მოკლედ მგონი მეშველა და მივაგენი ქოქოსის ზეთს. ვიცი რომ ბევრი კითხულობდით მათ შორის მეც. ყველა განყოფილებაში ვიკითხე გონი )))))))
ვაჟა ფშაველას 20 ნომერში, დანკინ დონატსის პირდაპირ ზუსტად არი ქიმიური ნივთიერებბების თუ რაღაც მაგდაგვარის მაღაზია და იქ ამზადებენ თურმე. არ ვიცი ფასი. გუშინ გავიგე და დღეს მივედი მაგრამ კვირაობით არ მუშაობენ თურმე. ხვალ თუ მექნა სამსახურის მერე დრო აუცილებლად უნდა გავიდე და გავიგო.
კიდევ იყიდება ფარმადეპოს აფთიაქებში პატარა ბოთლუკებში. მე თმისთვის ვხმარობ მაგრამ ეგ ბოთლი მხოლოდ2-3 გამოყენებაზე მყოფნის...
რაც შეეხება პროდუქტს...
მდიდარია სასარგებლო თვისებებით. ქოქოსის ზეთს მხოლოდ კოსმეტოლოგიური მიზნებისთვის არ იყენებენ. გთავაზობთ ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 საშუალებას, რომელიც ყველამ როდი იცის.
თავის დაბანამდე თმის ნიღბის სახით ქოქოსის ზეთის გამოყენება ქერტლის წინააღმდეგ სამკურნალო შამპუნზე უკეთესად დაგეხმარებათ. დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თავის კანში შეიზილეთ ქოქოსის ზეთის მცირე რაოდენობა. ეს პროცედურა შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გაიკეთოთ.
თუ თქვენ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი და მგრძნობიარე, მშრალი კანი გაქვთ, ქოქოსის ზეთზე უკეთეს საშუალებას ვერ იპოვით. ეს ნატურალური პროდუქტი კანის სხვადასხვა პრობლემას გაუმკლავდება. ქოქოსის ზეთი კარგად ატენიანებს კანს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
თუ ზამთარში ან დახუთულ შენობებში ხშირად გიშრებათ და გისკდებათ ტუჩები, წაისვით მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთი - ის უბრალოდ საოცრებებს მოახდენს.
თუ თმა გცვივათ, მის წინააღმდეგ საბრძოლველად ასევე საუკეთესო საშუალებაა ქოქოსის ზეთი. თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი თავის კანზე არსებული მიკრობებია. ქოქოსის ზეთი თმის ცვენას შეაჩერებს ლაურინისა და კაპრინის მჟავების წყალობით, რომელიც ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, აურიეთ მცირე რაოდენობით კეფირთან და ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერეთ ორი საათით. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ ცივი წყალი.
ზაფხულში ქოქოსის ზეთი ულტრაისფერი სხივებისგან დაცვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუ მას მთელს სხეულზე წაისვამთ, რუჯი თანაბრად და ლამაზად მოგეკიდებათ.
ქოქოსის ზეთი ამაგრებს და ატენიანებს თმას. შეიზილეთ ზეთი მშრალ თმაში საღამოს, თავზე დაიხურეთ აბაზანის ქუდი და დაიძინეთ. დილით კი თავი შამპუნით კარგად დაიბანეთ.
ეს საოცარი საშუალება დაგეხმარებათ მცირე სახის ჭრილობებისა და ნაკაწრების დროსაც. მას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს შეხორცების პროცესს და ხელს უშლის ნაწიბურების წარმოქმნას.
ქოქოსის ზეთი შესანიშნავად აშორებს დაბანის შემდეგ დარჩენილ მაკიაჟს. ის სუპერმარკეტებში შეძენილი კოსმეტიკური პროდუქციის კარგი ალტერნატივაა. ბამბის ტამპონზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის ზეთი, გაიწმინდეთ სახე, შემდეგ კი გაიმშრალეთ ხელსახოცით. ეს შესანიშნავი მეთოდია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.
თუ თქვენს ძაღლს ხშირად ესევიან ტკიპები ან რწყილები, ბეწვში შეუზილეთ ქოქოსის ზეთი. თავდაპირველად ძაღლის ბეწვი ზედმეტად ცხიმიანი მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს მალე გაივლის. ასევე ცხოველის ბეწვი დროთა განმავლობაში უფრო მოვლილი და მბზინვარე გახდება.
ქოქოსის ზეთი ორგანიზმის დეტოქსიკაციის შესანიშნავი საშუალებაა. გამოიყენეთ ის ნაღების კარაქის ნაცვლად შვიდი დღის განმავლობაში და სასურველ შედეგს მალე მიაღწევთ.