Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > შეკითხვა კერძო აღმასრულებეთან გადაცემულ საქმეზე


Posted by: yazoo 12 Jan 2012, 14:49
გთხოვთ მირჩიოთ ან ამიხსნათ როგორ მოვიქცე, მქონდა საკრედიტო ბარათი სამ ბანკში სამსახურის დაკარგვის გამო შიქმნა პრობლემები,ბაზის ბანკმა მიმართა სასამართლოს და დამეკისრა გდახდა რომელსაც ვახორციელებ და მოვრჩები მაისში,საქართველოს ბანკი მოდის დათმობაზე და თანახმაა რომ გადახდა დავიწყოს მაისიდან,დარჩა თიბისი ბანკი რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა და არანაირ დათმიბაზე არ მოდის,საქმე გადასცა კერძო აღმასრულებელს,ისინიც თავის მხრიდან არანაირ დათმობაზე არ მოდიან ანუ რომ მაისიდან დავიწყო გადახდა,იმუქრებიან ყადაღით,იქნებ მირჩიოთ როგორ უნდა მოვიქცე?რა იქნება რაღცნაირად გამოსავალი რომ ვიპოვო?

Posted by: progresi 12 Jan 2012, 16:33
ხელშეკრულება გაქვს თბს-სთან? საურავები რამდენი დაგიგროვდა?

Posted by: yazoo 12 Jan 2012, 16:57
ჯარიმის სახით დარიცხულია 1600 ლარი ანუ გადახდები ხდებოდა მაგრამ თანხას თვლიდნენ არა საკმარისად და ითვლებოდა ჯარიმის ნაწილობრივ დაფარვად პროცენტს არ აკლდებოდა თანხა.ხელშეკრულება არის ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათზე სადაც არც გირავნობა ან თავდები პირი არ არის მითითებული

Posted by: progresi 12 Jan 2012, 17:12
yazoo
არა თბს- ხელშეკრულებებს არ იძლევა ხოლმე, არაერთი შემთხვევა მქონდა ეგეთი და მაგიტო გეკითხები თუ ნამდვილად გაქვს.

Posted by: yazoo 12 Jan 2012, 17:27
ხელშეკრულება დაიდო 2009 წელს როდესაც მოხდა ვალების გაერთიანება ანუ სესხის და საკრედიტო ბარათის გაერთიანება ერთ სესხად.სესხი არის სამომხმარებლო

Posted by: progresi 12 Jan 2012, 21:03
yazoo
ხელშეკრულება რომ არ გქონდეს გამოგაძვრენდი , გამიკეთებია ეგეთი რამე. ხელშეკრულებაში ეგრევე გიწერია რომ ყოველგვარი სასამართლოს და რაიმეს გარეშე აღმასრულებელს გადაეცემა დოკუმენტაცია?

Posted by: yazoo 13 Jan 2012, 10:05
ხელშეკრულებაში წერია რომ დავები უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით,წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟს

Posted by: guga_nukri 13 Jan 2012, 10:11
progresi
QUOTE
ხელშეკრულება რომ არ გქონდეს გამოგაძვრენდი , გამიკეთებია ეგეთი რამე. ხელშეკრულებაში ეგრევე გიწერია რომ ყოველგვარი სასამართლოს და რაიმეს გარეშე აღმასრულებელს გადაეცემა დოკუმენტაცია?

რა ხელშეკრულებაზე საუბრობ?

yazoo
გამოსავალი არის თანხის გადახდა მეტი არაფერი. რადგან კერძო აღმასრულებელს აქვს უკვე წარმოებაში საქმე ეს იმას ნიშნავს რომ შენს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოტანილია, კანონიერ ძალაშია შესული, ამოწერილია ს/ფ და მზადყოფნაა გამოცხადებული შენს საკუთრებაში არსებულ უძრავ მოძრ ქონების რეალიზაციაზე, თუმც კერძო აღმასრულებელს არ აქვს უფლება ქონების რეალიზაცია მოახდინოს, როცა ის საქმეს მორჩება, აუქციონის ჩასატარებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს, ესენი 5 დღის ვადაში განიხილავენ აღმასრულებლის განაცხად და თუ ის კანონს აკმაყოფილებს, 1 თვის ვადაში ჩაატარებენ აუქციონს.

სულ ესაა

Posted by: yazoo 13 Jan 2012, 10:24
კერძო არმასრულებელს ჯერ არ აქვს,საქმე გადასცეს თიბისი ბანკის შვილობოლ კომპანიას რომელიც პრობლემატურ სესხების ამოღებაზე მუშაობს,კითხვაზე თუ რატომ არ გადასცეს სასამართლოს ასეთი პასუხი იყო რომ ჩვენთან მოაგვართ სჯობიაო,მე მგონი მათ არ უნდათ სასამართლოს რომ გადაეცეს იმ მიზეზით რომ საჯარიმო თანხების ჩამოჭრა არ მოხდეს(ბაზის ბანკის შემთხვევაში ასე მოხადა),აქ ლაპარაკია იმაზე რომ მოხდეს უბრალოდ ვალის გადახდის დაწყება მაისიდან მეტი არაფერი,მიუხედავად იმისა რომ სესხი 31% არის აღებული ,და თუ არ მაქვს არანაირი უძრავი ქონება მაშინ რა ხდება?

Posted by: guga_nukri 13 Jan 2012, 10:31
აა, გასაგებია, ანუ გალავარეზებს აქვთ საქმე biggrin.gif აუ ეხლა დაგიწყებენ მობილზე რეკვებს, სამსახურში მოვლენ, მანქანით დაგისატკავაბენ და რატო არ იხდი ბიჭო, იქნერბა პერიოდული მუქარაც და მოკლედ ტვინის ხვნა და ამბები.

თუ არაფერი ქომნება არ გაქვს ეგ ბანკის პრობლემაა, ბინა არ გაქვს? მანქანა? თუ არა, მაშინ თუ შენს წინააღმდეგ გადაწყვეტილება და ს/ფ ექნება ბანკს, აღმასრულებლი მოვა საცხოვრბელ სახლში, სადაც ხარ რეგისტრირებული და იქ არსებულ მოძრავ ოქნებას დააყადაღებს, შეგიყვანს მოვალეთა რეესტრში, გაგეყინება ყველა ანგარიში რაც გაგაჩნია და ნებისმიერი აქტივი რაც შეიძლება ეხლა არ აგაქვს, მაგრამ მომავალშიო გექნება

სულ ესაა

Posted by: yazoo 13 Jan 2012, 10:53
ანგარიში არის ბაზისბანკის მიერ დაყადაღებული ანუ ხელფასიდან მიდის მაგათ ანგარიშზე.პრობლემა ის არის რომ თიბისის არ უნდა იმის გაგონება რომ მაისიდან დაიწყოს გადახდა თან ვალის აღების შემდეგ ხდებოდა თანხების შეტანა მაგრამ ზოგს პროცენტში უშვებდნენ და ზოგს ჯარიმებში.მაინტერესებს სასამართლოში სარჩელის შეატინის შემთხვევაში შეიძლება თუ არა დამეთანხმონ რომ გადახდა დაიწყოს მაისიდან

Posted by: guga_nukri 13 Jan 2012, 10:57
yazoo
რასაც შენ ამბობ ეგ მორიგებაა, მორიგებას კი მხარეების ნება ჭირდება, სასამრთლო იძულების წესით ვერ მოგარიგებს. ანუ მოსამართლემ რომ უთხრას ეს ადამიანი დაიწყებს გადახდას მაისამდე და აცლით თუ არა, ეგ დამოკიოდებულია ბანკზე, თუ იტყვის არაო, სხდომა გარძლედება და გამოვა გადაწყვეტილერბა, ასე რომ მაგის სანსი ნაკლებია

Posted by: progresi 13 Jan 2012, 22:46
guga_nukri
ზელშეკრულება იმ შუაშია რომ იქ წერია ვის უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად, მითუმეტეს, რომ თბს ხელშეკრულებას არაფრის დიდებით არ5 იძლება, მაგის არაერთი შემთხვევა მქონდა და საკმაოდ გამოვცადე მაგათი " აფერისტობები"

yazoo
სასამართლოში შეტანის შემთხვევაში არ გამორიცხო რომ გადასახდელი თანხები შემცირდეს, მაგრამ მანამდე თუ გინდა დოკუმენტაცია მაჩვენე, ხელშეკრულება განსაკუთრებით. თუ გინდა პირადში მომწერე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)