საარჩევნო უბნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა კონკურსი 19 აგვისტოდან გამოცხადდა. ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში საკონკურსო განაცხადებს შაბათ-კვირის ჩათვლით უწყვეტ რეჟიმში იღებენ. კონკურსანტებს ავტობიოგრაფიისა დაწერა და განაცხადის ფურცლის შევსება ევალებათ. ეს თითქოსდა მარტივი პროცედურა ოლქის თანამშრომლებისთვის კურიოზულ თავსატეხად იქცა. სახალისო შტრიხები, ძირითადად, ავტობიოგრაფიებში შეინიშნება, სადაც ზოგი ჯერ სკოლას ამთავრებს და მერე იბადება, ზოგი კი, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ''ცხოვრებაში სიგლახე არ გაუკეთებია''. ცალკე საკითხია გრამატიკული ლაფსუსები, რომლის შესწორების უფლება დამხმარე პერსონალს აფსუს, რომ არ აქვს. მაგალითად, ის, რომ ''ავტო ბიოგრაფია'' ერთი სიტყვაა და ეს არც მეტი, არც ნაკლები ''საშვალო'' სკოლაში ისწავლება, ზოგი ''ინსტვიტდამთავრებულისთვის'' აბსოლუტურად გაუგებარი და უმნიშვნელო საკითხია.
განაცხადების მიღება ოზურგეთის საარჩევნო ოლქში 3 სექტემბრისთვის დასრულდება. მანამდე კი ოლქის თანამშრომლები ავტობიოგრაფიების ''სიღრმიდან''...არაერთ მსგავს ''მარგალიტს'' ამოიღებენ.
http://www.ireporter.ge/?p=51920 This post has been edited by sexi-bicola on 29 Aug 2013, 15:05
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █