Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
« პირველი
...
2
3
[4]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მოიგო თუ არა მყიდველმა იმით, ოლიგოპოლიამ
, რომ გადასანსლა მთელი ფარმაციული სეგმენტი?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
#55488966
· 17 Nov 2019, 00:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GeorgeSurgeon
ნეტა რაღამ დააბეჩავა ეს ექიმები და საავადმყოფოები. სასაკლაოზე წაასხეს და წინააღმდეგობასაც ვერ ბედავენ.
......................................................................................
ხალხს ტყუილად აქვს ექიმების პროტესტის იმედი. ექიმები ამ სქელტყავა სახელმწიფოს ვერ მერევიან . მასმედიამ მაინც გაარკვიოს საკითხი, რომ ამ ყველაფერს მკურნალობის ხარისხის კატასტროფული ვარდნა მოყვება. თან ხანგრძლივად.
https://commersant.ge/ge/post/ocdaeqvss-min...c9yZvByLcRQbNdo
ნაგლობის მწვერვალი. ტაქსისტებს 1 წელი ამზადებდნენ, თეთრი უნდა იყოთო, ექიმებს კი ერთ დღეში დაუსვეს ახალი ტარიფები 20-25%ით ნაკლები.
This post has been edited by
axalirevolucia
on 17 Nov 2019, 00:27
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
წერილები: 10273
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06
#55489075
· 17 Nov 2019, 00:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
t-90
QUOTE
რომელი?
თუ ამას ვერ ხვდები რომელი რეგულაციებია მოსაშორებელი, მაშინ მომხრე ხარ მაგ რეგულაციების. აზრი არ აქვს ჩამოთვლას. დაწყებული ტაქსების თეთრი ფერიდან...
აფთიაქები რომლებიც გაკოტრდნენ იმპორტიორები არ იყვნენ, მიბმულები იყვნენ არსებულ სააფთიაქო ბაზებზე. ყოველ შემთხვევაში ვინც მე ვიცი...
GeorgeSurgeon
QUOTE
წერილის სრული ვერსია ბევრად უფრო მკაფიოდ ასახავს შექმნილ რეალობას. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ კლინიკების უმრავლეობამ თავი დახარა და ვერ გაბედა წერილზე ხელი მოეწერა. საზოგადოებამ ხმა ვერ ამოიღო. ვერ გაბედა... გვერდიგვერდ არ დადგნენ. მათ შორის ისეთმა კლინიკებმაც დახარეს თავი ვინც "განწირულია" შეცვლილი პირობებით.
რეალობა ცოტა სხვა რამეა. ერთადერთი რაშიც გეთანხმები არის თანხების დაგვიანების პრობლემა...
სამინისტროს არ აქვს უნარი სწორად გათვალოს როგორ დააფინანსოს ესა თუ ის ჩარევა და გააკონტროლოს - ამიტომ უნდა შეეშვას და გააუქმოს დაფინანსება. სხვა გამოსავალს სამედიცონო მენეჯმენტის დღევანდელი კეთილსინდისიერების ხარისხის პირობებში ვერ ვხედავ. რაც არ უნდა შეამცირონ დაფინანსება, მოხდება ის რაც დღეს ხდება - გაკეთდება იქს მოცულობის სამუშაო, დაიწერება იგრეკ მოცულობა, რომელიც მეტია იქსზე...
ატკატები თავად გამოითვალეთ...
ამიტომაც არ მოაწერეს წერილს ხელი...
მოხდება მეტი პაციენტის გაყუდება არასაჭირო ინვაზიურ პროცედურებში, გაიზრდება ფასები არაფინანსირებად სამედიცინო მომსახურებაზე...
* * *
axalirevolucia
QUOTE
მასმედიამ მაინც გაარკვიოს საკითხი, რომ ამ ყველაფერს მკურნალობის ხარისხის კატასტროფული ვარდნა მოყვება. თან ხანგრძლივად.
ახრევ - საზოგადოების და ჟურნალიუგების იმედი ტყუილად გაქვს. მაგათ დღესაც მიაჩნიათ რო კლინიკების უდიდესი ნაწილი გასანადგურებელია და დასახური. ნაწილობრივ ასეც არის...
ასეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში სწორედ ნაცებმა ითამაშეთ უდიდესი როლი. ყველა დამნაშავე იყო მთავრობის გარდა, ექიმით დაწყებული მზესუმზირის გამყიდველით დამთავრებული, ოღონდ ნაცები არა. ეხა ახია რო თავად იმკი ასეთი პოლიტიკის შედეგებს...
This post has been edited by
makvala
on 17 Nov 2019, 00:54
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო,
ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ!
ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა
ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
amsona69
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
amsona69
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15018
წევრი No.: 113192
რეგისტრ.: 19-February 10
#55489259
· 17 Nov 2019, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საკუთარ კბილის ექიმს რო მინისტრად დასვავ ეგ მაგის ბრალია.
თან მედიცინაში მისი კომპეტენცია და დამსახურება ისაა რომ კბილი უმტკივნეულოდ დაგიპლომბა.
მაგარი სტერვა,ახვარკა ქალია.
პრეტენზიული,და კაპრიზი.
This post has been edited by
amsona69
on 17 Nov 2019, 01:55
--------------------
У него глаза честного человека - именно так.
"მას (პუტინს) პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს _ ეს სწორედ ასეა."
(მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, გაზეთი Известия; 2004 წლის 12 აპრილი).
http://www.izvestia.ru/news/289012
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
წერილები: 54841
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
#55489465
· 17 Nov 2019, 05:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
makvala
QUOTE
თუ ამას ვერ ხვდები რომელი რეგულაციებია მოსაშორებელი, მაშინ მომხრე ხარ მაგ რეგულაციების. აზრი არ აქვს ჩამოთვლას. დაწყებული ტაქსების თეთრი ფერიდან...
მოდი შენ რომელს თვლი იმაზე ვილაპარაკოთ და მერე გადავიდეთ მე რომელს ვთვლი იმაზე.
QUOTE
აფთიაქები რომლებიც გაკოტრდნენ იმპორტიორები არ იყვნენ, მიბმულები იყვნენ არსებულ სააფთიაქო ბაზებზე. ყოველ შემთხვევაში ვინც მე ვიცი...
მე ისეთებიც ვიცი რო გაკოტრდნენ ვისაც საკუთარი სააფთიაქო ბაზები ჰქონდათ.
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
#55489538
· 17 Nov 2019, 09:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ახრევ - საზოგადოების და ჟურნალიუგების იმედი ტყუილად გაქვს. მაგათ დღესაც მიაჩნიათ რო კლინიკების უდიდესი ნაწილი გასანადგურებელია და დასახური. ნაწილობრივ ასეც არის...
ასეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში სწორედ ნაცებმა ითამაშეთ უდიდესი როლი. ყველა დამნაშავე იყო მთავრობის გარდა, ექიმით დაწყებული მზესუმზირის გამყიდველით დამთავრებული, ოღონდ ნაცები არა. ეხა ახია რო თავად იმკი ასეთი პოლიტიკის შედეგებს...
ამაში სრულებით გეთანხმები. კენწეროში პრიმიტივები იყვნენ და დარჩნენ. დოღრიალა პოზიცია - ჩვენ მთავრობამ კი შეგიქმენით კარგი ჯანდაცვა, მაგრამ აი ვიღაც ექიმი სულაქველიძე ბოროტია და უგულო. ეგ სპეკულაცია უჭირავთ ხელში და აფრიალებენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1760
წევრი No.: 237116
რეგისტრ.: 15-October 17
#55509387
· 21 Nov 2019, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მკვეთრად გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 11 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 717.5 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამისთვის მხოლოდ 36 მილიონი ლარი რჩება. თუმცა ეს თანხა არსებული ხარჯვის პირობებში მხოლოდ 16 სამუშაო დღისთვის არის საკმარისი.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, პროგრამაში არსებული ვითარება ასეთია:
2019 წლის 315 დღის განმავლობაში ათვისებულია 717.5 მილიონი ლარი, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.277 მილიონ ლარია.
იმისთვის, რათა პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისება 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე, შეუფერხებლად მომხდარიყო, ყოველდღიური საშუალო ხარჯი 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.
თუ ბიუჯეტის ხარჯვა არსებული ტემპით გაგრძელდება, მაშინ 754-მილიონიანი ასიგნებები, დაახლოებით, 16 დღეში ამოიწურება. ამ შემთხვევაში, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ფუნქციონირებისთვის 64 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო.
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა
2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.
მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.
წყარო
QUOTE
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები.
კითხვაზე, ჩართული იყვნენ თუ არა მთავრობის შესაბამისი დადგენილების მომზადებაში კლინიკები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფომ კლინიკების ხარჯების შესახებ ინფორმაცია სწორედ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური განყოფილებიდან გამოითხოვა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები ბაზრის კვლევას ემყარება.
“სამუშაო, რომელიც წინ უძღოდა ამ კონკრეტული დადგენილების მომზადებას, მოიცავდა სულ მცირე 4-თვიან ანალიზს და მუშაობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან. ეს მუშაობა ითვალისწინებდა ფაქტიური ხარჯების შესწავლას და დარწმუნებული ვარ, ამ დაწესებულების ფინანსური მენეჯერები დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მათგან მოიპოვა დანახარჯების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გაანალიზდა და ის ხარჯი, რომელიც დღეს ასახულია დადგენილებაში და რის საფუძველზეც განისაზღვრა ტარიფები, ემყარება რეალურ, ფაქტიურ ხარჯებს.
მუდმივად არის წუხილი შემცირებაზე და რომ ვერ მოხერხდება ამით(ტარიფებით) ხარჯების ანაზღაურება, მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, 18 პოზიციიდან, რომელიც კარდიოქირურგიას შეეხება - აქედან 6 პოზიციაზე ხარჯი, რომელიც ახლანდელ ტარიფშია ასახული, არის დაახლოებით 6%-დან 10%-მდე გაზრდილი, ვიდრე არის ბაზარზე საშუალო ფასი. სხვა პოზიციებისთვის არის შემცირებული ტარიფი, ერთ პოზიციაზე საერთოდ არ არის შეცვლილი ტარიფი საშუალო ფასთან მიმართებით”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, როდესაც ის საუბრობს საშუალო ფასზე, აქ გათვალისწინებულია ის დიდი მერყეობა ფასებს შორის, რაც ბაზარზე დღეს არსებობს.
“ერთ კლინიკაში ფასი არის დაბალი, სხვა კლინიკაში იგივე ინტერვენციაზე არის მაღალი, რაც ძალიან ძნელი ასახსნელია. ამისთვისაც ჩავატარეთ სერიოზული სამუშაო, რადგან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ემყარება განსხვავება ფასებს შორის, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე.
ამ შემთხვევაში მოხდა ტარიფების გათანაბრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველგან ერთი და იმავე ტარიფით უნდა მოხდეს ამ კონკრეტული სერვისის ანაზღაურება, რაც ათანაბრებს თანაგადახდის წილს პაციენტისთვის. თუ აქამდე პაციენტს უხდებოდა 30%-იანი თანაგადხდის გადახდა სხვადასხვა ოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხა იყო ძალიან სოლიდური და სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს. და რისი განმარტებაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ეს არ იყო არგუმენტირებული განსხვავება. დღეს ეს განსხვავება იხსნება”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
წყარო
QUOTE
სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. აღნიშნულ კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, N520-ე დადგენილების ამოქმედება არ ყოფილა მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტის და ხარჯების დაზოგვისკენ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2012 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ძირითადი არსი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების რაციონალურად, გეოგრაფიული პრინციპის დაცვით და ფინანასური მხარდჭერით მიწოდებაში მდგომარეობდა.
მისივე განმარტებით, სამინისტროში შემოსული განცხადებების და ასევე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფასები, რომლებიც განსაზღვრული იყო სატარიფო სისტემით, არ იყო გამჭვირვალე.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს რამდენიმე დადგენილებით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 70%, 80%, 90%-იან და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - 100 %-აინ თანაგადახდას ახორციელებს. გამჭვირვალობის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობა ხშირად დგებოდა ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფო დადგენილი ტარიფის 10%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, აღნიშნული 10% მნიშვნელოვნად აღემატებოდა დადგენილ ტარიფს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ტარიფების გადახედვა, რათა ეს სისტემა გამჭვირვალე გამხდარიყო - მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა შესრულებული ყოფილიყო მაქსიმალური მიახლოებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, განფასების ახალი სისტემის განსახილველად სამინისტროში კლინიკების მხრიდან მოწვეულები იყვნენ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელმძღვანელები და იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობა მიმდინარეობდა სატარიფო მონაცემებზე, სამინისტროს ექიმები მოწვეული არ ჰყოლია.
"ექიმის პასუხისმგებლობაა, პაციენტის მომსახურება შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით, სწორედ ამიტომ ისინი შეხვედრაზე მოწვეულნი არ ყოფილან. სატარიფო მონაცემებზე უნდა ემუშავათ ფინანსისტებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ ყველა პუნქტი და ფასწარმოქმნის პრინციპის საფუძველი. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების ფინანსისტებს არ ჰქონიათ კონტრარგუმენტი, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ და დაიცავდნენ იმ ფასების არაგამჭვირვალობას, რომელიც რიგი კლინიკების შემთხვევაში სამინისტროსთვის იქნა მოწოდებული.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამედიცინო დაწესებულებების სელექტიურ კონტრაქტირების საკითხს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სელექტიური კონტრაქტირების კრიტერიუმებზეც და ხარისხის მაჩვენებლებზეც.
"ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა კერძო სექტორს არ შეექმნას პრობლემა პაციენტის მომსახურების კუთხით. სელექტიური კონტრაქტირების პროცესიც მალე დაიწყება და ამოქმედდება შესაბამისი სტანდარტებით. სელექტიურ კონტრაქტებსაც აქვს თავისი გრადაციები, რომელიც უნდა იქნა გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. რეგულირების სააგენტო უკვე 4 თვეზე მეტია ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს და იძლევა შესაბამის მითითებებს. ჩვენ მათ ვაძლევთ გონივრულ ვადებს, რომ გამოასწორონ დარღვებები. კერძო სექტორს ესაჭიროება დრო, რათა მოხდეს მისი მომზადება იმ რეფორმისთვის, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის გაზაფხულზე. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩვენს ფინანსურ სამსახურთან ერთად საერთაშორისო სპეციალისტები უკვე დიდი ხანია მუშაობენ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. სახელმწიფო კლინიკების პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის დღეიდან ტარიფები თანაბარი ხდება.
წყარო
QUOTE
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე, სახელწოდებით - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“, მინისტრმა რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა საინტერესოა და ის ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. “ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა ჯანდაცვის მიმართულებით. დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. იცით, რომ ასი ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამ რეფორმით და პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო პირველად ჯანდაცვაზე, წარმოდგენილი იყო ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რაიონში განთავსდება და ყველას ექნება საშუალება, პრევენციის მიზნით გაესინჯოს. საუბარი იყო, ასევე, დაფინანსებაზე, როდესაც ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ჯიბიდან უწევთ მკურნალობის დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ფინანსური ტვირთი ადამიანებზე კიდევ უფრო შევამციროთ. ზოგადად, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს თანადგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო
QUOTE
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკლებლივ ყველა მოქალაქეზე გავრცელდა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მეორე ეტაპი 2013 წლის 1 ივლისიდან დაიწყო, როცა გაფართოვდა სამედიცინო მომსახურება და საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტები. 2017 წლის 1 მაისიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, ის აღარ არის საყოველთაო, ანუ მაღალ შემოსავლიან ჯგუფებს დაფინანსება მოეხსნათ, საშუალო შემოსავლიან ჯგუფს - შეზღუდული დაფინანსება, ხოლო დაბალ შემოსავლიან ჯგუფს სრული დაფინანსება შეუნარჩუნდათ.
სახელმწიფო დაფინანსების მოცემულმა სისტემამ კლინიკებს მანიპულირების საშულება მისცა, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს, ასევე ზედმეტი მედიკამენტების გამოწერითა და მედიკამენტებზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით კლინიკებმა მიიღეს ე.წ. ,,ქეშბექები’’.
ერთი დიდი პრობლემაა გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სადც გვაქვს არაეფექტიანი ხარჯვა, თუმცა ჩვენ შევეხოთ მეორე პრობლემას: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასების ზრდას. 2019 წელს (სექტემბერი) 2013 წელთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 39,3%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები.
თუ სტრუქტურულ დონეზე ჩავალთ, მაღალი ინფლაციით ხასიათდება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ძირითად ჯგუფები: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
2019 (სექტემბერი) წელს 2013 წელთან შედარებით, სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 16.4%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასები გაიზარდა 72.6%-ით, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები 108.9%-ით, ანტიბიოტიკები 87.2%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 72.1%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 84.2%-ით გაძვირდა.
წყარო
QUOTE
ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.
Bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით, რაზეც გაბუნიამ განაცხადა, რომ საუბარია, რამდენიმე ათეულ მლნ ლარზე.
„რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის: 26 სამედიცინო დაწესებულების თხოვნის მიუხედავად, მთავრობამ 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადასწია, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტრო
წყარო
* * *
QUOTE
ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი, არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები და ა.შ. ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა 520-ე დადგენილებით ტარიფების დამტკიცება; ასევე, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის ფართო განხილვა არ მომხდარა; ამიტომ როგორც პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილში იყო აღნიშნული, თუ მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს, ამას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას.
სამედიცინო სექტორში არსებული ასეთი მოლოდინების მიუხედავად, 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს და როგორც ცნობილია, ის ძალაში ხვალიდან, 20 ნოემბრიდან შევა, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.
„სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად. მე მესმის თქვენი წუხილი, არის მთელი რიგი თემები, რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
მას ესწრებოდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც, რომელმაც სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო, სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა.
სამედიცინო ინდუსტრიის შეფასებები და მოლოდინები
რაც შეეხება თავად სამედიცინო დაწესებულებების პოზიციებს: „ჯანდაცვა დაზარალდება“, „დაზარალდებიან პაციენტი“, „კლინიკები დავიკეტებით“, „ბევრი პროფესიონალი ექიმი დატოვებს საქართველოს“, - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ექიმების და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან ისმოდა. ისინი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კომუნიკაციის ხარისხს უწუნებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე კონსულტაციებიც უკვე დაგვიანებულია. უფრო მეტიც, კლინიკების წარმომადგენლების თქმით, რომ არა ბიზნესომბუდსმენი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, თემა საერთოდ არ წამოიწეოდა და ამის დასტურია ისიც, რომ დადგენილება ძალაში ხვალ შედის და მინისტრს სექტორთან კონსულტაციები არ ჰქონია.
დავით მიქელთაძე (მთავარი ჰოსპიტალი „ღია გული“): „დაგვიანებული იყო თუ არა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა? - დადგენილება 5 ნოემბერს გამოიცა და იქამდე არც დარგთან, არც დარგობრივ ასოციაციებთან, არც კლინიკებთან არანაირი შეხვედრები და კონსულტაციები არ ყოფილა ტარიფებთან დაკავშირებით. მე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ტარიფიკაციის და რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ სწორ ვითარებაში და ისეთ ვითარებაში, რომელიც დარგს მისცემს განვითარების საშუალებას და დაცული იქნება პაციენტების ინტერესები“.
კახაბერ ეცადაშვილი (საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია): „თუ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დარგებს ამ ტარიფით მიადგა დიდი ზარალი და მიადგება კიდეც, როგორც გულის რიტმის ასოციაციის ხელმძღვანელმა მინდა ვთქვა, რომ რითმოლოგიის სამსახური საერთოდ გაუქმების და მოსპობის რეალური საფრთხის წინაშეა, რადგან ის ტარიფები, რაც უკვე დადგენილია სამინისტროს მხრიდან, ბევრად ნაკლებია, ვიდრე თავად აპარატის თვითღირებულება“.
ალექსანდრე ალადაშვილი (კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი): „უბრალოდ მაგალითს გეტყვით - ახალი ტარიფიკაციით კორონარული სტენტირების შემთხვევაში სტენტზე გამოყოფილია 300 ლარი. თანამედროვე, მოწინავე კომპანიების სტენტების მინიმალური ფასი იწყება 520 და მეტი ლარიდან. პაციენტი რომ მოვა და მეტყვის - მე მინდა კარგი სტენტი, ახალი რეგულაციით კი აკრძალულია, რომ პაციენტს დაამატებინო თანხა და რა უნდა გავაკეთოთ?!“
გიორგი რამიშვილი ("ნიუ ჰოსპიტალსი"): „ყველა მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რასაც ვყიდულობთ, ძველდება და გადასაყრელი ხდება რამდენიმე წელში. მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი "კატლაბი" და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო. ამ ფულს ჩვენ ვდებთ სტანდარტში იმისთვის, რომ ჩვენი ოპერირება იყოს მდგრადი. თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, ჩვენ დავიკეტებით. ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ სესხი თუ ავიღეთ და მარტო ამ სესხს მოვემსახურეთ, ვერ განვითარდება მედიცინა. კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპრი ხარჯები სწორად გავთვალოთ”.
როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია?
„კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია“ - ასეთია მოკლედ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. სამედიცინო დაწესებულებების და ჟურნალისტების კითხვებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობდა.
“დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის... სამინისტროს პოზიციაა, რომ ეს მეთოდოლოგია არის გამართული, სწორი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი; ასევე მიზანი, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ ხელმისწავდომობას, ვერაფრით ვერ მიიღწევა შიდა ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე. ეს პოზიცია არის ძალიან მყარი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ახალი ტარიფები 4-თვიან სერიოზულ კვლევას ეფუძნება.
Bm.ge-ის კითხვაზე - ვინ ჩაატარა კვლევა, რომელმაც გათანაბრებული ტარიფები დააწესა კლინიკებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მასზე სოციალური მომსახურების სააგენტომ იმუშავა.
რა შეეხება კლინიკების კიდევ ერთ პრეტენზიას იმის თაობაზე, ახალ ტარიფებში ლარის გაუფასურების ფაქტორი არ არის გათვალისწინებული, მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ „სადაც საჭიროა, ვალუტის კურსის გათვალისწინება, იქ კვლევამ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა“.
Bm.ge-მ მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით.
„რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
და მაინც როდის შეხვდება მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს?
„როცა დაიგეგმება ასეთი შეხვედრა, გაიგებთ. ეს საჯაროდ გაცხადდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ.
წყარო
QUOTE
კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები.
კითხვაზე აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების შეცვლას, მოადგილე პასუხობს:
“დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. კლინიკებთან კონსულტაცია ისახავს მხოლოდ იმ მიზანს, რომ ერთად ვიმსჯელოთ ოპზტიმიზაციის შესაძლებლობებზე, თუნდაც შიდა რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებაზე. სამინისტროს პოზიციაa, რომ ეს მეთოდოლოგია არის გა
--------------------
Memento mori
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
წერილები: 10273
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06
#55509509
· 21 Nov 2019, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GeorgeSurgeon
ფასების გათანაბრებაზე სად არის საუბარი, ვერ ვიპოვე ტექსტში...
კიდევ რა მაინტერესებს - პროგრამით არდაფინანსებული სამედიცინო მომსახურება - იქაც უნდა გათანაბრდეს ფასები?
This post has been edited by
makvala
on 21 Nov 2019, 21:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Sattelite
L33TR8+
ჯგუფი: Members
Sattelite
L33TR8+
ჯგუფი: Members
წერილები: 6264
წევრი No.: 85354
რეგისტრ.: 24-February 09
#55509617
· 21 Nov 2019, 21:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ძალაში შესული ცვლილებაც და 12 000 დაზღვეულზე ნაკლების მყოლი პოლიკლინიკების ამოღებაც საყოველთაო ჯანდაცვიდან აწყობს ევექსს. კონკრეტულად კი მის მფლობელ საქართველოს ბანკს. ფაქტია კარგი ლობი ჰყავს მთავრობასთან ნარინჯისფერ ბიზნესს. აქვთ ყველაზე დიდი სადაზღვევო იმედი L, ყველაზე დიდი ჰოსპიტალური სექტორი ევექსი, ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელი გეფა (ჯიპისი და ფარმადეპო). ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ორი ქსელი. ნომერ მეორე ბანკი კაპიტალიზაციით და პირველი მოგების წილის ზრდით, მიკროსაფინანსოები და ლომბარდები. კიდე მრავალი რამ რაც უფრო შორს წაგვიყვანს.
ფაქტიურად სახელმწიფოა სახელმწიფოში. ასეთი დივერსიფიცირებული და ყოვლისმომცველი მძღნერდემონი პრაქტიკაში არ მახსოვს სადმე შექმნილიყოს.
ჩვენ ეს შევძელით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
#55509742
· 21 Nov 2019, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Sattelite
QUOTE
ფაქტიურად სახელმწიფოა სახელმწიფოში. ასეთი დივერსიფიცირებული და ყოვლისმომცველი მძღნერდემონი პრაქტიკაში არ მახსოვს სადმე შექმნილიყოს.
ჩვენ ეს შევძელით.
განსაკუთრებული მადლობა სიტყვისთვის
QUOTE
მძღნერდემონი
ლექსიკონში უნდა მივიღო და პრაქტიკაში დავასაქმო..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
წერილები: 10273
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06
#55510053
· 21 Nov 2019, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
axalirevolucia
Sattelite
GeorgeSurgeon
სად წერია?
1. ფასების გათანაბრებაზე სად არის საუბარი,
2. პროგრამით არდაფინანსებული სამედიცინო მომსახურება - იქაც უნდა გათანაბრდეს ფასები?
3. 12 000 დაზღვეულზე ნაკლების მყოლი პოლიკლინიკების ამოღებაც საყოველთაო ჯანდაცვიდან?
* * *
QUOTE
მძღნერდემონი
+1
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chezaro
მიშა წმინდანია
ჯგუფი: Members
Chezaro
მიშა წმინდანია
ჯგუფი: Members
წერილები: 5835
წევრი No.: 152232
რეგისტრ.: 5-July 12
#55510063
· 21 Nov 2019, 23:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
axalirevolucia
QUOTE
მოიგო თუ არა მყიდველმა იმით, ოლიგოპოლიამ, რომ გადასანსლა მთელი ფარმაციული სეგმენტი?
კი არ გადასანსლა, არამედ დაარეგულირა.
გირჩის ვიდეოები ნახე და განათლდები.
--------------------
"არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს "ბატონი მიშას ინტერესებით" ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას"
/ნიკა გვარამია/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
წერილები: 10273
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06
#55511346
· 22 Nov 2019, 11:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
axalirevolucia
Sattelite
GeorgeSurgeon
სად წერია?
1. ფასების გათანაბრებაზე სად არის საუბარი,
2. პროგრამით არდაფინანსებული სამედიცინო მომსახურება - იქაც უნდა გათანაბრდეს ფასები?
3. 12 000 დაზღვეულზე ნაკლების მყოლი პოლიკლინიკების ამოღებაც საყოველთაო ჯანდაცვიდან?
რატო არავინ მპასუხობთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1760
წევრი No.: 237116
რეგისტრ.: 15-October 17
#55513602
· 22 Nov 2019, 21:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
makvala
QUOTE
რატო არავინ მპასუხობთ?
გამარჯობა. ახლა ვნახე პოსტი.
QUOTE
მოხდა ტარიფების გათანაბრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველგან ერთი და იმავე ტარიფით უნდა მოხდეს ამ კონკრეტული სერვისის ანაზღაურება, რაც ათანაბრებს თანაგადახდის წილს პაციენტისთვის. თუ აქამდე პაციენტს უხდებოდა 30%-იანი თანაგადხდის გადახდა სხვადასხვა ოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხა იყო ძალიან სოლიდური და სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს. და რისი განმარტებაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ეს არ იყო არგუმენტირებული განსხვავება. დღეს ეს განსხვავება იხსნება”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
QUOTE
20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.
* * *
QUOTE
1. ფასების გათანაბრებაზე სად არის საუბარი
საზოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
QUOTE
2. პროგრამით არდაფინანსებული სამედიცინო მომსახურება - იქაც უნდა გათანაბრდეს ფასები?
რაც პროგრამით არ ფინანსდება იქ ფასები გათანაბრებული არ არის მათთვის(კლინიკებისთვის) ვინც საზოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ სარგებლობს
QUOTE
3. 12 000 დაზღვეულზე ნაკლების მყოლი პოლიკლინიკების ამოღებაც საყოველთაო ჯანდაცვიდან?
მსგავსი რამ ჩემთვის უცნობია.
* * *
Chezaro
QUOTE
QUOTE
მოიგო თუ არა მყიდველმა იმით, ოლიგოპოლიამ, რომ გადასანსლა მთელი ფარმაციული სეგმენტი?
კი არ გადასანსლა, არამედ დაარეგულირა.
გირჩის ვიდეოები ნახე და განათლდები.
ბაზარმა დაარეგულირა? ფასებს შეხედეთ ქსელური აფთიაქების გაჩენამდე და მათი გაჩენის შემდეგ
)
Sattelite
QUOTE
ფაქტიურად სახელმწიფოა სახელმწიფოში.
+1
ჩემი თემა საზოველთაო დაზღვევის და მისით მოსარგებლე ოლიგოპოლიების შესახებ. P.S. მალე შესაძლოა მონოპოლიებადაც იქცნენ.
საყოველთაო ჯანდაცვა
QUOTE
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელსაც იზრდება და ის
3 863 000 000 ლარს შეადგენს
. სადაზღვეო კომპანიად ქცეული ჯანდაცვის სამინისტრო წელსაც "ზრუნავს" მოსახლეობაზე და
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 754 000 000 ლარს შეადგენს
.
ვინ სარგებლობს "უფასო" ჯანდაცვის პროგრამით?
– საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი მარტივია: რაც უფრო ნაკლები გაქვს შემოსავალი, მით უფრო მეტად გიფინანსდება ჯანმრთელობა ბიუჯეტიდან. საქართველოში სამედიცინო დახმარება იქცა სამედიცინო მომსახურებად და ის სულაც არ არის უფასო და არც საყოველთაო. ზოგადად ჯანდაცვის სფერო არ არის მომგებიანი, მაგრამ თუ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გადახედავთ მიხვდებით, რომ სამედიცინო ბიზნესი ყვავის და ის სწორედ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზეა "გაფურჩქნული". ბოლო წლებში განვითარდა მედიცინის ყველა ის მიმართულება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით. სავადმყოფოები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება. ხარისხზე პასუხისმგებელი მხოლოდ დოკუმენტაციაა... იქმნება გაერთიანებები, საავადმყოფოთა ქსელი, რომელსაც ემატება ამბულატორიების ჯაჭვი, აფთიაქები და ფარმაცევტული საწარმოები. სამედიცინო ბიზნესი ქმნის მონოპოლიებს, რაც განაპირობებს ფასების კოლოსალურ ზრდას. ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ფასები რადიკალურად განსხვავდება რეგიონში არსებული ფასებისგან. ექიმთან ვიზიტი ამბულატორიულად მოსახლეობის უმრავლესობისთვის დიდ ფუფუნებასთან ასოცირდება, რადგანაც კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უმრავლეს შემთხვევაში აღემატება 200 ლარს. ამას ემატება მედიკამენტების ხარჯები, რაც საზოგადოებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. განაჩენი გამოტანილია, ხალხი ვერ მიდის ექიმთან, ვერ იტარებს ადექვატურ მკურნალობას შედეგი კი სავალალოა.
ქვეყნის ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 3 863 000 000 ლარი
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 965 000 000 ლარი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 1 485 000 000 ლარი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 644 000 000 ლარი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 325 000 000 ლარი
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 298 000 000 ლარი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 134 000 000 ლარი
სსიპ–საზოგადოებრივი მაუწყებელი 58 800 000 ლარი
სად მიდის საყოველთაო ჯანდაცვის 754 000 000 ლარი?
– არამომგებიან ბიზნესმენებთან, რომლებიც მთელი გულით ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე
სამედიცინო გაერთიანება ევექსი, რომელიც ფლობს არაერთ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, ამბულატორიას და აფთიაქს ქვეყანაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვის ეკუთვნის ევექსი?
http://bgeo.com
http://bgeo.com
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2018 წლის მაისში ჯგუფი გაიყო ორად.
რას ფლობს georgiacapital ?
www.georgiacapital.ge
გაერთიანება, რომელიც ფლობს ბანკს, საავადმყოფოების, ამბულატორიების და აფთაიაქების უმსხვილეს ქსელს, ასევე ლუდსახარშს, მეღვინეობას, სამშენებლო კომპანიებს, წყლის კომპანიას და კიდევ უამრავ ბიზნესს შთანთქავს ჩვენი ბიუჯეტის უმსხვილესი ნაწილის ყველაზე მსუყე ნაწილს
ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო მონოპოლიზაცია... სავალალო შედეგებს ვიმკით ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობა, უბრალო მოქალაქეები. შეადარეთ მედიკამენტების ფასები თითქმის ყველა აფთიაქში ერთი და იგივე ფასი აქვს. ფასდაკლების დღეებს და ფასდაკლების ბარათებს გთავაზობთ ყველა სააფთიაქო ქსელი
რეალურად კი მაინც ბევრად უფრო ძვირად ყიდიან პროდუქციას, ვიდრე მისი რეალური ფასია...
პრეპარატი ქსარელტო, რომელიც ერთი კოლოფი საქართველოში ღირს
220 ლარი
, თურქეთში იგივეს შეიძენთ 230 ლირად, ანუ
82 ლარად !!!
ფასი თურქეთში
ფასი საქართველოში
ეს არ ეხება მხოლოდ ერთ მედიკამენტს...შეადარეთ მედიკამენტების ფასები
არ გეგონოთ რომ მხოლოდ ევექსია მონოპოლისი. ავერსიც უმშვენებს გვერდს
ევექსის მსგავსად ავერსიც ფლობს არაერთ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, აფთიაქს, ფარმაცევტულ საწარმოს და სამედიცინო დაზღვევას. რასაკვირველია ევექსის მსგავსად მისი ბიზნესიც საყოველთაო ჯანდაცვაზეა გათვლილი
სააფთიაქო ქსელი PSP უერთდება სხვა კომპანიებს. ისიც ფლობს ფარმაცევტულ საწარმოს და კლინიკას
www.newhospitals.ge
გარდა იმისა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა გაღუნულია, ჯანდაცვის სამინისტრო გადაქცეულია სადაზღვეო კომპანიად, რომელსაც ბიზნესმენების ამალა შეჰყურეს ისე, როგორც "მეწველ ძროხას", ჯანდაცვა მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და თითოეული ჩვენგანზე აისახება მისი მავნებლობა. მარაზმია ის რაც ხდება, მარაზმია უაზროდ, ყოველგვარი საჭიროების გარეშე საავადმყოფოების მშენებლობა, გუკუღმართებული კონკურენცია, არაადამიანურად მაღალი ფასები და უკონტროლო, მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციაზე აგებული ხარისხი...
This post has been edited by
GeorgeSurgeon
on 22 Nov 2019, 21:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
makvala
კახელი დემოკრატი
ჯგუფი: Members
წერილები: 10273
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06
#55514366
· 23 Nov 2019, 01:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GeorgeSurgeon
QUOTE
რაც პროგრამით არ ფინანსდება იქ ფასები გათანაბრებული არ არის მათთვის(კლინიკებისთვის) ვინც საზოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ სარგებლობს
აქ ცოტა გასაგებად თუ შეიძლება...
ცხადია რო კლინიკა რომელიც არ არის ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ნებისმიერ მომსახურებაზე დაადებს ფასს რაც უნდა...
კლინიკები რომლებიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, ეწევიან როგორც პროგრამით გათვალისწინებულ, ისე პროგრამით გაუთვალისწინებელ სამედიცინო მომსახურებას...
ამიტომ მაინტერესებს -პროგრამით გაუთვალისწინებელი სამედიცინო მომსახურებაც ერთნაირ ფასებში უნდა იყოს თუ არა საყოველთაოში ჩართულ კლინიკებში?
იდეაში სწორი იქნება რო პროგრამით გაუთვალისწინებელი მომსახურების ფასები არ უნდა გათანაბრდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
GeorgeSurgeon
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1760
წევრი No.: 237116
რეგისტრ.: 15-October 17
#55515907
· 23 Nov 2019, 18:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დღეიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. სახელმწიფო კლინიკების პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის დღეიდან ტარიფები თანაბარი ხდება.
საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს. მისი ბიუჯეტი მთლიან შსს-ზე მეტია. ამასთან, თითქმის ყოველწლიურად ის გადახარჯვით მიმდინარეობს. წელსაც პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტი მაღალი ალბათობით ვადაზე ადრე ამოიწურება და მისთვის თანხის დამატება იქნება საჭირო. ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც მთავრობა ამ ცვლილებით ელოდება, სწორედ ხარჯების ოპტიმიზაციაა.
თუმცა, ცვლილების მიღებას კერძო კლინიკები ეწინააღმდეგებიან. რამდენიმე დღის წინ 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების აღნიშნულ პოზიციას სპეციალური განცხადებით პასუხობს. უწყების მიერ გამოქვეყნებული 12-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის პროვაიდერები ხშირად ქაღალდზე პერსონალისთვის მაღალ ხელფასს აფიქსირებენ, რეალურად კი მათ თანამშრომლებს უფრო დაბალი ანაზღაურებები აქვთ. ამასთან ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კლინიკები მრავალჯერადი მოხმარების ნივთების ერთჯერადი მოხმარების საგნებად აფიქსირებენ, რაც თავისთავად აისახა მომსახურების მაღალ ფასებში.
უწყების განმარტებით, დღეს ამოქმედებულ დადგენილებას შესაძლოა, კლინიკებში ფინანსური ზარალი მოყვეს, თუმცა ეს თანხა ბევრად ნაკლებია იმ საზოგადოებრივ სარგებელზე, რასაც ცვლილება იწვევს.
პასუხი ღია წერილზე ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარე ინიციატივების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.
სამინისტრო აფასებს დაინტერესებული მხარეების ინტერესს და მზაობას რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობის თაობაზე. სამინისტროსთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების მათეული ხედვის გაზიარება. მიმდინარე რეფორმის დაგეგმვამდე სამინისტრომ ჩაატარა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით.
(ა) სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის შეზღუდული შესაძლებლობები:
უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე- 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს. მსგავსი პერსონალური შეხვედრები გათვლილია პირად ინტერესებზე და არა სამედიცინო სექტორის საერთო საჭიროებებზე. სამინისტრო მუდმივად აცხადებს მზაობას სხვა ნებისმიერი ფორმატით აწარმოოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.
აქვე მოგახსენებთ, რომ დარგობრივ ასოციაციებთან მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები არ განხორციელებულა, რამდენადაც მათ კომპტენციას წარმოადგენს უშუალოდ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სამედიცინო საკითხებზე მუშაობა და არა ფინანსური გათვლების განხორციელება.
(ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა და მისი შესაბამისობა სერვისების მოცულობასა და ხარისხთან
სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყოველი რეფორმა ეყრდნობა სიტუაციურ ანალიზს. ახალი განფასების შექმნის პროცესში, სამინისტრომ აწარმოა აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ დაწესებულებების ფინანსურ დირექტორებთან, გამოითხოვა მათგან სრული მონაცემები ყველა სახის ხარჯის შესახებ, რათა სწორედ მათი ანალიზის საფუძველზე შედგენილიყო ახალი განფასებით გათვალისწინებული ტარიფები. აღნიშნულ პროცესში ჩაერთო 150-ზე მეტი სტაციონარული დაწესებულების ფინანსური დირექტორი, რომლებმაც ივლისი-აგვისტოს პერიოდში პორტალზე, არსებული წესების შესაბამისად, წარმოადგინეს ხარჯების დეტალური აღწერილობა. პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებს აქვს ოფიციალური სტატუსი და წარმოადგენს მნიშვნელოვან იურიდიულ საფუძველს სახელწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მართებულობის თვალსაზრისით.
ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით, პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას. გარდა „ისტორიული მინიმუმის“ ფაქტორისა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ადრეულ ეტაპზე პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასების შენარჩუნება უცვლელად, მაშინ როდესაც პროგრამაში ახლად შემოსულ მიმწოდებლებს ჰქონდათ უფრო მაღალი ფასის წარმოდგენის შესაძლებლობა), საყურადღებოა ფასწარმოქმნის პრინციპის არაერთგვაროვნება (მ.შ. არაპირდაპირი ხარჯისა და მოგების წილი).
ცხრილი #1-ში წარმოდგენილია ერთსა და იმავე მომსახურებაზე, კონკრეტულად გულის სისხლძარღვების შუნტირებაზე სხვადასხვა დაწესებულების მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის კომპონენტებს შორის სხვაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს დაგეგმილი რეფორმის საჭიროებას და მიზანშეწონილობას.
შენიშვნა: სამინისტროს კომუნიკაციის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, კლინიკების დასახელებები დეიდენტიფიცირებულია.
ხარჯთაღრიცხვის შესწავლის პროცესში ასევე გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო ფაქტორი, მაგალითად კლინიკის მიერ სახელფასო ხარჯების მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება და რეალურად პერსონალზე გაცილებით ნაკლები თანხების გაცემის ფაქტები. ასევე მრავალჯერადი მოხმარების ნივთების ერთჯერადი მოხმარების საგნებად დაფიქსირება, რაც თავისთავად აისახა მომსახურების მაღალ ფასებში.
ტარიფების დადგენისას სამინისტრომ იხელმძღვანელა საერთაშორისოდ აღიარებული ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირდაპირ და არაპირდაპირ, ისე ცვლად და ფიქსირებულ ხარჯებს. ტარიფებში გათვალისწინებულია მოგების თანხა, რეინვესტირების ოდენობა და გაუთვალისწინებელი ხარჯებიც.
განსაკუთრებით საყურადღებო იყო განსხვავება არაპირდაპირ ხარჯებში, რომლის მაღალი წილი უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელია და კლინიკის მიერ უკიდურესად დაბალი დატვირთვის (პაციენტების მცირე ნაკადის) კომპენსირებას ემსახურება. სამინისტროს ახალი მიდგომით, არაპირდაპირი ხარჯის მაქსიმალური ოდენობა პირდაპირთან მიმართებაში არის არაუმეტეს 30%-ისა ნოზოლოგიური კოდების შესაბამისად. განფასებისას ამოვიღეთ და განვაცალკევეთ ცვეთისა და საბანკო პროცენტის კომპონენტი, რომელთა დაბალანსება უნდა მოახდინონ თავად კლინიკებმა პროგრამებით მოცულ ნოზოლოგიებზე 25%-იანი მოგების პირობებში. აღნიშნული მოგების ფარგლებში დაწესებულებები მიიღებენ მეტად არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს აპარატურისა, თუ სხვა საჭიროებების შესყიდვის პროცესში, რაც ამ დრომდე ძირითადად სახელმწიფოს ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯეფექტურობის გათვალისწინების გარეშე ხორციელდებობა.
ღია წერილში ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინების აუცილებლების თაობაზე მოყვანილი არგუმენტები და ფასთა შედარების ცხრილი ვალიდურად ვერ ჩაითვლება. სამედიცინო დანიშნულების საგნების ღირებულებაზე მართლაც ახდენს ზეგავლენას კურსის ცვლილება, რაც ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია დღევანდელი საბაზრო ფასებით. გარდა ამისა ფასში შეწონილია ყველა სხვა კომპონენტი (მ.შ. პერსონალის ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი, გაუთვალისწინებელი ხარჯი და მოგება), რასაც კლინიკები, თუნდაც ხელფასების ნაწილში, კურსის მერყეობის შესაბამისად არ აკორექტირებენ. ამაზე მეტყველებს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილება დაბალი ხელფასების გამო და მრავალ ადგილზე დასაქმების ტენდენცია, რაც ასევე საყურადღებო ფაქტორია ხარისხთან დაკავშირებული რისკების თვალსაზრისით.
მეტი კონკრეტიკისთვის, წარმოგიდგენთ ტარიფის განსაზღვრის ნიმუშს, რომელიც მოიცავს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც მოხდა ტარიფის დათვლა (მონაცემები ემყარება დაწესებულებების ფინანსური სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას).
კ ა ლ კ უ ლ ა ც ი ა
აორტო-კორონარული შუნტირება/ გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა/თრომბექტომია, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე/სხვა ოპერაციები პარკუჭსა და წინაგულზე, აორტო-კორონარული შუნტირებით ან მის გარეშე
გ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის #36-ე დადგენილების ნაკლოვანებები და „დისკრიმინაციული გამოვლინებები“
ღია წერილში საუბარია 36-ე დადგენილების „დისკრიმინაციულ“ ხასიათსა და სამედიცინო სფეროში მომუშავე მეწარმე სუბიექტებისთვის არასახარბიელო ბიზნეს გარემოს შექმნაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ, რომ სამედიცინო სფეროს ტიპური „ბიზნესის“ სახით განხილვა უდიდესი რისკია, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის ინტერესების დაცვის კუთხით. სამინისტროს პოზიცია მეტად ორიენტირებულია ჯანსაღი მარეგულირებელი გარემოს განვითარებასა და კლინიკებში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების აქტიურ მართვაზე, ვიდრე საბაზრო კონკურენციის ხელშეწყობაზე, რაც პაციენტისთვის სერიოზული რისკების მატარებელი შეიძლება გახდეს.
„ისტორიული მინიმუმის“ და სხვადასხვა კლინიკებისთვის შემოსავლის გენერირების განსხვავებული შესაძლებლობების მიუხედავად, 2011-წლიდან დღემდე კლინიკების მკვეთრად მზარდი ოდენობა (2011 წელს 229-დან 2018 წელს 272-მდე გაზრდა) მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბიზნეს გარემო საკმაოდ ხელსაყრელი იყო და ხელი შეუწყო ბიზნეს ინტერესების საფუძველზე, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას. კლინიკების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოცემულთან მიმართებაში გაიზარდა შესაბამისი მოგების მაჩვენებელიც, რომელიც დღეს 35%-ს აღწევს.
კლინიკების წლიური მოგების მსგავსი შთამბეჭდავი ოდენობის ფონზე, ახალი ტარიფიკაცია ვერც ერთ შემთხვევაში გამოიწვევს მათ დაზარალებას და მითუმეტეს საქმიანობის შეჩერებამდე მიყვანას. ახალი ტარიფიკაცია ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს ფასების და შესაბამისად კლინიკის მოგების კლებას. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ახალი ტარიფიკიცაიით დადგენილი ფასი აღემატება ძველ ფასს. მეტი კონკრეტიკისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ნოზოლოგიაზე ძველი და ახალი ტარიფების შედარებას, რომელთა შორის სხვაობის სიმცირე ცხადყოფს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით დაწესებულებების ნეგატიური მოლოდინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
კერძო სექტორის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია, ამას ადასტურებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის დაწესებული საგადასაგადო შეღავათებიც, რომლის მიხედვით სამედიცინო მომსახურების მიწოდება თავისუფალია დღგ-ს, ქონებისა და მიწის გადასახადისგან. ასევე დღგ-ს გადასახიდასგან თავისუფალია სამედიცინო აპარატურის იმპორტი. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ საშემოსავლო გადასახადს იხდის უშუალოდ პერსონალი და ამ შემთხვევაში დაწესებულება მხოლოდ საგადასახადო აგენტის ფუნქციას ასრულებს. რაც შეეხება მოგების გადასახდს, ესტონური მოდელის შესაბამისად, თუ მოგების თანხები გამოყენებულია რეინვესტირებისთვის, დაწესებულება ამ შემთხვევაშიც თავისუფალია ვალდებულებისგან.
კერძო სექტორის ამგვარი ხელშეწყობის ფონზე, დღეს აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ კლინიკების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე ბევრად მაღალია. ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე და საწოლფონდის დატვირთვა, რომელიც დღეს მხოლოდ 47 %-ს უტოლდება, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად რენტაბელობის მაჩვენებელი მინიმუმ 80% უნდა იყოს. კლინიკების მაღალი რაოდენობა და დაბალი დატვირთვა ავტომატურად იწვევს ადმინისტრაციული, კომუნალური, ცვეთის და სხვა მსგავსი ხარჯების ზრდას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მომსახურების ფასის ხელოვნური გაზრდა და შესაბამისად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გაცემული თანხებიც ნაკლებად მიზნობრივი გახდა. პროგრამაში წარმოიშვა ბიუჯეტის მკვეთრი დეფიციტი, რომელმაც 2019 წელს მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (2014 წელს 50 მილიონიდან ზრდა 2019 წელს 80 მილიონამდე). 2014-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში წარმოქმნილმა დეფიციტმა 360 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სწორედ ამიტომ დადგენილების ცვლილება არის გარდაუვალი პროცესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გეგმიური და მწვავე შემთხვევების სტატისტიკა რადიკალურად განსხვავდება მსოფლიოში არსებული ტენდენციებისგან. თუ ევროპის ქვეყნებში მწვავე შემთხვევების რაოდენობა, მთლიანი შემთხვევების დაახლოებით 12%-ია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 80-ს უტოლდება. ამ გარემოებიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვეღარ ჯდება იმ სტანდარტებში, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა იგი თავდაპირველად. შედეგად ვიღებთ, მოსალოდნელზე მეტ დანახარჯებს, რაც თავისთავად აისახება როგორც ბიუჯეტის დეფიციტზე, ისე კლინიკებიდან წარმოდგენილი თანხების გადარიცხვის ვადებზე.
მას შემდეგ რაც მოხდება ყველა ნოზოლოგიურ კოდზე ტარიფების განსაზღვრა, შემდგომი დაუყოვნებელი ნაბიჯი იქნება სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც ხარისხის, ხარჯებისა და საწოლფონდის სწორად წარმართვის საფუძველია. სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობას და საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება. დღეს არსებული უტილიზაციის პირობებში ტარიფები ნაკლებად მომგებიანია, ხოლო საწოლფონდის 80%-იანი დატვირთვის შემთხვევაში, ახალი ფასები ბევრად მომგებიანი გახდება. სწორედ ამიტომ, ტარიფიკაცია და სელექტიური კონტრაქტირება არა დაბრკოლებული, არამედ პირიქით მხარდაჭერილი უნდა იყოს დაწესებულებების მიერ.
სახელმწიფოს მხრიდან კერძო დაწესებულებებთან უკვე 7 წლიანი თანამშრომლობისა და ხელშეწყობის მიუხედავად, კლინიკები მნიშვნელოვნად შეღავათიან ფასებს სთავაზობენ იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომელთა პროვაიდერებსაც წარმოადგენენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ მცირედით შეცვლილ ტარიფებზე მიუღებლობას აცხადებენ. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი გამოყენება, არამედ მისგან მაქსიმალური მოგების მიღება. ამიტომ, სახელმწიფო მათ უტოვებს არჩევანს, ან იხელმძღვანელონ ახალი ტარიფიკაციით შეთავაზებული გონივრული ფასებით და დარჩნენ როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო კომპანიების პროვაიდერები, ან გავიდნენ სახელმწიფო პროგრამიდან და მომსახურება მიჰყიდონ სხვა შემსყიდველს.
დ) მიმდინარე რეფორმის უარყოფითი შედეგები სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ექიმების გადინებისა და ახალი პარტნიორობების შეფერხების თვალსაზრისით
ღია წერილში ასევე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხთან, ექიმების გადინებასა და სისტემასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პრობლემებზე.
განვითარებულ ქვეყნებში ხარისხიანი მომსახურება არ ნიშნავს ძვირადღირებულ მომსახურებას. ევროპული გამოცდილების თანახმად, კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი და კლინიკებიც ძირითადად არამომგებიანი დაწესებულებების სახით არის წარმოადგენილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. ჩვენს ეროვნულ ჯანდაცვაში კი საწინააღმდეგო მოცემულობაა შექმნილი, რადგან დაწესებულება, ხარისხს უმეტეს წილად აბამს ფინანსურ კომპონენტს. სამედიცინო მომსახურების ხარისხს უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს ექიმის კვალიფიკაცია.
საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული სტატისტიკა, არც თუ სახარბიელოა, კერძოდ: 2012-2019 წლებში პროფესიული საბჭოს მიერ განხილული იქნა პაციენტების გარდაცვალების 431 შემთხვევა, დაისვა 994 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, პროფესიული გადაცდომა დადასტურდა და სხვადასხვა ვადით სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 366 ექიმს, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა 8 ექიმს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ პროფესიული საბჭოს მიერ ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის შემთხვევები თუ 2012 წელს იყო 85, 2018 წელს 203-მდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა იმ ექიმების რიცხვი, ვისაც შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება გარკვეული ვადით. რეგულირების სააგენტო დღესაც სწავლოს ათობით შემთხვევას, რომელიც დიდი ალბათობით სამედიცინო მომსახურების ხარისხის დეფექტითაა განპირობებული.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 41 000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში, როგორც უშუალოდ სერვისის მიღების ადგილზე, ისე ხელახალი ჰოსპიტალიზაციისთვისდადგენილი პერიოდის გასვლამდე. 2018 წელს გარდაცვალების 21541 შემთხვევიდან 64%-ში გარდაცვალება დაფიქსირებულია კლინიკაში. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ბინაზე გაწერიდან 30 დღეში, მ.შ. 12% გარდაიცვალა გაწერიდან არაუმეტეს 7 დღის ვადაში.
გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გადარცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გადაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება. სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
რამდენადაც აღნიშნული სტატისტიკა და ანალიზი წარმოებულია ახალი ტარიფების ამოქმედებამდე, ნათლად იკვეთება რეალური მოცემულობა - პრობლემა ისახება მომსახურების ხარისხსა და პერსონალის კვალიფიკაციაში და არა დაფინანსების საკითხში.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამინისტრო დარწმუნებულია იმ ნაბიჯების მართებულობაში, რომელიც დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში უნდა გადაიდგას, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაბიჯები დაიგეგმა როგორც დაწესებულების, ისე პაციენტისა და სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
წყარო
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(4)
« პირველი
...
2
3
[4]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0574 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.