Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > CONSOLE GAMES > Sony Playstation 2


Posted by: oberon 1 Dec 2006, 03:11
ხალხო, გამაგებინეთ, თუ ვიყიდი ორიგინალურ Sony Playstation 2-ს, შესაძლებელი იქნება ჩიპის მოხსნა, თუ არა? მითხრეს რომ თუ ორიგინალს ყიდულობო მარტო ორიგინალი დისკები უნდაო რომლებსაც თბილისში ძველად თუ იშოვიო. და საერთოდ ღირს თუ არა ყიდვა?

Posted by: web_nts 1 Dec 2006, 03:18
oberon
50-75$ ჯდება ჩიპის მოხსნა როგორც ვიცი......

Posted by: ilia12345 1 Dec 2006, 11:02
QUOTE (oberon @ 1 Dec 2006, 03:11 )
ხალხო, გამაგებინეთ, თუ ვიყიდი ორიგინალურ Sony Playstation 2-ს, შესაძლებელი იქნება ჩიპის მოხსნა, თუ არა? მითხრეს რომ თუ ორიგინალს ყიდულობო მარტო ორიგინალი დისკები უნდაო რომლებსაც თბილისში ძველად თუ იშოვიო. და საერთოდ ღირს თუ არა ყიდვა?

მაიცა და ჩიპის მოხსნა რათ გინდა ტო ჩიპით ყველაფერს გაუშვებ ინტერნეტიდან გადმოქაჩულ თამაშებსაც კი ჩვენთან რაც იყიდება ყველა ჩიპიანია 200$ ღირს

Posted by: {DATUNA} 1 Dec 2006, 12:44
oberon
200$ ღირს ბაზრობაზე წადი იყიდე დისკები 8 ლარი ღღირს!!
ორიგინალი დისკები არც იშოვება და ძვირიც ღირს!

Posted by: bazuka 1 Dec 2006, 14:29
თუ არაორიგინალი გინდა, წადი და sony-ში იყიდე, თან გარანტია და რამე. მარა მე გირჩევ XBOX1- იყიდო, იმიტო რომ დაჩიპულ სონის როგორც წესი ლაზერის პრობლემები ეწყება მალევე, მიზეზი კი ის არის რომ ჩიპი ცვლის სხივის მონაცემებს (აძლიერებს), ასევე თავად თვალი ადის უფრო მაღლა (სადაც ხშირის თვალის და დიკის კონტაქტი) რის შედეგადაც არის საკმაოდ დიდი შანსი ძალიან მალე დაზიანდე, ან საერთოდ დაიწვას ლაზერი. რაც XBOX-ს საერთოდ არ ახასიათებს (ახალ თაობებზე ვერაფერს გეტყვი)

Posted by: Ocelot 1 Dec 2006, 17:49
bazuka
QUOTE
მარა მე გირჩევ XBOX1- იყიდო, იმიტო რომ დაჩიპულ სონის როგორც წესი ლაზერის პრობლემები ეწყება მალევე

lol.gif
მაგარი რამე თქვი ეხლა biggrin.gif კინოს საყურებლად თუ უნდა კონსოლი არ ვიცი biggrin.gif მე კიდე როგორც ვიცი პრისტავკებს თამაშის გამო ყიდულობენ. XBOX1 - ეს კიდე სონის ჩამოუვარდება თამაშების ხარისხით და რაოდენობით. ლაზერს რაც შეეხება გამოდგომაზეა. ბევრს ვიცნობ ვისაც 3-4 წელია სონი აქ და არაფერი მოსვლია.

Posted by: ilia12345 1 Dec 2006, 18:04
QUOTE (bazuka @ 1 Dec 2006, 14:29 )
თუ არაორიგინალი გინდა, წადი და sony-ში იყიდე, თან გარანტია და რამე. მარა მე გირჩევ XBOX1- იყიდო, იმიტო რომ დაჩიპულ სონის როგორც წესი ლაზერის პრობლემები ეწყება მალევე, მიზეზი კი ის არის რომ ჩიპი ცვლის სხივის მონაცემებს (აძლიერებს), ასევე თავად თვალი ადის უფრო მაღლა (სადაც ხშირის თვალის და დიკის კონტაქტი) რის შედეგადაც არის საკმაოდ დიდი შანსი ძალიან მალე დაზიანდე, ან საერთოდ დაიწვას ლაზერი. რაც XBOX-ს საერთოდ არ ახასიათებს (ახალ თაობებზე ვერაფერს გეტყვი)

ლაზერს რაც შეეხება სლიმლაიკ მოდელები როა ეხლა ბოლოს რო გამოვიდა მაგათ აღარ აქვთ ეგ პრობლემა და თავიდან კიდე ლაზერი რო ფუჭდებოდა სონის სასამართლომ დააკისრა ყველა გაფუჭებული ლაზერი უფასოდ გამოეცვალა ჩიპი კიდე არაფერ შუაშია მოკლედ მარტივათ რო ვთქვათ სლიმლაიკი უნდა იყიდოს SCPH-70003 მოდელი და გამოადგება

Posted by: Ocelot- 1 Dec 2006, 18:19
ilia12345
QUOTE
SCPH-70003 მოდელი

ნაცრისფერი, ბრტყელები როა? მე როგორც ვიცი ეგენი მალე ხურდება და თუ სქელი შეიძლებოდა მთელი დღე გქონოდა ჩართული, ამას ამდენ ხანს ვერ ამუშავებ. ლაზერს რაც შეეხება, სქელის ლაზერი უფრო ძვირი ღირს მგონი და უფრო დიდ ხანს მუშაობს.

Posted by: bazuka 1 Dec 2006, 20:17
თქვენ თუ უბრალო მომხმარებლები ხართ, მაშინ გეტყვით რომ ძააან ცდებით, იმიტო რომ მაგ ამბავში ვინც იყო ყველაზე მამა ხელოსანი "არმენა" მაგ კაცს საკმაოზე კარგად ვიცნობ, ხოდა ეგ დღესაც იძახის "სონი2-მა რომ ფული მაშოვნინა ....." და ზედ დააყოლებს რომ XBOX-ზე მიახლოვებითი პრობლემაც კი არ ქონია, ერთის მხრივ უყვარს სონი lol.gif მეორესმხრივ კიდე არა. მეორე კიდე არის კიდობანში ვინმე ზაზა რომელიც საქართველოში არის ყველაზე მსხვილი შემომტან გამყიდველი კონსოლების, ხოდა სულ ახალ PS2 ზე 1 კვირაზე მეტი გარანტიას არ იძლევა, (მე მაგპონტიდან გავიცანი ეგ კაცი, გდეტა 3-4 წლის წინ, ხოდა ზუსტად გარანტიის გასვლიდან 2 დღეში კონსოლი დისკებს აღარ კითხულობდა, აღარც ვერტიკალურ და აღარც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჰოდა მაშინ ცოტა უსიამოვნო ლაპარაკი მქონდა ზაზასთან, რის მერეც XBOX-ის მფლობელი გავხდი, და მის შემდეგ შემი შვილი თამაშობს და თამაშობს ერთიც არ წამოუხველებია)
თამაშებს რაც შეეხება, ნებისმიერი ერთიდაიგივე თამაში ჩართე ორივე კონსოლში და ნახავ რამხელა სხვაობაც არის მაგ ორ კონსოლში, 50ინჩიანზე ჩართე თუნდაც ჯერ ერთი და მერე მეორე, და ნახავ რომ ps2-ი ასანთისკოლოფისხელა კუბიკებით აწყობილ გამოსახულებას, ანუ ეხლა შენ რომ PS2 შეადარო PS1-ს
თამაშების რაოდენობაზე გეთანხმები XBOX-ზე 2 ჯერ ნაკლები თამაშია, მარა მე მათი 2%-იც კი არ მითამაშია, ხოლო ხარისხიანი თამაშები სადღაც 40-50 პროცენტია.

Posted by: ilia12345 1 Dec 2006, 20:29
რა ვიცი აბა რა გითხრათ აი ძმაკაცს 3 წელია აქვს სონი 2 და ყველაფერს მაგრა კითხულობს და გრაფიკით კიდე მე სონი 2 ის მირჩევნია xbox ი ჩვეულებრივი pc ია რა თამაშებიც კი იგივეა ოდნავ რაღაცეებს ცვლიან უბრალოთ რო pc ში არ ჩაირთოს ფაქტიურათ თუ გაქვს ნორმალური pc Xbox სის ყიდვას აზრი არა აქვს ჩემთვის მაინც PS2 4 ever final fantasy მარტო მაგაზეა და მე სხვა თამაში არც მინდა slim მოდელებს კიდე არა აქვს პრობლემები გადახურებას აი ეს ინფორმაცია ვიპოვნე მაგის შესახებ
In the beginning of 2005 it was found that some black slimline console power transformers bought between November and December 2004 were faulty and could overheat. The units were recalled by Sony, with the company supplying a replacement model made in 2005

Posted by: oberon 2 Dec 2006, 00:22
მადლობა კომენტებისთვის, რამეს მოვიფიქრებ. უბრალოდ ის მაინტერესებდა, რომ თუ ჩიპს მოხსნი რაიმე პრობლემები არ დაწყებოდა.smile.gif

Posted by: რამაზი 2 Dec 2006, 08:21
QUOTE (oberon @ 2 Dec 2006, 00:22 )
მადლობა კომენტებისთვის, რამეს მოვიფიქრებ. უბრალოდ ის მაინტერესებდა, რომ თუ ჩიპს მოხსნი რაიმე პრობლემები არ დაწყებოდა.smile.gif

მაინც ვერ გავიგე ჩიპის მოხსნა რათ გინდა gigi.gif

Posted by: ilia12345 2 Dec 2006, 12:35
QUOTE (რამაზი @ 2 Dec 2006, 08:21 )
QUOTE (oberon @ 2 Dec 2006, 00:22 )
მადლობა კომენტებისთვის, რამეს მოვიფიქრებ. უბრალოდ ის მაინტერესებდა, რომ თუ ჩიპს მოხსნი რაიმე პრობლემები არ დაწყებოდა.smile.gif

მაინც ვერ გავიგე ჩიპის მოხსნა რათ გინდა gigi.gif

ეს პოსტი მე დავწერე უბრალოთ აქაუნთი შემეშალა

Posted by: oberon 11 Dec 2006, 01:44
ორიგინალური დისკები ძვირი ღირს და მგონი ძნელად იშოვება.

Posted by: OHO 11 Dec 2006, 17:38
QUOTE
ორიგინალური დისკები ძვირი ღირს და მგონი ძნელად იშოვება.

მერე პირატული დისკები რო წაიკითხოს მაგისტვის ჩიპი კი არ უნდა მოხსნა, პირიქით უნდა დაუყენო smile.gif

Posted by: ilia12345 11 Dec 2006, 20:32
QUOTE (OHO @ 11 Dec 2006, 17:38 )
QUOTE
ორიგინალური დისკები ძვირი ღირს და მგონი ძნელად იშოვება.

მერე პირატული დისკები რო წაიკითხოს მაგისტვის ჩიპი კი არ უნდა მოხსნა, პირიქით უნდა დაუყენო smile.gif

ხო და მეც მაგას ვფიქრობდი და იმიტო ვერ გავუგე ამას ვერაფერი

Posted by: oberon 12 Dec 2006, 01:36
QUOTE
ხო და მეც მაგას ვფიქრობდი და იმიტო ვერ გავუგე ამას ვერაფერი

ეგ არ ვიცოდი, პირიკით მეგონა. მოვიფიქრებ რამეს. მოკლედ ასე გავიგ, რომ ჩიპის დაყენების მერე პრობლემები არ დაეწყება კონსოლს. ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება ორ. დისკები, ან საერთოდ იყიდება თუ არა ჩვენთან?

Posted by: GhosT 18 Dec 2006, 09:45
QUOTE
თამაშებს რაც შეეხება, ნებისმიერი ერთიდაიგივე თამაში ჩართე ორივე კონსოლში და ნახავ რამხელა სხვაობაც არის მაგ ორ კონსოლში, 50ინჩიანზე ჩართე თუნდაც ჯერ ერთი და მერე მეორე, და ნახავ რომ ps2-ი ასანთისკოლოფისხელა კუბიკებით აწყობილ გამოსახულებას, ანუ ეხლა შენ რომ PS2 შეადარო PS1-ს

bazuka
გეთანხმები მაგრამ Mტლად სპიჩკის კარობკის ხელა კუბიკებიც არაა smile.gif მაგრამ
QUOTE
მაინც PS2 4 ever final fantasy მარტო მაგაზეა და მე სხვა თამაში არც მინდა

ilia12345
გაიხარე smile.gif FF-ის გულისთვის ღირს მარტო PS2ის ყიდვა

oberon
PS2 დაჩიპვაზე თავიდან იყო პრობლემები, ერთერთი პირველი მოდელი მაქვს PS2ის. რომ ჩამოვიტანე ჩიპი არ ეყენა შიგნით, კიდობანში დავაჩიპინე, თან მაშინ ახალი ნასწავლი ჰქონდათ ჩიპის ჩაყენება მანდ და ინსტრუქცია ედოთ წინ როცა აკეთებდნენ. მერე რაღაც პრობლემა გაუჩნდა კონსოლს, მაგრამ დავშალე და ლაზერი ამოვუწიე 1 მილიმეტრით და მუშაობს ჯორივით იმის მერე 3-4 წელია უკვე smile.gif ასე რომ პრობლემა არანაირი არაა. თამაშების ასორტიმენტი გადაათვალიერე და მაგის მიხედვით იყიდე "პრისტავკა".

QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება ორ. დისკები, ან საერთოდ იყიდება თუ არა ჩვენთან?

ვაგზალზე იყიდებაო როგორც ვიცი მაგრამ ზუსტად სად ვერ გეტყვი, მე პირადად 2 ლარი მიჯდება დისკი, ტორენტიდან ვიწერ მერე DVD დისკზე ვწერ და ვთამაშობ უპრობლემოდ smile.gif ორიგინალებზე რომ ამუშაო PS2 ძვირი დაგიჯდება smile.gif

Posted by: kishka222 24 Aug 2010, 17:34
სად შეიძლება ორიგინალი დისკების ყიდვა? PES 2010 ყიდვა მინდა

Posted by: GREENBULLA 24 Aug 2010, 18:06
kishka222
spy.gif 4 წლის წინანდელი თემაა

Posted by: x360Soulja 28 Aug 2010, 13:26
greenbulla
QUOTE
4 წლის წინანდელი თემაა

უი ეხა შევამჩნიე მეც ..... givi.gif


სორი


edited ...

Posted by: somnambuli 15 Sep 2010, 17:40
ჩემმა სიძემ იყიდა ეგრმანიაშI სონი2, ხოდა ორიგინალ დისკებს კითხულობს მარტო და რა დაუჯდება თბილისში მაგის გადაკეთება????? ერთმა 80 ლარი უთხრა.


ხოდა კიდე საიდან გადმოვწერო უფასოდ ინტერნეტიდან და ჩავწერო მერე დისკზე???? თამაშებს ვგულისხმობ. ისიც მაინტერესებს რა ფორმატი უნდა მივუთითო დვდ დისკს ჩაწერისაას. წინასწარ მადლობ

Posted by: gio-demon 23 Mar 2011, 02:04
ამიტომაც იყიდეთ დიდი სონი (შემორჩენილი სადმე) შემდეგ ჩაწერეთ freeMCboot და მორჩა ყველანაირი თავის ტკივილი... ანუ სონი ორი ხდება უფრო კაი ტიპი და კიტხულობს უსბ დან და გარე ვინჩესტერიდან თამაშებს...ვოტ

Posted by: Task Force 141 24 Mar 2011, 01:08
32" FULL HD-ზე გაიშლება გამოსახულება სრულად?PS2-ს ვგულისხმობ

Posted by: SR-71 15 Aug 2017, 00:54
სადაა შესაძლებელი ამ კონსოლის შეძენა დისკებითურთ?
საილენდ ჰილის 2-3 ნაწილისა და ქოლოფდუთის 3 ნაწილის მუღამზე ვარ რაღაც ეს დღეებია და არც გადამიარა...

პ.ს. რამე სტრსნნი ატმოსფერული თამაშები თუ გეგულებათ მაგათი სახელებიც მითხარით, გავითვალისწინებ. smile.gif

Posted by: Snes 15 Aug 2017, 18:13
SR-71


PS2 ან გამოწერით ან მაი მარკეტზე თუ ნახავ მარა რაც მინახავს სურათები მანდ ყველა სერიოზულად ნახმარი იყო ისე silent hill 3 PC ზეც შეიზლება ძალიან ხარისხიანი პორტია აი silent hill 2 კი მხოლოდ PS2 ზე.

Posted by: sTrSandro 15 Oct 2017, 12:54
თამაშები საიდან გადმოვწერო დამიდეთ რა კაი ტორენტის ლინკი პს2 ისთვის

Posted by: Snes 15 Oct 2017, 13:05
QUOTE (sTrSandro @ 15 Oct 2017, 12:54 )
თამაშები საიდან გადმოვწერო დამიდეთ რა კაი ტორენტის ლინკი პს2 ისთვის

ამაზე კარგი არ არსებობს

https://www.emuparadise.me/Sony_Playstation_2_ISOs/Games-Starting-With-Numbers/41

Posted by: sTrSandro 15 Oct 2017, 13:26
Snes
რუსულიც ხომ არ იცი კიდე არის რაღაცეები რაც რუსულად მირჩევნია

Posted by: Snes 15 Oct 2017, 13:31
sTrSandro
რუსული ალბათ რუტრეკერზე მაშინ
https://rutracker.org/forum/viewforum.php?f=357

Posted by: Marshmallo 10 Nov 2017, 22:32
ვინმე არ ყიდით ფატ-ს? ძაან მინდა

Posted by: FletcheR 10 Nov 2017, 22:40
Marshmallo
https://forum.ge/?f=67&showtopic=34857592&st=1440

Posted by: pholasha 12 May 2018, 19:39
გამარჯობათ დისკზე ვწერ playstation 2 ის თამაშებს არ ირთვება https://www.youtube.com/watch?v=rzHcZq76c2k აი ესე რისი ბრალია და როგორ უნდა ჩავწერო რომ ჩაირთოს?

Posted by: Snes 12 May 2018, 21:24
ბევრი მიზეზია შეიძლება დაჩიპული არაა შეიძლება დისკის წამკითხველი აქ გაფუჭებული შეიძლება ცუდ დისკებს ხმარობ მაგალითად princo ებს verbatim ზე ცადე ჩაწერა.

Posted by: pholasha 15 May 2018, 11:24
Snes
ესეიგი მე სწორად ვწერ ხო ? ვიდეოს მიხედვით verbatim-ს დისკზე კითხულობს ხო ? ორშრიან იდსკზე კითხულობს ჩაწერილს

Posted by: Snes 15 May 2018, 12:34
QUOTE (pholasha @ 15 May 2018, 11:24 )
Snes
ესეიგი მე სწორად ვწერ ხო ? ვიდეოს მიხედვით verbatim-ს დისკზე კითხულობს ხო ? ორშრიან იდსკზე კითხულობს ჩაწერილს

ორშრიან დისკებს როგორც წესი ვერ კითხულობს ორ შრიანი თამაში თუ გინდა ფლეშკით ან ლანის შარინგით უნდა გააკეთო.

Posted by: pholasha 16 May 2018, 20:20
Snes
verbatim ის დისკებს კითხულობს პრაქტიკაში გაქვს ნაცადი კიდე რა ფირმაა კაი რო წავაკითხო ?

Posted by: Snes 16 May 2018, 20:22
QUOTE (pholasha @ 16 May 2018, 20:20 )
Snes
verbatim ის დისკებს კითხულობს პრაქტიკაში გაქვს ნაცადი კიდე რა ფირმაა კაი რო წავაკითხო ?

ნაცადი მარტივი ნათქვამია 300+ დისკი მექნება ჩაწერილი მარა ეხლა უკვე დისკებს აღარ ვხმარობ ქსელში ჩავრთე PS2 და PC ში მიყრია თამაშები ერთად პაპკაში და იქედან ხსნის პირდაპირ.


Posted by: pholasha 21 May 2018, 11:39
Snes

https://www.youtube.com/watch?v=rzHcZq76c2k

ესეიგი ზემოთ მოცემულ ვიდეოში როგორც არის ეგრე ჩაწერილი უნდა წაიკითხოს ხო მაინტერესებს სწორად ვწერ თუ არა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)