დათიკო ამას ქვია პასუხზე თავის არიდება. კიდევ კარგი, არ მითხარი ეშმაკეული ხარო
მე კი ახალი კითხვები დამებადა: თუ ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ყველაფერი ღმერთია, ( თუ ეს ასე არაა?) მაშინ როგორც კი რაღაცას უწოდებ წმინდას, დანარჩენ ყველაფერს ავტომატურად რაცხავ უწმინდურად. ანუ, რა გამოდის, ღმერთი, იგივე სამყარო, ძირითადად უწმინდურია და მხოლოდ რომელიღაც რელიგიის მიერ გამოყოფილი მცირე ტერიტორიები, რაღაც ნივთები და რამდენიმე ადამიანია წმინდა?