ამასწინათ მთელი ჯგუფი შევედით, კონტროლი იყო უმკაცრესი, სამსხურეობრივი ვორკ ტრიპი იყო და ტიპებმა თბილისშიც რეკეს იმ კომპანიის ოფისში ვისი მეშვეობითაც მივდიოდით, დაკითხვები იყო სერიოზული, აქ რა გინდათ წასულიყავით პარიზსში და ლონდონში, აქ რა ნახეთ სანახავიო. 2-3 საათიანი კონტროლის მერე ძლივს გაგვიშვეს.. უკანა გზაზე იმაზე მეტი თუ არა ნაკლები კითხვები არ დაუსვიათ..
უკან შემოსვლაზე დავაკვირდით და ვინც ოჯახებთან ერთად იყო იმათ პასპორტზე უკანა მხარეს დააკრეს ყვითელი სტიკერი ოღონდ ცოტა მომართკუთხედო ფორმის, ასეთი სტიკერის მფლობელები არ შეაწუხეს ზედმეტად, ვისაც ცოტა ბუთქუნა შტრიხოკდიანი სტიკერი დაგვიკრეს ბოლომდე შეგვიმოწმეს ყველაფერი, სერიოზული ჩხრეკა მიდის! ძალიან უსიამოვნო გრძნობაა... თურქეთში ჩემი ვიზიტები ნახეს პასპორტში და მაგაზე მკითხეს ვისთან ერთად იყავი და რა გინდოდაო, სხვებს ისიც ჰკითხეს შენი სახელი რას ნიშნავსო.. პაპაშენს რა ერქვაო და ა.შ... მოკლედ მინდა გითხრათ რომ საკმაოდ უსიამოვნო გარემოა..
თავად იერუსალიმი ნავთლუღის ბაზარს ჰგავს ცოტა უფრო ნავაროჩენ ფარგლებში....
ძალიან მომეწონა ზღვა და სანაპირო ზოლი... ძალიან კარგი ჰავაა, სინესტე არ იგრძნობა. თბილისში რომ ჩამოვედი აქაურ ჰაერზე ლამის ხველა ამიტყდა ეს რა სიბინძურე ტრიალებს აქ. კიდევ ის მომეწონა რომ ადგილობრივები (თელ ავივში) საკმაოდ სპორტულად და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, ფრენბურთის მოედნებია და იქ თამაშობენ ყველა საკის ხალხი, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც, სანაპიროზე დარბინ, ვარჯიშობენ და ა.შ მოკლედ კაი რამეა როცა ხედავ სპორტულ ხალხს
სასტიკად არ მომეწონა საჭმელები, როგორ ჭამენ ვერც კი ვხვდები...
ფასები კატასტროფა, უძვირესი.
მოკლედ ერთადერთი ნათელი წერტილი რაც ვნახე იაერუსალიმი და ჯვრის მონასტერი იყო, სხვა დანარჩენზე რა გითხრათ... ერთი ეგ ვიცი რომ ტურისტულად აქ წასვლას არავის ვურჩევ.