წონაში არ დაიკელი?
რამდენი ხანია ასე ხარ?
პ.ს. გლუტენის აუტანლობაზე არ გაქვს ეჭვი?
არ მახსოვს რომელი ბურღულეული არ შეიცავს გლუტენს.
ექიმი გეტყვის ალაბთ ან დასერჩე და ამის დიეტა დაიცავი ერთი ორი დღე მაინც და ნახე - თუ აგეშლება კუჭი.
ხო და კიდევ: ნუ იქნები შენივე კუჭის მონა
თან არ გინდა რომ ცუდად იყო და თან რაღაც-რაღაცეებს ვერ ელევი.
მეც ძალიან მიყვარდა უნალექო ყავა და ღორის მწვადები, მაგრამ 10-14 წელია აღარ ვჭამ და ვსვამ ამ გემრიელობებს, იმიტომ რომ თუ დავლიე ყავა - სასწრაფოს გამოძახება ხდება საჭირო და თუ ღორის ხორცი ვჭამე - წაყირავებული ვარ ნიჟარაში ის დღე
ხო და სასწრაფოებს და ნიჟარაზე ჩახუტებებს მირჩებია ჩემი კარგად ყოფნა.
შენც ასე უნდა მოიქცე.
2 დღით მაინც უარი თქვი ხორბლის პურზე.
არის დიდ სუპერმარკეტებში gluten-free სექციები.
იქ იყიდე რამე პურები, სუხარები, ბურღულეული და ის ჭამე საჭმელთან ერთად.
და ნახე - თუ აგეშლება კუჭი.
(სხვა საკვებიც დასერჩე - რომელი შეიცავს გლუტენს და ისინიც არ მიიღო ის 2 დღე).
თუ არ აგეშალა კუჭი - ე.ი. გლუტენი გიშვრება ამას და უნდა დადგე სამუდამო ან რამოდენიმე წლიან გლუტენ-ფრეე დიეტაზე.
პ.ს. რძის პროდუქტები რომ აკრძალე - იმ პერიოდში ნამცხვრები, პეჩენიები, კანფეტები, შოკოლადები, ვაფლები - თუ მიიღე ცოტა რაოდენობით მაინც?