#55569171 · 8 Dec 2019, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვაკანსია გავქვს გაყიდვებში |
მხოლოდ ფბ გვერდები გაქვთ? სადაც სრული სიცარიელეა, ალბათ წუთზე მეტი დავკარგე რომ გამეგო რას აკეთებთ ზუსტად, რომელ პროდუქტს ყიდით და ვისთვის... მაგრამ მაინც ვერ მივხვდი ბოლომდე. იქნებ პოტოშოპით ცოტა მიხატ მოხატოთ, გაალამაზოთ ფბ გვერდი, დაწეროთ საიტი იგივე ფერებში, განათავსოთ ნამუშევრები და ის პროდუქტი რასაც ხალხს თავაზობთ (ამ კონკრეტულ მომენტში საიტის მომსახურეობა(არ ვიცი ზუსტად რას ყიდით )). QUOTE | მე და სოლო ერტად ვართ |
არც შენი ნამუშევრები ვიცი და არც სოლოსი, პირველად გავიგე და მითუმეტეს მე როდესაც ფორუმის ასე თუ ისე ხშირი მომხმარებელი ვარ, არ ვიცი თქვენს შესახებ, ვიღაც სხვას საიდან ეცოდინება, მაგალითად კომპანია "კაციჭამია კურდღელს" წარმოდგენა არ აქვს თქვენს შესახებ, რომელიც კითხულობს თქვენს ფბ გვერდს ან აი ამ პოსტს. ამ შემთხვევაში თქვენი ნამუშევრები უნდა მეტყველებდნენ თქვენს გარეშე, ასე რომ განათავსეთ ყველა ხარისხიანი საიტის დიზაინი თუ რაც შეგიქმნიათ და ჰყიდით ყველგან სადაც შეგეძლებათ, თავისუფალ დროს კიდევ დაამატეთ ახალი ნამუშევრები და საბოლოოდ მიაღწევთ წარმატებას.
არ გჭირდებათ გაყიდვების მენეჯერი, დროისა და ფულის ტყუილუბრალოდ ხარჯვა...
წარმატებები.
|