და უფრო ძლიერად არ განვითარდეს.

რითი პუდელჩიკ?


Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 01:19
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, გული გამისკდა, არა რაააააა. აღარ ვთხოვდები, ჭირს წაუღია გათხოვება, რაც აქ წავიკითხე, სერიოზულად შემეშინდაsmile.gif
თუ საიდუმლო არაა ეს გამორეცხვა რა შემთხვევაშია საჭირო? და კიდევ ერთი, გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან უსიამოვნოა?

Posted by: daduka 12 Jul 2006, 01:59
@maka@
QUOTE
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, გული გამისკდა, არა რაააააა. აღარ ვთხოვდები, ჭირს წაუღია გათხოვება, რაც აქ წავიკითხე, სერიოზულად შემეშინდა
თუ საიდუმლო არაა ეს გამორეცხვა რა შემთხვევაშია საჭირო? და კიდევ ერთი, გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან უსიამოვნოა?


გამორეცხვა ძირითადად საჭიროა მაშინ, როდესაც რაიმეს მკურნალობ...........

აქ რაღაც კატასტროფულ მოვლენად დახატეს გინეკოლოგთან მისვლა!
მინდა დაგარწმუნო, რომ აფაფერი სასწაული მაგაში არ არის smile.gif



Posted by: ATB 12 Jul 2006, 12:01
@maka@
QUOTE
თუ საიდუმლო არაა ეს გამორეცხვა რა შემთხვევაშია საჭირო?

ნუ შეშინდები ნამდვილად არაფერია საპანიკო, გამორეცხვა მაშინ არის საჭირო როცა სოკო(ან რიმე მსგავსი) ინფექციაა აქვს ქალს, ასე რომ ნუ შეშინდებით. საერთოდ 10 გამორეცხვაზე მეტი არ შეიძლება, თუმცა ფულის კეთების მიზნით აკეთებენ 20,30 და ასე შემდეგ.......

* * *
DODONA
QUOTE
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე,ჩაჩავაში დავდივარ კონსულტაციაზე და იქ მითხრეს ეგ გამორაცხვები.
არ გავიკეთებ ცოცხალი თავით,ხომ იქნება სხვა რამე საშვალება?
ძლივს რაღაც მეღირსა და რომ მომეშალოს თანაც გადავყვები


ნამდვილად არ დაეთანხმო და არ გაიკეთო არავითარ შემთხვევაში, ისე არ ვარგა ეგ გამორეცხვა-ფლორას სულ აშორებს, და მითუმეტეს ორსული ქალისთვის, არის სხვა საშუალებები რითაც შეიძლება სოკო ან რამე სხვა მორჩეს, ასე რომ მოძებნე ნორმალური გინეკოლოგი. აბა შენ იცი წარმატებას გისურვებ...

Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 14:34
QUOTE
გამორეცხვა ძირითადად საჭიროა მაშინ, როდესაც რაიმეს მკურნალობ...........

აქ რაღაც კატასტროფულ მოვლენად დახატეს გინეკოლოგთან მისვლა!
მინდა დაგარწმუნო, რომ აფაფერი სასწაული მაგაში არ არის

ცოტა დავწყნარდი smile.gif კინაღამ გული გამიხდა სამკურნალო smile.gif

Posted by: DODONA 13 Jul 2006, 19:30
ჩაჩAვაში სიარულს მაგის გამო დავანებე თAვი, სამი თვის ორსული ვარ და ერთი დეგენერატი მაიძულებდა მაგ გამორეცხვებს. არადა ვიცი რომ არ შეიძლება, ეხლა ექიმი მყავს მოსაძებნი იმ პირობით რომ მაგ გამორეცხვებს არ გამიკეთებს და ეხოზე მანდ ტატიშვილთან ვივლი, ძალიან ვენდობი და სხვაგან სიარულიც არ მინდა

Posted by: Vika 13 Jul 2006, 21:32
OtsnebisKali
QUOTE
Princess
QUOTE
სურათებიიიი მინდაააააა

რა გინდა , გამორეცხვის სურათები გინდააა? biggrin.gif

lol.gif Пацталом lol.gif


-----------
ისე მეც არ გამიგია, простите тёмную. biggrin.gif

Posted by: Solveig 13 Jul 2006, 21:38
QUOTE
შეგაშინე რა რეალობაა გინდაც კუჭის გამორეცხვა ავიღოთ .განა სასარგებლოა მუდამ რეცხვა
ან გინდა ტანსაცმელი ავიღოთ .ყოველი რეცხის მერე ოდნავ ხარისხი ფუჭდება და იგივე ეფექტია ოხონდ ორგანიზმში

ლოგიკააა biggrin.gif
ვაიმე დედა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Basher 8 Aug 2006, 08:30

თუ ვინმეს იცის მიპასუხოს:
არსებობს კლოტრიმაზოლის: კრემი,მალამო,ხსნარი და სანთლები. ალბატ ქალისთვის სანთელი და მალამო ზედაპირულად კარგი ვარიანტი იქნება! ასევე თუ შეიზლება ამ ხსნარის რამოდენიმე წვეტი გადადუგებულ წყალში და შემდეგ გამორეცხვის პროცედურა??? ????????????????????????????????????

ამ დროს მამაკაცმა რიტი უნდა უშველოს თავს !? სანტელი გაიკეთოს თუ გამოირეცხოს????
თუ შეიძლება იგივე ხსნარის კონცეტრათით დაიბანოს და შემდეგ იგივე მალამო(ან ალბათ უმჯობესია კრემი წაისვას)?????

აი ეს კიტხვები მაქვს!

Posted by: OtsnebisQali 8 Aug 2006, 10:37
Basher
QUOTE
ამ დროს მამაკაცმა რიტი უნდა უშველოს თავს !? სანტელი გაიკეთოს თუ გამოირეცხოს????

eek.gif უკაცრავად, სად უნდა გაიკეთოს მამაკაცმა ვაგინალური სანთლები და რა უნდა გამოირეცხოს, ძალიან მაინტერესებს! ups.gif

Posted by: Basher 8 Aug 2006, 11:41
მაინდამაინც მაგ წინადადებაზე შეჩერდი? ეგ ერთადერთი წინადადება იყო რომელშიც იუმორი გამერია უნებლიეთ!

Posted by: Ursula 8 Aug 2006, 12:56
ძვირფასებო...

პირველად ქალთა კონსულტაციაში უკვე ფეხმძიმობის დროს მივედი..მანამდე არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია ....
უკვე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი და გასინჯვის სემდეგ ექიმმა (ჩაჩავას კონსულტაციაში) აუცილებლად გექნება სოკოო(თუმცა არანაირი ჩივილი არ მქონდა) და გამაკეტებინა ანალიზი...ზოგადი.. და კიდევ რაღაც სპეციფიკური... 3 დღის შემდეგ აღმოჩნა , რომ არაფერიც არ მაქვს...მანამდე კი მაიძულებდა დროს ნუ ვკარგავთ გაიკეთე გამორეცხვებიო...
როდესაც ანალიზებიდან უარყოფითი პასუხი მივიღეთ , მაინც მაძალებდა.. თავი დავიზღვიოთო.. არა და არანაირი ჩივილი არ მქონდა...
დასკვნები თავად გამოიტანეთ...!
უბრალოდ უხერხულია ...
როდესაც შეატყობენ რომ პაციენტი გადახდისუნარიანიაა....ზოგიერთი ძალიან ცუდად იქცევა....
უხერხულია...

Posted by: OtsnebisQali 8 Aug 2006, 13:33
Ursula
საერთოდ ორსულობის დროს არის ხოლმე გარკვეულის სახის სოკოდ მონათლული "დაავადებები", რომელიც შემდგომ ქრება. მე უფრო მეტი ვიცი, ერთს ატყუებდნენ ქლამიდია გაქვსო და კიდევ კარგი რამდენიმე პროცედურის მერე სხვა ექიმთან წავიდა . ძირითადად იტყუებიან ჩაჩავას კონსულტაციაში, ბევრი შემთხვევა ვიცი მანდ.

Posted by: makvala 8 Aug 2006, 21:35
აუფ, რამდენი გენიალური ჭორია აქ დაწერილი....

ვეცდები ზოგიერთს მაინც გავცე პასუხი

QUOTE
როგორ და აბობღდები იმ საშინელ სკამზე, ჩაგიდგავენ სარკეს,

ახლა აბობღება აღარ არის საჭირო, თანამედროვე სკამები მოტორიანია, კარუსელივით ადის–ჩადის და საზურგეც მოძრაობს, თუმცა ასეთები სულ ორგან ვნახე, ძვირებია, დაახლ 6000 ევრო. ისე ძველებურზეც არ არის პრობლემა აბობღება, თუ ასასვლელი მოწყობილი აქვთ. კომფორტია მძიმეწონოსნებისათვის, თორემ საქმეს იგივეს აკეთებს

QUOTE
გამორიცხულია, რომ ეგ გამორეცხვა სახლში ჩაიტარო

მართალი ხარ, სახლში გამორეცხვის უშნო მიმსგავსება შეიძლება ჩაიტარო და დამატებითი ინფექცია იშოვო

QUOTE
როგორც ჩემმა მეგობარმა (პრაქტიკოსი გინეკოლოგი შტატებში) მითხრა არც ისე უსაფრთხო რამეა გამორეცხვა. გამორეცხვის შედეგად შესაძლოა აღმავალი ინფექცია და ანთება განვითარდესო. შტატებში გამორეცხვას არცერთი გინეკოლოგი აღარ აკეთებს 60-იანი წლების მერეო.


არ არის ასე, სანთელი ვაგინალურ პროცედურას ვერ ცვლის. აღმავალი ინფექცია შეიძლება განვითარდეს უსუფთაო სამანიპულაციოში ასეპტიკის უხეში დარღვევისას. ამიტომ სასურველია სკამზე იყოს ერთჯერადი გადასაფარებელი, გამოყენებული იქნეს ერთჯერადი სარკე, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვ... სხვათა შორის თბილისშიც უკვე არის მცდელობა ამგვარი მუშაობის. მე დავწერე კიდეც თემაში "ექიმების მარიაჟობა ..."
http://forum.ge/?f=43&showtopic=33665305
კურიოზია, რომ ასეთი მომსახურება პაციენტმა ვერ დააფასა და მარიაჟობა და მატრაკვეცობა უწოდა

QUOTE
როგორც ექიმმა ამიხსნა: გამორეცხვისას ზიანდება ერთგვარი დამცავი შრე რომელიც საშვილოსნოს ყელის მიკრობებს არ აძლევს საშუალებას გადავიდეს ფალოპის მილებში. ასე რომ ინდივიდუალურობა არაფერ შუაშია. უბრალოდ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული ასეთი მანიპულაცია (რისკი არც ისე უმნიშვნელოა. საკვერცხეების ანთება არაა სახუმარო რამ). სანთელი მთლიან პროცესს არ შველის და მხოლოდ ადგილობრივად მოქმედებს. აი გლობალური ეფექტის მისაღებად კი სხვა საშუალებები არსებობს: ინექციები, აბები...
ისე კუსტარულად ძილის წინ გაკეთებული გამორეცხვა უფრო უსაფრთხოა. მარტივი მიზეზის გამო. გინეკოლოგის მანიპულაციის დროს უშუალოდ საშვილოსნოს ყელამდე აღწევს სითხე და სახლში სპრინცოვკით ამას უბრალოდ ვერ მოახერხებ. ასე რომ თუ გამორეცხვის გაკეთება გადაწყვიტეთ ათ ლარს ნუ გადაყრით. ბევრად უფრო იაფი ჯდება 1 ლიტრი გადადუღებული წყალი და 1 სუფრის კოვზი სოდა.


ამას სამ სიტყვაში ხუთი სისულელე ჰქვია, კომენტარს ვერ გავაკეთებ, აქ ან ექიმის რჩევაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ისე რომ ვერც ვხვდები რისი თქმა სურდა ექიმს, ან იმ ექიმს მხოლოდ დიპლომი აქვს და არა ცოდნა

QUOTE
გამორეცხვისთვის ექიმთან სირბილი არ არის საჭირო.

თვითმკურნალობის აპოლოგეტებს და მათ დამჯერებს – "რაც მოგივა დავითა, ყველა შენი თავითა"

QUOTE
თუ ექიმი ამისთვის თავისთან გიბარებს ე.ი. უბრალოდ გწეწავს

ისევ არ არის სწორი. გაწეწვა ასეც შეიძლება და სხვანაირადაც. ამ არგუმენტით შეიძლება უარი თქვა მკურნალობის ეფექტურ მეთოდზე. ექიმის საქმე შემოგთავაზოს, გადაწყვეტა თქვენზეა...

QUOTE
არ გაბედო გამორეცხვების გაკეთება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. არ გაბედო!!!!

მორიგი ჭორი

QUOTE
ნამდვილად არ დაეთანხმო და არ გაიკეთო არავითარ შემთხვევაში, ისე არ ვარგა ეგ გამორეცხვა-ფლორას სულ აშორებს, და მითუმეტეს ორსული ქალისთვის, არის სხვა საშუალებები რითაც შეიძლება სოკო ან რამე სხვა მორჩეს, ასე რომ მოძებნე ნორმალური გინეკოლოგი. აბა შენ იცი წარმატებას გისურვებ...


როცა გამორეცხვა ინიშნება, ფლორა საშოში უკვე არანორმალურია და გასანადგურებელი, ამის შემდეგ ხდება ნორმალური ფლორის აღდგენა სპეციალური ბაქტერიული კულტურის შემცველი პრეპარატებით

QUOTE
მე უფრო მეტი ვიცი, ერთს ატყუებდნენ ქლამიდია გაქვსო და კიდევ კარგი რამდენიმე პროცედურის მერე სხვა ექიმთან წავიდა . ძირითადად იტყუებიან ჩაჩავას კონსულტაციაში, ბევრი შემთხვევა ვიცი მანდ.


სერიოზული არგუმენტია. სამწუხაროდ არც ისე იშვიათი მოვლენაა. იტყუებიან ჩაჩავაშიც და სხვაგანაც, ექიმის დიპლომი და სერთიფიკატი კეთილსინდისიერებას არ ნიშნავს (საქართველოში მედიცინის ცოდნასაც არ ნიშნავს). "ცოდნა" და "კეთილსინდისიერება" ადვილი შესაძლებელია ექიმს ერთდროულად არ გააჩნდეს. მცოდნე მამაძაღლი კიდევ უფრო საშიშია, რადგან თავის მოსაზრებას ეფექტურად ასაბუთებს და უფრო კარგად წეწავს პაციენტს. ასე რომ თან საქმეც იცოდეს და წესიერიც იყოს ასეთებიც არიან, მაგრამ ამას თვითონ უნდა მიაგნოთ, აქ რეკლამა არ შეიძლება....

სამწუხაროდ კეთილსინდისიერების სერტიფიცირება არცერთ ქვეყანაში არ ხდება, უბრალოდ ნორმალურ ქვეყნებში დაზღვევა აიძულებს ექიმებს წესიერად იმუშაონ, თუმცა დაზღვევის გაწეწვასაც ახერხებენ...

ასე რომ რჩება ფილოსოფიური შეკითხვა "როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი" , რომელიც სხვათა შორის ქართულად მივეცი www.google.com –ს მოსაძებნად და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენიმე ვებ–გვერდი ამოყარა კიდეც. განსაკუთრებული არაფერია, თუ გინდათ თქვენც მოსთხოვეთ გუგლს და წაიკითხეთ...

პ.ს. ჯანდაცვაზე უფრო ხშირად პოლიტიკაში ვპოსტავ ხოლმე, ამიტომ ავატარი და ხელმოწერა პოლოტიკის განყოფილების შესაფერისად შევიცვალე.....

Posted by: makunakuna 8 Jul 2012, 22:56
რა მაინტერესებს ანუ გამორეცხვა რო გაიკეთო ორსულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ეგეთი რამე? ანუ აქტიდან 1 კვირაში ანუ მე-7 დღეს ხო ნაყოფიერდება და მაქამდე რო გაიკეთო გამორეცხვა შეიძლება?დამეხმარეთ რა?sad.gifდა რა სითხით უნდა გამოირეცხო?

Posted by: blblbl 9 Jul 2012, 01:33
makunakuna
არ გიშველის არააააა,არანაირი გამორეცვა არ გიშველის მიტუმეტეს ამდენი ხნის მერე გამორიცხულია აქტიდან ერთ კვირასი ამის კითხვა გამორეხვა მიშვლეის თუ არაო არ გეწყინოს და უბრალოდ სასაცილოა .საშოში კი არ რჩება სპერმა მთელი კვირა,იმ წამსვე რომ გამოირცეცხო მინიმალური შანსი კიდევ არსებობს რომ გადარჩე აქტიდან ერთ კვირაში გამორეცხვა რა შუაშია საერთოდ

Posted by: partizanka 26 Jul 2012, 08:53
წავიკითე თემა, მაგრამ მინდა ინგლისურ ენაზე ვნახო კომპეტენტური წყარო გამორეცხვის ავკარგიანობის შესახებ.
რა ქვია ინგლისურად მაგ პროცედურას ხომ ვერ მეტყვით?
ისე მე პირადად მივიჩნევ რომ გამორეცხვებს ვინც ნიშნავს ან უცოდინარია, ან უნამუსო, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს smile.gif

Posted by: tristeza 13 Feb 2013, 22:44
QUOTE
როცა გამორეცხვა ინიშნება, ფლორა საშოში უკვე არანორმალურია და გასანადგურებელი, ამის შემდეგ ხდება ნორმალური ფლორის აღდგენა სპეციალური ბაქტერიული კულტურის შემცველი პრეპარატებით


კი ბევრმა გალანძღა ეს გამორეცხვა ფორუმზე მაგრამ მეც ასე მგონია ... რა ვიცი რა ვიცი....

Posted by: Natuka NGN 14 Feb 2013, 17:28
partizanka
QUOTE
ინგლისურ ენაზე ვნახო კომპეტენტური წყარო გამორეცხვის ავკარგიანობის შე

ვერნახავ ინგლირუენაზე წყაროს, ვინაიდან სუსურუკუს მეთოდია smile.gifდასავლეთში მაგას არ ხამრობენ,.

Posted by: tristeza 14 Feb 2013, 21:55
Natuka NGN
QUOTE
სუსურუკუს მეთოდია დასავლეთში მაგას არ ხამრობენ,.


ძაან დავიბენი ..........


Posted by: tristeza 17 Feb 2013, 00:23
QUOTE
ვერნახავ ინგლირუენაზე წყაროს, ვინაიდან სუსურუკუს მეთოდია


ის ხსნარები რომლებიც აფთიაქში იყიდება და სსრკ-ს წარმოების არაა ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს მეუცნაურება.

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 00:50
გადავიკითხე ეს თემა და მართლაც ბევრი ლანძღავს ამ გამორეცხვებს, მაგრამ მე პირადად, მკურნალობის ორი კურსი ჩავიტარე, სოკო-მიკოპლაზმა-ურეაპლაზმა და ასევე ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა მქონდა ნაცხში, არ მიშველა ამ მკურნალობამ სრულყოფილად, მიკოპლაზმა-ურეაპლაზმიდან ერთი იყო მაინც დადებითი, არ მახსოვს ზუსტად რომელი .
10 დღე ვიარე პროცედურებზე, ზუსტად ისე როგორც ზემოთ წავიკითხე,ანუ გამოდის მარიაჟ ექიმებთან ვყოფილვარ biggrin.gif თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ. ნემსებსაც მიკეთებდნენ , ფაქტია რომ ამ ათდღიანმა პროცეურებმა სრულიად გაასუფთავა ჩემი ანალიზები, ყველაფერი ჩადგა მწყობრში და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვე დავასვენეთ ორგანიზმი და მეორე თვეში დავრჩი ორსულად.
მანამდე ჩემ მეუღლესაც იგივე სოკოს პრობლემა ქონდა, სხვა მხრივ ორივეს ანალიზები ყველა წესრიგში იყო, ვირუსებიც, სპერმოგრამაც და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მხოლოდ ზემოდ ნახსენები ინფექციები მიშლიდა ხელს .

Posted by: tristeza 18 Feb 2013, 00:03
მე არანაირი პროცედურები არ დამინიშნეს თვითონ იქ რომ ვიარო, არამედ სახლში ჩემით გამორეცხვები დამენიშნა სპეციალური ხსნარი (2 სხვადასხვა სახელწოდების) უნდა გავხსნა წყალში და გამოვიყენო. იქ რომ დავებარებინე და იმაში ცალკე მეხადა ფული აი მაშინ კი დავეჭვდებოდი.

Posted by: garfield1 18 Feb 2013, 00:17
tristeza
მე არ დავეჭვებულვარ, უბრალოდ რაღაც საშინელება მეგონა და პირველად რომ მივედი, ძლივს ჩამიდგეს სარკე, ისეთ პანიკებში ვიყავი და სულ 10 წუთიც არ ყოფილა ის პროცედურა. თან მიშველა და არანაირად არ მინანია მაგის გაკეთება, იმის მერე საერთოდ ან წვა, ან თეთრად შლა ან გამონადენი რა არის საერთოდ არ ვიცი

Posted by: tristeza 18 Feb 2013, 00:37
garfield1
QUOTE
ძლივს ჩამიდგეს სარკე


მე დამემართა ბოლოს რომ ვიყავი მისული გამოსაკვლევად ეგრე, არადა იქამდე რაც გავთხოვდი მას მერე რამდენჯერაც არ მივსულვარ სარკის ჩადგმა არც გამჭირვებია და არც ასე ძალიან მტკენია როგორც ახლა. მითხრეს გაღიზიანებული გაქვს და იმიტომ გტკივა ასეო (სოკოსგან)

QUOTE
თან მიშველა და არანაირად არ მინანია მაგის გაკეთება,


იმედია მეც მიშველის

QUOTE
იმის მერე საერთოდ ან წვა


აქტის დროს გეწვოდა შენც? რაც სოკო და ეროზია დამეწყო საშინელი წვა მაქვს (ნუ ახლა სანამ პროცედურებს ვიტარებ აკრძალილი მაქვს biggrin.gif ) ერთი სული მაქვს როდის ჩავამთავრებ მკურნალობას რომ ვნახო თუ გამივლის ეს დისკომფორტი sad.gif

Posted by: nerbe 18 Feb 2013, 03:26
QUOTE (natali kalandadze @ 21 Jun 2006, 18:03 )
როგორ კეთდება ვაგინალური გამორეცხვები? რა ხსნარით და რამდენად არის შესაძლებელი კუსტარულ პირობებში ანუ სახლში იმ საზიზღარი სკამის გარეშე გაკეთდეს თვითონ იმის მიერ ვინც იკეთებს? მოკლედ გამიგეთ ალბათ კითხვა.


10 ლარი უნდა ექთანს კლინიკაში

Posted by: garfield1 18 Feb 2013, 11:14
tristeza
ძალიან არ მაწუხებდა წვა მაგრამ აშკარად მქონდა აქტის დროს, უსიამოვნო შეგრძნება, ძალიან კარგად მიშველა და რავიცი მე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ნუ ძვირიც დაჯდა რათქმა უნდა, წამლები მე თვითონ ვიყიდე და 10 დღიან პროცედურაში კლინიკაში 150 ლარი გადავიხადე , მაგრამ ჩემდა გასაკვირად დაზღვევამ აანაზღაურა

Posted by: tassoo 2 May 2013, 17:51
რა საშინელებები წერია,,, მე ვიკეთებ ახლა გამორეცხვებს დღეს გავიკეთე პირველად........ მიუხედავად პოსტებისა მშვიდად ვარ smile.gif)

Posted by: Natuka NGN 2 May 2013, 18:06
tassoo
დეტალები შეგიძლია დაწერო? რითი გიკეთებენ და მიზეზი რაა ჩვენების smile.gif

Posted by: Solveig 4 May 2013, 01:14
QUOTE
ახლა აბობღება აღარ არის საჭირო, თანამედროვე სკამები მოტორიანია,

ამის ავტორს ნეტავ რამდენ კლინიკაში ეგულებოდა ეგ თანამედროვე სკამი...2006 წელს თან!

Posted by: zeppelinka 13 Aug 2013, 00:40
და დაახლოებით რა ღირს ერთი გამორეცხვა?ხვალ მივდივარ და მაინტერესებს: ))

Posted by: Solveig 19 Oct 2014, 18:56
vatexa2020

კროს პოსტინგი აკრძალულია.

პოსტი წაიშალა.

Posted by: ajupe 26 Oct 2014, 18:12
როგორ მაინტერესებს რომელი ექიმი ცდება - რომ ნიშნავს გამორეცხვას თუ რომელიც მის გარეშე მკურნალობს?
ჩემი ექიმი რა შემთხვევაშია სწორი ? - გამორეცხვა დამინიშნა და თანაც სახლის პირობებში ( სპეციალური ხსნარით რომელიც აფთიაქში შევიძინე)

Posted by: Solveig 27 Oct 2014, 11:16
ajupe

დღეს უკვე აღარ მიმართავენ გამორეცხვას ისე ხშირად და კსეთ,დროს, როგორც ადრე. რადგან ითვლება, რომ ეს არის აგრესიული ზემოქ,ედება ლორწოვან გარსზე, მოქმედებს მის მჟავიანობაზე, მიკროფლორის დარღვევას უწყობს ხელს და ა. შ.

გარდა ამისა, სახლის პირობებში სათანადო ჰიგიენის დაცვაც ვერ ხერხდება. ასე რომ, თუ რამეა, ისევ ექიმთან ჯობს გაკეთება....

Posted by: popusha 28 Oct 2014, 02:15
ოქტენისეპტი და ეპიგენი
ამაზე რა აზრის ხართ?
ვისაც გამოგიყენებიათ, შედეგი ქონდა?

არსებობს სპეციალური ვაგინალური ოყნები
ირიგაციული ოყნა ქვია სხვანაირად კიდევ
წინა გვერდებზე იკითხა ვიღაცამ

Posted by: Number 11 Dec 2015, 18:15
QUOTE (OtsnebisQali @ 8 Aug 2006, 13:33 )
Ursula
საერთოდ ორსულობის დროს არის ხოლმე გარკვეულის სახის სოკოდ მონათლული "დაავადებები", რომელიც შემდგომ ქრება. მე უფრო მეტი ვიცი, ერთს ატყუებდნენ ქლამიდია გაქვსო და კიდევ კარგი რამდენიმე პროცედურის მერე სხვა ექიმთან წავიდა . ძირითადად იტყუებიან ჩაჩავას კონსულტაციაში, ბევრი შემთხვევა ვიცი მანდ.

გამარჯობა. მეც მომატყუეს იგივე... თუ გახსოვს რომელ კლინიკაში ან რომელი ექიმი იტყუებოდა მაგას.. პირადში მომწერო იქნებ? დედა უნდა ის ვუქნა... mad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)