#53180400 · 30 Jul 2018, 11:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Saturn @ 29 Jul 2018, 21:06 ) | LeanidasEos12 უამრავი წიგნი და ვიდეო გაკვეთილები არსებობს. რა აზრი აქვს ამ კურსებზე სიარულს? კონკრეტულად მაგ სტეპის შემთხვევაში კი ის არის ცუდი, რომ მხოლოდ პროგრამირებაზე ვერ ივლი. სწავლა იწყება კომპიუტერის ნაწილების და დაშლა-აწყობის სწავლით და მერეც ბლომად უსარგებლო საგნებია. * * * QUOTE | ნახევარი დღეა რაც არავინ არ მცემს პასუხს ფეისბუკზე. |
კვირას ვინ გიპასუხებს? ყველა ისვენებს
|
მადლობა, მეგობრებო! თავიდან მეც ეგრე მინდოდა გამეკეთებინა (თავისით მესწავლა). მოვიძიე გაკვეთილები MOOC პლატფორმებზე, youtube-ზე და სხვა რესურსებზე, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ real time ურთიერთობა მასწავლებელთან უფრო გამიადვილებდა სწავლას. ანუ, თქვენი აზრით აჯობებს ჩემით ვისწავლო და არ გადავყარო ამდენი ფული? ხომ არ აჯობებდა მენტორი ვიპოვო? * * *
QUOTE (DARKnodo @ 29 Jul 2018, 23:30 ) | LeanidasEos12 წარმოიდგინე მანქანის ყიდვა გინდა და ამ დროს ტესლა გჩუქნის უფასოდ, ან კომპიუტერის - ეფლი გჩუქნის უფასოდ. ამ დროს იღებ გადაწყვეტილებას, რომ ფული დახარჯო ჩინურ საქონელში.
მოკლედ, დასაწყისისთვის თანმიმდევრობით გაიარე ეს კურსები ონლაინში. სწავლისთვის გადადებული ფული კი უფრო რაციონალურად გამოიყენე.
ჰარვარდი მასაჩუსეცი სტენფორდი (I) სტენფორდი (II) სტენფორდი (III) |
დიდი მადლობა! ადრე ვცადე CS50-ის გავლა, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ აჯობებდა უფრო პრაქტიკული განხრით წავსულიყავი და პირველ რიგში ის მესწავლა, რის კეთებასაც ვაპირებდი, ხომო მერე გადავსულიყავი უფრო ფართო თემებზე. საინტერესოა... რომელი წლის CS50-ის მირჩევდი?
|