Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ჩემი ნაკვეთი, ნაწილი IV


Posted by: pamplona 4 Dec 2023, 21:24
წინა თემა: https://forum.ge/?f=72&showtopic=35234318&st=0

მეგობრებო, ყველას ლამაზ ეზოებს გისურვებთ, მეტი სიმწვანე ჩვენს ირგვლივ

გიზიარებთ ნერგების სხვადასხვა საიტებს

https://www.ashwoodnurseries.com/shop/plants.html
https://www.bruns.de/en/home-en/
https://www.hgeers.nl/
https://katalog.smsmarmaragroup.com/a
https://www.gardenia.net/


user posted image

Posted by: CoderiotGe 5 Dec 2023, 12:12
დაცფიქსირდები აქაც, იმედია ამ თემაში ჩემი ეზოს სურათიც მოესწრება..

ყოველდღე ვფიქრობ ეზოს მოწყობაზე, ვცდილობ დავიგეგმო რა როდის და რის მერე გავაკეთო. ჯერ ვიფიქრე, ნაკვეთში ჩავყრი უკვე ნაძვებს, რომ სანამ მშენებლობა დაიწყება და გავა ბოლოში,
ცოტას მოასწრებენ გაზრდასთქო, მაგრამ მაგ ვარიანტზე გული მეთანაღრება, სამშენებლო ნაგავი და ტექნიკის მოძრაობა გააფუწებს მგონია.
ამ მარჩიელობაში ასეთი იდეა დამებადა, სოფელში მაქვს ცარიელი, შემოღობილი ნაკვეთი და პატარა (80სმ - 1.5მ) ნაძვები რომ მეყიდა და იქ ჩამეყარა, 2-3 წელიწადში მოიმატებდნენ კარგად და
მშენებლობაც რომ მორჩებოდა, მერ ეუკვე გაზრდილებს გადავიტანდი. არ ვიცი რამდენად რეალურია ეს ვარიანტი და თქვენი რჩევა დამჭირდება. მეუბნებიან შეიძლება ნებართვა დაგჭირდესო და მართლა საჭიროა ეგ ნებართვა ჩემი ერთი ნაკვეთიდან მეორეზე რომ გადავრგო? და ნებართვა ძვირი ღირს?
და თვითონ მცენარის "ჯანმრთელობის" მხრივ რამდენად სარისკო შეიძლება იყოს ასე წინა და უკან რომ ვაკატაო?


Posted by: webdesigner93 5 Dec 2023, 16:49
CoderiotGe
ნებართვის არ ვიცი , მაგრამ დარგვაზე მეც მაგ ფიქრებში ვარ , თან მინდა დაავრგო , თან ამ მშენებლობა / რემონტის პროცესში არ გავაფუჭო ეს მცენარეები მეთანაღრება გული biggrin.gif

თუმცა მე შაავი კარკასის მშენებლობა უკვე დავამთავრე.

Posted by: CoderiotGe 5 Dec 2023, 17:33
webdesigner93
მაგარია, კაი ეტაპზე ხარ.. მე ჯერ საძირკველის გათხრაც არ მაქვს დაწყებული.
ისე რამდენ ხანში მორჩი შავ კარკასს?

Posted by: webdesigner93 5 Dec 2023, 18:15
CoderiotGe
შავი კარკასიც პირობით ცნებაა. ახლა ვარ ამ ეტაპზე : მონოლითი მზადაა ბუნებრივია , გარე პერიმეტრის ტიხრები ამოყვანილია , ასევე ამოყვანილია შიდა ტიხრები , გარედან სახლი გაილესა , შემდეგ დათბუნდა და წებოცემენტით კვლავ გაილესა , ამის შემდეგ ე.წ. მიუნხენი გაკეთდა და შეიღება. ასევე გადახურვაა გაკეთებული და სახურავის იზოლაცია. სახლში კარ ფანჯარა ბუნებრივია ჩასმულია. გაკეთებულია არტეზიული ჭა და კანალიზაციისთვის სეპტიკი. გაკეთებულია ოთხივე მხარეს კაპიტალური ღობე , გაილესა ეს ღობე , დაიბრიზგა და შეიღება. ჩასმულია ჭიშკარი. სახურავის გადმოწეულ ნაწილზე გაკეთდა ე.წ. ხის "აბშივკა". აი ამ ეტაპზე ვარ ახლა. ველი სოკარს როდის შემომიყვანს გაზს და ასევე ენერგო პროს , როდის შემომიყვანს დენს , განცხადებები დაწერილი მაქვს. ამ ეტაპამდე მოვედი 5 თვეში. ჩემი გეგმაა რომ აგვისტოში მზად მქონდეს უკვე ყველაფერი საცხოვრებლად , შუაში პერიოდული დასვენებებით , თორემ ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის გავლა , უამრავ ენერგიას მოითხოვს biggrin.gif ახლა რაღაც ტრავმა მაქვს გაპრობლემებული და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენო თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად და მერე რეაბილიტაციისთვის , ამასობაში ეს ახალი წლის ლოთობაც გაივლის როცა არც ერთი ხელოსანი არ ინდობა და თებერვლის დასაწყისიდან მინდა დავიწყო ელექტროობის დაქსელვა , გიპერით გალესვა , კოლოფების ჩაყენება , შემდეგ გათბობის , სანტექნიკის და კანალიზაციის მოწყობა და იატაკის მოჭიმვა , ჭერის მოწყობა და კი მივალ უკვე "კოსმეტიკური რემონტის" ეტაპამდე და დავისვენებ კიდე ცოტას biggrin.gif და მერე უკვე საფინალო ეტაპი რა. ვნახოთ რა და როგორ გამომივა ....

Posted by: CoderiotGe 5 Dec 2023, 18:57
webdesigner93
ყოჩაღ ეგ ყველაფერი თუ 5 თვეში მოაგვარე biggrin.gif
რაც ჩამოთვალე მაგ სამუშაოებზე მე 2 წელს ვანგარიშობ

Posted by: webdesigner93 5 Dec 2023, 20:04
CoderiotGe
თან ხო ძალიან დამღლელი და ემოციურად გამომფიტავი პროცესია , მაგრამ თან რაღაცნაირი ჩელენჯია რა biggrin.gif მე სესხი ავიღე და ამ ეტაპისთვის ფინანსური მხარე არ იყო პრობლემა , ხოდა რეალურადაც ეგრეა რა , ფული თქვი თორემ ამ პერიოდში კიდე სხვა რაღაცების მოსწრებაც შეიძლებოდა biggrin.gif ფულის გადადებით თუ მიყვები , მაშინ რა თქმა უნდა ნელა ნელა გაივლი ამ ყველა ეტაპს.

Posted by: Master_Nick 5 Dec 2023, 23:29
გილოცავთ ახალ თემას, ბევრი ახალი ეზო და სიმწვანე გვინდა ამ თემაშიsmile.gif

Posted by: tavadze 6 Dec 2023, 10:29
CoderiotGe
QUOTE
ამ მარჩიელობაში ასეთი იდეა დამებადა, სოფელში მაქვს ცარიელი, შემოღობილი ნაკვეთი და პატარა (80სმ - 1.5მ) ნაძვები რომ მეყიდა და იქ ჩამეყარა, 2-3 წელიწადში მოიმატებდნენ კარგად და
მშენებლობაც რომ მორჩებოდა, მერ ეუკვე გაზრდილებს გადავიტანდი. არ ვიცი რამდენად რეალურია ეს ვარიანტი და თქვენი რჩევა დამჭირდება.

ნებართვების ბევრი არაფერი გამეგება (არც მჭირდება), მაგრამ მცენარეების ასე გადარგვა-გადმორგვა არ მგონია გამართლებული - ვფიქრობ, მოზრდილ მცენარეებს უფრო გაუჭირდებათ ეგ პროცესი. თან, ყოველი გადარგვა მცენარისთვის სტრესია.
პ.ს. ნებართვას, მგონი, სოფლის საკრებულოც მოგცემს, რომ ნამდვილად შენი ეზოდან მიგაქვს ეგ ნაძვები.
webdesigner93
QUOTE
ახლა რაღაც ტრავმა მაქვს გაპრობლემებული და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენო თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად და მერე რეაბილიტაციისთვის ,

ჯანმრთელობას გისურვებ!
Master_Nick
QUOTE
გილოცავთ ახალ თემას, ბევრი ახალი ეზო და სიმწვანე გვინდა ამ თემაში

+10000000
დღეს მინდა დავრგო რაღაცები - ზეგ 10 დღით ბათუმში მიწევს გადაბარგება სამსახურის გამო და მინდა, მოვასწრო, მაგრამ თან გვარიანი ქარია და თუ დამაცალა... pamplona-ს ნაჩუქარი შავი ბამბუკები, სამტრედიაში ნაყიდი გინკო, ჩინური სტრიქტები და კანადური ნაძვია დასარგავთა სიაში...

Posted by: GEORGEXIII 6 Dec 2023, 12:18
ხალხო დარგვიდან ერთ კვირაში კიდევ მოვრწყე და რა ინტენსიობით უნდა რწყვა თუ მარტამდე აზრი არ აქვს და მერე განვაახლო მორწყვითი სამუშაოები?

Posted by: Master_Nick 6 Dec 2023, 19:04
tavadze
შავი ბამბუკი არ გამიგია და რამე ახალია?smile.gif ბევრი რამე გქონია მისახედი. მე ეზოში ადგილი აღარ მაქვს და დასვენეთ ყველამ, დიდმაც და პატარამაცsmile.gif

GEORGEXIII
ეხლა აღარ მორწყა, არ სჭირდება ზამთარში მცენარეს წყალი, მთავარია დარგვის მომენტში ხომ დაასხი კარგად წყალი?

Posted by: tavadze 6 Dec 2023, 20:13
Master_Nick
QUOTE
tavadze
შავი ბამბუკი არ გამიგია და რამე ახალია?

უშვიათი ჯიშია, მაგრამ ნამდვილად არსებობს. მეც ამ განყოფილებაში გავიგე რამდენიმე წლის წინ - ბაღის თემაში.
დაგუგლე, არის ფოტოები.
QUOTE
ბევრი რამე გქონია მისახედი. მე ეზოში ადგილი აღარ მაქვს და დასვენეთ ყველამ, დიდმაც და პატარამაც

მანდ კიდე არ დამიწერია ყველაფერი: კაკალი, მუშმალა, ყვითელი კალისთემონი, 2 ძორი მოცხარი, ჟოლო, რამდენიმე ძირი წიწვოვანი, ჟაბო, ჟასმინი, ვარდი აბრაკადაბრა, იაპონური ანუ ჭრელი ტირიფი, ბანანის პალმა, მარწყვის ხე, დეკორატიული ბალახი - 3 სახეობა, ირმის რქა - თეთრი და წიტელი ერტადაა გამოყვანილი კონტეინერში და ასევე ერთად მინდა დარგვა, ფიზოკარპუსი, გინკო და კიდევ 1-2 რაღაც, მაგრამ ამერია, ისინი რა ჯიშებია. biggrin.gif ამ საღამოს ცოტა გადაიდარა და დავრგე რაღაცები - 2 ძირი ბუდლეა, კანადური ნაძვი, საპნის ხე და რაღაცები.
ადგილის პრობლემა მეც მაქვს იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი ეზოა - 3 კომლის ეზოა გაერთიანებული. ყველაფერი კარგი სახლის ახლოს მინდა დავრგო, თორემ მოყვავილე ხეებს ეზოს ბოლოში ხო არ დავრგავ. არადა, სახლის მიმდებარედ გავავსე ყველაფერი. საღამოს ყვითელი კალისტემონისთვის ორმოც ამოვიღე, მაგრამ ძაან ჭიშკრისკენაა, სახლიდან ცოტა მოშორებით და ვიფიქრე, რაღა აქ დავრგო ეს სილამაზე-მეთქი. მერე აბრაკადაბრას დარგვა მინდოდა, მაგრამ ეგეც გადავიფიქრე იმავე მიზეზით და საბოლოოდ ჯუჯა ბუდლეა ჩავრგე. biggrin.gif იქ გზაა, იქ - სამანქანე ადგილი, იქ - სხვას არ უნდა შეუშალოს ხელი, თორემ მასე გაუთვლელად დარგული რაღაცები გადასარგავი მაქვს უკვე, და ეს ყველაფერი გასათვლელია. აი, კაკალი და მუშმალა იოლი დასარგავია - მაგათ კი გავიტან ეზოს შორეულ მხარეებში, თუმცა იქაც ბევრი ხილია.
QUOTE
GEORGEXIII
ეხლა აღარ მორწყა, არ სჭირდება ზამთარში მცენარეს წყალი,

+10000000. შეეშვით ზამთარში მორწყვას.

Posted by: webdesigner93 6 Dec 2023, 22:49
tavadze
QUOTE
ჯანმრთელობას გისურვებ!

დიდი მადლობა.

GEORGEXIII
QUOTE
ხალხო დარგვიდან ერთ კვირაში კიდევ მოვრწყე და რა ინტენსიობით უნდა რწყვა თუ მარტამდე აზრი არ აქვს და მერე განვაახლო მორწყვითი სამუშაოები?



მე არ ვრწყავ ხოლმე ზამთარში , აი ხანდახან თუ არის გადაბმულად რამდენიმე დღიანი კარგი სითბო ბალახი შეიძლება სუუუუულ ცოტაზე მოვრწყა ხოლმე , ეგაა და ეგ.

Posted by: GEORGEXIII 7 Dec 2023, 17:05
Master_Nick
tavadze
webdesigner93
ხოო გაზაფხულამდე მოვეშვი მორწყვით სამუშაოებს.

Posted by: PAINKILLER 7 Dec 2023, 17:39
QUOTE (GEORGEXIII @ 7 Dec 2023, 17:05 )
Master_Nick
tavadze
webdesigner93
ხოო გაზაფხულამდე მოვეშვი მორწყვით სამუშაოებს.

გაზაფხულზეც თუ წვიმები იქნება რათ უნდა მორწყვა smile.gif


მე მაისის ბოლომდე არ ვრწყავ ხოლმე (თუ ახალი დარგული არ არის), ეს ბოლო ორი წელია ივნის-ივლისიც საკმაოდ წვიმიანი გამოდგა და ფაქტიურად აგვისტოდან მოუწია მორწყვა ნერგებს smile.gif

Posted by: pamplona 7 Dec 2023, 23:15
tavadze
გაიხარე, გავიცანი კარგი ადამიანი up.gif



Master_Nick
მე მაქვს, ჩაგიგდებ უქმეებზე ფოტოებს, სახლში როგორები მაქვს

ქუთაისის გზაზე ყიდიან, თუმცა მაგათ ცუდ ფორმაში ყავდათ რო ვნახე წელს (ზაფხულში)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=663271929152029&set=pb.100064076827669.-2207520000&type=3

Posted by: GEORGEXIII 8 Dec 2023, 11:29
PAINKILLER
ხოო შევხედავა რა ამინდები იქნება. ძაან გადამეტებული მორწყვაც არ შეიძლება.

Posted by: Master_Nick 8 Dec 2023, 21:04
QUOTE (GEORGEXIII @ 8 Dec 2023, 11:29 )
PAINKILLER
ხოო შევხედავა რა ამინდები იქნება. ძაან გადამეტებული მორწყვაც არ შეიძლება.

ეგრეა ნამდვილად, მე ზედმეტი მორწვისგან, კავკასიური სოჭი კინაღამ გავახმეsmile.gif ზომიერებაა საჭირო ყველგან და ყველაფერში.

Posted by: muhambe 10 Dec 2023, 23:42
webdesigner93
CoderiotGe
ეგრე ღია გრუნტში დარგვა და მოგვიანებით გადარგვა გაუჭირდებათ მცენარეებს, როგორც დაგიწერეს. დიდი ყურადღება დაჭირდებათ რომ არ გახმნენ. მოზრდილ ქოთნებში შეიძლება გადატანა და იქ გაჩერება დარგვამდე. მე ეგრე ვაკეთებ

* * *
picea glauca rainbow's end ,Chamaecyparis lawsoniana 'Alumigold' ,Picea glauca “Sander’s Blue” ,Picea pungens Hoopsii ,Picea pungens “Iseli Fastigiata”., Abies lasiocarpa Compacta ,Abies pinsapo kelleriis ,juniperus horizontalis blue chip. chamaecyparis pisifera boulevard ,Abies procera Glauca. Picea pungens “Bialobock” ... მე ეს ნერგები შევიძინე და გადავრგე მოზრდილ ქოთნებში. 1-2 წელიწადში დავრგავ ადგილებს როცა გავუმზადებ. ნაძვის, სოჭის და უთხოვარის ფანი ვარ. ეგენია წიწვოვნებში ელიტარული მცენარეები.love.gif

Posted by: pamplona 28 Dec 2023, 21:34
QUOTE
muhambe
picea glauca rainbow's end ,Chamaecyparis lawsoniana 'Alumigold' ,Picea glauca “Sander’s Blue” ,Picea pungens Hoopsii ,Picea pungens “Iseli Fastigiata”., Abies lasiocarpa Compacta ,Abies pinsapo kelleriis ,juniperus horizontalis blue chip. chamaecyparis pisifera boulevard ,Abies procera Glauca. Picea pungens “Bialobock”


მაგარი ნერგებია up.gif




მრავალ დამდეგს, ყველას გილოცავთ bis.gif
user posted image

Posted by: tavadze 28 Dec 2023, 22:22
pamplona
QUOTE
tavadze
გაიხარე, გავიცანი კარგი ადამიანი

ვის გულისხმობ - ვალერის?
ამ დღეებში ბლომად რამეები შევიძინე: როგორც იქნა, ჰუპსიც დავითრიე. ასევე - სანდერს ბლუ და სუპერ ბლუ. კიდევ - ჩინური ჭრელი სტრიქტა და ასევე ჭრელი ღვია ვარიეგატა, დეკორატიული შინდი (წითელი ღეროებით), პანდულა კედარი... ნაახალწლევს ხეხილის ნერგებს შევიძენ აქეთ, აღმოსავლეთში, დასავლეთში კი ზუგდიდიდან და სამტრედიიდან მინდა რაღაცების დათრევა.
ამასობაში, როგორც იქნა, მივაღწიე სართიჭალის სანერგემდე და ეს რამხელა რაღაცა ყოფილა - მთელი დღე დაგჭირდება დასათვალიერებლად. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: muhambe 28 Dec 2023, 23:23
cupressus macrocarpa goldcrest wilma ანუ ლიმონიკის ყიდვა მინდა ნორმალურ ფასად და ვისთან გეგულებათ? თან ბევრგან მსგავს კვიპაროსს ყიდიან რომელიც გავს მაგრამ სხვაა რეალურად, ყინვას ვერ უძლებს, ოთახისაა და ეგეთი რომ შემომეყიდოს არ მინდა. სართიფლორასგან ვყიდულობ ხოლმე ნერგებს და მაგათ არ აქვთ

Posted by: tavadze 29 Dec 2023, 21:27
muhambe
QUOTE
cupressus macrocarpa goldcrest wilma ანუ ლიმონიკის ყიდვა მინდა ნორმალურ ფასად და ვისთან გეგულებათ? თან ბევრგან მსგავს კვიპაროსს ყიდიან რომელიც გავს მაგრამ სხვაა რეალურად, ყინვას ვერ უძლებს, ოთახისაა და ეგეთი რომ შემომეყიდოს არ მინდა. სართიფლორასგან ვყიდულობ ხოლმე ნერგებს და მაგათ არ აქვთ

ეგ ლიმონიკა გორგიაშიც მიყიდია და - ისანში, ჯეობოტანიკშიც. ორივე მშვენივრად უძლებს ზამთარს და ყინვებს. გორგიაში ახლა თუ აქვთ, არ ვიცი და ჯეობოტანიკს კი ამ შემოდგომაზე რამდენიმენაირი ჰქონდა - დიდებიც, პატარებიც და - შტამბოვანიც. ეს ბოლო 40 ლარი ღირდა, სხვები კი ბევრად იაფი იყო.

Posted by: fermina 29 Dec 2023, 22:01
tavadze
QUOTE
ჰუპსიც დავითრიე


სად იყიდე? საჩუქრად მინდოდა, გორგიაში არ იყო, აღმაშენებლის ხეივანზე არ იყო და სხვაგან საბოდიალოდ არ მეცალა, საბოლოოდ სუპერ ბლუს ყიდვა მომიწია საკმაოდ ძვირად.

Posted by: muhambe 29 Dec 2023, 22:41
tavadze
გორგიაში ეხლახანს ვიყავი და არ ქონდათ. ჯეობოტანიკის არსებობა არ ვიცოდი. მადლობა

Posted by: tavadze 29 Dec 2023, 23:34
fermina
QUOTE
სად იყიდე?

მუხიანში, პლანტ პლანეტში - 1-კვირიანი აქცია ჰქონდათ, 95-ლარიანები 52 ლარად.
QUOTE
საბოლოოდ სუპერ ბლუს ყიდვა მომიწია საკმაოდ ძვირად.

ეს სართი ფლორას აქვს ეხლა - პატარა, 20-30 სმ-იანი ნერგები 28 ლარად.

muhambe
QUOTE
ჯეობოტანიკის არსებობა არ ვიცოდი.

თურქების სანერგეა. ხარისხიანი, კარგად ნაკვებ-მოვლილი ნერგებიც აქვთ და - ბევრად იაფადაც. ისანში ისნისა და სამგორის მეტროებს შორისაა - ისნიდან თუ წახვალ, მარჯვენა მხარეს მეორადი ავტონაწილები რომ იყიდება, მაგის შემდეგაა. მისადგომადაც კარგი ადგილია. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანშიც გახსნეს ეხლა ფილიალი, თუმცა იქაურობის არაფერი ვიცი.

Posted by: kea 5 Jan 2024, 01:49
კარგო ხალხო, თბილისში ლისისკენ რა შეიძლება რო დავრგო ზამთარში? ამ რომელი სანერგიდან მირჩევდით თუ ახლა შესაძლებელია დარგვა.
მადლობა წინასწარ.

Posted by: pamplona 5 Jan 2024, 23:11
kea
სანერგეები ესენი:
https://www.facebook.com/sartiflora
https://www.facebook.com/plantloverforyou
https://www.facebook.com/floradepo
https://www.facebook.com/profile.php?id=100075878607107
https://www.facebook.com/rosehallgeorgia


დანარჩენებს ბიჭები გეტყვიან, მაქეთ კლიმატზე რომელი გაიხარებს უფრო მეტად



Posted by: webdesigner93 6 Jan 2024, 10:33
როგორ ხართ აბა ? მრავალ ახალ წელს , ბედნიერად და ლამაზი ეზოებით bis.gif

Posted by: tavadze 6 Jan 2024, 11:38
webdesigner93
QUOTE
როგორ ხართ აბა ? მრავალ ახალ წელს , ბედნიერად და ლამაზი ეზოებით

მადლობა, გაიხარე.
მეც გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. ღმერთმა ბედნიერი წელიწადი მოგცეთ, სიკეთის, ხვავ-ბარაქის და წინსვლა-წარმატებების წელი გქონოდეთ. რაც მთავარია, მშვიდობა და ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.
kea
QUOTE
კარგო ხალხო, თბილისში ლისისკენ რა შეიძლება რო დავრგო ზამთარში? ამ რომელი სანერგიდან მირჩევდით თუ ახლა შესაძლებელია დარგვა.

მე როგორც ვიცი, მაქ ყველაფერი ხარობს. დარგვისთვის კარგი დრო ეხლაა, ოღონდ მიწა არ უნდა იყოს გაყინული.
სანერგეებიდან მე თბილისში გაბუნიების სანერგეს გირჩევ ლოტკინზე. გაბოგარდენ - მაგათი გვერდია ფბ-ზე. ფბ-ზე, იოს ბოსტანში ძალიან აქებენ მირიან გელაშვილის ნერგებსაც, თუმცა მე მაგისგან არაფერი მიყიდია მაგრამ ძალიან მცოდნე და კომპეტენტური ხალხი ემადლიერება. ფბ-ზე შეგიძლია, მაგ გვარ-სახელით ნახო. გამოგზავნაზე თუ ხარ თანახმა, ქარელიდან გიორგი მასურაშვილსაც მაგარი ნერგები აქვს. დიდუბემდე აგზავნის მიკროავტობუსით, ან რაღაცები გარკვეულ დღეებში თავისი მანქანითაც ჩამოაქვთ თბილისშიც და სხვა რაიონებშიც (როგორც ვიცი, უფასოდ ჩამოაქვს, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვი). გორგია-დომინოსაც კარგი ნერგები აქვთ - კონტენეირებით, თუმცა სანერგეებზე ცოტა ძვირი კი ღირს.
პ.ს. ხალხნო, წიწვოვანებზე თოვლი თქვენც ასეთ პრობლემებს გიქმნით, თუ ჩემთან რა ხდება, ვერ ვიგებ. sad.gif ლამისაა ამ წიწვოვანებზე ხელი ავიღო, თოვლი ისეთ დღეში აგდებს. sad.gif გუშინ დავბრუნდი თბილისიდან და ყველაფერი ისეთ დღეში დამხვდა, არ ვიცი რა... არადა, დიდი თოვლი არ ყოფილა - ჰა-ჰა, სადღაც მუხლამდეო. ისიც მალევე დაადნო წვიმამ; თან, მეზობელმა დაბერტყა ეს ჩემი წიწვოვანები, მაგრამ ერთი ლიმნის კვიპაროსი (2 წლის წინ მაგის წვერი გადმომიტეხა თოვლმა) ლამის მიწაზეა გაფენილი; მეორე ლიმონიკაც გადახრილია; 4-5 მეტრის ხამეცეპარისი შარშან ხო გადახარა თოვლმა და წლეულს კიდევ უფროა გადახრილი, საყრდენები უნდა შევუდგა; არიზონა სარმა შეიმაგრა, თუმცა ცოტა მაინც წაფერდებულია (შარშან სულ მიწაზე დააწვინა), გოლდრაიდერი კი მიწაზეა გაფენილი... არადა, ესენი უკვე ხეებია და სულ სარზე ხო არ მეყოლება აკრული... sad.gif

Posted by: webdesigner93 6 Jan 2024, 15:09
tavadze
QUOTE
პ.ს. ხალხნო, წიწვოვანებზე თოვლი თქვენც ასეთ პრობლემებს გიქმნით, თუ ჩემთან რა ხდება, ვერ ვიგებ.  ლამისაა ამ წიწვოვანებზე ხელი ავიღო, თოვლი ისეთ დღეში აგდებს.  გუშინ დავბრუნდი თბილისიდან და ყველაფერი ისეთ დღეში დამხვდა, არ ვიცი რა... არადა, დიდი თოვლი არ ყოფილა - ჰა-ჰა, სადღაც მუხლამდეო. ისიც მალევე დაადნო წვიმამ; თან, მეზობელმა დაბერტყა ეს ჩემი წიწვოვანები, მაგრამ ერთი ლიმნის კვიპაროსი (2 წლის წინ მაგის წვერი გადმომიტეხა თოვლმა) ლამის მიწაზეა გაფენილი; მეორე ლიმონიკაც გადახრილია; 4-5 მეტრის ხამეცეპარისი შარშან ხო გადახარა თოვლმა და წლეულს კიდევ უფროა გადახრილი, საყრდენები უნდა შევუდგა; არიზონა სარმა შეიმაგრა, თუმცა ცოტა მაინც წაფერდებულია (შარშან სულ მიწაზე დააწვინა), გოლდრაიდერი კი მიწაზეა გაფენილი... არადა, ესენი უკვე ხეებია და სულ სარზე ხო არ მეყოლება აკრული...

შეიძლება შენკენ უფრო სველი თოვლი იცის და მძიმეა შესაბამისად და ეგაა მიზეზი ? ჩემი წიწვოვნები წყნეთში მშვენივრად გრძნობენ თავს , წელს ჯერ არ გვქონია თოვლი , მაგრამ წინა წლებში არაერთხელ დაითოვლნენ გემრიელად და რავიცი , პრობლემად არ ქცეულა ეგ ამბავი.

kea
QUOTE
კარგო ხალხო, თბილისში ლისისკენ რა შეიძლება რო დავრგო ზამთარში? ამ რომელი სანერგიდან მირჩევდით თუ ახლა შესაძლებელია დარგვა.
მადლობა წინასწარ.

მეც ლისზე გადავდივარ საცხოვრებლად , ჯერ არ მაქვს გამოცდილება , მაგრამ ადგილობრივებმა ყველაფერი ხარობსო და რავიცი აბა smile.gif ახლა კია დარგვისთვის კარგი დრო , მიწაც არაა გაყინული. ვაპირებდი კიდეც , მაგრამ გამომიხტა რაღაცები და სახლის შენებაც და ეზოს ამბებიც ალბათ თებერვლამდე დავაპაუზე, იმედია მხოლოდ თებერვლამდე biggrin.gif

Posted by: Master_Nick 6 Jan 2024, 20:57
QUOTE (kea @ 5 Jan 2024, 01:49 )
კარგო ხალხო, თბილისში ლისისკენ რა შეიძლება რო დავრგო ზამთარში? ამ რომელი სანერგიდან მირჩევდით თუ ახლა შესაძლებელია დარგვა.
მადლობა წინასწარ.

ლისისკენ ყველაფერი გაიხარებს, ზამთარში დარგვებს მაინც მოერიდე, მარტი-აპრილში ჯობია ხეების დარგვა

Posted by: webdesigner93 6 Jan 2024, 21:03
Master_Nick
QUOTE
ლისისკენ ყველაფერი გაიხარებს

იმედი მაქვს დიდი.

QUOTE
ზამთარში დარგვებს მაინც მოერიდე, მარტი-აპრილში ჯობია ხეების დარგვა

მიწის დამუშავება , კარგი ნოყიერი მიწის შეტანა და მერე ქვედა ფენებთან არევა მქონდა გეგმაში. ასევე სახლში ელექტროობის დაქსელვა და ლესვა. მაგრამ ჩემმა მოურჩენელმა ტრავმებმა არ მომასვენა და სტამბულში მომიწია სასწრაფოდ გამგზავრება და ორივე მუხლზე მორიგი ოპერაციის გაკეთება , ასე რომ ყველა ჩემი გეგმა გადაიდო მინიმუმ თებერვლამდე , იმედია 1 თვეში უკვე შევძლებ სიარულს biggrin.gif ახლა მხოლოდ ინტერნეტში ვიქექები და ვაგროვებ ინფორმაციას.

Posted by: Master_Nick 6 Jan 2024, 21:10
webdesigner93
როგორ ხარ?smile.gif გილოცავ ახალ წელს, დამდეგ შობას! როგორ მიდის შენი ეზოს/სახლის საქმეები? მომავალი წლისთვის ჩემი სახლის მანსარდის თბოიზოლაციის გაკეთება გადავწყვიტე და მერე შენგან კარგი კონსულტაცია დამჭირდება.

Posted by: webdesigner93 6 Jan 2024, 21:34
Master_Nick
QUOTE
როგორ ხარ?

ნელ ნელა რა , ვცდილობ ფორმაში მოსვლას smile.gif

QUOTE
გილოცავ ახალ წელს, დამდეგ შობას!

მადლობა დიდი , ასევე. ბედნიერება და ჯანმრთელობა იყოს მუდამ ჩვენთან smile.gif

QUOTE
როგორ მიდის შენი ეზოს/სახლის საქმეები?

სახლის შეფუთვა დავამთავრე ყველა მხრიდან , ფასადიც გავაკეთე , ეზოს ღობეც დავასრულე , გავლესე და შევღებე და აი მაქ მომიწია გაჩერება. როგორც ზემოთ დავწერე ოპერაციის გაკეთება მომიწია და სანამ ახლა ფეხზე არ დავდგები , ვერც ვერაფერს ვაკეთებ , თან უამრავი ფული წამივიდა ახლა ამ ოპერაციაზე და მოკლედ თავსატკივარი არ მელევა ბოლო პერიოდია smile.gif

QUOTE
მომავალი წლისთვის ჩემი სახლის მანსარდის თბოიზოლაციის გაკეთება გადავწყვიტე და მერე შენგან კარგი კონსულტაცია დამჭირდება.

რაც ვიცი რა პრობლემაა. პრინციპში დავწერ აქვე რა და როგორ გავაკეთე :

user posted image

user posted image

ასე იყო თავიდან. ჩემი პრობლემა იყო ის რომ სახურავს არ ჰქონდა მემბრანა ქვევიდან , ანუ კონდენსატისთვის უნდა მომეფიქრებინა რაიმე გამოსავალი , ან სახურავი ამეხადა , და ახლიდან დამეფარებინა უკვე მემბრანიანად , რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. ხოდა ბევრი ქექვის მერე ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედი და აი ასე გავაკეთე ყველაფერი :

user posted image

user posted image

აი როგორც სურათებში ჩანს , ასე ჩალაგდა 15სმ ქვაბამბა , ჯიარსიში ვიყიდე და უმაღლესი ხარისხის არისო და სახურავის გაკეთების ეს პრინციპიც
მათვე მირჩიეს.

ეს ქვაბამბა გამოვიყენე :

user posted image

ჩალაგდა ქვაბამბა და კოჭებზე დამატებით გადამაგრდა "კატანკით" . თუმცა ქვაბამბა ჟესტზე მიდებული არაა , 5 სმ-მდე სივრცეა დარჩენილი ქვაბამბასა და ჟესტს შორის რათა ჰაერმა იტრიალოს და ასევე გარედან , ე.წ. აბშივკაში ჩავაყენე სავენტილაციოები , საიდანაც მუდმივად ხდება ჰაერის მიმოცვლა / განიავება.

ვენტილაციის მთლად იდეალური სურათი არ მაქვს , მაგრამ მემგონი აქ გამოჩნდება რასაც ვგულისხმობ :

user posted image

ხოდა ასეთი მთელ პერიმეტრზე დავაყენე 10 ცალი.

user posted image

ასეთი სტანდარტული კომპიუტერის ქეისის ქულერია.

ასევე ამ ქვაბამბას ქვევიდან დავუყენე მემბრანა , რომელიც თუ ვაიდა რამე მოხდა და რამე კონდენსატი წარმოიქმნა , ამ წვეთებს შეკრავს და დაქანებით არის მიმართული ერთი კედლისკენ , სადაც გახვრეტილია და პირდაპირ საწრეტს უერთდება და იქ გავა ის წვეთებიც , ასეთის არსებობის შემთხვევაში.

user posted image

აი ზუსტად ასე.

თუმცა ეს ყველაფერი კიდევ არ არის , სითბო ხო ქვევიდან ზევით მიდის , ხოდა სახურავამდე რაც შეიძლება ცოტა თბილის ჰაერის მასამ რო ააღწიოს , რათა კონდენსატი არ წარმოიქმნას , კიდე ერთ ფენა ქვაბამბას დავალაგებ ჭერის თავზე რითიც მოვაწყობ , გიბსოკარდონი იქნება ეს ხე თუ რა ....


ხოდა ვნახოთ რა , იმედია იმუშავებს და კონდენსატი არ წარმოიქმნება biggrin.gif თორემ დათბუნების მხრივ და ხმის ჩახშობის მხრივ ახლაც იდეალურად მუშაობს ეგ + კედლების დათბუნება. სახლი მხოლოდ მზეზე თბება ამ ეტაპზე და მშვენიერი ტემპერატურაა ხოლმე შიგნით და კაი ქარიან ამინდში კიდე არანაირი ხმაური არ მაწუხებს სახურავიდან.

Posted by: Master_Nick 6 Jan 2024, 21:42
webdesigner93
ეს პოსტი უნდა შევინახო, ისე კარგად გაქვს აღწერილი ყველაფერი up.gif ჯანმრთელობას გისურვებ, ეხლა ოპერაციების დრო არ არისsmile.gif

Posted by: tavadze 7 Jan 2024, 00:51
webdesigner93
QUOTE
შეიძლება შენკენ უფრო სველი თოვლი იცის და მძიმეა შესაბამისად და ეგაა მიზეზი ?

მძიმე თოვლი მართლაც მოდის ეს ბოლო წლებია - უკვე მესამე ზამთარია, ასე მილეწავს ეზოში ყველაფერს და არა მხოლოდ წიწვოვანებს. წლეულს სხვა ხეები იმდენად არ დაუზიანებია, თუმცა მაინც ბლომადაა დატეხილ-მოთხრილი. მაგრამ ესენიც ძირიანადაა მორყეული - ხელით რო მოვსინჯე, ამოთხრიდი, ფესვები ისეთ დღეშია. სუ წყალი უდგას ძირებში და მიწა ისე დამბალი, ფეხი ეფლობა შიგ. არადა, სილიანი მიწა არაა - ჩვეუებრივი, მყარი ნიადაგია, მიწა ბელტებად რო იჭრება. ადგილი ეს კია მოსწორებული, მაგრამ ქვედა მხარეს გვარიანი დაქანება აქვს ანუ წყალი არ დგება, სადინარი აქვს, თუმცა მიწა მაინც ასეა დამბალი. ეხლა ვფიქრობ, ცოტა მიწა მივაყარო ძირებში, მაგრამ სარებზე აკვრა მაინც დასჭირდება.
QUOTE
როგორც ზემოთ დავწერე ოპერაციის გაკეთება მომიწია და სანამ ახლა ფეხზე არ დავდგები , ვერც ვერაფერს ვაკეთებ ,

ჯანრთელობას გისურვებ. იმედია, სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიდის. მთავარი ჯანმრთელობაა, საქმეს ეშველება.
QUOTE
ორივე მუხლზე მორიგი ოპერაციის გაკეთება

მენისკი?
მეც მაწუხებს ეგ, უკვე 30 წელზე მეტია.
Master_Nick
QUOTE
მარტი-აპრილში ჯობია ხეების დარგვა

ჩემი გამოცდილებით, ცოტა გვიანია. ან, გვალვებში, განსაკუთრებით კი ივლის-აგვისტოში ინტენსიურ მორწყვაზე უნდა გყავდეს.

Posted by: webdesigner93 7 Jan 2024, 10:22
tavadze
QUOTE
მძიმე თოვლი მართლაც მოდის ეს ბოლო წლებია - უკვე მესამე ზამთარია, ასე მილეწავს ეზოში ყველაფერს და არა მხოლოდ წიწვოვანებს. წლეულს სხვა ხეები იმდენად არ დაუზიანებია, თუმცა მაინც ბლომადაა დატეხილ-მოთხრილი. მაგრამ ესენიც ძირიანადაა მორყეული - ხელით რო მოვსინჯე, ამოთხრიდი, ფესვები ისეთ დღეშია. სუ წყალი უდგას ძირებში და მიწა ისე დამბალი, ფეხი ეფლობა შიგ. არადა, სილიანი მიწა არაა - ჩვეუებრივი, მყარი ნიადაგია, მიწა ბელტებად რო იჭრება. ადგილი ეს კია მოსწორებული, მაგრამ ქვედა მხარეს გვარიანი დაქანება აქვს ანუ წყალი არ დგება, სადინარი აქვს, თუმცა მიწა მაინც ასეა დამბალი. ეხლა ვფიქრობ, ცოტა მიწა მივაყარო ძირებში, მაგრამ სარებზე აკვრა მაინც დასჭირდება.

ჰოდა ეგ სველი / მძიმე თოვლი იწვევს ალბათ ყველაფერს. კი ვფერთხავდი ხოლმე დათოვლილს , მაგრამ არაფერი გაუფუჭებია ჩემთან , ყვავილებიც კი. არადა შარშან მარტში იყო თოვლი , გაზაფხულის თოვლი სველია ხოლმე , მაგრამ დასავლეთში ალბათ მაინც გაცილებით მძიმეა.

QUOTE
ჯანრთელობას გისურვებ

მადლობა დიდი.

QUOTE
მენისკი?
მეც მაწუხებს ეგ, უკვე 30 წელზე მეტია.

არა , ნეტა მენისკი იყოს , შეიძლება მისი მკურნალობა / დამორჩილება და ბოლო ბოლო თუ ეგეც არ გინდა , ერთი ოპერაციით ყველაფრის მოგვარება. მე პატელას ქონდრომალაცია მაქვს , ანუ ხრტილოვანი უჯრედების განლევა და სახსარი , ძვლები და კუნთები ერთმანეთთან დამაბალანსებელ კავშირს კარგავენ და იწყება სახსრის ანთება და შიგნიდან დაშლა. საქართველოში კაი ხანია ვმკურნალობ და შედეგი ვერ მივიღე ვერანაირი და ახლა უცებ საოცარი ანთება დამეწყო , გვერდზე ოთახშიც ვეღარ გავდიოდი და სტამბულში წავედი , ღეროვანი უჯრედების დახმარებით აკეთებენ ოპერაციას და იმედი მაქვს ეგ გაამართლებს. შენივე სხეულიდან ამოაქვთ ღეროვანი უჯრედი და ცხიმი , ამზადებენ პრეპარატს თუ რა ქვია არ ვიცი და შეჰყავთ შემდეგ დაზიანებულ სახსრებში და ღეროვან უჯრედებს აქვთ რესურსი რომ აღადგინონ მთლიანობა სახსრისო და ვნახოთ აბა biggrin.gif ახალი ტექნოლოგიაა , ჯერ დიდად ფეხი მოდგმული არ აქვს , საქართველოში საერთოდ არ კეთდება. თებერვლისკენ თუ შევძელი სიარული , ე.ი. კარგი მეთოდი ყოფილა biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 8 Jan 2024, 01:06
webdesigner93

შენს სახლს როგორც მახსოვს მანსარდა არა აქვს და სახურავზე მასეთი სქელი თბოიზოლაცია რატომ დაგჭირდა?


მე შენს ადგილას თუნუქის ქვემოთ გავუშვებდი ტერაფომს ან ალუფომს (ალბათ უფრო ამას, თუნუქის მეორადი გამოსხივებისგან დასაცავად), მემბრანაც არ იქნებოდა საჭირო მაგ შემთხვევაში, ქვაბამბას გავაკეთებდი უშუალოდ ჭერში (გიფსოში ან რასაც აპირებ ქვემოთ რომ გააკეთო), თვითონ სახურავი მთლიანად ვენტილირებადი იქნებოდა (ოღონდ ბუნებრივად, ქეისის ქულერების გარეშე biggrin.gif)


QUOTE
სტამბულში წავედი , ღეროვანი უჯრედების დახმარებით აკეთებენ ოპერაციას და იმედი მაქვს ეგ გაამართლებს. შენივე სხეულიდან ამოაქვთ ღეროვანი უჯრედი და ცხიმი , ამზადებენ პრეპარატს თუ რა ქვია არ ვიცი და შეჰყავთ შემდეგ დაზიანებულ სახსრებში და ღეროვან უჯრედებს აქვთ რესურსი რომ აღადგინონ მთლიანობა სახსრისო და ვნახოთ აბა


მაინც რამდენად წინ არის თურქეთი მედიცინის მხრივ ჩვენთან შედარებით



ჯანმრთელობას გისურვებ smile.gif

Posted by: tavadze 8 Jan 2024, 22:37
webdesigner93
QUOTE
მე პატელას ქონდრომალაცია მაქვს , ანუ ხრტილოვანი უჯრედების განლევა

ჰოო - ეგ მართლაც მენისკზე ბევრად რთული პრობლემაა, მაგრამ - მოგვარებადი.
QUOTE
შენივე სხეულიდან ამოაქვთ ღეროვანი უჯრედი და ცხიმი , ამზადებენ პრეპარატს თუ რა ქვია არ ვიცი და შეჰყავთ შემდეგ დაზიანებულ სახსრებში

თეორიულად ვიცი ეგ მეთოდი, მსმენია ღეროვან უჯრედებზე. როგორც ვიცი, მაგას მთელი რიგი დაავადებების გაქრობას უკავშირებენ; მაგალითად - დიაბეტის, თუმცა მაგ მეთოდის კვლევა-დანერგვას სერიოზული სირთულეები ახლავს. იმედია, მივლენ საბოლოო შედეგამდე და მართლაც ბევრი პრობლემა გადაიჭრება ღეროვანი უჯრედებით.
არა მგონია, თურქებმა გარანტიის გარეშე, ჰაიჰარად მოჰკიდონ ხელი მასეთ საქმეს. ჯანმრთელობას გისურვებ.
PAINKILLER
QUOTE
მაინც რამდენად წინ არის თურქეთი მედიცინის მხრივ ჩვენთან შედარებით

ბევრად წინ. ამ დროს ჩვენ? down1.gif დევიტი დ4 ვიტამინი, 50 000-იანი დოზა ჩვენთან თავისუფლად იყიდება, იქ კი აფთიაქარმა მითხრა, ჩვენთან 30000-ზე მეტი დოზა არ იყიდება, რადგან ეგ მერე თირკმელებს ურტყამს და დიალიზს იწვევსო. იქ არც ჯენერკული მედიკამენტები იყიდება - კონკრეტული ჯგუფიდან აღებულია 1 წამალი და იმას ჰყიდიან...
ეს აფთიაქები და მკურნალობა ხომ საერთოდ. ამ ზაფხულს ჩემმა თანაშრომელმა ძმა წაიყვანა სტამბოლში სამკურნალოდ ძალიან მძიმე მდგომარეობით - შორსწასული სიმსივნის მეტასტაზები, რომელსაც ხერხემლის 2 მალა ლამის სულ განლეული ჰქონდა. მთელი ზაფხული მკურნალობდნენ იქ და ფეხზე დააყენეს კაცი. ნოემბერში შემოწმებაზე რომ იყო, ლამის გამქრალი ან მინიმუმადე დაყვანილი იყო ყველა მეტასტაზი, ყველა რეციდივი. ამ ჩემმა თანამშრომელმა, დილით ექიმი შემოწმებაზე რომ შემოდიოდა, ჩემს მდგომარეობასაც კითხულობდა დაწვრილებითო - თქვენ იმხელა სტრეტსს იღებთ, ჩვენთვის თქვენც პაციენტი ხართო. ჩვენთან თავმდგმურს მიხედონ კი არა, პაციენტს ვერ უვლიან ელემენტარულადაც კი. ჩემი კარაველი ნაცნობი გოგო კისტას ოპერაციას კინაღამ დააყოლეს - მთელი წელიწადი გოგო კომაში იყო, ძლივს გამოიყვანეს. აქ მირიან გელაშვილს რომ ვახსენებ - მენერგეს ფბ-დან, მაგასაც სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ მოარჩინეს თურქეთში. დეკემბერში დაწერა, ექიმმა დამირეკა კლინიკიდან, მეტასტაზები აღარ არისო. რაღაც პარამეტრებსაც წერდა, ესენიც ნორმაში დაბრუნდაო.

Posted by: webdesigner93 9 Jan 2024, 13:19
PAINKILLER
QUOTE
შენს სახლს როგორც მახსოვს მანსარდა არა აქვს და სახურავზე მასეთი სქელი თბოიზოლაცია რატომ დაგჭირდა?

მანსარდა აქვს , უბრალოდ საცხოვრებელი არა. და დასჭირდა ახლა რა , მე გადავწყვიტე ასე მექნა ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრნოდით და ასევე ჯიარსიში გავლილი კონსულტაციით , თორემ უეჭველი ამდენი ან იმდენი უნდა თქო , ვერ ვიტყვი ვერაფერს , მაგდენი ცოდნა არ მაქვს.

QUOTE
მე შენს ადგილას თუნუქის ქვემოთ გავუშვებდი ტერაფომს ან ალუფომს (ალბათ უფრო ამას, თუნუქის მეორადი გამოსხივებისგან დასაცავად), მემბრანაც არ იქნებოდა საჭირო მაგ შემთხვევაში, ქვაბამბას გავაკეთებდი უშუალოდ ჭერში (გიფსოში ან რასაც აპირებ ქვემოთ რომ გააკეთო), თვითონ სახურავი მთლიანად ვენტილირებადი იქნებოდა (ოღონდ ბუნებრივად, ქეისის ქულერების გარეშე )

ამ ვარიანტსაც ვფიქრობდი , უბრალოდ საფუძვლიანად გავაკეთე ( ნუ ჩემი გადმოსახედიდან ) , რადგან ახლაც არ მაქვს გადაწყვეტილი ჭერში რას ვიზამ , ძალიან მინდა რომ მაღალი ჭერი მქონდეს და სტანდარტული 3 მეტრი თუ რაცაა ეგრე კი არა , 5,8 მეტრი მქონდეს რამდენიმე ოთახში , ამის საშუალებას მაძლევს არსებული მოცემულობა.

ანუ ჩემი გადმოსახედიდან მეტი დავხარჯე და ახლა მეტი ვარიაციისა და მანევრის საშუალება მაქვს რომ ასე ან ისე მოვაწყო სივრცე , მაგრამ რა მოგატყუო და ჩემსავე თავში მეპარება ეჭვი სწორად ვქენი ? უაზრობა ვქენი ? რა ვქენი საერთოდ biggrin.gif ახლა ფულს აღარ ვჩივი , მთავარია კონდენსატი არ წარმოიშვას და სითბოს მხრივ კარგად როა საქმე ვხედავ და ფული ჯანდაბას , როცა არ გაქვს ცოდნა შესაბამისი , ზედმეტი დანახარჯი უბრალოდ სწავლისა და გამოცდილების საფასურია biggrin.gif წყნეთში რეები მაქვს ნაკეთები რომ იცოდე , ახლა ჩემ თავზე მეცინება , მაგრამ მაშინ არ ვიცოდი მაგდენი და .... სულ ტყუილად მაქვს ფული გადაყრილი რიგ მასალებში რაც არაა საჭირო რა smile.gif გაზობლოკი + ლესვა + 15სმ ქვაბამბა + წებოცემენტიც ლესვა + ზოგან აგური და ზოგან ტრავერტინი აკეთებს ვინმე ? არ ვიცოდი და არც არავინ მყავდა მრჩეველი და ეგაა. განა რამე დავაშავე , იდეალური კომფორტია სახლში ზაფხულშიც და ზამთარშიც , მაგრამ უაზროდ გადავიხარჯე და მერე შიგნით სხვა რაღაცებზე მომიწია დაზოგვა. ახლა მთავარია როგორც გავაკეთე ამან თავისი ფუნქცია კარგად შეასრულოს და კონდენსატი არ წარმოიქმნას და არ ვჩივი , აი დემონტაჟი და ახლიდან და სხვანაირად გაკეთება თუ დამჭირდა კიდე ძალიან გავბრაზდები ჩემ თავზე.

ზოგადად საქართველოში ძალიან რთულია ხარისხიანი და კვალიფიციური სერვისის მიღება , ფულს იხდი , არ იხდი , მაინც ძალიან რთულია. კომპანიის ოფისი გავარემონტებინეთ თბილისში ვითომ ცნობილ და გამოცდილ კომპანიას , მაგრამ რა ? გადახდილია თანხა ბევრი , შედეგია ცუდზე ცუდი.

ისე დამღალა ამ პროცესმა , მინდა ვიპოვო ვინმე კომპანია და სხვა ყველაფერი იმას ჩავაბარო , თორემ კიდე იმდენი გადაწყვეტილებაა საპოვნი და მე კიდე შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია არ მაქვს. მაგრამ აი ვის ვენდო ეგაა ცალკე თავის ტკივილი.

QUOTE
მაინც რამდენად წინ არის თურქეთი მედიცინის მხრივ ჩვენთან შედარებით

ძალიან წინ არიან კერძო საავადმყოფოები , ფასებიც შესაბამისად მაღალი აქვთ. სახელმწიფო საავადმყოფოები ძალიან დაბალი დონეაო და მკითხაობა მიდისო აქაცო , ასე მეუბნებოდნენ მძღოლები ვისაც დავყავდი სასტუმრო - საავადმყოფო მარშრუტზე სანამ დამაწვენდნენ საავადმყოფოში. ანუ სამწუხაროდ ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი ეგ მედიცინა , მაგრამ რო აქვთ , უკვე კარგია biggrin.gif თორემ ჩვეულებრივ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ხარ ისეთი ოთახებია , ინფრასტრუქტურა , სერვისი smile.gif აუზიც იყო , რითიც ჩემი ცოლი მშვენივრად სარგებლობდა biggrin.gif

QUOTE
ჯანმრთელობას გისურვებ

მადლობა დიდი bis.gif


tavadze
QUOTE
ჰოო - ეგ მართლაც მენისკზე ბევრად რთული პრობლემაა, მაგრამ - მოგვარებადი.

დიდი იმედი მაქვს ამისი biggrin.gif

QUOTE
თეორიულად ვიცი ეგ მეთოდი, მსმენია ღეროვან უჯრედებზე. როგორც ვიცი, მაგას მთელი რიგი დაავადებების გაქრობას უკავშირებენ; მაგალითად - დიაბეტის, თუმცა მაგ მეთოდის კვლევა-დანერგვას სერიოზული სირთულეები ახლავს. იმედია, მივლენ საბოლოო შედეგამდე და მართლაც ბევრი პრობლემა გადაიჭრება ღეროვანი უჯრედებით.
არა მგონია, თურქებმა გარანტიის გარეშე, ჰაიჰარად მოჰკიდონ ხელი მასეთ საქმეს. ჯანმრთელობას გისურვებ.

რაიმე ისეთი გარანტია რომ აი ახლა ამას გაგიკეთებთ და კარგად იქნები არ მოუციათ , ანუ სიტყვიერი კი , მაგრამ ვენდე რა , რამე ისეთი რომ აი თუ ვერ გიშველა მაშინ ფულს დაგიბრუნებთ , ჯარიმას გადავიხდით ან რაღაცა , ეგეთი არაფერი.

თურქეთი ავარჩიე ხარისხი / ფასის გამო. მე ახლა ნიდერლანდებში და სამხრეთ კორეაში ვმუშაობ და ორივეგან გავარკვიე / გავიკითხე ამ ოპერაციის შესახებ. ნიდერლანდების ბინადრობის მოწმობაც მაქვს და მეთქი დამეხმარება რამეში , თან დაზღვევის ფულსაც მაჭრიან ხელფასიდან , მაგრამ იმდენი ბიუროკრატიაა , ფასის გაგებამდეც ვერ მივედი და გავეშვი smile.gif კორეაში ჩამოდიო პირდაპირ მითხრეს , არ იყო არანაირი ბიუროკრატიული პრობლემები , მაგრამ თურქეთთან შედარებით 15ჯერ დიდი თანხა მითხრეს ....

Posted by: ASIA 10 Jan 2024, 17:36
გილოცავთ დამდგარ და დამდეგ ახალ წელს bis.gif

ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე თამარიქსი და ძააააააალიან მომეწონა. ხომ არავის გაქვთ ეს საოცრება? ერთგან ვიპოვე ეს მცენარე და სახელიც არ ვიცოდი, ტოტი ჩავდე წყალში და ფესვები გაიდგა. ახლა ველოდები როდის წამოიზრდება და იყვავილებს.


Posted by: PAINKILLER 11 Jan 2024, 01:47
QUOTE
რადგან ახლაც არ მაქვს გადაწყვეტილი ჭერში რას ვიზამ , ძალიან მინდა რომ მაღალი ჭერი მქონდეს და სტანდარტული 3 მეტრი თუ რაცაა ეგრე კი არა , 5,8 მეტრი მქონდეს რამდენიმე ოთახში , ამის საშუალებას მაძლევს არსებული მოცემულობა.

webdesigner93

ეგ სხვა ამბავია, თუ სახურავის კონსტრუქცია მაგის გაკეთების საშუალეაბს გაძლევს, მშვენიერი ვარიანტია, მეც გავაკეთებდი მასე smile.gif

უბრალოდ გაითვალისწინე რომ მაღალი ჭერი ოთახის მოცულობას ზრდი და გათბობის სისტემა შესაბამისად უნდა გათვალო, ასევე ხარჯიც wink.gif

Posted by: webdesigner93 11 Jan 2024, 12:52
PAINKILLER
QUOTE
უბრალოდ გაითვალისწინე რომ მაღალი ჭერი ოთახის მოცულობას ზრდი და გათბობის სისტემა შესაბამისად უნდა გათვალო, ასევე ხარჯიც

კი კი , რა თქმა უნდა , სულ სხვანაირად მაქვს გათბობა დასათვლელი. მოცულობა ხომ იზრდება , + უზარმაზარი ვიტრაჟები მაქვს , დასავლეთის მხარეს სულ ვიტრაჟია ფაქტობრივად. ამიტომაცაა სხვა ყველაფერს რომ მაქსიმალურად ვფუთავ რომ დანაკარგები მეტნაკებად დავაბალანსო რა. რადიატორებსაც ვიტრაჟებთან ახლოს დავაყენებ და სექციების ოდენობასაც გავზრდი რა თქმა უნდა. მთავარია ჭერი როგორც გავაკეთე , მაგან გაამართლოს და კონდენსატი არ მქონდეს biggrin.gif


მსუბუქად ჩამოთოვა ჩემთან , თქვენთან რა ხდება ?

user posted image

Posted by: rest 15 Jan 2024, 14:34
............დავფიქსირდები...................

Posted by: PAINKILLER 15 Jan 2024, 15:44
QUOTE
PAINKILLER
QUOTE
უბრალოდ გაითვალისწინე რომ მაღალი ჭერი ოთახის მოცულობას ზრდი და გათბობის სისტემა შესაბამისად უნდა გათვალო, ასევე ხარჯიც

კი კი , რა თქმა უნდა , სულ სხვანაირად მაქვს გათბობა დასათვლელი. მოცულობა ხომ იზრდება , + უზარმაზარი ვიტრაჟები მაქვს , დასავლეთის მხარეს სულ ვიტრაჟია ფაქტობრივად. ამიტომაცაა სხვა ყველაფერს რომ მაქსიმალურად ვფუთავ რომ დანაკარგები მეტნაკებად დავაბალანსო რა. რადიატორებსაც ვიტრაჟებთან ახლოს დავაყენებ და სექციების ოდენობასაც გავზრდი რა თქმა უნდა. მთავარია ჭერი როგორც გავაკეთე , მაგან გაამართლოს და კონდენსატი არ მქონდეს biggrin.gif


მსუბუქად ჩამოთოვა ჩემთან , თქვენთან რა ხდება ?

user posted image



webdesigner93


ჩემთან თოვლი არ ყოფილა ჯერ, ყინვა კი ბატონო -5 იყო წუხელის smile.gif




იატაკის გათბობას არ აპირებ? დიდი ვიტრაჟები თუ გაქვს, რადიატორებისთვის საკმარისი ადგილი პრობლემა იქნება შენთან, იატაკის გათბობა კი მისწრებაა მაგ შემთხვევაში, ისედაც პირველ სართულზე ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევ, სადაც მეტლახს დააგებ ყველგან გააკეთო ქვეშ გათბობა

Posted by: webdesigner93 15 Jan 2024, 19:21
PAINKILLER
QUOTE
ჩემთან თოვლი არ ყოფილა ჯერ, ყინვა კი ბატონო -5 იყო წუხელის

გუშინ კიდე დაამატა ცოტა , მაგრამ ისეთი არაფერი , 1-2 სმ რა. ჯერ ჯერობით ეს ზამთარი მთლად ვერ ზამთრობს biggrin.gif აქამდე სითბოებიც იყო მშვენიერი , ზოგიერთი ყვავილი ახლიდან აყვავილდა ეზოში .... აი გუშინ კი იყო -10. მაგრამ სახლში მშვენიერი კლიმატია , 23 გრადუსია და ქვაბი 48 გრადუსზე მუშაობს , ნეტა ლისზეს ასე კარგად გამაკეთებინა ყველაფერი smile.gif

აი ასე იყო დღეს რა , ჩემი თოვლისთვის ვაი ვაგლახა მანქანისთვისაც კი არანაირი დაბრკოლება რო არაა , ეგრეა საქმე biggrin.gif

user posted image

QUOTE
იატაკის გათბობას არ აპირებ? დიდი ვიტრაჟები თუ გაქვს, რადიატორებისთვის საკმარისი ადგილი პრობლემა იქნება შენთან, იატაკის გათბობა კი მისწრებაა მაგ შემთხვევაში, ისედაც პირველ სართულზე ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევ, სადაც მეტლახს დააგებ ყველგან გააკეთო ქვეშ გათბობა

კომბინირებულს ვფიქრობდი , იატაკის გათბობა + რადიოატორებიც , მაგრამ ახლა შემიცვალა ჩემმა ექიმმა აზრი , მუხლზე რაზეც გავიკეთე ოპერაცია იქ რომ ვსაუბრობდით რაღაცებზე იმან მითხრა თბილი იატაკი არ შეიძლება შენთვისო და ახლა მეც აღარ ვიცი რა მინდა და რა უნდა ვქნა biggrin.gif ახლა მაინც რეაბილიტაციაზე და ჯანმრთელობაზე ვარ კონცენტრირებული და ცოტა მერე კი მაქვს ბევრი დეტალი გადასაწყვეტი და მოსაფიქრებელი.

Posted by: PAINKILLER 16 Jan 2024, 00:09
QUOTE
მუხლზე რაზეც გავიკეთე ოპერაცია იქ რომ ვსაუბრობდით რაღაცებზე იმან მითხრა თბილი იატაკი არ შეიძლება შენთვისო

webdesigner93

ასეთი რამე პირველად გავიგე, საინტერესოა რა მიზეზით არ შეიძლება?


მეტლახი იმ დონეზე რომ გათბეს რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ისედაც იქნება ოთახში, რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას მაგ მხრივ? იატაკის გათბობაში 40 გრადუსზე მეტი წყლის ტემპერატურა არ არის რეკომენდებული, ბეტონი + წებოცემენტი + მეტლახი უკვე რამდენიმე გრადუსს დააკლებს, 30 გრადუსზე მეტზე იატაკი წესით არ გათბება, ჰაერი სადღაც 23-25 გრადუსის მიდამოებში ანუ იატაკთან შედარებით 5-7 გრადუსი სხვაობა ჯანმრთელობის მხრივ რამეს ცვლის?

Posted by: webdesigner93 16 Jan 2024, 14:21
PAINKILLER
QUOTE
ასეთი რამე პირველად გავიგე, საინტერესოა რა მიზეზით არ შეიძლება?

https://www.hemstedt.de/en/are-underfloor-heatings-harmful/#:~:text=Underfloor%20heating%20systems%20increase%20venous,good%20at%20existing%20vein%20problems.

აი ეს ამბავია smile.gif

QUOTE
5-7 გრადუსი სხვაობა ჯანმრთელობის მხრივ რამეს ცვლის?

საკმარისად კომპეტენტური არ ვარ , ამ საკითხე სიღრმეში შევიდე. მეც ვეცნობი ახლა სხვადასხვა ინფორმაციის წყაროს და ვცდილობ აზრი ჩამოვიყალიბო.

Posted by: PAINKILLER 16 Jan 2024, 16:13
QUOTE
https://www.hemstedt.de/en/are-underfloor-h...vein%20problems.

აი ეს ამბავია


webdesigner93

მანდ ზუსტად პირიქით წერია რომ არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით უკეთესიც კი არის ჯანმრთელობისთვის smile.gif




Posted by: webdesigner93 16 Jan 2024, 17:22
PAINKILLER
QUOTE
მანდ ზუსტად პირიქით წერია რომ არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით უკეთესიც კი არის ჯანმრთელობისთვის

უცებ რაც დავგუგლე იქიდან ყველაზე არასწორი სტატია ჩაგიგდე მემგონი biggrin.gif მოკლედ ვენების პრობლემასთაან ასოცირებულიო რა ასე მითხრა და ესეთ რაღაცებს ეგრევე არც ვიჯერებ ხოლმე და არც რა სისულელეა თქო მაგას ვიძახი biggrin.gif წავიკითხე რამდენიმე სტატია ვინც კი მართალიაო იძახის და ასევე ვინც პირიქით , ეწინააღმდეგება. ხოდა უფრო მყარი ცოდნა რო მექნება , კი დავწერ. თუმცა ახლა რა დონეზეც ჩავეძიე , მხოლოდ ერთეულებისთვისაა ეგ იატაკის გათბობა ცუდი , თუ მართლა ცუდია smile.gif ანუ ადამიანების უმრავლესობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

Posted by: tavadze 21 Jan 2024, 00:32
ASIA
QUOTE
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე თამარიქსი და ძააააააალიან მომეწონა. ხომ არავის გაქვთ ეს საოცრება?

მე არა მაქვს, თუმცა კი მომწონს. სანერგეებს აქვთ, მხვდება ხოლმე განცხადებები. ამ ბოლოს ფბ-ზე, ზუსტად არ მახსოვს, Plant planet თუ Flora Fauna-თან წავაწყდი.
webdesigner93
QUOTE
მსუბუქად ჩამოთოვა ჩემთან , თქვენთან რა ხდება ?

ჩემთან მაგ დღეს არა, მომდევნო დღეებში მოთოვა. დიდი არ იყო - კოჭს ოდნავ აცდა, მაგრამ ესეც წყლიანი თოვლი იყო - ზედვე აყინავდა. ამჯერად ის წიწვოვანები ასარული მქონდა და იმათ ბევრი ვერაფერი დააკლო, მაგრამ ერთი ირმის რქა კი გადმომიტეხა - მთავარი ღერო. კი მინდოდა იმის გასხვლა, მაგრამ ასე დაბალზეც - არა. თუმცა ეგ იმდენად არაფერი და ერთიც ახალი ატამი მომიტეხა - ისედაც მუხლამდე ძლივს გაიზარდა და შარშან ჰქონდა პირველი ნიშანი - დიდი, ოვალური, წითელი და ტკბილი ატამი იყო. იმედია, ამოიყრის ისევ და არ გახმება...

Posted by: webdesigner93 21 Jan 2024, 10:19
tavadze
QUOTE
ჩემთან მაგ დღეს არა, მომდევნო დღეებში მოთოვა. დიდი არ იყო - კოჭს ოდნავ აცდა, მაგრამ ესეც წყლიანი თოვლი იყო - ზედვე აყინავდა. ამჯერად ის წიწვოვანები ასარული მქონდა და იმათ ბევრი ვერაფერი დააკლო, მაგრამ ერთი ირმის რქა კი გადმომიტეხა - მთავარი ღერო. კი მინდოდა იმის გასხვლა, მაგრამ ასე დაბალზეც - არა. თუმცა ეგ იმდენად არაფერი და ერთიც ახალი ატამი მომიტეხა - ისედაც მუხლამდე ძლივს გაიზარდა და შარშან ჰქონდა პირველი ნიშანი - დიდი, ოვალური, წითელი და ტკბილი ატამი იყო. იმედია, ამოიყრის ისევ და არ გახმება...

როგორი პრობლემური ყოფილა დასავლეთში თოვლი. ჩემკენ სულ რბილი ფაფუკი თოვლი მოდის და ჯერ არაფერი გაუფუჭებია კიდევ კარგი ....

მცენარეებს მიღმა , სახურავის გადმოთოვლაც აუცილებელი ამბავი იქნება მაქ , დიდი წონა დააწვება სახურავს გამოდის.

Posted by: tavadze 21 Jan 2024, 11:54
webdesigner93
QUOTE
როგორი პრობლემური ყოფილა დასავლეთში თოვლი. ჩემკენ სულ რბილი ფაფუკი თოვლი მოდის

ბოლო 3 წელიწადი მაინც გამორჩეულად გაგვიშრო სისხლი. ყველა მაგას წუწუნებს, განა მარტო მე, დაამტვრია ყველაფერიო.
ფაფუკი თოვლი მოგვენატრა, სადღაა სიფაფუკე და სიმსუბუქე. biggrin.gif
QUOTE
მცენარეებს მიღმა , სახურავის გადმოთოვლაც აუცილებელი ამბავი იქნება მაქ

ამ წლებში არ გადმოგვითოვლია, თუმცა შარშანწინ კი წკიპზე იყო საქმე. biggrin.gif ჩვენი სახლები ძველებური, მშობლიური ტყიდან ჩამოტანილი კავებითაა დახურული და უძლებს გვარიან დაწოლას (ნეტა იმ დროს, როცა ტყეში წასვლა და მასალის, შეშის ჩამოტანა შეგვეძლო). 1 მეტრადმე თოვლსაც კი უძლებს, თუმცა მაგ დროს სახლის სხვენსაც ვუგდებთ ყურს - თუ რაღაც ტკაცანის თუ ჭრაჭუნის ხმებს გამოსცემს, ესე იგი, დასათოვლია. წლეულს არც ყოფილა მაგხელა თოვლი, თორემ ადრე, როცა დიდი თოვლი მოდიოდა, ინტენსიურად ვთოლავდით, ვისაც თეთრი სახურავი არ ჰქონდა, თოვლს თავისით რომ ისხლიტავს.

Posted by: webdesigner93 24 Jan 2024, 14:39
tavadze
QUOTE
ფაფუკი თოვლი მოგვენატრა, სადღაა სიფაფუკე და სიმსუბუქე.

აი ჩემთანაა ახლა ფაფუკი და მსუბუქი თოვლი , მაგრამ ცოტა საკმაოდ biggrin.gif


user posted image

user posted image

Posted by: webdesigner93 27 Jan 2024, 14:47
ჩამოგვითოვა კიდე war.gif war.gif

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jan 2024, 17:26
შემოდგომა გაზაფხულის ფონზეც არი ამ ფოლცვაგენის ფოტოები? biggrin.gif უნდა გადავხედო თემას აუცილებლად

Posted by: webdesigner93 27 Jan 2024, 18:32
M-A-S-E-R-A-T-I
არაა , ახლა მოხვდა კადრში , ზამთარში ( გზას მინდა ხოლმე რო გადავუღო სურათი რა ) biggrin.gif შემოდგომა და გაზაფხულზე არაა ხოლმე გზა საინტერესო biggrin.gif მანქანაც არ მიყვარს ჩემი რო ვაპოზიორო lol.gif lol.gif მანქანას მოვაშორებ ხოლმე , მართალი ხარ , რო დავაკვირდი , მეც თვალში მეჩხირება biggrin.gif მაგრამ ახლა ზამთარში ეზოში საქმე არაა და თოვლზე ვილაპარაკებთ და ყინვაზე , აბა რა ვქნათ ))

QUOTE
უნდა გადავხედო თემას აუცილებლად

ძაან მკაცრადაც ნუ გაყვები , მშენებლობაშიც ვიჭრებით ხოლმე biggrin.gif

Posted by: pamplona 28 Jan 2024, 18:19
მეგობრებო სალამი, როგორ ხართ?

ნერგები დავიმატე ვალერისგან საკმაოდ

კიპარისები, ტუია, კოწახური ...

კითხვა მაქვს ასეთი, პოლონეთიდან გამოწერა ან ნერგების წამოღება როგორ ხდება ხომ არ იცით?

საიტი ვნახე რაღაც (როგორც ჩვენთანაა მაიმარკეტი) გამოვწერ საცდელად, თუმცა უფრო ინტერესი მაქვს ტრაილერი თუ დადის და წამოაღებინო სავაჭროდაც

სად მივაკვლიო მაგ თემას თუ იცით


თურქულ ნერგებს არ აქებენ აქ რავი...


აი ეს ააქვს ვალერის

Posted by: vikont 29 Jan 2024, 11:54
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: webdesigner93 29 Jan 2024, 13:56
pamplona
QUOTE
კითხვა მაქვს ასეთი, პოლონეთიდან გამოწერა ან ნერგების წამოღება როგორ ხდება ხომ არ იცით?

საინტერესო თემას შეეხე. არაფერი ვიცი ამ საკითხის ირგვლივ და რამე თუ გაარკვიეთ , გვასწავლეთ ჩვენც მერე smile.gif

Posted by: pamplona 3 Feb 2024, 18:57
webdesigner93
გავტესტე და მაინტერესებს რა ჩამოვა ვნახოთ

საიტი ესაა, როგორც მაიმარკეტი ისეა


https://allegro.pl/kategoria/ogrod-rosliny-776

ამ ორ განყოფილებაშია რაც ამ თემაში დიდი ინტერესია

Coniferous Trees and Shrubs

Deciduous Trees and Shrubs


გამოწერა მხოლოდ ტესტირებისთვის გავაკეთე
https://allegro.pl/oferta/thuja-smaragd-variegata-zywotnik-zachodni-rarytas-11783104763
ჭრელი სმარაგდა 2 ცალი (დაჯდა 30 ლარი, კურიერის ჩათვლით)

Purchase paid
29 Jan. 2024, 12:52

Parcel picked up
31 Jan. 18:28


ახლა ტრანსპორტირებას და ვადებს თუ გაუძლებს ვნახოთ, მალეოსუწერია რომ 4 ში წამოვა პოლონეთიდან რეისი...



Posted by: sunny-day-today 4 Feb 2024, 07:05
pamplona
წარმატებები კარგო კაცო !
...........................

Posted by: tavadze 4 Feb 2024, 13:54
pamplona
QUOTE
ანსპორტირებას და ვადებს თუ გაუძლებს ვნახოთ, მალეოსუწერია რომ 4 ში წამოვა პოლონეთიდან რეისი...

წარმატებები. მართლაც საჭირო თემას შეეხე.
ფასიც არაა ძვირი.

Posted by: pamplona 4 Feb 2024, 23:06
sunny-day-today
გაიხარე!

tavadze
როგორ ხარ? ვარდები კარგადაა

მცირე შეცდომის გამო 2 დავკარგე, დანარჩენი კარგადაა

ის 1 ცალი ხე რომ იყო რა ნერგია?

შავი ბამბუკები როგორაა? ჩემთან ახლები წამოიღო კიდევ ეზოში


მალეომ დაპირებისამებრ 4 ში რეისი დასვა და წამოვიდა ნერგები დღეს, ნუ მე მგონია 15 დღე მაინც უნდა ჩემამდე მოვიდეს

Posted by: sunny-day-today 5 Feb 2024, 09:22
pamplona
ეჰ ერთ დროს მეზობლებიც ვიყავით, სამწუხაროდ ახლა მოგვარეებიღა დავრჩით...

Posted by: tavadze 5 Feb 2024, 11:32
pamplona
QUOTE
tavadze
როგორ ხარ? ვარდები კარგადაა

მცირე შეცდომის გამო 2 დავკარგე, დანარჩენი კარგადაა

ის 1 ცალი ხე რომ იყო რა ნერგია?

შავი ბამბუკები როგორაა? ჩემთან ახლები წამოიღო კიდევ ეზოში

გაუმარჯოს. ძველებურად, მადლობა. ვემზადები გაზაფხულისთვის.
ეგაა ძმრის ხე, იგივე - თუთუბო (რუსულად - სუმახი).
ვარდის ნერგი, როგორც მახსოვს, 1 იყო - მხვიარა აისბერგი. სხვები კალმები იყო და ეგენი თუ დაკარგე, ჩვენი ჭირი წაუღია - კიდე მოგცემ. biggrin.gif
შავი ბამბულები არიან ჯერ ისევ კონტეინერში - ჯერ ადგილი ვერ შევურჩიე, თუმცა ამ თებერვალში უნდა მოვასწრო ნიადაგში გადატანა... კვირტები ამათაც დაებერათ უკვე.
ვალერის დამსახურებით, ეხლა მანდარინის საინტერესო ჯიშის ნერგებს ვაზივარ კვალზე. როცა გავიგებ, გაგაგებინებ. ნოსირში ჰქონია ვიღაცას საადრეო ჯიში. ვალერიმ, ივლისის ბოლოს შემოვიდა ჩემთანო. baby.gif baby.gif
QUOTE
აი ეს ააქვს ვალერის

თუ იცი, ეგ მთელი წელიწადი მასეთივე ჭრელია? სამტრედიაში პოლიციის წინ აქვთ სკვერში რაღაც მაგდაგვარი ჯიში - ზამთარ-ზაფხულ ასეთი ჭრელია. ალუმინა კი ვიყიდე წლეულს - ისიც მასეთი ყვითელია მთელი სეზონი, მაგრამ ეგ სხვა ჯიშია.
QUOTE
თურქულ ნერგებს არ აქებენ აქ რავი...

მე პირიქით ვიცი და ვეძებ კიდეც სანერგეებს. ქემალ-ფაშაზე, სადაც მე დავდივარ, არაა სანერგეები, მაგრამ იქ გარკვეულ დღეებში სასოფლო ბაზრობა იმართება. იქ კი ვნახე შარშან ნერგები, მაგრამ ძირითადად ციტრუსები ჰქონდათ.
იქნებ ცოტა იქიტაც გავაღწიო - უფრო დიდ ქალაქებში, იქნება იქ სანერგეები.

Posted by: pamplona 6 Feb 2024, 17:21
sunny-day-today
why.gif


tavadze
მადლობაა, რაც გადარჩება და გამოიტანს ვარდებს დავადგენთ მერე :დ


ნაწერები მაქვს და იმედია არ ამერია დაკვრა :დ

მოვძებნოთ აბა თურქეთიც, ეგებ იქნა რამე ახლოს

https://www.instagram.com/cobanoglufidancilik/

ამას აგდებს ინსტაზე და იზმირშია, რამე ახლოს თუ იქნა კარგი იქნება, ვინმე ლაზს ან ტაქსისტს ეცოდინება სადაა ახლოს ეგ თემა


ვალერისთან რომ ვნახე, ასე მითხრა ეგაა რაც რკინიგზასთან არისო, კი სულ ჭრელია

და აი ეს სხვა არის პირველ სურათზე, თორემ შიდა სურათებით ერთნაირია....


ეგებ იცი სად იყიდება ოსმოკოტი

Posted by: tavadze 7 Feb 2024, 19:11
pamplona
QUOTE
ვალერისთან რომ ვნახე, ასე მითხრა ეგაა რაც რკინიგზასთან არისო, კი სულ ჭრელია

კი, გაქვს იმას.
QUOTE
მოვძებნოთ აბა თურქეთიც, ეგებ იქნა რამე ახლოს

ტრენდოილიდან იწერენ.
QUOTE
ეგებ იცი სად იყიდება ოსმოკოტი

მგონი, სამტრედიაშიც არ უნდა იყოს დეფიციტი აგრომაღაზიებში.
ფბ-ზე კი მხვდება ჯგუფებში განცხადებები გაყიდვაზე, მაგრამ დასავლეთშიც ექნებათ - არაა ეგ დეფიციტი.

Posted by: pamplona 8 Feb 2024, 09:52
tavadze
კი ვიცი ტრენდიოლი, პრობლემა იმაშია რომ წონა აქვს დიდებს და ძვირზე გადის მერე

Posted by: tavadze 8 Feb 2024, 16:56
pamplona
QUOTE
tavadze
კი ვიცი ტრენდიოლი, პრობლემა იმაშია რომ წონა აქვს დიდებს და ძვირზე გადის მერე

ეგ არ ვიცი.
მაგრამ პატარებიც ხომ ექნებათ? ან - შიშველი ფესვით? ან - თესლები ხომ ექნებათ?
ამას წინათ ვათვალიერებდი და ყურძნის ნერგები ედოთ ცელოფნის კონტეინერებით - განა რა ამდენი უნდა ჰქონდეს მაგათ წონა? იმავე - კენკროვანებსაც? აქ რო სასუფრე ჯიშებს 100-200 ლარს ურახუნებენ, იქ კაპიკებში ედოთ და ამდენი რა დაემატება ჩამოტანისა?

Posted by: pamplona 9 Feb 2024, 18:41
tavadze
მაგას არაფერი, კილოგრამი 3.5 - 4 დოლარია

Posted by: tavadze 10 Feb 2024, 10:50
pamplona
QUOTE
ეგებ იცი სად იყიდება ოსმოკოტი

მგონი, სამტრედიაშიც არ უნდა იყოს დეფიციტი აგრომაღაზიებში.
ფბ-ზე კი მხვდება ჯგუფებში განცხადებები გაყიდვაზე, მაგრამ დასავლეთშიც ექნებათ - არაა ეგ დეფიციტი.

ამ სიტყვებზე დიდი ბოდიში, ჩემო ბატონო! biggrin.gif biggrin.gif გუშინ ვიყავი სამტრედიაში და რაც აგრომაღაზიები მოვიარე, ოსმოკოტზე ყველგან თვალები დააჭყიტეს, ეგ რააო. biggrin.gif ერთ ზეთოვან პრეპარატს ვეძებდი კიდევ და იმაზეც ასეთივე რეაქცია ჰქონდათ. biggrin.gif
ისევ თბილისში თუ იშოვი. შემიძლია, დაგეხმარო ჯგუფების მოძიებაში.
პ.ს. ვალერისთანაც შევიარე და რაღაცები ვიყიდე.

Posted by: pamplona 10 Feb 2024, 23:14
tavadze
givi.gif givi.gif givi.gif

კი, დამჭირდება, გავუშვებ მაგას წელს მცენარეებზე


ქონდა რამე ახალი?

Posted by: fermina 12 Feb 2024, 01:33
pamplona

აბა ამათ მიწერე, მგონი აქ ვიყიდე შარშან ოსმოკოტი.

https://www.facebook.com/shako.shako.9699523/?show_switched_toast=0&show_invite_to_follow=0&show_switched_tooltip=0&show_podcast_settings=0&show_community_review_changes=0&show_community_rollback=0&show_follower_visibility_disclosure=0

Posted by: tavadze 13 Feb 2024, 01:37
pamplona
QUOTE
კი, დამჭირდება, გავუშვებ მაგას წელს მცენარეებზე


ქონდა რამე ახალი?

QUOTE
კი, დამჭირდება, გავუშვებ მაგას წელს მცენარეებზე


ქონდა რამე ახალი?

ახალი - ისეთი არაფერი. მტირალა ჭრელი ხამეცეპარისი ჰქონდ ახალი ნაყიდი - დაიწყებს მაგეების გამოყვანასაც.

Posted by: sulo 14 Feb 2024, 21:15
ველური გვირილის თესლს ვეძებ, ხომ არ იცით თბილისში სად შეიძლება ვიყიდო????

Posted by: pamplona 18 Feb 2024, 20:36
fermina
მადლობა, მივწერ


tavadze
კარგია


https://forum.ge/?f=72&showtopic=35274896&st=60#

დამავიწყდა დაწერა, ნერგები ჩამოვიდა ორივე იდეალური, ორივე ნერგს ქონდა ხის ჯოხები, მოკლედ 19 დღიანი პოლონეთის რეისზე ნერგი უვნებლად ჩამოვიდა!

შაბათს ჩამოვიდა და გამოვიტანე




Posted by: webdesigner93 19 Feb 2024, 02:48
QUOTE
დამავიწყდა დაწერა, ნერგები ჩამოვიდა ორივე იდეალური, ორივე ნერგს ქონდა ხის ჯოხები, მოკლედ 19 დღიანი პოლონეთის რეისზე ნერგი უვნებლად ჩამოვიდა!

ვაჰ , რა მაგარი და საინტერესო ამბავი / გამოცდილებაა ეს. მადლობა დიდი !

Posted by: tavadze 19 Feb 2024, 11:37
pamplona
QUOTE
დამავიწყდა დაწერა, ნერგები ჩამოვიდა ორივე იდეალური, ორივე ნერგს ქონდა ხის ჯოხები, მოკლედ 19 დღიანი პოლონეთის რეისზე ნერგი უვნებლად ჩამოვიდა!

შაბათს ჩამოვიდა და გამოვიტანე

მშვენიერი ამბავია. გახარებაში და ახლების შეძენაში.
ჩვენც გამოგვადგება.

Posted by: webdesigner93 19 Feb 2024, 12:03
აუ ეს გაზის კომპანია რა საშინელი ხალხია გამაგიჟეს. მაგათ ველოდები რო გაზი შემომიყვანონ , ეზო უნდა გადაითხაროს გაზის მილის გამო და შესაბამისად ეზოში ვერაფერს ვაკეთებ მაგის გამო და დღეს იყო ჩანიშნული , დავრეკე აბა რას შვებით თქო და კიდე 1 თვით გადაიდოო mad.gif mad.gif საგაზაფხულო საქმეს გამიცდენენ საერთოდ როგორც ვატყობ sad.gif

Posted by: tavadze 19 Feb 2024, 19:23
webdesigner93
QUOTE
აუ ეს გაზის კომპანია რა საშინელი ხალხია გამაგიჟეს. მაგათ ველოდები რო გაზი შემომიყვანონ , ეზო უნდა გადაითხაროს გაზის მილის გამო და შესაბამისად ეზოში ვერაფერს ვაკეთებ მაგის გამო და დღეს იყო ჩანიშნული , დავრეკე აბა რას შვებით თქო და კიდე 1 თვით გადაიდოო

გამძლეობას გისურვებ მაგათთან ურთიერთობაში - რაც მე ვიცი, მართლა საშინელი ხალხია.

Posted by: Master_Nick 19 Feb 2024, 22:50
webdesigner93
tavadze
რას ერჩით მაგ ხალხს? რაო რა გვინდაო? biggrin.gif

Posted by: webdesigner93 20 Feb 2024, 10:10
Master_Nick
QUOTE
რას ერჩით მაგ ხალხს? რაო რა გვინდაო?

ვადების დაუცველობას ვერჩი biggrin.gif გაცდა იმ 60 დღესაც და ყველაფერს და მაინც არ ქნეს საქმე biggrin.gif გუშინ თოვლს დაბრალდა , აბა თოვლში ტრაქტორი რას იმუშავებსო , არადა 1სმ-ც არ იდო ძირს biggrin.gif მე კიდე გაჩერებული ვარ რადგან ვერ ვაკეთებ სხვა საქმეს ამის გარეშე. ასე არ უნდა უშლიდე ხელს კერძო სუბიექტებს და თუ ბიზნესს მსხვილ ობიექტებს განვითარებაში biggrin.gif მაგრამ მსხვილ ობიექტებს ექნებათ საკმარისი ნაცნობობა და არავინ გაუწელავს სავარაუდოდ biggrin.gif

მაგრამ სხვა კუთხიდანაც რო შეხედო რა , მოვდივარ და ვრეგისტრირდები ახალ მომხმარებლად და ვიხდი ამის ფულს ( რომელიც მანვე დააწესა ) , ქსელზე დაერთების მერე გავხდები შენი პროდუქტის მომხმარებელი , რაშიც ფულს გიხდი ხო ? ანუ რაში აწყობს თვითონვე ამ ყველაფრის გაწელვა biggrin.gif

Posted by: pamplona 20 Feb 2024, 21:46
webdesigner93
tavadze
გაიხარეთ, საღამოს გადავუღე და არაა მთლად კარგი ფოტო, მომიტევეთ

user posted image



ახლა ამ 2 ნერგს ვაპირებ, უყურეთ რა ხდება

პირველი
https://allegro.pl/oferta/swierk-pospolity-gold-drift-o-placzacym-pokroju-12698798877

ფასი: 40 ლარი,
Delivery from PLN 21.90 (15 ლარი)
წონა 1 კგ (17 ლარი, ტრანსპორტირება (მალეო))

მაქსიმუმ 70 ლარი

აქ ეს ნერგი 70 ლარად არის?


მეორე
https://allegro.pl/oferta/jalowiec-pospolity-horstmann-placzacy-pokroj-na-suche-gleby-sadzonki-p9-14367395658
აი ეს განსაკუთრებით ძვირია აქ, რავი

PLN 11.90
delivery from PLN 9.99

15 ლარი +
Plant Formseedling in a container of 0.5-1l

წონა 1 კგ (17 ლარი, ტრანსპორტირება (მალეო))

35 ლარი მაქსიმუმ, აქ?


ნუ ასეთ ნერგებს გამოვწერ, რაც აქ ასტრონომიული ფასები ღირს...

Posted by: PAINKILLER 20 Feb 2024, 23:02
QUOTE (webdesigner93 @ 20 Feb 2024, 10:10 )
Master_Nick
QUOTE
რას ერჩით მაგ ხალხს? რაო რა გვინდაო?

ვადების დაუცველობას ვერჩი biggrin.gif გაცდა იმ 60 დღესაც და ყველაფერს და მაინც არ ქნეს საქმე biggrin.gif გუშინ თოვლს დაბრალდა , აბა თოვლში ტრაქტორი რას იმუშავებსო , არადა 1სმ-ც არ იდო ძირს biggrin.gif მე კიდე გაჩერებული ვარ რადგან ვერ ვაკეთებ სხვა საქმეს ამის გარეშე. ასე არ უნდა უშლიდე ხელს კერძო სუბიექტებს და თუ ბიზნესს მსხვილ ობიექტებს განვითარებაში biggrin.gif მაგრამ მსხვილ ობიექტებს ექნებათ საკმარისი ნაცნობობა და არავინ გაუწელავს სავარაუდოდ biggrin.gif

მაგრამ სხვა კუთხიდანაც რო შეხედო რა , მოვდივარ და ვრეგისტრირდები ახალ მომხმარებლად და ვიხდი ამის ფულს ( რომელიც მანვე დააწესა ) , ქსელზე დაერთების მერე გავხდები შენი პროდუქტის მომხმარებელი , რაშიც ფულს გიხდი ხო ? ანუ რაში აწყობს თვითონვე ამ ყველაფრის გაწელვა biggrin.gif

მეც ძალიან გამაწვალეს მაგათ, ჯერ იყო და ჰაერიდან უნდოდათ მილის გაყვანა, ანუ მთელი ნაკვეთი შუაზე უნდა გადაეჭრათ გაზის მილით 2 მეტრ სიმაღლეზე, ლამის ჭკუიდან გადამიყვანეს biggrin.gif მერე მიწის გათხრაზე იმდენი მალოდინეს, ჯერ მუშა ვერ იშოვეს მიწის გასათხრელად, მერე იმ მუშას რაღაც დაემართა, მერე კიდევ სხვა მიზეზები მოიგონეს, ბოლოს მილის ჩადებაზე მე ვეხმარებოდი თორემ თვითონ ვერ ხვდებოდნენ როგორ უნდა ექნათ, მთავარ მილზე დაერთების დროს საერთოდ ისეთი ხანძარი გააჩინეს მეზობლის ხის ღობე დაწვეს ლამის biggrin.gif სოკარის გაზზეა საუბარი...



თბილისის გაზიც არანაკლებ სცოდავს, ოქრომბერში გაკეთებულ შეკვეთაზე იანვრის ბოლოს მოვიდნენ და რაღაც არ მოეწონათ და უკან მიდიოდნენ კარები დავუკეტე მეთქი სანამ არ მორჩებით არ გაგიშვებთქო biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Feb 2024, 20:43
ვისაც გაქვთ ნაკვეთში წიწვოვნებს რა სასუქსს აძლევთ და როდის?

Posted by: Master_Nick 22 Feb 2024, 20:46
წებდესიგნერ93
[ბ]PAINKILLEღ[/ბ]
ვადების მენეჯმენტი ყველგან პრობლემაა საქართველოში. biggrin.gif თბილისში ჩემთან ქუჩის რეაბილიტაციაზე ისტორიებს შევესწარი - ერთ წიგნს დაწერდა კაცი lol.gif

სოჭები გააქტიურდნენ ჩემსკენ, ასეთი ნაადრევი ვეგეტაცია მე არ მახსოვს.
user posted image

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 12:58
QUOTE (Master_Nick @ 22 Feb 2024, 20:46 )
user posted image

ყველაფერი ძალიან ლამაზია ამ ფოტოზე რაცაა გამოსახული.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Feb 2024, 18:41
Master_Nick

QUOTE
სოჭები გააქტიურდნენ ჩემსკენ, ასეთი ნაადრევი ვეგეტაცია მე არ მახსოვს.

რაიმე სახის სასუქს ხომ არ აძლევ?

Posted by: Master_Nick 24 Feb 2024, 20:39
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 24 Feb 2024, 18:41 )
Master_Nick

QUOTE
სოჭები გააქტიურდნენ ჩემსკენ, ასეთი ნაადრევი ვეგეტაცია მე არ მახსოვს.

რაიმე სახის სასუქს ხომ არ აძლევ?

კი სასუქს ვაძლევ სტაბილურად, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბიოდეპოზიტზე მყავს წლებია ხეები.

Posted by: tavadze 25 Feb 2024, 11:11
PAINKILLER
QUOTE
ბოლოს მილის ჩადებაზე მე ვეხმარებოდი თორემ თვითონ ვერ ხვდებოდნენ როგორ უნდა ექნათ, მთავარ მილზე დაერთების დროს საერთოდ ისეთი ხანძარი გააჩინეს მეზობლის ხის ღობე დაწვეს ლამის

lol.gif lol.gif up.gif
ნიკა კიდე გვეკითხება, რას ერჩით მაგ კარგ ხალხსო. lol.gif
Master_Nick
QUOTE
სოჭები გააქტიურდნენ ჩემსკენ, ასეთი ნაადრევი ვეგეტაცია მე არ მახსოვს.

მშვენიერი ფოტოა.
ვეგეტაცია ჩვენსკენაც დაიწყო იმის მიუხედავად, რომ ღამე საკმაოდ ცივა. ტყემალმა უკვე გაშალა ყვავილი - ჯერ აქა-იქ, მასიურად არა, თუმცა მაგას კიდევ არაფერი უჭირს - ისეთი ძაღლია, რომც მოყინოს, კიდევ წამოიღებს კვირტს, მაგრამ ბალახი კი გვარიანად წამოჟუჟუნდა. ხეხილმაც წამოიღო კვირტები. ვარდები, უმეტესად, გაიფოთლა უკვე.
პ.ს. წიწვოვანების გასხვლა ჯერ ადრეა, ხო? რიდომირგოლდი აიკრძალა ევროკავშირის მოთხოვნითო (კიდევ მითხრეს რომელიღაც წამალზე, მაგრამ არ მახსოვს). ნეტა, რითი შეიძლება შეცვლა იმ შენს კოქტეილში? ფიტოსპორინი არ წავა ვითომ? ორივე სოკოს საწინააღმდეოა. უბრალოდ, ის ქიმიურია და ბევრად ძლიერია, ეს - ბიოა. ფესვის სიდამპლეზე მირჩიეს ფიტოსპორინი და მაგას ვერ გაქაჩავს ვითომ?
ბიოდეპოზიტი ადრინდელი შემორჩენილი გაქვს თუ ამ ბოლოს იყიდე? სად იყიდება, ეგ მაინერესებს. ადრე გელასთან ვნახე დიდუბეში - 1 ლიტრა 60 ლარი ღირდა.

Posted by: Master_Nick 25 Feb 2024, 16:55
tavadze
წიწვოვნების გასხვლას მე მარტის შუა რიცხვებში ვაპირებ, შევხედავ ამინდებს, რამოდენიმე დღეა კარგი სიცივეები დაიჭირა ჩვენსკენ.
რიდომირგოლდის შემცვლელი იქნება ბაზარზე, ვნახავ და დავწერ მოგვიენებით რითაც ჩავანაცვებ.
ბიოდეპოზიტი ადრინდელი შემორჩენილი მაქვს, ნახევარი ლიტრა დამრჩა და წელს მომიწევს შემცვლელით ჩანაცვლება, როგორც ვიცი საქართველოში აღარ შემოდის ბიოდეპოზიტი.

გელა - დიდუბეში ვინ არის? მომეცი რა კოორდინატები.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Feb 2024, 16:56
QUOTE
კი სასუქს ვაძლევ სტაბილურად, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბიოდეპოზიტზე მყავს წლებია ხეები.

მადლობა შევიძენ მაგას chups.gif

Posted by: tavadze 2 Mar 2024, 11:03
Master_Nick
QUOTE
გელა - დიდუბეში ვინ არის? მომეცი რა კოორდინატები.

იცი ეგ კაცი და ეგ ამბავიც შენ - დავწერე აქ ადრე, თუმცა კოორდინატსაც მოგცემ რა პრობლემაა: 599 60-22-77. იმედია, არ შეცვლიდა ტელეფონს.
60 ლარი ღირდა 1 ლიტრა.
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მადლობა შევიძენ მაგას

თუ იშოვე - კი, ცოტა დეფიციტია, მაგრამ მაინც ჩნდება სადღაც-სადღაც.
ეს ამინდები მაგიჟებს: დეკემბერში შეფუთული ციტრუსები თებერვლის შუაში შევხსენი - იმდენად ცხელოდა, სიცხემ არ ჩამიწას-მეთქი. ეხლა მარტის პროგნოზებში 9-10 მარტს ღამე ყინვებია. 10-ში სულაც -4 მიჩვენა ღამე. 1 კვირაში ისევ მიჩვენებს ყინვებს ანუ ეს თუ არ შეიცვალა და მართლა ასე მოხდა, გამპდის, თებერვალში ღია მქონდა ციტრუსები და მარტში ისევ უნდა შევფუთო. biggrin.gif ხეხილი უკვე გამოდის, ტყემალი აქა-იქ გაყვავებულიცაა და თუ ასე წავიდა ამინდი, წლეულსაც მოგვიყინავს ყველაფერს. ცალკე კიდევ ეს ქარები... 2 დღეა, საკმაოდ ძლიერი ქარია, მაგრამ წინა კვირეებში კიდევ უფრო მეტი იყო.

Posted by: Master_Nick 3 Mar 2024, 19:11
tavadze
რა მაგრად გაუძვირებიაsmile.gif თავის დროზე 25 ლარად მაქვს ლიტრიანი ბალონები ნაყიდი, გამოწერაც შეიძება ბიოდეპოზიტის, მთავარია მივაგნოთ სადმე რომ იყიდებოდეს უცხოეთში.

Posted by: tavadze 4 Mar 2024, 01:58
Master_Nick
QUOTE
tavadze
რა მაგრად გაუძვირებია

ეგ 2-3 წლის წინანდელი ფასია. შეიძლება, ეხლა მეტიც ღირდეს. გამოწერა მართლაც კარგი ვარიანტია.

Posted by: grafidegishi 14 Mar 2024, 19:56
თიხანარევი მიწაა ჩემს ნაკვეთში, ყვითელი შეფერილობის, ძაან უჭირს ხეებსაც ხარება, პამიდროსაც და კარტოფილსაც, რა სასუქი ჯობია და სად შეიძ₾ება შევიძინო? მტკვრის პირას სამშენებლო ნაგვით ან სადღაც მოჭრილი მიჭით ამოავსეს და ხალხამა შემოვღობეთ

Posted by: tavadze 14 Mar 2024, 22:17
grafidegishi
QUOTE
თიხანარევი მიწაა ჩემს ნაკვეთში, ყვითელი შეფერილობის, ძაან უჭირს ხეებსაც ხარება, პამიდროსაც და კარტოფილსაც, რა სასუქი ჯობია და სად შეიძ₾ება შევიძინო?

აჯობებს, სპეციალისტებს მიმართო, თუ იპოვი ასეთს ამ ქვეყანაში. ან, ფბ-ზე ნახე იოს ბოსტანი და იქ იკითხე, აუცილებლად დაგეხმარებიან. ან პირდაპირ შალვა გორდეზიანი იპოვე ფბ-ზე. სავარაუდოდ, მანდ კირქვიანი ნიადაგი იქნება და განეიტრალება უნდა.
ისე, მტკვრის პირას თუ ხართ, მდინარის შლამი რომ გადააყაროთ (თუ დიდი ფართობი არაა), ყველაზე კარგი სასუქი ეგაა, მაგრამ არ მოგცემენ შლამის წაღების ნებას. sad.gif sad.gif

Posted by: grafidegishi 22 Mar 2024, 14:16
QUOTE (tavadze @ 14 Mar 2024, 22:17 )
grafidegishi
QUOTE
თიხანარევი მიწაა ჩემს ნაკვეთში, ყვითელი შეფერილობის, ძაან უჭირს ხეებსაც ხარება, პამიდროსაც და კარტოფილსაც, რა სასუქი ჯობია და სად შეიძ₾ება შევიძინო?

აჯობებს, სპეციალისტებს მიმართო, თუ იპოვი ასეთს ამ ქვეყანაში. ან, ფბ-ზე ნახე იოს ბოსტანი და იქ იკითხე, აუცილებლად დაგეხმარებიან. ან პირდაპირ შალვა გორდეზიანი იპოვე ფბ-ზე. სავარაუდოდ, მანდ კირქვიანი ნიადაგი იქნება და განეიტრალება უნდა.
ისე, მტკვრის პირას თუ ხართ, მდინარის შლამი რომ გადააყაროთ (თუ დიდი ფართობი არაა), ყველაზე კარგი სასუქი ეგაა, მაგრამ არ მოგცემენ შლამის წაღების ნებას. sad.gif sad.gif

მტკვრის პირას უკვე კერძო სამშენებლო კომპანიას ააქვს შემოღობილი, კამაზით ნეტა არ ყიდიან მიწას? სასუქები ადრე შემხვდა, მიწა არა

Posted by: pamplona 26 Mar 2024, 19:18
სალამი მეგობრებო

სართიფლორადან ვის შეგიძლიათ ამ ნერგის წამოღება?

https://www.facebook.com/sartiflora/posts/837340241756573

იქნებ დასავლეთით მოდიოდეთ sad.gif

ამხელა კომპანიაა და ერთ საკურიეროს ვერ უდებს ხელშეკრულებას, რა გათვლაა ვერ გავიგე რა, რა მინუსი ექნება 1 მიზეზი ვერ მოვტვინე
* * *
წინა პოსტზე ეგებ დამეხმაროთ


ვისაც ზუგდიდში გაინტერესებთ სანერგეები მაქვს უკვე ინფრომაციები თუ დაგაინტერესებთ

(მისამართები, სიძვირე, სახეობები და ა.შ...)

ძირითადად არის:

ორსანტია
კახათი
დარჩელი
ურთა (მხოლოდ 2 ოჯახი)




user posted image
user posted image
user posted image

Posted by: tavadze 5 Apr 2024, 20:54
pamplona
QUOTE
წინა პოსტზე ეგებ დამეხმაროთ

ჯერ არ მიწევს თბილისში ყოფნა.
გორგიას თუ ექნება, იქიდან წამოგიღებ, როცა მოვხვდები.
QUOTE
ურთა (მხოლოდ 2 ოჯახი)

ერთ-ერთი ვაჟა ბოხუას და მაია ნიქაბაძის ოჯახი ხომ არაა?

QUOTE
რიდომირგოლდი აიკრძალა ევროკავშირის მოთხოვნითო

მე მგონი, ტყუილად აგაფორიაქეთ ამ ინფორმაციით - თბილისი არ ვიცი და სამტრედიაში ყველგან იყიდებოდა ეს წამალი. ახალი შემოტანილიაო. ჩოხატაურშიც იყო.

Posted by: pamplona 6 Apr 2024, 00:00
tavadze
მადლობაა, მაგრად მინდა ეგ ნერგი, იმედია დარჩება გასაყიდად


ვაჟა არვიცი და გურამ ბოხუა არის და მეორე კი მაია-გიზო ბოხუას....



Posted by: tavadze 6 Apr 2024, 09:18
pamplona
QUOTE
მეორე კი მაია-გიზო ბოხუას....

ჰო, ეგენია - ვაჟა საიდან მოვიტანე, მეც არ ვიცი. biggrin.gif biggrin.gif
კარგი ხალხი ჩანან, თუმცა მე გამოგზავნაზე ვერ შევუთანხმდი გარკვეული მიზეზების გამო.
მაგათ შარშან კალმებით გამოიყვანეს შავფოთოლა ალბიციას ნერგები. გასაიდად რომ დადეს, მაიამ პოსტს იქვე მიაწერა - გადამყიდველებთან ამჯერად ბოდიში, მე ნერგებს იმ ხალხისთვის ვყიდი, ვისაც მცენარეში ცალი თირკმელის ფასის გადახდის საშუალება არა აქვსო. მე ვთქვი - შენ გაგიმარჯოს ღმერთმა-მეთქი. biggrin.gif biggrin.gif
კარგი ხალხი ჩანან.
შენ მაო არდბელავაც გეცოდინება ზუგდიდიდან. კარგი რამეები აქვს, მაგრამ კოსმოსური ფასები აქვს.
პ.ს. გორგიაში რომ მოვხვდები, ვიკითხავ მაგ ნერგს.

Posted by: pamplona 8 Apr 2024, 06:51
tavadze
კი ვიცი, მაგარ ფასებს ადებს, როგორც გელა მოსია ისე...
ისე მოსიას სანერგე აქვს რაღაც სასწაულად მოვლილი და ლამაზი, რავი ფოტოები არ მაქვს, საოცრებაა


კარგი, იმედია იქნება მანდ, ფასს უმატებენ ნეტავ ? თუ როგორაა მაგ ამბავი


ბოხუებთან გავივლი აპრილის ბოლომდე, თუ რამე დაგჭირდეს მითხარი up.gif

Posted by: tavadze 10 Apr 2024, 09:54
pamplona
QUOTE
კარგი, იმედია იქნება მანდ, ფასს უმატებენ ნეტავ ? თუ როგორაა მაგ ამბავი

თუ სართიჭალიდან მოაქვთ, მხოლოდ 1 ლარს ამატებენ. თუმცა მინახავს ერთი დ იგივე ნერგი, ამათ თავისი შემოტანილი ჰქონდათ და იმათსაზე ბევრად იაფი იყო. მგონი, სანდერს ბლუ იყო.

Posted by: GEORGEXIII 14 Apr 2024, 17:49
ვაზები დავუშვი, გავცელე შევცვალე განლაგებები რაღაცეები ნაკვეთში, ასწორებს მიწასთან მუშაობა. ბარვას ვუმუღამებ მაგრად.

Posted by: marrriam 14 Apr 2024, 23:53
QUOTE
ბარვას ვუმუღამებ მაგრად

ბარვა და ლობიოს/სიმინდის გარჩევა love.gif

Posted by: webdesigner93 16 Apr 2024, 15:48
ტუიები , ვარდები , იასამანი , მოკლედ რაღაც ნერგების ყიდვა მინდა და ახლა რა სიტუაციია , საით ჯობს წასვლა და ყველაფრის ყიდვა ? სართიჭალაში კარგი სანერგეაო მსმენია და თუ იცით რამე ?

Posted by: pamplona 17 Apr 2024, 06:48
webdesigner93
იდეალური

არ ინანებ up.gif up.gif

ვარდებზე როუზ ჰოლი და მწვანეეებზე კიდევ გრინჰოლი

Posted by: plekhanovi 17 Apr 2024, 12:10
მწერიჭამია მცენარის დათრევა მინდა, ხომ ვერ მირჩევთ რომელიმეს და სად ვიყიდო თბილისში

Posted by: webdesigner93 17 Apr 2024, 17:39
pamplona
QUOTE
იდეალური

არ ინანებ 

ვარდებზე როუზ ჰოლი და მწვანეეებზე კიდევ გრინჰოლი

შევათვალიერებ , მადლობა დიდი !

Posted by: pamplona 17 Apr 2024, 20:54
plekhanovi
https://www.facebook.com/pterisplants
ანა ციციშვილი

Posted by: tavadze 18 Apr 2024, 10:30
webdesigner93
QUOTE
ტუიები , ვარდები , იასამანი , მოკლედ რაღაც ნერგების ყიდვა მინდა და ახლა რა სიტუაციია , საით ჯობს წასვლა და ყველაფრის ყიდვა ? სართიჭალაში კარგი სანერგეაო მსმენია და თუ იცით რამე ?

სართიჭალაში ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა. ნამდვილად ღირს მანდ წასვლა.
ვარდებზე რაც დაგიწერეს, ეგეც კარგია, მაგრამ მე მაინც BendelaGarden-ს გირჩევ თემქაზე. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ნერგებიც აქვთ და ფასიც შედარებით დაბალია. როუზ ჰოლიც კარგია, მაგრამ წინასწარ შეეგუე, რომ მაგათთან ცდომილების ალბათობაც დიდია. მართალია, ის ცდომილი ვარდიც კარგი იქნება, მაგრამ კონკრეტული ჯიშები თუ გაინტერესებს, მაშინ ცოტა კი ტეხავს. თუმცა მაგათ ცუდი ვარდი, ზოგადად, არა აქვთ. გრინჰოლსაც კარგი ჯიშები აქვს, მაგრამ მაგათთან ნაყიდებს რატომღაც წლეულს ძალიან გაუჭირდა გახარება იმის მიუხედავად, რომ თებერვალში წამოვიღე.
ტუიები და მარადმწვანეები ყველგანაა (მაგ სანერგეებსაც აქვთ), იასამანი კი ამან შემოიტანა განსხვავებული ჯიშები. მათ შორის - ორჯერ მოყვავილეც: https://www.facebook.com/plantloverforyou.
წიწვოვანებს და ფოთლოვან ხეებს ესენიც კარგ რამეებს აძრობენ, თუმცა ცოტა ძვირი კია:
https://www.facebook.com/profile.php?id=100044582500789
https://www.facebook.com/embryo.blackedge
* * *
pamplona - გორგიაში ვიკითხე ის ნერგი, მაგრამ არ ჰქონდათ.
ისე, მაგდაგვარი ჭრელი სართიჭალაში ჩინური სტრიქტა ვიყიდე - ჭრელი, საკმაოდ დიდი და სადღაც 20 ლარის ფარგლებში. მისი სიმაღლიდან და სიჭრელიდან გამომდინარე, გამიკვირდა მისი ფასი, იმდენად იაფი ღირდა. ვარიეგატაც ვიყიდე მაგათგან - ისიც ჭრელია, ოღონდ - გართხმული, ეს ჩინური კი სიმაღლეში იზრდება.

Posted by: da_to 22 Apr 2024, 21:33
webdesigner93
QUOTE
ტუიები , ვარდები , იასამანი , მოკლედ რაღაც ნერგების ყიდვა მინდა და ახლა რა სიტუაციია , საით ჯობს წასვლა და ყველაფრის ყიდვა ? სართიჭალაში კარგი სანერგეაო მსმენია და თუ იცით რამე ?


ტუიები შარშან ვიყიდე ამათგან, ძაან კარგები გამომიგზავნეს და ყველამ გაიხარა... თან ივლისში ქოთნებში ჩავარგვევინე biggrin.gif

https://www.facebook.com/profile.php?id=100070831689956

Posted by: მიქაელ 23 Apr 2024, 19:23
გაზაფხულის პირველ ყვავილებში ტიტებმა მასიამოვნეს ძალიან. ერთია გარედან რომ უყურებ, მაგრამ სულ სხვაა, გულს რომ გადაშლის და მის შინა-არსს შეიგრძნობ.

user posted image

Posted by: pamplona 23 Apr 2024, 20:41
tavadze
მადლობა

ვარიეგატა მეც მაქვს, ადრე დავდე აქ ფოტო

2 ნერგი მაქვს და საკმაოდ ჯანსაღადაა ორივე, შარშან ცუდი ამინდის გამო ცოტა შეწუხდა, მაგრამ გამოვიყვანე მდგომარეობიდან....


user posted image

ესაა ზამთრის ფოტო, ეგეც ლამაზია


სავარაუდოდ მალე მოვხვდები ისევ სართიფლორაში და ვნახავ სიახლეები რა იქნება

Posted by: pamplona 26 Apr 2024, 21:15
user posted image

შემოდგომით ვაპირებ პოლონეთიდან ჩამოტანას

Posted by: webdesigner93 27 Apr 2024, 10:19
da_to
QUOTE
ტუიები შარშან ვიყიდე ამათგან, ძაან კარგები გამომიგზავნეს და ყველამ გაიხარა... თან ივლისში ქოთნებში ჩავარგვევინე

https://www.facebook.com/profile.php?id=100070831689956

მაგათგან ვიყიდე შენი რჩევით , თან თბილისში მოდიოდნენ და კარგად დაემთხვა და კმაყოფილი ვარ ძაან , ფესვთა სისტემა ძალიან განვითარებული ჰქონდა ყველა ძირს. ბევრი კი არ მიყიდია ამ ეტაპზე , სულ 6 ცალი , ცოტა სიცოცხლე მინდოდა ეზოში , თორემ ეზოს დანარჩენილი ნაწილი სულ ათხრილ დათხრილია ჯერ biggrin.gif მაგრამ დრო რომ მოვა , კვლავ ამათგან ვიყიდი. ახლა ზევით რომ მირჩიეს , ვარდებიც უნდა ვიყიდო იმათგან , ცოტა გავაფერადო ეზო.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 27 Apr 2024, 21:03
QUOTE (pamplona @ 26 Apr 2024, 20:15 )
user posted image

შემოდგომით ვაპირებ პოლონეთიდან ჩამოტანას

კაბადოკიურ ნეკერჩხალს ან აზიურს თუ მომყიდიდი?

Posted by: pamplona 27 Apr 2024, 23:23
ჩხრამბურთლაძე
მე არ ვყიდი ნერგებს smile.gif)

tavadze
ვიშოვე ეგ ნერგი


საგურამოში აქვს გრინჰოლს, მექნება რამდენიმე დღეში
user posted image

Posted by: GEORGEXIII 29 Apr 2024, 06:26
დავრგე პამიდორები, მწვანილი, ხახვი. ნიოზე მითხრეს დააგვიანე შემოდგომას უნდა დარგოო lol.gif lol.gif

Posted by: webdesigner93 29 Apr 2024, 09:47
ეზო და მიწასთან ფუსფუსი საუკეთესო თერაპიაა დღევანდელ ჩვენ რეალობაში , სტრესი რო გვიმცირებს ცხოცრების დღეებს smile.gif

Posted by: PAINKILLER 29 Apr 2024, 15:28
QUOTE (webdesigner93 @ 29 Apr 2024, 09:47 )
ეზო და მიწასთან ფუსფუსი საუკეთესო თერაპიაა დღევანდელ ჩვენ რეალობაში , სტრესი რო გვიმცირებს ცხოცრების დღეებს smile.gif

ამ თვეში ყოველ კვირას მიწევს ეზოს გათიბვა, ბალახი ისე სწრაფად იზრდება, სხვა საქმისთვის ვეღარ ვიცლი sad.gif


ორი ძირი ზეთისხილი წავიღე აგარაკზე და მინდა დავრგო ამ დღეებში, იმედი მაქვს გაიხარებს

Posted by: tavadze 30 Apr 2024, 10:34
pamplona
QUOTE
tavadze
ვიშოვე ეგ ნერგი


საგურამოში აქვს გრინჰოლს, მექნება რამდენიმე დღეში

ძალიან კარგი. გახარებაში!
GEORGEXIII
QUOTE
ნიორზე მითხრეს დააგვიანე შემოდგომას უნდა დარგოო

ინეტრნეტში წამიკითხავს, რომ გაზაფხულზეც რგავენ, თუმცა მეც ისე ვიცი, რომ შემოდგომაზე ირგვება. ოქტომბერია საუკეთესო დრო, მაგრამ მე 15 ნოემბერსაც დამირგავს და ჩვეულებრივ მოვიდა. 10-12 ივნისისთვის ვიწყებ ამოღებას, თორემ მერე პატარა ძირები ჩახმობას იწყებს და იკარგება მიწაში, თუმცა შემოსვლის დრო რეგიონზეცაა დამოკიდებული.

webdesigner93
QUOTE
ეზო და მიწასთან ფუსფუსი საუკეთესო თერაპიაა დღევანდელ ჩვენ რეალობაში , სტრესი რო გვიმცირებს ცხოცრების დღეებს

დასტურ! ერთი სიამოვნებაა, რომ ხედავ, მოსავალი როგორ იზრდება და როგორ ყალიბდება სრულყოფილ მცენარედ, მაგრამ ამ დროში, ამ კლიმატის გადამკიდე ძალიან ჭირს მოსავალის მოწევა. ტექნოლოგიებზე (მზისგან დამცავი ბადეები, წვეთოვანი მორწყვა და სხვა) სრულად თუ არ გადავერთეთ, დაგვერხევა...
PAINKILLER
QUOTE
ამ თვეში ყოველ კვირას მიწევს ეზოს გათიბვა, ბალახი ისე სწრაფად იზრდება, სხვა საქმისთვის ვეღარ ვიცლი

ნუ გამახსენებ! sad.gif sad.gif არადა, სამსახურის გამო სულწასული ვარ და ჯერ მხოლოდ სახლის ირგვლივ შემოვთიბე. ბაღი სულ ბალახებშია ჩაფლული, მაგრამ იქ ჩვეულებრივი ცელით ვერც შევდივარ - მეშინია, რამე არ მოვჭრა. ხელით ვგლეჯ ბალახებს მცენარეების ირგვლივ და მერე გავთიბავ. ცელის ახალი პირი მოვიტანე და იმით ნაკლები რიკია მოჭრისა.
QUOTE
ორი ძირი ზეთისხილი წავიღე აგარაკზე და მინდა დავრგო ამ დღეებში, იმედი მაქვს გაიხარებს

მორწყვის საშუალება თუ გაქვს, უპრობლემოდ გაიხარებს.
პ.ს. წლეულს ექსპერიმენტი წამოვიწყე: ერთი პატარა საბოსტნე ადგილი შემოდგომაზე ბალახით დავმულჩე, არ დამიბარავს, ისე ჩავთესე რაღაცეები და ვნახოთ, რა იქნება. იმ დამულჩულში მიწა უფრო ფხვიერი კი იყო და ნესტიც შენარჩუნებული ჰქონდა, თუმცა გვალვა რომ არ ყოფილიყო ამ მარტ-აპრილში, ალბათ, უფრო კარგად დამუშავდებოდა მიწა. ამ ზაფხულს ბალახს რასაც გავთიბავ და რასაც მოვერევი, მულჩად შევიტან საბოსტნე კვლებში.

Posted by: webdesigner93 30 Apr 2024, 18:36
PAINKILLER
QUOTE
ამ თვეში ყოველ კვირას მიწევს ეზოს გათიბვა, ბალახი ისე სწრაფად იზრდება, სხვა საქმისთვის ვეღარ ვიცლი

მეც ეგრე ვარ , მაგრამ შენ ნამეტანი დიდი ეზო გაქვს როგორც მახსოვს , თან რო არ ცხოვრობ და 1-2 დღით მიდიხარ მხოლოდ , რთულია. ამ მხრივ ჩემი დრო მშენებლობას მიაქვს , სულ მასალის არჩევა , ყიდვა და საგიჟეთი yawn.gif

QUOTE
დასტურ! ერთი სიამოვნებაა, რომ ხედავ, მოსავალი როგორ იზრდება და როგორ ყალიბდება სრულყოფილ მცენარედ, მაგრამ ამ დროში, ამ კლიმატის გადამკიდე ძალიან ჭირს მოსავალის მოწევა. ტექნოლოგიებზე (მზისგან დამცავი ბადეები, წვეთოვანი მორწყვა და სხვა) სრულად თუ არ გადავერთეთ, დაგვერხევა...

ჰოოო , კლიმატი გავაგიჟეთ ადამიანებმა smile.gif ისე ადრიანად დაცხა და დაგვიდგა ზაფხული , ალბათ სეტყვას უნდა ველოდოთ ხშირად მაისი / ივნისში sad.gif ვინც აგრიკულტურაზეა დამოკიდებული , ძალიან მეცოდება ის ხალხი ....


Posted by: Werner Voss 30 Apr 2024, 19:28
აბა როგორ ხართ კარგო ხალხო? smile.gif
წელს უფრო მოცლილი ვარ გაზაფხულზე და დაეტყო მცენარეებსაც, ერთი ეტაპი მოვრჩი შეწამვლებს და დასასუქებას
user posted image

Posted by: tavadze 1 May 2024, 11:12
webdesigner93
QUOTE
ჰოოო , კლიმატი გავაგიჟეთ ადამიანებმა  ისე ადრიანად დაცხა და დაგვიდგა ზაფხული , ალბათ სეტყვას უნდა ველოდოთ ხშირად მაისი / ივნისში  ვინც აგრიკულტურაზეა დამოკიდებული , ძალიან მეცოდება ის ხალხი ....

ჩვენსკენ სეტყვა არ გვადარდებს - საბედნიეროდ, თუმცა ეს გვალვა და განსაკუთრებით, არანორმალური სიცხე სერიოზული პრობლემაა.
Werner Voss
QUOTE
წელს უფრო მოცლილი ვარ გაზაფხულზე და დაეტყო მცენარეებსაც

მართლაც დატყობია! up.gif up.gif

Posted by: rest 2 May 2024, 17:32
QUOTE (webdesigner93 @ 16 Apr 2024, 15:48 )
ტუიები , ვარდები , იასამანი , მოკლედ რაღაც ნერგების ყიდვა მინდა და ახლა რა სიტუაციია , საით ჯობს წასვლა და ყველაფრის ყიდვა ? სართიჭალაში კარგი სანერგეაო მსმენია და თუ იცით რამე ?

სწორად დაგიწერეს როუზ ჰოლი, საუკეთესო ვარდები აქვთ, ასევე ქართულად ფეისბუკში - სუზის ვარდომანია-საუკეთესო ჯიშებია აქაც, ორივეგან მაქვს ნაყიდი, აი იასამანი ჩამომიტანა სუზის ვარდომანიამ შეკვეთით, ძალიან მაგარი ძირი იყო და არის. ჯერ პატარაა და ყვავის, მე თეთრი ვიყიდე "კრასნაია მასკვა" ბევრი გამოფენის გამარჯვებული მსოფლიო მაშტაბით. აქმეორე ძირი ვიყიდე არ მახსოვს ვიღაცისგან ჩვეულებრივი და 3 წელია ჯერ არ უყვავილია, საძირეც წვრილი იყო

Posted by: pamplona 2 May 2024, 21:27
Acer palmatum 'Butterfly' ✔


user posted image


Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 16:11
tavadze
ხოო ოქტობრისთვის დავრგავ მეც. დიდ რაოდენობას მაინც არ ვთესავ ლიჟბი ოჯახს ეყოს რა. თან შენი მოყვანილი როა სულ სხვაა.

Posted by: tavadze 5 May 2024, 20:21
pamplona
QUOTE
Acer palmatum 'Butterfly' ✔

სად იშოვე ეს ბატერფლაი?
გახარებაში. ძალიან ლამაზია.
rest
QUOTE
სწორად დაგიწერეს როუზ ჰოლი, საუკეთესო ვარდები აქვთ, ასევე ქართულად ფეისბუკში - სუზის ვარდომანია-საუკეთესო ჯიშებია აქაც

ორივეს კარგი ჯიშები აქვს, მაგრამ დამიჯერე, ბენდელაგარდენი ჯობს ორივეს. უკეთესი ხარისხი აქვთ - გაცილებით იოლადაც ეგუებიან მიწას - შიშველფესვიანებიც კი, ბევრად სწრაფადაც იზრდებიან და თან პირველივე წელს ლამის სრულყოფილად ყვავიან. მაგალითად, წლეულს მაგათთან ნაყიდი ედი მიტჩელი უკვე აყვავდა. წესით, უნდა მომეჭრა ის კოკორი, მაგრამ ისე კარგად გაიზარდა და ისეთი კოკორი ამოიტანა, დამენანა. ვულკანო, "ლიმონი და ფორთოხალი" შარშანვე გიჟივით ყვაოდნენ. თან, როუზ ჰოლში ხშირად ეშლებათ სახელები, სუზისგან ნაყიდი აიკონიკი კი გამიხმა... დიდის ამბით დავრგე კიბესთან, თან იდეებს ვალაგებდი უკვე, როგორი თაღი გამეკეტებინა და ამასობაში ჩამაჭკნა ხელში. biggrin.gif biggrin.gif რაღა არ ვუსხი ფესვებში, მაგრამ არაო... წლეულს ისევ ბენდელაგარდენისგან წამოვიღე აიკონიკი და კია კაცურად, იყვავილებს წელსვე.
თან, ფასებიც საგრძნობლად დაბალია, აქციებზე კი - საერთოდ.
GEORGEXIII
QUOTE
tavadze
ხოო ოქტობრისთვის დავრგავ მეც. დიდ რაოდენობას მაინც არ ვთესავ ლიჟბი ოჯახს ეყოს რა. თან შენი მოყვანილი როა სულ სხვაა.

წარმატებები. ბევრის მოყვანა ბევრი წვალებაცაა ამოღებაზე. biggrin.gif თან, მინდორში იტესება და გაგანია ზაფხულშია ამოსაღები.
ჩემი გასათოხნია უკვე და ვერ ვიცლი. sad.gif ოთხშაბათს წამოსასვლელი ვარ და იქნებ ხელით მაინც გამოვპუტო ბალახი. თან, თავებია გადასაწყვეტი.

Posted by: microlab8585 5 May 2024, 23:10
QUOTE (pamplona @ 27 Apr 2024, 23:23 )
ჩხრამბურთლაძე
მე არ ვყიდი ნერგებს smile.gif)

tavadze
ვიშოვე ეგ ნერგი


საგურამოში აქვს გრინჰოლს, მექნება რამდენიმე დღეში
user posted image



მშვენიერი smile.gif



...........................................

Posted by: pamplona 5 May 2024, 23:47
tavadze
მადლობაა, გაიხარე

https://www.facebook.com/pterisplants

Posted by: pamplona 7 May 2024, 19:23
ერთი ამერიკული სანერგეა და ჯიშებს ყიდის ნეკერჩხლების, დაჯგუფებული აქვს გვარის მიხედვით და გიზიარებთ

Jack Frost® Maple Collection (Acer x pseudusieboldianum)

Acer x pseudosieboldianum Arctic Jade® (‘IsIAJ’)
Acer x pseudosieboldianum Ice Dragon® (‘IslID’)
Acer x pseudosieboldianum North Wind® (‘IslNW’)

Pacific Rim® Maple Collection (Acer x pseudosieboldianum)

Acer x pseudosieboldianum ‘Cascadia’
Acer x pseudosieboldianum Final Fire® (‘IsFinFi’)
Acer x pseudosieboldianum First Flame® (‘IsFirFl’)
Acer x pseudosieboldianum ‘Origami’
Acer x pseudosieboldianum ‘Wabi sabi’

Full Moon Maples (Acer japonicum, Acer shirasawanum)

Acer japonicum ‘Aconitifolium’
Acer japonicum ‘Green Cascade’
Acer japonicum ‘Rising Sun’
Acer japonicum ‘Vitifolium’
Acer shirasawanum ‘Aureum’
Acer shirasawanum ‘Autumn Moon’
Acer shirasawanum ‘Jordan’

Japanese Maples (Acer palmatum)

Acer palmatum ‘Arakawa’
Acer palmatum ‘Bihou’
Acer palmatum ‘Bloodgood’
Acer palmatum ‘Butterfly’
Acer palmatum ‘Fireglow’
Acer palmatum ‘Hime shojo’
Acer palmatum ‘Iijima sunago’
Acer palmatum ‘Kamagata’
Acer palmatum ‘Katsura’
Acer palmatum ‘Koto maru’
Acer palmatum ‘Koto-no-ito’
Acer palmatum ‘Little Sango’
Acer palmatum ‘Mikawa yatsubusa’
Acer palmatum ‘Ojishi’
Acer palmatum ‘Omure yama’
Acer palmatum ‘Osakazuki akame’
Acer palmatum ‘Oshio beni’
Acer palmatum ‘Pung kil’
Acer palmatum ‘Rhode Island Red’
Acer palmatum ‘Ryugu’
Acer palmatum ‘Sango kaku’
Acer palmatum ‘Sharp’s Pygmy’
Acer palmatum ‘Sherwood Flame’
Acer palmatum ‘Shindeshojo’
Acer palmatum ‘Shishigashira’
Acer palmatum ‘Tobiosho’
Acer palmatum ‘Tsukushi gata’
Acer palmatum ‘Tsuma gaki’
Acer palmatum ‘Twombly’s Red Sentinel’
Acer palmatum ‘Ukigumo’

Japanese Maples – Cascading (Acer palmatum dissectum)

Acer palmatum dissectum ‘Crimson Queen’
Acer palmatum dissectum ‘Orangeola’
Acer palmatum dissectum ‘Red Dragon’
Acer palmatum dissectum ‘Red Filigree Lace’
Acer palmatum dissectum ‘Seiryu’
Acer palmatum dissectum ‘Spring Delight’
Acer palmatum dissectum ‘Tamukeyama’
Acer palmatum dissectum ‘Viridis’

Other Maples

Acer buergerianum ‘Miyasama yatsubusa’
Acer campestre ‘Carnival’
Acer griseum
Acer triflorum
Acer sieboldianum ‘Kinugasa yama’
Acer sieboldianum ‘Kumoi nishiki’


QUOTE
თუ მოგეპოვებათ სრული სია ჩააგდეთ ...

Posted by: lordilidan 8 May 2024, 20:47
თიხანარევი მიწა როგორი სასუქით შეიძ₾ება გავამდიდრო, და რა ხარობს ესეთ მიწაძე ყველაზე მეტად?

Posted by: webdesigner93 8 May 2024, 21:58
ვიყიდე 10 ძირი ტუია და 10 ვარდიც , ტუიები უკვე ჩავრგე და და მაგრადაც ხარობენ ამ წვიმებზე , ვარდები ჯერ არ ჩამირგავს , იმედია ეგენიც გაიხარებენ, დარგვამდე კარგად გავანაყოფიერე მიწა და გავაფხვიერე. ნაკვეთის დანარჩენ ნაწილში სულ ათხრა მიწევს ჯერ და ზოგან ელექტროობის კაბელის გაყვანა , ზოგან მილის გაყვანა არ გამოდის იქაურობის გამწვანება , ზაფხულს ასე მოკრძალებით უნდა შევხვდე და შემოდგომაზე გადავამწვანებ იმედია ყველაფერს , მოვრჩე იქამდე მთავარია და კიდე იცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში და მშვიდობა გვქონდეს biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 9 May 2024, 00:34
tavadze
კი მასეა, მარა შენი დარგული რომ არის და ხედავ შედეგს რაღაცნაირად ხოდზე მოდიხარ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)