მეც ISET-ელი ვარ.
მათემატიკას თუ ღეჭავ და ინგლისური ცოტა მაინც იცი, მაშინ შენთვისაა ეს პროგრამა!!!
ფინანსებს ვსწავლობთ მარა ისე არა რომ სპეციალობად ჩაითვალოს.
ისე მინდა გითხრა რომ იმდენი ფინანსისტი ყავს საქართველოს გადატვირთულია ბაზარი ასე რომ ჯობია ჩვენი ნიშა აირჩიო და არ ინანებ დარწმუნებული ვარ.
საიტზე თუ შეხვალ სემინარების announcement-ებია და თუ დაესწრები მიხვდები რა ხდება ISET-ში.
სწავლა უფასოა მათთვის ვისაც კარგი ნიშნები ყავს, გადასახადი არის თუ არ ვცდები ან $1600 ან $3200 გააჩნია როგორ სწავლობ.
გადასახადის მიუხედავად თუ ნიშნები კარგი გყავს სტიპენდიასაც მოგცემენ.
სწავლა 2 წლიანია.
მისაღები გამოცდები როდისაა არ ვიცი ზუსტად მარა საბუთების შეტანა დაიწყო უკვე. საიტზე გამოცდების ნიმუშებიც უნდა იყოს და ნახე.
იმედია გავეცი შენს შეკითხვებს პასუხი. თუ კიდევ გაინტერესებს რამე We are more than willing to help !!!
* * *
მართალია რთულია სწავლა და დიდი დროც მიაქვს, მაგრამ თუ კარგი განათლების მიღება გინდა საუკეთესო სასწავლებელია.
თან მართლა არ ვართ ისე რომ სხვა რამის დრო არ გვრჩებოდეს...
სწავლაც ვიცით და დროს ტარებაც