Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > CFA


Posted by: shota_pixela 30 Jul 2012, 17:29
გამარჯობა

ფორუმზე მახსოვს იყო თემა ამის შესახებ და სამწუხაროდ ვერ ვნახე.
http://www.cfainstitute.org/

თუ შეგიძლიათ ვისაც ჩაბარებული გაქვთ ერთი ან რამდენიმე დონე დაწეროთ:
--ფასები
--დედლაინები
--უფასო წიგნების ლინკები
-- ინფორმაცია უახლოესი საგამოცდო ცენტრის შესახებ
-- რამდენად გამოგადგათ მათი ჩაბარება ქართულ რეალობაში სამსახურის ძებნისას.
და ა.შ

ინტერნეტში კი არის ინფორმაცია მაგრამ გაბნეულია. თან ათასი კითხვა შეიძლება გაგიჩნდეს რაზეც პასუხი შეიძლება ვერ იპოვო.

აქ რომ განვიხილოთ ეს პროგრამა და გამოცდილები დაეხმაროთ გამოუცდელებს.

პ.ს თუ თემა სადმე კიდევ დევს ფორუმზე გთხოვთ ეს თემა დახუროთ
* * *
ვინც ჩააბარეთ იქნებ დაწეროთ :
რომელ საგამოცდო ცენტრში ჩააბარეთ
და დაჯდა რეგისტრაცია + წიგნზე დარეგისტრირება
რამდენად რთული იყო

მადლობა წინასწარ
smile.gif

Posted by: shota_pixela 2 Aug 2012, 21:32
არავის არ აქვს ჩაბარებული ? UP

Posted by: JuveMan 24 Aug 2012, 17:23
shota_pixela
მე არა მარა ჩემ შეყვარებულს ააქ ჩაბარებული, და მეც ვაპირევ ეხლა რო ჩავაბარო, სულ 6 წიგნია მაგრამ 10 საგანია ეს პირველ ლეველზე ნუ მერე იცვლება ალბათ შენც გეცოდინება ეგ. უფრო ინვესტიციებს ეხება და მათემატიკაც უნდა იცოდე, ინგლისურიც კარგად უნდა იცოდე biggrin.gif ნუ 1100 $ ღირს დაახლოებით რეგისტრაცია, წიგნები და ელ წიგნები, ნუ ჩემმა შეყვარებულმა ჩააბარა სტამბულში ისე ახლო მახლო კიდე ბაქოა და კიევი ნუ ეგ შენი აირჩევ რომელი გინდა. biggrin.gif საკმაოდ რთულია მე და ჩემი შეყვარებული მეცხრე ცაზე ვიყავით პირველი ლეველი რო ჩააბარა, biggrin.gif თან პირველივე ცდაზე. არადა ხალიხა მესამედ ჩაიჭრნენ. ნუ გამოცდა 240 კითხვაა და 2 სესიადაა დაყოფილი დილის და საღამოს, 3-3 საათი biggrin.gif

Posted by: L24G 24 Aug 2012, 18:44
გამარჯობა,

მე ეხლახანს გადავწყვიტე ჩაბარება. თუმცა დარეგისტრირებას ჯერ არ ვაპირებ, თქვენც გირჩევთ კარგად განსაზღვროთ რა დრო გჭირდებათ სამეცადინოდ. ვინც მათემატიკა და ინგლისური კარგად იცის დიდ სირთულეს არ წარმოადგეს ამის ჩაბარება, უბრალოდ დიდი მასალაა და შესაბამისად დროც დიდი სჭირდება გასავლელად.

რაც შეეხება წიგნებს, როგორც ვიცი ოფიციალური ვერსიიდან ჯობია მეცადინეობა, რომელსაც დარეგისტრირებსას გიგზავნიან, თუ ჯერ მეცადინეობას აპირებთ და მერე დარეგისტრირებას ძველიც გამოდგება (თუმცა როგორც ვიცი ყოველ ჯერზე შეაქვთ დამატებები და სიახლეები). ხო, კიდევ... ჩემი რჩევა იქნება ერთი წელი მაინც განსაზღვოთ სამეცადინოდ, განსაკუთრებით სამსამხურში თუ ხართ დაკავებული... დროის ფაქტორი ძალიან გასათვალისწინებელია რეგისტრაციის ფასიდან გამომდინარე biggrin.gif

Posted by: JuveMan 18 Sep 2012, 15:07
წინა ხუთშაბათს დავრეგისტრირდი და გუშინ წიგნები ჩამომივიდა smile.gif რეგისტრაცია 1140 $ თავისი წიგნებით სახლში მოტანით, ივნისის 1 -ლ შია გამოცდა სტრამბულის საგამოცდო ცენტრი ავირჩიე, და კაი ხანია მეცადინეობა დავიწყე ასე თუ ისე რთულია მაგრამ გაქაჩვადია რა დრო უნდა. მეორე ლეველზე უკვე ფასი მცირდება 700 $ ია დაახლოებით smile.gif

Posted by: L24G 2 Oct 2012, 15:57
JuveMan წარმატებები...

მეც ვაპირებ ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირებას, ოღონდ მოგვიანებით. მეცადინეობა კი უკვე დავიწყე, იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის wink.gif

Posted by: JuveMan 2 Oct 2012, 17:51
L24G
მადლობა wink.gif ჩაივლის კაცო ყველაფერი კარგად იქნება wink.gif მთავარია კარგად დაგეგმო ყველაფერი და მშვიდად იმეცადინო და ჩააბარებ, მგონი ჯობს რაც შეიძლება ადრე დარეგისტრირდე უფრო იაფს იხდი რა მე რაღაცა 400 $ დისკაუნტი გამიკეთეს რო ადრე დავრეგისტრირდი, და ნახე აბა შენც რავი smile.gif შეჰნც წარმატებები, ისე სად აპირებ ჩაბარებას სტამბულში? smile.gif
წარმატებები wink.gif



ისე ეს CFA -ს ხალხი შეგვიძლია შევხვდეთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ.

Posted by: L24G 2 Oct 2012, 20:10
მადლობაsmile.gif
კი, სავარაუდოდ სტამბულში მეც. კარგია, გამეხარდა მარტო რომ არ ვიქნები biggrin.gif

Posted by: JuveMan 7 Oct 2012, 00:00
L24G
მარტო არ იქნები , ჩემი შეყვარებული და მე მივდივართ ერთად და კიდე 2 ადამიანი ვინც ვიცი smile.gif ასე რომ შეგვიძლია ერტად ვიყოთ იქ ქართველები. wink.gif

Posted by: zoi90 7 Oct 2012, 19:29
ერთი რამე მაინტერესებს, ვინც ეს CFA-ის პირველი დონე ჩააბარეთ, მანდ მიღებულ ცოდნას საქართველოში რამეში იყენებთ?

Posted by: ტაბუ 14 Jun 2013, 11:15
ამოვწიოთ თემა smile.gif
L24G
JuveMan
zoi90
AliG
Nana Zarnadze
ჩააბარეთ თქვენ?
* * *
პ.ს. JuveMan
QUOTE
ჩემ შეყვარებულს ააქ ჩაბარებული
QUOTE
თან პირველივე ცდაზე
ყოჩაღ შენს შეყვარებულს smile.gif რამდენი წლისაა? შენც არ ხარ დიდი და ისიც პატარაა ასაკით ალბათ, ხომ?

Posted by: ტაბუ 18 Jun 2013, 14:20
ამ თემის ჩაძირვას არ ვართ. იქნებ რომელიმე კანდიდატი კიდევ გამოჩნდას

Posted by: Ruleli 5 Oct 2013, 16:01
გამარჯობათ!

პირველი დონის წიგნებს არავინ ყიდით ვინც ჩააბარა?

Posted by: novator 5 Oct 2013, 16:09
მეც ვაპირებ ზაფხულისთვის მომზადებას up.gif

Posted by: Ambitious_Person 5 Oct 2013, 16:17
რა სარგებლობა მოაქვს ამ პროგრამას? რამდენად ცნობილია , მაგალითად ACCA ყველამ იცის , ეს კი პირველად გავიგე ,

cv-s რამდენად გაასუქებს

Posted by: ტაბუ 28 Feb 2014, 12:07
Ruleli
QUOTE
პირველი დონის წიგნებს არავინ ყიდით ვინც ჩააბარა?
შემიძლია გათხოვო smile.gif
Ambitious_Person
QUOTE
მაგალითად ACCA ყველამ იცის , ეს კი პირველად გავიგე
იციან იციან, ნუ გეშინია biggrin.gif
QUOTE
cv-s რამდენად გაასუქებს
გააჩნია, რამდენი ლეველი გაქვს ჩაბარებული. სამივე დონე მააგრად ასუქებს CV-ს wink.gif

Posted by: ტაბუ 6 Jul 2014, 23:18
რომელიმე ფორუმელი აპირებს მომავალი წლის ივნისის II ლეველზე რეგისტრაციას?

Posted by: Bowman 7 Jul 2014, 22:48
Ambitious_Person
ACCA არაფერია ამასთან შედარებით.

Posted by: makarena 8 Jul 2014, 00:20
აუუ ნეტა სულ არ ამეღო ACCA თავიდან რა sad.gif რო მცოდნოდა CFA-ს იქით არ გავიხედებოდი sad.gif ახლა გვიანია და აზრიც არ აქვს უკვე რა.

Posted by: chuvak_lexo 8 Jul 2014, 10:53
ამას ხო გამოცდილებაც ჭირდება spy.gif

Posted by: Bowman 8 Jul 2014, 11:17
makarena
აქვს.
მე acca-ს ვამთავრებ მალე, მერე ეს უნდა დავიწყო.
ეს გაცილებით უფრო სხვანაირი რამეა, მთლად acca-ს ალტერნატივად ნუ განიხილავთ.

Posted by: makarena 8 Jul 2014, 19:40
Bowman
ვიცი ხო, მარა მე დროში ვამბობ რა... სადღა მცალია კიდე სამეცადინოთ, ეს დამამთავრებინა ნეტა

ალტერნატივად არ განვიხილავ, სულ არ ავიღებდი ამას, ეგ პროგრამა რო მცოდნოდა, მარა საქართველოში პრინციპში ძაან გამოუსადეგარია... ინვესტიციებია და საფონდო ბირჟები, მოკლედ ნაღდი ფინანსები..
ევროპაში ძაან დაფასებულია, ACCA სულ არ იცის არავინ რა არის, გარდა ბრიტანეთისა.

Posted by: Bloomy 8 Jul 2014, 21:27
პირველ ლეველზე დეკემბერში ვინმე გამოდიხართ?



QUOTE
მარა საქართველოში პრინციპში ძაან გამოუსადეგარია


QUOTE
ნაღდი ფინანსები

facepalm.gif


Posted by: gio_geo_gio 13 Jul 2014, 20:21
გააჩნია რაზე მუშაობ და მომავალში რას აპირებ.

თუ ბუღალტრად ან მთავარ ბუღალტრად გინდა იყო მაშინ ACCA ჯობია აიღო საქართველოსთვის.

თუ ინვესტიციები გაინტერესებს (ძალიან მცირე მაგრამ ზრდის ტემპი აშკარად არის ბოლო რამოდენიმე წელი ამ კუთხით) და რამოდენიმე წელიწადში ინვესტიციების კუთხით ან კვლევების კუთხით (ანალიტიკოსად მაგალითად) გაინტერესებს პირდაპირ CFA ჯობია ჩემი აზრით.

მე დეკემბერში მინდა გავიდე CFA–ზე მაგრამ რამდენად მოვასწრებ მასალის სრულად დამუშავებას არ ვიცი.

დიდი დრო და ენერგია მიაქვს და იაფიც არ არის გასვლა. მოკლედ კარგი დაგეგმარება უნდა როგორც გამოცდის მომზადების, ისე კარიერის კუთხით რომ ჩამოყალიბებული იყო რისთვის აბარებ.

Posted by: Bloomy 13 Jul 2014, 22:10
gio_geo_gio
რა მასალით ემზადები? ოფიციალურით თუ კაპლან Schweser ის ნოუთებით?


Posted by: makarena 13 Jul 2014, 22:15
Bloomy
რა ნაწილს არ ვეთანხმებით???

დამისახელე საქართველოში საინვესტიციო ბანკები, გისმენ

ან შენ თუ გგონია საქართველოში ფინანსური ანალიტიკოსები ვისაც ქვიათ ეგენი ფინანსებზე მუშაობენ მართლა, მაშინ გასაგებია ყველაფერი

ჩვეულებრვი მენეჯერიალ ექაუნთინგით არიან დაკავებულები

იმას არ ვამბობ, რომ საინვესტიციო ფონდი შეიძლება ვერ ნახო საქართველოში, მაგრამ არის 1-2. ამიტომ ვამბობ, ჩემი აზრით, საქართველოში არ უნდა იმუშაოს იმან ვისაც ეგ პროგრამა უნდა დაამთავროს. ნუ იმუშაოს კი ბატონო, უბრალოდ მაგ ცოდნის რეალიზებას ვერ მოახდენს wink.gif

Posted by: Borris 13 Jul 2014, 22:25
თანამშრომელი სწავლობს მანდ, მეორე დონე ჩააბარა წელს, ივლისში იყო ბაქოში... როგორც მე ვიცი, საკმაოდ რთული პროგრამაა. გამოდგომას რაც შეეხება, ამერიკაში გეგმავს წასვლას (მანდ აქვს ყველაზე დიდი გასაქანი GAAP), რადგან აქ, უბრალოდ არ არსებობს ის სფეროები, რაც მანდ ისწავლება smile.gif) ნუ, ბანკში ანალიტიკოსობა მაქსიმუმ smile.gif
makarena
QUOTE
აუუ ნეტა სულ არ ამეღო ACCA თავიდან რა

რას ერჩი, რა გინდა? smile.gif მე ძალიან მომწონს, მესამე დონე განსაკუთრებით, პრინციპში სხვადასხვა რამეა, თუ ვიწროდ ფინანსები გაინტერესებს, კი ბატონო, მე მაგალითად ფინანსები ასე ღრმად არ მაინტერესებს, უფრო ეკონომიკა, აუდიტი...
gio_geo_gio
QUOTE
დიდი დრო და ენერგია მიაქვს და იაფიც არ არის გასვლა. მოკლედ კარგი დაგეგმარება უნდა როგორც გამოცდის მომზადების, ისე კარიერის კუთხით რომ ჩამოყალიბებული იყო რისთვის აბარებ.

up.gif
Bowman
QUOTE
ACCA არაფერია ამასთან შედარებით

ეს რა შედარებაა იცი? მათემატიკას ჯობია ტრიგონომეტრიაო, რომ თქვა biggrin.gif

Posted by: makarena 14 Jul 2014, 02:35
Borris
QUOTE
აქ, უბრალოდ არ არსებობს ის სფეროები, რაც მანდ ისწავლება

აგაშენებს ღმერთი, მაგას ვამბობ მეც biggrin.gif რო დამიფეისპალმეს აქ biggrin.gif

QUOTE
ამერიკაში გეგმავს წასვლას

კაია rolleyes.gif

QUOTE
რას ერჩი, რა გინდა?

არაფერს საერთოდ biggrin.gif მეც რო მომწონს, იმიტო მიმყავს ბოლომდე, უბრალოდ ადრევე რო გამეგო ამას ავირჩევდითქო smile.gif უპირატესობას მივანიჭებდის ამბავში smile.gif

QUOTE
მათემატიკას ჯობია ტრიგონომეტრიაო, რომ თქვა

ხოდა მაგას მათემატიკის სწავლა უნდა მთლიანად და არა მარტო ტრიგონომეტრიის biggrin.gif

gio_geo_gio
QUOTE
მე დეკემბერში მინდა გავიდე CFA–ზე

საღოლ, ამ დროში თუ მოასწარი smile.gif

Posted by: gio_geo_gio 16 Jul 2014, 10:46
smile.gif

ჯერ-ჯერობით ნოუთებით, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს დროა, ნუ რა საკითხიც გამიჩირდება ოფიციალურსაც მივაშველებ...

Posted by: Bowman 17 Jul 2014, 16:39
Borris
QUOTE
ეს რა შედარებაა იცი? მათემატიკას ჯობია ტრიგონომეტრიაო, რომ თქვა

იცი რა, თან გეთანხმები და თან არა.
მე კარგად ვიცი ორივე რას წარმოადგენს. აუდიტის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს, პრაქტიკულად.
უბრალოდ, ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა, იკითხა ვაბშე რა არის და სივის რამეს უზამს თუ არაო რა.
ხოდა მაგ პონტში "განვმარტე".
სხვა გაგებით არ იყო სანახავი და განსახილველი :დ
მე პირადად მყავს რამდენიმე მეგობარი, ვინც ჯერ ACCA დაამთავრა და მერე CFA-ც აიღო.
ჩემი ღრმა რწმენით, თვითონ სერტიფიკატი გაცილებით უფრო ”სერიოზულია” და სწავლაც სულ სხვა დონეზე მიდის (უფრო რთულია, ვიდრე აცცა).
უბრალოდ, ამისი აპლიკაცია სულ სხვაა და ხო, საქართველოში მაინცდამაინც ბევრი პოზიცია არ მოიძებნება დღეს, სადაც CFA აუცილებელია, მაშინ, როცა მთლად იმავეს ვერ იტყვი აცცაზე. არადა არის ბევრი ”თუმცა”-ც smile.gif

Posted by: Ruleli 31 Jul 2014, 12:38
პირველი დონის წიგნები მომყიდეთ რა ვინმემ, თუნდაც ძველისძველი help.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 31 Jul 2014, 13:52
ACCA რომ მოვრჩები ვიქნები 26-27 წლის და მერე ამას დავიწყებ

თუ საშუალება გაქვს ადამიანს განათლებაზე უკეთესი რა უნდა შეიძინო ვერ ვხვდები

მეგობარმა ჩააბარა პირველი დონე და მეორესთვის ემზადება ახლა მგონი, ჯერ-ჯერობით არც ისე მოთხოვნადია საქართველოში მაგრამ უკვე არის წინსვლა საინვესტიციო ფონდების მხრივ ქვეყანაში და ალბათ 5-10 წელში საკმაოდ მოთხოვნადიც იქნება

Posted by: Distortion 4 Aug 2014, 19:55
Ruleli

ვინც CFA-ს პროგრამაზე სწავლობს, მათზე მოქმედებს CFA-ს ეთიკის კოდექსი, ეს კოდექსი სხვა საკითხებთან ერთად კრძალავს წიგნის გასხვისებას ან კურიკულუმის გადაცემას სხვა პირებზე. ანუ წევრი წიგნს არ მოგყიდით. ვინც ამ პროგრამას თავი გაანება (ჩაიჭრა) ისეთი ადამიანი ნახეთ, ან ebay-ზე ნახეთ იქაც არის ხოლმე.

Posted by: Ruleli 5 Aug 2014, 13:20
ნუ მომყიდის მათხოვოს მაშინ და დავუბრუნებ

სად ვეძებო ეხლა "ჩაჭრილები" biggrin.gif


Posted by: ტაბუ 31 Oct 2014, 10:30
Distortion
QUOTE
ეს კოდექსი სხვა საკითხებთან ერთად კრძალავს წიგნის გასხვისებას ან კურიკულუმის გადაცემას სხვა პირებზე.

გუშინ ძალიან დამაბნია ამ წინადადებამ და სპეციალურად წავიკითხე მე-7 სტანდარტი (რომელიც CFA-სთან ურთიერთობებს ეხება) - ასეთი არაფერი წერია smile.gif მაგალითად, კოდექსი კრძალავს გამოცდაზე მოსული საკითხების და ტესტების განხილვას. ნუ, 'პირატული' პროდუქციის მოხმარება თავისთავად არაეთიკურია. მაგრამ შენს საკუთრებაში არსებულ წიგნებს რას უზამ - დაიტოვებ, გააჩუქებ თუ გაყიდი, ამაზე სტანდარტები დუმს smile.gif

Ruleli
QUOTE
პირველი დონის წიგნები მომყიდეთ რა ვინმემ
რად გინდა (თუ ისევ გინდა)? რომ რეგისტრირდები, ფაქტიურად მხოლოდ გზის საფასურის გადახდა გიწევს და ჩამოგივა შენი წიგნები...

Posted by: Distortion 6 Nov 2014, 10:05
ტაბუ
ზუსტად VII სტანდარტის A პუნქტზეა საუბარი:

A) Conduct as Members and Candidates in the CFA Program

Guidance:
* Confidential Program Information
* Additional CFA Program Restrictions
* Expressing the opinion

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება პირველ პუნქტს
რამოდენიმე ციტირებას კიდევ ამოვწერდი წიგნიდან მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უკვე სტანდარტის დარღვევა იქნება.

წიგნის გადაცემა არ შეიძლება იმიტომ რომ პროგრამის მასალა არის კონფიდენციალური. ამ საკითხით დავინტერესდი შედარებით დეტალურად რადგან მინდა რომ წავიკითხო CFA-ს მასალით ლექციები. ამისთვის კი ნებართვებია ასაღები. მიუხედავად იმისა რომ წიგნის პატრონი მე ვარ, პროგრამის პატრონი არ ვარ და ასე უხეშად დაქსეროქსებით ამ წიგნებით სხვისი სწავლება არ არის ნებადართული.

ან ყველაზე მარტივად რომ ნახოთ VitalSource - იდან ერთი გვერდი ამობეჭდეთ და წაიკითხეთ რა ჰედერს უკეთებს.

იმედია დაგეხმარეთ სტანდარტის დაცვაში. ბოლო-ბოლო კოლეგები ვიქნებით (თუ ამ პროგრამის დამთავრებას აპირებთ)

Posted by: ტაბუ 7 Nov 2014, 20:02
Distortion
QUOTE
Confidential Program Information
პროგრამა არაა კონფიდენციალური. გამოცდაზე მოსული მასალაა კონფიდენციალური. საგამოცდო მასალებზე თუ აქვს ვინმეს წვდომა, მისი გავრცელება რომ აკრძალულია, ესეც მიმოხილულია სტანდარტის განმარტებაში. ელექტრონული წიგნების გადაცემა მეკობრულ ქმედებად ითვლება და უკანონო საქმიანობაა, შესაბამისად. წიგნები კი საკუთრებაა, რომლის გადაცემისას შენ ჰკარგავ მისი გამოყენების საშუალებას.
ამონარიდი Confidential Program Information-ის განმარტებიდან:
CFA Institute program rules, regulations, and policies prohibit candidates from disclosing confidential material gained during the exam process.
Examples of information that cannot be disclosed by candidates sitting for an exam include but are not limited to
* specific details of questions appearing on the exam and
* broad topical areas and formulas tested or not tested on the exam.
და ა. შ.
საგამოცდო ინფორმაციის გავრცელებაზეა ეგ სტანდარტი.
QUOTE
მიუხედავად იმისა რომ წიგნის პატრონი მე ვარ, პროგრამის პატრონი არ ვარ და ასე უხეშად დაქსეროქსებით ამ წიგნებით სხვისი სწავლება არ არის ნებადართული
სწავლებას შეიძლება მართლაც სჭირდება ნებართვა - ეს არ ვიცი.
QUOTE
ბოლო-ბოლო კოლეგები ვიქნებით
ჩაბარებული გაქვთ რამდენიმე დონე?

Posted by: Borris 8 Nov 2014, 22:43
ტაბუ
QUOTE
ჩაბარებული გაქვთ რამდენიმე დონე?

აწი დაამთავრებს smile.gif)
ისე, ჩემს წინგნებს პირდაპირ აწერია, რომ მისი ნებისმიერი სახით გავრცელება საავტორო უფლების დარღვევაა, დიდი შანსია, რომ თქვენთანაც ასე იყოს, მითუმეტეს ეს CFA მაგარ სტრანნი რამეებს ითხოვს (ხშირად არ ვეთანხმები)


Posted by: Distortion 9 Nov 2014, 23:34
ტაბუ
სრულიად გეთანხმებით გამოცდის ასპექტში, მაგრამ წიგნების ასპექტში ვფიქრობ შეცდომაში შედიხართ.
თქვენ ამოწერეთ მარტო ის პუნქტები რომელიც გამოცდის შესახებაა. ზუსტად მაგ პუნქტებთან ერთად წერია ეს პუნქტიც:

* Providing confidential program or exam information to candidates or public.

"წიგნები კი საკუთრებაა, რომლის გადაცემისას შენ ჰკარგავ მისი გამოყენების საშუალებას" - და ანიჭებთ არაკანდიდატს კონფიდენციალურ პროგრამას.

მეკობრეობა კი, ჩემი აზრით, წიგნის თუ ელექტრონული ვერსიის, ორივე მეკობრეობაა. რაც შეეხება თვითონ ჰედერში მოცემულ გაფრთხილებას:
Printing is for personal, private use only. No part of this book may be reproduced or transmitted without publisher's prior permission. Violations will be prosecuted.

ამ წინადადების შემდეგ, ვფიქრობ რომ საეჭვო აღარ უნდა იყოს, პროგრამის (წიგნის, ელ. ვერსიის) გადაცემა დარღვევაა თუ არა.
მიუხედავად იმისა თუ მაინც არ დამეთანხმეთ (ნიშნის მოგებით არ ვწერ), დისკუსია თქვენთან საინტერესო იყო.
გამოცდებს რაც შეეხება, დიახ ჩაბარებული მაქვს რამდენიმე დონე.

Posted by: ტაბუ 13 Nov 2014, 06:40
რაც მე ინტერნეტში ვიქექე, საავტორო უფლებების შესახებ ამერიკული კანონმდებლობაში გასარკვევად smile.gif
პირველ რიგში ორივეს მადლობა გამოხმაურებისათვის, ჩემთვისაც საინტერესო იყო.
Borris
QUOTE
გავრცელება
აქაა ძაღლის თავი დამარხული. Copy, redistribution და ყველა ის ვარიანტი, რაც წიგნის გამრავლებას გულისხმობს საავტორო უფლებებითაა აკრძალული და ამიტომაა მითითებული. რაც შეეხება წიგნის თხოვებას, ამის ლეგალურობის შესახებ ინგლისურენოვან ფორუმებზეც ისმება კითხვები და არგუმენტი სწორედ ისაა, რომ საკუთარი ეგზემპლარის გადაცემა გამრავლების გარეშე სრულიად ლეგალურია. ამ პრინციპზეა აგებული ბიბლიოთეკების მუშაობა. და როგორც არგუმენტებისანჩანს, ეს ქმედება სრულიად ლეგალურია.
QUOTE
CFA მაგარ სტრანნი რამეებს ითხოვს (ხშირად არ ვეთანხმები)
გეთანხმებით smile.gif თუმცა თავიანთი ექსპლიციტური მოთხოვნები საკმაოდ ვრცლად აქვთ ახსნილი.

Distortion
QUOTE
ანიჭებთ არაკანდიდატს კონფიდენციალურ პროგრამას
პროგრამა, თავისთავად, არაა კონფიდენციალური და არ საჭიროებს აუცილებლად CFA-ზე რეგისტრაციას ამ პროგრამის გასაცნობად. არგუმენტად ეს გვერდი იყოს:
http://www.cfainstitute.org/learning/products/publications/Pages/cfa_program_curriculum.aspx
სადაც ჩანს, რომ არამემბერებსითვისაც შესაძლებელია ამ წიგნების შეძენა.
ასევე არ ითხოვს მემბერობას კაპლანის გამომცემლობა, რათა მოგყიდოთ შვესერ ნოუთები.
QUOTE
მეკობრეობა კი, ჩემი აზრით, წიგნის თუ ელექტრონული ვერსიის, ორივე მეკობრეობაა.
კი, თუ გავრცელებას შეეხება საქმე. ანუ წიგნის ასლის შექმნას. წიგნის ასლის შექმნა და ამ ასლის (და არა ორიგინალის) სხვისთის გადაცემა მეკობრეობაა და კანონის დარღვევაა იმის მიუხედავად, აპირებთ აქედან მატერიალური სარგებელი ნახოთ თუ არა.
ინტერნეტში საინტერესო ქეისები იყო განხილული გამომცმელობა Wiley-ს მიერ ამერიკულ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, მისი წიგნების აზიური ქვეყნებიდან აშშ-ში უნებართვოდ გაყიდვის (და საერთოდ, შეტანის) თაობაზე. ამ წიგნებს Wiley-ს წარწერა ჰქონდათ, რომ არ შეიძლება აშშ-ში მათი ექსპორტირება (აზიის ბაზარზე უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა), თუმცა, ასეთი შემთხვევაც სერიოზული დავის საგანი გახდა და Wiley-ს ამერიკული ბიბლიოთეკები და მეორადი წიგნებით მოვაჭრე რითეილერები დაუპირისპირდნენ. მოკლედ, ასეთი რთული ქეისები ჩვენ არ შეგვეხება, რადგან CFA-ს წიგნებს ევროპაში გაყიდვის აკრძალვა არ ახლავს (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია). წიგნების (ორიგინალების) გათხოვება, გაჩუქება თუ გაყიდვა კი ნებადართულია როგორც კანონებით საავტორო უფლებების შესახებ, ისე CFA-სდან დამატებითი შეზღუდვების არარსებობით.

პ.ს. პოლემიკაში შემოვედი იმ მიზეზით, რომ თავად შევიძინე შვესერის მეორადი (ორიგინალი) სახელმძრვანელოები და პირად მაგალითზე მაინტერესებდა, ხომ არ დავარღვიე რომელიმე კანონი smile.gif თუ გაქვთ სხვა არგუმენტები, სიამოვნებით მოვისმენ და გავაგრძელებ ძიებას.

პ.პ.ს.
QUOTE
ჩაბარებული მაქვს რამდენიმე დონე.
ანუ, მესამე ლეველის კანიდატი? smile.gif ჩემი გულწრფელი აღტაცება მიიღეთ. იმედს გამოვთქვამ, მეც მალე დაგეწევით smile.gif

Posted by: Borris 13 Nov 2014, 10:00
ტაბუ
რა გითხრათ, ვინც გესაუბრებათ ამ საკითხზე (Distortion-ს ვგულისხმობ) ზუსტად ვიცი მისი მაღალი კომპეტენციის დონე, მე თქვენს პროგრამას არ ვიცნობ და არც მის წესებს (რასაც ზემოთ ხსენებული პიროვნება მიყვებოდა მაგით შემოვიფარგლები smile.gif) უბრალოდ ბევრ საკითხებში, რაც წესების გადამეტებულ სიმკაცრეს შეეხება, ჩემი აზრით გადამლაშებულია, თუნდაც კალულატორის მოდელების შეზღუდვა, ფანქრით წერა (?!) და ა. შ. რაც შეეხება ვრცლად ახსნას, ეგ არ გაუჭირდებოდათ biggrin.gif
მე ACCA-ს სექტიდან ვარ. ჩემთანაც აქვთ თავიანთი უჩვეულობები, მაგრამ ეგეთი თვითგვემა არა drug.gif

Posted by: ტაბუ 13 Nov 2014, 10:51
Borris
QUOTE
მე ACCA-ს სექტიდან ვარ. ჩემთანაც აქვთ თავიანთი უჩვეულობები, მაგრამ ეგეთი თვითგვემა არა
biggrin.gif
QUOTE
ბევრ საკითხებში, რაც წესების გადამეტებულ სიმკაცრეს შეეხება, ჩემი აზრით გადამლაშებულია, თუნდაც კალულატორის მოდელების შეზღუდვა, ფანქრით წერა
არის ასეთი უხერხულობები, კი smile.gif

Posted by: ტაბუ 23 Feb 2015, 16:44
როგორ მოეძინა ამ თემას.
ივნისში ვინმე გამოდიხართ გამოცდაზე?

Posted by: ტაბუ 5 Jun 2015, 23:08
ხვალ არავინ გამოდის სტამბულში გამოცდაზე?
პ.ს. წარმატებები, ვისთვისაც Big Day-ა 6 ივნისი smile.gif

Posted by: account66 6 Jun 2015, 18:44
საინვესტიციო ბანკში მინდა ვიმუშავო.

ამბობენ MBA ჯობიაო მაგ მხრივ. თუმცა CFA-თაც შესაძლებელია ანალიტიკოსის პოზიციიდან დაწყებაო. რას ფიქრობთ?

Posted by: Krusty_the_Clown 7 Jun 2015, 01:24
ტაბუ
მეგობარი მიდის, ოღონდ ბაქოში, დარწმუნებული ვარ წარმატებული ვოიაჟი ექნება smile.gif
account66
რა შუაშია MBA და CFA ერთმანეთთან?

Posted by: ტაბუ 7 Jun 2015, 04:34
Krusty_the_Clown
წარმატებები მეგობარს smile.gif

Posted by: Bloomy 7 Jun 2015, 13:04
ტაბუ
წარმატებები smile.gif

ეხლა ჩამოვედი მეც სტამბულიდან.
რა გაძლებს პასუხებამდე idea.gif

Posted by: ტაბუ 7 Jun 2015, 17:46
Bloomy
ერთად ვისხედით იმ დარბაზში? smile.gif რომელი ლეველი?
წარმატებები შენც!
დავდოთ ივლისის ბოლოს აქ შედეგები.

Posted by: Krusty_the_Clown 7 Jun 2015, 23:06
ტაბუ
QUOTE
წარმატებები მეგობარს

გადავცემ biggrin.gif
აქ კამათობდით თქვენ, წიგნების გავრცელების ეთიკურ კაზუსებზე, თუ გახსოვს wink.gif

წავედი მე ჩემს ACCA-ს თემაში

Posted by: ტაბუ 8 Jun 2015, 07:54
Krusty_the_Clown
კი, ერთობ კონსტრუქციული კამათი გვქონდა smile.gif
ჰოდა წარმატების გულწრფელი სურვილი ჩემგან smile.gif

Posted by: donkarlito 9 Jun 2015, 04:18
CFA dzaan magaria, scavla rom davicke
CFA mindoda an CPA , oriveze gavakete research - I
Sabolood CPA vamjobine magram CFA ufro preatijulia
International license - ia da mtel msoplioshi ak avtoriteti, carmatebebi aba vinc am gamocdaze gadixart.

Posted by: ტაბუ 9 Jun 2015, 10:14
donkarlito
QUOTE
Sabolood CPA vamjobine
აშშ-ში ხართ? იქ არის CPA უფრო ცნობადი და აღიარებული.
QUOTE
carmatebebi aba vinc am gamocdaze gadixart
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: donkarlito 10 Jun 2015, 07:05
Ki CPA cnobadia amerikashi da agiarebulic mara
CFA - S ufro meti shemosavali akvs vidre CPA -s.


Posted by: niniaa 10 Jun 2015, 09:42
Bloomy
პირველი ნაწილის ჩაბარება დეკემბერშიც შეიძლებაო და მეორე ნაწილი მხოლოდ ერთხელ ივლისში ბარდება?

Posted by: Bloomy 10 Jun 2015, 16:51
niniaa
QUOTE
პირველი ნაწილის ჩაბარება დეკემბერშიც შეიძლებაო და მეორე ნაწილი მხოლოდ ერთხელ ივლისში ბარდება?

კი მეორე და მესამე ნაწილი წელიწადში ერთხელ - ივნისში.

ტაბუ
QUOTE
ერთად ვისხედით იმ დარბაზში?  რომელი ლეველი?
წარმატებები შენც!
დავდოთ ივლისის ბოლოს აქ შედეგები.

smile.gif მე კი პირველზე ვარ, თავად როგორც მივხვდი მეორეზე?!
დავდოთ, იმედია დეკემბერში არ მომიწევს გასვლა. საინტერესოა გამსვლელი ზღვარი რა იქნება წელს.

Posted by: Krusty_the_Clown 11 Jun 2015, 12:52
ტაბუ
QUOTE
კი, ერთობ კონსტრუქციული კამათი გვქონდა

ჭეშმარიტება თუ დაბადეთ, ეგაა მათავარი biggrin.gif
QUOTE
ჰოდა წარმატების გულწრფელი სურვილი ჩემგან

რავი, კმაყოფილი ჩამოვიდა და იმედია ამით დაასრულებს wink.gif

Posted by: aviaciis moyvaruli 21 Jun 2015, 15:27
QUOTE (Bloomy @ 10 Jun 2015, 16:51 )
niniaa
QUOTE
პირველი ნაწილის ჩაბარება დეკემბერშიც შეიძლებაო და მეორე ნაწილი მხოლოდ ერთხელ ივლისში ბარდება?

კი მეორე და მესამე ნაწილი წელიწადში ერთხელ - ივნისში.

ტაბუ
QUOTE
ერთად ვისხედით იმ დარბაზში?  რომელი ლეველი?
წარმატებები შენც!
დავდოთ ივლისის ბოლოს აქ შედეგები.

smile.gif მე კი პირველზე ვარ, თავად როგორც მივხვდი მეორეზე?!
დავდოთ, იმედია დეკემბერში არ მომიწევს გასვლა. საინტერესოა გამსვლელი ზღვარი რა იქნება წელს.

ერევანში წერე ?

Posted by: ტაბუ 22 Jun 2015, 11:22
Bloomy
კი, მეორეზე ვიყავი. ასევე ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ისევ მეორე ლეველზე არ მომიწევს გასვლა biggrin.gif

aviaciis moyvaruli
სტამბულიდან ჩამვედიო smile.gif
https://forum.ge/?showtopic=34419552&view=findpost&p=44813871

Posted by: aviaciis moyvaruli 22 Jun 2015, 19:23
ტაბუ
დეტალურად არ გადამიკითხავს აქაურობა ))
3 ლვლ იანი გვყავს ვინმე აქ?

Posted by: Levan_i 6 Jul 2015, 18:38
ერთი კითხვა მაქვს, გამოცდაზე რეგისტრაციისთვის სამუშაო გამოცდილება იმ შემთხვევაში არაა აუცილებელი როცა მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი მაინც გაქვს ხო?

Posted by: ტაბუ 7 Jul 2015, 10:18
aviaciis moyvaruli
QUOTE
3 ლვლ იანი გვყავს ვინმე აქ?
როგორც ვიცი, Distortion გავიდა მესამე ლეველზე.

Posted by: Levan_i 9 Jul 2015, 19:25
QUOTE
გამოცდაზე რეგისტრაციისთვის სამუშაო გამოცდილება იმ შემთხვევაში არაა აუცილებელი როცა მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი მაინც გაქვს ხო?

???

პ.ს. cfainstitute.org მოკვდა მგონი

Posted by: ტაბუ 10 Jul 2015, 11:09
პასუხები 28 ივლისს, ჩვენი დროით 17:00 სთ-დანო... user.gif

წარმატებები აქ მპოსტავებს!

Levan_i
არ ვიცი თქვენს კითხვაზე პასუხი. აქ რომ იკითხოთ?
https://www.linkedin.com/grp/home?gid=38728

Posted by: Levan_i 10 Jul 2015, 13:54
ტაბუ

მგონი მასეა მარა მაინც ვამოწმებ...

Entrance Requirements
To enroll in the CFA Program and register for your first exam, you must have:

An international travel passport (read the ID policy) and
One of the following:
Undergraduate education: A bachelor's (or equivalent) degree or be in the final year of your bachelor's degree program (you will be required to update your education information before you can register for the Level II exam), or
Work experience: Four years of professional work experience (does not have to be investment related), or
A combination of professional work experience and education that totals at least four years (part-time positions do not qualify, and the four-year total must be accrued prior to enrollment).

ბაკალავრის დიპლომია საჭირო ან თუ დიპლომი არ გაქვს 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
scholarship-ზე შეგივსიათ აპლიკაცია?

Posted by: ტაბუ 14 Jul 2015, 10:36
Levan_i
QUOTE
Undergraduate education: A bachelor's (or equivalent) degree or be in the final year of your bachelor's degree program (you will be required to update your education information before you can register for the Level II exam), or
Work experience: Four years of professional work experience
ეგრე გამოდის smile.gif
QUOTE
scholarship-ზე შეგივსიათ აპლიკაცია?
არა. სქოლარშიფზე პასუხი გვიან მოდის, მე კი მეჩქარებოდა რეგისტრაცია და სწავლის დაწყება. თან არ ღირს ისეთი თანხა (იმ ცოდნასთან შედარებით, რასაც გაძლევს), სქოლარშიფის საჭიროება რომ მქონოდა.
სცადე შენ, თუ რეგისტრაციას არ ჩქარობ, შენი რა მიდის smile.gif

Posted by: Levan_i 14 Jul 2015, 18:44
ტაბუ
უნდა ვცადო მომავალ წელს ვაპირებ გასვლას : )
თუ არ ვცდები სამოტივაციო წერილის მსგავსი რაღაც უნდა დაწერო და ვისაც დაწერილი გაქვთ თქვენი აზრი მაინტერესებდა, რაზე უნდა გავაკეთო ძირითადად აქცენტი...

Posted by: niniaa 26 Jul 2015, 21:54
ტაბუ
QUOTE
პასუხები 28 ივლისს, ჩვენი დროით 17:00 სთ-დანო...

პასუხების ნახვა სად ხდება ხოლმე?

Posted by: Levan_i 27 Jul 2015, 15:03
http://bookfi.org/s/?q=cfa&t=0
გამოგადგებათ...

Posted by: ტაბუ 27 Jul 2015, 16:49
niniaa
მეილზე მიიღებთ. ოღონდ 17:00-ზე რომ იწყება დაგზავნა, შეიძლება ორიოდე საათი კიდევ მოგიწიოთ პასუხების მიღებამდე ლოდინი.
24 საათის შემდეგ სისტემაშიც აისახება, cfa-ს გვერდზე თქვენს ექაუნთში.

Posted by: ტაბუ 28 Jul 2015, 18:58
II level - done! bis.gif
პ.ს. საათნახევრის დაგვიანებით მოვიდა პასუხი.

Posted by: Levan_i 28 Jul 2015, 19:22
ტაბუ
გილოცავ ))

ისე ვისაც უკვე გაქვთ ჩაბარებული პირველი დონე მაინც, კარგი იქნება თუნდაც ძაან ზოგადად და მოკლედ თუ გაგვიზიარებთ რა შესაძლებლობები გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ, კარგი მოტივატორი იქნება ეს ინფო ყველასთვის, განსაკუთრებით ჩემთვის;

Posted by: ტაბუ 29 Jul 2015, 10:37
Levan_i
კონკრეტულად ჩემს ოფორთუნითებზე პმ-ით მოგწერ. ზოგადად კი ასეთ რამეს ვიტყვი: ის, რომ CFA სჭირდებათ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაში ჩართულ პირებს, არის მითი. საინვესტიციო საქმიანობა შესაბამისი კომპანიის ფინანსური ანალიზისგან დამოუკიდებლად არ არსებობს; CFA კი, პირველ რიგში, სწორედ კომპლექსური ფინანსური ანალიზია, და არა ფასიანი ქაღალდების ტრენდების შედგენა: ანგარიშგებების წაკითხვა, ფინ. რესურსების ღირებულების დადგენა (საკუთ. კაპიტალის და მოზიდულის), ბიუჯეტირება და ა.შ.

Posted by: account66 29 Jul 2015, 14:44
ტაბუ
გამარჯობა, მეც მაინტერესებს CFA-ს მიერ მოტანილი სარგებელი კარიერული განვითარების მხრივ. იქნებ მეც მომწეროთ? საინტერესოა, საინვესტიციო საქმიანობა საქართველოში რამდენად პერსპექტიულია? თუ ძირითადად უცხოეთშია ეს საქმე მნიშვნელოვანი?

Posted by: Levan_i 29 Jul 2015, 14:57
ტაბუ
მადლობაsmile.gif

ინვესტიციებზე მგონია რომ საქართველოში ნაკლებად გამოიყენებ ცფა-ს, მე რა ვაკანაიებიც შემხვედრია ცფა მოთხოვნით, ყველა ბუღალტერია-ფინანსური მენეჯმენტის სფერო იყო, ჩემდა სამწუხაროდsmile.gif

Posted by: ტაბუ 29 Jul 2015, 15:22
account66
საინვესტიციო საქმიანობაში არც მე ვარ ჩართული. ბანკში ვმუშაობ, მაგრამ სხვა დეპარტამენტში. და მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგა. პლუს, კარიერულ წინსვლასა და ხელფასზეც კარგად იმოქმედა. დანარჩენი პმ-ით smile.gif

Posted by: niniaa 29 Jul 2015, 15:33
ტაბუ
გილოცავთ! მეორე დონე ჩააბარეთ?

Posted by: ტაბუ 30 Jul 2015, 11:21
niniaa
QUOTE
გილოცავთ! მეორე დონე ჩააბარეთ?

მადლობა smile.gif
კი, მეორე

Posted by: niniaa 30 Jul 2015, 13:52
ტაბუ
ასეთივე წარმატებით გაგევლოთ მესამე დონეც2kiss.gif
პირველთან შედარებით მეორე დონე უფრო ძნელია?

Posted by: ტაბუ 31 Jul 2015, 11:21
niniaa
QUOTE
ასეთივე წარმატებით გაგევლოთ მესამე დონეც

უღრმესი მადლობა smile.gif
QUOTE
პირველთან შედარებით მეორე დონე უფრო ძნელია?

თუ პირველი დონე კარგად ისწწავლე, იმ ცოდნაზე შენდება მეორე დონე. ანუ სწავლა არაა უფრო რთული, თუ საკმარისი საფუძველი გაქვს.
შეიძლება პირიქითაც – იცი საკუთარი სისუსტეები, სწავლისა და დაგეგმვის სპეციფიკა და უკეთ ხარ მობილიზებული. შეუძლებელი არაფერია wink.gif

Posted by: Levan_i 21 Aug 2015, 14:58
mock exam-ები ხომ არ იცით სადმე, Study Session-ების მიხედვით თემატურად დალაგებული რომ იყოს? თუნდაც ფასიანი

Posted by: Levan_i 28 Sep 2015, 00:48
N=3; PMT=10000; FV=100000; 1/Y=9; CPT==>PV=102531

CPT რა არის და როგორ ითვლება? გუგლში ვერ ვნახე...

user posted image

Posted by: ტაბუ 28 Sep 2015, 21:36
Levan_i
QUOTE
CPT
compute იგულისხმება - მონაცემებს რომ შეიყვან, შემდეგ ამ კლავიშს აწვები და ამით ეუბნები, რომ უნდა გაიანგარიშოს ის, რა კლავიშსაც შემდეგ დააწვები. ზეპირად რაც მახსოვს, ასეა smile.gif
ამ კალკულატორს თუთორიალიც მოყვება, როგორ უნდა გამოიყენო. რამდენიმე მაგალითი გააკეთე თუთორიალის მიხედვით და უცებ დაამუღამებ.

QUOTE
mock exam
უკვე თუ დარეგისტრირდი cfainstitute.org-ზე, იქაც უნდა იყოს ტესტები. შეიძლება mock exam-ები არ ჰქვია (აღარ მახსოვს), მაგრამ თემატურადაა და საგამოცდო სიძნელისაა. ასევე შეიძლება ტორენტზე ატვრთულ შვესერის პაკეტში იყოს practice exam-ებიც, რაც mock exam-ია თავისი არსით.

Posted by: Levan_i 28 Sep 2015, 23:59
ტაბუ
კალკულატორი ჯერ არ მაქვს, მესამე თავიდან დავიწყე სწავლა და კალკულატორზე არ გადავსულვარ ჯერ: ))
გავარკვიე ყველაფერი უბრალოდ PV-მ და CPT-მ დამაბნია, ნუ მივხვდი რომ მიმდინარე ღირებულება იყო დათვლილი მარა როგორ იყო დათვლილი მაგას ვერ ვიგებდი... მოკლედ ავხსნი მაინც რა ხდება და საიდანაა მიღებული PV = 102531;
QUOTE
N=3; PMT=10000; FV=100000; 1/Y=9; CPT==>PV=102531

არის $100000-იანი ბონდი 3 წლის ვადით, ყოველწლიური $10000 ფულადი ნაკადით და საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არის 9%, ე.ი. სულ ფულადი ნაკადები შეადგენს 10000 +10000+10000+100000. სათითაოდ უნდა დავითვალოთ ყველა ფულადი ნაკადის მიმდინარე ღირებულება და შევკრიბოთ, ანუ PV10000(n=1) + PV10000(n=2) + PV10000(n=3) + PV100000(n=3).
PV როგორ ითვლება მაგას აღარ დავწერ...
* * *
QUOTE
უკვე თუ დარეგისტრირდი cfainstitute.org-ზე, იქაც უნდა იყოს ტესტები. შეიძლება mock exam-ები არ ჰქვია (აღარ მახსოვს), მაგრამ თემატურადაა და საგამოცდო სიძნელისაა. ასევე შეიძლება ტორენტზე ატვრთულ შვესერის პაკეტში იყოს practice exam-ებიც, რაც mock exam-ია თავისი არსით.

რაღაცეები ვიპოვე ძირითადად bookfi.org--ზე, rutracker.org-ზე ვერაფერი ვნახე თუ სწორად მახსოვს...

Posted by: Zbo 27 Nov 2015, 11:19
მოკლედ ეხლა ვიწყებ, უფრო სწორად ვაპირებ მომზადებას, როგორც ვნახე ივლისშია გამოცდა ამიტომ გამოცდილი ხალხის მხრიდან დეტალურ დაკვალიანებაში ვიხდი სამ მადლობას, ნოთ ინქლუდინ ის ერთი რომელსაც ეხლა გადავიხდი წინასწარ.
მადლობა წინასწარ

Posted by: Wenger 12 Jan 2016, 02:26
გამარჯობა,
https://www.cfainstitute.org/programs/cfaprogram/charter/map/Pages/index.aspx
ამ რუკის მიხედვით 2014 წელს 3-მა ქართველმა ჩააბარა მხოლოდ?

კიდევ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში რამდენად პერსპექტიული და პრესტიჟულია დასაქმების მხრივ შესაბამის სფეროში?

ნუ, საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის გასაგებია, :დ მაგრამ ბანკინგში რა გამოყენება შეიძლება მოუძებნოს კაცმა ჩვენ სიტუაციაში?

Posted by: Shake 13 Jan 2016, 11:56
ტაბუ
რამდენი გაქვს ხელფასი ძმაო ქათაქათაო?

playstation 4 მინდა რაღაც და მაჩუქე რაა

Posted by: ტაბუ 13 Jan 2016, 16:14
Shake
QUOTE
ძმაო

დაო
QUOTE
რამდენი გაქვს ხელფასი

ფლეისთეიშენი საყიდლად საკმარისი.
* * *
Zbo
უკაცრავად, კარგა ხნის წინ მომწერეთ კითხვა. კიდევ შემიძლია რჩევებით დახმარება?

Posted by: Zbo 9 Feb 2016, 17:10
ტაბუ
სავარჯიშო ტესტები მინდა და წიგნების მიხედვით მოიპოვება სადმე?

Posted by: ტაბუ 15 Feb 2016, 11:11
Zbo
QUOTE
სავარჯიშო ტესტები

რითი მეცადინეობ? თუ ძირითადი კურიკულუმით, მაშინ rutracker-ზე CFA schweser notes მოძებნე და გადმოწერე. იქ ტესტებიცაა თემების მიხედვით.
ისე, შვესერით მეცადინეობას ვუწევ რეკომენდაციას.

Posted by: Zbo 17 Feb 2016, 19:23
ტაბუ
QUOTE
შვესერი

ეს რა არის?
QUOTE
რითი მეცადინეობ?

ეს კითხვა ვერ გავიგე, 6 წიგნია და მაგათ მივუყვები ნელნელა (სამწუხაროდ)
რამე სხვა მასალაც არსებობს ოფიციალურის გარდა?

Posted by: hitchhiker 13 Apr 2016, 13:48
ზაფხულის გამოცდაზე გადაიხართ ვინმე ? კარგად იცით?

პ.ს თუ გამოცდაზე არ გამოცხადი ან რამე ეგეთი ის თანხა უკან არ ბრუნდება ხო?
გადადება ან რამე ეგეთი შეიძლება?




Posted by: Zbo 11 May 2016, 11:36
ფინანსური კალკულატორი მასესხეთ რა ვინმემ
არასდროს არ გამომიყენებია და გამოცდა რო ფეიფერ ბეიზდია ეხლა აღმოვაჩინე facepalm.gif

hitchhiker
QUOTE
ზაფხულის გამოცდაზე გადაიხართ ვინმე ?

კი
QUOTE
კარგად იცით?

არა biggrin.gif
QUOTE
თუ გამოცდაზე არ გამოცხადი ან რამე ეგეთი ის თანხა უკან არ ბრუნდება ხო?

ორი სახის fee-ა, ერთია პროგრამ ენროლმენთ-ი რომელსაც ერთხელ იხდი და გეთვლება, მეორე არის თვითონ გამოცდის თანხა რომელსაც ყოველ ჯერზე იხდი. ამწუთას დეკემბრის გამოცდა 870 დოლარი ღირს (იმ პირველი Fიის გარდა)

QUOTE
გადადება ან რამე ეგეთი შეიძლება?

მივწერე, ჯერ ვეხვეწე მერე ვეჩხუბე მარა არ გადამიდეს. არ გამოცხადდეო და დეკემბერში ჩააბარე ოღონდ ფული თავიდან გადაიხადეო

Posted by: ტაბუ 24 May 2016, 11:08
Zbo
QUOTE
ზაფხულის გამოცდაზე გადაიხართ ვინმე ?

კი

რომელ ლეველზე?

წარმატებები! smile.gif

Posted by: ჩემი_ძმა 27 May 2016, 11:53
Level 1-ზე გავდივარ ეხლა. ერევანში biggrin.gif.

Posted by: ტაბუ 1 Jun 2016, 14:29
ჩემი_ძმა
QUOTE
Level 1-ზე გავდივარ ეხლა. ერევანში

წარმატებებს გისურვებ! smile.gif

Posted by: Zbo 7 Jun 2016, 01:07
დედარაიყოეს ააა
რა მოიცდის აგვისტომდე

Posted by: ტაბუ 7 Jun 2016, 16:35
Zbo
QUOTE
აგვისტომდე
ივლისის ბოლომდე.
28 ივლისს მოვიდა შარშან პასუხები.

QUOTE
დედარაიყოეს ააა
biggrin.gif

Posted by: Zbo 7 Jun 2016, 21:54
ტაბუ
რაც მალე მით უკეთესი
თუ რამეა დეკემბრამდე კიდე დრო იქნება )

Posted by: ტაბუ 8 Jun 2016, 11:50
Zbo
წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: ჩემი_ძმა 8 Jun 2016, 18:41
QUOTE (Zbo @ 7 Jun 2016, 01:07 )
დედარაიყოეს ააა

+1 lol.gif facepalm.gif lol.gif facepalm.gif cry.gif help.gif

Posted by: ტაბუ 9 Jun 2016, 10:32
ჩემი_ძმა
შენც იყავი გასული? smile.gif

Posted by: ჩემი_ძმა 9 Jun 2016, 13:53
ტაბუ
კი, ლეველ 1 ვწერე. ფრიად გაკვირვებული ვიქნები თუ გავძვერი.

Posted by: ტაბუ 9 Jun 2016, 16:48
ჩემი_ძმა
QUOTE
ლეველ 1 ვწერე
შენც წარმატებები smile.gif

Posted by: Excel Expert 7 Jul 2016, 14:50
გამარჯობათ მეგობრებო,

მაინტერესებს 1 დონეზე გამოცდა როგორი სახისაა, როგორც გავიგე 240 კითხვისგან შედგება.

ეს კითხვები multiple choice არის ძირითადად თუ სხვა სახისაც?


მადლობთ წინასწარ

Posted by: ტაბუ 11 Jul 2016, 14:58
Excel Expert
QUOTE
ეს კითხვები multiple choice არის ძირითადად თუ სხვა სახისაც?
ყველა კითხვა multiple choice-ია სამი სავარაუდო პასუხით. თითო კითხვაზე საშუალოდ 1.5 წუთი გაქვს. გამოცდა ტარდება ორ 3-საათიან ეტაპად (სულ 360 წუთი 240 კითხვაზე), შუაში 2 საათიანი შესვენებით.
კიდევ რა გაინტერესებთ?

Posted by: Excel Expert 11 Jul 2016, 17:55
ტაბუ

მადლობ პასუხისთვის.

გადასალახი ზღვარი რამდენ პოცენტიანია და თუ არის დამოუკიდებლად ქულის გამოთვლის საშუალება რაიმე გზით? ვგულისხმობ გამოცდის ჩაბარების შემდგომ შესაძლოა თუ არა დაახლოებით გამოვთვალოთ ჩავაბარეთ თუ ვერა. თუ საუკეთესო გამოსავალი უბრალოდ მაქსიმალურად ყველას ამოხსნაა?


Posted by: ტაბუ 12 Jul 2016, 15:17
Excel Expert
QUOTE
გადასალახი ზღვარი
არ არსებობს გადასალახი ზღვარი - ყოველ წელს იცვლება და წინასწარ თვითონაც არ იციან - შედეგებით საზღვრავენ ტესტების იმწლევანდელ სირთულეს და შემდეგ აფასებენ შესაბამისად.
ანუ, გადიხარ იმ შემთხვევაში, თუკი კონკურენტებს ჯობნი, შესაბამისად უნდა ამოხსნა ყველა.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 12 Jul 2016, 19:15
გამარჯობა. ძალიან მინდა კვალიფიკაციის ამაღლება და ACCA-ისა და CFA-ის კურსის გავლა.
ადრე სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ტყუილუბრალოდ დავკარგე რამდენიმე წელი.
გთხოვთ მირჩიოთ, საქართველოში კარიერული წინსვლისთვის სჯობს ჯერ CFA დავიწყო თუ ACCA? ბანკში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს.
უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აუცილებელია CFA - ის ჩასაბარებლად?

Posted by: Thea11 12 Jul 2016, 20:32
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
გთხოვთ მირჩიოთ, საქართველოში კარიერული წინსვლისთვის სჯობს ჯერ CFA დავიწყო თუ ACCA?

გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 12 Jul 2016, 23:21
Thea11

QUOTE
გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?


გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. ამჟამად ბუღალტერი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები, საბანკო სფერო ან ეკონომიკა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. უფრო მენეჯმენტი/ოპერაციები/ინჟინერია მაინტერესებს. მაგრამ ჩემს ასაკში პროფესიის შეცვლა უკვე გვიანაა. არც ბევრი ფულის გამომუშავება მინდა. უბრალოდ, ვცდილობ, სტაბილური და საშუალო/საშუალოზე მაღალი შემოსავალი მქონდეს.
ACCA - ის თემაში ერთი-ორი გვერდი წავიკითხე და ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაწელილ და ბიუროკრატიულ სისტემად მომეჩვენა. ზოგადად, მოქნილობა და დამოუკიდებლად, დისტანციურად სწავლა და მეცადინობა მირჩევნია. მგონი ამ კუთხით CFA-ის ჩაბარების პროცესი უკეთესია. მაგრამ ასევე მაინტერესებს რეალურად რა ცოდნას მომცემს პიროვნული განვითარებისა და საქართველოში დასაქმების პერსპექტივების მხრივ.

Posted by: ტაბუ 17 Jul 2016, 06:47
ვინცხა-მაღვალაკი
გამარჯობა.
ძნელია ვინმემ კომპეტენტურად გირჩიოთ - ან ერთი გვაქვს გავლილი და ან მეორე smile.gif ზოგადად ACCA-ები აუდიტორები, IFRS აღრიცხვის სპეციალისტები, მთავარი ბუღალტრები ხდებიან ხოლმე, CFA-ები კი ანალიტიკოსები, ინვესტიციების სპეციალისტები და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ACCA სწორებას უფრო IFRS-ის ცოდნასა და ანგარიშგების შედგენაზე აკეთებს, CFA კი ამ ანგარიშგების შეფასებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა ბევრ ერთსადაიმავე დისციპლინას კი ვსწავლობთ (მიზნობრიობის სპეციფიურობის გათვალისწინებით).
უშუალოდ სწავლას და ჩაბარებას რაც შეეხება: მიუხედავად იმისა, რომ ACCA-ს ბოლომდე მისაღწევად 14 (მგონი) გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ხოლო CFA-ისთვის 'სულ' 3-ის, ამით CFA არც უფრო ადვილია და არც უფრო მალე მორჩებით. ACCA-ის თითო გამოცდა თითო საგანია, ერთდროულად ორი (მეტიც) საგანი შეგიძლიათ აირჩიოთ და წელიწადში მგონი 3-ჯერ შეგიძლიათ გამოცდაზე გასვლა. ლექციებზე სიარული სულაც არაა აუცილებელი, რაც ასევე არ ზღუდავს მოქნილობას. CFA -ის თითო გამოცდაზე კი ერთდროულად 10 (მესამე დონეზე 7) საგანს აბარებთ, პირველი დონის გამოცდა წელიწადში ორჯერაა, მეორე და მესამე დონისა კი მხოლოდ თითოჯერ. და 10 საგნის (რაც 6 წიგნშია თავმოყრილი) ჩაბარება ერთ ჯერზე, დამეთანხმეთ, რომ რთული იქნება, ხოლო სრული სამი გამოცდის ჩაბარებას (თუკი პირველივე ჯერებზე მოახერხებთ) სულ ცოტა 3 წელი სჭირდება. ამ სირთულის სანაცვლოდ იღებთ ძალიან წონიან სერთიფიკატს (სამივე დონის გამოცდის ჩაბარების და შესაბამისი 48 თვიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ), რომელსაც წონა აქვს საზღვარგარეთაც, აღიარებული ფინანსების ოქროს სტანდარტად, მიიჩნევა ევროპული მაგისტრატურის ექვივალენტად და ანაზღაურდება უფრო მეტად. ასევე უნდა გითხრათ, რომ CFA-ის მხოლოდ პირველი ან პირველი და მეორე დონეებიც წონიანია და მსუყედ აისახება როგორც თქვენს ცოდნაზე, ასევე ანაზღაურებასა და პოზიციაზეც (წესით).
CFA-სთან შეჭიდებას თუ გადაწყვეტთ, გირჩევთ გაეცნოთ ჯერ მასალებს - თუ შეძლებთ, რომ საკმარისი დრო დაუთმოთ სწავლას. რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

Posted by: Krusty_the_Clown 17 Jul 2016, 12:40
ტაბუ
კარგად გაქვთ ყველაფერი ახსინილი, მეტიც, ძალიან საინტერესოდ. უბრალოდ, ACCA-ს სერტიფიკატის წონაზეც ზუსრად იგივეს დავწერდი და CFA-ზე დაწერეთ smile.gif ზოგადად, არსი და მიმართულება ერთია, მაგრამ სხვადასხვა სფეციფიკაა დამეთანხმებით და ერთმანეთის შედარება ალბათ რელევანტური არ იქნებოდა. მე პირადად ACCA ვარ, ასევე მახსოვს მეგობარი რასაც მეცადინეობდა დაახლოებით CFA-ს ამთავრებს (ბლექ სქოულზს გაიძახოდა ხშირად biggrin.gif, რაც მერე სხვათაშორის მეც გავიარე P4-ში ოღონდ იქ ბლექ შოლცი ერქვა biggrin.gif) და ყოველივე ამის შემდეგ, ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესო სასწავლებლებია, CIMA-სთან ერთად, რასაც დიდი სიამოვნებით გავივლიდი...

Posted by: Excel Expert 19 Jul 2016, 14:35
ტაბუ

გამარჯობა,

უშუალოდ სწავლის პროცესში აქვს თუ არა მნიშვნელობა წიგნების რიგითობას ? მაგალითად მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს ჯერ ეთიკა და რაოდენობრივი ანალიზი (ეთიკა ალბათ ყოველთვის შეიძლება ისწავლო, აქცენტი უფრო რაოდენობრივ ანალიზზე მაქვს) და შემდგომ ეკონომიკა, კორპორატიული ფინანსები და ა.შ. ?

სხვა სიტყვებით, არის თუ არა თითოეული წიგნი, მის რიგით შედგომი წიგნის აუცილებელი წინაპირობა ეფექტური შესწავლისთვის?




Posted by: Bloomy 20 Jul 2016, 00:58
Excel Expert
სასურველია რაოდენობრივი ანალიზი ისწავლო ჯერ, კორპორატიული ფინანსები თითქმის მთლიანად ამაზეა აგებული

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 20 Jul 2016, 12:15
ტაბუ
Krusty_the_Clown

გმადლობთ, დიდი მადლობა. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს 2kiss.gif

Posted by: ტაბუ 22 Jul 2016, 10:49
Krusty_the_Clown
QUOTE
ACCA-ს სერტიფიკატის წონაზეც ზუსრად იგივეს დავწერდი
ნამდვილად არ მიფიქრია ACCA-ს დაკნინება - რაც ვიცი ACCA-ს შესახებ, ის დავწერე. CFA-ზე მეტი ინფორმაცია ამქვს და ეგ გავშალე smile.gif

Excel Expert
QUOTE
მაგალითად მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს ჯერ ეთიკა და რაოდენობრივი ანალიზი (ეთიკა ალბათ ყოველთვის შეიძლება ისწავლო, აქცენტი უფრო რაოდენობრივ ანალიზზე მაქვს) და შემდგომ ეკონომიკა, კორპორატიული ფინანსები და ა.შ. ?
სასურველია. ზუსტად ვერ გავიხსენებ, რომელი დისციპლინა რომელ სხვაში გამოგადგებათ, მაგრამ ვაითუ? smile.gif
ერთადერთი, ეთიკა თავისუფლად შეგიძლიათ მოიტოვოთ ბოლოსთვის.
გადახედეთ წონებს - რომელი დისციპლინა რა წილით იქნება წარმოდგენილი გამოცდაზე (პირველ და მეორე დონეებზე ყველაზე მსუყედ სწორედ ეთიკის საკითხები მოდის) და მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.
წარმატებები!

ვინცხა-მაღვალაკი
არაფრის და წარმატებები!

Posted by: Excel Expert 26 Jul 2016, 11:15
ტაბუ
Bloomy

მადლობთ.

პირველი და შემდგომი დონეების ჩაბარებისას გაიცემა თუ არა ამის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი?

Posted by: ჩემი_ძმა 28 Jul 2016, 21:44
ჩავაბარე Level I-იიი bis.gif bis.gif bis.gif
* * *
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 12 Jul 2016, 23:21 )
Thea11

QUOTE
გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?


გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. ამჟამად ბუღალტერი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები, საბანკო სფერო ან ეკონომიკა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. უფრო მენეჯმენტი/ოპერაციები/ინჟინერია მაინტერესებს. მაგრამ ჩემს ასაკში პროფესიის შეცვლა უკვე გვიანაა. არც ბევრი ფულის გამომუშავება მინდა. უბრალოდ, ვცდილობ, სტაბილური და საშუალო/საშუალოზე მაღალი შემოსავალი მქონდეს.
ACCA - ის თემაში ერთი-ორი გვერდი წავიკითხე და ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაწელილ და ბიუროკრატიულ სისტემად მომეჩვენა. ზოგადად, მოქნილობა და დამოუკიდებლად, დისტანციურად სწავლა და მეცადინობა მირჩევნია. მგონი ამ კუთხით CFA-ის ჩაბარების პროცესი უკეთესია. მაგრამ ასევე მაინტერესებს რეალურად რა ცოდნას მომცემს პიროვნული განვითარებისა და საქართველოში დასაქმების პერსპექტივების მხრივ.

აუდიტორად ვმუშაობდი რამდენიმე წელი და ACCA-ს ხუთი წიგნიცმაქვს ჩაბარებული; ეხლა ფინანსურ ანალიტიკოსად დავიწყე მუშაობა, ACCA მივატოვე და CFA-ს Level I-ი ჩავაბარე.

ორივე საკმაოდ რთულია და ორივეს შემთხვევაში ასობით საათი მეცადინეობა მოგიწევთ; ბევრ ძალიან ჭკვიან ადამიანს ვიცნობ რომელიც ჩაჭრილან - მარტო ჭკუა არ არის საკმარისი, ორივე შემთხვევაში ტვინის დანთხევა და სასოწარკვეთამდე სწავლაა საჭირო facepalm.gif

ჩემთვის CFA უფრო საინტერესოა რადგან ბუღალტერია დიდად არასოდეს მომწონდა და უფრო "მომავალზე ორიენტირებული" ფინანსები მაინტერესებს ვიდრე "ისტორიული ფინანსები" და ორისში გატარებები smile.gif))

საქართველოში ჩემი აზრით ACCA უფრო "ხოდშია" რადგან HR-ების უმეტესობას გაუგია რა არის ACCA და ფინანსურ დეპარტამენტებშიც ბევრი ყავთ ACCA გავლილი ან მსწავლელი ხარისხიანი კადრი.

CFA ხარისხის მქონე სულ რამდენიმე ადამიანია საქართველოში და ჩვეულებრივ კომპანიებში კი არა ბევრ ბანკშიც არ გაუგიათ CFA რა არის.

ასე რომ თუკი ბუღალტერიაში ან რეპორტინგში გინდათ საქმიანობის გაგრძელება ცალსახად ACCA უნდა ჩააბაროთ, თუკი უცხოეთში წასვლა ან უფრო "ნავაროჩენ" საინვესტიციო კომპანიაში გინდათ მუშაობა მაშინ CFA.

Posted by: Krusty_the_Clown 28 Jul 2016, 23:05
ვინცხა-მაღვალაკი

QUOTE
გმადლობთ, დიდი მადლობა. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს

ხეირი ნახე smile.gif
ტაბუ
QUOTE
ნამდვილად არ მიფიქრია ACCA-ს დაკნინება - რაც ვიცი ACCA-ს შესახებ, ის დავწერე. CFA-ზე მეტი ინფორმაცია ამქვს და ეგ გავშალე

არც მე მიფიქრია, რომ აკნინებთsmile.gif) არც იმის ილუზია მაქვს, რომ აქ ნაწერით (ნებისმიერ კონტექსტში) ACCA დაკნინდება smile.gif) უბრალოდ, მაინც არარელევანტურად მიმაჩნია ამ ორი სასწავლებლის შედარება და ჰა... აი, CPA რომ შეადარო ACCA-ს, ალბათ ადეკვატური იქნებოდა... უბრალოდ სრუქტურულად სხვადასხვა მიდგომები აქვთ, პირველი უფრო ფართო განათლებას იძლევა, მეორე უფრო ვიწროს, მაგრამ ღრმას. მოკლედ, ორივე ძალიან დასაფასებელი სასწავლებელია, უბრალოდ, ჩემი სიმპათია ბრიტანეთისკენ იხრება smile.gif
ჩემი_ძმა
QUOTE
ასე რომ თუკი ბუღალტერიაში ან რეპორტინგში გინდათ საქმიანობის გაგრძელება ცალსახად ACCA უნდა ჩააბაროთ, თუკი უცხოეთში წასვლა ან უფრო "ნავაროჩენ" საინვესტიციო კომპანიაში გინდათ მუშაობა მაშინ CFA.

მთლად ვერ დაგეთანხმებით, ინვესტიციები, გადაწყვეტილებები, კაპიტალი და ყველა ფინანსური ინსტრუმენტი P4-ში დაწვრილებითაა განხილული...

Posted by: Excel Expert 6 Aug 2016, 10:55
გამარჯობათ მეგორბებო,

როგორც ჩანს ჩემი ბოლო შეკითხვა არავის შეგიმჩნევიათ

თითოეული დონის ჩაბარებისას (მაგალითად პირველივე დონი ჩაბარებისას) გაიცემა თუ არა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი რომლითაც შეგიძლია დამქირავებელთან დაამტკიცო ეს ფაქტი? თუ შენს პირად გვერდზე უნდა შეხვიდე და აჩვენო გაქვს თუ არა ჩაბარებული?

მადლობა წინასწარ

Posted by: Bloomy 6 Aug 2016, 16:35
Excel Expert
გამარჯობა,

არაფერი დოკუმენტი არ გაიცემი, მეილზე მოგდის შეტყობინება რომ ჩააბარე გამოცდა.
არამგონია დამქირავებელმა მაგაზე გაიგიჟოს თავი.

Posted by: Che_Burashka 8 Aug 2016, 15:31
გამარჯობა,
მომავალი წლის ზაფხულში მინდა პირველი ნაწილის გამოცდაზე გასვლა.
ვინც საქმის კურსში ხართ, იქნებ დამეხმაროთ და რომოდენიმე საკითხზე დამაკვალიანოთ:

1. საქართველოში სადმე თუ ამზადებენ CFA ს გამოცდისთვის?
2.დიდიხანია სწავლის რეჟიმში არ ვყოფილვარ sad.gif საკმარისია თუ არა 8 თვე პირველი ნაწილის დასაძლევად, დღეში მაქს. 3 საათი რომ დავუთმო?
3. მაქვს შვესერის 2010 წლის წიგნები. დეკემბრამდე ამით რომ დავიწყო სწავლა, დროს ტყუილად ხომ არ დავკარგავ?


Posted by: Excel Expert 8 Aug 2016, 18:29
Che_Burashka

გამარჯობა მეც შენსავიტ ვაპირებ მომავალ ზაფხულს გასვლას და გარკვეულიპასუხი შენს კიტხვებზე მეც მაქც. თუმცა უფრო კომპეტენტურადაც გიპასუხებენ.

1. PWC ამზადებს თუ სწორად მახსოვს თუმცა >$2000 მხოლოდ ტრენინგი ღირს, ამას დაუმატე $1100 ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში. მგონი ჯობია თვითონ მოემზადო თავის გადაბარებიანად ამდენი არ დაგეხარჯება და უკეთესად ისწავლი.

2. შენს მონდომებაზეა, ზოგი ნაკლებ დროშიც ეტევა.

3. 2016 შემიძლია მოგცე თუ მეილს მომწერ პირადში. 2010 ვფიქრობ უკვე ძალიან ძველია თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ყოველ წელს იცვლება რაღაც.


Posted by: Che_Burashka 9 Aug 2016, 14:41
Excel Expert

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

პმ- ში მოგწერე მეილი smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 12 Aug 2016, 10:04
მეგობარი გახდა CFA! bis.gif

Posted by: Thea11 12 Aug 2016, 11:58
მეგობრებო, შეგიძლიათ დამეხმაროთ კალკულატორთან დაკავშირებით?
ელემენტარულს ვითვლი და არ მაძლევს სწორ პასუხს. ვერ ვხვდები რაში ვუშვებ შეცდომას და ვიწყებ იმაზე ფიქრს რომ კალკულატორს სჭირს რაღაც sad.gif
ამაზონიდან გამოვიწერე BA II Plus professional.

ე.ი. ყველაზე მარტივით ვიწყებ.
[2nd] [CLR TVM]; [2ND] [CLR WORK]
-100 [PV]
1 [N]
10 [i/y]
[CPT] [FV]
და მიწერს 100.83333-ს
ანუ მინდა 100 დოლარის FV გავიგო 1 წელიწადში და ვარიცხავ 10%-ს
რას ვაკეთებ არასწორად შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: Hitzor 8 Sep 2016, 15:04
თუ ვერ ჩავაბარე პირველ ცდაზე გამოცდა - მეორე ცდა ისევ 1100 დოლარია?

Posted by: Thea11 8 Sep 2016, 20:57
Hitzor
არა. რეგისტრაციის თანხა გენახება და მარტო გამოცდის ფულს ამატებ

Posted by: Hitzor 9 Sep 2016, 11:39
Thea11
გამოცდის ფული რამდენია?

Posted by: Thea11 9 Sep 2016, 22:08
გააჩნია როდის დარეგისტრირდები

აი აქ ნახე რეგისტრაციის საფასური https://www.cfainstitute.org/programs/cfaprogram/register/Pages/fee_schedule.aspx

Posted by: Overmars 5 Oct 2016, 10:02
გამარჯობა

ვერაფრით ვერ მივიღე გადაწყვეტილება CFA ჩავაბარო თუ Acca

მიუხედავად იმისა რომ Cfa უფრო საინტერესოა ჩემთვის არ ვიცი რამდენად გამოსადეგია საქართველოში, განსხვავებით acca სგან

იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ გამოცდილმა და გარკვეულმა ადამიანებნა smile.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 5 Oct 2016, 10:08
Overmars
QUOTE
გამარჯობა

ვერაფრით ვერ მივიღე გადაწყვეტილება CFA ჩავაბარო თუ Acca

მიუხედავად იმისა რომ Cfa უფრო საინტერესოა ჩემთვის არ ვიცი რამდენად გამოსადეგია საქართველოში, განსხვავებით acca სგან

იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ გამოცდილმა და გარკვეულმა ადამიანებნა


სხვადასხვა რამ რომ არის იცი შენ თვითონაც.
თუ აპირებ ბუღალტრობას, აუდიტორობას მაშინ Acca
თუ აპირებ იმუშაო ფინანსური ანალიტიკის კუთხის, საინვესტიციო სფეროში მაშინ CFA

ისე კი Acca-ს იმდენი აბარებს ნელ-ნელა ბანძდება მგონი
CFA უფრო მასშტაბური რამეა ჩემი აზრით და უფრო დაფასებულიც მსოფლიოში
საქართველოში ფართო მასებისთვის Acca უფრო ცნობილია, რადგან ამის საქმე უფროა ჩვენთან განვითარებული
ისე კი საინვესტიციო ფონდში რომ გინდოდეს მუშაობა ან ფინანსური ანალიტიკის კუთხით კარგი დამსაქმებელი CFA-ს უფრო დაგიფასებს

მე პირადად მე-9 წიგნზე ვარ Acca-ს და აღარ ღირს აქ მიტოვება თორემ CFA-უფრო მიზიდავს ახლა (შეიძლება უცხო რომ არის ჩემთვის იმიტომ) და ალბათ CFA-ს მერე დავიწყებ რომ მოვრჩები ამას

Posted by: Overmars 5 Oct 2016, 10:11
Nobodys Fault but Mine
მადლობა პასუხისთვის

კი ზუსტად მაგიტო მსურს CFA ს ჩაბარება რომ მზგავს ადგილებში მუშაობის სურვილი მაქ თუმცა მე რასაც ვაკვირდები ეგეთი ადგილები საქართველოში ცოტაა ამიტო ვერ გადამიწყვეტია საბოლოოდ რა ვქნა თორე არც დავფიქრდებოდი და CFA ჩავაბარებდი

Posted by: Nobodys Fault but Mine 5 Oct 2016, 10:14
Overmars

კი ბატონო ზუსტად ხვდები "პრობლემის" არსს:

CFA-ს ადგილები ცოტაა საქართველოში Acca-სთან შედარებით
ადგილებიც და ცნობადობაც ფართო მასებში
ანუ რომელიღაც კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს რა არის CFA, სამაგიეროდ CV-ში რომ ვინმეს Acca დაუნახავს ეგრევე მიხვდება რაც არის

ისე კი როგორც ვთქვით CFA საშვილიშვილო საქმეა

Posted by: Overmars 5 Oct 2016, 10:29
Nobodys Fault but Mine
ერთის მხრივ მიწევს გარისკვა CFA ზე და მეორეს მხრივ უფრო გამოსადექი ვარიანტის არჩევა თუმცა იმ საქმეზე რისი კეთებაც არ მინდა

მოკლედ არ ვიცი რა ვქნა მარა იმედი მაქ რო cFAს ავირჩევ საბოლოო ჯამში biggrin.gif

Posted by: Overmars 16 Oct 2016, 22:41
მეგობრებო გამარჯობა,

კიდევ ერთხელ მინდა მზგავსი კითხვის დასმა უბრალოდ ცოტა სხვანაირად smile.gif

ამ ფორუმზე ვინმეს თუ აგიღიათ რომელიმე დონის სერტიფიკატი და რამეში თუ გამოგდგომიათ?

Posted by: ტაბუ 7 Nov 2016, 18:41
Overmars
სერტიფიკატს მხოლოდ სამივე დონის გავლისას და CFA charter-ის მინიჭების შემდეგ გაძლევენ.
მე I და II დონეები მაქვს ჩაბარებული და ძალიან გამომადგა დაწინაურებაშიც და ანაზღაურებაშიც smile.gif

Posted by: Kobalty 15 Feb 2017, 11:53
ტაბუ
Excel Expert
Krusty_the_Clown
Nobodys Fault but Mine

I დონის წიგნები თუ გაქვთ ელ-ვერსია და თუ შეგიძლია გადმოგზავნა მეილზე?

Posted by: ტაბუ 23 Feb 2017, 16:17
Kobalty
აღარ მაქვს, სამწუხაროდ.
ისე რომელი წიგნები გინდათ - ძირითადი კურიკულუმები თუ შვესერ ნოუთები? შვესერ ნოუთები პირატულები იქნება rutracker.org-ზე. თუ შედარებით ძველი ვერსიაა, აუცილებლად გადაამოწმეთ, რომელიმე თავი ხომ არ ამოვარდა ან დაემატა. მაგალითად, ასე:
https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#newwindow=1&q=cfa+curriculum+changes+2017+level+1

Posted by: ტაბუ 6 Mar 2017, 19:56
თემა რომ არ ჩაიძიროს, პერიოდულად საჭირო ინფორმაციას დავდებ დაინტერესებულ პირთათვის.

თემა 1. მასალა, სადანაც ვსწავლობთ
გამოცდისათვის მოსამზადებლად არსებობს ძირითადი მასალა, რომელსაც კურიკულუმებს ვუწოდებთ და რომლებსაც რეკომენდაციას უწევს და ყიდის თავად CFA ინსტიტუტი. შედგება 6 წიგნისაგან თითოეულ ლეველზე და თითო წიგნი 600-700 გვერდამდეა (ხანდახან ნაკლები). ამ წიგნებს ყიდულობთ გამოცდაზე რეგისტრაციისას hard copy-ს ან ელექტრონულ ვერსიას. თუმცა არიან მასალის სხვა "მწარმოებლებიც". ორი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია შვესერი (https://www.schweser.com/cfa/) კაპლანისგან და ილანი (https://www.efficientlearning.com/cfa/elan-guides/).
პირადად მე შვესერს გავუწევ რეკომენდაციას (ძირითად მასალებთან შედარებით) და გეტყვით, რატომ:
მასალა ჩატეულია 5 ცალ 250-400 გვერდიან წიგნებში, მაგრამ ლაკონურობის გამო წერია ყველაფერი ყველაზე მთავარი. ფაქტიურად ტექსტთან მიახლოებით უნდა იცოდეთ ეს 5 წიგნი, მაგრამ ძალიან კარგად არის ახსნილი; ახლავს მეტი ტესტები; ზედმეტი ინფორმაციით არაა დატვირთული, რის გამოც მნიშვნელოვანი საკითხვები არ გამოგეპარებათ. თუ რომელიმე საკითხი არასრულად განმარტებული გეჩვენათ, შეგიძლიათ ძირითად კურიკულუმში წაიკითხოთ, ან ანალიტიკურ ფორუმებსა და investopedia-ზე მოძებნოთ.
შვესერ-ნოუთების ელექტრონული უფასო არაპირატული ვერსია არ არსებობს smile.gif . მე თვითონ წინა წლის გამოყენებულ წიგნებს ვყიდულობ ხოლმე ebay-ზე (ახალი ძვირი ჯდება + განბაჟება) და შემდეგ ინტერნეტში ვამოწმებ, რა ცვლილება შევიდა მასალაში წინა წელთან შედარებით. თუ ახალი თავია დამატებული, მას ძირითადი კურიკულუმიდან ვსწავლობ.

Posted by: ტაბუ 9 Mar 2017, 17:52
თემა 2. სასწავლო მასალის სრუქტურა
CFA ასწავლის 9 ეკონომიკურ დისციპლინას და + ეთიკას. ეს საგნებია:
1. ეთიკის კოდექსი და პროფესიული ქცევის სტანდარტები;
2. რაოდენობრივი მეთოდები (ფულის დროითი ღირებულება, ბიზნეს-სტატისტიკა);
3. ეკონომიქსი (მიკრო, მაკრო და საერთაშორისო);
4. ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი;
5. პორტფელის მენეჯმენტი;
6. კორპორატიული ფინანსები;
7. საკუთარ კაპიტალის ინსტრუმენტები;
8. სავალო ინსტრუმენტები;
9. ფინანსური წარმოებულები;
10. ალტერნატიული ინვესტიციები.

ათივე ბარდება პირველ დონეზეც და მეორეზეც, შვიდი კი მესამეზე (ამ ეტაპზე აღარ ისწავლება რაოდენობრივი მეთოდები, ფინანსური რეპორტინგი და კორპორატიული ფინანსები). რომელი საგანი რა წონებით (რაოდენობით) იქნება წარმოგენილი ლეველზე, სჯობს იმ წელს გადაამოწმოთ. ამჟამად საგნებს შემდეგი წონები აქვთ:
http://radikal.ru

თუმცა, როგორც არ უნდა იყვნენ საგნები წარმოდგენილი, ყველა კითხვა თანაბარი ქულით ფასდება, გარდა ეთიკისა. ეთიკა მაღალწონიანი დისციპლინაა და დანარჩენ საგნებში მიღებული შეფასება შეუძლია გადაწონოს, ამიტომ განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოეკიდოთ მას.

Posted by: ტაბუ 12 Mar 2017, 07:52
თემა 3. გამოცდის სტრუქტურა
სამივე დონის გამოცდა 6 საათი გრძელდება. იყოფა 3-3 საათიან დილის და შუადღის სესიებად. შუალედში 2 საათი შესვენება.
I დონის გამოცდაზე თითო სესიაზე 120 შეკითხვა მოდის (სულ 240 კითხვა) 3-3 სავარაუდო პასუხით. შესაბამისად, თითო კითხვის წასაკითხად და პასუხის გასაცემად საშუალოდ 1.5 წუთი გაქვთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა კითხვას თანაბარი წონა აქვს, გარდა ეთიკისა.
II დონის გამოცდაზე ისევ 3-სავარაუდო პასუხიანი კითხვებით ფასდებით, მაგრამ ამჯერად თითო სესიაზე მოდის 10 ესსე (item set ან vignette), რომელთაც თითოეულს ახლავს 6 კითხვა. ესსეს სიგრძე 1-დან 3 გვერდამდეა (დიდი ასოებითაა ნაბეჭდი). შესაბამისად, ამ გამოცდაზე თითო სესიაზე 60 კითხვას უნდა უპასუხოთ, მაგრამ თითო კითხვაზე გამოყოფილი 3 წუთი ესსეს წაკითხვა-გააზრებიანად ბევრი ნამდვილად არ არის.
III დონის გამოცდის შუადღის სესია II დონის გამოცდის ანალოგიურია, დილის სესიაზე კი უკვე ღია კითხვები მოდის. კანდიდატმა პასუხი უნდა გასცეს დასმულ კითხვებს ლაკონურად და ამომწურავად. III დონეზე დრო განსაკუთრებულად კრიტიკული ხდება და ერთადერთი გამოცდაა სამში, როდესაც არა შემოხაზული შედეგი, არამედ მუშაობის პროცესი ფასდება.

Posted by: ტაბუ 15 Mar 2017, 13:44
თემა 4. გამოცდაზე დაშვებული ნივთები
CFA გამოცდა განსხვავდება სხვა სერტიფიკაციებისგან მკაცრი რეგულაციებით. ის არათუ არ ტარდება დისტანციურ კომპიუტერულ ცენტრებში, არამედ ფურცლებზე დაფუძნებული (paper-based) გამოცდაა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე - საგამოცდო ცენტრში ტარდება ინსტიტუტის მიერ დაქირავებული პროქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა გამოცდაზე წასაღები და დაშვებული ნივთებიც.

რა უნდა ვიქონიოთ აუცილებლად:
1. ვადის მქონე სამოგზაურო (ე.წ. საზღვარგარეთის) პასპორტი. პასპორტის ნომერი (და არა პირადი ნომერი) უნდა ემთხვეოდეს ნომერს, რომელიც CFA სისტემაში მიუთითეთ რეგისტრაციისას;
2. დაშვების ბილეთი - admission ticket. ელექტრონული სახით მიიღებთ გამოცდის თარიღამდე 1 თვით ადრე. სუფთა ფურცელზე ამობეჭდილი თან უნდა იქონიოთ გამოცდაზე. დაშვების ბილეთზე მითითებულია საგამოცდო ცენტრის მდებარეობა, გამოცდის თარიღი და გამოცდაზე გამოცხადებისათვის რეკომენდირებული დრო, ასევე თქვენი სახელი, გვარი, ნომერი სისტემაში. დაუშვებელია ამ ბილეთზე რამე წარწერის გაკეთება;
3. მხოლოდ ფანქარი და არავითარი კალამი* - HB ან No. 2. საგამოცდო ცენტრის დისკრეციით შეიძლება მექანიკური ფანქარი დაიშვას ან აიკრძალოს, ამიტომ აჯობებს თან იქონიოთ ხის ფანქარი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი სირბილე იყოს HB ან No. 2 - სხვა შემთხვევაში სკანერმა (რომელიც "კითხულობს" პასუხებს) შეიძლება არ აღიქვას თქვენ მიერ მონიშნული ვერსიები;
* მესამე დონის გამოცდაზე კალამიც დაიშვება და სასურველიც კია, ფანქართან ერთად.
4. კალკულატორის 2 მოდელიდან ერთ-ერთი (მათი დასაშვები მოდიფიკაციებიც გაწერილია): Texas Instruments BA II Plus (BA II Plus Professional ჩათვლით) ან Hewlett Packard 12C (მ.შ. the HP 12C Platinum, 12C Platinum 25th anniversary edition, 12C 30th anniversary edition და HP 12C Prestige). კალკულატორის card (ინსტრუქცია-ბარათი, რომელიც მოჰყვება კალკულატორს) შეგიძლიათ შეიტანოთ დარბაზში, მაგრამ ქეისს დაგატოვებინებენ დარბაზს გარეთ.

დაშვებული ინსტრუმენტები, რომლებიც შეგიძლიათ იქონით მაგიდაზე:
1. საშლელი (ყოველგვარი ჩასადების ან შესაფუთი ქაღალდის გარეშე);
2. სათლელი (არა დანა. ასეევე ჩასადების გარეშე);
3. კალკულატორის ელემენტები (შეუთვის გარეშე);
4. მინი სახრახსნისი კალკულატორში ელემენტების გამოსაცვლელად;
5. მაჯის არასმარტ საათი;
6. სათვალეები;
7. ყურის საცობები.

სხვა დაშვებული ნივთები, რომლებიც უნდა შეინახოთ ჯიბეში, ან სკამის ქვეშ:
1. საფულე (არა ჩანთა);
2. წამლები და ქაღალდის ხელსახოცი;
3. საღეჭი რეზინა, კანფეტი, ყელის საწუწნი აბები;
4. გასაღები;
5. სათვალის ჩასადები.

არცერთი სხვა ნივთი საგამოცდო დარბაზში არ დაიშვება.

Posted by: ტაბუ 20 Mar 2017, 13:58
თემა 5. საფასური
1. CFA-ს სასერთიფიკატო კურსზე პირველი რეგიტრაცია 450 აშშ დოლარი ჯდება. ეს ერთჯერადი ხარჯია.
2. გამოცდაზე სტანდარტული რეგისტრაცია 930 აშშ დოლარი ჯდება და თითოეულ გამოცდაზე თავიდან იხდით ამ თანხას, მაშინაც, თუკი იმავე დონის გამოცდაზე ხელახლა რეგისტრირდებით.
ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში (გამოცდის თარიღამდე 8.5 თვით ადრე) საფასური 650 აშშ დოლარამდე იკლებს, გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში კი (თუკი გამოცდის თარიღამდე 3.5 თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი) 1380 აშშ დოლარამდე იმატებს.
3. ელეტრონული წიგნების საფასური გამოცდაზე რეგისტრაციის ფასში შედის, მაგრამ თუკი წიგნების ბეჭდური ვერსია გსურთ მიიღოთ, 150 აშშ დოლარი უნდა დაამატოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხას ტრანსპორტირების საფასური და დღგ (150+ტრანსპორტირების 18%) დაემატება.

ფარული ხარჯები:
1. წიგნების სხვა წყაროდან შეძენის შემთხვევაში (ოფიციალური კაპლანი, ან თუნდაც წინა წლის გამოყენებული წიგნები იბეიდან), რასაკვრიველია, ხარჯიც გეზრდებათ. კაპლანის გამომცემლობის შვესერ ნოუთების ყველაზე იაფი პაკეტი 379 აშშ დოლარიდან იწყება (+ტრანსპორტირება და დღგ) და 2099 აშშ დოლარამდე ადის.
2. მგზავრობა, ცხოვრება და კვება სხვა ქვეყანაში. ვინაიდან, გამოცდები დისტანციურ კომპიუტერულ ცენტრებში არ ბარდება და არც საქართველოში ტარდება ჯერ-ჯერობით, ეს ხარჯიც გასათვალისწინებელია. კარგი ამბავი ისაა, რომ ივნისის თვეში გამოცდები ტარდება ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ჩათვლით. ამრიგად, საგამოცდო ცენტრის არჩევა შეგიძლიათ საკუთარი ბიუჯეტის და შესაძლებლობების ფარგლებში.
3. Texas Instruments BA II Plus კალკულატორი 39 აშშ დოლარი https://www.amazon.com/Texas-Instruments-BAIIPLUS-Calculator-LCD-TEXBAIIPLUS/dp/B0009FHR4I/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1490003126&sr=8-4&keywords=Texas+Instruments+BA+II+Plus. შეგიძლიათ, წინა პოსტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე სხვა მოდელის კალკულატორი შეიძინოთ.

ხარჯების დაზოგვა შეიძლება:
1) ადრეულ რეგისტრაციის გზით,
2) ელექტრონული წიგნების შეძენის გზით,
3) თუ შვესერ ნოუთებით აპირებთ მეცადინეობას, იბეიზე შეგიძლიათ შეიძინოთ წინა წლის სრული პაკეტი 300 ლარის ფარგლებში (განბაჟებასაც რომ ასცდეთ). გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად გადაამოწმეთ, რა ცვლილებები შევიდა მასალაში.
პ.ს. მეკობრულ და უფასო ვერსიებზე არ ვისაუბრებ smile.gif
4) საგამოდო ცენტრის ეკონომიურად არჩევის გზით.

ჯამურად (მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისა და იქ ცხოვრების ხარჯების არჩათვლით) თქვენი მინიმალური ხარჯი იქნება:
1 დონე: 1140-1250 აშშ დოლარი
2 და 3 დონე (თითოეული): 650-760 აშშ დოლარი

სამივე დონის წარმატებით ჩაბარებისა და CFA-ს სტატუსის მიღების შემთხვევაში ყოველწლიური საწევროს გადახდა მოგიწევთ 275 აშშ დოლარის ოდენობით.

Posted by: ტაბუ 23 Mar 2017, 13:28
თემა 6. დიდი დღე
Big Day - ასე ვუწოდებთ გამოცდის დღეს smile.gif
საერთო რეკომენდაციაა, რომ წინასწარ ნახოთ საგამოცდო ცენტრი - მიდით, თუ საჭიროა, რათა განსაზღვროთ, დილით რა დრო დაგჭირდებათ მისასვლელად და არ დააგვიანოთ.
დილით ჩაიცვით ლეიერებად - ესეც მიღებული რეკომენდაციაა, რათა საგამოცდო ცენტრში კომფორტულად იგრძნოთ თავი.
წასვლის წინ კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რომ ყველა საჭირო ნივთი თან გაქვთ: ვადის მქონე პასპორტი, სუფთა ფურცელზე ამობეჭდილი დაშვების ბილეთი, HB / No2 ფანქრები (არამექანიკური), საშლელი, სათლელი, დაშვებული მოდელის კალკულატორი, მედიკამანტები (თუ გჭირდებათ), ხელსახოცი და ა.შ. წყლის წაღება არ გჭირდებათ - საგამოცდო დარბაზში დაგხვდებათ.
შეგიძლიათ თან წაიღოთ ლანჩ-ბოქსიც, რათა შესვენებაზე დროის დაუკარგავად ივახშმოთ, ენერგეტიკული სასმელი და ა.შ., მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფრის საგამოცდო დარბაზს გარეთ დატოვება მოგიწევთ.

გამოცდის განრიგი შემდეგია:
რეგისტრაციისთვის გამოცხადება - 08:00 სთ
რეგისტრაცია დილის სესიისათვის. ამავე ეტაპზე მოწმდება კანდიდატის პიროვნება და ნებადართული ნივთების შესაბამისობა - 08:00-08:30 სთ
საგამოცდო ცენტრის კარი იკეტება და ამის შემდგომ კანდიდატები აღარ დაიშვებიან - 08:30 სთ
კანდიდატთა რამდენიმეჯერადი გადამოწმება ადგილზე, წესების წაკითხვა (ადგილობრივი ქომუნითის თავმჯდომარე ხმამაღლა, ინგლისურ ენაზე გაგაცნობთ გამოცდაზე ქცევის წესებს), საგამოცდო მასალების დარიგება, მისი შევსების წესების გაცნობა და ა.შ. - 08:30-09:00 სთ
გამოცდის დილის სესია - 09:00-12:00 სთ
შესვენება - 12:00-13:00 სთ
რეგისტრაცია შუადღის სესიისათვის (დილის სესიის ანალოგიურად) - 13:00-13:30 სთ
საგამოცდო ცენტრის კარი იკეტება და დაგვიანებული კანიდატები აღარ დაიშვებია - 13:30 სთ-დან
კანდიდატთა ხელახალი გადამოწმება (ყველა ზის თუ არა დაშვების ბილეთზე მითითებულ ადგილებზე, ემთხვევა თუ პასპორტის არა ფოტო და სახელი და გვარი, აქვთ თუ არა მხოლოდ დაშვებული ნივთები წესისამებრ განლაგებული...), წესების ხელახლა წაკითხვა, შუადღის სესიის მასალების ჩამორიგება, თავფურცელის ხელახლა შევსება და ა.შ. - 13:30-14:00 სთ
გამოცდის შუადღის სესია - 14:00-17:00 სთ

გამოცდაზე საათი არ არის. პროქტორები დაფაზე წერენ დარჩენილ დროს ყოველ ნახევარ საათში, ბოლო 1 საათის განმავლობაში კი ყოველ 15 წუთში ერთხელ.
საგამოცდო მასალა მოდის ერთ ვერსიად, მაგრამ სხვის პასუხებში ჩახედვა, გადაჩურჩულება, პასუხების ჩვენება ან რამის მინიშნება მკაცრად კონტროლირება და გამოცდის დატოვებად დაგიჯდებათ. პროქტორები დადიან რიგებს შორის და გამუდმებით მეთვალყურეობენ გამოცდის მიმდინარეობის პროცესს.
საგამოცდო მასალა დილისა და შუადღის სესიისთვის ცალ-ცალკე პაკეტებად რიგდება. ამიტომ, დილით ვერშევსებულ პასუხს შუადღის სესიისას ვეღარ შეცვლით, ვერც დილის სესიაზე ნახავთ, რა კითხვები იქნება შუადღის სესიაზე. მასალები მოდის დაბეჭდილი და მათი მითითების მიღებამდე გახსნა მკაცრად აკრძალულია. ასევე, 3 საათიანი სესიის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ მოგეთხოვებათ ფანქრის დადება.
პასუხებს ავსებთ ცალკე ფურცელზე - თითოეული კითხვის გასწვრივ მითითებულია A B C ვერსიის შესაბამისი 3 რგოლი, რომელიც უნდა გააფერადოთ ფანქრით. სწორედ ამ გაფერადებულ "რგოლებს" კითხულობს სკანერი და არასწორი სიმუქის ფანქრით (ანუ, გარდა HB ან No2 ფანქრისა) გაფერადების, ან რგოლის არასაკმარისად გაფერადების შემთხვევაში, შესაძლოა სკანერმა ვერ ამოიკითხოს თქვენი სწორი პასუხი.

Posted by: მზე 26 Mar 2017, 14:02
გამარჯობა smile.gif
ვერძებ და კარგი ტესტ/question bank ვერ ვნახე და ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ ? rolleyes.gif
ან რაიმე კონსპექტიც თუ გაქვთ ეგეც არ იქნებოდა ურიგო
მადლობა წინასწარ : )

ტაბუ
მადლობა ინფორმაციისთვის. smile.gif
ეს ფანქრები აქაც იყიდება თუ გამოიწერე?

Posted by: ტაბუ 26 Mar 2017, 16:29
მზე
ჩვეულებრივი შავი ე.წ. "უბრალო" ფანქარია, ბოლოში საშლელით (ან უსაშლელდ) smile.gif HB ფანქარი იკითხე ნებისმიერ საკანცელარიოში.
https://www.google.ge/search?q=hb+pencil&newwindow=1&client=ms-ms-android-samsung-ss&prmd=ivn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiu4Lzdl_TSAhWCUBQKHWL2CloQ_AUIBygB&biw=360&bih=560

Question bank კი rutracker.org-ზე იქნება Schweser-note-ებთან ერთად pack-ში. კარგი ტესტები აქვს შვესერს. წელს გადიხარ უკვე?

Posted by: მზე 26 Mar 2017, 18:14
ტაბუ
კი ივნისში.
ჰო რუტრეკერიდან გადმოვწერე შვეზერი მარა მხოლოდ Practice exams არის და მაგას გულისხმობ?
აჰამ კაი, ე.ი. აქვე ვნახავ ფანქარს :დ
facebook-ზე ვნახე რაღაც ჯგუფები და იქიდან გადმოვწერე რაღაც question bank მაგრამ დიდად არ მომწონს და იქნებ სხვაც ვნახო რამე თქო

Posted by: ტაბუ 26 Mar 2017, 18:42
შვესერის სრულ პაკეტს რომ ვყიდულობ იბეიზე, 1 ან 2 წიგნი მოჰყვება ხოლმე მოქ-ეგზამების (თითო წიგნში 3 სრული გამოცდაა, 720 კითხვით). პლუს, თვითონ შვესერში თავების და ტოპიკების ბოლო კითხვები და ტესტები, პლუს ინსტიტუტის გვერდზეც არის მოქ-ეგზამები. სრულიად საკმარისია.
რომელ ქვეყანაში გადიხარ გამოცდაზე?

Posted by: მზე 26 Mar 2017, 19:03
ტაბუ
QUOTE
შვესერის სრულ პაკეტს რომ ვყიდულობ იბეიზე, 1 ან 2 წიგნი მოჰყვება ხოლმე მოქ-ეგზამების (თითო წიგნში 3 სრული გამოცდაა, 720 კითხვით). პლუს, თვითონ შვესერში თავების და ტოპიკების ბოლო კითხვები და ტესტები, პლუს ინსტიტუტის გვერდზეც არის მოქ-ეგზამები. სრულიად საკმარისია.

ესენი მაქვს მაშინ ;დ რავი მეთი იქნებ კიდე რამე rolleyes.gif
ამხელა გამოცდაზე პირველად გავდივარ, ACCA-ის კი ვაბარებდი 2-ს ერთად მარა 2-3 კვირა ვმეცადინეობდი სულ ორივესთვის და აქ მეშინია არ დამავიწდეს sad.gif

QUOTE
რომელ ქვეყანაში გადიხარ გამოცდაზე?

ჰოლანდია gigi.gif
გამოცდის მერე კარგად უნდა გავერთო/დავისვენო :დ მინი trip-იც გამომივა chups.gif

Posted by: ტაბუ 27 Mar 2017, 13:16
მზე
QUOTE
2-ს ერთად მარა 2-3 კვირა ვმეცადინეობდი სულ ორივესთვის
მდაა eek.gif
მე 7-8 თვე ვმეცადინეობ CFA-სთვის, ყველა შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით.

QUOTE
ჰოლანდია
მშვენიერი არჩევანია biggrin.gif

Posted by: მზე 27 Mar 2017, 17:00
ტაბუ
QUOTE
მე 7-8 თვე ვმეცადინეობ CFA-სთვის, ყველა შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით.

ეუფ ეხლა შემეშინდა :შ თებერვალში დავიწყე ივნისისთვის მზადება :| და ძაან კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით ასე დროულად არაფერი დამიწყია :-D
მეც ვცდილობ არ ჩავაგდო შაბათ-კვირები და ხანდახან საღამოობითაც ვმეცადინეობ სამუშაო დღეებში, მარა ყოველთვის არ გამომდის :|

ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა cfa-ში?

Posted by: ტაბუ 27 Mar 2017, 19:24
მზე
QUOTE
თებერვალში დავიწყე ივნისისთვის მზადება
შვილები თუ არ გყავს და სამსახურის დატვირთვა თუ გაძლევს საშუალებას, აბარებს ხალხი 4-5 თვის მომზადების შემდეგ. ჩემი ნათქვამით ნუ იმსჯელებ smile.gif თან ACCA-ს ორ წიგნს თუ აბარებდი 2-3 კვირის მომზადებით, ე.ი. ძალიან სწრაფად სწავლობ.

QUOTE
ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა cfa-ში?
დროის უქონლობა biggrin.gif
უფრო კონკრეტულად რას გულისხმობ?

Posted by: მზე 27 Mar 2017, 21:52
ტაბუ
QUOTE
შვილები თუ არ გყავს და სამსახურის დატვირთვა თუ გაძლევს საშუალებას

ჰო ნუ ამის იმედად შემიძლია ვიყო biggrin.gif

QUOTE
თან ACCA-ს ორ წიგნს თუ აბარებდი 2-3 კვირის მომზადებით, ე.ი. ძალიან სწრაფად სწავლ

ნუ ACCA-ში ბევრი რამ ნაცნობი იყო უნივერსიტეტიდან. პრინციპში აქაც. მარა მაინც რავიცი :|
თან ACCA-ის ისე ვახამებდი, ადვილ და რთულ წიგნს ერთად ვიღებდი და ძირითადად რთულს ვმეცადინეობდი biggrin.gif

QUOTE
უფრო კონკრეტულად რას გულისხმობ?

არა, რავი. იქნებ რაიმე რჩევა შეიძლებოდა გქონოდა biggrin.gif
მაგალითად, ACCA-ში მე ყველაზე მეტად მიჭირდა ის პატარა რაღაცეები რაშიც ქულების აკრეფვა შეიძლებოდა იოლად (ე.წ. easy marks): ფორმატი, სწორი სიტყვების გამოყენება, რაიმე კონკრეტულის არ დავიწყება (მაგალითად, როგორიც იყო პ2-ში მიგეთითებინა, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობდი და სტანდარტის სახელი სწორად დაგეწერა და ა.შ. biggrin.gif )
აქ რასაც ვუყურებ, ალბათ, რომ არ ამერიოს ამდენი რამ ერთმანეთში ის იქნება რთული :| ნუ რავი biggrin.gif
და ყურადღება უნდა მივაქციო most likely-ის მეკითხებიან თუ least likely-ის. რამდენჯერმე დავიჭირე ჩემი თავი რო ეს ორი ამერია.

Posted by: ტაბუ 28 Mar 2017, 14:12
მზე
კიდევ ერთი პლუსი - მაინც საკმაოდ დიდი თანაკვეთა აქვს ACCA-სთან, შესაბამისად ბევრი ნაცნობი და ნასწავლი თემა შეგხვდებოდა.
most likely / least likely პირველად მეც შემეშალა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე.
სიეფეიში კრიტიკული შემდეგი მომენტებია: გეგმის არსებობა და მასზე მიყოლა (თვითდისციპლინა); დიდი მასალის გამყარების მიზნით ბევრი ტესტის კეთება; ტესტების სწრაფად კეთების უნარი - გამოცდის დროში რომ ჩაეტიო. როგორ მოახერხებ და მოირგებ, ძალიან ინდივიდუალურია.

Posted by: ტაბუ 7 Apr 2017, 11:27
თემა 7. რატომ CFA?
წინა 6 თემის შემდეგ შესაძლოა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ CFA აუღებელი ციხესიმაგრეა, ძალიან მკაცრი რეგულაციებით და ერთობ რთულად მისაღწევი. მაშინ რატომ უნდა ავარჩიოთ CFA და არა რომელიმე სხვა სერთიფიკატი?
იმიტომ, რომ
* CFA-ს მიერ მოცემული განათლება მთელ განვითარებულ სამყაროში არაფორმალურად, ხოლო დიდ ბრიტანეთში ოციციალურად აღიარებულია MBA-ს კვალიფიკაციის თანატოლად. იგულისხმება წამყვანი, აღიარებული უნივერსიტეტების MBA.
* CFA-ების მიერ გამომუშავებული ანაზღაურება აღემატება კიდეც საშუალო სტატისტიკური MBA-ს (ისევ უცხოური უნივერსიტეტები იგულისხმება) ანაზღაურებას.
* CFA-ს ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აღიარებული MBA-სა როგორც პირდაპირ, ასევე ფარული ხარჯებით: არ ტოვებთ სამსახურს და სხვა ქვეყანაში არ მიემგზავრებით, სადაც ცხოვრების ხარჯებიც უნდა გასწიოთ. ეს პუნქტი განსაკუთრებულად კრიტიკულია დაოჯეხებული ადამიანისათვის.
* MBA-სგან განსხვავებით CFA-ს დასრულება არ მოითხოვება - მისი თითოეული ეტაპი უკვე მიღწევაა.
* გრაფიკსა და სწავლის ტემპს განსაზღვრავთ თვითონ, არ გიწევთ დაემორჩილოთ უნივერსიტეტის მიერ გაწერილ სილაბუსს.
* გიმუშავებთ ძალიან დიდ თვითდისციპლინას, რის გარეშეც ამდენად დიდი მასალის ჩაბარებარება წარმოუდგენელია.
* კარგად შემუშავებული სასწავლო გეგმის და გარკვეული დროითი მსხვერპლის გაღების შემთხვევაში CFA სრულიად მიღწევადი სიმაღლეა.
* CFA ფასობს - როგორც მისი ცოდნა, ასევე ის პიროვნული უნარები (თვითდისციპლინა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა), რომლების ქონასაც ასევე გიდასტურებთ CFA-ს ჩაბარებული გამოცდები.
* CFA გაძლევთ დიდ ცოდნას და, ისევ და ისევ, ეს ცოდნა არ იფარგლება ფინანსური ანალიტიკით. იცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, გიძლიერდებათ ე.წ. common sence, ხდებით უფრო მიზანდასახული, ამასთანავე იღმავებთ ბიზნეს ინგლისურის ცოდნას smile.gif
* ხდებით უფრო თავდაჯერებული - მიღებული ღრმა ცოდნა და რთული სიმაღლეების დაპყრობა გმატებთ საკუთარი თავის რწმენას (ნამდვილად არა უსაფუძვლოდ), რაც ასევე მნიშვნელოვანი მენეჯერული უნარია.

Posted by: ტაბუ 10 Apr 2017, 15:54
თემა 8. როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის
user posted image
ამ ფრაზაზე უკეთ ვერ გამოვხატავდი - იპოვეთ დასწავლის თქვენეული გზა. მზა რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და პრაქტიკით დადასტურებული მეთოდები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:
* შეისწავლეთ საკუთარი ტემპი. დაიწყეთ სწავლა ადრე და დააკვირდით, რა დრო გჭირდებათ 1 თავის, 50 გვერდის თუ 1 წიგნის სამეცადინოდ. შესაბამისად განსაზღვრეთ გეგმა.
* შეიმუშავეთ კარგად გაწერილი სასწავლო გეგმა: რომელ ტოპიკებს და წიგნებს რა დროს მოახმართ და რომელ თვეებში (ან კვირეებში) გაივლით.
* გეგმაში გაითვალისწინეთ მოცდენების, გადამეორების და ტესტებზე სამეცადინო დრო.
* დიდი მასალის გამო კარგი მეთოდია კონსპექტების კეთება - თუნდაც ძალიან მოკლე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. კონსპექტის კეთებისას მიღებული ცოდნის სისტემატიზაციას ახდენთ. [პ.ს. ეს პუნქტი ძალიან ინდივიდუალურია - კარგად მუშაობს ჩემთან, მაგრამ შესაძლოა არ იყოს საუკეთესო მეთოდი თქვენთვის]
* აკეთეთ ძლიან ბევრი ტესტი. არსებობს mock exam-ები, ანუ საგამოცდო მასალის მსგავსი (სტრუქტურითაც და სირთულითაც) ტესტები, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ როგორც CFA-ს პორტალზე, ასევე ცალკე წიგნად გამოსცემს შვესერი. გააკეთეთ და გაიარეთ ყველა ტესტი ტექსტებში და და თავების ბოლოს.
* გაიღეთ თქვენი თავისუფალი დრო მსხვერპლად. თავისუფალი დრო კი შეიძლება იყოს: ყველა უიქენდი, ყველა დასვენების დღე, შესვენება, დრო ტრანსპორტში, დრო როცა ელოდებით მეგობარს კაფეში (თუ კაფეში წასასვლელად მოიცალეთ smile.gif ) და ა. შ.

რა დრო დაგჭირდებათ მოსამზადებლად?
ვიცნობ ადამიანს, რომელსაც 4-4 თვე ეყო 1-ლი და მე-2 დონის გამოცდებისთვის მოსამზადებლად - ეს ადამიანი სწავლობდა საზღვარგარეთ, მაგრამ არ მუშაობდა და არ ჰყავდა შვილები.
ვიცი ხალხი, ვისაც მთელი წელი მოუნდომებია სამსახურში დატვირთული გრაფიკის პრალელურად, სამაგიეროდ, მანაც პირველივე გასვლაზე ჩააბარა 1-ლი და მე-2 დონის გამოცდები.
საშუალოდ 6 თვეს იღებენ ხოლმე. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ვადა 7-8 თვეა. It's up to you.

----------------
ამით დავამთავრე პოსტების სერია. თუ კიდევ გექნებათ კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ smile.gif

Posted by: ტაბუ 1 May 2017, 00:21
წელს ძალიან ადრე მივიღე admission ticket.
ბაქოში Holiday inn-ში ტარდება გამოცდა.
სხვა ქვეყნებში სად არის დაგეგმილი, გაგვიზიარეთ, რა!

Posted by: north 1 May 2017, 12:23
პირველი ეტაპის წიგნები ხომ არავის აქვს გასაყიდად? ან ელექტრო ვერსიები

წლის ბოლოს მინდა გავიდე, რამეს ხომ არ მირჩევდით?

Posted by: ტაბუ 8 May 2017, 12:46
north
Scweser note-ები დაძებნეთ.
იხ. https://forum.ge/?showtopic=34419552&view=findpost&p=50081433

ეს კი შარშანდელი შვესერები იბეიზე (უფრო იაფი რომ დაგიჯდეთ და განუბაჟებელ 300 ლარში ჩაეტიოთ):
http://www.ebay.com/itm/2016-Schweser-CFA-Level-1-I-Volume-1-5-Schwesers-QuickSheet-/322506332688?hash=item4b16e01a10:g:yMoAAOSw~y9ZA6GR
http://www.ebay.com/itm/CFA-Level-1-2016-Schweser-Notes-and-Standards-Handbook-/282428914569?hash=item41c2133b89:g:xQMAAOSwopRYhtIX

Posted by: ტაბუ 27 May 2017, 20:35
ზუსტად 1 კვირაში ამ დროს უკვე დატოვებული გვექნება საგამოცდო დარბაზი. rolleyes.gif
ვინმე მოდის ბაქოში ფორუმიდან?

Posted by: მზე 31 May 2017, 15:11
ტაბუ
QUOTE
სხვა ქვეყნებში სად არის დაგეგმილი, გაგვიზიარეთ, რა!

RAI Amsterdam-ში ტარდება ამსტერდამში

მაზეგ გამოცდაა :|

Posted by: ტაბუ 31 May 2017, 19:51
მზე
QUOTE
მაზეგ გამოცდაა

წარმატებებს გისურვებ! smile.gif

Posted by: ტაბუ 3 Jun 2017, 06:06
ეს დღეც მოვიდა.
წარმატებებს გისურვებთ!
We can do it! smile.gif

Posted by: Kobalty 11 Jul 2017, 23:17
ტაბუ
მზე

ეს ტრეინინგი თუ გაქვთ ვინმეს გავლილი?
https://www.pwc.com/ge/en/pwc-academy/dipifr.html

რამდენად საჭირო და რამდენად რთულია? და უფრო რა სფეროებში გამოგადგათ ამის ცოდნა?


Posted by: ტაბუ 13 Jul 2017, 21:59
Kobalty
მე ვაპირებ, მაგრამ PwC-ს გარეშე:
http://www.accaglobal.com/africa/en/qualifications/glance/dipifr/overview.html
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის IFRS სტანდარტების დიპლომი მათთვის, ვისაც ACCA-ს გავლა არ სურს.

ასევე არსებობს certIFR
http://www.accaglobal.com/ubcs/en/qualifications/glance/certifr/overview.html

Posted by: Kobalty 16 Jul 2017, 16:32
ტაბუ
ანუ შენ თვითონ მოემზადები?
მასალებს არ იძლევიან, თუ არ დარეგისტრირდი..
და რაც იბეიზე იყიდება, მაგით არ ვსწავლობთო..
rolleyes.gif

Posted by: ტაბუ 17 Jul 2017, 13:56
Kobalty
QUOTE
მასალებს არ იძლევიან, თუ არ დარეგისტრირდი..

სად თუ არ დარეგისტრირდები?
PwC-ის მინდა ავუქციო გვერდი, და არა თავად ACCA-ს

Posted by: Kobalty 18 Jul 2017, 11:56
ტაბუ
QUOTE
სად თუ არ დარეგისტრირდები?

მაგ ლინკზე, PWC-ში..


Posted by: Rati03 25 Jul 2017, 12:19
დღესაა პასუხები სიეფეის, ლოცვა გავაძლიეროთ

Posted by: Chtulhu_Phtagn 25 Jul 2017, 15:26
ბევრმა დაწერეთ ნეტა?
-----------------

Posted by: ტაბუ 26 Jul 2017, 17:16
რა ქენით?
ვის მივულოცო?

30 სიმბოლო...

Posted by: Rati03 27 Jul 2017, 11:49
მე)) მომილოცეთ! smile.gif მეორე ლვლ, one more to go

Posted by: kkoxo 27 Jul 2017, 11:51
Rati03

გილოცავთ.

პმ ნახე. გმადლობთ

Posted by: ტაბუ 28 Jul 2017, 10:24
Rati03
QUOTE
მე)) მომილოცეთ!  მეორე ლვლ, one more to go

მთელი გულით გილოცავთ smile.gif

Posted by: ტაბუ 1 Aug 2017, 16:16
მზე
როგორი პასუხი მიიღე?

Posted by: Tifo 2 Aug 2017, 16:49
დღეს დავრეგისტრირდი დეკემბრის გამოცდაზე. საგამოცდი ცენტრების მესამედია მხოლოდ დეკემბრისთვის და ამიტომ მილანში დავწერ.

მეცადინეობა დაწყებული მქონდა აქამდეც თუმცა ინტენსივობით ჯერ ვერ ავკრიფე. ხვალიდან გავასამმაგებ ძალისხმევას.

წარმატებები ყველას.

Winter is coming..

ტაბუ
რა ქენი? მე-3ს აბარებდი ხო?

Posted by: ტაბუ 4 Aug 2017, 13:53
Tifo
QUOTE
რა ქენი? მე-3ს აბარებდი ხო?

მე-3-ს პასუხები 2 კვირით აგვიანებს.
დავწერ მოგვიანებით შედეგს. მადლობა დაინტერესებისთვის smile.gif

Posted by: მზე 6 Aug 2017, 20:04
ტაბუ
ჩავაბარეეეე bis.gif bis.gif
შენი 8-შია ხო? წარმატებები 2kiss.gif

Rati03
გილოცავ bis.gif

Posted by: ტაბუ 7 Aug 2017, 11:53
მზე
QUOTE
ჩავაბარეეეე

რა ყოჩაღი ხარ smile.gif 4 თვის მომზადებით. გილოცავ! და ასე გააგრძელე smile.gif
QUOTE
შენი 8-შია ხო? წარმატებები
კი, ხვალ. მადლობა smile.gif

Posted by: ტაბუ 8 Aug 2017, 17:25
"Congratulations! We are very pleased to inform you that you passed the June 2017 Level III CFA exam. "

Unable to express how happy I am!

Posted by: მზე 9 Aug 2017, 17:20
ტაბუ
ეეეე რა მაგარიააა
გილოცაააავ bis.gif bis.gif

Posted by: ტაბუ 10 Aug 2017, 12:05
მზე
QUOTE
ეეეე რა მაგარიააა
გილოცაააავ

მადლობა love.gif

Posted by: Tifo 10 Aug 2017, 17:38
ტაბუ
გილოცავ love.gif
ვსიო, ჩარტერჰოლდერი ხარ? biggrin.gif

მე დეკემბერში გავდივარ 1 ლეველზე. მინდა მეორე მივაბა ივნისშივე smile.gif

Posted by: ტაბუ 11 Aug 2017, 10:46
Tifo
QUOTE
გილოცავ
მადლობა smile.gif
QUOTE
ვსიო, ჩარტერჰოლდერი ხარ?

ჯერ არა. ახლა ვჩალიჩობ მემბერშიფს, რეკომენდაციებს, სამუშაო გამოცდილების დადასტურებას. ინსტიტუტის მემბერობას როგორც კი მომცემენ (და საწევროს გადავიხდი), ჩარტერიც მექნება rolleyes.gif

Posted by: ტაბუ 11 Aug 2017, 12:13
თემა 9. III დონის გამოცდა, დილის სესია
მე-3 თემაში ვახსენე, რომ III დონის გამოცდების დილის სესიაზე ღია კითხვები იქნება. პასუხის გაცემის სტრუქტურაც წინასწარგანსაზღვრულია და თუ არ იცი, როგორ უპასუხო, დიდი შანსია, რომ სწორედ ამის გამო ჩაიჭრა.
აქ არ არის ცნობილი წინასწარ, რამდენი კითხვა იქნება. დაახლოებით 10-12 ძირითადი კითხვა იქნება 1-დან 6-მდე სუბ-კითხვებით. თითოეულ კითხვას ექნება მითითებული მასზე დასათმობი წუთების ოდენობა - ჯამურად 180 წუთი. თუმცა ეს 180 უფრო მეტია, ვიდრე წუთები - თითოეული ეს რიცხვი არის ქულა, მაქსიმუმ რამდენი ქულაც შეგიძლიათ აიღოთ თითო ღია კითხვის პასუხში. ქულები შემთხვევით არ აქვთ კითხვებს მინიჭებული - ინსტიტუტის მიერ წინასწარ არის გაწერილი, თითოეული კითხვის პასუხში კონკრეტულად რაში დაგიწერენ ამ თითოეულ ქულას. მაგალითად, თუ არის ქეისი IPS-ის (საინვესტიციო პოლიტიკის განაცხადის) შესახებ და მოითხოვება ჩამოთვალოთ constraints, ხოლო ამისათვის გამოყოფილია 5 წუთი, ეს ნიშნავს, რომ თითოაული constraint-ის (ასეთი 5-ია) შესახებ გაკეთებული თქვენი სწორი შენიშვნა თითო ქულით ფასდება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ თვლით რომ რომელიმე constraint არარელევანტურია, უნდა ესეც მიუთითოთ ქულის მისაღებად.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ქულის მისაღებად უნდა დაწეროთ პასუხი და კითხვის წაკითხვიანად უნდა გეყოთ თითო წუთი, დრო არის ძალიან ცოტა!
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქულას წერენ ძალიან კონკრეტულ პასუხში. ამის იქით რაც არ უნდა დაწეროთ, ქულას არავინ მოგიმატებთ. ეს ნიშნავს, რომ:
* კარგად უნდა გაიაზროთ, რას გეკითხებიან, რა პასუხს მოელიან თქვენგან;
* თუ თვლით, რომ პასუხი არ არსებობს, ესეც უნდა დაწეროთ;
* თუ გეუბნებიან show your calculation, აუცილებლად დაწერეთ მთელი გაანგარიშება და არა მხოლოდ პასუხი. თუ გეუბნებიან explain, თქვენი მსჯელობა უნდა აჩვენოთ (ოღონდ მოკლედ, ყველაზე მთავარი);
* პასუხები უნდა იყოს ძლაინ ძალიან ლაკონური, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაეტევით დროში;
* პასუხში მნიშვნელოვანი საკითხები გამოყავით ბულეთებით (როგორც მე ვაკეთებ ახლა);
* ყველა ცნობილი აბრევიატურა მიიღება. ამოგდეთ ყველა ზედმეტი სიტყვა;
* არავინ აფასებს თქვენს კალიგრაფიას, სუფთა მუშაობას ან ინგლისურის ცოდნას: დაუშვით შეცდომები, გადახაზეთ რასაც არ ეთენხმებით და წერეთ ისე, რომ უბრალოდ გარჩევადი იყოს. დროს ნუ დაკარგავთ ტექსტის წაშლასა და ლამაზად წერაზე, ნურც წინადადების გამართვაზე;
* არსებობს საკვანძო სიტყვები: show your calculation, demonstrate, explain, discuss და ა. შ. ეს სიტყვები გიჩვენებთ, რას გეკითხებიან რეალურად. გამოცდამდე გასვლამდე კარგად გაიაზრეთ ისინი. საგამოცდო შეკითხვებში ეს სიტყვები იქნება გაბოლდებული ან ხაზგასმული ისე, რომ მაიქციოთ ყურადღება. ნუ უგულებელყოფთ მათ!
* აკეთეთ ძალიან ბევრი ტესტი. არცერთ გამოცდაზე ისე კრიტიკული არ არის დრო და პრაქტიკული მეცადინეობა, როგორც მე-3 დონის გამოცდაზე;
* შეუძლებელი არაფერია. ვინცა გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია: იყავით მზად და შეძლებთ! მეტი CFA ჩარტერჰოლდერი საქართველოში : )
წარმატებას გისურვებთ!
P.S. ძალინ კარგ ვიდეოს ბმულს გაგიზიარებთ, რომელიც მე ძალიან დამეხმარა:


Posted by: Lemarc 13 Aug 2017, 21:11
ტაბუ
ჯამში რამდენი გამოცდა ტარდება CFA სერთიფიკატის ასაღებად? 3? ანუ Level 1, level 2 ,level 3? თუ თითოეული ეტაპი სხვასადხვა გამოცდებს მოიცავს? საქარTელოში სად არის შესაძლებელი CFA-ში მომზადება?

Posted by: Tifo 14 Aug 2017, 08:10
Lemarc
კი ჯამში არის 3 დონე. გამოცდაზე საგნები თითქმის იგივეა, თუმცა სხვადასხვა ტიპის გამოცდებია, მაგალითად მე-3 დონის გამოცდა განსხვავდება წინა ორისგან და საგნებიდან ლეველის მიხედვით საგნების წონა განსხვავდება საგამოცდო კითხვებში.
საქართველოში ამის მოსამზადებელი არცერთი ცენტრი არ არსებობს. გამოცდებიც არ ტარდება ჯერჯერობით თბილისშI.

Posted by: ტაბუ 14 Aug 2017, 08:10
Lemarc
3 გამოცდაა 'სულ', ოღონდ თითო გამოცდაზე 5-6 წიგნი და 10 საგანი ერთად ბარდება.
საქართველოში ადრე აუდიტორული კომპანია PwC-ის აკადემია ატარებდა 1-ლი ლეველის ტრენინგებს, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
არსებობს ბევრი საერთაშორისო ონლაინ კლასი, მ.შ. იუთუბზეც.
თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, ეს პოსტების სერია ნახეთ:
https://forum.ge/?showtopic=34419552&view=findpost&p=50081433
* * *
მზე
Tifo
CFA ჩარტერჰოლდერი გავხდი love.gif

Posted by: ტაბუ 16 Aug 2017, 15:13
თემა 10. როგორ მოვიპოვოთ ჩარტერი
CFA-ს პროგრამის დაწყების მთავარი საბოლოო მიზანი CFA-ს ჩარტერის მოპოვებაა. CFA ინსტიტუტი კატეგორიულად მოითხოვს ჩვენგან, რომ CFA-ს დასახელებისას ვიყოთ მაქსიმალურად აკურატულები: CFA არის ზედსართავი სახელი, და არა არსებითი სახელი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ვარ CFA charterholder" (CFA-ს ჩარტერის მფლობელები), მაგრამ არა "ვარ CFA". თუმცაღა, სახელსა და გვართან შეგვიძლია მძიმის შემდეგ მხოლოდ აბრევიატურა გამოვიყენოთ. აი, ასე:
Paul Smith, CFA
თუმცა ამ ჩარტერის მოპოვებამდე რთული და გრძელი გზაა გასავლელი. ჩარტერობას ორი წინაპირობა აქვს:
(1) სამივე გამოცდის ჩაბარება;
(2) CFA Institute-ის წევრობა.
თავის მხრივ CFA Institute-ის წევრობას საკუთარი პრერეკვიზიტები გააჩნია:
(ა) CFA პირველი გამოცდის ჩაბარება;
(ბ) 48 თვე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება;
(გ) 3 სამსახურეობრივი რეკომენდაცია (ან 2, თუკი ერთ-ერთი რეკომენდატორი თავადაა CFA ჩარტერჰოლდერი);
(დ) ეთიკური დარღვევების არარსებობა (კითხვარის შევსება და დადასტურება) და ეთიკის კოდექსზე თანხმობა;
(ე) საწევროს გადახდა.

სამივე გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, ნათელია. რაც შეეხება ინსტიტუტის წევრობას, მისი მოპოვება მესამე (ან თუნდაც მეორე) გამოცდის ჩაბარებამდე შეგიძლიათ, თუკი ყველა პრერეკვიზიტს აკმაყოფილებთ (მათზე დეტალურად ქვემოთ). ამ შემთხვევაში მესამე დონის გამოცდის ჩაბარებისთანავე (პასუხის მიღებისთანავე) მყისიერად ხდებით CFA ჩარტერჰოლდერი. მაგრამ თუ თქვენ ჩემსავით არჩევთ გამოცდის პასუხებამდე დაცდას, ინსტიტუტის წევრობის მისაღებად პროცედურებიც შეგიძლიათ მოგვიანებით გაიაროთ.
ინსტიტუტის წევრობისათვის განაცხადის გაკეთების საშუალებას პროგრამა გაძლევთ CFA პირველი გამოცდის ჩაბარების შემდგომ. განაცხადის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება იყოს ინსტიტუტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და გყავდეთ 3 რეკომენდატორი, ვინც ამას დაადასტურებს.

სამუშაო გამოცდილების შევსებისას მიუთითეთ მხოლოდ ის პოზიციები, რომლებიც, თქვენი აზრით, აკმაყოფილებს involvement in investment decision-making process მოთხოვნას. ცალ-ცალკე გამოყავით ყველა პოზიცია, მ.შ. ერთსადაიმავე კომპანიაში. სამუშაო აღწერილობისას მთელი აქცენტი გააკეთეთ "involvement in investment decision-making process"-ზე. მაგალითად, თუ თქვენ აკეთებდით საინვესტიციო პროექტის ანალიზს, რომელის დაფინანსებაზე შემდგომ გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, აუცილებლად მიუთითეთ, რომ სწორედ თქვენი ანალიზი იყო საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ასევე მიუთითეთ, როგორი ტიპის ანალიზს აკეთებდით. სამუშაო პროცესის შესაბამისი კუთხით აღწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ინსტიტუტის წევრობისა.

რაც შეეხება თქვენს რეკომენდატორებს, ეს უნდა იყოს ისეთი ადამიანები, ვინც თქვენს როლს investment decision-making process-ში დაადასტურებს. უპირატესობა ენიჭება თქვენს ზედამხედველს მიმდინარე ან ბოლო სამუშაო ადგილებიდან, თუმცა, კოლეგაც მისაღებია. საჭიროა 3 რეკომენდაცია, ან 2, თუკი ერთ-ერთი მათგანი თავად არის CFA ჩარტერჰოლდერი.
შესაბამის გრაფაში თქვენ უნდა შეიტანოთ თქვენი რეკომენდატორების ელ-ფოსტები და დააჭიროთ ღილაკებს send e-mail. ამის შემდგომ თქვენი რეკომენდატორი მიიღებს ბმულს თქვენი შეფასების გვერდზე, სადაც უნდა მონიშნოს თქვენს შესახებ ინფორმაცია (რომ არის / იყო თქვენი სუპერვაიზორი / კოლეგა, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება შეესაბამება CFA ინსტიტუტის საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების სტანდარტებს და რომ თქვენი სამუშაო დროის 50%-ს სწორედ ამაზე ხარჯავდით, რომ თქვენ არ ხართ შემჩნეული არაეთიკურ ქცევაში...) და ამასთან შეავსოს გრაფა, სადაც თავად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას. ისევ განვმეორდები, თქვენი რეკომენდატორის მეირ აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება უნდა ადასტურებდეს თქვენს მონაწილეობას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

განაცხადის შევსების და რეკომენდატორებთან წერილების გაგზავნის შემდეგ თქვენ ასევე უთითებთ რომელიმე მეზობელი ქვეყნის CFA society-ს, ადასტურებთ განაცხადს და ელოდებით. რეკომენდატორების მიერ რეკომენდაციის გაცემის დასრულებას შეიტყობთ ელ-ფოსტით, რის შემდეგაც ინსტიტუტის მიერ სამუშაო გამოცდილების ჩათვ/ლის ჯერია. CFA ინსტიტუტის მიერ თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან 48 თვის დადასტურების შემთხვევაში თქვენი განაცხადადი განსახილველად გადეცემა თქვენ მიერ არჩეულ CFA society-ს. როგორც კი ეს უკანასკნელიც დაადასტურებს თქვენს სამუშაო გამოცდილებას, თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტას ინსტიტუტიდან სათაურით: "Activate Your CFA Institute Membership!", რაც ნიშნავს, რომ აქტივაციისა და საფასურის გადახდისთანავე ინსტიტუტის წევრი ხდებით, ხოლო თუ უკვე ჩაბარებული გაქვთ სამივე გამოცდა - ჩარტერჰოლდერიც. ერთი შენიშვნაც - ვინაიდან CFA society-ების წევრობა ფასიანია, თანხის გადახდის წინ შეგიძლიათ გამორთოთ ეს ფუნქცია და საწევრო $100 აღარ გადაიხადოთ (მემბერშიფის $275 გადახდა მაინც მოგიწევთ).

ელ-ფოსტით მიიღებთ დასტურს. ამასთან, ჩარტერის მიღებისთანავე თქვენი სახელი და გვარი, ნანატრ თანდართულ აბრევიატურასთან ერთად, გამოჩნდება CFA member directory-ში, რომელიც ხილულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. სერთიფიკატს კი 6-8 კვირის ვადაში მიიღებთ.

Posted by: Tifo 19 Aug 2017, 14:59
ტაბუ
QUOTE
CFA ჩარტერჰოლდერი გავხდი

ვააა გილოცავ love.gif

ძაან მაინტერესებს ეგ კარიერაზე როგორ აისახება.
გეგმავ სამსახურის გამოცვლას ან არსებულში დაწინაურებას?

Posted by: ტაბუ 19 Aug 2017, 16:46
Tifo
ჩემს კარიერაზე თითოეული ლეველი ისახებოდა. აქ 2 თვეა ვარ და ჯერ ვერ მივცემ საკუთარ თავს გადასვლის უფლებას, არსებულში კი საკმარისად კარგ პოზიციაზე ვარ smile.gif

Posted by: north 26 Aug 2017, 22:38
ტაბუ
გილოცავ, ძალიან მაგარია


და დიდი მადლობა, რომ ყველაფერს ესე დეტალურად წერ.

Posted by: ტაბუ 27 Aug 2017, 23:54
north
QUOTE
დიდი მადლობა, რომ ყველაფერს ესე დეტალურად წერ

არაფრის. მიხარია, თუ თვლი, რომ გამოგადგება smile.gif
თუ არის საკითხი, რაც ჩემს პოსტებში ვერ მოვიცვი, მკითხე.

და მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

Posted by: Kobalty 28 Aug 2017, 16:33
გამარჯობათ

http://bin.ge/dl/260216/IFRS-Sept-2017-flyer.pdf.html

აი ეს ტრეინინგი თუ გაქვთ ვინმეს გავლილი აქ?

Posted by: kodmena 29 Aug 2017, 21:02
გამარჯობა. შეუძლებელი უნდა შევძლო და 3 თვის მომზადებით ჩავაბარო cfa.

გეგმა მაქვს შემდეგი:
1. გავიარო შვეზერის წიგნები, ვაკეთო ბევრი ტესტი (პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრ კითხვას ერთხელ წაკითხვა და ბევრი ტესტის გაკეთება სჯობს)
2. ეთიკა და პროფესიული სტანდარტები ბოლოსთვის მოვიტოვო. ყველაზე დიდი წონა აქვს თეორიაა და ეხლა რო დავიწყო შეიძლება გამოცდამდე დამავიწყდეს.

გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილებაა და გამიწიოთ რეკომენდაცია

Posted by: ტაბუ 30 Aug 2017, 12:44
kodmena
შვესერის quick sheet და secret souse მოიძიეთ. https://www.youtube.com/user/arifirfanullah-ის ვიდეო ლექციებს აქებენ სწრაფად სწავლის მოყვარულები. კარგი ბექგრაუნდით, მთელი თავისუფალი დროის ათვისებით, ფორმულების კარგად დაზეპირებით, კარგად დაგეგმვითა და ბევრი ტესტის კეთებით მიღწევადი უნდა იყოს.
წარმატებები!

პ.ს. http://soleadea.org/how-to-prepare-for-cfa-exam-in-3-months გადახედეთ, იქნებ გამოგადგეთ

Posted by: monogamist 3 Sep 2017, 10:30
QUOTE
ბევრ კითხვას ერთხელ წაკითხვა და ბევრი ტესტის გაკეთება სჯობს

ნამდვილად )

ტაბუ
ACCA-სიც რომ აბარებ ახალ-ახალ წიგნებს გემატება პოზიცია და ხელფასი დიდ ოთხეულში ?

Posted by: memento mori 3 Sep 2017, 19:41
L2-ზე არის/აპირებს ვინმე დარეგისტრირებას 2018-ში?


Posted by: ტაბუ 3 Sep 2017, 22:51
monogamist
ACCA მხოლოდ თეორიულად ვიცი. არც დიდ ოთხეულში ვმუშაობ, ამიტომ ვერ გიპასუხებთ

Posted by: naniko1122 16 Sep 2017, 15:04
ტაბუ

მოსამზადებელი მასალის ელ-ვერსია სად შეიძლება ვნახო?

Posted by: მზე 16 Sep 2017, 17:44
memento mori
მე ვაპირებ

monogamist
QUOTE
ACCA-სიც რომ აბარებ ახალ-ახალ წიგნებს გემატება პოზიცია და ხელფასი დიდ ოთხეულში ?

კი. მაგრამ მხოლოდ ACCA-ს წიგნებზე არაა დამოკიდებული ხელფასი/დაწინაურება. თუმცა, მენეჯერობისთვის აუცილეელია მაგალითად კპმგ-ში. იუაიში ფ8 და ფ7-ია აუცილებელი სინიორობისთვის

Posted by: ტაბუ 18 Sep 2017, 12:17
naniko1122
QUOTE
მოსამზადებელი მასალის ელ-ვერსია

პმ

Posted by: Tifo 18 Sep 2017, 17:03
ტაბუ
გამარჯობა smile.gif
რომელ კალკულატორს მირჩევ, HP თუ Texas Instruments?

Posted by: ტაბუ 19 Sep 2017, 19:53
Tifo
გაგიმარჯოს smile.gif
მე TI-ს ვიყენებდი. სულ რამდენიმე ფუნქციით ვსარგებლობთ გამოცდაზე და ორივე კალკულატორზე უცებ დაამუღამებ, ამიტომ რომელიც უფრო იაფი დაგიჯდება, ის გამოიყენე smile.gif

Posted by: ika_g 21 Sep 2017, 14:29
სალამი ყველას,

გილოცავთ, ვინც უკვე ჩააბარეთ, წარმატებებს გისურვებთ, ვინც ემზადებით.

ჩემი Level 1 ის დაძლევის პირველი მცდელობა იქნება 2018 ის ივნისში.

მადლობა ყველას ვინც ზემოთ საკუთარი გამოცდილება გააზიარა!

Cheers..!!


Posted by: ტაბუ 22 Sep 2017, 10:01
ika_g
QUOTE
გილოცავთ, ვინც უკვე ჩააბარეთ
QUOTE
მადლობა ყველას ვინც ზემოთ საკუთარი გამოცდილება გააზიარა!

მადლობა და არაფრის smile.gif
QUOTE
ჩემი Level 1 ის დაძლევის პირველი მცდელობა იქნება 2018 ის ივნისში.
რჩევებით აქ ვართ smile.gif

Posted by: niniaa 25 Sep 2017, 00:05
ტაბუ
მესამე დონის ყველა ვიდეოლექციაა ,თუ იცით?

Posted by: Tifo 25 Sep 2017, 21:12
მოკლედ ცუდად არ მივდივარ, quantitative, economics სრულად მოვრჩი და 3 თავი დამრჩა reporting-ის. რის შემდეგაც 3 წიგნი მრჩება და უნდა მოვასწრო, მაგრამ 1 კითხვა მაქვს:
ძირითადი კურიკულუმით ვსწავლობ, მხოლოდ რევიუებს ვაკეთებ შვესერით, მაგრამ მგონი რაღაც ნიტოა, კურიკულუმი ძალიან გაწელილია და დროს მაკარგინებს მგონი.
მარტო შვესერით რომ ვიმეცადინო მოჟნა? რამომრჩება რამე ძირითადი მასალიდან?

Posted by: Rati03 25 Sep 2017, 21:17
QUOTE (Tifo @ 25 Sep 2017, 21:12 )
მოკლედ ცუდად არ მივდივარ, quantitative, economics სრულად მოვრჩი და 3 თავი დამრჩა reporting-ის. რის შემდეგაც 3 წიგნი მრჩება და უნდა მოვასწრო, მაგრამ 1 კითხვა მაქვს:
ძირითადი კურიკულუმით ვსწავლობ, მხოლოდ რევიუებს ვაკეთებ შვესერით, მაგრამ მგონი რაღაც ნიტოა, კურიკულუმი ძალიან გაწელილია და დროს მაკარგინებს მგონი.
მარტო შვესერით რომ ვიმეცადინო მოჟნა? რამომრჩება რამე ძირითადი მასალიდან?

მარტო შვესერით იმეცადინე, ორივე სთეფი მასე ჩავაბარე. რაც შეიძლება მეტი ამოცანა გააკეთე, საიტის ამოცანები + mock exam აუცილებლად.

Posted by: Tifo 25 Sep 2017, 22:40
Rati03
მადლობა.

კი ტესტებს ხშირად ვაკეთებ. mock exam-ების და საიტის გარდა არის სადმე ტესტები? ტოპიკების მიხედვით თუ იქნება მთლად გადასარევი.

Posted by: Rati03 26 Sep 2017, 01:26
შვესერის აპლიკაცია ჩაიწერე, დააფდეითება უნდა და ძალიან ბევრი ამოცანაა.

Posted by: ტაბუ 27 Sep 2017, 15:08
Tifo
QUOTE
მარტო შვესერით რომ ვიმეცადინო მოჟნა?

მარტო შვესერით ჩავაბარე სამივე ლეველი.
შენც თუ ასე გეჩვენება, რომ
QUOTE
ძალიან გაწელილია და დროს მაკარგინებს
ე.ი. შვესერი საშენოა smile.gif
თუ რამე საკითხი არასაკმარისი მოგეჩვენება შვესერიდან, ან თუ ცვლილებაა შესული ბოლო შვესერის შემდეგ (მაგალითად, შენ შარშანდელი შვესერები გაქვს და თავი შეცვალეს ან ახალი დაამატეს), ის თავი იმეცადინე ძირითადი კურიკულუმიდან.

Posted by: Tifo 27 Sep 2017, 17:18
ტაბუ
2017 წლის შვესერი მაქვს და კი არ გადამიხედავს რამე შეიცვალა თუ არა. წესით 2017 წლის შვესერში არ უნდა იყოს ხო გამოტოვებული?

აი მესამე დღეა მარტო შვესერს ვუზივარ და საოცრად გაიზარდა სისწრაფე biggrin.gif

Posted by: ტაბუ 27 Sep 2017, 18:30
Tifo
აქ არის 2017-2018 ცვლილებები:
https://www.efficientlearning.com/cfa/wp-content/uploads/sites/5/2017/07/CFA_Level1_2018_curriculum_updates.pdf
მაგრამ დეკემბრის გამოცდას არ ეხებაო:
"Please note that if you are sitting the December 2017 CFA Level I exam then this does not apply to you, as the curriculum is unchanged from June to December."
https://www.quartic.co/cfa-curriculum-changes-2018-2017/
ასე რომ, feel free to use it

Posted by: ჩემი_ძმა 3 Oct 2017, 01:08
ტაბუ
რომელი ცდით ჩააბარე III დონე? წელს პირველად გავდივარ და არავის არ ვიცნობ ვინც პირველივე ცდაზე ჩააბარა მესამე :/

Posted by: ტაბუ 3 Oct 2017, 09:47
ჩემი_ძმა
QUOTE
რომელი ცდით ჩააბარე III დონე?
პირველივეთი smile.gif
QUOTE
წელს პირველად გავდივარ
მე-3 ლეველზე?

Posted by: ჩემი_ძმა 3 Oct 2017, 12:12
QUOTE (ტაბუ @ 3 Oct 2017, 09:47 )
ჩემი_ძმა

QUOTE
პირველივეთი smile.gif

ყოჩაღ!


QUOTE (ტაბუ @ 3 Oct 2017, 09:47 )
ჩემი_ძმა

QUOTE
წელს პირველად გავდივარ

მე-3 ლეველზე?

კი მე-3-ზე.

1 და 2 პირველივე ცდით ვქენი და მე-3-ზე რამდენიმე ჩემზე ჭკვიან ადამიანს ვიცნობ ვინც წლები აბარებდა/აბარებს...

Posted by: fataqend 3 Oct 2017, 18:41
ტაბუ
გამარჯობა,

2018 წლი დეკემბრისთვის ვაპირებ ლეველ 1-ზე გასვლას.

გეგმა ასეთი მაქვს:

2016 წლის წიგნები მაქვს ელექტრონული და სანამ 2018 წლის შვესერის წიგნები დაიდება, საფუძველი რომ შევიქმნა ყველაზე რთულ და მაღალ შეფასებიან საგნებში.
წიგნის გამოსვლის დროს კი მთლიანად შვესერზე გადავიდე და გავიარო თავიდან ბოლომდე.

თუ სწორი ტაქტიიკა მაქვს საწყის ეტაპზე, შეგიძლია მითხრა როდის გამოდის ხოლმე განახლებული შვესერის წიგნები რომელსაც 100%-ით შემიძლია ვენდო ?
ანუ მაინტერესებს რამდენი ხნით ადრე მომიწევს საფუძვლიანი და შრომატევადი საქმის დაწყება.


მადლობა წინასწარ.

პ.ს.
ასევე მაინტერესებს რეგისტრაცია რამდენი ხნით ადრე იწყება ხოლმე?

Posted by: ტაბუ 4 Oct 2017, 09:15
ჩემი_ძმა
QUOTE
ჩემზე ჭკვიან ადამიანს

ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები smile.gif თავადაც გეცოდინება, cfa-ს ჩაბარება აბსტრაქტუალ კატეგორია "ჭკვიანზე" არანაკლებ თვით-დისციპლინაზეა დამოკიდებული.
კარგი გეგმა და მისი შესრულება ყველა დონეზე თანაბრად კრიტიკულია. მესამე ლეველზე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაქტიკა - ძალიან ბევრი ტესტი უნდა აკეთო.
ეს პოსტი ნახე:
https://forum.ge/?showtopic=34419552&view=findpost&p=51125856


fataqend
QUOTE
2018 წლი დეკემბრისთვის

კარგა დიდი დროა. ბექგრაუნდი როგორი გაქვს? ივნისამდეც თავისუფლად მოსწრებადია, ახლავე თუ დაიწყებ მომზადებას. თან პირველივე ჯერზე თუ ჩააბარებ, 1 წელი გექნება 2019-ის მეორე ლეველის გამოცდამდე.
კიდევ ასეთი კითხვა: ოფიციალური შვესერით აპირებ მეცადინეობას? smile.gif

Posted by: fataqend 4 Oct 2017, 11:13
ტაბუ
QUOTE
კარგა დიდი დროა. ბექგრაუნდი როგორი გაქვს? ივნისამდეც თავისუფლად მოსწრებადია, ახლავე თუ დაიწყებ მომზადებას. თან პირველივე ჯერზე თუ ჩააბარებ, 1 წელი გექნება 2019-ის მეორე ლეველის გამოცდამდე.
კიდევ ასეთი კითხვა: ოფიციალური შვესერით აპირებ მეცადინეობას? 

კი დიდი დრო ავიღე შუალედად 2 მიზეზის გამო,
პირველი ის რომ სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ და საკმაოდ გვიან ვახერხებ სახლში მისვლას, მეორე ის რომ ივნისის გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე ძვირია და ადრე რეგისტრაცია მინდა რო ცოტა დავზოგო :დ
ბექრაუნდს რაც შეეხება ESM-ის CFM მაქვს დამთავრებული + მუშაობის 6-7 წლიანი სტაჟი ბუღალტრად და ფინანსებში უფრო ნაკლები.

არა ოფიციალურით არ ვაპირებ თუ რაიმე სხვა ვარიანტები იქნება, ანუ რაც ვნახე შვესერის საიტზე საკმაოდ ძვირია წიგნები და თუს ადმე უფრო იაფად ვნახე ან უფასოდ იმით ვიხელმძღვანელებ, გააჩნია რამდენად სანდო წყარო იქნება.

რას მირჩევ ?

Posted by: ტაბუ 4 Oct 2017, 13:02
fataqend
QUOTE
ESM-ის CFM
გამიგია, მაგრამ სტრუქტურა არ ვიცი. ბიზნეს სტატისტიკა თუ გაქვს გავლილი? დაგჭირდება რაღაც დონეზე.
QUOTE
სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ და საკმაოდ გვიან ვახერხებ სახლში მისვლას
გასაგებია. ყველა ეგრე ვართ smile.gif კარგი გეგმის და მთელი თავისუფალი დროის (ყველა შაბათ-კვირისა და დასვენებისს დღეების ჩათვლით) გადადების გარეშე არ გამოდის CFA-სთვის მომზადება.
დანარჩენი PM

Posted by: Che_Burashka 26 Oct 2017, 17:52
გამარჯობა,

ვინმეს 1 ლეველის შვესერის წინგნების ელ. ვერსია ხომ არ მოგეპოვებათ, ან ლინკი ხომ არ შეგიძლიათ მომცეთ, თუ არის სადმე გადმოსაწერი?

Posted by: ტაბუ 27 Oct 2017, 20:02
Che_Burashka
QUOTE
1 ლეველის

როდის აპირებთ გამოცდაზე გასვლას?

Posted by: Che_Burashka 31 Oct 2017, 10:57
ტაბუ


ივნისში, იმედი მაქsmile.gif

მაინტერსებს - Ethics ხომ არ ჯობია ბოლოსთვის მოვიტოვო ?

Posted by: Snow93 31 Oct 2017, 11:01
Che_Burashka
კი ჯობია, ვისაც ჩაბარებული აქვს იმათგან ვიცი ეთიკის და სხვ საკითხავი მასალის მოტოვება ბოლოსთვის ჯობია რო გამოცდის წინ წაიკითხო და კარგად დაიმახსოვრო

Posted by: Che_Burashka 31 Oct 2017, 11:06
Snow93

მადლობა, მეც ეგრე ვფიქრობდი smile.gif

Posted by: ტაბუ 21 Nov 2017, 13:58
10 დღე რჩება 1-ლი დონის გამოცდამდე.
ვინ გადის ფორუმელებიდან? ვის ვუგულშემატკივროთ smile.gif

Posted by: witch 26 Nov 2017, 21:46
მეგობრებო,

ვყიდი CFA Level I - 2015 წიგნებს, ძალიან კარგ მდგომარეობაში (იხ. ფოტოები), კომპლექტში სულ ახალ Texas Instruments BA II Plus ფინანსურ კალკულატორთან ერთად. განცალკევებაც შესაძლებელია.

TI BAII - GEL 120
წიგნები - GEL 120

კომპლექტში - GEL 215.

წიგნებს და კალკულატორს მოგიტანთ ადგილზე.
თუ დაგაინტერესებთ, გთხოვთ, მომწერეთ პირადში.
მადლობა და საუკეთესო სურვილებით!
თამარი

user posted imageuser posted imageuser posted image
* * *
QUOTE (ტაბუ @ 27 Nov 2017, 01:49 )
witch
QUOTE
TI BAII

უბრალოდ TI BAII კი არა, TI BAII Professional ვერსია გქონიათ. ეგ უკეთესი ვერსიაა. გამოცდაზე კი ორივე დაიშვება.

დიახ, მართალი ხართ smile.gif ასე რომ, თუ ვინმეს დაჭირდება, სახლში მოგართმევთ პირადად ^_^
* * *
ტაბუ

დიახ, მართალი ხართ smile.gif ასე რომ, თუ ვინმეს დაჭირდება, სახლში მოგართმევთ პირადად ^_^

Posted by: monogamist 26 Nov 2017, 22:16
ტაბუ
QUOTE
თვით-დისციპლინაზეა დამოკიდებული.
კარგი გეგმა და მისი შესრულება ყველა დონეზე თანაბრად კრიტიკულია. მესამე ლეველზე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაქტიკა - ძალიან ბევრი ტესტი უნდა აკეთო.

გეთანხმები, ACCA-ც ეგეთია, მარტო ტვინით და ნიჭით ვერ ისწავლი

Posted by: ტაბუ 27 Nov 2017, 01:49
witch
QUOTE
TI BAII

უბრალოდ TI BAII კი არა, TI BAII Professional ვერსია გქონიათ. ეგ უკეთესი ვერსიაა. გამოცდაზე კი ორივე დაიშვება.

Posted by: witch 27 Nov 2017, 14:48
QUOTE (Che_Burashka @ 31 Oct 2017, 10:57 )
ტაბუ


ივნისში, იმედი მაქsmile.gif

მაინტერსებს - Ethics ხომ არ ჯობია ბოლოსთვის მოვიტოვო ?

არა, ბოლოს არ მოიტოვო smile.gif ეთიკა სულ უნდა იკითხო და გადაიკითხო და ამოცანები აკეთო, ყველაზე tricky ნაწილია.

Posted by: fataqend 28 Nov 2017, 09:10
წარმატებები ყველას ვისაც ამ კვირაში გამცოდა გაქვთ.

Posted by: ტაბუ 30 Nov 2017, 12:29
QUOTE
წარმატებები ყველას ვისაც ამ კვირაში გამცოდა გაქვთ.

გიერთდები.

Tifo-ს და გამოცდაზე ყველა გამსვლელს ვუსურვებ წარმატებას!

Just remember: time is your #1 enemy. Do it fast.

Posted by: monogamist 7 Dec 2017, 08:29
მზე
QUOTE
ფ8 და ფ7-ია აუცილებელი სინიორობისთვის

აუცილებლად ინგლისურად ჩაბარებული? )

Posted by: Tifo 8 Dec 2017, 13:46
ტაბუ
მადლობა.

კარგად დავწერე, საკმაოდ კარგი ტესტი იყო, არ იყო რთული.

1 იაღლიში მომივიდა, მეორე სესიაზე 1 კითხვა გამომრჩა, პატარა კითხვა იყო და ვერ დავინახე ისე იყო შეკვეხილი. მოვრჩი ტესტს დს უცებ ბოლოს პასუხების ფურცელში 239 ჩავწერე არადა 240-ე ანუ ბოლო კითხვა გავაკეთე. ესეიგი ყველა მომდევნო პასუხი არასწორ გრაფაში მეწერა. დრო აღარ იყო პასუხების მიხედვით გამოვყოლოდი და გადავშალე და ერთი გრაფით ქვემოთ ჩამოვიტანე ყველა პასუხი. იმედია არაფერი ამერია დასწორად ჩამოვიტანე sad.gif

მაგასაც მიაქციეთ ყურადღება ვინც პირველად გახვალთ რავი.

Posted by: ტაბუ 8 Dec 2017, 16:02
Tifo
QUOTE
1 იაღლიში მომივიდა, მეორე სესიაზე 1 კითხვა გამომრჩა, პატარა კითხვა იყო და ვერ დავინახე ისე იყო შეკვეხილი. მოვრჩი ტესტს დს უცებ ბოლოს პასუხების ფურცელში 239 ჩავწერე არადა 240-ე ანუ ბოლო კითხვა გავაკეთე. ესეიგი ყველა მომდევნო პასუხი არასწორ გრაფაში მეწერა. დრო აღარ იყო პასუხების მიხედვით გამოვყოლოდი და გადავშალე და ერთი გრაფით ქვემოთ ჩამოვიტანე ყველა პასუხი. იმედია არაფერი ამერია დასწორად ჩამოვიტანე

უპს
კიდევ კარგი, დროულად შეამჩნიე და მოასწარი პასუხების ჩამოტანა.

წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: მზე 16 Dec 2017, 15:11
monogamist
QUOTE
აუცილებლად ინგლისურად ჩაბარებული? )

ბიგ4-ში - კი. ქართული არც განიხილება.

აუ ვინმეს კურიკულუმის პდფ ვერსია ჰო არ გაქვთ მეორე დონის? ახალი, 2018-ის.
შვეზერი ვიშოვე და ეგ ჯერ ვერა. ასევე secret sauce თუ რაღაც როა, ეგეც არ მაქვს 2018 და ვინმეს თუ გეგულებათ სადმე გამიზიარეთ smile.gif

პ.ს. ისე რიოში რა საშინელებე მოხდა ნახეთ? ტვინში სისხლი ჩამექცეოდა ჩემი ნაწერი რო ყოფილიყო იქ biggrin.gif

ეთიკას რაც შეეხება, მე წავიკითხე პირველ დონეზე თავიდანვე და დამავიწყდა ყველაფერი biggrin.gif ბოლოსკენ ცოტა დრო დამრჩა და თვითმფრინავში გადავიკითხე (ნუ ამოცანებს მაინც ვაკეთებდი ხოლმე მოქებში). ჰოდა კი მივიღე ყველაზე დაბალი ქულა მაგაში smile.gif)) ამიტო ალბათ ჯობს მთლად ბოლოსთვის არ მოიტოვო და თანდათან აკეთო რო 'გაგიჯდეს'

Posted by: monogamist 16 Dec 2017, 15:19
მზე
მადლობა
და რიოში რა მოხდა? )

Posted by: მზე 16 Dec 2017, 15:34
monogamist
დეკემბრის სესიის ნაწერებით სავსე სტვირთო გაიტაცეს biggrin.gif

https://www.bloombergquint.com/onweb/2017/12/07/rio-crime-wave-hits-unexpected-target-a-truck-full-of-cfa-exams

Posted by: monogamist 18 Dec 2017, 17:51
მზე
biggrin.gif
იანვარში F1 F2 F3 დავამთავრებ ქართულად
როგორც ვხვდები ACCA საიტზე უნდა დავრეგისტრირდე, გადავიხადო მაგ სამის ჩათვლის,
მერე იქვე დავრეგისტრირდე F7 გამოცდაზე თვილისში, თბილისის მითითებით და მომზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება
ასეა?
ბოდიში ტვინის შეწუხებისთვის )

Posted by: ტაბუ 25 Dec 2017, 17:18
მზე
QUOTE
დეკემბრის სესიის ნაწერებით სავსე სტვირთო გაიტაცეს

https://www.bloombergquint.com/onweb/2017/1...ll-of-cfa-exams

wow.gif
QUOTE
ტვინში სისხლი ჩამექცეოდა ჩემი ნაწერი რო ყოფილიყო იქ
+1

Posted by: Kobalty 21 Jan 2018, 21:01
კაი გამარჯობა.. smile.gif

https://www.pwc.com/ge/en/pwc-academy/assets/IFRS_Febr%202018_flyer.pdf
ეს ხომ არავის გაქვთ გავლილი? ან ვინმე თუ იცით რომ გაევლო?
რამდენად აზრიანი და საჭირო კურსია?

Posted by: naniko1122 21 Jan 2018, 21:07

ეს გამოცდა ვინც ჩააბარეთ, დაწერეთ რა, ვის რა განათლება გაქვთ მიღებული smile.gif



Posted by: HurricaneKat. 15 Feb 2018, 16:49
Compensation ICES

რას უნდა ნიშნავდეს?
აზრზე ვერ მოვდივარ რისი აბრევიატურაა

Posted by: ტაბუ 20 Feb 2018, 15:41
HurricaneKat.
QUOTE
Compensation ICES

სად ეწერა?

naniko1122
QUOTE
ვის რა განათლება გაქვთ მიღებული
UG-ს მაგისტრატურა, ფინანსები

Posted by: HurricaneKat. 20 Feb 2018, 15:52
ტაბუ
PL
მაგრამ გავიარე
სავარაუდოდ, ორგანიზაციის აბრევიატურა იყო და არა ფინანსური ტერმინის

Posted by: ps1ch0path 11 Mar 2018, 17:40
მინდა გავიდე გამოცდაზე მაგრამ ჯერ რეგისტრაცია არ მინდა რა გამოცდისთვის და თუ გაქვთ ვინმეს წიგნები გასაყიდი ან მათხოვოთ დამეხმარეთ პირველი ლეველის წიგნები მინდა მხოლოდ,
* * *
QUOTE (witch @ 26 Nov 2017, 21:46 )


TI BAII - GEL 120
წიგნები - GEL 120

კომპლექტში - GEL 215.


ძვირი ხო არაა ცოტა ? cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: ტაბუ 25 May 2018, 02:06
თვეზე ნაკლები დარჩა გამოცდამდე. ამოვწიოთ თემა smile.gif

Posted by: ტაბუ 22 Jun 2018, 13:36
ხვალ დიდი დღეა! smile.gif
წარმატებები, ვინც გადიხართ გამოცდაზე

Posted by: chabakaury 4 Aug 2018, 17:35
მოსამზადებელი კურსები თუ არის სადმე?

Posted by: Cypher 7 Aug 2018, 15:12
ვინმეს თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ რა ბექგრაუნდია საჭირო ამ გამოცდის ჩასაბარებლად? ვგულისხმობ იმას, აუცილებელია თუ არა ეკონომიკის ფაკულტეტი გქონდეს დამთავრებული ან რამე მომიჯნავე სპეციალობა გქონდეს?

იურისტი ვარ user.gif

Posted by: ტაბუ 7 Aug 2018, 15:31
chabakaury
QUOTE
მოსამზადებელი კურსები თუ არის სადმე?

არის პირველი ლეველის, 7000 ლარის გადამხდელი თუ ხართ.

Cypher
QUOTE
რა ბექგრაუნდია საჭირო ამ გამოცდის ჩასაბარებლად?

მოთხოვნილია ბაკალავრიატის დამამათავრებელი კურსის სტუდენტობა გამოცდაზე რეგისტრაციისას. 3-ვე გამოცდის ჩაბარების შემდეგ CFA ჩარტერჰოლდერის სტატუსს ვერ მიიღებთ ბაკალავრიატი თუ არ გაქვთ დასრულებული და 48 თვე რელევანტური სამუშაო გამოცდილება თუ არ გაქვთ. თუმცა გამოცდებზე ამის გარეშეც დაიშვებით.
რეალურად კი ფინანსური განათლება ძალიან დაგეხმარებოდათ - ბუღალტრული აღრიცხვისა პრინციპები, ასევე ფულის დროითი ღირებულების და სტატისტიკის საფუძვლები მაინც უნდა იცოდეთ, როდესაც სწავლას იწყებთ.

Posted by: Kobalty 7 Aug 2018, 15:59
ტაბუ
QUOTE
არის პირველი ლეველის, 7000 ლარის გადამხდელი თუ ხართ.

სად, შეგიძლია ინფორმაციის დაზუსტება?

Posted by: ტაბუ 7 Aug 2018, 16:46
Kobalty
QUOTE
სად, შეგიძლია ინფორმაციის დაზუსტება?

https://www.pwc.com/ge/en/pwc-academy/cfa-level-1-training-program.html
ტრენერი ძალიან კარგია: შალვა ახრახაძე, CFA
წელს საფასური იყო 5980₾+დღგ. შემდეგი კურსი როდის იგეგმება, შეგიძლიათ PwC აკადემიაში გაარკვიოთ.

Posted by: Cypher 8 Aug 2018, 00:45
ტაბუ


გასაგებია, მადლობა. ნუ ბაკალავრიატის დიპლომი მაქვს. მაგრამ ფინანსური კუთხით 48 თვე არ მიმუშავია. თუმცა მომავალში რა იქნება ღმერთმა იცის biggrin.gif

Posted by: ტაბუ 8 Aug 2018, 17:30
Cypher
QUOTE
მაგრამ ფინანსური კუთხით 48 თვე არ მიმუშავია.
ეგ უკვე მერე - სამივე ლეველს რომ ჩააბარებთ და ჩარტერს მოისურვებთ smile.gif
ეს პოსტი ნახეთ ჩარტერთან დაკავშირებით:
https://forum.ge/?showtopic=34419552&view=findpost&p=51156840

Posted by: Cypher 12 Aug 2018, 19:19
ტაბუ


კიდევ ერთხელ მადლობა ინფრომატიული პასუხებისთვის

Posted by: ტაბუ 15 Aug 2018, 11:40
ფორუმელი არავინ იყო გასული?
გუშინ საღამოს დაიდო პასუხები.

Cypher
QUOTE
კიდევ ერთხელ მადლობა ინფრომატიული პასუხებისთვის
არაფრის smile.gif

Posted by: Farenheit 17 Sep 2018, 15:16
ტაბუ
მოკლედ ეხლა მოვრჩი ეკონომიკის მაგისტრატურას
იდეაში ჩემი ახლანდელი მოღვაწეობის სფერო არის აუდიტი
ახლანდელი საქმის კეთება იდეაში მომწონს, მაგრამ უფრო ანალიტიკის კუთხით მინდა მომავალში სამსახურის ძებნა

ხოდა რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენს ქვეყანაში CFA-თი?
დანახარჯი/სარგებლის კუთხით
25-26 წელი გვიანი ხომ არაა?
ჩემი ბექგრაუნდით ძალიან გამიჭირდება ჩაბარება? ინგლისურს კი ვიყენებ პრაქტიკაში მაგრამ როგორც ასეთი გამოცდა ინგლისურად არ მიწერია

მადლობა წინასწარ : )



Posted by: მზე 17 Sep 2018, 21:51
Farenheit
QUOTE
25-26 წელი გვიანი ხომ არაა?

არა

QUOTE
ინგლისურს კი ვიყენებ პრაქტიკაში მაგრამ როგორც ასეთი გამოცდა ინგლისურად არ მიწერია

ინგლისურის კუთხით არა

QUOTE
ჩემი ბექგრაუნდით ძალიან გამიჭირდება ჩაბარება?

მთავარია ბევრი მეცადინეობა და მონდომება, აი გეს :დ

QUOTE
ხოდა რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენს ქვეყანაში CFA-თი?
დანახარჯი/სარგებლის კუთხით

რავი აბა. ეგ რთული საკითხია. 1 ლეველი ღირს ნამდვილად. იმის იქით არ ვიცი. ეხლა ვფიქრობ გავიდე თუ არა მეორეზე

Posted by: Aqeron 17 Sep 2018, 21:58
საქართველოში არ ბარდება ეს გამოცდა?

Posted by: მზე 18 Sep 2018, 14:28
Aqeron
არა .

Posted by: kautokeino 18 Sep 2018, 16:06
გაბარჯობა,
მოკლედ, ბევრი დეტალი მაინტერესებს. რა პრინციპია სწავლის. და თანმიმდევრობაც))
ვაბარებთ მისაღებ გამოცდას, ვყიდულობთ წიგნებს, მიგვაქვს სახლში და ჩვენით ვმეცადინეობთ, თუ ვებინარებიც არის და ვინმე გვეხმარება? 3 დონეა ვიცი. ერთი დონე რა პერიოდი გრძელდება, ერთი წელი, თუ შენი ნებაა როცა გინდა გახვალ და ჩააბარებ?
საქართველოში თუა წარმომადგენლობა და მოსამზადებელი კურსი რომ გაგვიადვილდეს სწავლა.

ჰო და მთავარი, სწავლას დიდი ხანია მოვრჩი და შესაბამისად 99% ინფორმაციის თავიდან მექნება ასათვისებელი. ამასობაში ტვინიც სხვადასხვა პრობლემებით გამომეჭედა biggrin.gif არც იმდენი დრო მაქვს მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო. ასეთი მოცემულობით თუ აქვს აზრი ჩაბარებას.
მისაღები გამოცდის ასლი თუ მოიპოვება სადმე, უკეთ შევაფასებდი ჩემს შესაძლებლობებს, ტესტია როგორც ვხვდები.
მადლობა წინასწარ

* * *
გავეცანი, პატივცემული ტაბუს, თემებად დაყოფილ პოსტებს თემის შუა ნაწილში და ნათელი მოეფინა ბევრ ბნელ ადგილებს))
ასე რომ ჩემი პოსტის მეორე ნაწილიღა მაინტერესებს.

Posted by: monogamist 22 Sep 2018, 14:32
დავიწყე კითხვა, ჯერ ფაუნდეიშენს ვკითხულობ, მალე შვესერის შესავალს, მერე უკვე ძირითად კორპუსს დავიწყებ ეთიკით )

Posted by: ტაბუ 24 Sep 2018, 13:13
monogamist
QUOTE
ჯერ ფაუნდეიშენს ვკითხულობ

ვერ მივხვდი, აზიმოვს თუ CFA-ს? rolleyes.gif

kautokeino
QUOTE
გავეცანი, პატივცემული ტაბუს, თემებად დაყოფილ პოსტებს

biggrin.gif
QUOTE
სწავლას დიდი ხანია მოვრჩი და შესაბამისად 99% ინფორმაციის თავიდან მექნება ასათვისებელი. ამასობაში ტვინიც სხვადასხვა პრობლემებით გამომეჭედა  არც იმდენი დრო მაქვს მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო. ასეთი მოცემულობით თუ აქვს აზრი ჩაბარებას.

დიდი დროის დათმობის გარეშე შეუძლებელია მომზადება - სხვა ყველაფერს ეშველება.
QUOTE
მისაღები გამოცდის ასლი თუ მოიპოვება სადმე, უკეთ შევაფასებდი ჩემს შესაძლებლობებს, ტესტია როგორც ვხვდები.
მადლობა წინასწარ

მისაღები გამოცდები არ არის. გადაიხდით თანხას და რეგისტრირდებით. შემდეგ დამოუკიდებლად მეცადინეობთ და გადიხართ შესაბამის გამოცდაზე. ამ გ9ცდის ტესტები (წინა წლების) კი მოიპოვება, მაგრამ იგულისხმება, რომ ამ ყველაფერს CFA-ს კურსში სწავლობთ და ახლა არ უნდა იცოდეთ.

Aqeron
QUOTE
საქართველოში არ ბარდება ეს გამოცდა?
ივნისის გამოცდა ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ბარდება.

Farenheit
QUOTE
25-26 წელი გვიანი ხომ არაა?
ჩემი ბექგრაუნდით ძალიან

მე 30 წლისამ დავიწყე smile.gif
არაა გვიან.
QUOTE
დანახარჯი/სარგებლის კუთხით
ღირს ცალსახად.

Posted by: monogamist 24 Sep 2018, 14:34
ტაბუ
QUOTE
ვერ მივხვდი, აზიმოვს თუ CFA-ს?

აიზეკი წავიკითხე და თანამშრომეს ვაჩუქე biggrin.gif

Posted by: kautokeino 26 Sep 2018, 19:45
დაახლოებით 300 სამეცადინო საათი უნდა დაისახო მიზნადო, იკითხება სხვადასხვა საიტებზე)) რაც არაა ბევრი.
თვეში 25 დღე რომ იმეცადინო, დღეში 2-3 საათი, 4-6 თვემდე გჭირდება.
თუკი ყველა დონის გამოცდა წელიწადში 2ჯერ ტარდება, გამოდის, რომ ასეთი გრაფიკით, 1,5 წელიწადში შეგიძლია მთლიანად მოამთავრო მთელი მასალა. ჩემს ასაკში დრო უკვე დიდი ფუფუნებაა, თუმცა ეს პერიოდი ჩემთვისაც კი მისაღებია biggrin.gif

Posted by: monogamist 26 Sep 2018, 20:19
kautokeino
მასე ამბობენ აცცაზეც მარა ხალხი ორი კვირის შვებულებით ვაბარებთ )

Posted by: kautokeino 26 Sep 2018, 21:06
monogamist
ჭკვიანი ხალხისთვის, თან პრაქტიკა ვისაც აქვს, არ იქნება ძნელი)


წიგნები თუ მოიპოვება სადმე წინა წლების? უბრალოდ მინდა თვალი გადავავლო, კონტენტი მაიმტერესებს

Posted by: kodmena 21 Oct 2018, 00:33
გამარჯობა,
2019-ის ზაფხულის გამოცდისთვის წიგნები ხომ არ მოგეპოვებათ? გადავქექე და 18-ის ყრია მარა 19 არაა

Posted by: ტაბუ 30 Oct 2018, 11:31
kodmena
19-ის შვესერები ნოემბერშ გამოვა და როგორ ეყრება smile.gif
კურიკულუმზე (ოღონდ vitalsource-ს პლატფორმაზე, არა pdf ვერსიაზე) წვდომა კი გამოცდაზე დარეგისტრირებისთანავე გექნებათ.

Posted by: kautokeino 2 Nov 2018, 18:00
წელს ვინც გაიარეთ 1 დონე, კაპლან შვეზერის 2018 წლის წიგნების სეტს ხომ არ ყიდით?
გამოწერას აქ ყიდვა მირჩევნია


Posted by: ტაბუ 6 Nov 2018, 13:59
kautokeino
QUOTE
აპლან შვეზერის 2018 წლის წიგნების სეტს

ელექტრონული არ გინდათ? ნაბეჭდის ყიდვა აქ გაგიჭირდებათ, ალბათ.

Posted by: kautokeino 7 Nov 2018, 14:40
ტაბუ
QUOTE
ელექტრონული არ გინდათ? ნაბეჭდის ყიდვა აქ გაგიჭირდებათ, ალბათ.

ელექტრონულის ყიდვა სად შეიძლება?
წიგნებს მაინც გამოვიწერ, სანამ ჩამოვა მანამდე გადავხედავდი

Posted by: ტაბუ 8 Nov 2018, 12:44
kautokeino
QUOTE
ელექტრონულის ყიდვა
ნამდვილად ყიდვა გინდათ? biggrin.gif

Posted by: kautokeino 8 Nov 2018, 13:50
ტაბუ
უღრმესი მადლობა, ძალიან დამეხმარება smile.gif
პმ სავსე გაქვთ, როგორც ჩანს

Posted by: ტაბუ 8 Nov 2018, 14:51
kautokeino
QUOTE
პმ სავსე გაქვთ, როგორც ჩანს

კი ბატონო, თქვენი შეტყობინების შემდეგ გადაივსო biggrin.gif

Posted by: ტაბუ 30 Nov 2018, 17:20
ხვალ I ლეველის გამოცდაა.
წარმატებები ქართველ კანდიდატებს smile.gif

Posted by: tornike-404 7 Dec 2018, 17:18
კაი გამარჯობა smile.gif

დავიწყე ფიქრი ამ სექტაში გაწევრიენებაზე


ერთადერთი რაზეც ვერ ჩამოვყალიბდი, ჩემით მოვემზადო თუ კურსებია. ძაან ძვირია pwc ის კურსი


ტაბუ
ტაბუ

გადავხედე შენ სპოსტებს და შენ ყოფილხარ ადამიანი! რამდენი რესერჩის კეთებას გადამარჩინე biggrin.gif

Posted by: ტაბუ 7 Dec 2018, 22:51
tornike-404
QUOTE
გადავხედე შენ სპოსტებს და შენ ყოფილხარ ადამიანი! რამდენი რესერჩის კეთებას გადამარჩინე

biggrin.gif
ამ ჯგუფში შემოგვიერთდი - კიდევ მეტს შეიტყობ:
https://www.facebook.com/groups/CFAgeorgia/?ref=bookmarks

Posted by: tornike-404 8 Dec 2018, 00:00
ტაბუ
QUOTE

ამ ჯგუფში შემოგვიერთდი - კიდევ მეტს შეიტყობ:
https://www.facebook.com/groups/CFAgeorgia/?ref=bookmarks



done!

ორმაგად ადამიანი ხარ biggrin.gif


ეს კალკულატრზე შეზღუდვა რა პონტია ( სტუდენტბიდან კასიოს ფინანსურს ვხმარობდი

Posted by: ტაბუ 8 Dec 2018, 19:56
tornike-404
QUOTE
ორმაგად ადამიანი ხარ
biggrin.gif

QUOTE
ეს კალკულატრზე შეზღუდვა რა პონტია ( სტუდენტბიდან კასიოს ფინანსურს ვხმარობდი
რიტორიკული კითხვაა ალბათ biggrin.gif CFA-ს policy makerები აქ არ შემოდიან, რომ გიპასუხონ.

Posted by: ტაბუ 23 Jan 2019, 15:49
დღეს დეკემბრის გამოცდის პასუხებია.
წარმატებები ჩვენს თანამემამულეებს! ^^

P.S. ამ თემაში მარტო დავრჩი, მგონი rolleyes.gif

Posted by: diversified 5 Sep 2019, 07:07
გამარჯობა შემთხვევით გადავაწყდი ამ პოსტს და რჩევა მჭირდება შევეცდები მოკლედ მოვყვე ჩემი ისტორია. მოკლედ ვარ 19 წლის 9 კლასიდან გამოვედი სკოლიდან რადგან სრულიად სხვა ინტერესები მქონდა დავიწყე ვაჭრობა ბირჟაზე 13 წლის ასაკში ტექნიკურ ანალიზზე დაფუძნებით რათქმაუნდა CFD კონტრაქტებზე და არა რეალურ asset-ზე კაპიტალის სიმცირისდა გამო ასევე მქონდა ჩემი მცირე ბიზნესი და მუდმივი შემოსავალი თუმცა ამ სფერომ ჩემში მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია და ბოლომდე მივყევი უნივერსიტეტში თავისთავად ვერ ჩავაბარებდი ახლახანს დავიწყე მიკრო და მაკრო ეკონომიკის სწავლა ინგლისურად ასევე ფინანსების რეალურად private ინვესტორების და საკუთარი ჰეჯ ფონდის ჩამოყალიბების ინტერესი მაქვს მომავალში და ეს არის ჩემი მიზანი მაგრამ მაინც ბევრმა უცხოელმა კოლეგამ მირჩია გამოცდილების მიღება საზღვარგარეთ რომელიმე მსგავსი ტიპის კომპანიაში ტრეიდერის ან პორტფოლიო მენეჯერის პოზიციაზე თუმცა ამ ყველაფერს რათქმაუნდა სჭირდება ზემოთ ხსენებული CFA ყველაზე მეტად კი იმ შეკითხვის დასმა მეშინია რომ თუ შევძლებ ამ სერთიფიკატის აღებას უნივერსიტეტის დამთავრების გარეშე და თუ შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ამ სერთიფიკატით რომელიმე ან მსხვილ ან უბრალო ჰეჯ ფონდში გაწევრიანება ან თუნდაც პროპ ფირმაში? დიდი ბოდიშით ბევრი სიტყვა ინგლისურად დავწერე რადგან ქართულად თითქმის არაფერი ვიცი ამ სფეროში ყველაფერი ინტერნეტით ვისწავლე ინგლისურად sad.gif

Posted by: ტაბუ 26 Sep 2019, 22:27
diversified
გამარჯობა. ცოტა გვიან ვნახე თქვენი პოსტი.
CFA-ს ერთ-ერთ პრერეკვიზიტია სამამთავრებელი კურსის სტუდენტობა მაინც (ან დამთავრებული ბაკალავრიატი). სხვა მხრივაც საფუძველი გარეშე (გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილისა, ასევე კორპრატიული ფინანსები, ფულის დროითი ღირებულების კონცეფციები, ბიზნეს სტატისტიკა...) სწავლაც გაგიჭირდებათ.
არადა საქართველოდან ამაზე უკეთეს განათლებას ფინანსებში ვერ მიიღებთ.

Posted by: diversified 29 Sep 2019, 18:06
საფუძველში რა იგულისხმება ? მიკრო და მაკრო ეკონომიკას თითქმის მოვრჩი ინგლისურად და ფინანსებსაც თითოეული დეტალი გავიარე და ყველაფერი ვისწავლე ნუ პრაქტიკა შემიძლია ვთქვა რომ ძალიან დიდი მაქვს ისედაც არ მაქვს გეგმაში ვინმეზე ვიმუშავო უბრალოდ მაინტერესებს მომავალში შემიშლის თუ არა ხელს კარიერაში ამ ყველაფრის არქონა რათა ინვესტიციები მივიზიდო და საკუთარი ფირმა ჩამოვაყალიბო .... ვიქრობ იმ ლეველზე სადაც მე მსურს მოხვედრა სერთიფიქატზე მეტად ისტორია ნავაჭრის და საბოლოო პორტფოლიო წყვეტს ყველაფერს თუმცა მაინც ვისურვებდი ვინმე გამოცდილის პასუხს ამ ყველაფერზე მაგრამ არამგონია ქართველი გვყავდეს ამ სფეროში მაღალ დონეზე ასული

Posted by: ტაბუ 14 Feb 2020, 17:07
ამოვწიოთ ეს თემა ^_^
ეგება, კიდევ აინტერესებს ვინმეს ფორუმზე

Posted by: Gaussian01 20 Feb 2020, 12:59
ტაბუ
გამარჯობა,

ეკონომიკის მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, ფინანსების მცირე ბექგრაუნდით. მინდა რომ დეკემბერში ჩავაბარო ლეველ 1-ის გამოცდა და რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. ამ მასალით ვიმეცადინო? მგონი საკმაოდ დიდი მასალაა.. ზოგი წერს ნოუთებიც საკმარისიაო, მაგრამ იმ ნოუთებს ვერ ვპულობ ინტერნეტში biggrin.gif
https://www.twirpx.com/file/2944683/
https://www.twirpx.com/file/2944681/

2. 2019 წლის მასალა 2020 წლის გამოცდებისთვის მოძველებული ჰო არაა? რამდენად მნიშვნელოვანია ხოლმე კურიკულუმის ცვლილება?

Posted by: ტაბუ 2 Mar 2020, 12:39
Gaussian01
გამარჯობა.
შემოგვიერთდი ჯგუფში smile.gif ახალი წიგნებიც გვაქვს, რჩევებიც და კომპიუტერიზაციაზეც უახლესი ინფორმაციები.
https://www.facebook.com/groups/CFAgeorgia/?ref=bookmarks

Posted by: monogamist 19 Mar 2020, 20:28
გადაიდო )

Posted by: ტაბუ 10 Jul 2021, 21:23
ამოვწიოთ თემა biggrin.gif
არიან ფორუმზე CFA-ს კანდიდატები?

Posted by: ZUR_I 12 Jul 2021, 22:07
ტაბუ

Lvl 2 პასუხს ველოდები აგვისტოში old.gif

Posted by: ტაბუ 19 Jul 2021, 11:36
ZUR_I
ვაჰ, გუდ ლაქ ^_^
როგორი იყო კომპიუტერიზირებული გამოცდა? ჩააბარე? გაგვიზიარე გამოცდილება, რა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)