Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > რელიგია ადამიანს აძალებს რომ ოჯახი შექმნას


Posted by: mapshnik 20 Dec 2022, 17:38
ნეიტრალური ვარ ზოგადად რელიგიების მიმართ მაგრამ ლოგიკური ჯაჭვით მივედი ამ დასკვნამდე. საქმე ეხება მრუშობის ცოდვას რომლის არიდებას ვცდილობთ ჩვენ ადამიანები. თუ არ უნდა ვიმრუშო და დაოჯახებამდე არ უნდა მქონდეს სქესობრივი კავშირი. ვაი და ვერ ვოჯახდები და ვერ შევარჩიე ის პარტნიორი ვინც შემიყვარდება??ა ნუ რა გამოდის უნდა ვიტანჯოო და თავი შევიკავო? რელიგიისგან პასუხი ესაა რომ ცოლი უნდა მოვიყვანო მაგრამ ვერ მომყავს, არავინ მიყვარდება და არც მათ ვუყვარდები, რაშია გამოსავალი?? 28 წლის ვარ უკვე cry.gif

Posted by: KA927 20 Dec 2022, 17:48
სიყვარულს ვინ დაეძებდა, ვისაც გაგირიგებდნენ იმას მოიყვანდი.

Posted by: christafarian 20 Dec 2022, 18:42
რელიგია საერთოდ არასწორე წარმოდგენებს იძლევა გარდა ერთისა რო ადამიანი ღმერთობს და პირიქით

Posted by: Lasha244 20 Dec 2022, 20:40
mapshnik

არავინ არაფერს არ გვაიძულებს. მესმის შენი და თან კარგად... ეკლესიის სწავლება მასეთია და ან უნდა იწამო და დაემორჩილო,ან თქვა რომ მე ეს არ მაინტერესებს და ისე ვიცხოვრებ როგორც მინდა.

აი ესაა,მეტი გზა არააა

Posted by: mapshnik 20 Dec 2022, 20:56
QUOTE (Lasha244 @ 20 Dec 2022, 20:40 )
mapshnik

არავინ არაფერს არ გვაიძულებს. მესმის შენი და თან კარგად... ეკლესიის სწავლება მასეთია და ან უნდა იწამო და დაემორჩილო,ან თქვა რომ მე ეს არ მაინტერესებს და ისე ვიცხოვრებ როგორც მინდა.

აი ესაა,მეტი გზა არააა

აუ ძაან მღრღნის შიგნიდან რაღაც და ვერ ვისვენებ რააა. თითქოს კომფორტის ზონა მინდა და სასჯელის მეშინიაა რო მომელის cry.gif თან ამ სექსუალურ ენერგიასაც ვერ ვიკავებ, არ ვიცი რა ვქნა

Posted by: Lasha244 20 Dec 2022, 23:47
mapshnik

მოთხოვნილებას ვერაფერს უზამ,ან უნდა დაოჯახდე ან შეეგუო ამ მდგომარეობას.

Posted by: daviti35 21 Dec 2022, 13:43
QUOTE (mapshnik @ 20 Dec 2022, 17:38 )
ნეიტრალური ვარ ზოგადად რელიგიების მიმართ მაგრამ ლოგიკური ჯაჭვით მივედი ამ დასკვნამდე. საქმე ეხება მრუშობის ცოდვას რომლის არიდებას ვცდილობთ ჩვენ ადამიანები. თუ არ უნდა ვიმრუშო და დაოჯახებამდე არ უნდა მქონდეს სქესობრივი კავშირი. ვაი და ვერ ვოჯახდები და ვერ შევარჩიე ის პარტნიორი ვინც შემიყვარდება??ა ნუ რა გამოდის უნდა ვიტანჯოო და თავი შევიკავო? რელიგიისგან პასუხი ესაა რომ ცოლი უნდა მოვიყვანო მაგრამ ვერ მომყავს, არავინ მიყვარდება და არც მათ ვუყვარდები, რაშია გამოსავალი?? 28 წლის ვარ უკვე cry.gif

რელიგია ანუ ქრისტიანობა ადამიანს ასწავლის სწორ ხედვას ცხოვრებაში, რომ ადამიანმა იცოდეს რა სწორია და რა არასწორი ეს ეხება არამარტო კაცის ქალთან ურთიერთობას არამედ ადამიანური ურთიერთობის ყველა სფეროს.მაგ 10 მცნება ქურდობა მკვლელობა შური დასხვა.
ისე კი ქრისტიანობაში ის ხალხი უფრო ფასობს ვინც იცის რა არის ცუდი რა კარგი და ამას აღიარებს საკუთარ თავში,ვიდრე ისინი ვინც ზედაპირულად ყველა მცნებას იცავს.
როგორც ნათქვამია არარის ადამიანი რომელიც წმინდანი გახდა და მანამდე ცუდი არ გაუკეთებიაო. ანუ მთავარია ადამიანმა ცდილობდე სწორე გზებით ცხოვრებას ხოლო რამდენად გამოგივა ეს მეორე ხარისხოვანია. მაგ თუნდაც ამ ქმ საკითხში
თუ ადამიანი აუკრძალავს საკუთარ თავს სხვის ცოლზე ან ქმარზე სურვილებს და მხოლოდ სინგლებზე იქნება ორიენტირებული უკვე რამხელა პროგრესია ყველა რომ ასე იქცეოდეს. არ იქნებოდა ამდენი მკვლელობები და სხვა ტრაგედიები ღალატის გამო. დანარჩენი ყველაფერი დროში მოვა ის გოგოც გამოჩნდება და ასაკის მატებასთან ერთად სხვა პრიორიტეტები წამოვა წინა პლანზე. ღმერთი იდიალურობას არ ითხოვს თავიდანვე. პირიქით იდიალურებს სხვა პრობლემა აქვთ ამპარტავნება უტევთ რომ ყველას ზემოდან უყურონ და აგრესიულ ფანატიკურები იყვნენ.

Posted by: დაისი 22 Dec 2022, 01:18
QUOTE (mapshnik @ 20 Dec 2022, 20:56 )
QUOTE (Lasha244 @ 20 Dec 2022, 20:40 )
mapshnik

არავინ არაფერს არ გვაიძულებს. მესმის შენი და თან კარგად... ეკლესიის სწავლება მასეთია და ან უნდა იწამო და დაემორჩილო,ან თქვა რომ მე ეს არ მაინტერესებს და ისე ვიცხოვრებ როგორც მინდა.

აი ესაა,მეტი გზა არააა

აუ ძაან მღრღნის შიგნიდან რაღაც და ვერ ვისვენებ რააა. თითქოს კომფორტის ზონა მინდა და სასჯელის მეშინიაა რო მომელის cry.gif თან ამ სექსუალურ ენერგიასაც ვერ ვიკავებ, არ ვიცი რა ვქნა

mapshnik

იყოლია ნაშოჩკა, ისიც ისიამოვნებს და შენც. ვის უსმენ ან რას? ცხოვრება ხანოკლეა, სანამ ხარ უნდა ისიამოვნო. რო დაბერდები მერე ამწეკრანიც ვერ უშველის იმას.
რელიგიას კაი მხარეებიც აქვს მარა ძირითადათ ადამიანების კონტროლის, შეზღუდვის და მართვის მექანიზმია.

Posted by: Obser_ver 10 Jan 2023, 11:37
რელიგია ზოგადად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ცდილობს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს მისი ფიზიოლოგია - პროცესები რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. ეს შეზღუდვები დაწესებულია საუკუნეების წინ, მაშინ როდესაც მედიცინა (და ზოგადად განათლება) არ არსებობდა და ადამიანზე და მის აგებულებაზე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და შესაბამის შეზღუდვებს იგონებდნენ. დღეს კი, როდესაც ასე მარტივია ცოდნის მიღება და არნახულ კომფორტში ცხოვრობს ადამიანი, მცდელობა შუასაუკუნეების კანონებით იხელმძღვანელოს საზოგადოებამ არის სადიზმი და არავითარ სიკეთე არ მოაქვს საზოგადოების წევრებისათვის და შესაბამისად მთლიანად საზოგადოებისათვის. საქართველოს შემთხვევაში ფაქტი სახეზეა. მკვლელობა, ძალადობა და უპერსპექტივობა და ა.შ. ვინც იტყვის რომ მკვლელობა და ძალადობა ყველგან ხდება დავეთანხმები, თუმცა უნდა დაიანგარიშდეს მოსახლეობის რაოდენობაზე. ანუ 50 მილიონიან ქვეყანაში თუ ხდება იმდენივე რამდენიც ჩვენთან გამოდის რომ ჩვენთან არის 12 ჯერ მეტი.

Posted by: Popper 10 Jan 2023, 14:42
QUOTE (mapshnik @ 20 Dec 2022, 17:38 )
ნეიტრალური ვარ ზოგადად რელიგიების მიმართ მაგრამ ლოგიკური ჯაჭვით მივედი ამ დასკვნამდე. საქმე ეხება მრუშობის ცოდვას რომლის არიდებას ვცდილობთ ჩვენ ადამიანები. თუ არ უნდა ვიმრუშო და დაოჯახებამდე არ უნდა მქონდეს სქესობრივი კავშირი. ვაი და ვერ ვოჯახდები და ვერ შევარჩიე ის პარტნიორი ვინც შემიყვარდება??ა ნუ რა გამოდის უნდა ვიტანჯოო და თავი შევიკავო? რელიგიისგან პასუხი ესაა რომ ცოლი უნდა მოვიყვანო მაგრამ ვერ მომყავს, არავინ მიყვარდება და არც მათ ვუყვარდები, რაშია გამოსავალი?? 28 წლის ვარ უკვე cry.gif

მე როგორც ვნახე შესაბამის განყოფილებაში, მგონი საბმისიური მიდრეკილება გაქვს სექსში, შესაბამისად, უნდა მონახო დომინანტი ქალი პარტნიორი, თან ისე, რომ ცოლად მოიყვანო.

ზოგადად, მრავალრიცხოვან საყვარლებში ბოდიალს არაფერი არ მოაქვს, მათ შორის არც სიამოვნება სინამდვილეში.

Posted by: დაისი 11 Jan 2023, 02:33
არა რელიგი აარ აძალებს. რელიგია უბიძგებს რო ოჯახი შექმნას.

Posted by: Lasha244 21 Jan 2023, 17:46
დაისი

QUOTE
არა რელიგი აარ აძალებს. რელიგია უბიძგებს რო ოჯახი შექმნას.


არც აძალებს და არც უბიძგებს. კი,რაღაც მხრივ გეუბნება ეკლესია რომ თუ გინდა რომ შენი თავი გააკონტროლო,თუ გინდა რომ არ იყო სიძვის ცოდვაში და ვნებებს აყოლილი,მაშინ უნდა გყავდეს ოჯახი.

Posted by: Obser_ver 21 Jan 2023, 18:50
Lasha244

QUOTE
არა რელიგი აარ აძალებს. რელიგია უბიძგებს რო ოჯახი შექმნას.


არც აძალებს და არც უბიძგებს. კი,რაღაც მხრივ გეუბნება ეკლესია რომ თუ გინდა რომ შენი თავი გააკონტროლო,თუ გინდა რომ არ იყო სიძვის ცოდვაში და ვნებებს აყოლილი,მაშინ უნდა გყავდეს ოჯახი.


რელიგია აშინებს რომ თუ ცოდვას ჩაიდენ დედას ცეცხლში დაიწვებიო, ჯოჯოხეთში გიხმარენო და ა.შ. დაუქორწინებლად თუ ექნა ადამიანს სექსი ცოდვაა და ცეცხლში დაგწვავენო. შესაბამისად ყველა ცდილობს სექსი არ ჰქონდეს მანამ სანამ არ დაქორწინდება და დაძალებაა მაშ რა არის.

Posted by: Lasha244 24 Jan 2023, 19:37
Obser_ver

QUOTE
დაუქორწინებლად თუ ექნა ადამიანს სექსი ცოდვაა და ცეცხლში დაგწვავენო.


დიახ,ეს ცოდვაა მაგრამ არავის უთქვამს რომ ამის გამო ცეცხლში დაგწვავენო.

QUOTE
შესაბამისად ყველა ცდილობს სექსი არ ჰქონდეს მანამ სანამ არ დაქორწინდება


ზოგი ისედაც ასე ფიქრობს,რელიგია არაფერ შუაშია. ზოგი საერთოდ ურწმუნოა მაგრამ აქვს ასეთი შეხედულება რომ არ უნდა ქორწინებამდე სექსი,ამას თავისი მიზეზები აქვს.

თუ ადამიანი მორწმუნეა,და ცდილობს ღმერთთან ახლოს იყოს,მაშინ უნდა ხვდებოდეს თვითონვე რომ მაგ ტალახით სიწმინდემდე ვერ მივა,ჯერ უნდა ხელები დაიბანო,და მერე გააკეთო საქმე.

იმედია გასაგებად დავწერე სათქმელი wink.gif

Posted by: Obser_ver 25 Jan 2023, 09:50
Lasha244

QUOTE
დაუქორწინებლად თუ ექნა ადამიანს სექსი ცოდვაა და ცეცხლში დაგწვავენო.


დიახ,ეს ცოდვაა მაგრამ არავის უთქვამს რომ ამის გამო ცეცხლში დაგწვავენო.


აქანა არა შეკაცო, იქანა, რომ მოკვტებიო იქანა ქვაბზე შეოგდგამენ და მოგხარშავენ ხაშივითო, ან რაიმე მსგავსი ###ობა, რა მნიშვნელობაა აქვს სად დაგწვავენ თუ დაგწვეს.


* * *
QUOTE
შესაბამისად ყველა ცდილობს სექსი არ ჰქონდეს მანამ სანამ არ დაქორწინდება


ზოგი ისედაც ასე ფიქრობს,რელიგია არაფერ შუაშია. ზოგი საერთოდ ურწმუნოა მაგრამ აქვს ასეთი შეხედულება რომ არ უნდა ქორწინებამდე სექსი,ამას თავისი მიზეზები აქვს.

თუ ადამიანი მორწმუნეა,და ცდილობს ღმერთთან ახლოს იყოს,მაშინ უნდა ხვდებოდეს თვითონვე რომ მაგ ტალახით სიწმინდემდე ვერ მივა,ჯერ უნდა ხელები დაიბანო,და მერე გააკეთო საქმე.

იმედია გასაგებად დავწერე სათქმელი


მეტად ძლიერ გასაგებად არის დაწერილი.

QUOTE
თუ ადამიანი მორწმუნეა,და ცდილობს ღმერთთან ახლოს იყოს,მაშინ უნდა ხვდებოდეს თვითონვე რომ მაგ ტალახით სიწმინდემდე ვერ მივა,ჯერ უნდა ხელები დაიბანო,და მერე გააკეთო საქმე.


ეგ არის დაძალება, მაშ რა არის? როდესაც რელიგიურ საზოგადოებაში ცხოვრობ, რომელიც მრუშს დაგიძახებს თუ მაგათი ნებართვის გარეშე იტყნაურე, თუ ყველასთვის მიუღებელი უქენი იმიტომ რომ მრუში ხარ და ა.შ. იძულებული ხდები იქორწინო.

უფრო ადრე კი წვავდნენ, ვირზე უკუღმა შემოსვამდნენ და ტალახს ესროდნენ, ცხვირს აჭრიდნენ და ვინ იცის კიდევ რას შვრებოდნენ, ახლა შედარებით მშვიდობიანი მეთოდებია მაგრამ წნეხი იგივე

ზოგი ზოგადად ასე ფიქრობსო რომ ამბობ ეს დასკვნა რაზე დაყრდნობით? ანუ ფიქრობ რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ მოიფიქროს რომ ქორწინების გარეშე სექსი ცუდია, და ეს საზოგადოების გავლენის გარეშე მოხდეს? ანუ არაფრისგან წარმოიშვას მსგავსი აზრი, უმიზეზოდ? უბრალოდ გამორიცხულია.


Posted by: keandra 25 Jan 2023, 10:19
ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მალე დაივიწყე რომ რომელიმე რელიგია არსებობს საერთოდ. საუკუნეების წინ დაწერილი ზღაპრები დაივიწყე და უფრო მარტივად შეხედავ ყველაფერს. ეს რომ მექნა 18 წლის ასაკში ბევრად წინ ვიქნებოდი ცხოვრებაში. თუმცა არარელიგიურობა ამორალურობას სულაც არ ნიშნავს როგორც ზოგიერთ მორწმუნეს უნდა რომ წარმოაჩინოს. ადამიანი რომ არ უნდა მოვკლა და რომ არ უნდა ვიძალადო ისედაც ვიცი ვიღაცის ბოდვები რომ არ ვიკითხო.

Posted by: Lasha244 25 Jan 2023, 14:22
Obser_ver

QUOTE
ზოგი ზოგადად ასე ფიქრობსო რომ ამბობ ეს დასკვნა რაზე დაყრდნობით? ანუ ფიქრობ რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ მოიფიქროს რომ ქორწინების გარეშე სექსი ცუდია, და ეს საზოგადოების გავლენის გარეშე მოხდეს? ანუ არაფრისგან წარმოიშვას მსგავსი აზრი, უმიზეზოდ?


რა თქმა უნდა ჩვენი მენტალიტეტი და ტრადიციები დიდ გავლენას ახდენს,მაგრამ მხოლოდ ეს არ განაპირობებს მსგავსს აზრს. ქალების დიდ ნაწილს ეშინია ქორწინებამდე სექსის,მერე რომ არ მიაგდონ და არ დარჩნენ პირდაღებულები

QUOTE
უბრალოდ გამორიცხულია.


გამორიცხული არაფერია smile.gif

QUOTE
ეგ არის დაძალება, მაშ რა არის?


დაძალება სხვა რამეა, შეუძლებელია იყო მორწმუნე და თან იწვე ჭაობში,გინდ მრუშობდე და გინდ ლოთობდე,რა მნიშვნელობა აქვს? ცოდვაში მყოფი ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს.

Posted by: Obser_ver 25 Jan 2023, 15:33
Lasha244

QUOTE
ზოგი ზოგადად ასე ფიქრობსო რომ ამბობ ეს დასკვნა რაზე დაყრდნობით? ანუ ფიქრობ რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ მოიფიქროს რომ ქორწინების გარეშე სექსი ცუდია, და ეს საზოგადოების გავლენის გარეშე მოხდეს? ანუ არაფრისგან წარმოიშვას მსგავსი აზრი, უმიზეზოდ?


რა თქმა უნდა ჩვენი მენტალიტეტი და ტრადიციები დიდ გავლენას ახდენს,მაგრამ მხოლოდ ეს არ განაპირობებს მსგავსს აზრს. ქალების დიდ ნაწილს ეშინია ქორწინებამდე სექსის,მერე რომ არ მიაგდონ და არ დარჩნენ პირდაღებულები


ზოგადად მიგდება, ბავშვიანად მიგდება და სექსი ერთმანეთთან არ არის კავშირში თუ არ დააკავშირე. ხშირად ბავშვის გაჩენა სწორედ მამრის შენარჩუნებისთვისაც ხდება.

QUOTE
უბრალოდ გამორიცხულია.


გამორიცხული არაფერია


გეთანხმები, თუმცა რაღაცის მოხდომის უმცირესი ალბათობის არსებობის შემთხვევაში ის შეუძლებლად/გამორიცხულად შეიძლება ჩაითვალოს.

QUOTE
დაძალება სხვა რამეა, შეუძლებელია იყო მორწმუნე და თან იწვე ჭაობში,გინდ მრუშობდე და გინდ ლოთობდე,რა მნიშვნელობა აქვს? ცოდვაში მყოფი ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს.


პირველი, ზოგადად რწმენა ილუზიაა - შეუძლებელია რწმენა.

ჭაობში წოლა რას ნიშნავს? ესეც რელიგიის მიერ შემოგდებული ალეგორია.

მრუშობაც - რელიგიის მიერ შემოგდებული ცნება.

ცოდვაც - რელიგიის მიერ შემოგდებული ცნება.

ღმერთის ხედვის ფენომენი, ღმერთთან ურთიერთობა - ეს კი საერთოდ შიზოფრენიაა.

Posted by: Lasha244 25 Jan 2023, 19:56
Obser_ver

QUOTE
ხშირად ბავშვის გაჩენა სწორედ მამრის შენარჩუნებისთვისაც ხდება.


ამდენმა წლიანმა გამოცდილებამ ყველას დაანახა რომ ბავშვის გაჩენა არაფერსაც არ ნიშნავს,კაცს ვერ დააბავენ მაგით,ანუ ეგ მანიპულაცია არ მუშაობს

QUOTE
პირველი, ზოგადად რწმენა ილუზიაა - შეუძლებელია რწმენა.


რა იცი რომ ილუზიაა? დაამტკიცებ?

QUOTE
ჭაობში წოლა რას ნიშნავს? ესეც რელიგიის მიერ შემოგდებული ალეგორია.


უკვე ვთქვი ზემოთ რასაც ნიშნავს. ვთქვათ მე მყავს ცოლი,კანონიერად ყველაფერი და თან პარალელურად ვღალატობ ხან ვისთან და ხან ვისთან,და ეს სულაც არ მაწუხებს და თან მგონია რომ ნუ ეს არაფერია კაცო მერე რა მოხდა,კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს. და ვამბობ რომ სინდისი სუფთა მაქვს და ღმერთთანაც მართალი ვარ,ანუ ეს ცოდვად არ მიმაჩნია. ვარ თუ არა ტყუილში? რა თქმა უნდა ვარ! იმიტომ რომ მე თუ ვამბობ რომ ღმერთის მწამს, ისიც ვიცი რა მითხრა ღმერთმა,როგორი უნდა ვიყო და რას არ უნდა ვაკეთებდე,სხვა ყველაფერი ტყუილია.

QUOTE
ცოდვაც - რელიგიის მიერ შემოგდებული ცნება.


სახარებაში წერია რა არის ცოდვა wink.gif

QUOTE
ღმერთის ხედვის ფენომენი, ღმერთთან ურთიერთობა - ეს კი საერთოდ შიზოფრენიაა.


ათეისტებისთვის კი,ესეა.

Posted by: Obser_ver 25 Jan 2023, 22:54
Lasha244

QUOTE
ამდენმა წლიანმა გამოცდილებამ ყველას დაანახა რომ ბავშვის გაჩენა არაფერსაც არ ნიშნავს,კაცს ვერ დააბავენ მაგით,ანუ ეგ მანიპულაცია არ მუშაობს


ეს მაგალითად იყო მოყვანილი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალის მიგდების ვარიანტის გარდა ბავშვით მანიპულაციის საშუალება მამაკაცზე ქალზე ზრუნვის ვალდებულების აკიდება. ზოგთან მუშაობს, ზოგთან არა.


QUOTE
პირველი, ზოგადად რწმენა ილუზიაა - შეუძლებელია რწმენა.


რა იცი რომ ილუზიაა? დაამტკიცებ?


მე რა უნდა დავამტკიცო? მე არ ვიცი რა ხდება, რას გრძნობ როდესაც "გწამს", ეს შენ უნდა ამტკიცო, ვინც ამბობს მწამსო.

შენ როგორ ხვდები რომ "გწამს"? და საიდან იცი რომ ვიღაცა რომ ამბობს "მწამსო" მაგასაც იგივე სჭირს რაც შენ?

QUOTE
ჭაობში წოლა რას ნიშნავს? ესეც რელიგიის მიერ შემოგდებული ალეგორია.


უკვე ვთქვი ზემოთ რასაც ნიშნავს. ვთქვათ მე მყავს ცოლი,კანონიერად ყველაფერი და თან პარალელურად ვღალატობ ხან ვისთან და ხან ვისთან,და ეს სულაც არ მაწუხებს და თან მგონია რომ ნუ ეს არაფერია კაცო მერე რა მოხდა,კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს. და ვამბობ რომ სინდისი სუფთა მაქვს და ღმერთთანაც მართალი ვარ,ანუ ეს ცოდვად არ მიმაჩნია. ვარ თუ არა ტყუილში? რა თქმა უნდა ვარ! იმიტომ რომ მე თუ ვამბობ რომ ღმერთის მწამს, ისიც ვიცი რა მითხრა ღმერთმა,როგორი უნდა ვიყო და რას არ უნდა ვაკეთებდე,სხვა ყველაფერი ტყუილია.


ჭაობში წევხარ კიარა შენ ყოფილხარ კაცი, ადამიანი, პიროვნება. wink.gif
შენ ღმერთთან არ გქონია ამ საქმეზე საუბარი, არც გინახავს ის და საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რა არის. რაც შენ იცი არის ის, რასაც გეუბნებიან წვერიანი კაცები, რაღაც წიგნებს კითხულობ მათ მიერ დაწერილს, გაშინებენ თუ ასე არ იზამ ეს დაგემართებაო და გჯერა მაგათი და თავს იწვალებ ტყუილა, ცხოვრობ ჩაკეტილ წრეში და მაგ წრეში რაც არის მიღებული მაგას აკეთებ, სხვაგან ვერ წახვალ. სხვა ქვეყანაში რომ წახვიდე, იქაც იგივე საზოგადოებას ეძებ რომ თავი კომფორტულად იგრძნო და ხარ ასე დამორჩილებული იმას რაც არასდროს გინახავს რა არის, რისგან შედგება და არც ეძებ.

QUOTE
ცოდვაც - რელიგიის მიერ შემოგდებული ცნება.


სახარებაში წერია რა არის ცოდვა


რა თქმა უნდა, სახარებაში ეწერება აბა სად დაწერდა ღმერთი. ისე ყველა მამაოს ტელეფონი, ვოტსაფი, ვიბერი, ფეისბუქ/ინსტაგრამი აქვს და ღმერთმა როგორ ვერ დაადგა თავი ამ საქმეს.

QUOTE

QUOTE
ღმერთის ხედვის ფენომენი, ღმერთთან ურთიერთობა - ეს კი საერთოდ შიზოფრენიაა.


ათეისტებისთვის კი,ესეა.


ესეც წარსულიდან შემორჩენილი სისულელე, რას ნიშნავს ათეისტი? ის ვისაც არ სჯერა ღმერთის არსებობის? დაჯერება რაღაცნაირად სიჯიუტესთან არის ასოცირებული, თითქოს არის რაღაც მაგრამ ჯიუტად თვალებს ხუჭავს ვიღაცა, ყურებს იცობს რომ არ ნახოს ან არ გაიგონოს რაღაცა, ამ შემთხვევაში ღმერთის არსებობა.

არადა ამას სულ არ სჭირდება რაღაცისტობა, როგორც დღეს და ღამეს არ სჭირდება ისტობა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)